განაჩენი

სისხლის სამართლის 07.02.2020
საქმის ნომერი
080100119002940720
ინსტანცია
თარიღი
07.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119002940720

საქმე №1/ბ-18-2020 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

07 თებერვალი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, მსჯავრდებულ ნ------ გ---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ------ გ---–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ბ----------------------------–------------–--------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი), 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (3 ეპიზოდი) და 111; 3811 მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ------ გ---–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:

 

_ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2 ეპიზოდი);

 

_სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (3 ეპიზოდი);

 

_შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობა (2 ეპიზოდი).

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ------ გ---–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 14 დეკემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ბ----------------------------–------------–- მდებარე სახლში, ნ------ გ---–---–მა იძალადა მეუღლეზე _ თ----- თ------ეზე, კერძოდ, ესროლა ხის ნაჭერი, რომელიც თ----- თ------ეს მოხვდა ზურგში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 17 დეკემბერს, საღამოს საათებში, ბ----------------------------–------------–- მდებარე სახლში, ნ------ გ---–---–მა იძალადა მეუღლეზე _ თ----- თ------ეზე, კერძოდ, ცემა იგი სხეულის სხვადასხვა ადგილებში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 8 თებერვალს, ღამის საათებში, ქ----------–--------------–---------–- მდებარე საერთო საცხოვრებელში ნ------ გ---–---–ი დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს _ თ----- თ------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2019 წლის 19 თებერვალს, ნ------ გ---–---–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი და მას ერთი თვის ვადით აეკრძალა მეუღლესთან _ თ----- თ------ესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია (მათ შორის, ტელეფონითაც). 2019 წლის 7 მარტს, საღამოს, ნ------ გ---–---–მა მობილურ ტელეფონზე დაურეკა ყოფილ მეუღლეს, თ----- თ------ეს, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნა.

 

2019 წლის 7 მარტს, საღამოს, მობილურ ტელეფონზე საუბრისას, ნ------ გ---–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს _ თ----- თ------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2019 წლის 19 თებერვალს ნ------ გ---–---–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი და მას ერთი თვის ვადით აეკრძალა მეუღლესთან _ თ----- თ------ესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია (მათ შორის, ტელეფონითაც). 2019 წლის 9 მარტს, დაახლოებით 21:30 საათზე, ნ------ გ---–---–მა მობილურ ტელეფონზე დაურეკა ყოფილ მეუღლეს, თ----- თ------ეს, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნა.

 

2019 წლის 9 მარტს, დაახლოებით 21:30 საათზე, მობილურ ტელეფონზე საუბრისას ნ------ გ---–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს თ----- თ------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ზემოაღნიშნულის გამო ნ------ გ---–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი), 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (3 ეპიზოდი) და 111;3811 მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი).

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენით:

 

ნ------ გ---–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 7 მარტის ეპიზოდი), 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 7 მარტის ეპიზოდი), 111; 3811 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 9 მარტის ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 9 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

 

ნ------ გ---–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი), 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 17 დეკემბრის ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 8 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი, დანაშაულის ჩადენისას მოქმედი რედაქცია) _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 17 დეკემბრის ეპიზოდი, დანაშაულის ჩადენისას მოქმედი რედაქცია) _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 8 თებერვლის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 17 დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, ნ------ გ---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

ნ------ გ---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინებით გირაოს უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა უნდა მოეხსნას ა------ გ------–--ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წილს, მდებარე ბ----------------------------–------------–-, საკადასტრო კოდით №3----------- და №3-----------.

 

ნ------ გ---–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2019 წლის 10 მარტიდან, მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 17 დეკემბრიდან 2018 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით.

 

ნივთიერი მტკიცებულება _ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ------ გ---–---–მა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2019 წლის 8 თებერვლის ეპიზოდი) გამართლება და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელების შემცირება ისე, რომ მის მიერ ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადის გათვალისწინებით, გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

 

აპელანტის მითითებით, იგი თავიდანვე აღიარებდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, ხოლო დანაშაულის სხვა ეპიზოდებს არ აღიარებდა. მათ უმრავლესობაში სასამართლომ გაამართლა, მაგრამ დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც მას არ ჩაუდენია და აქედან გამომდინარე ითხოვს ამ ნაწილში გამართლებას. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისთვის დანიშნული სასჯელი არის მკაცრი, ვინაიდან, სასამართლოს თავისუფლად შეეძლო მისთვის სასჯელი დაენიშნა იმ ზომით, რომ ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის გათვალისწინებით, გაეთავისუფლებინა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ნ------ გ---–---–ის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაცო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას იმ ნაწილში, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ის ფაქტი, რომ ნ------ გ---–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს _ თ----- თ------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, კერძოდ:

 

დაზარალებულ თ----- თ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 7 თებერვალს იმყოფებოდა ქ.თბილისში, რადგან ბავშვი ჰყავდა ექიმთან, მეორე ბავშვი კი დატოვებული ჰყავდა ყოფილ მეუღლესთან, ნ------ გ---–---–თან, რომელიც მას უკან დაბრუნებისას ურეკავდა და ეკითხებოდა თუ სად იყო აქამდე. ნ------ გ---–---–ი ნასვამი იყო და ეჭვიანობდა, რის გამოც გაუთიშა ტელეფონი, რაზეც ის გაბრაზდა. შუაღამისას აივნის კარის ხმა გაიგონა და როდესაც ადგა, დაინახა მისი ყოფილი მეუღლე ნ------ გ---–---–ი, რომელიც ეჭვიანობდა და ეკითხებოდა, თუ რატომ გაუთიშა ტელეფონი და ვის ესაუბრებოდა, ბოლოს კი შერიგება და სახლში გაყოლა სთხოვა, რაზეც უარი განუცხადა მას. ამის შემდეგ ნ------ გ---–---–ი დაემუქრა, რომ არ აცოცხლებდა. ხმაურზე გაეღვიძა დედამისს _ ც---–- ყ---–--ეს, რომელმაც დაინახა, რომ ნ------ გ---–---–მა უცებ ჯიბიდან ამოიღო დანა და მას (თ----- თ------ეს) მოუქნია. დედამისი თხოვდა, რომ დანა მისთვის მიეცა და თავს ნუ დაიღუპავდა. ნ------მ მას არ დაუჯერა, თუმცა დედამისმა მაინც მოახერხა დანის წართმევა და დივნის ქვეშ შეგდება. ამ ხმაურზე სახლში შევიდა მისი ძმა _ მ----- თ------ე, რომელიც იმყოფებოდა მეზობელთან. ნ------ გ---–---–მა დაიწყო მისი ლანძღვა და მ-----ს უთხრა, რომ თ-----ს ვიღაც ჰყავდა და სხვას სწერდა, რაზეც მან უპასუხა, რომ მეორე დღეს ესაუბრათ, როდესაც გამოფხიზლდებოდა. მათ შორის ჩხუბი ეზოში გაგრძელდა. რამდენიმე წუთის შემდეგ მ----- თ------ე სახლში ავიდა დასისხლიანებული და სთხოვა სასწრაფო დახმარების გამოძახება. ეზოში ჩასულებმა ნახეს, რომ ნ------ გ---–---–ი უგონოდ იწვა მიწაზე. დაზარალებულ თ----- თ------ის განმარტებით, როდესაც ნ------ გ---–---–ი ემუქრებოდა, მისი მუქარა რეალურად აღიქვა და შეეშინდა.

 

მოწმე ც---–- ყ---–--ის (დაზარალებულ თ----- თ------ის დედის) ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 7 თუ 8 თებერვალს იწვა თ-----სთან და მის ბავშვებთან ერთად, რა დროსაც გააღვიძა გულის ტკივილმა და ხმაურმა. როდესაც ადგა, დაინახა ნ------ გ---–---–ი, რომელმაც ჯიბიდან ამოიღო დანა და თ-----ს ემუქრებოდა. მან როგორღაც მოახერხა და ნ------ს წაართვა აღნიშნული დანა, რომელიც დივანის ქვეშ შეაგდო. ხმაურზე სახლში შევიდა მისი შვილი მ----- თ------ე, რის შემდეგაც მან და ნ------ გ---–---–მა დაიწყეს კამათი. მ-----ი ნ------ს უთხრა, რომ მეორე დღეს ესაუბრათ, რაზეც მან უპასუხა _ მე მოვკვდები, მაგრამ თქვენ დაგინგრევთ ცხოვრებასო.

 

მოწმე მ----- თ------ის (დაზარალებულ თ----- თ------ის ძმის) ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 8 თებერვლის, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, იმყოფებოდა მეზობელთან, რა დროსაც გაიგონა მისი დის, თ-----ს განწირული ხმა. ამის გამო შევიდა სახლში, სადაც დახვდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ნ------ გ---–---–ი, რომელიც იგინებოდა მისი და მისი ოჯახის მისამართით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 8 თებერვალს, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ზ---- გ---------ს მიერ ც---–- ყ---–--ის საცხოვრებელი ბინაში, მისივე მითითებით, დივანსა და კედელს შორის არსებული ადგილიდან ამოღებული იქნა იატაკზე დაგდებული მოთეთრო-მოშავო ფერის ტარიანი დანა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ---- გ---------მ დაადასტურა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე და მასში მითითებული გარემოებები.

 

ტრასოლოგიური ექსპერტიზის №0--–- დასკვნით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული, ქარხნული წესით დამზადებული სამეურნეო ტიპის დანა მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელი მოქმედების ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შედეგად სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ნ------ გ---–---–ის მოთხოვნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2019 წლის 8 თებერვლის ეპიზოდი) მისი გამართლების შესახებ, ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს, რომ ნ------ გ---–---–ი 2019 წლის 8 თებერვალს, დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს _ თ----- თ------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი ნ------ გ---–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში კანონიერია და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი.

 

რაც შეეხება სასჯელს სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნ------ გ---–---–ისათვის სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მას სასჯელი განუსაზღვრა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რის გამოც არ არსებობს მისი შემსუბუქების საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენი ნ------ გ---–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო მსჯავრდებულ ნ------ გ---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ ნ------ გ---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენი ნ------ გ---–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ნ------ გ---–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 7 მარტის ეპიზოდი), 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 7 მარტის ეპიზოდი), 111; 3811 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 9 მარტის ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 9 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

4.ნ------ გ---–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი), 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 17 დეკემბრის ეპიზოდი), 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 8 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 17 დეკემბრის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 8 თებერვლის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ------ გ---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

6.მსჯავრდებულ ნ------ გ---–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2019 წლის 10 მარტიდან; მასვე, სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2018 წლის 17 დეკემბრიდან 2018 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით.

 

7.ცნობად იქნას მიღებული, რომ ნ------ გ---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინებით 3000 ლარის ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა მოეხსნას ბ----------------------------–------------–- მდებარე, ა------ გ------–--ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წილს (საკადასტრო კოდი №3----------- და №3-----------.).

 

8.ნივთიერი მტკიცებულება _ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.

 

9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/