განაჩენი

სისხლის სამართლის 18.02.2020
საქმის ნომერი
170100119003252102
ინსტანცია
თარიღი
18.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 170100119003252102

საქმე №1/ბ-132-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

18 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-–-----------------------–-----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------–--ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, არასრული საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ-----------–-------–----–---–------------- ფაქტობრივად მცხოვრების: თ------–-------------------------–--–--–------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენით,ი-–---------–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.

 

ი-–----------–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებების აკრძალვა 3 (სამი) წლით, ხოლო სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად დაენიშნა ქონების ჩამორთმევა, კერძოდ დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის - დანის ჩამორთმევა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ი-–---------–-----ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილია პირობით მსჯავრად, ხოლო გამოსაცდელ ვადად იმავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდა 1 წელი და 6 თვე. ასევე დამატებითი სასჯელად განესაზღვრა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებების აკრძალვა 3 წლით და ჩამოერთვა დანა.

 

ი-–---------–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან;

 

ი-–---------–-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო 2019 წლის 19 სექტემბრიდან 2019 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით.

 

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, ი-–---------–-----ს დაეკისრა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

 

ი-–---------–-----ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ი-–---------–-----ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 19 სექტემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, თ------–-------------------------–-–--–----ოში მდებარე ტ--–-----ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ი-–---------–-----მა, თუ რატომ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა თავის მეგობარ გოგონას - ზ---------–----ს, მუშტის სახის არეში ერთჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად, ხოლო თანაცხოვრების ბოლო ორი წლის მანძილზე სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების გზით ფსიქოლოგიურად იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - ჰ------------------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

2019 წლის 19 სექტემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, თ------–-------------------------–-–--–----ოში მდებარე ტ--–-----ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ი-–---------–-----მა, თუ რატომ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა თავის მეგობარ გოგონას - ზ--------–----ს, დანის დემონსტრირებით და სიტყვით „მოგკლავ“ სიცოცხლის მოსპობით

 

დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ჰ------------------ას, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის სამართლიანი, კანონიერი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნა. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი და სრულად ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ი-–---------–-----ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. ი-–---------–-----ის მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ - ჰ------------------ას და მოწმეების - ზ--------–----ს, ვ------ ტ--–-----ის, ს----–--------------ს გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, ნივთმტკიცებებით, სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნით, სამედიცინო დოკუმენტაციით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულების მოტივი, მიზანი, ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედებების განხორციელების სახე, საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ი-–---------–-----მა თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაულები, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს სასჯელის დანიშვნის დროს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ი-–---------–-----მა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ დაზარალებულს ი-–---------–-----თან პრეტენზია არ გააჩნია და შერიგებულია მასთან. ასევე, ი-–---------–-----ს ჰყავს ექვსი შვილი, რომელთაგან ხუთი არასრულწლოვანია. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც რომ ი-–---------–-----ი თითქმის სამი თვის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან სრულად გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. ასევე, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ი-–---------–-----ს დაენიშნა როგორც დამატებითი სასჯელი, ასევე, დაეკისრა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენი ი-–---------–-----ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ი-–---------–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

ი-–----------–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვროს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებების აკრძალვა 3 (სამი) წლით, ხოლო სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად დაენიშნოს ქონების ჩამორთმევა, კერძოდ დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის - დანის ჩამორთმევა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ი-–---------–-----ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილია პირობით მსჯავრად, ხოლო გამოსაცდელ ვადად იმავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე. ასევე, დამატებითი სასჯელად განესაზღვროს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებების აკრძალვა 3 (სამი) წლით და ჩამოერთვას დანა.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ი-–---------–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;

 

ი-–---------–-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო 2019 წლის 19 სექტემბრიდან 2019 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, ი-–---- ტ--–-----ს დაეკისროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

 

ნივთიერი მტკიცებულება - მაისური - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი