განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002766866
საქმე №3ბ/2913-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
18.02.2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე გია ბერაია
სხდომის მდივანი: ნატო ხვთისავრიშვილი
აპელანტი(მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი -ო-------------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)- უ–---ი გ------–---
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და განაცდურის ანაზღაურება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება;
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით უ–---ი გ------–---- სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრის 201- წლის 9----------------M----------------- ბრძანება დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ და მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა III სამმართველოს სწრაფი რეაგირების II ასეულის III ოცეულის ათეულის მეთაური, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი - უ–---ი გ------–---, შს ორგანოებში მსახურობდა 2009 წლიდან, ხოლო დაკავებულ თანამდებობაზე 2016 წლიდან და მოქმედი დისციპლინური სახდელი არ გააჩნდა.
201- წლის 13 სექტემბერს, 2-------------- შსს გენერალური ინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს გ.მ.ს. ინსპექტორ - ი---ე ხ----–---–-ს მიერ დაკავებული იქნა უ–---ი გ------–--- (დაბ. 2----.1---წ.; პ/ნ: 0---------3; მცხ: ქ. თბილისში, ნ-----–--------------–--ა VI შ-------ი, ბინა №5-) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ჩადენის ფაქტზე. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული დაკავების ოქმი-აო№---------.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ამავე დღეს ახსნა-განმარტება ჩამოერთვა უ–---ი გ------–----, რომელმაც განმარტა, რომ დაახლოებით 2 დღის წინ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფებმა, მან და მისმა თანამშრომელმა მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ მცირე ოდენობით. ასევე მიუთითა, რომ გარდა ამ შემთხვევის ამას ნარკოტიკული საშუალება არასდროს მოუხმარია.
საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის მე-2 განყოფილების მიერ, 201- წლის 13 სექტემბერს შედგა №70----- დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ უ–---ი გ------–--- კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ, თუმცა ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის'' (მარიხუანა)მოხმარების ფაქტი.
201- წლის 19 სექტემბერს, შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის სამმართველოში, ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ოპერატიული უზრუნველყოფის II სამმართველოდან შევიდა №2------ სამსახურებრივი ბარათი თანდართულ მასალებთან ერთად, შს სამინისტროს მოსამსახურე - უ–---ი გ------–---- მიერ მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ფაქტზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №123 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდა შს სამინისტროს მოსამსახურის - უ–---ი გ------–---- მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დასკვნა(დანართი№1).
სამსახურებრივი შემოწმებით დადგინდა, რომ 201- წლის 13 სექტემბერს, შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეების მიერ, ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა შს სამინისტროს მოსამსახურე - უ–---ი გ------–---, რომელიც ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით გადაყვანილი იქნა შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტში, სადაც მას, №70----- დასკვნის თანახმად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება - ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის'' (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი.
აღნიშნული ფაქტი დადასტურებული იქნა სამსახურებრივი შემოწმების პროცესში მოპოვებული შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების 201- წლის 13 სექტემბრის №70----- დასკვნით და შს სამინისტროს მოსამსახურის - უ–---ი გ------–---- ახსნა-განმარტებით.
ამდენად, გენერალურმა ინსპექციამ მიიჩნია, რომ პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა უ–---ი გ------–---- ჩაიდინა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო მოხმარებაში, რითაც დაარღვია შს მინისტრის
201- წლის 15 თებერვლის №1/73 ბრძანება (აეკრძალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარებაექიმის დანიშნულების გარეშე).
გენერალურმა ინსპექციამ განმარტა, რომ შს სამინისტროს მოსამსახურის - უ–---ი გ------–---- მხრიდან მსგავსი ქმედებების ჩადენა საზოგადოებაში იწვევდა პოლიციის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ უნდობლობას, ეჭვქვეშ აყენებდა მის ავტორიტეტს და ლახავდა პოლიციელთა რეპუტაციას. შს სამინისტროს მოსამსახურეების მიმართ დაწესებული იყო ქცევის განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტი, როგორც სამსახურში, ასევე მის გარეთ, რის გამოც შს სამინისტროს მოსამსახურეს უნდა გააჩნდეს მომეტებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინსპექციამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ პოლიციის უფროს ლეიტენანტ - უ–---ი გ------–---- შეფარდებოდა საქართველოს შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა.
დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201- წლის 9----------------M----------------- ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ (მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისთვის, რაც გამოიხატა ნარკოტიკულინივთიერების უკანონო მოხმარებასადა ფლობაში, რითაც დარღვეული იქნა შს მინისტრის 201- წლის 15 თებერვლის №1/73 ბრძანება (აეკრძალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე) და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“, „ზ“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა III სამმართველოს სწრაფი რეაგირების II ასეულის III ოცეულის ათეულის მეთაური, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი - უ–---ი გ------–--- (პ/ნ: 0---------3) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. საფუძველი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურიინსპექციის დასკვნა(ელ.ვერსია: №------------------–-).
2.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყოველ ადამიანს აძლევს უფლებას თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201- წლის 9----------------M----------------- ბრძანება შეიცავდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ხოლო 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, სასამართლომ მოცემული დავის ფარგლებში უნდა იმსჯელოს ადმინისტრაციული ორგანოსთვის მოსარჩელესთან დაკავშირებით მოსარჩელის სამსახურში აღდგენასა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე. ასევე სასამართლო მიუთითა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუამავე კანონითსხვარამ არ არის დადგენილი. მითითებული კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის „გ“ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯაროსამართლის იურიდიულ პირებშისაქმიანობისა). ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთასამინისტროს მოსამსახურეებზე.
სასამართლომ მიუთითა, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, ასევე სხვა საჯარო ფუნქციებს, ხოლო მე-7 მუხლის „ნ1“ პუნქტის მიხედვით, სამინისტროს ერთ-ერთ სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოადგენს -განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი.
აღნიშნული დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამინისტროს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა მინისტრი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“, „ზ“ და „ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მინისტრი აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამინისტროს თანამშრომლებს, წარადგენს მათ სახელმწიფო ჯილდოზე; პოლიციისათვის პირთა მიერ გაწეული დახმარებისათვის გამოიყენებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წახალისების ფორმებს; კანონმდებლობითდადგენილიწესითგამოსცემს ბრძანებებს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ უ–---ი გ------–----, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლებამდე ეკავა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა III სამმართველოს სწრაფი რეაგირების II ასეულის III ოცეულის ათეულის მეთაურის თანამდებობა, წოდებით -პოლიციის უფროსი ლეიტენანტი. შესაბამისად იგი
წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებაზე“ (დანართი №1) (სადავო პერიოდში მოქმედი), რომელიც განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა (შემდგომში - მოსამსახურე) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს. აღნიშნული დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულია დისციპლინური გადაცდომის სახეები, კერძოდ, დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა; ა) სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება; ბ) სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; გ) ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; დ) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა; ვ) მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს; ზ) ფიცის გატეხვა; თ) შრომის დისციპლინის წესის დარღვევა; ი)ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა.
ამავე წესის მე-3 მუხლში კი ჩამოთვლილია დისციპლინური სახდელის სახეები, კერძოდ, დისციპლინური სახდელის სახეებია: ა). შენიშვნა; ბ). საყვედური; გ). სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე). თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ვ). სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება და ზ) სამსახურიდან დათხოვნა.
სასამართლომ მიუთითა ასევე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთათვის ზოგიერთი ქმედების აკრძალვის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201- წლის 15 თებერვლის №1/73 ბრძანებაზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს აეკრძალა ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201- წლის 9----------------M----------------- ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ (მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისთვის, რაც გამოიხატა ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო მოხმარებასა და ფლობაში, რითაც დაირღვა შს მინისტრის 201-
წლის 15 თებერვლის №1/73 ბრძანება (აეკრძალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე), „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“, „ზ“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა III სამმართველოს სწრაფი რეაგირების II ასეულის III ოცეულის ათეულის მეთაური, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი - უ–---ი გ------–--- (პ/ნ: 0---------3) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. საფუძველი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნა (ელ. ვერსია: №------------------–-)
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად განსაზღვრულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა აქტის ადრესატისთვის, რამდენადაც მძიმე სამართლებრივ შედეგებს იწვევს მისთვის, შესაბამისად, მისი მომზადება, მიღება და გამოცემა უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება, ანუ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება, დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ, შესაძლოა გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა და მისი მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება, რაც სამომავლოდ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს. დისციპლინური ზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი
შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს დარღვევის სიმძიმის პროპორციული.
სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია გარემოება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უ–---ი გ------–---- მიმართ „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის შეფარდებისას სარგებლობდა დისკრეციული უფლებამოსილებით, მაგრამ მითითებული უფლებამოსილება არ შეიძლება იქცეს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ ზომად და დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნულიუფლებამოსილება.
სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების გაკონტროლება, რომლის დადგენა უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უნდა გამოირიცხოს თვითნებური, მიკერძოებული და არაკვალიფიციური გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისად უნდა მოხდეს აღნიშნული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობის კუთხით და ასევე მიღებული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობის დასაბუთება, სადაც არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისად იქნა მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას.
ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად მკაცრი სახდელივერ უზრუნველყოფს შესაბამისიმიზნების მიღწევას.
ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რა დროსაც იგი ყველა შესაძლებლობას უნდა იყენებდეს ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლი განსაზღვრავს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის სავალდებულობას.
შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოსარჩელის მიმართ სახდელის შეფარდებისას აუცილებელია ყურადღება მიექცეს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს, ანუ იმ საკითხს, უ–---ი გ------–---- ქმედებამ რა ზიანი მიაყენა სახელმწიფოსა და საჯარო წესრიგს, დაცულია თუ არა თანაზომიერების პრინციპი.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემის საფუძველს წარმოადგენს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 201- წლის 29 სექტემბრის დასკვნა (დანართი №1)(ს.ფ.21-24).
აღნიშნული დასკვნა კი შედგენილი იქნა უ–---ი გ------–---- მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით. კერძოდ, გენერალური ინსპექციის მიერ გამოვლენილი იქნა, რომ პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა - უ–---ი გ------–---- ჩაიდინა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო მოხმარებაში, რითაც დაარღვია შს მინისტრის 201- წლის 15 თებერვლის №1/73 ბრძანება (აეკრძალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარებაექიმის დანიშნულების გარეშე).
გენერალურმა ინსპექციამ განმარტა, რომ შს სამინისტროს მოსამსახურის - უ–---ი გ------–---- მხრიდან მსგავსი ქმედებების ჩადენა საზოგადოებაში იწვევდა პოლიციის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ უნდობლობას, ეჭვქვეშ აყენებდა მის ავტორიტეტს და ლახავდა პოლიციელთა რეპუტაციას. შს სამინისტროს მოსამსახურეების მიმართ დაწესებული იყო ქცევის განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტი, როგორც სამსახურში, ასევე მის გარეთ, რის გამოც შს სამინისტროს მოსამსახურეს უნდა ქონოდა მომეტებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინსპექციამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ პოლიციის უფროს ლეიტენანტ - უ–---ი გ------–---- შეფარდებოდა საქართველოს შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ დასკვნაში მითითებული გარემოებები სადავო არ გამხდარა მოსარჩელის მიერ, კერძოდ მის მიერ ახსნაგანმარტებაში მითითბული იქნა, რომ იგი არ არის ნარკოტიკის მომხმარებელი, თუმცა რამდენიმე დღის წინ, მან და მისმა თანამშრომელმა, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფებმა მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანა მცირე ოდენობით და გარდა ამ შემთხვევისა მას ნარკოტიკული საშუალება არასდროს არ მოუხმარია. (201- წლის 13 სექტემბრის უ–---ი გ------–---- ახსნა-განმარტება (ს.ფ. 48). აღნიშნული გარემოება დადასტურებული იქნა ასევე საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის მე-2 განყოფილების მიერ, 201-წლის 13სექტემბრის №70-----დასკვნით(ს.ფ. 49).
ამასთან სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ისე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ არ შეფასებულა და არ გათვალისწინებულა ის გარემოება, რომ იმ პერიოდში, ანუ უშუალოდ მოსარჩელის ადმინისტრაციული დაკავების დროისათვის (201- წლის 13 სექტემბერი) და ასევე სადავო ბრძანების გამოცემის დროისათვის, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 35-ე პუნქტში მითითებული გარემოებების არარსებობისას ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანის მოხმარებისთვის (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 201- წლის 30ივლისის №1/3/1282გადაწყვეტილება).
სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ მართალია საქართელოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ, 201- წლის 15 თებერვალს მიღებული იქნა №1/173 ბრძანება, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს აეკრძალა ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე, მაგრამ მტკიცებულება, რომლითც დადასტურდებოდა მითითებული ბრძანების მოსარჩელისთვის გაცნობა, სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე სადაო ბრძანებაში მითითებულ საფუძველზე, კერძოდ ბრძანებაში მითითებული იქნა, რომ მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს გამოიხატა ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო მოხმარებასა და ფლობაში. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტა, რომ გენინსპექციის დასკვნაში და არც საქმეში წარმოდგენილ მასალებში არაფერია ნათქვამი მოსარჩელის მხრიდან ნარკოტიკული ნივთიერების ფლობაზე. ასევე გენინსპექვციის დასკვნაში არ არის მითითებული არაფერი იმაზე, თუ სად და რა ვითარებაში მოხდა მოსარჩელის დაკავება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტის, კერძოდ - მოსარჩელე ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების, ანუ თრობის ქვეშ იმყოფებოდა თუ არა საზოგადოებრივი
თავშეყრის ადგილას, ან სამსახურში დადგენა, მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა მოხდეს უფრო დეტალურად და კონკრეტულად განსაზღვრა იმ საკითხის, მისი ქმედებიდან გამომდინარე რამდენად და რასახის ზიანი მიადგა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სადაო აქტის გამოცემიმსას, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ მომხდარა საკითხის სრულყოფილად და ყოველმხრივ გამოკვლევა და შეფასება, რის გამოც არ არის დასაბუთებული მოსარჩელის მიმართ უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენება, რატომ ვერ უზრუნველყოფდა ჩადენილი გადაცდომისათვის სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას, რადგან სამსახურიდან განთავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება უნდა იყოს ადეკვატური და დარღვევის სიმძიმის პროპორციული, რადგან გამოყენებული დისციპლინური სახდელის თანაზომიერება უნდა შეფასდეს იმის გათვალისწინებით, მოსარჩელის დათხოვნის ბრძანებაში მითითებული საფუძველი რამდენად ქმნიდა მისი სამსახურიდან განთავისუფლების უპირობო საფუძველს, რა ზიანი მიადგა ადმინისტრაციულ ორგანოს ან სხვაპირს მითითებული ქმედებებიდან გამომდინარე.
შესაბამისად საქალაქო სასამართლომ მიჩნია, რომ სადავო ბრძანება არ შეიცავს უ–---ი გ------–---- მიმართ ყველაზე მძიმე დისციპლინური სახდელის - სამსახურიდან განთავისუფლების გამოყენების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით დასაბუთებას.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარიგადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201- წლის 9----------------M----------------- ბრძანება დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე და მიღებულია დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო აღნიშნული ბრძანება და მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით გამოცემა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის. ამასთან სასამართლომ მიუითითა, რომ რადგანაც სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული აქტი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შესაბამისად, ამ მომენტისთვის სასამართლო ვერ იმსჯელებს მოსარჩელის სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოთხოვნაზე.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
3.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი მიუთითებს ,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონზე, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის N995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გავლის წესის 70-ე მუხლზე, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინარული წესდებაზე და საქართველოს შს. მინისტრის 201- წლის 15 თებერვლის N1/73 ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტებზე, რომლის თანახმად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებს აეკრძალათ ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქტროპული ნივთიერების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე, ხოლო აღნიშნული მოთხოვნის დარღვევისათვის იმპერატიულად იქნა გათვალისწინებული დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის -სამსახურიდან დათხოვნის გამოყენება.
აპელანტი უთითებს, რომ დისციპლინარული წარმოების ფარგლებში ცნობილი გახდა უ–---ი გ------–---- მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლი''(მარიხუანა). მოცემული საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე აღნიშნული დისციპლინარული გადაცთომისათვის, ერთადერთი დისციპლინარული სახდელის ზომა, რომლის გამოყენებაც შეეძლო სამინისტროს იყო სამსახურიდან დათხოვნა და ასევე უთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 72-და 107-ე მუხლებს და თვლის, რომ პირის თანამდებობიდან გათავისუფლებით ბუნებრივია, ხორციელდება მისი შრომისა და პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა, თუმცა კანონიერი საფუძვლის, ლეგიმიტიური მიზნის და ჩარევის ინტესივობის გათვალისწინებით ასეთი ჩარევა მართლზომიერად ჩაითვლება, ვინაიდან ჩადენილი აქვს ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ საჯარო სამსახურისათვის -პოლიციელისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელმაც შესაძლებელია საზოგადოებაში გააჩინოს ნეგატიური განცდა მთლიანად პოლიციის სისტემის მიმართ. ამრიგად აღნიშნული ჩარევა კანონით გათვალისწინებული ლეგიმიტიური თანაზომიერი და გამოსადეგი საშუალებაა. შესაბამისად დაცული სფეროში ჩარევის ინტენსივობის ხარისხი კანონით გათვალისწინებული ლეგიმიტიური მიზნის-საჯარო ინტერესის დაცვის მიზნის პროპორციულია.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმეში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა III სამმართველოს სწრაფი რეაგირების II ასეულის III ოცეულის ათეულის მეთაური, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი - უ–---ი გ------–---, შს ორგანოებში მსახურობდა 2009 წლიდან, ხოლო დაკავებულ თანამდებობაზე 2016 წლიდან და მოქმედი დისციპლინური სახდელი არ გააჩნდა.
201- წლის 13 სექტემბერს, 2-------------- შსს გენერალური ინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს გ.მ.ს. ინსპექტორ - ი---ე ხ----–---–-ს მიერ დაკავებული იქნა უ–---ი გ------–--- სამსახურის ტერიტორიაზე (მისივე განმარტებით სასამართლო სხდომაზე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ჩადენის ფაქტზე. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული დაკავების ოქმი-აო№---------.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ამავე დღეს ახსნა-განმარტება ჩამოერთვა უ–---ი გ------–----, რომელმაც განმარტა, რომ დაახლოებით 2 დღის წინ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფებმა, მან და მისმა თანამშრომელმა მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ მცირე ოდენობით. ასევე მიუთითა, რომ გარდა ამ შემთხვევის ამას ნარკოტიკული საშუალება არასდროს მოუხმარია.
საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის მე-2 განყოფილების მიერ, 201- წლის 13 სექტემბერს შედგა №70----- დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ უ–---ი გ------–--- კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ, თუმცა ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა)მოხმარების ფაქტი.
201- წლის 19 სექტემბერს, შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის სამმართველოში, ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ოპერატიული უზრუნველყოფის II სამმართველოდან შევიდა №2------ სამსახურებრივი ბარათი თანდართულ მასალებთან ერთად, შს სამინისტროს მოსამსახურე - უ–---ი გ------–---- მიერ მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ფაქტზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №123 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდა შს სამინისტროს მოსამსახურის - უ–---ი გ------–---- მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დასკვნა(დანართი№1).
სამსახურებრივი შემოწმებით დადგინდა, რომ 201- წლის 13 სექტემბერს, შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეების მიერ, ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა შს სამინისტროს მოსამსახურე - უ–---ი გ------–---, რომელიც ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით გადაყვანილი იქნა შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტში, სადაც მას, №70----- დასკვნის თანახმად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება - ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის'' (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი.
აღნიშნული ფაქტი დადასტურებული იქნა სამსახურებრივი შემოწმების პროცესში მოპოვებული შს. სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების 201- წლის 13 სექტემბრის №70----- დასკვნით და შს სამინისტროს მოსამსახურის - უ–---ი გ------–---- ახსნა-განმარტებით.
ამდენად, გენერალურმა ინსპექციამ მიიჩნია, რომ პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა უ–---ი გ------–---- ჩაიდინა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო მოხმარებაში, რითაც დაარღვია შს მინისტრის
201- წლის 15 თებერვლის №1/73 ბრძანება (აეკრძალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე).
გენერალურმა ინსპექციამ განმარტა, რომ შს სამინისტროს მოსამსახურის - უ–---ი გ------–---- მხრიდან მსგავსი ქმედებების ჩადენა საზოგადოებაში იწვევდა პოლიციის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ უნდობლობას, ეჭვქვეშ აყენებდა მის ავტორიტეტს და ლახავდა პოლიციელთა რეპუტაციას. შს სამინისტროს მოსამსახურეების მიმართ დაწესებული იყო ქცევის განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტი, როგორც სამსახურში, ასევე მის გარეთ, რის გამოც შს სამინისტროს მოსამსახურეს უნდა გააჩნდეს მომეტებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინსპექციამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ პოლიციის უფროს ლეიტენანტ - უ–---ი გ------–---- შეფარდებოდა საქართველოს შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა.
დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201- წლის 9----------------M----------------- ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ (მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისთვის, რაც გამოიხატა ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო მოხმარებასა და ფლობაში, რითაც დარღვეული იქნა შს მინისტრის 201- წლის 15 თებერვლის №1/73 ბრძანება (აეკრძალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე) და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“, „ზ“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა III სამმართველოს სწრაფი რეაგირების II ასეულის III ოცეულის ათეულის მეთაური, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი - უ–---ი გ------–--- (პ/ნ: 0---------3) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. საფუძველი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურიინსპექციის დასკვნა (ელ.ვერსია: №------------------–-).
4.2. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, არასწორად განმარტა კანონი, რამაც საბოლოოდ არასწორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა პირველი ინსტანციის სასამართლო, რაც განაპირობებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის საფუძველზე მოსარჩელე უ–---ი გ------–---- მიერ მოთხოვნილია: ა). ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201- წლის 9----------------M----------------- ბრძანება, დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ.
ბ). მოსარჩელე აღდგენილი იქნას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა III სამმართველოს სწრაფი რეაგირების II ასეულის III ოცეულის ათეულის მეთაურის თანამდებობაზე.
გ). დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უ–---ი გ------–---- სასარგებლოდ განაცდურის ანაზღაურება, 201- წლის 9 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად-1535, 25ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლზე, რომლის თანახმად ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამავე კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).
ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი კი განმარტავს, რომ პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე (შემდგომ – მოხელე) არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.
ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე.
,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე.
ამავე კანონის მესამე მუხლის თანახმად საქართველოს პოლიცია (შემდგომ – პოლიცია) არის სამინისტროს სისტემაში შემავალი, აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად.
ამავე კანონის მეოთხე მუხლის პირველი და მესამე ნაწილის თანახმად, პოლიცია ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში, სადაც დასაქმებული არიან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წოდებების მქონე პირები, აგრეთვე სხვა საჯარო მოხელეები (შემდგომ – სამინისტროს მოსამსახურეები). პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.
უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა III სამმართველოს სწრაფი რეაგირების II ასეულის III ოცეულის ათეულის მეთაური, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი - უ–---ი გ------–---, შს ორგანოებში მსახურობდა 2009 წლიდან, ხოლო დაკავებულ თანამდებობაზე 2016 წლიდან და მოქმედი დისციპლინური სახდელი არ გააჩნდა.
,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის თანახმად პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, ეს კანონი და საქართველოს სხვა კანონები, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმატიული აქტები. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამ კანონის აღსრულების მიზნით მინისტრი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ აქტებსა და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ახორციელებს ადმინისტრაციულ რეალაქტებს.
ამავე კანონის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ" პუნქტის თანახმად პოლიციელი სამსახურიდან დათხოვნის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს დისციპლინური გადაცდომის ჩადენა.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.
ამავე კანონის 57-ე მუხლის პირველი და მესამე მუხლის თანახმად პოლიციელისა და სამინისტროს სხვა მოსამსახურის საქმიანობას აკონტროლებს სამინისტროს გენერალური ინსპექცია. სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილება ვრცელდება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე, ტერიტორიულ ორგანოებზე, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაზე და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 201- წლის 13 სექტემბერს, 2-------------- შსს გენერალური ინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს გ.მ.ს. ინსპექტორ - ი---ე ხ----–---–-ს მიერ დაკავებული იქნა უ–---ი გ------–--- (დაბ. 2----.1---წ.; პ/ნ: 0---------3; მცხ: ქ. თბილისში, ნ-----–--------------–--ა VI შ-------ი, ბინა №5-) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ჩადენის ფაქტზე. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული დაკავების ოქმი-აო№---------.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ამავე დღეს ახსნა-განმარტება ჩამოერთვა უ–---ი გ------–----, რომელმაც განმარტა, რომ დაახლოებით 2 დღის წინ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფებმა, მან და მისმა თანამშრომელმა მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ მცირე ოდენობით. ასევე მიუთითა, რომ გარდა ამ შემთხვევის ამას ნარკოტიკული საშუალება არასდროს მოუხმარია.
საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის მე-2 განყოფილების მიერ, 201- წლის 13 სექტემბერს შედგა №70----- დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ უ–---ი გ------–--- კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ, თუმცა ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის'' (მარიხუანა)მოხმარების ფაქტი.
201- წლის 19 სექტემბერს, შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის სამმართველოში, ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ოპერატიული უზრუნველყოფის II სამმართველოდან შევიდა №2------ სამსახურებრივი ბარათი თანდართულ მასალებთან ერთად, შს სამინისტროს მოსამსახურე - უ–---ი გ------–---- მიერ მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ფაქტზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №123 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდა შს სამინისტროს მოსამსახურის - უ–---ი გ------–---- მიმართ ჩატარებული სამსახურებრივიშემოწმების შედეგებზე დასკვნა(დანართი№1).
სამსახურებრივი შემოწმებით დადგინდა, რომ 201- წლის 13 სექტემბერს, შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეების მიერ, ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა შს სამინისტროს მოსამსახურე - უ–---ი გ------–---, რომელიც ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით გადაყვანილი იქნა შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტში, სადაც მას, №70----- დასკვნის თანახმად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება - ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი.
აღნიშნული ფაქტი დადასტურებული იქნა სამსახურებრივი შემოწმების პროცესში მოპოვებული შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების 201- წლის 13 სექტემბრის №70----- დასკვნით და შს სამინისტროს მოსამსახურის - უ–---ი გ------–---- ახსნა-განმარტებით.
ამდენად, გენერალურმა ინსპექციამ მიიჩნია, რომ პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა უ–---ი გ------–---- ჩაიდინა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო მოხმარებაში, რითაც დაარღვია შს მინისტრის
201- წლის 15 თებერვლის №1/73 ბრძანება (აეკრძალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარებაექიმის დანიშნულების გარეშე).
გენერალურმა ინსპექციამ განმარტა, რომ შს სამინისტროს მოსამსახურის - უ–---ი გ------–---- მხრიდან მსგავსი ქმედებების ჩადენა საზოგადოებაში იწვევდა პოლიციის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ უნდობლობას, ეჭვქვეშ აყენებდა მის ავტორიტეტს და ლახავდა პოლიციელთა რეპუტაციას. შს სამინისტროს მოსამსახურეების მიმართ დაწესებული იყო ქცევის განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტი, როგორც სამსახურში, ასევე მის გარეთ, რის გამოც შს სამინისტროს მოსამსახურეს უნდა გააჩნდეს მომეტებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინსპექციამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ პოლიციის უფროს ლეიტენანტ - უ–---ი გ------–---- შეფარდებოდა საქართველოს შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა.
დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201- წლის 9----------------M----------------- ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა III სამმართველოს სწრაფი რეაგირების II ასეულის III ოცეულის ათეულის მეთაური, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი - უ–---ი გ------–--- (პ/ნ: 0---------3) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამინისტროს მოსამსახურეთა წახალისებასა და დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული დისციპლინური წესდებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში–სამინისტრო) მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს.
ამავე წედების მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა). სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა; ა1). სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება; ბ). სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; გ). ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; დ). ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; ე). თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა; ვ). მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს; ზ). ფიცის გატეხვა; თ). შრომის დისციპლინის წესის დარღვევა; ი). ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანხმად, შრომის დისციპლინის დარღვევების ნუსხა განისაზღვრება ამ წესდების დანართით.
ამავე წესის მე-3 მუხლში კი ჩამოთვლილია დისციპლინური სახდელის სახეები, კერძოდ, დისციპლინური სახდელის სახეებია: ა). შენიშვნა; ბ). საყვედური; გ). სასტიკი საყვედური; დ). სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე). თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ვ). სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება და ზ)სამსახურიდან დათხოვნა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201- წლის 15 თებერვლის N1/73 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს ეკრძალება ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე. ამავე ბრძანების მეორე პუნქტის შესაბამისად, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის შემთხვევაში სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან დათხოვნა.
მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის გარემოება, რომ 201- წლის 13 სექტემბერს, შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეების მიერ, ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა შს სამინისტროს მოსამსახურე - უ–---ი გ------–---, რომელიც ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით გადაყვანილი იქნა შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტში, სადაც მას, №70----- დასკვნის თანახმად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება - ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის'' (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი, რაც გახდა საფუძველი მისი სამსახურიდან განთავისუფლების.
სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს უ–---ი გ------–---- განმარტებას იმის თაობაზე, რომ მისთვის უცნობი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201- წლის 15 თებერვლის N1/73 ბრძანების შინაარსი, რაც გამორიცხავდა მის მიმართ დისციპლინარული ღონისძიების უკიდურესი ზომის - სამსახურიდან დათხოვნის - გამოყენების შესაძლებლობას, რამდენადაც, პოლიციელს იმთავითვე გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს იმ მაღალი სტანდარტის დაცვის სავალდებულობა, რაც მასზე დაკისრებული ფუნქციიდან მომდინარეობას, რადგან ,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 16-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პოლიციის ძირითადი ფუნქციაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ", ,,დ" და ,,ე" პუნქტის თანახმად პოლიციის ფუნქციას წარმოადგენს დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილებების საფუძველზე; საქართველოს სახელმწიფო საზღვრისა და საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვა და კონტროლი . საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" მეცხრე მუხლის მეცხრე ნაწილის თანახმად სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია სპეციალური მოთხოვნის გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც ეხება მის საქმიანობას ან უკავშირდება მის სამსახურებრივ ადგილს.
ამასთან სააპელაციო სასამართლო ზოგადად ადასტურებს იმ მოსაზრების მართებულობას, რომ შრომის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლის გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, თუმცა თვლის, რომ შრომის უფლების დაცვა არ გულისმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას კანონით გათვალისწინებული საფუძვლის შემთხვევაში გაათავისუფლოს დასაქმებული.
ამასთან სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პირველ ინსტანციის სასამართლოს მითითებას ,, ადმინისტრაციული დაკავების დროისათვის (201- წლის 13 სექტემბერი) და ასევე სადავო ბრძანების გამოცემის დროისათვის, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 35-ე პუნქტში მითითებული გარემოებების არარსებობისას ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანის მოხმარებისთვის, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება კავშირშია არა მოცემულ დავასთან, მიხედავად იმისა, რომ ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ,,გამართლებულია მარიხუანას მოხმარების შეზღუდვა მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანის დასაცავად, მათი ჯანსაღი განვითარების ინტერესების უზრუნველსაყოფად, ასევე გამართლებულია მარიხუანის მოხმარების შეზღუდვა სხვა სასწავლო , სააღმზრდელო თუ საგანამამანათლებლო დაწესებულებებში, არმიაში, სამედიცინო, სახელმწუიფო(საჯარო) დაწესებულებებში, ასევე საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას(მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში), საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და საჯარო წესრიგის ინტერესების დასაცავად".
„პოლიციის შესახებ“ კანონის 59-ე მუხლის შესაბამისად, პოლიციელი და სამინისტროს სხვა მოსამსახურე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და დანაშაულის ჩადენისათვის პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. პოლიციელს ,,საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსით" მესამე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პოლიციელის საქმიანობა მოიცავს არა მხოლოდ დანაშაულის პრევენციასა და გახსნას, არამედ საზოგადოებისათვის დახმარების აღმოჩენასაც, მათ შორის, არასამუშაო საათებში. ამავე კოდექსის მერვე მუხლის თანახმად ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
პალატა იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ ,,პირის თანამდებობიდან გათავისუფლებით ბუნებრივია, ხორციელდება მისი შრომისა და პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა, თუმცა კანონიერი საფუძვლის, ლეგიმიტიური მიზნის და ჩარევის ინტესივობის გათვალისწინებით ასეთი ჩარევა მართლზომიერად ჩაითვლება, ვინაიდან ჩადენილი აქვს ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ საჯარო სამსახურისათვის -პოლიციელისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელმაც შესაძლებელია საზოგადოებაში გააჩინოს ნეგატიური განცდა მთლიანად პოლიციის სისტემის მიმართ. ამრიგად აღნიშნული ჩარევა კანონით გათვალისწინებული ლეგიმიტიური თანაზომიერი და გამოსადეგი საშუალებაა. შესაბამისად დაცული სფეროში ჩარევის ინტენსივობის ხარისხი კანონით გათვალისწინებული ლეგიმიტიური მიზნის-საჯარო ინტერესის დაცვის მიზნის პროპორციულია"
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება უნდა ხდებოდეს დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის, მისი თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამდენად, დისციპლინარული სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს დარღვევის სიმძიმის პროპორციული.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო ჩადენილი გადაცდომის შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი ქმედება მიმართულია საჯარო მოსამსახურისათვის - პოლიციელისათვის დადგენილი პროფესიული ქცევის წესებისა და ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ, რაც ლახავს არა მხოლოდ ფიზიკური პირის, ერთი პოლიციელის, არამედ შს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს და მიმართულია შს სამინისტროს, მთლიანი სისტემის დისკრედიტაციისაკენ. ამდენად ჩარევის კანონიერი საფუძვლის, ლეგიტიმური მიზნის და ჩარევის ინტენსივობის გათვალისწინებით, დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია ჩარევის კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის - საჯარო ინტერესის დაცვის მიზნის პროპორციულობის შესახებ.
ამასთან სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს, რომლის 72-ე მუხლის თანახმად: 1. მოხელე ვალდებულია დაიცვას ამ კანონით განსაზღვრული საჯარო სამსახურის პრინციპები და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საჯარო სამსახურის რეპუტაციას. 2. მოხელე ვალდებულია სპეციალური მითითების გარეშე შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობა, დაიცვას სამართლებრივი აქტების მოთხოვნები და ნაკისრი ვალდებულების შესრულების დროს იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით და მის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით. 3. მოხელე ვალდებულია პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ემსახუროს ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს.
ამავე კანონის უხლი 107-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ი" ქვეპუნქტის თანახმად მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო საფუძველია პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურება, გარდა მოხელის მიერ მისი სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა, აგრეთვე ასეთი შემოწმებისთვის თავის არიდება;
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ჩადენილი გადაცდომის შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით იმ პირობებში, როდესაც უ–---ი გ------–---- დაუდასტურდა ნარკოტიკული საშუალების - ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის'' (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი და მიუხედავად იმისა მისი გამოვლენის ფაქტი წარმოადგენდა თუ არა პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმების შედეგს, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყენებული დისციპლინარული სახდელი - სამუშაოდან დათხოვნა მართებულია და პროპორციული ჩადენილი ქმედების, რადგან პოლიციელის მიმართ მოქმედებს მაღალი სადისციპლინო-საშემსრულებლო მოთხოვნები, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლებს ქცევის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს უწესებს და მკვეთრად გამიჯნავს საჯარო სამსახურის სხვა მოხელეებისაგან.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ" პუნქტის თანახმად დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის მეხუთე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
ამავე კოდექსის 6-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
ამავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
ამავე კოდექსი 601-ე მუხლის თანახმად პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32ე ან 34ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო შინაგან საქმეთა სამინისტრო უ–---ი გ------–---- მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დასკვნის შედგენისას და 201- წლის 9----------------M----------------- ბრძანების გამოცემისას, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა III სამმართველოს სწრაფი რეაგირების II ასეულის III ოცეულის ათეულის მეთაური, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი - უ–---ი გ------–--- (პ/ნ: 0---------3) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მოქმედებდა მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას გამოკვლეული და შესწავლილია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ყველა გარემოებები, ადმინისტრაციულ ორგანოს სწორი და სამართლიანი შეფასება აქვს მიცემული უ–---ი გ------–---- მიერ ჩადენილ ქმედებაზე, გამოყენებული დისციპლინარული სახდელი ზომა - სამუშაოდან დათხოვნა მართებულია და პროპორციული ჩადენილი ქმედების და სახეზე არ არის მისი ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებათა გათვალისწინებით წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც უ–---ი გ------–---- სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე, შესაბამისად მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულეებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3.უ–---ი გ------–---- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟისგან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: გია ბერაია