განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.12.2019
საქმის ნომერი
330310018002528789
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
06.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002528789

საქმე №3ბ/1282-19

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

06 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მოსამართლე: მარიამ ცისკაძე

სხდომის მდივანი: მარინე კახაძე

აპელანტი (მოსარჩელე) - ი-----–ი ი-----ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ეროვნული ბანკი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

1. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით ი-----–ი ი-----ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.მის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა შემდეგი: დაეკისროს საქართველოს ეროვნულ ბანკს ი-----–ი ი-----ას სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 92637 (ოთხმოცდათორმეტიათასექვსასოცდაჩვიდმეტი) ლარის ოდენობით, მათ შორის, ძირითადი თანხა 69521 ლარი და სარგებელი 23116 ლარი.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2----–-–------------ დარეგისტრირდა შპს „---------------------------------–--- (ს/ნ 2--------), რომლის დირექტორად განისაზღვრა თ----- ლ---–----ე, ხოლო 100% წილის მფლობელად ლ-----ა ფ-----ე. აღნიშნული საწარმოს იურიდიულ მისამართს წარმოადგენდა ქ.თბილისი, ძ---–-------–----------------------------–-----–-------------. (ტ.1.ს.ფ. 24).

 

2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2----–-–---------------- დარეგისტრირდა შპს „---------------------------------–--- (ს/ნ 4--------), რომლის დირექტორად განისაზღვრა თ----- ლ---–----ე, ხოლო 100% წილის მფლობელად თ----- მ---------–ი. აღნიშნული საწარმოს იურიდიულ მისამართს წარმოადგენდა ლ----------------------ი. (ტ.1. ს.ფ. 25).

 

2.3. ი-----–ი ი-----ასა და შპს „ს--------------------------------–---“ (ს/ნ4--------) შორის 2016 წლის 26 სექტემბერს დაიდო №11975 სესხის ხელშეკრულება, რომლის 1.1 პუნქტის მიხედვით, ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად, გამსესხებელი იღებს ვალდებულებას, მიცეს სესხი მსესხებელს, ხოლო მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და წესით, შესაბამისი სარგებლით, დაუბრუნოს სესხი გამსესხებელს. 1.2 პუნქტით სესხის ოდენობად განისაზღვრა 28000 აშშ დოლარი. 1.3 პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამსესხებელს სარგებლიდან ექვითება 5%, რომელსაც „---------------------------------–--- იხდის სახელმწიფო ხაზინაში. 1.4 პუნქტის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხი არის სარგებლიანი. 1.5 პუნქტის მიხედვით, სესხი გაიცა 12 თვის ვადით, წლიური 35%-ის დარიცხვით. პროცენტის გატანა უნდა მომხდარიყო სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლისას. 1.6 პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ 1.2 პუნქტში დაფიქსირებული თანხის სალაროში გადაცემის შემთხვევაში, რაც დადასტურებული უნდა იყოს შპს „ს--------------------------------–---“ სალაროს შემოსავლის ორდერზე ფაქსიმილიით და ბეჭდით ან კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. აღნიშნული ხელშეკრულების 2.1 პუნქტის მიხედვით, მსესხებელი ვალდებულებას იღებს, დააბრუნოს სესხის ძირი თანხა და პროცენტი ვადაში, რომელიც განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულებაში. გასესხებული ძირი თანხა მსესხებელს დაუბრუნდება იმავე ვალუტაში, რა ვალუტაშიც დაიდო სესხის ხელშეკრულება. ხელშეკრულება დადებულად ითვლება გამსესხებლის მიერ ფულადი თანხის სრულად გადაცემის, მსესხებლის მიერ თანხის სრულად მიღებისა და მისი მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან. 2.2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ წარმოადგენს ქართულ ლარს, არამედ სხვა ქვეყნის ეროვნულ ვალუტას, პროცენტის გაცემა ხდება ეროვნულ ვალუტაში ეროვნული ბანკის მიერ იმ დღისთვის დადგენილი კურსით. 2.3 პუნქტის შესაბამისად, შეუსრულებელ ვალდებულებებზე მსესხებელი პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2.4 პუნქტის თანახმად, სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებელმა უნდა გადაიხადოს საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.01 პროცენტის ოდენობით.( ტ.1. ს.ფ. 19-22).

 

2.4. 2----–-–------------------------- სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ი-----–ი ი-----ამ 2016 წლის 26 სექტემბერს შპს „ს--------------------------------–---“ (ს/ნ4--------) სალაროში შეიტანა 28000 აშშ დოლარი. (ტ.1. ს.ფ. 23).

 

2.5. რეკლამაში აღნიშნული იყო „ს--------------------------------–ო - თქვენი ფინანსური წარმატების საიმედო პარტნიორი“, მისამართი - კ------------, ტელეფონის ნომერი 2----------------------–-----–-------–-–----------------–----------–-–-----------–-–----------------------------–-–----------------------------–-–----------. (ტ.1. ს.ფ. 144).

 

2.6. შპს „ს--------------------------------–ომ“ (ს/ნ 4--------) შპს 2016 წლის პირველ თებერვალს, 2016 წლის პირველ მარტს, 2016 წლის 31 მარტს, 2016 წლის 3 მაისს, 2016 წლის 30 ივნისს, 2016 წლის პირველ აგვისტოს, 2016 წლის 22 აგვისტოს, 2016 წლის 3 ოქტომბერს შეიძინა სარეკლამო მომსახურებები. (ტ.1. ს.ფ. 153-160).

 

2.7. სს „პ--------------------“ თბილისის ცენტრალური სერვის პუნქტიდან ამონაწერის თანახმად, 2016 წლის 19 ივლისს შპს „ს--------------------------------–---“ (ს/ნ 2--------) მიერ თანხების გატანა მოხდა ინკასოს დასაფარად და გადასახადების ერთიანი კოდის ნაწილობრივი დაფარვის მიზნით. (ტ.1. ს.ფ. 167).

 

2.8. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შპს „ს--------------------------------–---“ დირექტორს თ----- ლ---–----ეს, მისამართზე - თბილისი, დ-----------–-----–---------------------–-–------------–------------------კ წერილით, რომლის თანახმად საწარმოს დირექტორს ეცნობა, რომ ვინაიდან სახსრების მოზიდვის მიზნით აქტიურად აწარმოებს სარეკლამო კამპანიას, მისდამი რწმუნებული ორგანიზაციის საქმიანობა ექცევა საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მოქმედების სფეროში. აღნიშნულიდან გამომდინარე იმ შემთხვევაში, თუ არ შეიცვლება ორგანიზაციის დაფინანსების ბიზნეს მოდელი, რაც პირველ რიგში სახსრების მოზიდვაზე ყველა სახის რეკლამის დაუყოვნებლივ შეწყვეტას გულისხმობს და აღნიშნულის თაობაზე არ ეცნობება საქართველოს ეროვნულ ბანკს 2016 წლის 20 აპრილამდე, ორგანული კანონის შესაბამისად ეროვნულ ბანკი განიხილავს აღნიშნული ორგანიზაციის კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარების საკითხს და ინდივიდუალურად განსაზღვრავს საზედამხედველო მოთხოვნებს. ასევე ეთხოვა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, ზემოაღნიშნულ ვადაში წარედგინა მის ხელთ არსებულ ბოლო თარიღისთვის შედგენილი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგება (ბალანსი), სრული შემოსავლის შესახებ ანგარიშგება (მოგება/ზარალის უწყისი) და დეტალური ინფორმაცია ფიზიკური პირებიდან მიღებული სესხების თაობაზე, წერილზე თანდართულ დისკზე არსებული „მიღებული სესხების ბაზის“ მიხედვით (ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე n--------------------).

შპს „ს--------------------------------–---“ დირექტორის 2016 წლის 19 აპრილის წერილის თანახმად, საქართველოს ეროვნულ ბანკს ეცნობა, რომ შპს „---------------------------------–--- დაარსებიდან (2008 წელი) ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთი სანდო, კვალიფიციური იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა სრულად შეესაბამება საქართველოს საგადასახადო მოთხოვნებს, იმავე დროს ორიენტირებულია ბიზნესის მუდმივად განვითარებასა და მოგების მიღებაზე. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად ხდებოდა როგორც სარეკლამო, ასევე სხვადასხვა სახის კამპანიების განხორციელება ცნობადობის ასამაღლებლად. ბიზნეს მოდელის შეცვლასთან დაკავშირებით კი აღნიშნულია, რომ რამდენიმე თვეა ეტაპობრივად ხდება მისი შეცვლა. საზოგადოებასა და პარტნიორ კომპანიებში სანდოობის შენარჩუნების მიზნით ეტაპობრივად ხდება სარეკლამო საქმიანობის შეჩერება. რეკლამა გადის რ---–---------------------–---------------------------- და „არ--------------“ (აღნიშნული შინაარსის სატელევიზიო რეკლამები კი შეწყვეტილია). მოცემულ რადიოებთან დადებული სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულებები კი სრულდება 2016 წლის 10 მაისს. შესაბამისად, რეკლამების შეწყვეტასთან დაკავშირებით ითხოვა დრო 2016 წლის 10 მაისამდე. წერილში აღნიშნულია, რომ სამომავლოდ იგეგმება რეკლამირება მხოლოდ ავტოლომბარდსა და სესხების გაცემასთან დაკავშირებით.( ტ.1. ს.ფ. 33-44; ს.ფ. 192-193).

 

2.9. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შპს „ს--------------------------------–---“ დირექტორს თ----- ლ---–----ეს, მისამართზე - თ---–---------------------, 2016 წლის 21 აპრილის №4651კ წერილით აცნობა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის მიუღებელია პოზიცია, ორგანიზაციის ბიზნესის დაფინანსების მოდელის ეტაპობრივად და არა დაუყოვნებლივ შეცვლასთან დაკავშირებით, რაც ფიზიკური პირების ფართო მასებიდან სახსრების მოზიდვის უპირობო შეწყვეტას გულისხმობს. მიუღებელია, ასევე, სახსრების მოზიდვაზე ყველა სახის რეკლამის არშეწყვეტის არგუმენტაცია. ასევე, ეთხოვა გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული და არაუგვიანეს 2016 წლის 25 აპრილისა დადასტურება მოხდეს ბიზნესის დაფინანსების მოდელის შეცვლისა და სახსრების მოზიდვის ყველა სახის რეკლამების (მათ შორის, რომელიც ვრცელდება რადიომაუწყებლობის, ვებ–გვერდის, სოციალური ქსელების მოკლე ტექსტური შეტყობინებების თუ სხვა საშუალებებით) შეწყვეტის თაობაზე. ასევე ეთხოვა, არაუგვიანეს 2016 წლის 28 აპრილისა წარედგინა ინფორმაცია კომპანიის ფინანსური მაჩვენებლებისა და ფიზიკური პირებიდან მიღებული სესხების თაობაზე. ეროვნული ბანკის 2016 წლის 14 აპრილის №430-1კ წერილით მოთხოვნილი ფორმატით. შპს „ს--------------------------------–---“ დირექტორის 2016 წლის 26 აპრილის წერილის თანახმად, 27 აპრილიდან შეწყდა სარეკლამო საქმიანობა სახსრების მოზიდვის მიზნით.

 

შპს „ს--------------------------------–---“ დირექტორის წერილით საქართველოს ეროვნულ ბანკს დამატებით განემარტა, რომ კომპანიის ფინანსური აქტივობები ღიაა და ყოველთვიურად მიეწოდება სსიპ შემოსავლების სამსახურს, შესაბამისად, კომპანიას არ აქვს ინფორმაციის საჯაროობის პრობლემა. წერილში ასევე, აღნიშნულია, რომ 2012 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნისამებრ კომპანია სისტემურად გზავნიდა ინფორმაციას კომპანიის კრედიტორებისა და დებიტორების შესახებ. თუმცა კომპანიის კლიენტებიდან მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ეროვნული ბანკის თანამშრომლები უკავშირდებოდნენ მათ და მიწოდება ხდებოდა კომპანიის შესახებ არაობიექტური ინფორმაციის, მათ შორის, ხელშეკრულების დარღვევის შეთავაზება. აღნიშნულმა გამოიწვია პანიკა და დათესა ეჭვი კომპანიის სანდოობის მიმართ, რასაც შეიძლებოდა საბოლოოდ გამოეწვია კომპანიის გაკოტრება და კრედიტორების დაზარალება. შესაბამისად, ინფორმაციის მიწოდების საკითხი გადაწყდება დამფუძნებლების ჩამოყალიბებული პოზიციის შეტყობისთანავე.

 

შპს „ს--------------------------------–---“ დირექტორის 2016 წლის 20 მაისის წერილით საქართველოს ეროვნულ ბანკს ეთხოვა მოთხოვნილი ინფორმაციის წარსადგენად ვადის გაგრძელება 27 მაისის ჩათვლით. (ტ.1. ს.ფ. 35; ს.ფ. 194-196).

 

2.10. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შპს „ს--------------------------------–---“ დირექტორს თ----- ლ---–----ეს, მისამართზე - თ---–---------------------, 2----–-–----------------------–-----–-----–-----------------------–--------------–-–------------–-ს წერილობითი მითითების შემდეგ, საკმარისი დრო იყო იმისათვის, რომ წარდგენილი ყოფილიყო ინფორმაცია რწმუნებული კომპანიის ფინანსური მაჩვენებლებისა და ფიზიკური პირებიდან მიღებული სესხების თაობაზე. თუმცა ეროვნული ბანკის არაერთი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, ინფორმაციის დამუშავებისათვის და შესაბამისი ფორმატით სებ-ში წარმოდგენისათვის საჭირო დრო დაეთმო სხვადასხვა ხასიათის მიმოწერას, რაც ეროვნული ბანკის მოსაზრებით, დროის გაჭიანურებას უფრო ისახავდა მიზნად. ეროვნული ბანკის პირველი წერილობითი მითითებიდან თითქმის თვენახევრის შემდეგ, ინფორმაციის წარსადგენად დამატებით იქნა მოთხოვნილი ვადა, თუმცა ამ ვადაშიც ვერ იქნა უზრუნველყოფილი მოთხოვნილი ინფორმაციის სრულყოფილი სახით წარდგენა. ყოველივე ზემოაღნიშნული ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ კომპანიაში არ არსებობს აღრიცხვისა და ანგარიშგების გამართული სისტემა, რაც მეტად საყურადღებო და რისკის შემცველია, ვინაიდან საკითხი ეხება კომპანიის საქმიანობის ისეთ მნიშვნელოვან და სენსიტიურ ნაწილს, როგორიცაა ფიზიკური პირებიდან სახსრების მოზიდვა. კომპანიის დირექტორს ეთხოვა, დაუყოვნებლივ წარედგინა ბოლო თარიღისთვის შედგენილი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგება (ბალანსი), წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული ბანკი რწმუნებული ორგანიზაციის მიმართ გამოიყენებდა კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა გამოთქვა მოლოდინი, რომ ინფორმაცია წარდგენილი იქნებოდა მინიმუმ 2----–-–------------–-------------------- არსებული მონაცემების მიხედვით. ასევე ეცნობა, რომ ეროვნული ბანკი პოზიტიურად აფასებს მის მიერ სახსრების მოზიდვასთან დაკავშირებული სარეკლამო კამპანიის შეწყვეტას. ასევე ეთხოვა, გათვალისწინება მომხდარიყო იმ ფაქტისა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის მიუღებელია მისი პოზიცია, ორგანიზაციის დაფინანსების მოდელის ეტაპობრივად და არა დაუყოვნებლივ შეცვლასთან დაკავშირებით. (ტ.1. ს.ფ. 36).

 

2.11. საქართველოს ეროვნული ბ--------–-----------------------–-–------------------------- განკარგულებით შპს „---------------------------------–--- (ს/ნ 2--------) აღიარებულ იქნა კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად და დაევალა განკარგულების ამოქმედებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად დარეგისტრირება საქართველოს ეროვნულ ბანკში. (ტ.1. ს.ფ. 37).

 

2.12. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2----–-–-------------------------------------–----- კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტ შპს „ს--------------------------------–---“ აეკრძალა სახსრების მოზიდვა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სახის სარეკლამო კომპანიის წარმოება. კვალიფიციურმა-საკრედიტო ინსტიტუტ შპს „ს--------------------------------–---“ მოეთხოვა, არ განახორციელოს დაკავშირებული მხარეების მომსახურება მისი საფასურის მიუხედავად, რომელიც მათ შორის მოიცავს მომსახურების გაწევას ან/და მიღებას ნებისმიერი ფორმით; ფინანსური გარიგებების დადებას (ინვესტიციების განხორციელება, სესხების და გარანტიების გაცემა); ტრანზაქციებს მესამე მხარესთან დაკავშირებული პირის გარანტიით; მიმდინარე ხელშეკრულებების ნებისმიერი პირობის გადახედვას (რესტრქუტურიზაცია, რეფინანსირება, შეღავათის მიცემა). კომპანიას ეცნობა, რომ ეროვნული ბანკის მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას, (ტ.1. ს.ფ. 38-39).

 

2.13. შპს „ს--------------------------------–---“ (ს/ნ 2--------) დირექტორმა 2016 წლის 23 სექტემბერს წერილით მიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკს და მოითხოვა კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად დარეგისტრირება. ამასთან, წერილში აღნიშნული იყო, რომ გაუგებარია კომპანიის მიმართ გამოყენებული შეზღუდვები, რადგან კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად დარეგისტრირების მოთხოვნა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარედგინა საქართველოს ეროვნულ ბანკს. (ტ.1. ს.ფ. 197-198).

 

2.14. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2----–-–------------------------- განკარგულებით კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად დარეგისტრირდა შპს „---------------------------------–--- (ს/ნ 2--------) და მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი 0-----. განკარგულება ამოქმედდა ხელმოწერისთანავე. (ტ.1. ს.ფ. 40; ს.ფ. 127).

 

2.15. 2016 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან გააკეთა განმარტება შპს „ს--------------------------------–---თვის“ შეზღუდვების და აკრძალვების დაწესებასთან დაკავშირებით. (ტ.1. ს.ფ. 126).

 

2.16. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 20---–-–----------------------- განკარგულებით შპს „---------------------------------–--- (ს/ნ 4--------) აღიარებულ იქნა კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად და დაევალა განკარგულების ამოქმედებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტად დარეგისტრირდეს საქართველოს ეროვნულ ბანკში. (ტ.1. ს.ფ. 41; ს.ფ 127).

 

2.17. შპს „ს--------------------------------–---“ მეანაბრეებმა 2016 წლის 3 ნოემბერს განცხადებით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. განცხადების თანახმად, ს--------------------------------–ოში მათ მიერ შეტანილი თანხების და დივიდენდების მიღება შეწყვეტილია მათთვის გაუგებარი მიზეზების გამო. როგორც კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ხსნიან, ეს კრიზისი განპირობებულია სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის, ეროვნული ბანაკის მოქმედებით, თუმცა მათთვის აღნიშნული არგუმენტები არ არის დასაბუთებული. წერილში აღნიშნულია, რომ რამდენიმე ათასი დაზარალებული მეანაბრე იმყოფება უკიდურესად მძიმე ფინანსურ და მორალურ კრიზისში, ინტენსიურად იკრიბებიან კომპანიის ოფისთან და ცდილობენ, გაერკვნენ შექმნილ ვითარებაში. წერილით მოთხოვნილია სახელისუფლებო ორგანოების საქმის გასარკვევად აქტიური ჩართვა და უახლოეს ვადაში დაგროვებულ კითხვებზე პასუხის გაცემა. მოთხოვნილია, დაევალოს შესაბამის უწყებებს სამართლებრივი რეგულირების ჩარჩოებში იქნას შესწავლილი აღნიშნული პრობლემა და მოიძებნოს გამოსავალი, რათა არ შეიქმნას ფეთქებადი სიტუაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ სხვა კერძო საფინანსო კომპანიებზეც გავრცელდეს მსგავსი ვითარება და ამან მიიღოს უკონტროლო ხასიათი.

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2016 წლის 8 ნოემბრის №----- წერილით აღნიშნული განცხადება გადაიგზავნა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოს ბიზნესომბუცმენის აპარატში.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის 2----–-–---------------ის №------------ წერილის თანახმად, მოქმედი კანონმდებლობით იურიდიული პირები, საფინანსო სექტორისაგან განსხვავებით, არ წარმოადგენენ ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებს. ამასთან, ეროვნული ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებას სცილდება კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, მაგ: კლიენტსა და კომპანიას შორის მათი სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში გაფორმებული გარიგებების შინაარსის შესწავლა თუ შეზღუდვა რაიმე ფორმით. ეროვნული ბანკის ამოცანაა ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, თუ სებ-ი დაინახავს რისკს, რომ რომელიმე იურიდიული პირის საქმიანობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქვეყნის საფინანსო სექტორს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ასეთი პირი აღიაროს კვალიფიციურ სუბიექტად და დაუწესოს დამატებითი მოთხოვნები თუ შეზღუდვები, შპს „---------------------------------–--- მასმედიის სხვადასხვა საშუალებით აწარმოებდა აქტიურ სარეკლამო კამპანიას და ფიზიკური პირებისაგან სახსრების მოზიდვის მიზნით, კლიენტებს სთავაზობდა საფინანსო სექტორზე გაცილებით მაღალ საპროცენტო განაკვეთებს, რასაც შეეძლო გამოეწვია პრობლემები საფინანსო სექტორში. აქედან გამომდინარე, საფინანსო სექტორის სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, წერილობითი თუ ზეპირი ფორმით, ეროვნულმა ბანკმა არაერთხელ გააფრთხილა კომპანიის მენეჯმენტი, რომელსაც მოეთხოვა ასევე ფართო მასებიდან სახსრების მოზიდვის სარეკლამო კამპანიის შეწყვეტა. მათ ეცნობათ, რომ სებ-ის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 481 მუხლის შესაბამისად, მოხდებოდა კომპანიის კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარება, რაც კომპანიისათვის სხვადასხვა მოთხოვნისა თუ შეზღუდვის დაწესების წინაპირობა იქნებოდა, მათ შორის, სახსრების მოზიდვის კუთხით. კომპანიის მენეჯმენტმა აღარ გაითვალისწინა ეროვნული ბანკის გაფრთხილება და 2016 წლის აგვისტოში განაახლა სახსრების მოზიდვის სარეკლამო კამპანია, რის გამოც, ფინანსური სტაბილურობის რისკების კიდევ უფრო ზრდის თავიდან აცილების მიზნით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 481 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, შპს „---------------------------------–--- აღიარებულ იქნა კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად და ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით აეკრძალა ფართო მასებიდან თანხების მოზიდვა და დაუწესდა აკრძალვა ნებისმიერი სახის მომსახურებაზე კომპანიასთან დაკავშირებულ მხარეებთან. რაც შეეხება კლიენტების მიმართ ვალდებულებებისა და სესხების გასტუმრებას, ამ მიმართულებით კომპანიას არანაირი აკრძალვა არ აქვს და შეუძლია გააგრძელოს ვალდებულებების მომსახურება, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს უფლება, გაისტუმროს საკუთარი კლიენტები. ამასთან, კლიენტსა და კომპანიას (მათ შორის კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტს) შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებში ჩარევა სცილდება ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას. განმცხადებელს განემარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, უფლება ჰქონდა მიემართა სასამართლოსათვის. განმცხადებელს დამატებით ეცნობა, რომ 2016 წლის 19 სექტემბერს კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარებული იქნა შპს „---------------------------------–--- (ს/კ 2--------), ხოლო მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სახსრების მოზიდვის სარეკლამო კომპანია გრძელდებოდა ანალოგიური დასახელებისა და იმავე მენეჯმენტის შემადგენლობით, სხვა იურიდიული პირის მიერ, 2016 წლის 4 ნოემბერს სებ-მა გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შპს „ს--------------------------------–---“ (ს/კ 4--------) კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარებასთან დაკავშირებით, თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, კომოპანიამ დოკუმენტი არ ჩაიბარა და განკარგულება გამოქვეყნდა (გ-----------------------------------) საკანონმდებლო მაცნეში. (ტ.1. ს.ფ. 42-45).

 

2.18. „დაზარალებულად ცნობის შესახებ“ 2016 წლის 14 დეკემბრის დადგენილებით, ი-----–ი ი-----ა დაზარალებულად იქნა ცნობილი შპს „ს--------------------------------–ოში“ (4--------) სესხის სახით შეტანილ თანხებთან დაკავშირებით, კომპანიის ხელმძღვანელი პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანის გამო. (ტ.1. ს.ფ. 78; ს.ფ. 128-129).

 

2.19. მ----- შ--–---–--ლის ჩვენების თანახმად, იგი 2012 წლიდან მუშაობს საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებათა ზედამხედველობის განყოფილებაში. მან განაცხადა, რომ 2012 წლიდან შპს „ს--------------------------------–---თან“ ჰქონდა არაერთი სატელეფონო კომუნიკაცია, გამომდინარე იქედან, რომ საპროცენტო განაკვეთი საბაზროსთან გაცილებით მაღალი იყო, კომპანია იზიდავდა ფიზიკურ პირების სახსრებს და ამას ახორციელებდა ძირითადად სარეკლამო შეთავაზებებით; აღნიშნულ კომუნიკაციას შედეგი გამოჰქონდა და ხდებოდა რეკლამების შეწყვეტა, ასე გრძელდებოდა გარკვეული ხნის განმავლობაში, ვიდრე მათ საბოლოოდ უარი თქვეს სარეკლამო კამპანიის შეწყვეტაზე. მ----- შ--–---–---–-ა განაცხადა, რომ შპს „ს--------------------------------–---“ დამფუძნებელი იყო ლ-----ა ფ-----ე, ხოლო იგივე სახელწოდების სხვა შპს „ს--------------------------------–---“ დამფუძნებელი იყო თამუნა მ---------–ი. მ----- შ--–---–---–-ა დაადასტურა, რომ მან იცოდა აღნიშნული ორი კომპანიის არსებობის ფაქტი, თუმცა იყო თუ არა მეორე კომპანია საფინანსო სფეროში და წარმოადგენდა თუ არა ეროვნული ბანკის ინტერესის სფეროს, ეს არ იცოდა. მ----- შ--–---–---–-ა ასევე განაცხადა, რომ როდესაც გაიგეს მეორე კომპანიის შესახებ მომხმარებლებისაგან, ისიც აღიარეს კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად 2016 წლის 4 ნოემბერს. მან დააზუსტა, რომ მათთვის ცნობილი იყო, რომ 2008 წელს დაფუძნებული კომპანია იზიდავდა სახსრებს.( ტ.1. ს.ფ. 79-89;).

 

2.20. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით - თ----- ლ---–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მ----- ფ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, თ----- მ---------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. განაჩენის თანახმად, შპს „---------------------------------–--- (ს/ნ 4--------) რეგისტრირებულია 2013 წელის 14 აგვისტოს. საზოგადოების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მოსახლეობისაგან გარკვეული საპროცენტო სარგებლით (დაახლოებით 20%-დან 35%-მდე) თანხების მიღება და მათი შემდგომი ინვესტირება. მისი ერთპიროვნული დამფუძნებელია თ----- მ---------–ი, ხოლო დირექტორის პოზიციას იკავებს თ----- ლ---–----ე. შპს „ს--------------------------------–---“ საქმიანობას ფაქტობრივად სრულად წარმართავს თ----- მ---------–ის მეუღლე - მ----- ფ-----ე. კლიენტთა მოზიდვის მიზნით, საზოგადოება აქტიურად ეწევა სარეკლამო კამპანიას, რის საფუძველზეც არაერთმა მოქალაქემ განახორციელა ფულადი შენატანი, კერძოდ, 2013-2016 წლებში. შპს „ს--------------------------------–ომ“ მოქალაქეებისაგან ჯამში სესხის სახით აიღო 3-----------–------------------––------–-------------------------. აღნიშნული თანხები, შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით. უნდა გამოყენებულიყო უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისათვის, რათა საზოგადოებას მიეღო შემოსავალი და უზრუნველეყო მოქალაქეთა წინაშე ნაკისრი ფინანსური ვალდებულებების დროულად და სრულყოფილად შესრულება. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს „ს--------------------------------–---“ დირექტორმა თ----- ლ---–----ემ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, მ----- ფ-----ის წაქეზებით და თ----- მ---------–ის დახმარებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, გასცა სესხები როგორც თავად მ----- ფ-----ის სახელზე, ისე ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ, არამომგებიან საწარმოებზე. ჯამში, სესხის სახით მ----- ფ-----ეზე გაცემულ იქნა მსხესხებელთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 904 534 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს „განთიადზე“ – 328 000 ლარი და 108 300 აშშ დოლარი, რაც არ იქნა უკან დაბრუნებული და მ----- ფ-----ემ გამოიყენა პირადი შეხედულებისამებრ. მიღებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვიდან გამომდინარე, შპს „ს--------------------------------–ომ“ ვეღარ უზრუნველყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება და 2343 მოქალაქეს მიადგათ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

განაჩენის თანახმად, სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ თ----- ლ---–----ემ ჩაიდინა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში; მ----- ფ-----ემ ჩაიდინა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის წაქეზება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში; თ----- მ---------–მა ჩაიდინა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში დახმარება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში.( ტ.1. ს.ფ. 50-67).

 

2.21. საქართველოს ეროვნული ბანკის 2----–-–----------- №2-------- წერილით ი-----–ი ი-----ას ეცნობა, რომ ს--------------------------------–ო ეროვნული ბანკის ყურადღების ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც მასმედიის სხვადასხვა საშუალებით დაიწყო აქტიური სარეკლამო კამპანია ფიზიკური პირებისაგან სახსრების მოზიდვის მიზნით. კომპანია კლიენტებს სთავაზობდა ბაზარზე არსებულთან შედარებით გაცილებით მაღალ საპროცენტო განაკვეთებს. რადგანაც ასეთი მაღალ საპროცენტო განაკვეთით მოზიდული სახსრების გასტუმრება ნორმალური საბაზრო ურთიერთობების ფარგლებში რთულია და, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ წარმოადგენდა ეროვნული ბანკის პირდაპირ მოვალეობას, ეროვნულ ბანკს გაუჩნდა ეჭვი, რომ კომპანიის საქმიანობაში შეიძლება ადგილი ჰქონდა დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც არაერთხელ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. კომპანიას სხვადასხვა დროს მოეთხოვა ფართო მასებიდან სახსრების მოზიდვის სარეკლამო კამპანიის შეწყვეტა. ასევე, მოთხოვნილ იქნა ბიზნეს მოდელის შეცვლა და ეცნობა, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 481 მუხლის შესაბამისად, მოხდებოდა კომპანიის კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარება, რაც კომპანიისათვის სხვადასხვა მოთხოვნისა თუ შეზღუდვის დაწესების წინაპირობა იქნებოდა, მათ შორის, სახსრების მოზიდვის კუთხით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პირის კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარებამდე ეროვნულ ბანკს არ გააჩნდა უფლებამოსილება განეხორციელებინა კომპანიის შემოწმება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირის კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარების დროს ეროვნული ბანკი ეყრდნობოდა უშუალოდ კომპანიის მიერ მოწოდებულ ან/და სხვადასხვა ფორმის საჯარო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას. საქართველოს ეროვნულ ბანკში 2016 წლის 19 აპრილს გამოგზავნილი წერილით კომპანია აფიქსირებდა, რომ შპს „---------------------------------–--- ბაზარზე საქმიანობდა 2008 წლიდან, ხოლო კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში ელექტრონულად გამოგზავნილი ბალანსის შესაბამისად, 2----–-–------------–-------------------- კომპანიის მიმდინარე ვალდებულებები მოკლევადიანი სესხების სახით წარმოადგენდა 21954140 ლარს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანიის კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარებს ძირითადი მიზეზი იყო არა მოზიდული სახსრების ან/და კლიენტების რაოდენობა, არამედ ის ფაქტი, რომ კომპანიის მენეჯმენტმა არ გაითვალისწინა ეროვნული ბანკის გაფრთხილება ფართო მასებიდან სახსრების მოზიდვის სარეკლამო კამპანიის შეწყვეტის თაობაზე. კომპანიის დაუმორჩილებლობამ გამოიწვია იმის რისკი, რომ სახსრების მოზიდვის კუთხით გააქტიურდებოდნენ სხვა არარეგულირებადი სუბიექტებიც, რაც წარმოშობდა რეგულირებადი სექტორიდან არარეგულირებად სექტორში თანხების გადინების რისკს, რასაც შესაძლოა საფრთხე შეექმნა საფინანსო სექტორის სტაბილურობისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფინანსო სექტორისათვის შესაძლო საფრთხის წარმოშობის თავიდან არიდების მიზნით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 481 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, 2016 წლის 19 სექტემბერს შპს „---------------------------------–--- (ს/კ 2--------) აღიარებულ იქნა კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად, ხოლო 20 სექტემბრის განკარგულებით აეკრძალა ფართო მასებიდან თანხების მოზიდვა და კომპანიასთან დაკავშირებულ მხარეებისათვის ნებისმიერი სახის მომსახურების გაწევა. მოგვიანებით ეროვნული ბანკისათვის ცნობილი გახდა, რომ ზემოაღნიშნული იურიდიული პირის ფაქტიურ მისამართზე სახსრებს იზიდავდა „---------------------------------–--- (ს/კ 4--------) იმავე მენეჯმენტის შემადგენლობით. აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს. ამასთან, 2016 წლის 4 ნოემბერს გამოცემულ იქნა ეროვნული ბანკის განკარგულება შპს „ს--------------------------------–---“ (ს/კ 4--------) კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად რეგისტრაციის თაობაზე. ამასთანავე, არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, მხარემ აღნიშნული აქტი არ ჩაიბარა, რის გამოც, დოკუმენტი, კანონმდებლობის შესაბამისად, ძალაში შევიდა 29 ნოემბერს, მისი „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების საფუძველზე. დამატებით განმცხადებელს ეცნობა, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს ეროვნულ ბანკს არ გააჩნია საკანონმდებლო ინიციატივის უფლება და საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება განეკუთვნება საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებებს. შესაბამისად, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების საჭიროების და მიზნობრიობის განმარტება სცილდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ეროვნული ბანკის კომპეტენციის ფარგლებს.( ტ.1. ს.ფ. 46-48; ს.ფ. 143).

 

2.22. საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 29 ივნისის №2-14/2112 წერილით ი-----–ი ი-----ას ეცნობა, რომ შპს „ს--------------------------------–---“ (2--------) და შპს „ს--------------------------------–---“ (4--------) მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები მიღებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნა, ეროვნულმა ბანკმა ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; ამასთან მნიშვნელოვანია, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტების კანონიერება დაინტერესებულ პირებს სადავოდ არ გაუხდიათ. (ტ.1. ს.ფ.49).

 

2.23. საქართველოს ეროვნული ბანკი 2----–-–----------------–--------–-–-----------–--------–-–--------------- ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით ავრცელებდა განცხადებებს მასზედ, რომ საფინანსო კომპანიები, რომელთა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არ კონტროლირდება ეროვნული ბანკის მიერ, შესაძლოა, ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნეს საქმიანობაში აბანდებდნენ, რიგ შემთხვევაში კი მათი საქმიანობა ფინანსური პირამიდის ნიშნებსაც ატარებს. საქართველოს ეროვნული ბაკი აფრთხილებდა მოსახლეობას საკუთარი თანხების დაბანდებამდე, მათი დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად გამოეჩინათ განსაკუთრებული სიფრთხილე და მიეღოთ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება. აღნიშნული ეხება სხვადასხვა იურიდიული პირის მხრიდან მაღალი საპროცენტო სარგებლის დაპირების სანაცვლოდ თანხების სესხის ან თამასუქის სახით მოზიდვას. ასევე, თანხის, დაბანდებამდე აუცილებლად გაეთვალისწინებინათ, რომ მაღალი საპროცენტო სარგებელი სხვა თანაბარ პირობებში გულისხმობს მაღალ რისკს. (ტ.1. ს.ფ. 123-125).

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1005-ე მუხლებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი, მე-2-3, 47-ე, 471, 48-ე და 481 მუხლებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმე №23/630).

 

4.1. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებაზე, თითქოს საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან ადგილი ჰქონდა განზრახ უმოქმედობას, კერძოდ შპს „ს--------------------------------–---“ (ს/ნ4--------) მიმართ არ იქნა დროულად მიღებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

4.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფოს პრევენციული კონტროლის ერთ-ერთ ინსტრუმენტს განეკუთვნება საფინანსო სექტორის ზედამხედველობა, რომლის ერთ-ერთი ამოცანაა მომხმარებლის დაცვა ისეთი მოსალოდნელი საფრთხეებისაგან, რაც საფინანსო ინსტიტუტების მართლსაწინააღმდეგო ქმედებით შესაძლოა მათ მიადგეთ. თუმცა, სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი სავალდებულოდ მიიჩნევს, იმ პირობის გარდა, რომ ზიანი უნდა დადგეს სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეული შეუსრულებლობის საფუძველზე, ასევე სავალდებულო პირობაა, სახეზე უნდა იყოს სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევა „სხვა პირთა მიმართ“. შესაბამისად საფინანსო სექტორის ზედამხედველობის განხორციელების ფარგლებში კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირველ რიგში უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ზედამხედველობის განმხორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოს ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილება მოცემული იურიდიული პირის მიმართ.

 

4.3. მოსარჩელე სადავოდ ხდის იმ ფაქტს, რომ შპს „ს--------------------------------–---“ დირექტორს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმართა 2016 წლის 14 აპრილს, მისამართზე თბილისი, დ-----------–-----–-------------, აღნიშნულ მისამართი კი წარმოადგენდა შპს „ს--------------------------------–---“ (ს/ნ 2--------) იურიდიულ მისამართს. ამასთან, არც ერთ წერილში არ არის მითითებული კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერი, შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ არ მომხდარა ღონისძიებების გატარება შპს „ს--------------------------------–---“ (ს/ნ 4--------) მიმართ, რაც გახდა საფუძველი ი-----–ი ი-----ასათვის ზიანის მიყენებისა.

 

4.4. პირველი ინსტანციის სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელის მითითებული არგუმენტაცია და აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წერილის გაგზავნა იმ მისამართზე რომელიც მისთვის იყო ცნობილი, არ წარმოადგენს კანონდარღვევას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე თავის სარჩელში თავად მიუთითებს, რომ რეკლამაში საუბარი იყო ს--------------------------------–--- მიერ ფინანსურ ბაზარზე 2008 წლიდან ფუნქციონირების შესახებ (იხ. ს.ფ.4). სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეროვნული ბანკის 2----–-–---------------ის №------------ და 2----–-–----------- №2-------- წერილებზე, სადაც განმარტებულია, რომ 2016 წლის 19 სექტემბერს კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარებული იქნა შპს „---------------------------------–--- (ს/კ 2--------), ხოლო მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სახსრების მოზიდვის სარეკლამო კომპანია გრძელდებოდა ანალოგიური დასახელებისა და იმავე მენეჯმენტის შემადგენლობით სხვა იურიდიული პირის მიერ, 2016 წლის 4 ნოემბერს სებ-მა გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, შპს „ს--------------------------------–---“ (ს/კ 4--------) კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარებასთან დაკავშირებით, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად, კომპანიამ დოკუმენტი არ ჩაიბარა და განკარგულება გამოქვეყნდა (გ-----------------------------------) საკანონმდებლო მაცნეში.

 

4.5. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონი ეროვნულ ბანკთან შექმნილ სააგენტოს ანიჭებს უფლებამოსილებას ზედამხედველობა გაუწიოს ფინანსურ სექტორს, რომელიც მოიცავს კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტსაც, თუმცა აღნიშნულ ორგანოს არ აქვს უფლებამოსილება მისი ზედამხედველობის ფარგლებში მოაქციოს სხვა კერძო სამართლის იურიდიული პირები. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა ი-----–ი ი-----ასათვის ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლები, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანთან. ამასთან სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან განხორციელებულ იქნა ყველა ის მოქმედება, რაც შესაძლებელს ხდიდა მომხმარებელთა უფლებების დაცვას, კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკი 2----–-–----------------–--------–-–-----------–--------–-–--------------- ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით ავრცელებდა განცხადებებს მასზედ, რომ საფინანსო კომპანიები, რომელთა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არ კონტროლირდება ეროვნული ბანკის მიერ, შესაძლოა ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნეს საქმიანობაში აბანდებდნენ, რიგ შემთხვევაში კი მათი საქმიანობა ფინანსური პირამიდის ნიშნებსაც ატარებს. საქართველოს ეროვნული ბაკი აფრთხილებდა მოსახლეობას საკუთარი თანხების დაბანდებამდე, მათი დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად გამოეჩინათ განსაკუთრებული სიფრთხილე და მიეღოთ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება. აღნიშნული ეხება სხვადასხვა იურიდიული პირის მხრიდან მაღალი საპროცენტო სარგებლის დაპირების სანაცვლოდ თანხების სესხის ან თამასუქის სახით მოზიდვას. ასევე, თანხის დაბანდებამდე აუცილებლად გაეთვალისწინებინათ, რომ მაღალი საპროცენტო სარგებელი სხვა თანაბარ პირობებში გულისხმობს მაღალ რისკს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებები ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან დაკავშირებით, ვინაიდან არ იკვეთება მიზეზშედეგობრივი კავშირი საქართველოს ეროვნული ბანკის ქმედებასა და მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანს შორის. შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, სარჩელი ფაქტობრივ-სამართლებრივად დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ი-----–ი ი-----ამ, რომელმაც მოითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

 

5.1. აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა 2----–-–---------–--ს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მოთხოვნა განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2016 წლის 14 აპრილიდან 19-20 სექტემბრამდე საყოველთაო საქმისადმი ადმინისტრაციული წარმოების დროს დაშვებული თვითნებობის, დაუდევრობის, არაჯეროვნობის და განზრახ უმოქმედობით გამოწვეული ზიანის გამო, რაც გამოიხატება იმით, რომ ამ პერიოდში სებ-მა გამოავლინა ის შპს (2--------), რომლის მიმართაც განხორციელებული ნებისმიერი ქმედება არანაირი შედეგის მომტანი იყო იმ მიზნის მისაღწევად, რისთვისაც 14 აპრილს დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და არ გამოავლინა ის შპს (4--------), რომელიც აუცილებლად უნდა გამოვლენილიყო, ვინაიდან 48 პრიმა მუხლის მოთხოვნებს მხოლოდ შპს (4--------) აკმაყოფილებდა. სებ-ს 2016 წლის 14 აპრილიდან რომ ემოქმედა და უნდა ემოქმედა სახელმწიფოებრივად, ჯეროვნად, არათვითნებურად, არადაუდევრად, სავალდებულოდ გამოსაყენებელი კანონების სრული დაცვით, ანუ მისი კომპეტენციით განსახორციელებელი ქმედებებით, 2016 წლის 26 სექტემბერს იმ ადგილას, იმ დროს და იმ ფორმით არ დადგებოდა ის ზიანი რაც დადგა.

 

5.2. აპელანტის განმარტებით მართალია, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია დაეყრდნო წარდგენილ მტკიცებულებებს, თუმცა გადაწყვეტილება წარმოადგენს არა სასამართლოს მსჯელობის შედეგს, არამედ გადაწყვეტილება არის პირდაპირი კოპირება მოპასუხის 2018 წლის 15 აგვისტოს შესაგებლისა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.03.2019 მთავარ სხდომაზე დადგენილ და დაზუსტებულ იქნა, რომ 2016 წლის 14 აპრილს სებ-ის მიერ საფრთხედ იქნა მიჩნეული "ს--------------------------------–---’’ სახელით გაჟღერებული რეკლამა საფინანსო სექტორისა და მომხმარებლებისათვის (06.03.2019 მთავარი სხდომის ოქმი 15:11:45-15:14:02) და, შესაბამისად "ს--------------------------------–---’’ რეკლამისა და საქმიანობის დაუყოვნებლივი შეზღუდვის მიზნით სებ-მა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს "ს--------------------------------–---’’ დირექტორ თ----- ლ---–----ესთან 48 პრიმა მუხლის მოთხოვნის საფუძველზე (სებ-ის 2016 წლის 14 აპრილის N430-1კ წერილი; "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი. მუხლი 48 პრიმა). სებ-მა მოთხოვნის წერილი საიდენტიფიკაციო ნომრის მითითების გარეშე გააგზავნა შემდეგ მისამართზე - თბილისი, დ-----------–-----–--------------ში, რომელიც არის 2008 წელს რეგისტრირებული შპს "ს--------------------------------–---’’ (2--------) იურიდიული მისამართი. 2016 წლის 14 აპრილის გარემობას კი წარმოადგენს ის, რომ ამ პერიოდში თ----- ლ---–----ის დირექტორობით სამეწარმეო რეესტრში 2013 წელს რეგისტრირებულია იგივე დასახელების მეორე შპს "ს--------------------------------–ო" (4--------), იურიდიული მისამართია - ლ----------------------ი (05.11.2015 ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და 14.06.2017 ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან). 06.03.2019 მთავარ სხდომაზე, მოპასუხემ დაადასტურა და დააზუსტა ის ფაქტი, რომ 2016 წლის 14 აპრილს წერილი ა----–-----–--------ში გაიგზავნა ისტორიულ მახსოვრობაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე (06.03.2019 მთავარი სხდომის ოქმი 14:56:37-15:07:04), რადგან ლ---–----ის "ს--------------------------------–---თან’’ (2--------) 2012 წელს ჰქონდათ კომუნიკაცია და 2016 წლის "ს--------------------------------–---’’ დასახელებით გაჟღერებული რეკლამა მიიჩნიეს, რომ ეს ისევ იმ კომპანიის (2--------) რეკლამაა, რომელიც 2012 წელს რეკლამირებდა. სებ-ის ეს ქმედება უდავოდ ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს თვითნებობის ფაქტს და საქმისათვის საჭირო გარემოების არ შესწავლას სზაკ-ის 96-ე მუხლის სავალდებულო მოთხოვნით, ანუ ადმინისტრაციულ ორგანოს ზუსტად უნდა დაედგინა რეკლამა "ს--------------------------------–---’’ სახელით 2016 წლის 14 აპრილს სინადვილეში რომელ იურიდიულ პირს ეკუთვნოდა, ანუ რომელი შპს-ს საქმიანობა წარმოადგენდა საფრთხეს და რომელი შპს აკმაყოფილებდა 48 პრიმა მუხლის მოთხოვნებს (06.03.2019 მთავარი სხდომის ოქმი 14:30:03 14:31:47).

 

5.3. აპელანტი აღნიშნავს, 2016 წლის 14 აპრილის N430-1კ წერილის მოთხოვნის საპასუხოდ, ლ---–----ემ 19 აპრილს სებ-ს მიაწოდა გარკვეული სახის ინფორმაცია, თუმცა მიწოდებულ ინფორმაციაში ლ---–----ე არსად უთითებს საიდენტიფიკაციო ნომერს, ანუ გაურკვეველია დოკუმენტაცია, თუ რომელ შპს-ს დირექტორს ეკუთვნის, წერს მხოლოდ საფირმო დასახელებას და უთითებს, რომ 2008 წლიდან ფუნქციონირებს (შპს "ს--------------------------------–---’’ დირექტორის თ----- ლ---–----ის 2016 წლის 19 აპრილის წერილი სებ-ის მიმართ). ლ---–----ემ ისარგებლა სებ-ის ქმედებით, რომ 14 აპრილის წერილი საიდენტიფიკაციო ნომრის — გარეშეა გაგზავნილი და დოკუმენტაციებს უგზავნიდა საიდენტიფიკაციო ნომრის გარეშე.

 

5.4. აპელანტის განმარტებით, ლ---–----ისგან ეს ქმედება გამოწვეული იყო იმით, რომ სებ-ისგან შეზღუდვების პირობებშიც გაეგრძელებინა "ს--------------------------------–---’’ სახელით საქმიანობა; ყოველივე ამაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია 2017 წლის 31 ივლისის განაჩენში აღნიშნავს, რომ 2016 წლის სექტემბერში კომპანია აქტიურად აგრძელებდა მოქალაქეებისაგან თანხების მიღებას, რადგან კომპანიის დირექტორმა თ----- ლ---–----ემ იცოდა, რომ კვალიფიციურ სუბიექტად გამოცხადდა არა 2013 წელს რეგისტრირებული კომპანია, არამედ 2008 წელს რეგისტრირებული კომპანია. აღნიშნული მოწმობს, რომ კომპანიის წარმომადგენლები საქმიანობის გაგრძელების მიზნით შეეცადნენ შეცდომაში შეეყვანათ ეროვნული ბანკი (31.07.2017 წლის განაჩენი საქმე N1/719-17, აბზაცი 278.4). 2016 წლის 14 აპრილიდან რეკლამის დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოთხოვნების დაუმორჩილებლობის გამო, ადმინისტრაციულმა ორგანომ 2016 წლის 19 სექტემებრს კვალიფიციურად აღიარა პირველი შპს (2--------) და მეორე დღეს, 20 სექტემბერს, — კვალიფიციურად აღიარებულს დაუწესა რეკლამისა და საქმიანობის სრული შეზღუდვა (------------–-–--------------------------------------–----------–-–----------------------------------------–-–---------------------------------------–-----------------–-–------------------------------------–-------------------------------------–-----–---------------------–-–--------------–-----–---------------–-–--------------–-----–--. სებ-ის ამ ქმედებით, 2016 წლის 21 სექტემბრიდან წესით და რიგით აუცილებლად უნდა შესრულებულიყო ის მიზანი, რისთვისაც იქნა 2016 წლის 14 აპრილს ადმინისტრაციული წარმოება დაწყებული - "ს--------------------------------–---’’ რეკლამის დაუყოვნებლივი შეწყვეტა, ვინაიდან სებ-მა მხოლოდ რეკლამა მიიჩნია საფრთხედ და არა ის, რომ 400-ზე მეტი ან ნაკლები ფიზიკური პირის არსებობა ან 5 მილონზე მეტი ან ნაკლები მოზიდული თანხა - თუმცა, 2016 წლის 21 სექტემბრიდან საქმე სხვაგვარად წარიმართა, ვინაიდან გამოცემული განკარგულებები არანაირი შედეგის მომტანი არ აღმოჩნდა საფინანსო სექტორის და პოტენციური კრედიტორის დაცვის მიზნით (ს------------------------------ წერილი), რადგან ლ---–----ე "ს--------------------------------–---’’ სარეკლამო და მოზიდვის საქმიანობას ახორციელებს მეორე "ს--------------------------------–---’’ (4--------) სახელით ფაქტობრივ მისამართზე - თბილისი, მ----- კ-------------ში.

 

5.5. აპელანტი უდავო ფაქტად მიიჩნევს, რა გარემოებაც იყო 2016 წლის 14 აპრილს, იგივე გარემოება გრძელდება ” 2016 წლის 21 სექტემბრიდან - ლ---–----ე, ყოველგვარი პრობლემის გარეშე რეკლამირებს და იზიდავს თანხებს იმ დასახელების რეკლამით, რაც სებ-ის მიერ 14 აპრილს საფრთხედ იქნა მიჩნეული და 19-20 სექტემბერს აკრძალული.

 

5.6. აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მტკიცებულების სახით წარუდგინა ორივე შპს-ს შესახებ სარეკლამო მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტები შპს-ს (4--------) საგადასახადო ანგარიშფაქტურები და შპს-ს (2--------) პროკრედიტ ბანკიდან ამონაწერი, რითითად უდავოდ მტკიცდება, რომ 2016 წელს რეკლამირებს და თანხებს იზიდავს მხოლოდ მეორე შპს "ს--------------------------------–ო" (4--------), რომლის მიმართაც სებ-ი 2016 წლის 14 ნოემბრამდე შეგნებულად არ მოქმედებს. ასევე, პირველი შპს-ს (2--------) უმოქმედობა და მეორე შპს-ს (4--------) მოქმედება დადგენილია განაჩენითაც, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმით გასამართლებულ იქნა მეორე შპს-ს (4--------) ხელმძღვანელობა, რომელსაც დაუმტკიცდა 2013-2016 წლებში სარეკლამო საქმიანობით მოზიდული მოქალაქეთა დიდი ოდენობით კუთვნილი თანხების გაფლანგვა და არა პირველი შპს-ს ხელმძღვანელობას.

 

5.7. აპელანტი თვლის, რომ სებ-ის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მტკიცდება 2016 წლის 14 აპრილიდან 19-20 სექტემბრის ჩათვლით არსებული დოკუმენტებით, ვინაიდან თვითნებურად იქნა გარემოება შეფასებული, მაგრამ სებ-ის თვითნებობას ასევე ემატება განზრახ უმოქმედობით ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რასაც ადასტურებს თავად მ----- შ--–---–--ლი (სებ-ის თანამდებობის პირი), რომელმაც აღიარა და დაასტურა ის ფაქტი, რომ სებ-მა იცოდა ლ---–----ის ორივე "ს--------------------------------–ო"-ს არსებობის შესახებ, რაც ასევე მოპასუხემაც დაადასტურა და დააზუსტა 06.03.2019 მთავარ სხდომაზე (ე-------------------- დასკვნა და 06.03.2019 მთავარი სხდომის ოქმი 15:50:58-15:52:05), რაც უდავოდ წარმოადგენს 2016 წლის 26 სექტემბერს დამდგარი ზიანის პირდაპირ გამომწვევ მიზეზს, ვინაიდან სებ-მა, როგორც ერთადერთმა კომპეტენტურმა ორგანომ, რომელსაც ევალება მსგავსი საქმიანობის გამოვლენა და კონტროლი, მართლსაწინააღმდეგო ქმედებებით იმოქმედა და არ დაიცვა მის მიერვე 14 აპრილიდან საფრთხედ მიჩნეული "ს--------------------------------–ო"-ს დასახელებისაგან საფინანსო ბაზრის და პოტენციური კრედიტორის უსაფრთხოება, სებ-მა შეგნებულად არ იმოქმედა, - არ განახორციელა კომპეტენციით განსახორციელებელი ქმედება მეორე შპს-ს (4--------) მიმართ და ელოდება ოფისი როდის დაიკეტება (ოფისი დაიკეტა 02 ნოემებრს) და, სწორედ ოფისის დაკეტვის მერე გამოავლინა მეორე შპს (4--------), ანუ იმ დროის მერე, როდესაც ქმედებას აზრი აღარ აქვს მომხმარებლის დაცვის კუთხით (06.03.2019 მთავარი სხდომის ოქმი 15:27:19-15:29:03).

 

5.8. აპელანტი თვლის, რომ 2016 წლის 14 აპრილიდან 19-20 სექტემბრმადე არ იქნა გამოყენებული სავალდებულოდ გამოსაყენებელი კანონის - სზაკ-ის 53-ე, 96-ე და 97-ე მუხლები. აღნიშნული მუხლების გამოყენების პირობებში, სებ-ი 2016 წლის 14 აპრილიდან 19-20 სექტემბრამდე კომუნიკაციას დაამყარებდა არა პირველ შპს-სთან (2--------), რომელიც უმოქმედოა და 48 პრიმა მუხლის არცერთ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს, არამედ მეორე შპს-სთან (4--------), რომელიც სინამდვილეში რეკლამირებდა, იზიდავდა და ფლანგავდა თანხებს და, რომელიც სრულად აკმაყოფილებდა 48 პრიმა მუხლის მოთხოვნებს.

 

5.9. აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ასევე წარუდგინა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ 2016 წლის 26 სექტემბრამდე არ ყოფილა ლ---–----ის არცერთ შპს-ში მეანაბრე და, რომ 2016 წლის 23 სექტემებრს საცხოვრებელი ბინის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა განათავსა 2016 წლის 26 სექტემბერს (ხ--––-------–---------------------------------------------–-–---------–---------------------------------------–-–---------–------–--------–-----------------------------–-–---–-----). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არასწორად მიიჩნია უდავოდ, რომ 14 აპრილს ა----–-----–--------ში საიდენტიფიკაციო ნომრის გარეშე გაგზავნილი წერილი არ წარმოადგენს თურმე კანონდარღვევას. ესე იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია ამით ამტკიცებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის ადმინისტრაციული წარმოების დროს გარემოებათა გამოკვლევა სავალდებულო არ ყოფილა და შეუძლია იმოქმედოს თვითნებურად, კანონების გამოყენების გარეშე, ანუ გადაწყვეტილება დააფუძნონ ისტორიულ მეხსიერებაში არსებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით.

 

5.10. აპელანტის განმარტებით, ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის უკანონო და ყოვლად მიუღებელ გადაწყვეტილებას და იტოვებს იმედს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიღებს სწორ, სამართლიან გადაწყვეტილებას.

 

5.11. სააპელაციო საჩივრის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქმეზე N--------- არ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე და 97-ე მუხლები. აღნიშნული მუხლები სებ-მა სავალდებულოდ უნდა გამოიყენოს ადმინისტრაციული წარმოების დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება (უმოქმედობა) არის თვითნებობაზე დაფუძნებული. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქმეზე N--------- არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

 

5.12. აპელანტი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს; ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მუხლი 96-97-ე მუხლებზე.

 

5.13. აპელანტის განმარტებით, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ გადაწყვეტილება მიიღო მიკერძოებულად, რადგან განზრახ არ გამოიყენა ზ/ხსენებული კანონის მუხლები, რითაც გამოვლინდებოდა ადმინისტრაციული ორგანოს თვითნებობა და განზრახ უმოქმედობა, რაც სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს. სასამართლომ კი ამ ქმედებით კიდევ მეტად დაამძიმა აპელანტის, როგორც მოქალაქის მდგომარეობა, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ "შეცდომით" მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება დამატებით დროსთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული.

 

5.14. აპელანტი ასევე მიუთითებს საკასაციო სასამართლოს (Nბს-1342-1284) და (ბს-1116-1067 (კ-07) გადაწყვეტილებებში ჩამოყალიბებულ განმარტებებზე.

 

6. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის მოტივები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეაფასა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ ი-----–ი ი-----ას საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

7. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

 

7.1. 2.1. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2----–-–------------ დარეგისტრირდა შპს „---------------------------------–--- (ს/ნ 2--------), რომლის დირექტორად განისაზღვრა თ----- ლ---–----ე, ხოლო 100% წილის მფლობელად ლ-----ა ფ-----ე. აღნიშნული საწარმოს იურიდიულ მისამართს წარმოადგენდა ქ.თბილისი, ძ---–-------–----------------------------–-----–-------------. (ტ.1.ს.ფ. 24).

 

7.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2----–-–---------------- დარეგისტრირდა შპს „---------------------------------–--- (ს/ნ 4--------), რომლის დირექტორად განისაზღვრა თ----- ლ---–----ე, ხოლო 100% წილის მფლობელად თ----- მ---------–ი. აღნიშნული საწარმოს იურიდიულ მისამართს წარმოადგენდა ლ----------------------ი. (ტ.1. ს.ფ. 25).

 

7.3. ი-----–ი ი-----ასა და შპს „ს--------------------------------–---“ (ს/ნ4--------) შორის 2016 წლის 26 სექტემბერს დაიდო №11975 სესხის ხელშეკრულება, რომლის 1.1 პუნქტის მიხედვით, ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად, გამსესხებელი იღებს ვალდებულებას, მიცეს სესხი მსესხებელს, ხოლო მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და წესით, შესაბამისი სარგებლით, დაუბრუნოს სესხი გამსესხებელს. 1.2 პუნქტით სესხის ოდენობად განისაზღვრა 28000 აშშ დოლარი. 1.3 პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამსესხებელს სარგებლიდან ექვითება 5%, რომელსაც „---------------------------------–--- იხდის სახელმწიფო ხაზინაში. 1.4 პუნქტის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხი არის სარგებლიანი. 1.5 პუნქტის მიხედვით, სესხი გაიცა 12 თვის ვადით, წლიური 35%-ის დარიცხვით. პროცენტის გატანა უნდა მომხდარიყო სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლისას. 1.6 პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ 1.2 პუნქტში დაფიქსირებული თანხის სალაროში გადაცემის შემთხვევაში, რაც დადასტურებული უნდა იყოს შპს „ს--------------------------------–---“ სალაროს შემოსავლის ორდერზე ფაქსიმილიით და ბეჭდით ან კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. აღნიშნული ხელშეკრულების 2.1 პუნქტის მიხედვით, მსესხებელი ვალდებულებას იღებს, დააბრუნოს სესხის ძირი თანხა და პროცენტი ვადაში, რომელიც განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულებაში. გასესხებული ძირი თანხა მსესხებელს დაუბრუნდება იმავე ვალუტაში, რა ვალუტაშიც დაიდო სესხის ხელშეკრულება. ხელშეკრულება დადებულად ითვლება გამსესხებლის მიერ ფულადი თანხის სრულად გადაცემის, მსესხებლის მიერ თანხის სრულად მიღებისა და მისი მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან. 2.2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ წარმოადგენს ქართულ ლარს, არამედ სხვა ქვეყნის ეროვნულ ვალუტას, პროცენტის გაცემა ხდება ეროვნულ ვალუტაში ეროვნული ბანკის მიერ იმ დღისთვის დადგენილი კურსით. 2.3 პუნქტის შესაბამისად, შეუსრულებელ ვალდებულებებზე მსესხებელი პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2.4 პუნქტის თანახმად, სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებელმა უნდა გადაიხადოს საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.01 პროცენტის ოდენობით.( ტ.1. ს.ფ. 19-22).

 

7.4. 2----–-–------------------------- სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ი-----–ი ი-----ამ 2016 წლის 26 სექტემბერს შპს „ს--------------------------------–---“ (ს/ნ4--------) სალაროში შეიტანა 28000 აშშ დოლარი. (ტ.1. ს.ფ. 23).

 

7.5. რეკლამაში აღნიშნული იყო „ს--------------------------------–ო - თქვენი ფინანსური წარმატების საიმედო პარტნიორი“, მისამართი - კ------------, ტელეფონის ნომერი 2----------------------–-----–-------–-–----------------–----------–-–-----------–-–----------------------------–-–----------------------------–-–----------. (ტ.1. ს.ფ. 144).

 

7.6. შპს „ს--------------------------------–ომ“ (ს/ნ 4--------) შპს „-------------–------------------------- 2016 წლის პირველ თებერვალს, 2016 წლის პირველ მარტს, 2016 წლის 31 მარტს, 2016 წლის 3 მაისს, 2016 წლის 30 ივნისს, 2016 წლის პირველ აგვისტოს, 2016 წლის 22 აგვისტოს, 2016 წლის 3 ოქტომბერს შეიძინა სარეკლამო მომსახურებები. (ტ.1. ს.ფ. 153-160).

 

7.7. სს „პ--------------------“ თბილისის ცენტრალური სერვის პუნქტიდან ამონაწერის თანახმად, 2016 წლის 19 ივლისს შპს „ს--------------------------------–---“ (ს/ნ 2--------) მიერ თანხების გატანა მოხდა ინკასოს დასაფარად და გადასახადების ერთიანი კოდის ნაწილობრივი დაფარვის მიზნით. (ტ.1. ს.ფ. 167).

 

7.8. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შპს „ს--------------------------------–---“ დირექტორს თ----- ლ---–----ეს, მისამართზე - თბილისი, დ-----------–-----–---------------------–-–------------–------------------კ წერილით, რომლის თანახმად საწარმოს დირექტორს ეცნობა, რომ ვინაიდან სახსრების მოზიდვის მიზნით აქტიურად აწარმოებს სარეკლამო კამპანიას, მისდამი რწმუნებული ორგანიზაციის საქმიანობა ექცევა საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მოქმედების სფეროში. აღნიშნულიდან გამომდინარე იმ შემთხვევაში, თუ არ შეიცვლება ორგანიზაციის დაფინანსების ბიზნეს მოდელი, რაც პირველ რიგში სახსრების მოზიდვაზე ყველა სახის რეკლამის დაუყოვნებლივ შეწყვეტას გულისხმობს და აღნიშნულის თაობაზე არ ეცნობება საქართველოს ეროვნულ ბანკს 2016 წლის 20 აპრილამდე, ორგანული კანონის შესაბამისად ეროვნულ ბანკი განიხილავს აღნიშნული ორგანიზაციის კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარების საკითხს და ინდივიდუალურად განსაზღვრავს საზედამხედველო მოთხოვნებს. ასევე ეთხოვა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, ზემოაღნიშნულ ვადაში წარედგინა მის ხელთ არსებულ ბოლო თარიღისთვის შედგენილი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგება (ბალანსი), სრული შემოსავლის შესახებ ანგარიშგება (მოგება/ზარალის უწყისი) და დეტალური ინფორმაცია ფიზიკური პირებიდან მიღებული სესხების თაობაზე, წერილზე თანდართულ დისკზე არსებული „მიღებული სესხების ბაზის“ მიხედვით (ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე n--------------------). შპს „ს--------------------------------–---“ დირექტორის 2016 წლის 19 აპრილის წერილის თანახმად, საქართველოს ეროვნულ ბანკს ეცნობა, რომ შპს „---------------------------------–--- დაარსებიდან (2008 წელი) ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთი სანდო, კვალიფიციური იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა სრულად შეესაბამება საქართველოს საგადასახადო მოთხოვნებს, იმავე დროს ორიენტირებულია ბიზნესის მუდმივად განვითარებასა და მოგების მიღებაზე. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად ხდებოდა როგორც სარეკლამო, ასევე სხვადასხვა სახის კამპანიების განხორციელება ცნობადობის ასამაღლებლად. ბიზნეს მოდელის შეცვლასთან დაკავშირებით კი აღნიშნულია, რომ რამდენიმე თვეა ეტაპობრივად ხდება მისი შეცვლა. საზოგადოებასა და პარტნიორ კომპანიებში სანდოობის შენარჩუნების მიზნით ეტაპობრივად ხდება სარეკლამო საქმიანობის შეჩერება. რეკლამა გადის რ---–---------------------–---------------------------- და „არ--------------“ (აღნიშნული შინაარსის სატელევიზიო რეკლამები კი შეწყვეტილია). მოცემულ რადიოებთან დადებული სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულებები კი სრულდება 2016 წლის 10 მაისს. შესაბამისად, რეკლამების შეწყვეტასთან დაკავშირებით ითხოვა დრო 2016 წლის 10 მაისამდე. წერილში აღნიშნულია, რომ სამომავლოდ იგეგმება რეკლამირება მხოლოდ ავტოლომბარდსა და სესხების გაცემასთან დაკავშირებით.( ტ.1. ს.ფ. 33-44; ს.ფ. 192-193).

 

7.9. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შპს „ს--------------------------------–---“ დირექტორს თ----- ლ---–----ეს, მისამართზე - თ---–---------------------, 2016 წლის 21 აპრილის №4651კ წერილით აცნობა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის მიუღებელია პოზიცია, ორგანიზაციის ბიზნესის დაფინანსების მოდელის ეტაპობრივად და არა დაუყოვნებლივ შეცვლასთან დაკავშირებით, რაც ფიზიკური პირების ფართო მასებიდან სახსრების მოზიდვის უპირობო შეწყვეტას გულისხმობს. მიუღებელია, ასევე, სახსრების მოზიდვაზე ყველა სახის რეკლამის არშეწყვეტის არგუმენტაცია. ასევე, ეთხოვა გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული და არაუგვიანეს 2016 წლის 25 აპრილისა დადასტურება მოხდეს ბიზნესის დაფინანსების მოდელის შეცვლისა და სახსრების მოზიდვის ყველა სახის რეკლამების (მათ შორის, რომელიც ვრცელდება რადიომაუწყებლობის, ვებ–გვერდის, სოციალური ქსელების მოკლე ტექსტური შეტყობინებების თუ სხვა საშუალებებით) შეწყვეტის თაობაზე. ასევე ეთხოვა, არაუგვიანეს 2016 წლის 28 აპრილისა წარედგინა ინფორმაცია კომპანიის ფინანსური მაჩვენებლებისა და ფიზიკური პირებიდან მიღებული სესხების თაობაზე. ეროვნული ბანკის 2016 წლის 14 აპრილის №430-1კ წერილით მოთხოვნილი ფორმატით. შპს „ს--------------------------------–---“ დირექტორის 2016 წლის 26 აპრილის წერილის თანახმად, 27 აპრილიდან შეწყდა სარეკლამო საქმიანობა სახსრების მოზიდვის მიზნით.

 

შპს „ს--------------------------------–---“ დირექტორის წერილით საქართველოს ეროვნულ ბანკს დამატებით განემარტა, რომ კომპანიის ფინანსური აქტივობები ღიაა და ყოველთვიურად მიეწოდება სსიპ შემოსავლების სამსახურს, შესაბამისად, კომპანიას არ აქვს ინფორმაციის საჯაროობის პრობლემა. წერილში ასევე, აღნიშნულია, რომ 2012 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნისამებრ კომპანია სისტემურად გზავნიდა ინფორმაციას კომპანიის კრედიტორებისა და დებიტორების შესახებ. თუმცა კომპანიის კლიენტებიდან მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ეროვნული ბანკის თანამშრომლები უკავშირდებოდნენ მათ და მიწოდება ხდებოდა კომპანიის შესახებ არაობიექტური ინფორმაციის, მათ შორის, ხელშეკრულების დარღვევის შეთავაზება. აღნიშნულმა გამოიწვია პანიკა და დათესა ეჭვი კომპანიის სანდოობის მიმართ, რასაც შეიძლებოდა საბოლოოდ გამოეწვია კომპანიის გაკოტრება და კრედიტორების დაზარალება. შესაბამისად, ინფორმაციის მიწოდების საკითხი გადაწყდება დამფუძნებლების ჩამოყალიბებული პოზიციის შეტყობისთანავე.

 

შპს „ს--------------------------------–---“ დირექტორის 2016 წლის 20 მაისის წერილით საქართველოს ეროვნულ ბანკს ეთხოვა მოთხოვნილი ინფორმაციის წარსადგენად ვადის გაგრძელება 27 მაისის ჩათვლით. (ტ.1. ს.ფ. 194-196).

 

7.10. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შპს „ს--------------------------------–---“ დირექტორს თ----- ლ---–----ეს, მისამართზე - თ---–---------------------, 2----–-–----------------------–-----–-----–-----------------------–--------------–-–------------–-ს წერილობითი მითითების შემდეგ, საკმარისი დრო იყო იმისათვის, რომ წარდგენილი ყოფილიყო ინფორმაცია რწმუნებული კომპანიის ფინანსური მაჩვენებლებისა და ფიზიკური პირებიდან მიღებული სესხების თაობაზე. თუმცა ეროვნული ბანკის არაერთი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, ინფორმაციის დამუშავებისათვის და შესაბამისი ფორმატით სებ-ში წარმოდგენისათვის საჭირო დრო დაეთმო სხვადასხვა ხასიათის მიმოწერას, რაც ეროვნული ბანკის მოსაზრებით, დროის გაჭიანურებას უფრო ისახავდა მიზნად. ეროვნული ბანკის პირველი წერილობითი მითითებიდან თითქმის თვენახევრის შემდეგ, ინფორმაციის წარსადგენად დამატებით იქნა მოთხოვნილი ვადა, თუმცა ამ ვადაშიც ვერ იქნა უზრუნველყოფილი მოთხოვნილი ინფორმაციის სრულყოფილი სახით წარდგენა. ყოველივე ზემოაღნიშნული ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ კომპანიაში არ არსებობს აღრიცხვისა და ანგარიშგების გამართული სისტემა, რაც მეტად საყურადღებო და რისკის შემცველია, ვინაიდან საკითხი ეხება კომპანიის საქმიანობის ისეთ მნიშვნელოვან და სენსიტიურ ნაწილს, როგორიცაა ფიზიკური პირებიდან სახსრების მოზიდვა. კომპანიის დირექტორს ეთხოვა, დაუყოვნებლივ წარედგინა ბოლო თარიღისთვის შედგენილი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგება (ბალანსი), წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული ბანკი რწმუნებული ორგანიზაციის მიმართ გამოიყენებდა კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა გამოთქვა მოლოდინი, რომ ინფორმაცია წარდგენილი იქნებოდა მინიმუმ 2----–-–------------–-------------------- არსებული მონაცემების მიხედვით. ასევე ეცნობა, რომ ეროვნული ბანკი პოზიტიურად აფასებს მის მიერ სახსრების მოზიდვასთან დაკავშირებული სარეკლამო კამპანიის შეწყვეტას. ასევე ეთხოვა, გათვალისწინება მომხდარიყო იმ ფაქტისა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის მიუღებელია მისი პოზიცია, ორგანიზაციის დაფინანსების მოდელის ეტაპობრივად და არა დაუყოვნებლივ შეცვლასთან დაკავშირებით. (ტ.1. ს.ფ. 36).

 

7.11. საქართველოს ეროვნული ბ--------–-----------------------–-–------------------------- განკარგულებით შპს „---------------------------------–--- (ს/ნ 2--------) აღიარებულ იქნა კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად და დაევალა განკარგულების ამოქმედებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად დარეგისტრირება საქართველოს ეროვნულ ბანკში. (ტ.1. ს.ფ. 37).

 

7.12. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2----–-–-------------------------------------–----- კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტ შპს „ს--------------------------------–---“ აეკრძალა სახსრების მოზიდვა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სახის სარეკლამო კომპანიის წარმოება. კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტს შპს „ს--------------------------------–---“ მოეთხოვა, არ განახორციელოს დაკავშირებული მხარეების მომსახურება მისი საფასურის მიუხედავად, რომელიც მათ შორის მოიცავს მომსახურების გაწევას ან/და მიღებას ნებისმიერი ფორმით; ფინანსური გარიგებების დადებას (ინვესტიციების განხორციელება, სესხების და გარანტიების გაცემა); ტრანზაქციებს მესამე მხარესთან დაკავშირებული პირის გარანტიით; მიმდინარე ხელშეკრულებების ნებისმიერი პირობის გადახედვას (რესტრქუტურიზაცია, რეფინანსირება, შეღავათის მიცემა). კომპანიას ეცნობა, რომ ეროვნული ბანკის მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას, (ტ.1. ს.ფ. 38-39).

 

7.13. შპს „ს--------------------------------–---“ (ს/ნ 2--------) დირექტორმა 2016 წლის 23 სექტემბერს წერილით მიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკს და მოითხოვა კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად დარეგისტრირება. ამასთან, წერილში აღნიშნული იყო, რომ გაუგებარია კომპანიის მიმართ გამოყენებული შეზღუდვები, რადგან კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად დარეგისტრირების მოთხოვნა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარედგინა საქართველოს ეროვნულ ბანკს. (ტ.1. ს.ფ. 197-198).

 

7.14. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2----–-–------------------------- განკარგულებით კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად დარეგისტრირდა შპს „---------------------------------–--- (ს/ნ 2--------) და მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი 0-----. განკარგულება ამოქმედდა ხელმოწერისთანავე. (ტ.1. ს.ფ. 40; ს.ფ. 127).

 

7.15. 2016 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან გააკეთა განმარტება შპს „ს--------------------------------–---თვის“ შეზღუდვების და აკრძალვების დაწესებასთან დაკავშირებით. (ტ.1. ს.ფ. 126).

 

7.16. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 20---–-–----------------------- განკარგულებით შპს „---------------------------------–--- (ს/ნ 4--------) აღიარებულ იქნა კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად და დაევალა განკარგულების ამოქმედებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტად დარეგისტრირდეს საქართველოს ეროვნულ ბანკში. (ტ.1. ს.ფ. 41; ს.ფ 127).

 

7.17. შპს „ს--------------------------------–---“ მეანაბრეებმა 2016 წლის 3 ნოემბერს განცხადებით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. განცხადების თანახმად, ს--------------------------------–ოში მათ მიერ შეტანილი თანხების და დივიდენდების მიღება შეწყვეტილია მათთვის გაუგებარი მიზეზების გამო. როგორც კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ხსნიან, ეს კრიზისი განპირობებულია სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის, ეროვნული ბანაკის მოქმედებით, თუმცა მათთვის აღნიშნული არგუმენტები არ არის დასაბუთებული. წერილში აღნიშნულია, რომ რამდენიმე ათასი დაზარალებული მეანაბრე იმყოფება უკიდურესად მძიმე ფინანსურ და მორალურ კრიზისში, ინტენსიურად იკრიბებიან კომპანიის ოფისთან და ცდილობენ, გაერკვნენ შექმნილ ვითარებაში. წერილით მოთხოვნილია სახელისუფლებო ორგანოების საქმის გასარკვევად აქტიური ჩართვა და უახლოეს ვადაში დაგროვებულ კითხვებზე პასუხის გაცემა. მოთხოვნილია, დაევალოს შესაბამის უწყებებს სამართლებრივი რეგულირების ჩარჩოებში იქნას შესწავლილი აღნიშნული პრობლემა და მოიძებნოს გამოსავალი, რათა არ შეიქმნას ფეთქებადი სიტუაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ სხვა კერძო საფინანსო კომპანიებზეც გავრცელდეს მსგავსი ვითარება და ამან მიიღოს უკონტროლო ხასიათი.

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2016 წლის 8 ნოემბრის №----- წერილით აღნიშნული განცხადება გადაიგზავნა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოს ბიზნესომბუცმენის აპარატში.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის 2----–-–---------------ის №------------ წერილის თანახმად, მოქმედი კანონმდებლობით იურიდიული პირები, საფინანსო სექტორისაგან განსხვავებით, არ წარმოადგენენ ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებს. ამასთან, ეროვნული ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებას სცილდება კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, მაგ: კლიენტსა და კომპანიას შორის მათი სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში გაფორმებული გარიგებების შინაარსის შესწავლა თუ შეზღუდვა რაიმე ფორმით. ეროვნული ბანკის ამოცანაა ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, თუ სებ-ი დაინახავს რისკს, რომ რომელიმე იურიდიული პირის საქმიანობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქვეყნის საფინანსო სექტორს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ასეთი პირი აღიაროს კვალიფიციურ სუბიექტად და დაუწესოს დამატებითი მოთხოვნები თუ შეზღუდვები, შპს „---------------------------------–--- მასმედიის სხვადასხვა საშუალებით აწარმოებდა აქტიურ სარეკლამო კამპანიას და ფიზიკური პირებისაგან სახსრების მოზიდვის მიზნით, კლიენტებს სთავაზობდა საფინანსო სექტორზე გაცილებით მაღალ საპროცენტო განაკვეთებს, რასაც შეეძლო გამოეწვია პრობლემები საფინანსო სექტორში. აქედან გამომდინარე, საფინანსო სექტორის სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, წერილობითი თუ ზეპირი ფორმით, ეროვნულმა ბანკმა არაერთხელ გააფრთხილა კომპანიის მენეჯმენტი, რომელსაც მოეთხოვა ასევე ფართო მასებიდან სახსრების მოზიდვის სარეკლამო კამპანიის შეწყვეტა. მათ ეცნობათ, რომ სებ-ის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 481 მუხლის შესაბამისად, მოხდებოდა კომპანიის კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარება, რაც კომპანიისათვის სხვადასხვა მოთხოვნისა თუ შეზღუდვის დაწესების წინაპირობა იქნებოდა, მათ შორის, სახსრების მოზიდვის კუთხით. კომპანიის მენეჯმენტმა აღარ გაითვალისწინა ეროვნული ბანკის გაფრთხილება და 2016 წლის აგვისტოში განაახლა სახსრების მოზიდვის სარეკლამო კამპანია, რის გამოც, ფინანსური სტაბილურობის რისკების კიდევ უფრო ზრდის თავიდან აცილების მიზნით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 481 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, შპს „---------------------------------–--- აღიარებულ იქნა კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად და ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით აეკრძალა ფართო მასებიდან თანხების მოზიდვა და დაუწესდა აკრძალვა ნებისმიერი სახის მომსახურებაზე კომპანიასთან დაკავშირებულ მხარეებთან. რაც შეეხება კლიენტების მიმართ ვალდებულებებისა და სესხების გასტუმრებას, ამ მიმართულებით კომპანიას არანაირი აკრძალვა არ აქვს და შეუძლია გააგრძელოს ვალდებულებების მომსახურება, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს უფლება, გაისტუმროს საკუთარი კლიენტები. ამასთან, კლიენტსა და კომპანიას (მათ შორის კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტს) შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებში ჩარევა სცილდება ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას. განმცხადებელს განემარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, უფლება ჰქონდა მიემართა სასამართლოსათვის. განმცხადებელს დამატებით ეცნობა, რომ 2016 წლის 19 სექტემბერს კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარებული იქნა შპს „---------------------------------–--- (ს/კ 2--------), ხოლო მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სახსრების მოზიდვის სარეკლამო კომპანია გრძელდებოდა ანალოგიური დასახელებისა და იმავე მენეჯმენტის შემადგენლობით, სხვა იურიდიული პირის მიერ, 2016 წლის 4 ნოემბერს სებ-მა გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შპს „ს--------------------------------–---“ (ს/კ 4--------) კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარებასთან დაკავშირებით, თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, კომოპანიამ დოკუმენტი არ ჩაიბარა და განკარგულება გამოქვეყნდა (გ-----------------------------------) საკანონმდებლო მაცნეში. (ტ.1. ს.ფ. 42-45).

 

7.18. „დაზარალებულად ცნობის შესახებ“ 2016 წლის 14 დეკემბრის დადგენილებით, ი-----–ი ი-----ა დაზარალებულად იქნა ცნობილი შპს „ს--------------------------------–ოში“ (4--------) სესხის სახით შეტანილ თანხებთან დაკავშირებით, კომპანიის ხელმძღვანელი პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანის გამო. (ტ.1. ს.ფ. 78; ს.ფ. 128-129).

 

7.19. მ----- შ--–---–--ლის ჩვენების თანახმად, იგი 2012 წლიდან მუშაობს საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებათა ზედამხედველობის განყოფილებაში. მან განაცხადა, რომ 2012 წლიდან შპს „ს--------------------------------–---თან“ ჰქონდა არაერთი სატელეფონო კომუნიკაცია, გამომდინარე იქედან, რომ საპროცენტო განაკვეთი საბაზროსთან გაცილებით მაღალი იყო, კომპანია იზიდავდა ფიზიკურ პირების სახსრებს და ამას ახორციელებდა ძირითადად სარეკლამო შეთავაზებებით; მათი კომუნიკაციის ძირითადი თემა იყო, სარეკლამო კამპანიები შეწყვეტილიყო. აღნიშნულ კომუნიკაციას შედეგი გამოჰქონდა და ხდებოდა რეკლამების შეწყვეტა, ასე გრძელდებოდა გარკვეული ხნის განმავლობაში, ვიდრე მათ საბოლოოდ უარი თქვეს სარეკლამო კამპანიის შეწყვეტაზე. მ----- შ--–---–---–-ა განაცხადა, რომ შპს „ს--------------------------------–---“ დამფუძნებელი იყო ლ-----ა ფ-----ე, ხოლო იგივე სახელწოდების სხვა შპს „ს--------------------------------–---“ დამფუძნებელი იყო თამუნა მ---------–ი. მ----- შ--–---–---–-ა დაადასტურა, რომ მან იცოდა აღნიშნული ორი კომპანიის არსებობის ფაქტი, თუმცა იყო თუ არა მეორე კომპანია საფინანსო სფეროში და წარმოადგენდა თუ არა ეროვნული ბანკის ინტერესის სფეროს, ეს არ იცოდა. მ----- შ--–---–---–-ა ასევე განაცხადა, რომ როდესაც გაიგეს მეორე კომპანიის შესახებ მომხმარებლებისაგან, ისიც აღიარეს კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად 2016 წლის 4 ნოემბერს. მან დააზუსტა, რომ მათთვის ცნობილი იყო, რომ 2008 წელს დაფუძნებული კომპანია იზიდავდა სახსრებს.( ტ.1. ს.ფ. 79-89;).

 

7.20. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით - თ----- ლ---–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მ----- ფ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, თ----- მ---------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. განაჩენის თანახმად, შპს „---------------------------------–--- (ს/ნ 4--------) რეგისტრირებულია 2013 წელის 14 აგვისტოს. საზოგადოების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მოსახლეობისაგან გარკვეული საპროცენტო სარგებლით (დაახლოებით 20-% დან 35%-მდე) თანხების მიღება და მათი შემდგომი ინვესტირება. მისი ერთპიროვნული დამფუძნებელია თ----- მ---------–ი, ხოლო დირექტორის პოზიციას იკავებს თ----- ლ---–----ე. შპს „ს--------------------------------–---“ საქმიანობას ფაქტობრივად სრულად წარმართავს თ----- მ---------–ის მეუღლე - მ----- ფ-----ე. კლიენტთა მოზიდვის მიზნით, საზოგადოება აქტიურად ეწევა სარეკლამო კამპანიას, რის საფუძველზეც არაერთმა მოქალაქემ განახორციელა ფულადი შენატანი, კერძოდ, 2013-2016 წლებში. შპს „ს--------------------------------–ომ“ მოქალაქეებისაგან ჯამში სესხის სახით აიღო 3-----------–------------------––------–-------------------------. აღნიშნული თანხები, შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით. უნდა გამოყენებულიყო უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისათვის, რათა საზოგადოებას მიეღო შემოსავალი და უზრუნველეყო მოქალაქეთა წინაშე ნაკისრი ფინანსური ვალდებულებების დროულად და სრულყოფილად შესრულება. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს „ს--------------------------------–---“ დირექტორმა თ----- ლ---–----ემ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, მ----- ფ-----ის წაქეზებით და თ----- მ---------–ის დახმარებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, გასცა სესხები როგორც თავად მ----- ფ-----ის სახელზე, ისე ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ, არამომგებიან საწარმოებზე. ჯამში, სესხის სახით მ----- ფ-----ეზე გაცემულ იქნა მსხესხებელთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 904 534 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს „განთიადზე“ – 328 000 ლარი და 108 300 აშშ დოლარი, რაც არ იქნა უკან დაბრუნებული და მ----- ფ-----ემ გამოიყენა პირადი შეხედულებისამებრ. მიღებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვიდან გამომდინარე, შპს „ს--------------------------------–ომ“ ვეღარ უზრუნველყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება და 2343 მოქალაქეს მიადგათ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. განაჩენის თანახმად, სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ თ----- ლ---–----ემ ჩაიდინა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში; მ----- ფ-----ემ ჩაიდინა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის წაქეზება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში; თ----- მ---------–მა ჩაიდინა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში დახმარება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში.( ტ.1. ს.ფ. 50-67).

 

7.21. საქართველოს ეროვნული ბანკის 2----–-–----------- №2-------- წერილით ი-----–ი ი-----ას ეცნობა, რომ ს--------------------------------–ო ეროვნული ბანკის ყურადღების ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც მასმედიის სხვადასხვა საშუალებით დაიწყო აქტიური სარეკლამო კამპანია ფიზიკური პირებისაგან სახსრების მოზიდვის მიზნით. კომპანია კლიენტებს სთავაზობდა ბაზარზე არსებულთან შედარებით გაცილებით მაღალ საპროცენტო განაკვეთებს. რადგანაც ასეთი მაღალ საპროცენტო განაკვეთით მოზიდული სახსრების გასტუმრება ნორმალური საბაზრო ურთიერთობების ფარგლებში რთულია და, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ წარმოადგენდა ეროვნული ბანკის პირდაპირ მოვალეობას, ეროვნულ ბანკს გაუჩნდა ეჭვი, რომ კომპანიის საქმიანობაში შეიძლება ადგილი ჰქონდა დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც არაერთხელ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. კომპანიას სხვადასხვა დროს მოეთხოვა ფართო მასებიდან სახსრების მოზიდვის სარეკლამო კამპანიის შეწყვეტა. ასევე, მოთხოვნილ იქნა ბიზნეს მოდელის შეცვლა და ეცნობა, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 481 მუხლის შესაბამისად, მოხდებოდა კომპანიის კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარება, რაც კომპანიისათვის სხვადასხვა მოთხოვნისა თუ შეზღუდვის დაწესების წინაპირობა იქნებოდა, მათ შორის, სახსრების მოზიდვის კუთხით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პირის კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარებამდე ეროვნულ ბანკს არ გააჩნდა უფლებამოსილება განეხორციელებინა კომპანიის შემოწმება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირის კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარების დროს ეროვნული ბანკი ეყრდნობოდა უშუალოდ კომპანიის მიერ მოწოდებულ ან/და სხვადასხვა ფორმის საჯარო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას. საქართველოს ეროვნულ ბანკში 2016 წლის 19 აპრილს გამოგზავნილი წერილით კომპანია აფიქსირებდა, რომ შპს „---------------------------------–--- ბაზარზე საქმიანობდა 2008 წლიდან, ხოლო კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში ელექტრონულად გამოგზავნილი ბალანსის შესაბამისად, 2----–-–------------–-------------------- კომპანიის მიმდინარე ვალდებულებები მოკლევადიანი სესხების სახით წარმოადგენდა 21954140 ლარს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანიის კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარებს ძირითადი მიზეზი იყო არა მოზიდული სახსრების ან/და კლიენტების რაოდენობა, არამედ ის ფაქტი, რომ კომპანიის მენეჯმენტმა არ გაითვალისწინა ეროვნული ბანკის გაფრთხილება ფართო მასებიდან სახსრების მოზიდვის სარეკლამო კამპანიის შეწყვეტის თაობაზე. კომპანიის დაუმორჩილებლობამ გამოიწვია იმის რისკი, რომ სახსრების მოზიდვის კუთხით გააქტიურდებოდნენ სხვა არარეგულირებადი სუბიექტებიც, რაც წარმოშობდა რეგულირებადი სექტორიდან არარეგულირებად სექტორში თანხების გადინების რისკს, რასაც შესაძლოა საფრთხე შეექმნა საფინანსო სექტორის სტაბილურობისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფინანსო სექტორისათვის შესაძლო საფრთხის წარმოშობის თავიდან არიდების მიზნით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 481 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, 2016 წლის 19 სექტემბერს შპს „---------------------------------–--- (ს/კ 2--------) აღიარებულ იქნა კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად, ხოლო 20 სექტემბრის განკარგულებით აეკრძალა ფართო მასებიდან თანხების მოზიდვა და კომპანიასთან დაკავშირებულ მხარეებისათვის ნებისმიერი სახის მომსახურების გაწევა. მოგვიანებით ეროვნული ბანკისათვის ცნობილი გახდა, რომ ზემოაღნიშნული იურიდიული პირის ფაქტიურ მისამართზე სახსრებს იზიდავდა „---------------------------------–--- (ს/კ 4--------) იმავე მენეჯმენტის შემადგენლობით. აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს. ამასთან, 2016 წლის 4 ნოემბერს გამოცემულ იქნა ეროვნული ბანკის განკარგულება შპს „ს--------------------------------–---“ (ს/კ 4--------) კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად რეგისტრაციის თაობაზე. ამასთანავე, არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, მხარემ აღნიშნული აქტი არ ჩაიბარა, რის გამოც, დოკუმენტი, კანონმდებლობის შესაბამისად, ძალაში შევიდა 29 ნოემბერს, მისი „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების საფუძველზე. დამატებით განმცხადებელს ეცნობა, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს ეროვნულ ბანკს არ გააჩნია საკანონმდებლო ინიციატივის უფლება და საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება განეკუთვნება საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებებს. შესაბამისად, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების საჭიროების და მიზნობრიობის განმარტება სცილდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ეროვნული ბანკის კომპეტენციის ფარგლებს.( ტ.1. ს.ფ. 46-48; ს.ფ. 143).

 

7.22. საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 29 ივნისის №2-14/2112 წერილით ი-----–ი ი-----ას ეცნობა, რომ შპს „ს--------------------------------–---“ (2--------) და შპს „ს--------------------------------–---“ (4--------) მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები მიღებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნა, ეროვნულმა ბანკმა ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; ამასთან მნიშვნელოვანია, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტების კანონიერება დაინტერესებულ პირებს სადავოდ არ გაუხდიათ. (ტ.1. ს.ფ.49).

 

7.23. საქართველოს ეროვნული ბანკი 2----–-–----------------–--------–-–-----------–--------–-–--------------- ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით ავრცელებდა განცხადებებს მასზედ, რომ საფინანსო კომპანიები, რომელთა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არ კონტროლირდება ეროვნული ბანკის მიერ, შესაძლოა, ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნეს საქმიანობაში აბანდებდნენ, რიგ შემთხვევაში კი მათი საქმიანობა ფინანსური პირამიდის ნიშნებსაც ატარებს. საქართველოს ეროვნული ბაკი აფრთხილებდა მოსახლეობას საკუთარი თანხების დაბანდებამდე, მათი დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად გამოეჩინათ განსაკუთრებული სიფრთხილე და მიეღოთ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება. აღნიშნული ეხება სხვადასხვა იურიდიული პირის მხრიდან მაღალი საპროცენტო სარგებლის დაპირების სანაცვლოდ თანხების სესხის ან თამასუქის სახით მოზიდვას. ასევე, თანხის, დაბანდებამდე აუცილებლად გაეთვალისწინებინათ, რომ მაღალი საპროცენტო სარგებელი სხვა თანაბარ პირობებში გულისხმობს მაღალ რისკს. (ტ.1. ს.ფ. 123-125).

 

8.1. სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-648-623(2კ13), 10.04.2014წ), რომლის თანახმად „ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძოსამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.“

 

8.2. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. იმავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, ზიანის ანაზღაურებისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი წინაპირობები; კერძოდ, პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), დამდგარი ზიანი, მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და შედეგს შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა. ამდენად პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

 

8.3. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას იმის თაობაზე, თითქოს საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან ადგილი ჰქონდა განზრახ უმოქმედობას, კერძოდ შპს „ს--------------------------------–---“ (ს/ნ4--------) მიმართ არ იქნა დროულად მიღებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

8.4. სააპელაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს საფინანსო სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა, ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას, თუ ეს შესაძლებელია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეროვნული ბანკის ფუნქციებია: მასთან არსებული სააგენტოს მეშვეობით, ამ კანონის შესაბამისად ზედამხედველობა გაუწიოს ფინანსურ სექტორს; სააგენტო პასუხისმგებელია საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელებისთვის და მისთვის ამ კანონით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისთვის.

 

8.5. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 47-ე მუხლის მიხედვით, სააგენტოს ამოცანაა საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა. ამ მიზნით სააგენტო აკონტროლებს სისტემურ რისკს, ამცირებს პოტენციურ რისკებს, უზრუნველყოფს საფინანსო სისტემის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას. ეროვნული ბანკი/სააგენტო ხელს უწყობს საფინანსო სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას. სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სადავო პერიოდში მოქმედი აღნიშნული ორგანული კანონის 471 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, რომელთა თანახმად, საფინანსო სექტორის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განსახორციელებლად ეროვნულ ბანკთან იქმნება სააგენტო. სააგენტო ერთადერთი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც საფინანსო სექტორის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს.

 

8.6. სააპელაციო პალატა ყუარდღებას ამახვილებს ასევე სადავო პერიოდში მოქმედი მითითებული ორგანული კანონის 481 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იურიდიული პირი (გარდა კომერციული ბანკისა), რომელიც სახსრებს მოიზიდავს ოთხასზე მეტი ფიზიკური პირისაგან ან რომლის მიერ ფიზიკური პირებისაგან მოზიდული სახსრების ოდენობა ხუთ მილიონ ლარს აღემატება, ვალდებულია, სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, გაიაროს რეგისტრაცია სააგენტოში და დააკმაყოფილოს სააგენტოს მიერ კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისათვის დაწესებული მოთხოვნები; ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად კი, იურიდიული პირი, რომლის მიერ მოზიდული სახსრების ოდენობა არ აღემატება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოდენობას ან რომელიც სახსრებს მოიზიდავს ოთხასზე ნაკლები ფიზიკური პირისაგან, ვალდებულია სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, გაიაროს რეგისტრაცია სააგენტოში და დააკმაყოფილოს სააგენტოს მიერ დაწესებული მოთხოვნები, თუ მისი საქმიანობა, მოზიდული სახსრების ოდენობა, საქმიანობის რეგიონი ან სეგმენტი სააგენტოს მიერ მიჩნეულია საფინანსო სექტორისათვის მნიშვნელოვნად ან თუ მისი საქმიანობა და კლიენტთა მოზიდვის მეთოდები მეტყველებს იმ პირთა წრის მნიშვნელოვნად გაფართოების გეგმაზე, რომლებისგანაც ხდება სახსრების მოზიდვა, იმავე მუხლის მე-3 პუნქტი კი განსაზღვრავს სააგენტოს შემდეგ უფლებამოსილებას: განახორციელოს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქმიანობის რეგულირება, რაც მოიცავს რეგისტრაციას, რეგისტრაციის გაუქმებას, შესაფერისობის კრიტერიუმების, რისკების გამჟღავნების, მინიმალური კაპიტალის, ლიკვიდობის და დამატებითი მოთხოვნების დადგენას, შემოწმებას, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას. მითითებული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის საფინანსო სექტორის სტაბილურობას ან ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს, იგი უფლებამოსილია კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტს მოსთხოვოს სახსრების მოზიდვასთან და სესხების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის შეწყვეტა. საქმიანობის შეწყვეტის შესახებ სააგენტოს მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

 

8.7. სააპელაციო პალატა მიუთითებს, მოსარჩელე სადავოდ ხდის იმ ფაქტს, რომ შპს „ს--------------------------------–---“ დირექტორს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმართა 2016 წლის 14 აპრილს, მისამართზე თბილისი, დ-----------–-----–-------------, აღნიშნულ მისამართი კი წარმოადგენდა შპს „ს--------------------------------–---“ (ს/ნ 2--------) იურიდიულ მისამართს. ამასთან, არც ერთ წერილში არ არის მითითებული კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერი, შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ არ მომხდარა ღონისძიებების გატარება შპს „ს--------------------------------–---“ (ს/ნ 4--------) მიმართ, რაც გახდა საფუძველი ი-----–ი ი-----ასათვის ზიანის მიყენებისა.

 

8.8. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის ზემოაღნიშნულ მოტივს და თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სწორად მიუთითა შემდეგი: საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წერილის გაგზავნა იმ მისამართზე, რომელიც მისთვის იყო ცნობილი, არ წარმოადგენს კანონდარღვევას განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ი-----–ი ი-----ა სარჩელში თავად მიუთითებს, რომ რეკლამაში საუბარი იყო ს--------------------------------–--- მიერ ფინანსურ ბაზარზე 2008 წლიდან ფუნქციონირების შესახებ (იხ. .1. ს.ფ.4). პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად გაამახვილა ყურადღება საქართველოს ეროვნული ბანკის 2----–-–---------------ის №------------ და 2----–-–----------- №2-------- წერილებზე, სადაც განმარტებულია, რომ 2016 წლის 19 სექტემბერს კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარებული იქნა შპს „---------------------------------–--- (ს/კ 2--------), ხოლო მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სახსრების მოზიდვის სარეკლამო კომპანია გრძელდებოდა ანალოგიური დასახელებისა და იმავე მენეჯმენტის შემადგენლობით სხვა იურიდიული პირის მიერ, 2016 წლის 4 ნოემბერს სებ-მა გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი შპს „ს--------------------------------–---“ (ს/კ 4--------) კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარებასთან დაკავშირებით, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად, კომპანიამ დოკუმენტი არ ჩაიბარა და განკარგულება გამოქვეყნდა (გ-----------------------------------) საკანონმდებლო მაცნეში (ტ.1. ს.ფ. 44-48).

 

8.9. სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონი ეროვნულ ბანკს ანიჭებს უფლებამოსილებას ზედამხედველობა გაუწიოს ფინანსურ სექტორს, რომელიც მოიცავს კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტსაც, თუმცა აღნიშნულ ორგანოს არ აქვს უფლებამოსილება მისი ზედამხედველობის ფარგლებში მოაქციოს სხვა კერძო სამართლის იურიდიული პირები. ამიტომ გასაზიარებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა ი-----–ი ი-----ასათვის ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლები, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანთან. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან განხორციელებულ იქნა ყველა ის მოქმედება, რაც შესაძლებელს ხდიდა მომხმარებელთა უფლებების დაცვას, კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკი 2----–-–----------------–--------–-–-----------–--------–-–--------------- ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით ავრცელებდა განცხადებებს მასზედ, რომ საფინანსო კომპანიები, რომელთა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არ კონტროლდება ეროვნული ბანკის მიერ, შესაძლოა ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნეს საქმიანობაში აბანდებდნენ; რიგ შემთხვევაში კი მათი საქმიანობა ფინანსური პირამიდის ნიშნებსაც ატარებს. საქართველოს ეროვნული ბანკი აფრთხილებდა მოსახლეობას საკუთარი თანხების დაბანდებამდე, მათი დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით აუცილებლად გამოეჩინათ განსაკუთრებული სიფრთხილე და მიეღოთ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება. აღნიშნული ეხება სხვადასხვა იურიდიული პირის მხრიდან მაღალი საპროცენტო სარგებლის დაპირების სანაცვლოდ თანხების სესხის ან თამასუქის სახით მოზიდვას. ასევე, თანხის დაბანდებამდე აუცილებლად გაეთვალისწინებინათ, რომ მაღალი საპროცენტო სარგებელი სხვა თანაბარ პირობებში გულისხმობს მაღალ რისკს. (ტ.1. ს.ფ. 123-126).

 

8.10. სააპელაციო პალატა მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ერთობლიობაში, ყოველმხრივ და სრულყოფილად შემოწმება - შეფასების შედეგად თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია, შესაბამისად არ არსებობს ი-----–ი ი-----ას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს ი-----–ი ი-----ას სააპელაციო საჩივარი.

 

2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება.

 

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის განმავლობაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა).

 

მოსამართლე მარიამ ცისკაძე