განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.10.2019
საქმის ნომერი
330310117001958246
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
21.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310117001958246

საქმე №3ბ/534-19

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

21 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მოსამართლე: მარიამ ცისკაძე

სხდომის მდივანი: დიანა გოხაძე

აპელანტი (მოსარჩელე) - ი-----–ი ხ-----------ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ზ----- ო-----------ე

დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი-----–ი ხ-----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა შემდეგი: 1. დაეკისროს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე ი-----–ი ხ-----------ის სასარგებლოდ, მატერიალური და მორალური ზიანის სახით 58. 000 აშშ დოლარის გადახდა ლარის ექვივალენტში, რომლითაც მოახდენს შსს-ს ქმედებით დაკარგული საცხოვრებელი ქონების გამოსყიდვას. 2. დაეკისროთ მოპასუხეებს (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ზ----- ო-----------ეს) მორალური ზიანის სახით 100 000 (ასი ათასი) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე N--------), ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი-----–ი ხ-----------ის სარჩელი. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე ი-----–ი ხ-----------ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის სახით 10 000 (ათი ათასი) ლარის, ხოლო მორალური ზიანის სახით 70 000 ლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება არ გასაჩივრდა. 2014 წლის 10 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.(ტ.1.ს.ფ. 26-33).

 

2.2. სს ,,ს----------–----------ს" ანგარიშიდან ამონაწერის თანახმად, ი-----–ი ხ-----------ის ანგარიშზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (საქმე N--------) საფუძველზე, 2015 წლის 21 იანვარს ჩაირიცხა 80 000 ლარი. დანიშნულება: ჩარიცხვა, გადმომრიცხავი: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო. დანიშნულება: სპეციალური სამსახური/ამოღებული თანხა/ს-------------/ს.ფ. 3/260-14/ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. დაანგარიშების თარიღი 20.01.2015წ. შემოსული თანხების ჯამი - 80100 (21.01.2015 წლის მდგომარეობით) ლარი; გასული თანხების ჯამი-80100 (07.07.2015წლის მდგომარეობით) ლარი. (ტ.1. ს.ფ. 91-93).

 

2.3. სს ,,ვ----------------------ა-ს" გადახდის ისტორიის მიხედვით (მსესხებელი გ---ა ა-------ი), სეხის თანხა გაიცა 03/05/2012 წელს. მსესხებელი სესხის თანხას იხდიდა 15/06/2012-დან 12/11/2012 ჩათვლით. 11/05/2015 წელს გადახდილი იქნა 23415,84 ლარი. ( ტ.1. ს.ფ. 94-95).

 

2.4. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი 14/2/2012 წელი), რომლის თანახმად ქ. თბილისში ც-----------------------–----------------------------------------- საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ი-----–ი ხ-----------ეს (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: საკუთრების უფლების მოწმობა N161, დამოწმების თარიღი 06/01/2009 წელი, ქ. თბილისის დიდუბეჩუღურეთის გამგეობა). იპოთეკა: 1) იპოთეკარი: შ----------------------------------–-- - ,,ბ--------", მესაკუთრე: ი-----–ი ხ-----------ე. განცხადების რეგისტრაციის N ... , თარიღი 27/07/3022წ. საგანი: ბ-----------------------------------------------––-------–--------------–--------------------------- წელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. უფლების რეგისტრაციის თარიღი 27/12/2010წ. 2) უფლების რეგისტრაციის N ..., თარიღი 26/07/2011წ. იპოთეკის ხელშეკრულება N297 ცვლილება N1, დამოწმების თარიღი 27/07/2011, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. 3) იპოთეკარი ა--------------------–---–------------------------–---–----- .., მესაკუთრე ი-----–ი ხ-----------ე. განცხადების რეგისტრაციის N.., თარიღი 09/02/2012 წელი. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რეგისტრაციის N.., დამოწმების თარიღი 09/02/2012წ, ნოტარიუსი ... უფლების რეგისტრაციის თარიღი14/02/2012წ.(ტ.2. ს.ფ. 12-13).

 

2.5. ი-----–ი ხ-----------ესა და გ---ა ა-------ს შორის 2012 წლის 4 მაისს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანი ი-----–ი ხ-----------ის (გამყიდველი) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ-------–-----------–-----------------------------------------------; ნასყიდობის ფასი 35 000 აშშ დოლარი. (ტ.2. ს.ფ. 8-9).

 

2.6. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი 11/05/2012 წელი), რომლის თანახმად ქ. თბილისში ც-----------------------–----------------------------------------- საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა გ---ა ა-------ს. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ, დამოწმების თარიღი: 04/05/2012 წელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. უფლების რეგისტრაციის თარიღი 11/05/2012 წელი. იპოთეკა: იპოთეკარი სს ,,ვ----------------------ა"; მესაკუთრე: გ---ა ა-------ი. საგანი: ბინა N--------------------- კვ.მ.; იპოთეკის ხელშეკრულების დამოწმების თარიღი: 04/05/2012 წ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. განცხადების რეგისტრაციის N..., თარიღი03/05/2012 (ტ.2. ს.ფ. 10-11).

 

2.7. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი 05/05/2015 წელი), რომლის თანახმად ქ-------–--–--–-----------------------–------------------------------------------- საკუთრების უფლებით ეკუთვნის სს ,,ვ----------------------ას". უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: განკარგულება A----------------, დამოწმების თარიღი: 28/04/2015, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს. უფლების რეგისტრაციის თარიღი 05/05/2015წელი. (ტ.1. ს.ფ. 160-161).

 

2.8. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი 27/01./2016 წელი) თანახმად, ქ-------–--–--–-----------------------–-----------------------. ფართის სხვენი, საკუთრების უფლებით ეკუთვნის სს ,,ვ----------------------ა-ს". უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: განკარგულება A----------------- დამოწმების თარიღი: 12/01/2016, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო. უფლების რეგისტრაციის თარიღი 27/01/2016 წელი. (ტ.1. ს.ფ. 162-163).

 

2.9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 28 აპრილის A---------------- განკარგულებით, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ, რომლის შესაბამისად: მოვალე გ---ა ა-------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქ-------–-----–------------------------------------------------------. ს/კ 0---------------------- შემძენი 2015 წლის 14 აპრილს გამართულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა სს „ვ----------------------ა“ (ს------------). სს „ვ----------------------ამ უძრავი ქონება შეიძინა 63750 ლარად. აღსრულება განხორციელდა კრედიტორი ,,ვ----------------------ას" სასარგებლოდ. უძრავი ნივთის ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ნივთზე. (მოვალე გ---ა ა-------ს 2014 წლის 29 ივლისს გაეგზავნა A---------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ) (ტ.1. ს.ფ. 88).

 

2.10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 12 იანვრის A---------------- განკარგულებით, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ, რომლის შესაბამისად: მოვალე გ---ა ა-------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქ-------–-----–---------------------------------------------------------------------------------, შემძენი 2016 წლის 05 იანვარს გამართულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა სს „ვ----------------------ა“ (ს------------). სს „ვ----------------------ამ უძრავი ქონება შეიძინა 31500 ლარად. აღსრულება განხორციელდა კრედიტორი ,,ვ----------------------ას" სასარგებლოდ. უძრავი ნივთის ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ნივთზე. (მოვალე გ---ა ა-------ს 2014 წლის 29 ივლისს გაეგზავნა A---------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ). (ტ.1. ს.ფ. 87).

 

2.11. სს ,,ვ----------------------ას" 16.08.2017 წლის N-------------- წერილის თანახმად, 2012 წლის 03 მაისს სს ,,ვ----------------------ას" და გ---ა ა-------ს შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო მომსახურებაზე, რომლის საფუძველზე დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, კრედიტის ოდენობა 44670 აშშ დოლარი. კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა გ---ა ა-------ის უძრავი ქონება, მდებარე ქ-------–-----–------------------------------------------- მიზემოთ მითითებული უძრავი ნვთების შემძენი, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ორგანიზებულ აუქციონზე გახდა სს ,,ვ----------------------ა" . უძრავი ნივთების ყოფილი მეპატრონის გ---ა ა-------ის მხრიდან ქონების გამოსყიდვის ფასი შეადგენს 142 000 ლარს (ბინა 110000 ლარი და სხვენი 32000 ლარი), დარჩენილი საკრედიტო დავალიანება 801.03 აშშ დოლარი. მესამე პირის მხრიდან უძრავი ნივთების გამოსყიდვის ფასი შეადგენს 144 000 ლარს (ბინა 111000 ლარი და სხვენი 33000 ლარი) (ტ.1. ს.ფ. 203).

 

2.12. სს ,,ვ-------------------------" 25.03.2015 წლის N------------- წერილით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მისი 2014 წლის 3 დეკემბერს N------- წერილის პასუხად ეცნობა, რომ სს ,,ვ----------------------ა-მ" გაითვალისწინა მათი თხოვნა, შეეწყვიტათ გ---ა ა-------ის საქმეზე მიმდინარე აუქციონი. თუმცა იმ დრომდე ბანკის მიმართ არსებული დავალიანება არ შემცირებულა. ამასთან, მათთვის ცნობილი გახდა, რომ ი-----–ი ხ-----------ეს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე აუნაზღაურდა 80000 ლარი, მაგრამ არც აღნიშნული თანხიდან არ მომხდარა გ---ა ა-------ის სესხის დაფარვა. ამასთან, ი-----–ი ხ-----------ე არ ფიგურირებს მხარედ გ---ა ა-------ის მიმართ მიმდინარე აღსრულების პროცესში. მათი თხოვნის გათვალისწინებით გამოყენებული იქნა ყველა კანონიერი საშუალება მოვალისათვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად, თუმცა მოვალე ნებაყოფლობით არ ახდენს ვალდებულების შესრულებას. აღსრულების გაჭიანურებით ილახებოდა ბანკის, როგორც კრედიტორის უფლებები, ადგებათ ზიანი. ეცნობათ, რომ ბანკი აპირებდა მიემართა აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის და მოეთხოვა მოვალე გ---ა ა-------ის მიმართ იძულებითი აღსრულების პროცესის გაგრძელება (ტ.1. ს.ფ. 242).

 

2.13. საქართველოს მთავარი პროკურორის 2016 წლის 19 აგვისტოს N-------- წერილით, მოსარჩელე ი-----–ი ხ-----------ეს ეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული 2014 წლის 10 დეკემბრის სააღსრულებო ფურცელში მითითებული არ ყოფილა აღსრულების განსაზღვრული წესი და ვადები. და არც მოსარჩელეს მოუთხოვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის საფუძველზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. განიმარტა, რომ განცხადებაში მითითებული პირების და უწყების წარმომადგენლთა ქმედებები არ შეცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. საქართველოს მთავარი პროკურატურის წამოებაში გახლდათ სისხლის სამართლის საქმე N.. სსსკ-ის 333.1. მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რომელიც შეეხებოდა 2009 წლის 6 მაისს, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე მომიტინგეთა წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების ფაქტებს. განცხადებაში მითითებული სადავო ქონების საკითხი არ არის შემხებლობაში დასახელებული საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან. ამდენად, აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მისი ქონების დაყადაღებისათვის. (ტ.1. ს.ფ. 159).

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, 208-ე მუხლებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 412-ე, 413-ე, 992-ე, 1005-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 აპრილის საქმე Nბს-648-623(2კ-13) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის საქმე №ბს-494-488(2კ-12) გადაწყვეტილებებში ჩამოყალიბებული განმარტებებით.

 

3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის შემდეგ განმარტებაზე: (საქმეNბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), კერძოდ: ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო."

 

3.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით; იქედან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამ კოდექსის 208.1. მუხლის (2017 წლის 01 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

3.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე გამოიყენა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი და მიუთითა, ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს. იმავე კოდექსის 992-ე მუხლზე, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმავე კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (2017 წლის 01 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ზემოთ მითითებულ საკანონმდებლო ნორმათა დანაწესის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ჩათვალა, იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით (მოქმედება ან/და უმოქმედობა) გამოწვეული ზიანი. ამასთან, უნდა დასტურდებოდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობა. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის დადგენა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის სავალდებულო პირობას და პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი აუციელებელი ელემენტია. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის ქმედების (მოქმედება ან/და უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი. ამასთან, ზიანის მიმყენებელს პასუხისმგებლობა ეკისრება დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, თუ სახეზეა ამ ვალდებულების წარმოშობის ოთხი ზოგადი პირობა: ზიანი; ქმედების (მოქმედება/უმოქმედობა) არამართლზომიერება; ბრალი და მიზეზობრივი კავშირი. დელიქტური ვალდებულების ზემოაღნიშნული შემადგენლობის რომელიმე ელემენტის არარსებობა გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას.

 

3.4. პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითებს ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმეზე №ბს-494-488(2კ-12) რომელშიც აღნიშნა შემდეგი: ,,სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების შედეგად დამდგარ ზიანად მიიჩნევა ისეთი ზიანი, რომელიც დადგა პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს, რაც შეიძლება გამოიხატოს უფლებამოსილების გადამეტებაში, თუმცა იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია აგრეთვე კანონის ფარგლებში განხორციელებული ქმედებებიც წარმოადგენდეს ზიანის წარმომშობ ქმედებებს. ამასთან, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის სავალდებულო არ არის ზიანის მიმყენებლის ბრალის სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენა, რადგან შესაძლოა ზიანის წარმომშობი ქმედება არ შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს. უფრო მეტიც, პირს, შესაძლოა სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა მაშინაც კი დაეკისროს, როდესაც ამ პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამამართლებელი განაჩენია გამოტანილი. ამასთან, ბრალის სამოქალაქო და სისხლის-სამართლებრივი გაგება არაიდენტურია."

 

3.5. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18.2. მუხლზე, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. იმავე ნორმის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურების წესი განისაზღვრა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით.

 

3.6. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმეNბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმად, ,,მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა." იმავე საქმეზე (საქმეNბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ)საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის." პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.2009წ. ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-972-936(3კ-08) ჩამოყალიბებულ განმარტებაზე, სახელდობრ: „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს."

 

3.7. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ითხოვს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას იმ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ მოპასუხეთა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამ სამინსტროს თანამშრომლის ზ----- ო-----------ის - ქმედების შედეგად, დროულად არ მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმე N--------; სააღსრულებო ფურცელი გაიცა 10.12.2014წ.) აღსრულება, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე ი-----–ი ხ-----------ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის 10 000 (ათიათასი) ლარის და მორალური ზიანის - 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარის ანაზღაურება). დროული ანაზღაურების შემთხვევაში აღნიშნული თანხა ზუსტად ყოფნიდა ბანკს, რომ ბინა გამოეხსნა. ამ პერიოდში ლარი გაუფასურდა, ბანკმა ბინა გაუყიდა, დარჩა უსახლკაროდ. ამასთან, თანხის ანაზღაურებამდე მოპასუხეები პირდებოდნენ, რომ ბანკთან თვითონ მოაგვარებდნენ საკითხს.

 

3.8. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე, რომლის თანახმად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

 

3.9. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელე ი-----–ი ხ-----------ის მიერ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელე ი-----–ი ხ-----------ეს, 04.05.2012 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ პერიოდში, საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ქ-------–--–---–-------------------–----------------------------------------- ფართის საცხოვრებელი ბინა N------------------. ფართის სხვენი. ამასთან, არ დასტურდება, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა სს ,,ვ----------------------ა-სა" და გ---ა ა-------ს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მონაწილე პირს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.10.2014 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე N--------, 10.12.2014 წლის სააღსრულებო ფურცლი) აღსრულება დასრულდა 2015 წლის 21 იანვარს (გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს შინაგან სამეთა სამინისტრომ მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა 80 000 ლარი). ამასთან, ბანკის მიმართ არსებული დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ორგანიზებული იქნა აუქციონი გ---ა ა-------ის საკუთრებაში არსებულ, იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე (ქ-------–--–---–-------------------–-------------------------------------–----------–------ N------------------. ფართის სხვენი) 2015 წლის 14 აპრილს და 2016 წლის 05 იანვრს.

 

3.10. პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოსათვის (თანამდებობის პირის) ზიანის (მატერიალური და მორალური) ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება დგება იმ შემთხვევაში თუ ფაქტობრივი ზიანი დადგა აღნიშნული ორგანოს (თანამდებობის პირის) კანონსაწინააღმდეგო, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული მოქმედებით და არსებობს მიზეზობრივი კავშირი განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის. ამასთან, თავისთავად ზიანის არსებობის ფაქტი არ ქმნის ადმინისტრაციული ორგანოსათვის ამ ზიანის დაკისრების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში უნდა არსებობდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ქმედებასა (მოქმედება/უმოქმედობა)დადამდგარ შედეგს შორის (მატერიალური და მორალური), რაც განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება.

 

3.11. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, ხოლო მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარდგენილი სარჩელში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, საქმის მასალებით არ დადასტურდა მოპასუხედ დასახელებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფიზიკური პირი ზ----- ო-----------ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი. ასევე, არ დადგინდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსა და მოპასუხე ფიზიკური პირის ქმედების (სასამართლოს კანონიერ ძალში შესული გადაწყვეტილების, მოსარჩელის სასარგებლოდ 21.01.2015 წელს აღსრულება) და მოსარჩელესათვის დამდგარ შედეგს (გ---ა ა-------ის მიერ საბანკო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ქ-------–-----–-------------------–------------------------------------------- ფართის საცხოვრებელი ბინა N------------------. ფართის სხვენის, აღსრულების ეროვნული ბიუროს 28.04.2015 წლის A---------------- და 12.01.2016 წლის A---------------- განკარგულებებით აუქციონზე გასხვისება) შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა. შესაბამისად, მოსარჩელე ი-----–ი ხ-----------ის სარჩელი მოპასუხეების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ზ----- ო-----------ის მიმართ, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ი-----–ი ხ-----------ემ, რომელმაც მოითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

 

4.1. აპელანტი თავდაპირველად ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, რომ იგი არის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 2009 წლის 6 მაისს მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილე, რომელიც იქ შეკრებილ ხალხთან ერთად აპროტესტებდა 3 მოქალაქის უკანონო დაკავებას. საპროტესტო აქციის დროს მიუხედავად იმისა, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია წინააღმდეგობის გაწევას, მოხდა პირადად მისთვის ზიანის მიყენება პოლიციის მუშაკების მხრიდან. პირდაპირი დამიზნებით ესროლეს მარჯვენა თვალში პლასტიკური ჭურვი, რაც დამთავრდა იმით, რომ დაკარგა მარჯვენა თვალი. ამან გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საგრძნობლად გაუარესება და გახდა შრომისუუნარო.

 

2009 წლის 6 მაისს მომხდარი ფაქტის გამო მას ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილები და დასჭირდა და დღემდე სჭირდება ძვირადღირებული მკურნალობა და მედიკამენტები. აპელანტის განმარტებით, იმის გამო, რომ დღემდე გაფუჭებული–დაზიანებული თვალი უდევს უპეში, ამან გამოიწვია უამრავი დაავადება. ბანკებიდან და კერძო საფინანსო ორგანიზაციებიდან აიღო სესხები და იპოთეკით დატვირთა მისი ერთადერთი საცხოვრებელი სახლი. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის მოსამართლემ არ შეისწავლა საქმის ყველა გარემოება, არ მოუსმინა პროცესზე და ეს ყველა გარემოება არ გაითვალისწინა. მან არც გადაწყვეტილებაში ასახა ეს გარემოებები და აპელანტს სურს რომ სააპელაციო სასამართლომ მოისმინოს და გაითვალისწინოს. მოსამართლემ არ დაიბარა დაკითხვაზე მოწმეების სახით მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები, რომელიც დაპირდნენ სამართლიანობის აღდგენას. მათ იცოდნენ აპელანტის პრობლემები ბანკთან და არ გაითვალისწინეს პრაქტიკულად. აპელანტის განმარტებით, საქმეში მისი წერილები ამტკიცებს, რომ ყველაფერი გადაიგზავნა ეტაპობრივად ყველგან. პირველი ინსტანციის მოსამართლემ კი არ გაითვალისწინა და ამიტომ აპელანტმა თავიდან ითხოვა საქმის გამოკვლევა და გულდასმით მოსმენა.

აპელანტის განმარტებით, 2014 წლის იანვრის პირველ რიცხვებში სარჩელი შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა 200000 ლარი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება და 500 ლარი ყოველთვიური კომპენსაცია. ყველაფერს აკეთებდა, რათა პროცესი დაჩქარებული, რადგან მისი ბინა აუქციონზე გაჰქონდათ. ამ საკითხზე შეაწუხა მაშინდელი პრემიერი და არაერთი თანამდებობის პირი. ბანკთან დიდი ხვეწნისა და მუდარის შემდეგ მიაღწია იმ შეთანხმებას, რომ სასამართლო გადაწყვეტილებამდე ბინას აუქციონზე არ გაიტანდნენ.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლო ჩაინიშნა ივნისის თვეში და იყო დაიმედებული, რადგან წინდაწინ მოლაპარაკებები ჰქონდა ნაწარმოები შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსთან ზ----- ო-----------ესთან, რომ მოლაპარაკებით დაასრულებდნენ პროცესს, მაგრამ მან მისი ნდობით ისარგებლა და სასამართლო გადაიდო სამჯერ. უაზრო მოლაპარებებით ზ----- ო-----------ემ გაიყვანა 10 თვე და 30.10.2014 წელს გამოიტანა სასამართლომ გადაწყვეტილება. სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკისრა 70000 ლარის მორალური ზიანის გადახდა, ხოლო 10000 ლარის მატერიალური ზიანის. ეს თანხა ზუსტად ჰყოფნიდა ბანკს, რომ ბინა გამოეხსნა. ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი დარჩა შსს-ს წარმომადგენელი. დარბაზიდან გამოსვლისას თქვა, რომ შსს არ გაასაჩივრებდა გადაწყვეტილებას და დაელოდებოდნენ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. აღნიშნული ეცნობა ბანკს, მაგრამ მან მოითხოვა აპელანტს სამინისტროდან მიეტანა ოფიციალური წერილობითი პასუხი. აპელანტის განმარტებით, დაურეკა ზ----- ო-----------ეს ამ საკითხზე, რომელმაც დაამშვიდა და უთხრა, რომ მიეცა ბანკის ნომერი და ყველაფერს თავად მოაგვარებდა, მაგრამ ამჯერად მან აპელანტი მოატყუა და ბინა მეორე დღეს აუქციონზე გაიტანეს. აპელანტის განმარტებით, საქმის კურსში ჩააყენა თანამდებობის პირები, გადაწყვეტილება არ გასაჩივრდა, მაგრამ სახლი გაიყიდა და დარჩა უსახლკაროდ. სამი თვე გაიწელა თანხის ჩარიცხვის პროცედურა და ამასობაში ლარი გაუფასურდა. ეს თანხა არ ეყო ბინის გამოსახსნელად. ამ თანხით გამოიხსნა სათბური, რადგან იფიქრა მისცემდნენ სოფლის მეურნეობის ასაღორძინებელ სესხს. უამრავი განცხადებით მიმართა სხვადასხვა სამინისტროებს, მაგრამ უშედეგოდ. აპელანტის განმარტებით, დარჩა საბოლოოდ იმაზე მეტად დაზარალებული, ვიდრე ეგონა. დაკარგა ყველაფერი იმის გამო, რომ ზ----- ო-----------ემ არაკეთილსინდისიერად იმოქმედა და მისმა უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ საქმის მიმართ მიაყენა მატერიალური და მორალური ზიანი, ამიტომ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ზიანის დაკისრება შსს-სთვის, რადგან იგი იყო საჯარო მოხელე.

 

4.2. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არის უსამართლო და დაუსაბუთებელი, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს. მისი განმარტებით, ეს არის აშკარა ნაცრის თვალებში შეყრა. პროცესზე მიმდინარეობისას მოსამართლის თანდასწრებით მოპასუხე ზ----- ო-----------ემ ი-----–ი ხ-----------ის მთავარ კითხვაზე ესაუბრა თუ არა ბანკის თანამშრომელს გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით ,,არ მახსოვსო’’ უპასუხა რამოდენიმეჯერ. მერე როდესაც დაჟინებით ითხოვდა აპელანტი გაეხსენებინა ან დაეკითხა ის პირი, ვისთანაც უნდა დაერეკა ვ------- ბ----–---–ი გახლდათ ეს არ უპასუხა და არც მისი შუამდგომლობა დააკმაყოფილა. აპელანტის განმარტებით, მისთვის მოცემული სასამართლო დრო ამაში დახარჯა და მოსამართლემ ასევე სხვა გარემოებებზე არ ასაუბრა და საქმის ვითარების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. ი-----–ი ხ-----------ის განმარტებით, გადაწყვეტილებაში არ არის ასახული პოზიციები და არც მოწმეებზე არაფერია ნათქვამი. არადა აპელანტის განმარტებით, მთავარი მტკიცებულება გახლავთ სწორედ მოწმეთა ჩვენებები, რომლიდანაც გამოიკვეთებოდა ზ----- ო-----------ის დანაშაული. მოსამართლემ დაინახა სისხლის სამართლის ნიშნები, მაგრამ საქმე არ გადასცა საგამოძიებო ორგანოს. აპელანტმა თავად შეიტანა პროკურატურაში ხელახლა გამოსაძიებლად საქმე ზ----- ო-----------ის დასჯასთან დაკავშირებით და დაჟინებით მოითხოვა გამოძიების დაწყება.

 

4.3. სააპელაციო საჩივარი ეფუძნება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლს იმავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილს, 377-ე მუხლს; ასევე 393-ე და 394-ე მუხლებს.

 

5. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის მოტივები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეაფასა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ ი-----–ი ხ-----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

5.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

6. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

 

6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე N--------), ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი-----–ი ხ-----------ის სარჩელი. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე ი-----–ი ხ-----------ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის სახით 10 000 (ათი ათასი) ლარის, ხოლო მორალური ზიანის სახით 70 000 ლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება არ გასაჩივრდა. 2014 წლის 10 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.(ტ.1.ს.ფ. 26-33).

 

6.2. სს ,,ს----------–----------ს" ანგარიშიდან ამონაწერის თანახმად, ი-----–ი ხ-----------ის ანგარიშზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (საქმე N--------) საფუძველზე, 2015 წლის 21 იანვარს ჩაირიცხა 80 000 ლარი. დანიშნულება: ჩარიცხვა, გადმომრიცხავი: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო. დანიშნულება: სპეციალური სამსახური/ამოღებული თანხა/ს-------------/ს.ფ. 3/260-14/ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. დაანგარიშების თარიღი 20.01.2015წ. შემოსული თანხების ჯამი - 80100 (21.01.2015 წლის მდგომარეობით) ლარი; გასული თანხების ჯამი-80100 (07.07.2015წლის მდგომარეობით) ლარი. (ტ.1. ს.ფ. 91-93).

 

6.3. სს ,,ვ----------------------ა-ს" გადახდის ისტორიის მიხედვით (მსესხებელი გ---ა ა-------ი), სეხის თანხა გაიცა 03/05/2012 წელს. მსესხებელი სესხის თანხას იხდიდა 15/06/2012-დან 12/11/2012 ჩათვლით. 11/05/2015 წელს გადახდილი იქნა 23415,84 ლარი. ( ტ.1. ს.ფ. 94-95).

 

6.4. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი 14/2/2012 წელი), რომლის თანახმად ქ. თბილისში ც-----------------------–----------------------------------------- საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ი-----–ი ხ-----------ეს (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: საკუთრების უფლების მოწმობა N161, დამოწმების თარიღი 06/01/2009 წელი, ქ. თბილისის დიდუბეჩუღურეთის გამგეობა). იპოთეკა: 1) იპოთეკარი: შ---------------------------------–-- - ,,ბ--------", მესაკუთრე: ი-----–ი ხ-----------ე. გ--–--------------------–-----------------------------------------წ. საგანი: ბინა N--------------------- კვ.მ. იპოთეკის ხელშეკრულება Nი/297 დამოწმების თარიღი: 27/11/2010 წელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. უფლების რეგისტრაციის თარიღი 27/12/2010წ. 2) უფლების რეგისტრაციის N ..., თარიღი 26/07/2011წ. იპოთეკის ხელშეკრულება Nი/297 ცვლილება N1, დამოწმების თარიღი 27/07/2011, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. 3) ი---------------------------------–---–--------------------------------–---–--------------------------------------–--------------------–--------------------–---------------------------------------–--–-----------------------------––-------–----------------–---------------–--------------------------–-------------------–----–---–-------–----------------–-----------------------წ.(ტ.2. ს.ფ. 12-13).

 

6.5. ი-----–ი ხ-----------ესა და გ---ა ა-------ს შორის 2012 წლის 4 მაისს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანი ი-----–ი ხ-----------ის (გამყიდველი) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ-------–-----------–-----------------------------------------------; ნასყიდობის ფასი 35 000 აშშ დოლარი. (ტ.2. ს.ფ. 8-9).

 

6.6. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი 11/05/2012 წელი), თანახმად ქ. თბილისში ც-----------------------–----------------------------------------- საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა გ---ა ა-------ს. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ, დამოწმების თარიღი: 04/05/2012 წელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. უფლების რეგისტრაციის თარიღი 11/05/2012 წელი. იპოთეკა: იპოთეკარი სს ,,ვ----------------------ა"; მესაკუთრე: გ---ა ა-------ი. საგანი: ბინა N--------------------- კვ.მ.; იპოთეკის ხელშეკრულების დამოწმების თარიღი: 04/05/2012 წ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. განცხადების რეგისტრაციის N------------, თარიღი03/05/2012 (ტ.2. ს.ფ. 10-11).

 

6.7. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი 05/05/2015 წელი), თანახმად ქ-------–--–---–-----------------------–------------------------------------------- საკუთრების უფლებით ეკუთვნის სს ,,ვ----------------------ას". უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: განკარგულება A----------------, დამოწმების თარიღი: 28/04/2015, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს. უფლების რეგისტრაციის თარიღი 05/05/2015წელი. (ტ.1. ს.ფ. 160-161).

 

6.8. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი 27/01./2016 წელი) თანახმად, ქ-------–--–---–-----------------------–-----------------------------------------, საკუთრების უფლებით ეკუთვნის სს ,,ვ----------------------ა-ს". უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: განკარგულება A----------------- დამოწმების თარიღი: 12/01/2016, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო. უფლების რეგისტრაციის თარიღი 27/01/2016 წელი. (ტ.1. ს.ფ. 162-163).

 

6.9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 28 აპრილის A---------------- განკარგულებით, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ, რომლის შესაბამისად: მოვალე გ---ა ა-------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქ-------–-----–------------------------------------------------------. ს/კ 0---------------------- შემძენი 2015 წლის 14 აპრილს გამართულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა სს „ვ----------------------ა“ (ს------------). სს „ვ----------------------ამ უძრავი ქონება შეიძინა 63750 ლარად. აღსრულება განხორციელდა კრედიტორი ,,ვ----------------------ას" სასარგებლოდ. უძრავი ნივთის ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ნივთზე. (მოვალე გ---ა ა-------ს 2014 წლის 29 ივლისს გაეგზავნა A---------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ) (ტ.1. ს.ფ. 88).

 

6.10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 12 იანვრის A---------------- განკარგულებით, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ, რომლის შესაბამისად: მოვალე გ---ა ა-------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ც. დადიანის ქუჩა N39, სხვენის ფართი: 193.96 კვ.მ. ს/კ 01.16.02.001.003.01.561, შემძენი 2016 წლის 05 იანვარს გამართულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა სს „ვ----------------------ა“ (ს------------). სს „ვ----------------------ამ უძრავი ქონება შეიძინა 31500 ლარად. აღსრულება განხორციელდა კრედიტორი ,,ვ----------------------ას" სასარგებლოდ. უძრავი ნივთის ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ნივთზე. (მოვალე გ---ა ა-------ს 2014 წლის 29 ივლისს გაეგზავნა A---------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ). (ტ.1. ს.ფ. 87).

 

6.11. სს ,,ვ----------------------ას" 16.08.2017 წლის N-------------- წერილის თანახმად, 2012 წლის 03 მაისს სს ,,ვ----------------------ას" და გ---ა ა-------ს შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო მომსახურებაზე, რომლის საფუძველზე დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, კრედიტის ოდენობა 44670 აშშ დოლარი. კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა გ---ა ა-------ის უძრავი ქონება, მდებარე ქ-------–-----–------------------------------------------- ზემოთმითითებული უძრავი ნივთების შემძენი, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ორგანიზებულ აუქციონზე გახდა სს ,,ვ----------------------ა" . უძრავი ნივთების ყოფილი მეპატრონის გ---ა ა-------ის მხრიდან ქონების გამოსყიდვის ფასი შეადგენს 142 000 ლარს (ბინა 110000 ლარი და სხვენი 32000 ლარი), დარჩენილი საკრედიტო დავალიანება 801.03 აშშ დოლარი. მესამე პირის მხრიდან უძრავი ნივთების გამოსყიდვის ფასი შეადგენს 144 000 ლარს (ბინა 111000 ლარი და სხვენი 33000 ლარი) (ტ.1. ს.ფ. 203).

 

6.12. სს ,,ვ-------------------------" 25.03.2015 წლის N------------- წერილით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მისი 2014 წლის 3 დეკემბერს N------- წერილის პასუხად ეცნობა, რომ სს ,,ვ----------------------ა-მ" გაითვალისწინა მათი თხოვნა, შეეწყვიტათ გ---ა ა-------ის საქმეზე მიმდინარე აუქციონი. თუმცა იმ დრომდე ბანკის მიმართ არსებული დავალიანება არ შემცირებულა. ამასთან, მათთვის ცნობილი გახდა, რომ ი-----–ი ხ-----------ეს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე აუნაზღაურდა 80000 ლარი, მაგრამ არც აღნიშნული თანხიდან არ მომხდარა გ---ა ა-------ის სესხის დაფარვა. ამასთან, ი-----–ი ხ-----------ე არ ფიგურირებს მხარედ გ---ა ა-------ის მიმართ მიმდინარე აღსრულების პროცესში. მათი თხოვნის გათვალისწინებით გამოყენებული იქნა ყველა კანონიერი საშუალება მოვალისათვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად, თუმცა მოვალე ნებაყოფლობით არ ახდენს ვალდებულების შესრულებას. აღსრულების გაჭიანურებით ილახებოდა ბანკის, როგორც კრედიტორის უფლებები, ადგებათ ზიანი. ეცნობათ, რომ ბანკი აპირებდა მიემართა აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის და მოეთხოვა მოვალე გ---ა ა-------ის მიმართ იძულებითი აღსრულების პროცესის გაგრძელება (ტ.1. ს.ფ. 242).

 

6.13. საქართველოს მთავარი პროკურორის 2016 წლის 19 აგვისტოს N-------- წერილით, მოსარჩელე ი-----–ი ხ-----------ეს ეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული 2014 წლის 10 დეკემბრის სააღსრულებო ფურცელში მითითებული არ ყოფილა აღსრულების განსაზღვრული წესი და ვადები; არც მოსარჩელეს მოუთხოვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის საფუძველზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. განიმარტა, რომ განცხადებაში მითითებული პირების და უწყების წარმომადგენლთა ქმედებები არ შეცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. საქართველოს მთავარი პროკურატურის წამოებაში გახლდათ სისხლის სამართლის ს--------------- სსსკ-ის 333.1. მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რომელიც შეეხებოდა 2009 წლის 6 მაისს, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე მომიტინგეთა წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების ფაქტებს. განცხადებაში მითითებული სადავო ქონების საკითხი არ არის შემხებლობაში დასახელებული საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან. ამდენად, აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მისი ქონების დაყადაღებისათვის. (ტ.1. ს.ფ. 159).

 

7.1. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 სექტემბრის სხდომაზე აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმის სახით დაკითხულ იქნენ გ---ა ა-------ი და ზ----- ჩ-----–---–ი. მოწმე გ---ა ა-------ის განმარტების თანახმად მან ი-----–ი ხ-----------ესთან ფორმალურად გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება და მას ბინის შეძენის ინტერსი არ ჰქონია. არ უცხოვრია იმ ბინაში და არც სხვაგვარად გამოუყენებია. მისი განმარტებით, როგორც ი-----–ის, ისე ი-----–ის დედას ჰქონდათ ჯანმრთლების პრობლემები, შესაბამისად მოხდა ბინის გ---ა ა-------ის სახელზე გადაფორმება, ვინაიდან მას არ ჰქონდა ბანკთან პრობლემები და შემდგომ იპოთეკით დატვირთვა. აღებული თანხა სრულად გადაეცა ი-----–ი ხ-----------ეს, რომელიც თვითონ აწარმოებდა აღნიშნულ საკითხზე ბანკთან მოლაპარაკებებს. (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 სექტემბრის სხდომის ოქმი 14:27:07 - 14:32:47 სთ)

 

მოწმე ზ----- ჩ-----–---–ის განმარტების თანახმად კი, იგი მუშაობდა და მუშაობს ვ---------------------–---------------------------–---–-, სწორედ მასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს ბატონი ი-----–ი სესხთან აკავშირებით. მისი განმარტებით აუქციონზე ქონების გატანა ბევრჯერ გადავადდა, ვინაიდან ი-----–ი ხ-----------ის განმარტებით, იგი ელოდებოდა თანხის ჩარიცხვას შინაგან საქმეთა სამინისტროდან. (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 სექტემბრის სხდომის ოქმი 14:35:05 - 14:55:50 სთ)

 

სააპელაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების შეფასებასთან დაკავშირებით ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

8.1. სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა (საქმეNბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ) პალატის შემდეგ განმარტებაზე: ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო."

 

8.2. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით; იქედან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამ კოდექსის 208.1. მუხლის (2017 წლის 01 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი, რომლის თანახმად ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს. ასევე სწორად იქნა გამოყენებული იმავე კოდექსის 992-ე მუხლი, რომლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმავე კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (2017 წლის 01 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) კი, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. სააპელაციო პალატა თვლის, ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სწორად ჩათვალა, იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით (მოქმედება ან/და უმოქმედობა) გამოწვეული ზიანი. ამასთან, უნდა დასტურდებოდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობა. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის დადგენა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის სავალდებულო პირობას და პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი აუციელებელი ელემენტია. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის ქმედების (მოქმედება ან/და უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი. ამასთან, ზიანის მიმყენებელს პასუხისმგებლობა ეკისრება დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, თუ სახეზეა ამ ვალდებულების წარმოშობის ოთხი ზოგადი პირობა: ზიანი; ქმედების (მოქმედება/უმოქმედობა) არამართლზომიერება; ბრალი და მიზეზობრივი კავშირი. დელიქტური ვალდებულების ზემოაღნიშნული შემადგენლობის რომელიმე ელემენტის არარსებობა გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას.

 

8.3. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ფიზიკური პირისთვის არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ძირითადი სამართლებრივი საფუძვლები გათვალისწინებულია სამოქალქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის და 413-ე მუხლით განმტკიცებული სამართლებრივი ნორმებით. საყურადღებოა, რომ იმავე კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად. ხოლო იმავე კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. იმავე მუხლის მეორე ნაწილში კი აღნიშნულია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

8.4. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შემდეგ მითითებაზე: მოსარჩელემ მოითხოვა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება იმ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ მოპასუხეთა- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამ სამინისტროს თანამშრომლის ზ----- ო-----------ის - ქმედების შედეგად, დროულად არ მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმე N--------; სააღსრულებო ფურცელი გაიცა 10.12.2014წ.) აღსრულება, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე ი-----–ი ხ-----------ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის 10 000 (ათიათასი) ლარის და მორალური ზიანის - 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარის ანაზღაურება). მოსარჩელის მოსაზრებით, დროული ანაზღაურების შემთხვევაში აღნიშნული თანხა ზუსტად ყოფნიდა ბანკს, რომ ბინა გამოეხსნა. ი-----–ი ხ-----------ემ ასევე მიუთითა, იმ პერიოდში ლარი გაუფასურდა, ბანკმა ბინა გაუყიდა, დარჩა უსახლკაროდ; ამასთან, თანხის ანაზღაურებამდე მოპასუხეები პირდებოდნენ, რომ ბანკთან თვითონ მოაგვარებდნენ საკითხს.

 

8.5. სააპელაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში თავდაპირველად ხელმძღვანელობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

საყურადღებოა ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

8.6. სააპელაციო პალატა მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ და ერთობლიობაში შემოწმება-შეფასების შედეგად თვლის, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელე ი-----–ი ხ-----------ის მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, არ იქნა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება უშუალოდ მოსარჩელის მიმართ.

 

9. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც არ არსებობს ი-----–ი ხ-----------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს ი-----–ი ხ-----------ის სააპელაციო საჩივარი.

 

2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის განმავლობაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა).

 

მოსამართლე მარიამ ცისკაძე