განაჩენი

სისხლის სამართლის 18.02.2020
საქმის ნომერი
330100119003184796
ინსტანცია
თარიღი
18.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003184796

საქმე №1ბ/137-20წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

18 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გ--–-----–----ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 29 მარტს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №0----------, საშუალო განათლებით, ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ვ---------–------------–----------------------------------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენით გ--–-----–----ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--–-----–----ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის;

მანვე, ჩაიდინა მუქარა, ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

გ--–-----–----ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით გ--–-----–----ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ერთობლიობის ჩადენისათვის საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 135 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

 

2019 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით 07:00 საათზე, ქ. თბილისში, ვ---------–------------–-------------------------------------------------ში, გ--–-----–----მა ურთიერთშელაპარაკების დროს, გერს თ-------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: თავის არეში ორჯერ დაარტყა ხელი, რის შემდეგაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რომ არ აცოცხლებდა და ცოცხლად დაწვავდა. გ--–-----–----ის ქმედებების შედეგად თ-------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღნიშნული ქმედებებისათვის გ--–-----–----ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ გ--–-----–----ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ იქნა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა გ--–-----–----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, გ--–-----–----ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ერთობლიობის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, შემდეგი საფუძვლებით:

 

აპელანტმა მიიჩნია, რომ სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა გ--–-----–----ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. დაზარალებულმა სასამართლოს წინაშე დეტალურად ისაუბრა გ--–-----–----ის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებაზე, მისი ჩვენება იყო ლოგიკური, დამაჯერებელი, თანმიმდევრული, არაწინააღმდეგობრივი. აპელანტის აზრით, სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა დაზარალებულ თ-------------ს ჩვენება და გაითვალისწინა ბრალდებულის მეუღლის - თ-----------–---ასა და ბრალდებულის მეზობლების ჩვენებები.

 

აპელანტმა განმარტა, რომ გ--–-----–----ი არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, მისი მეუღლე - თ-----------–---ა მთლიანად დამოკიდებულია გ--–-----–----ზე, რაც, მისი აზრით, ხსნის იმ გარემოებას, თუ რატომ მიაწოდა სასამართლოს თ-----------–---ამ მსგავსი ჩვენება. მეზობლებიდან არც ერთი არ არის გ--–-----–----ის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების უშუალო შემსწრე, მათ შორის, მ-------–----------–---–ის ჩვენებით დადასტურდა მხოლოდ ის, რომ მისი სახლში მისვლის შემდგომ გაიგონა დაზარალებულის ყვირილი, რაც სახლში შევიდა, თ------------- განაგრძობდა ყვირილს, ხოლო, გ--–-----–----ი მას ამშვიდებდა. თუმცა მისთვის, ისევე, როგორც სხვა მეზობლებისთვის უცნობია ამ ყვირილის წინარე სიტუაცია, თუ რა დაედო საფუძვლად თ-------------ს მსგავს ქმედებას. ბრალდების მხარის განმარტებით, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ იყო დილის საათები, დაახლოებით 07:00 საათი, რაიმე სერიოზული ინციდენტის გარეშე დაზარალებულ თ-------------ს მხრიდან ადგილი არ ექნებოდა მსგავს ქმედებებს, რაც, აპელანტის აზრით, მეტყველებს იმაზე, რომ ბრალდებულის მიერ მართლაც ჰქონდა ადგილი დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელებას დაზარალებულის მიმართ, რამაც საბოლოოდ გამოიწვია მისი განერვიულება. ამასთან, გ--–-----–----ისათვის ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა არ იყო პირველი შემთხვევა.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა სააპელაციო პალატას გ--–-----–----ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენაში, კერძოდ:

 

აპელანტი მთავარ აქცენტს აკეთებს დაზარალებულ თ-------------ს ჩვენებაზე, რომლის თანახმად დასტურდება შემდეგი - იგი ცხოვრობს დედასთან, თ-----------–---ასთან და მამინაცვალთან, გ--–-----–----თან ერთად, რომელთანაც თავდაპირველად ჰქონდა კარგი ურთიერთობა, თუმცა მას შემდეგ, რაც იგი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, დაეძაბა ურთიერთობა. 2019 წლის აგვისტოს თვეში, ზუსტი დრო არ ახსოვს, გამთენიისას, საკუთარ ოთახში ჩართო მუსიკა ხმამაღლა, რის გამორთვაც მოსთხოვა მამინაცვალმა. მიუხედავად მისი მოთხოვნისა, განაგრძო მუსიკის მოსმენა, ამის გამო გ--–-----–----მა თავდაპირველად მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ხელი დაარტყა თავის არეში. აღნიშნული დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. გ--–-----–----ს მოსთხოვა თავის დანებება, თუმცა იგი უფრო გაღიზიანდა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დროს დედა იმყოფებოდა ოთახში, თუმცა მის დასაცავად არაფერი გაუკეთებია. თავად გვიან ღამით დაბრუნდა სახლში, მას არ მოსწონს გ--–-----–----ი მათ სახლში რომ ცხოვრობს, თუმცა დედა არ იზიარებდა მის ამ პოზიციას.

 

დაზარალებულის ჩვენება არ დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას თ-----------–---ამ, რომელმაც განმარტა, რომ იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში გ--–-----–----თან, ხოლო პირველი ქორწინებიდან ჰყავს შვილი - თ-------------. შემთხვევის ირგვლივ მან განმარტა, რომ 2019 წლის 29 აგვისტოს, 07:00 საათზე, თ-------------ს საძინებელი ოთახიდან შემოესმა მაღალ ხმაზე ჩართული მუსიკა, რაზეც მოუწოდა მას, რომ იყო დილის საათები და სთხოვა მისი გათიშვა. თ------------- გახდა აგრესიული და ისტერიული ყვირილით მოსთხოვა თავის დანებება. გ--–-----–----ი, რომელიც აპირებდა სამუშაოდ წასვლას, თ-------------ს ყვირილზე მიბრუნდა სახლში და სთხოვა მას დაწყნარება, რადგან დედა მისგან ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებდა. ამის შემდგომ, მეუღლესთან და ორ მეზობელ ქალბატონთან ერთად, რომლებიც ხმაურის გაგონებაზე მივიდნენ მასთან, გავიდა გარეთ, რა დროსაც მალევე ადგილზე მივიდნენ საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები. თ-------------მ პოლიციის თანამშრომლებს მიუთითა თითქოს გ--–-----–----მა მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან გ--–-----–----ის მხრიდან ასეთ ფაქტებს არ ჰქონია ადგილი. მოწმის განმარტებით, თ------------- იმ მომენტში იმყოფებოდა აფექტურ და არაადეკვატურ მდგომარეობაში, რის გამოც შესაძლოა მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა მოვლენების სხვაგვარად აღქმას.

 

მოწმე თ-----------–---ასთან მიმართებით აპელანტი განმარტავს, რომ მისი ჩვენება გამოწვეულია გ--–-----–----ზე მატერიალურად დამოკიდებულებისგან, რამაც განაპირობა მის შვილზე ძალადობისა და მუქარის ფაქტების უარყოფა. პალატა აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება, ვინაიდან იგი არ გამომდინარეობს საქმეზე წარმოდგენილი მასალებიდან, არამედ წარმოადგენს აპელანტის უსაფუძვლო ვარაუდს, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.

 

საქმეზე დაკითხულ კიდევ ორ მოწმესთან - ი----------–----სა და მ-------–----------–---–თან მიმართებით აპელანტი აღნიშნავს, რომ ისინი არ არიან გ--–-----–----ის მიერ განხორციელებული ქმედების უშუალო შემსწრეები და შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდნენ. პალატა ყურადღებას მიაქცევს აპელანტის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ შემთხვევას ადგილი ჰქონდა დილის საათებში და რომ არა სერიოზული ინციდენტი, თ-------------ს მხრიდან ადგილი არ ექნებოდა მწვავე რეაქციებს. აღნიშნული მოსაზრება თავისთავად არ წარმოადგენს მტკიცებულებას, არ არის გამყარებული საქმეზე წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით, არამედ წარმოადგენს ბრალდების მხარის მიერ გამოთქმულ, დაუსაბუთებელ ეჭვს, კერძოდ:

 

მოწმე ი----------–----ს ჩვენებით დასტურდება, რომ არის თ-----------–---ას მეზობელი. 2019 წლის 29 აგვისტოს დილის საათებში თ-----------–---ას ოჯახიდან შემოესმა ხმაური. სიტუაციაში გარკვევის მიზნით მივიდა მასთან, სადაც დახვდა არაადეკვატურ მდგომარეობაში მყოფი თ-------------, რომელიც ეჩხუბებოდა დედას და გარკვეულ მომენტებში ცდილობდა ფიზიკურად შეხებას. თ-------------, რომელსაც ახასიათებდა ნერვიული ქმედებები, ადრეც უნახავს მსგავს მდგომარეობაში. თ-------------ს ხმაურზე სახლში შევიდა გ--–-----–----ი, რომელიც ცდილობდა მის დაწყნარებას და უხსნიდა, რომ დედასთან ასე მოქცევა არ შეიძლებოდა. მიუხედავად ამისა, თ-------------მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გ--–-----–----ს, რომელიც გავიდა გარეთ, რა დროსაც სახლში მივიდნენ საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები. მოწმის განმარტებით, გ--–-----–----ის მხრიდან თ-------------ს მისამართით მუქარის და ფიზიკური ძალადობის ფაქტს თავად არ შესწრებია და არც თ-----ს უთქვამს რაიმე გ--–-----–----ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ.

იგივე ფაქტობრივ გარემოებებს აღწერს თ-----------–---ას კიდევ ერთი მეზობელი, მოწმე მ-------–----------–---–ი, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 29 აგვისტოს დილის საათებში შემოესმა მის მეზობლად მცხოვრები თ-----------–---ას ოჯახიდან ხმაური, რაზეც ადგილზე მისულს დახვდა არაადეკვატურ მდგომარეობაში მყოფი თ-------------, რომელიც ეჩხუბებოდა დედას და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა ფეხის ჩარტყმაში. მოგვიანებით სახლში შევიდა გ--–-----–----ი, რომელიც ცდილობდა თ-------------ს დაწყნარებას და უხსნიდა, რომ დედასთან ასე მოქცევა არ შეიძლებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, თ-------------მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გ--–-----–----ს, რის შემდეგაც იგი გავიდა გარეთ. სწორედ ამ დროს ადგილზე მივიდნენ საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, რომლებსაც თ-------------მ მიუთითა, რომ გ--–-----–----მა მიაყენა მას ფიზიკური დაზიანება და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რეალურად კი გ--–-----–----ის მხრიდან არანაირ მუქარას და ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მსგავს ფაქტს თავად არ შესწრებია და არც თ-------------ს უთქვამს რაიმე გ--–-----–----ის მხრიდან განხორცილებული ძალადობის და მუქარის თაობაზე.

 

მტკიცებულებების ამგვარი ერთობლიობის ფონზე პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ საქმეზე წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება გ--–-----–----ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილ დანაშაულთა ჩადენის დასადასტურებლად, კერძოდ, დაზარალებულ თ-------------ს ჩვენება, რომელმაც თავად განმარტა, რომ არ მოსწონდა გ--–-----–----ის მათ სახლში ცხოვრება და არც ის, რომ დედა არ იზიარებდა მის პოზიციას. დაზარალებულის ამგვარი დამოკიდებულება იწვევს საფუძვლიან ეჭვს მის არაკეთილ განწყობაზე ბრალდებულ გ--–-----–----ის მიმართ.

 

გარდა ამისა, მტკიცებულების საკმარისობის საკითხთან მიმართებით, პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომლის თანახმად, მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

დასკვნის სახით პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ გ--–-----–----მა განახორციელა ძალადობა და მუქარა თ-------------ს მიმართ. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია გ--–-----–----ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

პალატა აღნიშნავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში კი, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები პალატას არასაკმარისად მიაჩნია გ--–-----–----ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა გ--–-----–----ის დამნაშავეობაში. სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება გ--–-----–----ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გ--–-----–----ის ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

გ--–-----–----ი გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 აგვისტოს განჩინებით გ--–-----–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

გ--–-----–----ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე