განაჩენი

სისხლის სამართლის 18.02.2020
საქმის ნომერი
160100119002953548
ინსტანცია
თარიღი
18.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100119002953548

საქმე №1ბ/1956-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ზ-----–---------ას,ადვოკატ - ზ-----------–---–---–ის,მსჯავრდებულ - ა-–----------------ის,თარჯიმან - ა---------–--------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ა-–----------------ის, მისი ადვოკატის ზ-----------–---–---–ისა და მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ-----–---------ას სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ა-–-----------------------------ს მიმართ - (პ/ნ 2----------); დაბადებული 1----–-–----------ს; საქართველოს მოქალაქე; ნასამართლობის არმქონე; რეგისტრირებუული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–-----------–----–------------------------; ამჟამად პატიმარი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენით:

 

ა-–----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

ა-–----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ა-–----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

ა-–----------------მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით.

 

ა-–----------------მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 01 ნოემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, ა-–----------------მა აგურით ფასადის მინის ჩატეხვის გზით უკანონოდ შეაღწია ქ----------––---–-----------------–--------–----------------------ში მდებარე სს „ს--–---------------–ის“ ოფისში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ორ ცალ მობილურ ტელეფონს, კერძოდ „აიფონ იქსის“ მოდელის ტელეფონს, ღირებულს 2 849 ლარი და „აიფონ 7“-ის მოდელის ტელეფონს ღირებულს 1 799 ლარად, რითაც დაზარალებულ სს „სილქნეტი- ჯეოსელს“ მიადგა 4 648 (ოთხიათასექვსასორმოცდარვა) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2019 წლის 09 აპრილს, დაახლოებით 02:00 საათზე, ა-–----------------მა და რამინ მამედოვმა, ერთმანეთთან წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად, აგურით ფასადის მინის ჩატეხვის გზით უკანონოდ შეაღწიეს ქ----------––---–-----------------–--------–---------------------ში მდებარე სს „ს--–---------------–ის“ ოფისში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ რვა ცალ მობილურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულ სს „ ს--–---------------–ს“ მიადგა 3682 (სამიათას ექვსასოთხმოცდაორი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა-–----------------მა და მისმა ადვოკატმა ზ-----------–---–---–მა, ასევე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ-----–---------ამ.

 

დაცვის მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის შემსუბუქება.

 

დაცვის მხარის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის ზედმეტად მკაცრი და იგი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებული წარსულში არასდროს ყოფილა ნასამართლევი; მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, აპელანტი მიიჩნევს რომ მსჯავრდებულ ა-–----------------ის მიმართ სასამართლომ უნდა გაავრცელოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი.

 

ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.

 

ბრალდების მხარის განმარტებით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არ გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და განაჩენში შეტანილი უნდა იქნეს ცვლილება, ვინაიდან სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული ბრალდებულის პიროვნება მისი დამოკიდებულება ზიანის ანაზღაურებისადმი ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულმა ორჯერ განახორციელა თავდასხმა ერთიდაიმავე ობიექტზე და დაზარალებულისათვის ზიანი ანაზღაურებული არ არის. ამდენად, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული სასჯელი არის ლმობიერი, განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და ასლესკერ ახმედოვის მიმართ უნდა იქნას უფრო მკაცრი სასჯელი გამოყენებული.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა ა-–----------------მა და მისმა ადვოკატმა ზ-----------–---–---–მა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

 

ასევე პროკურორმა ზ-----–---------ამ მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულ ა-–----------------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: მოწმეების - ა----------------------------------------------------------–---------------------------–-------–------------–----------------------–-------------------------------ის გამოკითხვის ოქმებს; 2019 წლის 9 აპრილის დათვალიერების ოქმს; 2019 წლის 09 აპრილის პირადი ჩხრეკის ოქმს და ამოღებული ნივთმტკიცებებს; 2018 წლის 1 ნოემბრის ამოღების ოქმს; ოდოროლოგიური ექსპერტიზის N4------- დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა-–----------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ „ბ“ პუნქტებით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ა-–----------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების და დაცვის მხარის მიერ მითითებულ არგუმენტებს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შეცვლასთნ დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა ა-–----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს დანაშაულს) და დამამძიმებელი (არ გამოვლენილა) გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ასევე ბრალდებულის პიროვნება, მისი ოჯახური მდგომარეობა. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე მსჯავრდებულ ა-–----------------ის მიმართ განსაზღვრულია სამართლიანი და კანონიერი მინიმალური სასჯელი, შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, რასაც სააპელაციო პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მისი შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტებს სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ,,ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან“. თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, გარდა იმ დანაწესისა, რასაც აღნიშნული მუხლი მოითხოვს, სასამართლომ ყურადღება უნდა მიაქციოს სხვა გარემოებებსაც, კერძოდ: სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მიზანი და მოტივი, ქმედების ჩადენის სახე და ხერხი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დამდგარი შედეგი და ქმედების სოციალურად საშიში ხასიათი.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულ ა-–----------------ის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათს და სიმძიმეს, იმ ფაქტს, რომ მან მეორე დანაშაული ჩაინინა იმ პეროიდში, როცა პირველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის მიმდინარეობდა გამოძიება; მისმა ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც ანაზღაურებული არ არის. ამდენად, ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და განხორციელების ხერხის, მისი საზოგადეობრივი საშიშროების და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია ა-–----------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება და დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა. ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულია ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

რაც შეეხება პროკურორის განმარტებას, რომ მსჯავრდებულის მხრიდან დაზარალებულისათვის მიყენებულია საკმაოდ დიდი ოდენობის ზიანი, რომელიც არ არის ანაზღურებული, სასამართლო მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღურება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, ხოლო იმ ფაქტის არარსებობა, რაც პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს მსჯავრდებულს, დაუშვებელია უპირობოდ შეფასდეს უარყოფითად და განხილული იქნეს სასჯელის დამძიმების თვალსაზრისით. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში არასაპატიმრო სასჯელის, ან ქმედებით გამოწვეული ზიანის არაპროპორციული სასჯელის დანიშვნა, თავისთავად არ გულისხმობს მის უსამართლობას, ისევე, როგორც სასჯელის მაქსიმუმის დანიშვნა ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას. განსახილველ სისხლის სსამართლის საქმეზე მსჯავრდებულს სასჯელი დაენიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე და მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

 

შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ა-–----------------ის და მისი ადვოკატის ზ-----------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

პროკურორ ზ-----–---------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენი;

 

ა-–----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

ა-–----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ა-–----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

ა-–----------------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 10 აპრილიდან.

 

ა-–----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ერთი ცალი აგური, 5 ცალი დაქტილოფირი, ჩამსხვრეული მინა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ა-–----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, ირაკლი ქაშაკაშვილისგან ამოღებული მობილური ტელეფონი, ტარიელ პერანიძისგან ამოღებული მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს დაზარალებულს.

 

ა-–----------------ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს გამოყოფილ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე