განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 060100119003081220
საქმე №1/ბ-42-2020 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 თებერვალი, 2020 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--- გ--–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ხ------- ა---------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების ს------------------------------–-------------––-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი :
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ხ------- ა---------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული _ ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წელს (ზუსტი თარიღი დაუდგენელია), ხ------- ა---------ემ, განაწყენების ნიადაგზე, ს------------------------------–-------------––- მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ხის ტოტის ფეხზე დარტყმით ცემა არასრულწლოვანი შვილი _ 2010 წლის 29 ივლისს დაბადებული შ----- ხ-------ე, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 დეკემბრის განაჩენით:
ხ------- ა---------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გამართლებულ ხ------- ა---------ეს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ--- გ--–--ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ხ------- ა---------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ხ------- ა---------ის მიერ დანაშაულის ჩადენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--- გ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს ხ------- ა---------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება ხ------- ა---------ის მიერ არასრულწლოვანი შვილის, შ----- ხ-------ის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტი. კერძოდ:
მოწმე მ------ ხ-------ემ, რომელიც დაზარალებულ შ----- ხ-------ის ბებიაა, პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებით უარყო ხ------- ა---------ის მიერ ძალადობის ჩადენის ფაქტი და განმარტა, რომ მას არასოდეს დაუნახავს ხ-------ს რომელიმე შვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განეხორციელებინა.
მოწმე მ------ დ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ს------------------–----–----------------–--------------–-- №1 საჯარო სკოლის პედაგოგი და შ----- ხ-------ის კლასის დამრიგებელი. მას ნაცემი შ----- ხ-------ე არასოდეს უნახავს და არც ბავშვს მოუყოლია აღნიშნულის თაობაზე მისთვის.
მოწმე ნ---- კ-----–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს ს------------------–----–----------------–--------------–-- №1 საჯარო სკოლის მასწავლებლად. შ----- ხ-------ის დედასთან _ ხ------- ა---------ესთან, ჰქონდა კარგი ურთიერთობა და მას ახასიათებს როგორც საუკეთესო მშობელს. თავად შ----- ხ-------ეც იყო ძალიან მოწესრიგებული, კარგი მოსწავლე და იგი ნაცემი ან ანერვიულებული არასოდეს უნახავს.
მოწმე ზ----- თ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შს--------------------------–-------------–--ში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ გამოკითხული იქნენ მცირეწლოვანი მოწმეები _ შ----- ხ-------ე და დ----- ხ-------ე. შ----- ხ-------ის გამოკითხვა მოხდა საპროცესო წარმომადგენლის მონაწილეობით, რა დროსაც მან განმარტა, რომ დედა, ხ------- ა---------ე არ სცემდა მას, მხოლოდ ერთხელ დაარტყა მცირე ზომის წკეპლა, რაც ეტკინა, მაგრამ არ უტირია. რაც შეეხება დ----- ხ-------ეს, მას გამოძიებისათვის არ მიუწოდებია ინფორმაცია შ----- ხ-------ის ცემის თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს დაზარალებულმა შ----- ხ-------ემ და მოწმე რ-------- ხ-------ემ (ბრალდებულის მეუღლემ) გამოიყენეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მოწმისათვის მინიჭებული უფლება _ არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს და უარი განაცხადეს ბრალდებულ ხ------- ა---------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
თავად ბრალდებულმა ხ------- ა---------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა გამართლება.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ შ----- ხ-------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით, რომლებიც განვითარებულნი იყვნენ რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ შეესაბამებოდნენ დადგენილებაში მითითებულ თარიღს. შ----- ხ-------ის გადმოცემით, აღნიშნული დაზიანებები მიღებული ჰქონდა „სეტკის” ღობეზე გადახტომის დროს.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად არ მიიჩნევს ხ------- ა---------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს” და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ /El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia/ 13.12.2012).
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა ხ------- ა---------ის ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არ არსებობს თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ხ------- ა---------ის მიერ თავისი არასრუწლოვანი შვილის _ შ----- ხ-------ის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა შ----- ხ-------ემ და მოწმე რ-------- ხ-------ემ, რომლებიც გამოძიების ეტაპზე, შ----- ხ-------ის ხის პატარა ტოტით _ წკეპლით ცემაში ამხელდნენ ხ------- ა---------ეს, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლება და ბრალდებულის წინააღმდეგ არ მისცეს ჩვენება, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს მათ მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ეყრდნობოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს.
ხ------- ა---------ის მიერ შ----- ხ-------ის მიმართ ძალადობის ფაქტი არ დაუდასტურებიათ არც სასამართლოში დაკითხულ მოწმეებს _ მ------ ხ-------ეს, მ------ დ-----ეს და ნ---- კ-----–--–---–ს.
რაც შეეხება მოწმის სახით დაკითხული ს-------------–------------–--------------–ოს დეტექტივ-გამომძიებლის, ზ----- თ------ის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ, როგორც შ----- ხ-------ემ გამოკითხვისას განმარტა, მას ხ------- ა---------ემ დაარტყა მცირე ზომის წკეპლა, რაც ეტკინა, აღნიშნული ჩვენება ირიბი ხასიათისაა და არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან, ზ----- თ------ე ძალადობის ფაქტს უშუალოდ არ შესწრებია და გადმოსცემს მისთვის დაზარალებულ შ----- ხ-------ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომლის გადამოწმებაც სასამართლოში ვერ მოხერხდა ინფორმაციის პირველწყაროს მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა, არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია მხოლოდ ის გარემოება, რომ შ----- ხ-------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით, თუმცა ამავე დასკვნის თანახმად, აღნიშნული დაზიანებები ხანდაზმულობით არ შეესაბამებოდნენ დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ხ------- ა---------ის მიერ თავისი არასრულწლოვანი შვილის _ შ----- ხ-------ის ცემის ფაქტს, საქმეში არ არსებობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება ხ------- ა---------ის მსჯავრდების საფუძველი, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ამდენად, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ მის მიმართ 2019 წლის 11 დეკემბერს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი კანონიერია და სააპელაციო პალატას არ გააჩნია მისი გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--- გ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 დეკემბრის განაჩენი ხ------- ა---------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ხ------- ა---------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
4.გამართლებულ ხ------- ა---------ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/