განაჩენი

სისხლის სამართლის 18.02.2020
საქმის ნომერი
080100119003249475
ინსტანცია
თარიღი
18.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100119003249475

საქმე №1/ბ-56-2020 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

(სარეზოლუციო ნაწილი)

18 თებერვალი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

ვერა დოლიძე (თავმჯდომარე),მარინა სირაძე, მარინე იმერლიშვილი

 

სხდომის მდივნის _ გივი კაპანაძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ ზ---- ჭ---–-----ის

მსჯავრდებულის _ შ-------- ჩ---–--ის

ადვოკატის _ მ------- ა----------ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ---- ჭ---–-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე შ-------- ჩ---–--ის მიმართ, დაბადებულის 2----–-–--------------- საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), არასრული საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებლის, ნასამართლევის, მცხოვრების ქ.ქუთაისში, ზ------------------------7-ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებითა და მეოთხე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ---- ჭ---–-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 09 დეკემბრის განაჩენი შ-------- ჩ---–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.შ-------- ჩ---–--ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით და მეოთხე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შ-------- ჩ---–--ეს დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს შ-------- ჩ---–--ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ, შ-------- ჩ---–--ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

6.მსჯავრდებულ შ-------- ჩ---–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2019 წლის 22 სექტემბრიდან.

 

7.ცნობად იქნას მიღებული, რომ შ-------- ჩ---–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.

 

8.გამოსაცდელი ვადის პერიოდში პირობით მსჯავრდებულ შ-------- ჩ---–--ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება შეიძლება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

9. ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნარად:

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ხელის კვლები, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დარჩეს საქმეში და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული შუშის ნატეხები, ქვის ლოდი, ანაწმენდები და ნიღაბი, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში _ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

· შ-------- ჩ---–--ის ნერწყვის ნიმუში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი და ქ.ქუთაისში, ი-–--------------------------ში განთავსებული სს ,,ს--–-----ის’’ მაღაზიის ვიდეოჩანაწერები, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დარჩეს საქმეში და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

· მ------ მ----–---–ისგან ამოღებული „H------------------“ მოდელის მობილური ტელეფონის ყუთი, „S----------------- მოდელის მობილური ტელეფონის ყუთი, „H--------------“ მოდელის მობილური ტელეფონის ყუთი, „S-----------------“ მოდელის მობილური ტელეფონის ყუთი, „H--------------“ მოდელის მობილური ტელეფონის ყუთი და „S----------------“ მოდელის მობილური ტელეფონის ყუთი, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში _ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

· მ------ მ----–---–ისგან ამოღებული „H------------------“ მოდელის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში _ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

· ჩხრეკის შედეგად ამოღებული „S----------------- მოდელის მობილური ტელეფონი, „H--------------“ მოდელის მობილური ტელეფონი, „H--------------“ მოდელის მობილური ტელეფონი და „S----------------“ მოდელის მობილური ტელეფონი, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში _ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

10.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

11.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/

 

მოსამართლეები: /მ.სირაძე/

 

/მ.იმერლიშვილი/