განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119003095397
საქმე №1/ბ-34-2020 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 თებერვალი, 2020 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
თ----- კ---–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ბ----------------------------–----------––-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
მ--------- კ-------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ბ--------–---–-----------------–---------–-, ფაქტობრივად მცხოვრების ბ----------------------------–----------––-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი :
1.1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ----- კ---–-–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული _ ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის აპრილში, დაახლოებით 21:00 საათზე, ბ----------------------------–----------––- მდებარე სახლში, თ----- კ---–-–---–მა იძალადა შვილზე _ მ------ კ---–-–---–ზე, რომელსაც სახეში გაარტყა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 24 მაისს, ბ----------------------------–----------––- მდებარე სახლში, თ----- კ---–-–---–მა იძალადა შვილზე _ მ------ კ---–-–---–ზე, რომელსაც ძლიერად მოუჭირა ხელები მკლავებში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ--------- კ-------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული _ ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 7 ივნისს, საღამოს საათებში, ბ----------------------------–----------––- მდებარე სახლში, მ--------- კ-------ემ იძალადა შვილზე _ მ------ კ---–-–---–ზე, რომელსაც მოქაჩა თმებში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 11 ივნისს, საღამოს საათებში, ბ------------------------------–----------–ში, მ--------- კ-------ემ იძალადა შვილზე _ მ------ კ---–-–---–ზე, რომელსაც სახეში რამოდენიმეჯერ გაარტყა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
22019 წლის 11 ივნისს, საღამოს საათებში, ბ----------------------------–----------––- მდებარე სახლში, მ--------- კ-------ემ იძალადა შვილზე _ მ------ კ---–-–---–ზე, რომელსაც სახეში გაარტყა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით:
თ----- კ---–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ორი ეპიზოდი) ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
თ----- კ---–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და გირაოს შემტანს, შოთა კ---–-–---–ს (პ/ნ 0----------) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
გამართლებულ თ----- კ---–-–---–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
მ--------- კ-------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (სამი ეპიზოდი) ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
გაუქმდა მ--------- კ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა.
გამართლებულ მ--------- კ-------ეს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------- გ----------ემ, რომელმაც ითხოვა თ----- კ---–-–---–ისა და მ--------- კ-------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ--------- კ-------ისა და თ----- კ---–-–---–ის მიერ მათთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა.
გამართლებულებმა _ თ----- კ---–-–---–მა, მ--------- კ-------ემ და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი---- ბ-----–--ემ წარმოდგენილი შესაგებელით ითხოვეს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს თ----- კ---–-–---–ის და მ--------- კ-------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს თ----- კ---–-–---–ის და მ--------- კ-------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას. კერძოდ:
მოწმის სახით დაკითხული შსს ბ---------------------–--------------–--ს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების _ ა------- პ--------ის და ვ--–------ მ----–----–--ის გამოკითხვის ოქმებით (უდავო მტკიცებულებები) დადგენილია, რომ 2019 წლის 11 ივნისს სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმად, ბ----------------------------–----------––- მ------ კ---–-–---–ზე ძალადობდნენ მისი მშობლები. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდნენ მითითებულ მისამართზე, რა დროსაც მათთან ჩქარი ნაბიჯით, ფაქტიურად სირბილით მივიდა ატირებული მ------ კ---–-–---–ი, რომელმაც განუცხადათ, რომ მშობლები ძალადობდნენ მასზე და ითხოვა წაეყვანათ სახლიდან. ამის შემდეგ მათ მიერ დაკავებული იქნა მ------ კ---–-–---–ის მამა თ----- კ---–-–---–ი, მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე.
მოწმე ნ-------- კ---–-–---–ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ თ----- კ---–-–---–ი არის მისი შვილი, რომელიც ცხოვრობს მისი საცხოვრებელი სახლის წინ, მეუღლესთან _ მ--------- კ-------ესთან და შვილებთან _ მ------ და იოსებ კ---–-–---–ებთან ერთად. 2019 წლის 11 ივნისს, საღამოს საათებში, მასთან სტუმრად იმყოფებოდნენ მისი რძალები ლ------ ქ---–--ე, მ--------- კ-------ე და შვილიშვილი მ------ კ---–-–---–ი, რა დროსაც მთავრია კ-------ესთან განხორციელდა სატელეფონო ზარი. ტელეფონზე საუბრის დასრულების შემდეგ მ--------- მიუბრუნდა მ------ს და საყვედურით ჰკითხა, თუ რა სურათი გადაიღო და ატვირთა ფეისბუქზე, ამასთან, უთხრა, რომ მისი საქციელით შეურაცხყოფას აყენებდა ოჯახს. როგორც გაირკვა, მ------ს გადაღებული და სოციალურ ქსელში ატვირთული ჰქონდა ფოტოსურათი, სადაც ხელში ეჭირა სიგარეტი. გაბრაზებულმა მ---------მ მობილური ტელეფონი წაართვა მ------ს და უთხრა, რომ არ იყო ტელეფონით სარგებლობის ღირსი. გაბრაზებული მ------ი სახლიდან გაიქცა და მას დედამისი დაედევნა. ამის შემდეგ ქუჩაში ან მათ სახლში რა მოხდა, მისთვის უცნობია. მალევე თავისი შვილის, თ----- კ---–-–---–ის ჭიშკართან შენიშნა პოლიციის მანქანა. ქუჩაში გასულმა დაინახა, რომ მ------ კ---–-–---–ი იჯდა პოლიციის ავტომანქანაში და პოლიციის თანამშრომლები ესაუბრებოდნენ მის შვილს, თ----- კ---–-–---–ს, რომელიც საბოლოოდ დაკავებული იქნა. მოწმის განმარტებით, ზემოთ მითითებული ფაქტის გარდა სხვა დროს არ გაუგია, რომ მ------ კ---–-–---–ს რაიმე კონფლიქტი ჰქონოდა ოჯახის წევრებთან და არც მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ იცის რაიმე.
იგივე გარემოებები დასტურდება მოწმე ლ------ ქ---–--ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება).
მოწმე მ------ გ--------ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ დაახლოებით ერთი წელია მეგობრობს მ------ კ---–-–---–თან. 2019 წლის მაისი-ივნისის თვეში, ზუსტ თარიღს ვერ იხსენებს, შენიშნა, რომ მ------ს ჩალურჯებული ჰქონდა მარცხენა მკლავი. მის შეკითხვაზე, თუ საიდან მიიღო აღნიშნული დაზიანება, მ------მა თავდაპირველად არ უპასუხა და უთხრა, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურდა, თუმცა შემდეგ მოუყვა, რომ ეს დაზიანება ორი დღის წინ მიაყენა მამამ _ თ----- კ---–-–---–მა მკლავზე ხელის მოჭერის შედეგად, როგორც ახსოვს, იმის გამო, რომ მ------ს ექსკურსიაზე წასვლა უნდოდა, მამამისი კი არ უშვებდა. მანამდე ჰქონდა თუ არა მ------ კ---–-–---–ს ოჯახის წვერებთან რაიმე სახის კონფლიქტი ან უსიამოვნება, მისთვის უცნობია.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა მ------ კ---–-–---–მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით _ არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს და უარი განაცხადა მ--------- კ-------ის და თ----- კ---–-–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, თავად ბრალდებულებმა _ მ--------- კ-------ემ და თ----- კ---–-–---–მა კი გამოიყენეს დუმილის უფლება.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ მ------ კ---–-–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება ნაკაწრის სახით, რომელიც განვითარებული უნდა ყოფილიყო რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად არ მიიჩნევს მ--------- კ-------ის და თ----- კ---–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს” და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ /El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia/ 13.12.2012).
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა მ--------- კ-------ისა და თ----- კ---–-–---–ის მიერ ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მ--------- კ-------ისა და თ----- კ---–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ძირითადად ემყარებოდა ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას _ დაზარალებულ მ------ კ---–-–---–ის გამოკითხვის ოქმს, რომელიც გამოძიების ეტაპზე მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ამხელდა თავის მშობლებს _ მ--------- კ-------ესა და თ----- კ---–-–---–ს, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მ------ კ---–-–---–მა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და ბრალდებულების წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს მის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ეყრდნობოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს.
მოწმეების _ ლ------ ქ---–--ის და ნ-------- კ---–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ მათთვის არაფერია ცნობილი მ--------- კ-------ისა და თ----- კ---–-–---–ის მიერ მ------ კ---–-–---–ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტების შესახებ. რაც შეეხება მოწმეების: ა------- პ--------ის, ვ--–------ მ----–----–--ის და მ------ გ--------ის გამოკითხვის ოქმებს, ისინი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან, ხსენებული მოწმეები ძალადობის ფაქტს უშუალოდ არ შესწრებიან და გადმოსცემენ მათთვის დაზარალებულ მ------ კ---–-–---–ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას მის მიმართ მშობლების მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ, რომლის გადამოწმებაც სასამართლოში ვერ მოხერხდა ინფორმაციის პირველწყაროს მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კი დადასტურებულია მხოლოდ ის გარემოება, რომ მ------ კ---–-–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება ნაკაწრის სახით.
სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მ--------- კ-------ის და თ----- კ---–-–---–ის მიერ მ------ კ---–-–---–ის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტებს, საქმეში არ არსებობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება მ--------- კ-------ის და თ----- კ---–-–---–ის მსჯავრდების საფუძველი, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მათ მიმართ 2019 წლის 30 ოქტომბერს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი კანონიერია და სააპელაციო პალატას არ გააჩნია მისი გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი თ----- კ---–-–---–ის და მ--------- კ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.თ----- კ---–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ორი ეპიზოდი) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
4.მ--------- კ-------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
5.ცნობად იქნას მიღებული, რომ თ----- კ---–-–---–ის და მ--------- კ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, თ----- კ---–-–---–ის სასარგებლოდ გირაოს შემტანს, შოთა კ---–-–---–ს (პ/ნ 0----------, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის მიერ გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
6.გამართლებულებს _ თ----- კ---–-–---–ს და მ--------- კ-------ეს განემარტოთ, რომ მათ უფლება აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/