განაჩენი

სისხლის სამართლის 18.02.2020
საქმის ნომერი
010100218700053476
ინსტანცია
თარიღი
18.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100218700053476

საქმე №1ბ/154-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

6 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - თ------–--–----–-----ის,ადვოკატების - თ------------ის, მ------------–---–ის,მსჯავრდებულების - რ---------------ის, ო----------------ის,თარჯიმნების - ა---------–--------ის, ზ---------------ას მონაწილეობით,მსჯავრდებულ რ---------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის კ-----------–---–ის, ასევე მსჯავრდებულ ო----------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-–----------------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

რ---------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-----------ს, პირადი №1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დ-------------------------–--------–--; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით;

 

ო----------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–------------------ს, პირადი №1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დ-------------------------–---------ი; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის განაჩენით:

 

რ---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

რ---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 03 მარტიდან.

 

ო----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

ო----------------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 03 მარტიდან.

 

ამავე განაჩენით, რ----------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

რ----------------------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 03 მარტიდან.

 

რ---------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ო----------------ს და რ----------------------ს მსჯავრი დაედოთ მასზედ, რომ მათ ჩაიდინეს ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

2017 წლის 02 მარტს, საღამოს საათებში, ო----------------ი, რ----------------------ი და ყაჩაღობისათვის ნასამართლევი რ---------------ი გარდაბნის რაიონის სოფ. თბილწყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მინდვრიდან, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ცხენის დასაბმელი თოკის გადაჭრის გზით, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ფ------------------ის კუთვნილ 2 სულ ცხენს, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 2800 (ორიათასრვაასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა რ---------------მა და მისმა ადვოკატმა კ-----------–---–მა, მსჯავრდებულმა ო----------------მა და მისმა ადვოკატმა ა-–----------------–---–მა, ასევე მსჯავრდებულმა რ----------------------მა, რომლებმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით ითხოვეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

აპელანტების - რ---------------ის და მისი ადვოკატის მტკიცებით, განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, საქმის არსებითი განხილვისას კანონიერად და ობიექტურად არ იქნა შეფასებული წარმოდგენილი მტკიცებულებები. გამამტყუნებელი განაჩენი ძირითადად ემყარება პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს, რომლებიც არათანმიმდევრულად აღწერენ მოხდარ ფაქტს. რაც შეეხება დაზარალებულს, მისი განმარტებით, ცხენების დაკარგვის ფაქტი შეამჩნია 2017 წლსი 1 მარტს, საღამოს 11 საათზე. სამართალდამცავების განმარტებით, რ---------------ი დააკავეს დილით 4-5 საათისთვის, ცხენების დაკარგვის ადგილიდან დაახლოებით 150-200 მეტრში. ამდენად, აპელანტების განმარტებით, აბსურდია ის გარემოება, რომ თითქოს რ---------------ი ცხენით 200 მეტრის გავლას მოუნდა 5-6 საათი. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მოწმეები კი, სრულად იდენტური სიტყვებით აღწერენ ფაქტებს, რის გამოც ჩნდება ეჭვი, რომ ისინი წინასწარ იქნენ დარიგებულები.

 

აპელანტების - ო----------------ის და მისი ადვოკატის მტკიცებით, განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან, საქმის არსებითი განხილვისას კანონიერად და ობიექტურად არ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ო----------------ის მიერ პირთა ჯგუფთან ერთად ქურდობის ჩადენას, ხოლო მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო, უკანონოდ არის მოპოვებული.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით, დამტკიცდა პროკურორ ქ----------------ა და მსჯავრდებულ რ----------------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

მსჯავრდებულებმა რ---------------მა, ო----------------მა და მათმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს და ითხოვეს მათი დაკმაყოფილება.

 

პროკურორმა მოითხოვა რ---------------ის და ო----------------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილება უნდა შევიდეს რ---------------ის მიმართ სასჯელის შემცირების კუთხით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო უთითებს, რომ სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება წარდგენილ ბრალდებაში რ---------------ის და ო----------------ის ბრალეულობა, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ფ------------------მა განაცხადა, რომ შემთხვევის დღეს ქ. გარდაბანში, მისი კუთვნილი ფერმიდან დაახლოებით 700 მეტრში, მინდორში თოკით დაბმული ყავდა ცხენი, ხოლო კვიცს მხოლოდ ყელზე ჰქონდა თოკი მობმული და რადგან არ სცილდებოდა დიდ ცხენს, იყო გაშვებული. საღამოს, დაახლოებით 11 სთ-ზე აღმოაჩინა, რომ ცხენები იყო დაკარგული. დილის საათებში კი დაურეკეს პოლიციიდან, ნაცნობეს ცხენების ქურდობის შესახებ და უთხრეს, რომ უნდა ამოეცნო ისინი. ამოცნობამდე გამომძიებელს აღუწერა მისი კუთვნილი ცხენები, კერძოდ: დიდი ცხენი ნიშა იყო და ზურგზეც ჰქონდა ნიშანი, ხოლო კვიცს უკანა ფეხზე ჰქონდა თეთრი ნიშანი და ასევე შუბლზეც პატარა ნიშანი. სწორედ აღნიშნული მასახიათებლებით ამოიცნო კუთვნილი, გამომძიებლის მიერ წარდგენილი ცხენები. ფ------------------მა ასევე, დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავებს აჩვენა, თუ სად ყავდა დაბმული ცხენები. მის მიერ მითითებულ ადგილზე დახვდათ გადაჭრილი თოკი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ----------–---მ განაცხადა, რომ იგი არის გარდაბნის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი. 2017 წლის 3 მარტს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მის მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ წარსულში ყაჩაღობისათვის ნასამართლევმა რ---------------მა, ასევე ნასამართლევმა ო----------------მა და რ----------------------მა, ქ. გარდაბანში მცხოვრებ ფ------------------ს მოპარეს კუთვნილი ორი სული ცხენი და ნაქურდალი ცხენებით გადაადგილდებოდნენ ქ. გარდაბანში, №3 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულის შესახებ პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას. გადამოწმებული იქნა ინფორმაციაში მითითებული პირების ვინაობა და შესაბამისი ჯგუფები გავიდნენ დამნაშავეთა დასაკავებლად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ლ-–---------–---მ განაცხადა, რომ 2017 წლის 03 მარტს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თანამშრომლის - ბ----------–--ის მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ქ. გარდაბანში მცხოვრებ ფ------------------ს რ---------------მა, ო----------------მა და რ----------------------მა მოპარეს ორი სული ცხენი და ისინი ცხენებთან ერთად გადაადგილდებოდნენ ქ------------–------- სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მითითებულ ადგილზე გავიდა სამსახურებრივი ავტომანქანით ორ ოპერატიულ ჯგუფთან ერთად, სადაც დაინახეს, რომ რ---------------ი იჯდა დიდ ცხენზე, კვიცს ყელზე მობმული ჰქონდა თოკი, რომლის ბოლოც ეჭირა ო----------------ს, ხოლო რ----------------------ი უკან მიჰყვებოდათ და ეხმარებოდა გარეკვაში. პოლიციის თანამშრომლების დანახვაზე, აღნიშნულმა პირებმა აზერბაიჯანულ ენაზე ერთმანეთს რაღაც შესძახეს და სცადეს გაქცევა. ო----------------ი შეახტა კვიცს, თუმცა გაუხედნავმა კვიცმა ორჯერ გადმოაგდო, რა დროსაც მიიღო დაზიანება. სამართალდამცავებმა მოახდინეს სამივე პირის დაკავება, რა დროსაც დაზიანებები მიიღეს თანამშრომლებმა ი-----–-------------------------–-------------ა. მოწმის განმარტებით, მონაწილეობა მიიღო რ---------------ისგან ცხენის ამოღებასა და მის დაკავებაში. როგორც ამ უკანასკნელმა განუმარტათ, თავად ჰქონდა წაღებული შესაბამისი აღჭურვილობა ცხენისათვის, რათა შეძლებოდა მისი ადვილად დამორჩილება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ე-–-----------------ა განაცხადა, რომ 2017 წლის 03 მარტს, ღამის საათებში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც თანამშრომელმა ბ----------–---მ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია ცხენების ქურდობის შესახებ. თანამშრომელებთან ერთად გავიდა ინფორმაციაში მითითებულ ადგილზე, სადაც დაინახეს სამი მამამკაცი, კერძოდ, წინ მიმავალი რ---------------ი იჯდა დიდ ცხენზე, რომელსაც ჰქონდა აღკაზმულობა; ო----------------ი კვიცს ექაჩებოდა ყელზე მობმული თოკით, ხოლო მესამე - რ----------------------ი უკან მიჰყვებოდა და კვიცს ხელს ურტყამდა, რომ მალე წასულიყო. მითითებულ პირებს სამართალდამცავების დანახვამდეც ეტყობოდათ, რომ ჩქარობდნენ, ხოლო მათი დანახვისას ერთმანეთს შესძახეს „ძაღლები მოვიდნენო“ და სცადეს გაქცევა. ო----------------ი კვიცს შეახტა, თუმცა გაუხედნავმა კვიცმა ორჯერ გადმოაგდო, რა დროსაც მიიღო დაზიანება. გაქცეული პირები დააკავეს აზერბაიჯანული სკოლის ტერიტორიაზე, ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული ადგილიდან დაახლოებით 300-500 მეტრში. ისინი დაკავებისას ერთმანეთს აფრთხილებდნენ - „არ აღიაროთ, ხელი არაფერს მოაწეროთ, ვერაფერს დაგვიმტკიცებენო“. დაკავების დროს პოლიციის ორმა თანამშრომელმა მიიღო დაზიანება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ტ----------–---მა განაცხადა, რომ 2017 წლის 03 მარტს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თანამშრომელ ბ----------–--ის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თანამშრომლებთან ერთად სამსახურებრივი ავტომანქანით გავიდა ქ------------–------- სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ხსენებულ ადგილზე, მინდორში დაინახეს, რომ რ---------------ი იჯდა დიდ ცხენზე, უკან მიჰყვებოდა ო----------------ი ფეხით, რომელსაც კვიცი მიჰყავდა თოკით, ხოლო მათ უკან იყო რ----------------------ი და კვიცს ხელს ურტყამდა. მათ დანახვაზე ხსენებულმა პირებმა ერთმანეთს აზერბაიჯანულ ენაზე შესძახეს „ძაღლები მოვიდნენო“ და გაიქცნენ, ო----------------ი კვიცს შეახტა, რა დროსაც წაიქცა; რ----------------------ი კი ფეხით გაიქცა. სამართალდამცავებმა მოახდინეს სამივე ბრალდებულის დაკავება, რა დროსაც ისინი ერთმანეთს აფრთხილებდნენ - „არ აღიაროთ, ვერაფერს დაგვიმტკიცებენო“.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ლ----------------ა განაცხადა, რომ 2017 წლის 03 მარტს ღამის საათებში ცხენის ქურდობის თაობაზე მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თანამშრომლებთან ერთად გავიდა ქ------------–------- სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც რ---------------ი, ო----------------ი და რ----------------------ი გადადგილდებოდნენ მოპარულ ცხენებთან ერთად. წინ მიდიოდა რ---------------ი, რომელიც დიდ, აღჭურვილ ცხენზე იჯდა. მის უკან ო----------------ი მიდიოდა, რომელსაც ხელში ეჭირა კვიცზე შებმული თოკი და ექაჩებოდა, ხოლო რ----------------------ი უკან მიჰყვებოდა და ეხმარებოდა გარეკვაში. მათ დანახვაზე, რ----------------------მა დაიძახა, „ძაღლები მოვიდნენ, გავიქცეთო“ და შეეცადნენ გაქცევას. ო----------------ი მათ დანახვაზე შეახტა კვიცს, თუმცა კვიცმა გადმოაგდო. რ---------------იც ჩამოვარდა ცხენიდან გაქცევისას, სკოლის ღობესთან და ხელი იტკინა. მოწმემ მონაწილეობა მიიღო ო----------------ის დაკავებაში. ასევე, თანამშრომლების მიერ მოხდა დანარჩენი ორი პირის დაკავება. რ---------------ის მითითებით ისინი გავიდნენ შემთხვევის ადგილზეც, სადაც დახვდათ გადაჭრილი თოკი და „პალო“.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა დ-------------–----ა განაცხადა, რომ 2017 წლის 03 მარტს ღამის საათებში იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია და თანამშრომლები გავიდნენ ქ. გარდაბანში მე-3 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ ადგილზე დაინახეს სამი პიროვნება ცხენებთან ერთად. დიდ ცხენზე ამხედრებული იყო რ---------------ი, მის უკან მიმავალ ო----------------ს კვიცი მიჰყავდა თოკით, ხოლო ამ უკანასკნელს კვიცის წაყვანაში ეხმარებოდა რ----------------------ი. სამართალდამცავებმა სამსახურებრივი ავტომანქანებით ბრალდებულები წრეში მოაქციეს. მათ დანახვაზე აღნიშნული პირები შეეცადნენ გაქცევას. ო----------------ი შეახტა კვიცს, თუმცა კვიცმა რამდენჯერმე გადმოაგდო. მან მონაწილეობა მიიღო ო----------------ისგან ცხენის ამოღებაში, რა დროსაც ოქმზე ბრალდებულმა ხელი არ მოწერა და განმარტა, რომ ხელი სტკიოდა. მოწმემ დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილიდან ბრალდებულთა დაკავების ადგი არის შორს, დაახლოებით ერთი კილომეტრი იქნება.

 

აღნიშნული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს სხვა თანამშრომლებმაც: ი-–-------------------–----------------------------–-–---–----------–----------------------–------------–---–-ა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამომძიებელმა გ-------–---------------------------------------------–---–--------–----------------------------------------------------------------------------------------------------------------------–---------------------მა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

2017 წლის 03 მარტის ამოღების ოქმის და ფოტოსურათების თანახმად, ამოღება ჩატარდა ქ. გარდაბანში, №3 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მინდორში რ---------------თან. ცხენი, რომელზეც იჯდა რ---------------ი, არის საშუალო აღნაგობის მოწითალო ფერის, შავი ფაფრით და კუდით, ფეხების ქვედა მხარეს შავი ბალნით. შუბლზე თეთრი ფერის ნიშნით; ცხენს დადგმული ჰქონდა ტყავის ქამრით შეკრული შავი ტყავის ბალიშისმაგვარი უნაგირი. ეკეთა აღვირი, ყელზე შებმული ჰქონდა თეთრი ფერის გადაჭრილი თოკი. აღვირი გაფორმებულია ლითონის ორნამენტებით. ამოღებული ცხენი გადაყვანილი იქნა შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს ეზოში. საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში ასევე ამოღებული და დალუქული იქნა უნაგირი, აღვირი და თეთრი ფერის თოკი, რომელიც ცხენს ეკეთა ყელზე.

 

2017 წლის 03 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, ამოღება ჩატარდა ქ. გარდაბანში არსებულ №3 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ო----------------თან, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის დ-------------–---ის მიერ. ო----------------იდან ამოღებული იქნა წითელი ცხენი, შუბლზე მუქი ფაფრით, უკანა მარცხენა ფეხის კოჭზე თეთრი ნიშნით, ყელზე შებმული თოკით. ო----------------მა ამოღების ოქმზე და დადგენილებაზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა ხელის ტკივილის გამო.

 

2017 წლის 03 მარტის ცხენის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამოცნობის დაწყების წინ ამომცნობმა პირმა ფ------------------მა აღნიშნა, რომ მისი კუთვნილი ცხენი არის დაახლოებით სამი წლის, 250 კგ-მდე წონით, მოწითალო ფერის, შუბლზე შავი ფერის ფაფრით, მუქი ფერის მოკლე კუდით, უკანა მარცხენა ფეხი ქვედა ნაწილში თეთრი ფერის ნიშნით, ჩლიქებზე ნალების გარეშე, საშუალო აღნაგობის. ამოსაცნობად წარდგენილ ცხენებში მან ამოიცნო ნომრით მეორე ცხენი და განმარტა, რომ აღნიშნული ცხენი არის სწორედ მისი ცხენი, რომელიც მას მოპარეს მისი ფერმის მიმდებარე მინდვრებიდან 2017 წლის 02-03 მარტის პერიოდში.

 

2017 წლის 03 მარტის ცხენის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამოცნობის დაწყების წინ ამომცნობმა პირმა ფ------------------მა აღნიშნა, რომ მისი კუთვნილი ცხენი არის ხუთი წლის, 300 კგ-მდე წონის, მოწითალო ფერის, მუქი ფერის მოგრძო კუდით, შუბლზე მცირე ზომის თეთრი ნიშნით, ზურგზე მარჯვნივ მოთეთრო ფერის ბალნით, ფეხები ქვედა ნაწილში მუქი ფერით. ამოსაცნობად წარმოდგენილ ცხენებში, მან ამოიცნო ნომრით მესამე ცხენი და განმარტა, რომ აღნიშნული ცხენი არის სწორედ მისი ცხენი, რომელიც მას მოპარეს 2017 წლის 02-03 მარტის პერიოდში მისი კუთვნილი ფერმის მიმდებარე მინდვრებიდან.

 

2017 წლის 03 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის და ფოტოსურათების თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს გარდაბანში, სოფელი ჯანდარის საავტომობილო გზის პირას, სადგურის ქუჩაზე, ე.წ. საქონლის საძოვარ მინდვრებში. ფ------------------მა მიუთითა ადგილი მინდორში, სადაც მას მიბმული ჰყავდა მისი კუთვნილი მამალი ცხენი, მიწაში ჩასობილ რკინის პალოზე. მინდორს ჩრდილოეთით ესაზღვრება ფერმები, სამხრეთით - №3 საშუალო სკოლის ტერიტორია. შემთხვევის ადგილზე ამოღებულ იქნა 08 მეტრი თოკი, მიწაში ჩასობილ რკინის პალოზე კვანძით, თოკის მეორე ბოლო გაშლილ მდგომარეობაშია, ეტყობა დაზიანების, სავარაუდოდ გადაჭრის კვალი. რკინის პალო მასზე მიმაგრებული თოკით ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ დალუქულ იქნა შესაბამისი წესით პაკეტში №1 ლუქის №----------, პაკეტზე გაკეთდა ხელმოწერები და დაისვა თარიღი.

 

რ---------------მა თავი არ ცნო დამნაშავედ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ 2017 წლის 2 მარტს ჩავიდა გარდაბანში მოვალე აივაზთან, ვალის გამოსართმევად, რა დროსაც შემთხვევით შეხვდა ო----------------ს. ისინი ჩაიხანაში გაჩერდნენ და გარეთ რომ გამოვიდნენ, უკვე ბნელოდა. ო----------------მა შესთავაზა, რომ მის ძმასთან დარჩენილიყვნენ ღამე, მაგრამ ვინაიდან ეს უკანასკნელი სახლში არ დახვდათ, გადაწყვიტეს გაჩიანში წასულიყვნენ მატარებლით. მათ ასევე შემთხვევით შეხვდათ რ----------------------ი. სამივე ერთად მიდიოდნენ რკინიგზის მიმართულებით, რა დროსაც მოულოდნელად პოლიციელებმა დააკავეს, ძალის გამოყენებით შესვეს ცხენებზე და სურათები გადაუღეს. მათ ცხენები არ მოუპარავთ და ფიქრობს, რომ მისმა მოვალემ შეუკვეთა პოლიციას მათი დაჭერა.

 

ო----------------მა თავი არ ცნო დამნაშავედ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ 2017 წლის 2 მარტს ჩავიდა გარდაბანში ძმასთან, რა დროსაც შეხვდა რ---------------ს. ისინი შევიდნენ ჩაიხანაში და დაღამებამდე იქ გაჩერდნენ. იქიდან გამოსულებმა გადაწყვიტეს, რომ წასულიყვნენ მატარებლით და გაემართნენ სადგურის მიმართულებით. გზაში შეხვდათ რ----------------------იც. მათ მოულოდნელად დაინახეს მათი მიმართულებით მიმავალი პოლიციელები, რომლებმაც სროლა დაიწყეს. ამის გამო გაიქცა, თუმცა ღობესთან რომ მივიდა, დააკავეს, სცემეს და ხელი მოტეხეს. რ---------------ი კი ძალით შესვეს ცხენზე და ფოტოებს უღებდნენ. მისი კვიცზე შესმა ვერ მოახერხეს, რადგან კვიცი ვერ დაიმორჩილეს. ო----------------ის განმარტებით, მათ არანაირი ქურდობა არ ჩაუდენიათ; ჩაიხანაში ყოფნისას, მისთვის უცნობი გოგო სურათებს უღებდათ და ფიქრობს, რომ აღნიშნულ ფაქტს მათ დაკავებასთან აქვს კავშირი.

 

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულთა აღნიშნულ განმარტებებს, ვინაიდან ისინი აშკარად არასარწმუნოა და წარმოადგენს მცდელობას, როგორმე გამორიცხონ თავიანთ ქმედებებში ბრალად წარდგენილი დანაშაულის ნიშნები. მათი განმარტებები აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ მსჯავრდებულთა მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაული და მათ მიერ განხორციელებულ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია.

 

სააპელაციო საჩივარში განვითარებული მსჯელობა იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ეფუძნება მხოლოდ პოლიციის თანამშრომლების არადამაჯერებელ ჩვენებებს, აშკარად უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული. მსჯავრდებულთა დაკავებასა და პირად ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავენ სრულყოფილად და ზედმიწევნით; არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათი ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა, არ არის გამოვლენილი; სამართალდამცავების მიერ დეტალურად იქნა აღწერილი მსჯავრდებულთა დაკავების ადგილას განვითარებული მოვლენები, კერძოდ: ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებულ მისამართზე გასული პოლიციის თანამშრომლები განმარტავენ, რომ ქ------------–------- სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს სამი პირი. მათგან წინ მიმავალი რ---------------ი იჯდა დიდ ცხენზე, რომელსაც ჰქონდა აღკაზმულობა; ო----------------ი კვიცს ექაჩებოდა ყელზე მობმული თოკით, ხოლო მესამე - რ----------------------ი უკან მიჰყვებოდათ და კვიცს ხელს ურტყამდა, რომ მალე წასულიყო. აღნიშნულმა პირებმა ერთმანეთს შეატყობინეს პოლიციის გამოჩენის ფაქტი და სცადეს გაქცევა. პოლიციელებმა ასევე დაადასტურეს, რომ ო----------------ი კვიცს შეახტა, თუმცა გაუხედნავმა კვიცმა რამდენჯერმე გადმოაგდო ის, რა დროსაც მიიღო დაზიანება. ასევე, დაკავებამდე ცხენიდან გადმოვარდა რ---------------იც. სამართალდამცავების განმარტებით, დაკავებული პირები ერთმანეთს აფრთხილებდნენ, რომ არ ეღიარებინათ დანაშაული.

 

პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის განმარტებას, პოლიციელთა მიერ მიცემული ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევასთან დაკავშირებით იმ საფუძვლით, რომ ისინი არიან მნიშვნელოვნად იდენტური. პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები დამაჯერებელი და სარწმუნოა სწორედ იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულმა პირებმა წინააღმდეგობების გარეშე, ურთიერთთანხვედრილად და თანმიმდევრულად მოახსენეს სასამართლოს მათთვის ცნობილი ფაქტების და მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე. ამასთან, საქმის მასალებით არ ვლინდება და დაცვის მხარის მიერაც ვერ იქნა დასაბუთებული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულების მიმართ რაიმე დაინტერესების არსებობა.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“ (იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 11.). განსახილველ შემთხვევაში კი დაცვის მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია ისეთ სახის ხელშესახები მტკიცებულება, რაც ეჭვის ქვეშ დააყენებდა მოპოვებული მტკიცებულებების (მათ შორის პილიციის თანამშრომელთა ჩვენებების) კანონიერებას და სანდოობას, ხოლო სასამართლოს სხვაგვარი შეფასების შესაძლებლობას მისცემდა.

 

პალატა ასევე აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ დასდებია მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები, მათი შეფასება მოხდა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და სათანადო დასაბუთების საფუძველზე იქნა გამოტანილი შესაბამისი დასკვნები. კერძოდ, მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია საქმეზე წარმოდგენილ ნივთიერ და წერილობით მტკიცებულებებთან, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათავლიერების, ცხენების, აღჭურვილობის და თოკების ამოღების, ასევე, დაზარალებულის მიერ ცხენების ამოცნობის ოქმებთან. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, სამართალდამცავებმა ფ------------------ის მიერ მითითებულ მინდორში ნახეს მიწაში ჩასობილ რკინის პალოზე კვანძით დამაგებული გადაჭრილი თოკი. აღნიშნული ინფორმაცია სრულ თანხვედრაშია დაზარალებულის ჩვენებასთან, როდესაც იგი განმარტავს, რომ მინდორში დიდი ცხენი პალოთი ჰყავდა დაბმული, ხოლო კვიცი დაბმული არ იყო, მხოლოდ ყელზე ჰქონდა თოკი შებმული. ყოველივე აღნიშნული კი ერთობლიობაში განამტკიცებს ამოღების ოქმების და პოლიციის თანამშრომლების ჩვენებების სისწორეს, საიდანაც დგინდება, რომ რ---------------ისგან ამოღებული იქნა ერთი ცხენი ყელზე გადაჭრილი თოკით, ხოლო ო----------------ისაგან ამოღებული იქნა მეორე ცხენი ყელზე შებმული თოკით. დაზარალებულმა ფ------------------მა მსჯავრდებულებისაგან ამოღებული ორივე ცხენი ამოიცნო, როგორც მისი საკუთრება და განმარტა, რომ ისინი დაკარგა 2017 წლის 2 მარტს, ფერმასთან ახლოს მინდვრიდან. საგამოძიებო მოქმედებების ოქმები შედგენილია სრულყოფილად და ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ, ხოლო ხელმოწერის არარსებობის შემთხვევაში გაკეთებულია შესაბამისი შენიშვნები; ამოღებული ნივთიერებები დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია ასევე მასში მონაწილე პირთა ხელმოწერებით.

 

რაც შეეხება რ---------------ის და ო----------------ის განმარტებებს, რომ პოლიციის თამაშრომლების მხრიდან მათზე განხორციელდა ფიზიკური შეურაცხყოფა, პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულებს მათი უფლებების დარღვევის თაობაზე გაჟღერებული პოზიციის გასამყარებლად, არ წარმოუდგენიათ შესაბამისი მტკიცებულებები, რაც სასამართლოს მათი ჩვენების სისწორესა და ობიექტურობაში დაარწმუნებდა. ამდენად, სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, არ გაიზიაროს სამართალდამცავების მხრიდან გაკეთებული განმარტება, რომ ო----------------მა და რ---------------მა დაზიანებები მიიღეს ცხენიდან ჩამოვარდნის შედეგად, როდესაც ცდილობდნენ მათთვის მიუჩვეველი ცხენებით გაქცევას. რ---------------ის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს კი, საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატა არ აძლევს შეფასებას, როგორც მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებას, ვინაიდან რ---------------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას უარყო ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს რ----------------------ის მიმართ გამოტანილ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენზეც, რა დროსაც მან აღიარა ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა რ---------------თან და ო----------------თან ერთად. სააპელაციო პალატა ვერ მოახდენს რ----------------------ის დისკრედიტაციას მხოლოდ მის გამო, რომ მასზე გავრცელდა საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული გარკვეული შეღავათი, ვინაიდან საპროცესო შეთანხმების შედეგები, უპირველეს ყოვლისა, ვრცელდება მასში მონაწილე პირზე, რა დროსაც ბრალდებული (მსჯავრდებული) უარს ამბობს საქმის არსებით განხილვაზე, ეთანხმება წარდგენილ ბრალს და ხდება ნასამართლობის მქონე პირი. ამასთან, რ----------------------ის მიმართ გამოტანილი განაჩენი ფასდება სს საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რომლებიც ნათლად ადასტურებენ რ---------------ის და ორუჯ ოსმანეოვის მიერ ფ------------------ის კუთვნილი ცხენების ქურდობის ფაქტს.

რაც შეეხბა რ---------------ის და ო----------------ის მიერ ჩადენილი ქმედების დამამძიმებელ გარემოებებს, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევმა რ---------------მა, ო----------------მა და რ----------------------მა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, გარდაბნის რაიონის სოფ. თბილწყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მინდვრიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოიპარეს ფ------------------ის კუთვნილ 2 სულ ცხენს, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 2800 (ორიათასრვაასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

განაჩენის გამოტანისას სასამართლო ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რომლებიც იცავენ პიროვნებას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების შემთხვევაში დამნაშავედ გამოცხადებისაგან. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მტკიცების სტანდარტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა იყოს მაღალი დამაჯერებლობის ხარისხის მქონე. ამასთან, აუცილებელი აარა, სახეზე იყოს მტკიცებულებათა სიმრავლე და მათი „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ მნიშვნელოვანია, წარმოდგენილი მტკიცებულებები იყოს ისეთი კატეგორიული ხასიათისა და ძალის, რაც გადაწონის დაცვის მხარის ვერსიას პირის უდანაშაულობასთან დაკავშირებით და ობიექტური დამკვირვებლისთვის არ დატოვებს ეჭვს, რომ ბრალდებულმა ნამდვილად განახორციელა ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ: რ---------------მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით; ხოლო, ო----------------მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულების მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა ითვალისწინებს ზემოაღნიშნულ გარემოებებს, მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მსჯავრდებულების პიროვნებას და მიიჩნევს, რომ ყოველივე აღნიშნულისა და მსჯავრდებულ რ---------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე (წარმოდგენილი ფორმა N100-ის თანახმად მას აღენიშნება: ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება გამწვავებით, ფილტვების ემფიზემა, სუნთქვის ქრონიკული უკმარისობა II ხარ. და არტერიული ჰიპერტენზია) მიზნაშეწონილია მის მიმართ გამოყენებული სასჯელი შემცირდეს 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ რ---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც იქნება ადეკვატური და სამართლიანი სასჯელი. მსჯავრდებულ ო----------------ის მიმართ კი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით დანიშნულია მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის პროპორციული სასჯელი; სააპელაციო პალატის წინაშე არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე ახალი გარემოება, რაც მის მიმართ განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქების საფუძველი გახდებოდა. ამდენად, თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით არის სასჯელის სახე და ზომა, რაც მსჯავრდებულ ო----------------ის შემთხვევაში უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.

 

შესაბამისად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება რ---------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემცირების ნაწილში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ რ---------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ ო----------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

ცვლილება შევიდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის განაჩენში;

 

რ---------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

რ---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 03 მარტიდან.

 

ო----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

ო----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 03 მარტიდან.

 

რ---------------ის და ო----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

- რ---------------ისგან ამოღებული ფ------------------ის ცხენი (ინახება დაზარალებულ ფ------------------თან), ო----------------ისგან ამოღებული თოკი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული რკინის პალო და მასზე მიმაგრებული თოკი (ინახება რუსთავის საქალაქო სასამართლოში) - დაუბრუნდეს დაზარალებულ ფ------------------ს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

- ცხენის უნაგირი ქამრით, აღვირი, თეთრი და მწვანე თოკები - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე