განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100119003258955
საქმე №1/ბ-26-2020წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 თებერვალი, 2020 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--- მ-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ----- კ--------–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №3----------), საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების ო------------------–----–----------------–------------–-----------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 დეკემბრის განაჩენით:
რ----- კ--------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2016 წლიდან 2019 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ჩადენილი ქმედება) _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2019 წლის 13 სექტემბრის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 13 სექტემბრის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 17 სექტემბრის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და მსჯავრდებულ რ----- კ--------–--ეს საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
გაუქმდა მსჯავრდებულ რ-----ი კ--------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო. მსჯავრდებულ რ----- კ--------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 7000 (შვიდი ათასი) ლარის ფარგლებში დაყადაღებული შპს „----–----------ს” ს/ნ 4-------- (დირექტორი და 100% წილის მფლობელი ი-–--------–---, პ/ნ 2----------, იურიდიული მისამართი: ლ------------–----------------------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 36951.00 კვ.მ, მდებარე ლ----------------–----–----------------–--------–-----–-, საკადასტრო კოდით №2-----------, უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს, განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.
მსჯავრდებულ რ----- კ--------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2019 წლის 17 სექტემბრიდან 2019 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალა გურიის პრობაციის ბიუროს.
5.იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სანადირო თოფი, რომელიც ინახებოდა შსს ო-----------------------–-------------–--ში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს.
· საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული პატარა ზომის სკამი და მაკრატელი, რომელიც ინახებოდა შსს ო-----------------------–-------------–--ში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განადგურდეს.
· 112-ის სამსახურიდან გამოთხოვილი აუდიოჩანაწერი CD დისკზე, რომელიც ინახებოდა შსს ო-----------------------–-------------–--ში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნას მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ----- კ--------–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2009 წლის 28 იანვრიდან რ----- კ--------–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მ------ დ---–--ესთან და მასთან ერთად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რომელსაც ქორწინების შემდეგ, 2016 წლიდან 2019 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით დროის პერიოდში, ო------------------–----–----------------–------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების _ 2009 წლის 25 თებერვალს დაბადებული ნ---- კ--------–--ის და 2010 წლის 26 აგვისტოს დაბადებული მ------ კ--------–--ის თანდასწრებით, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა, მიმართავდა უწმაწური სიტყვებით. რ----- კ--------–--ეს არ სჭირდებოდა სერიოზული მიზეზი, რათა დაემცირებინა მეუღლე, მიემართა მისთვის შეუარცხყოფელი სიტყვებით, ეგინებინა დედისა და სხვა ნათესავების მისამართით. ყოველივე აღნიშნულის გამო, მ------ დ---–--ე თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას.
2019 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ო------------------–----–----------------–------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების _ 2009 წლის 25 თებერვალს დაბადებული ნ---- კ--------–--ის და 2010 წლის 26 აგვისტოს დაბადებული მ------ კ--------–--ის თანდასწრებით, რ----- კ--------–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს _ მ------ დ---–--ეს, კერძოდ: ფეხი ძლიერად დაარტყა წელის არეში, რის შედეგადაც მ------ დ---–--ე დაეცა ძირს. დაცემის შემდეგ რ----- კ--------–--ემ მას რამდენჯერმე დაარტა ხელები და ფეხები სხეულის სხვადასხვა არეში, რის შემდეგაც რ----- კ--------–--ემ მ------ დ---–--ეს მაკრატლის და სკამის გამოყენებით მიაყენა დაზიანებები მუცლისა და ფეხის არეში. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით 21:20 საათზე, ო------------------–----–----------------–------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე წარმოშობილი უკმაყოფილების ნიადაგზე, რ----- კ--------–--ემ მეუღლის _ მ------ დ---–--ის მიმართ გამოხატა აგრესია, შეაგინა დედის მისამართით და მაკრატლის გამოყენებით დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მ------ დ---–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2019 წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით 10:30 საათზე, ო------------------–----–----------------–------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე წარმოშობილი უკმაყოფილების ნიადაგზე, რ----- კ--------–--ემ მეუღლის _ მ------ დ---–--ის მიმართ გამოხატა აგრესია, შეაგინა დედის მისამართით და სანადირო თოფის გამოყენებით დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მ------ დ---–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--- მ-------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და რ----- კ--------–--ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს, რის გამოც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
მსჯვრდებულმა რ----- კ--------–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ----- ფ-----------მ წარმოდგენილი შესაგებელით ითხოვეს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--- მ-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ მ------ დ---–--ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების _ ი----- დ---–--ის, ნ----- კ-----ის, დ----- კ--------–--ის, რ----- ლ-----ის, მ---- ღ-–------ს, კ------- ქ--–-----ის, მ------ კ--------–--ის და ნ---- კ--------–--ის გამოკითხვის ოქმებით, შეტყობინებით დანაშაულის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოილუსტრაციით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ამოღებული ნივთმტკიცებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ რ----- კ--------–--ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს რ----- კ--------–--ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო: რ----- კ--------–--ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე დანაშაულების ჩადენაში, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება არ გააჩნია, მათ შორის, არ არის ნასამართლევი, დაზარალებულთან შერიგებულია, ამ უკანასკნელს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და არ ითხოვს მის მკაცრად დასჯას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ----- კ--------–--ისათვის დანიშნული სასჯელი წამოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა, შესაბამისად, არ არსებობს მისი გამკაცრების საფუძველი.
ამდენად, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 დეკემბრის განაჩენი რ----- კ--------–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--- მ-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--- მ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 დეკემბრის განაჩენი რ----- კ--------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.რ----- კ--------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2016 წლიდან 2019 წლის 17 სექტემბრამდე ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2019 წლის 13 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 13 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 17 სექტემბრის ეპიზოდში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ----- კ--------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
5.მსჯავრდებულ რ----- კ--------–--ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2019 წლის 17 სექტემბრიდან 2019 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით.
6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე, 66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობით მსჯავრდებულ რ----- კ--------–--ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს გურიის პრობაციის ბიუროს. მსჯავრდებულ რ----- კ--------–--ეს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
7.ცნობად იქნას მიღებული, რომ რ----- კ--------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოიხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, შ---------–----------ს”, ს/ნ 4-------- (დირექტორი და 100% წილის მფლობელი ი-–-- კ----–--ე, პ/ნ 2----------, იურიდიული მისამართი: ლ-----------–---------------------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, კერძოდ, ლ----------------–----–----------------–--------–-----–- მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (დაზუსტებული ფართობით 36951.00, კვ.მ, მდებარე საკადასტრო კოდი 2-----------) 7000 (შვიდი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა და აღნიშნული უძრავი ქონება დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.
8.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სანადირო თოფი, რომელიც ინახებოდა შსს ო-----------------------–-------------–--ში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადაეცეს სახელმწიფოს.
· საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული პატარა ზომის სკამი და მაკრატელი, რომლებიც ინახებოდა შსს ო-----------------------–-------------–--ში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.
· 112-ის სამსახურიდან გამოთხოვილი აუდიოჩანაწერი CD დისკზე, რომელიც ინახებოდა შსს ო-----------------------–-------------–--ში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.
9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.N6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/