განაჩენი

სისხლის სამართლის 13.02.2020
საქმის ნომერი
050100119003057358
ინსტანცია
თარიღი
13.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100119003057358

საქმე №1/ბ-32-2020წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

07 თებერვალი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა-–------ რ-----ის ძე ხ--–-----ის მიმართ, დაბადებული: 198- წლის 16 ი--–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 3----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ოზურგეთი, ბ-------ს ქუჩა N 123, ფაქტობრივად მცხოვრები: ოზურგეთი, ი-–-----------–-ს ჩიხი N1.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ა-–------ ხ--–-----მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2017 წლის 4 მაისამდე არსებული რედაქცია). რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ა-–------ ხ--–-----ი და შ------ა ა--–--ე ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას და იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ შორის 2009 წლიდან ეჭვიანობის ნიადაგზე დაიძაბა ურთიერთობა, რა დროსაც ა-–------ ხ--–-----ი მეუღლეს - შ------ა ა--–--ეს, შვილის - რ----- ხ--–-----ის დაბადებამდე, ორსულობის პერიოდში და მას შემდეგ, 2015 წლის 5 ივლისამდე, არასრულწლოვანი შვილის - 2--------- წელს დაბადებულ რ----- ხ--–-----ის თანდასწრებით ქ. ოზურგეთში, ბ-------ს ქუჩა N123- ში მდებარე საცხოვრებელ სახლში სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, უყვიროდა უმიზეზოდ და მოიხსენიებდა აუგად, რა დროსაც დაზარალებული ტანჯვას და დამცირებას განიცდიდა.

 

2015 წლის 04 ი--–---, დაახლოებით 21:00 საათზე ა-–------ ხ--–-----სა და შ------ა ა--–--ეს შორის, შვილის გამო ისევ მოხდა ურთიერთკამათი, რა დროსაც ა-–------ ხ--–-----მა არასრულწლოვანი შვილის - 2--------- წელს დაბადებული რ----- ხ--–-----ის თანდასწრებით, ქ.ოზურგეთში, ბ-------ს ქუჩა N123-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში შ------ა ა--–--ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ცემა, კერძოდ, ხელი დაარტყა ტუჩის და სხეულის სხვადასხვა არეში, ჩამოკაწრა სხეულზე, დაარტყა ტანსაცმლის ჩამოსაკიდი, რა დროსაც დაზარალებულმა მიიღო დაზიანებები, განიცადა ფიზიკური ტკივილი, ტანჯვა და დამცირება.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის განაჩენით ა-–------ ხ--–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (2017 წლის 4 მაისამდე არსებული რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ------ ნ--------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ა-–------ ხ--–-----ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით. შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის არასამართლიანი და ლმობიერი. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხდველობაში არ მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და მის პიროვნება. სასამართლომ სწორად არ შეაფასა ა-–------ ხ--–-----ის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, კერძოდ ის, გარემოებები, რომ მას ბრალდება წარდგენილი ჰქონდა ოჯახში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე და ცხოვრების წესად ჰქონდა ქცეული მეუღლის შ------ა ა--–--ისთვის შეურაცხყოფის მიყენება, რომელსაც წლების განმავლობაში უსაფუძვლო ეჭვიანობის ნიადაგზე სისტემატიურად მიმართვდა უცენზურო და დამამცირებელი სიტყვებით, თანაც მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით და აღნიშნულით დაზარალებულს აყენებდა სულიერ ტანჯვას, ბავშვს კი წარუშლელ ფსიქიკურ ტრავმას. ამდენად, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად დანიშნული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ა-–------ ხ--–-----ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ა-–------ ხ--–-----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ - შ------ა ა--–--ის ჩვენებით, შ------ა ა--–--ის განცხადებით, მოწმეების - ა-------- ხ--–-----ის, ო----–-- ხ--–-----ის, ბ----------–------------------------------ ა--–--ის, მ------ მ---------–ის გამოკითხვის ოქმებით, შ------ა ა--–--ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებული ა-–------ ხ--–-----ის ქმედებებს გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულები, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, დანაშაულების ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ა-–------ ხ--–-----ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ------ ნ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ა-–------ ხ--–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (2017 წლის 4 მაისამდე არსებული რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს.

 

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

დაზარალებულ შ------ა ა--–--ის კუთვნილი ,,ნოკიას’’ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ შ------ა ა--–--ეს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე