განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N140100119002844661
საქმე №1ბ/1923-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 თებერვალი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა
ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: რ-----------–------
მსჯავრდებულის: ნ--------------–-------
ადვოკატის: გ--------------–----
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ნ--------------–------- ინტერესების დამცველი ადვოკატის გ--------------–---- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ--------------–------- მიმართ, დაბადებული 1----–-–------------–-- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ქ---------------–----–----–--------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--------–--------------------- დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გ------ რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით, ნ--------------–------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ნ--------------–------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 4 ოქტომბრიდან.
მსჯავრდებულ ნ--------------–------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 31 დეკემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ნ--------------–------ მივიდა ქ------–---–------–-- გზატკეცილის პირველ კილომეტრზე მდებარე ა-----–--------–---–-- სახელოსნოში ვითომ ავტომანქანის შესაძნად, რა დროსაც იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ავტომანქანის „------------------------------------------------- პულტიან გასაღებებს, რის შედეგადაც ა-----–--------–---–-- განიცადა 240 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ--------------–------- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ--------------–----- რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის შემსუბუქება და მსჯავრდებულისათვის მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ვადის განსაზღვრა.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის ძალაში დატოვება.
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ ნ--------------–------- მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მისი აღიარებისა, დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ა-----–-------–---–-- ჩვენებით, მოწმეების: დ---------------–---–----------------–-----–---–-------------------–---–------------------------- ჩვენებებით, პირის ამოცნობის ოქმით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით და უდაოდ ნაცნობი მტკიცებულებებით.
ამდენედ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ნ--------------–------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ვადის დანიშვნასთან დაკავშირებით, ვინაიდან ნ--------------–------მ დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, ამასთან, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა რეციდივის შემთხვევა, რაც თავის მხრივ გამორიცხავს სასჯელის მინიმალური ვადის გამოყენების შესაძლებლობას. თუმცა, პალატა, მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს და დამდგარ შედეგს, დანაშაულის ჩადენის მომენტში მის ოჯახურ მდგომარეობას, რამაც ფაქტობრივად განაპირობა მისი ქმედება, ასევე იმ გარემოებას, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებათა ნაწილი ცნო უდავოდ და აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულს გარკვეულწილად შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და გ------ რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ოქტომბრის განაჩენში, სასჯელის შემსუბუქების კუთხით შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულის ნ--------------–------- ინტერესების დამცველი ადვოკატის გ--------------–---- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2.გ------ რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
3. ნ--------------–------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 3(წლის)წლით და 11(თერთმეტი)თვით და 27(ოცდაშვიდი)დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 3000(სამი ათასი)ლარის ოდენობით და საბოლოდ, ნ--------------–------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. მსჯავრდებულ ნ---------------–------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2019 წლის 4 ოქტომბრიდან.
5.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ნ--------------–------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოხსნას ე-–-------------------- (პ/ნ 2----------- სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარეს: თ------–------------------------------------ საკადასტრო მონაცემებით: ს------------–-----------------------------------------–------------------------------------–----–-------------–--------------------------------–----------------------------
6. ნივთმტკიცება:
- ამოღებული „ტოიტა კამრის“ და „ჰიუნდა სონატას“ გასაღებები, რომელიც დალუქული სახით ინახება შსს გ------ რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
7. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ.მაჭავარიანი