განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002871581
საქმე #1/ბ-1059-19 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ლევან თევზაძე
მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე
კახაბერ მაჭავარიანი
გიორგი სვანიძის მდივნობით
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მა-----------–---–ი;
დაცვის მხარე:
ადვოკატები - გი-----------------–---–ი, გი-------------------–---–ი;
მსჯავრდებული - ლე------------ე, დაბადებული 1--- წლის 1---------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------- უმაღლესი განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: თბილისი, მ---–------- ქუჩა N2- ბინა N1-- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, დ-------------- მ--- კვარტალი, კორპუსი N2-- ბინა N4-- ამჟამად პატიმარი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით).
სასჯელი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის განაჩენით ლე------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ლე------------ეს 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება.
მსჯავრდებულ ლე------------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 17 დეკემბრიდან.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
მსჯავრდებულ ლე------------ის ადვოკატმა (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა იმ საფუძვლით, რომ ლე------------ე აღიარებს და გულწრფელად ინანიებს დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, ითანამშრომლა გამოძიებასთან, არის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი არც ერთი გარემოება არ გააჩნია, ხასიათდება დადებითად, ჩართულია სხვადასხვა აქტივობებში, ჰყავს 12 წლის შვილი. დანაშაულის ჩადენის მოტივი იყო არა გამდიდრების და პირადი გამორჩენის მიზანი, არამედ მსჯავრდებულის დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე, რაც საქმის მასალებითაც დასტურდება. მის მიერ მითვისებული თანხა გაფლანგულია ინტერნეტ ტოტალიზატორებსა და კაზინოებში. ახალი დანაშაულის ჩადენა ჰიპოთეტურია, რადგან ლე------------ეს, რომელმაც სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენა, სამი წლის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება. სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია მსჯავრდებულის მისწრაფებაზე აენაზღაურებინა მისი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ბანკისთვის მიყენებული ზიანი. სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა დაზარალებული მხარის პოზიცია საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით და დაზარალებულის თანხმობა განპირობებული იყო სწორედ იმ გარემოებით, რომ მიღწეული იქნა შეთანხმება ზიანის ანაზღაურების ნაწილში. მართალია არ არის დაბრუნებული, მაგრამ ლე------------ის მიერ მითითებული სამალავებიდან ამოღებულია ძვირფასეულობა.
სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილ ქმედებას. სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების მოტივი - დამოკიდებულია აზარტულ თამაშებზე, შესაბამისად, მისი ქცევის მაპროვოცირებელი იყო აღნიშნული ფაქტი, რაც გახდა მიზეზი იმისა, რომ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულმა ექსპერტმა, რომელსაც სახელმწიფო უცხადებს უმაღლეს ნდობას, მიითვისა სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცების სახით ამოღებული ოქროს ნაკეთობები. სასჯელზე გავლენას არ ახდენს ის გარემოება, რომ ლე------------ემ დანაშაული ჩაიდინა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო. დანაშაული ჩადენილია 2016 წლის მარტის თვიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდში და ამ ხნის განმავლობაში მსჯავრდებულის მხრიდან რაიმე სახის მონანიებას და დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტას ადგილი არ ჰქონია. ლე------------ემ, სანამ არ ამოწურა იმ ნაკეთობების მითვისება, რომლებიც იმყოფებოდა მის მართლზომიერ მფლობელობაში, მანამდე არ ასრულებდა ექსპერტიზას და წერილებით ატყობინებდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, თითქოს ექსპერტიზა მიმდინარეობა და ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.
სასამართლომ დაადგინა:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში 2016 წლის 17 მარტისა და 13 დეკემბრის დადგენილებებით დანიშნულ იქნა სასაქონლო ექსპერტიზები, რომელთა შესრულებაც დაევალა ამავე ბიუროს სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის სასაქონლო ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტს ლე------------ეს. დანიშნულ ექსპერტიზებთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, 2016 წლის 31 მარტის, 2016 წლის 06 აპრილისა და 2016 წლის 13 დეკემბრის წერილებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში საკვლევ ობიექტებად გადაიგზავნა დამგირავებელი ორგანიზაციების: შ.პ.ს. ,,გ---–------------“, შ.პ.ს. „გ---–-----------------------–----“, შ.პ.ს. „ჯ------------“ და შ.პ.ს. ,,დ--------------“ მიერ, ს.ს. „ტ---------–-“ (ძველი სახელწოდება ს.ს. „კ-----------------------“) სალომბარდე/გირავნობის ხელშეკრულებების ფარგლებში დაგირავებული და შემდეგ ს.ს. ,,ტ--------------“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებული ოქროს ნაკეთობები, ძვირფასეულობა და ოქროს ზოდები, ჯამში 53 ქისა, რომელიც სრულად გადაეცა ექსპერტ ლე------------ეს გამოსაკვლევად. გადაგზავნილი ოქროს ნივთების ნაწილი, ჯამში 25 ქისაში მოთავსებული ოქროს ნაკეთობები შესწავლილი იქნა ლე------------ის მიერ, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 307 380 ლარი, თუმცა ნივთერი მტკიცებულებების სახით ოქროს ნივთები ექსპერტიზის ინიციატორი მხარისათვის არ დაუბრუნებია. ზემოაღნიშნული 53 ქისა, მათში არსებული ძვირფასეულობით იმყოფებოდა რა ექსპერტ ლე------------ის მართლზომიერ მფლობელობაში, ამ უკანასკნელმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2016 წლის მარტის თვიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა საკვლევი ობიექტები - 5-------- აშშ დოლარის ღირებულების 1------- გრამი ოქროს ნაკეთობები, ზოდები და ძვირფასეულობა. ლე-------------ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ს.ს. „ტ-----------“ მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან მოცემულ საქმეზე დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებულია განაჩენი მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ლე------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
განაჩენით დანიშნული სასჯელის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ლე------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების გი-----------------–---–ის და გი-------------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის განაჩენი ლე------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას ლე------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით და ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატების მოთხოვნას სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელი შეესაბამება როგორც პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაცის პრინციპს, ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება ზემოაღნიშნულ შემთხვევებშიც სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში, ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და სიმძიმის (ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული), საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, ლე------------ის მიერ დანაშაულის აღიარების და მონანიების მიუხედავად, მსჯავრდებულის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, აგრეთვე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის შეფარდების დროს მხედველობაში მიიღო საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლებით დადგენილი სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები და სწორედ იმ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, რაზეც აპელანტები უთითებენ (დანაშაულია აღიარება და გულწრფელი მონანიება, ნასამართლობის არქონა, გამოძიებასთან თანამშრომლობა,) განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული, მინიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელი - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებული გააცნობიერებს ჩადენილ ქმედებას, გამოიტანს სათანადო დასკვნებს, მოახდენს საკუთარი თავის რეაბილიტაციას და ღირსეულ წევრად დაუბრუნდება საზოგადოებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ლე------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების გი-----------------–---–ის და გი-------------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლე------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ინტერესების დამცველი ადვოკატების გი-----------------–---–ის და გი-------------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის განაჩენი ლე------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ლე------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ლე------------ეს 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება.
მსჯავრდებულ ლე------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ლე------------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 17 დეკემბრიდან.
2018 წლის 14 დეკემბრის განჩინებით დადებული ყადაღა მოეხსნას:
ლე------------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ სამ ავტომანქანას: 1)„MERCEDES BENZ C 280”, სახელმწიფო ნომრით ,,B------“, გამოშვებული 1994 წელს, ლე------------ის საკუთრებაში რეგისტრაციის თარიღი - 1--------- წელი; 2) „BMW 328XI“, სახელმწიფო ნომრით „L--------”, გამოშვებული 2006 წელს, ლე------------ის საკუთრებაში რეგისტრაციის თარიღი - 17.07.2015წელი; 3) „D-----------------“, სახელმწიფო ნომრით „CC-2795“, გამოშვებული 2009 წელს, ლე------------ის საკუთრებაში რეგისტრაციის თარიღი 08.08.2018წელი;
ან-------–--ის (პ/ნ 0----------), საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას „TOYOTA CAMRY 2.4 HYBRID“, სახელმწიფო ნომრით „A--------“, გამოშვებული 2008 წელს, ან-------–--ის საკუთრებაში რეგისტრაციის თარიღი - 25.06.2018წელი;
და-------------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ ერთ ავტომანქანას „OPEL OMEGA 1.8 S“, სახელმწიფო ნომრით „M------“, გამოშვებული 1--- წელს, და-------------ის საკუთრებაში რეგისტრაციის თარიღი - 26.12.1998წელი;
ან-------–--ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისში, ბ---------- ქუჩა N5-- ბინა N7-–- მდებარე 41 კვ.მ. ფართის საცხოვრებელ ბინას (მშენებარე, ს/კ 0--------------------------), რომელიც მის საკუთრებაში დარეგისტრირდა 2017 წლის 21 დეკემბერს;
და-------------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ გარდაბანში, სოფელ კ--–----–- მდებარე 1 502 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთს (ს---------------), რომელიც მის საკუთრებაში დარეგისტრირდა 2010 წლის 23 მარტს;
და-------------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისში, ს----–---- ქუჩა N4--–- მდებარე 538 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებული ნაგებობებს (ს/კ 0---------------), რომელიც მის საკუთრებაში დარეგისტრირდა 2014 წლის 19 მაისს;
გა-------------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ ადიგენში, დაბა აბასთუმანში, ა--------- ქუჩა N2--–- მდებარე საცხოვრებელ ფართს (ს/კ 6------------------), რომელიც მის საკუთრებაში დარეგისტრირდა 2006 წელს;
გა-------------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისში, დ-------------- მ--- კვარტალი, კორპუსი N2-- ბინა N4--–- მდებარე საცხოვრებელ ბინას (ს/კ 0----------------------), რომელიც მის საკუთრებაში დარეგისტრირდა 2017 წლის 18 დეკემბერს;
გა-------------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისში, ლ----–----- ქუჩა N3--, ბინა N4--–- მდებარე საცხოვრებელ ბინას (ს/კ 0-------------------------- მშენებარე), რომელიც მის საკუთრებაში დარეგისტრირდა 2018 წლის 30 ივლისს;
გა-------------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისში, დ--–---- ქუჩა N3- ბინა N1----–- მდებარე საცხოვრებელ ბინას (ს/კ 0-------------------------), რომელიც მის საკუთრებაში დარეგისტრირდა 2012 წლის 03 დეკემბერს;
გა-------------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისში, ზაქარია ჯ---------- ქუჩა N47-–- მდებარე 500 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთს (ს/კ 8-----------), რომელიც მის საკუთრებაში დარეგისტრირდა 2017 წლის 21 აპრილს.
ნივთიერი მტკიცებულებები:
ლე------------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკრაინული ფული, ერთ ფუთად დალუქულ მდგომარეობაში (ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ლე------------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული სამკაულები, ერთ ფუთად დალუქულ მდგომარეობაში (ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ლე------------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული თვლები, ერთ ფუთად დალუქულ მდგომარეობაში (ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
გა-------------ისაგან ამოღებული სამკაულები, ერთ ფუთად დალუქულ მდგომარეობაში (ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ლე------------ის სამუშაო ოთახის ჩხრეკის დროს, დიდი სეიფიდან ამოღებული სამკაულები, ერთ ფუთად დალუქულ მდგომარეობაში (ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ლე------------ის სამუშაო ოთახის ჩხრეკის დროს, დიდი სეიფიდან ამოღებული 4 ფუთად დალუქული სამკაულები, ერთ ფუთად დალუქულ მდგომარეობაში (ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ირ---–----------–------ან ამოღებული სამკაულები, ერთ ფუთად დალუქულ მდგომარეობაში (ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ან--------–--ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული სამკაულები, ერთ ფუთად დალუქულ მდგომარეობაში (ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
სო----------------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული სამკაულები, ერთ ფუთად დალუქულ მდგომარეობაში (ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ბე-----------------ან ამოღებული სამკაულები, ერთ ფუთად დალუქულ მდგომარეობაში (ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
შ.პ.ს. „მ-----------------------------–-----------------------“ ამოღებული ოქროს სამკაულები, ერთ პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში (ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
შ.პ.ს. „მ-----------------------------–------------------------“ ამოღებული ოქროს სამკაულები, ერთ პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში (ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ლე------------ის სამუშაო ოთახის ჩხრეკის დროს, დიდი სეიფიდან ამოღებული ცარიელი ფუთები, ერთ ფუთად დალუქულ მდგომარეობაში (ინახება თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ლე------------ის სამუშაო ოთახის ჩხრეკის დროს, დიდი სეიფიდან ამოღებული ცარიელი სპეცპაკეტები და ლუქები, ერთ ფუთად დალუქულ მდგომარეობაში (ინახება თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ლე------------ის სამუშაო ოთახის ჩხრეკის დროს ამოღებული კომპიუტერის კვების ბლოკი (პროცესორი), ერთ ფუთად დალუქულ მდგომარეობაში (ინახება თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ლე------------ის სამუშაო ოთახის ჩხრეკის დროს, დიდი სეიფიდან ამოღებული ფურცლები, დაზიანებული პაკეტები, ერთ ფუთად დალუქულ მდგომარეობაში (ინახება თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ლე------------ის სამუშაო ოთახის ჩხრეკის დროს, ქაღალდების დასადები სათავსოდან ამოღებული ცარიელი სპეც-პაკეტები, ერთ ფუთად დალუქულ მდგომარეობაში(ინახება თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ლე------------ის სამუშაო ოთახის ჩხრეკის დროს, პატარა კარადის მესამე უჯრიდან ამოღებული დოკუმენტები, ერთ პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში(ინახება თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ლე------------ის სამუშაო ოთახის ჩხრეკის დროს, პატარა კარადის მეორე უჯრიდან ამოღებული დოკუმენტები და ნივთები, ერთ პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში (ინახება თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ლე------------ის სამუშაო ოთახის ჩხრეკის დროს, ქაღალდების დასადები სათავსოდან ამოღებული დოკუმენტები, ერთ პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში(ინახება თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ლე------------ის სამუშაო ოთახის ჩხრეკის დროს, პატარა კარადის ზედა ნაწილიდან ამოღებული დოკუმენტები, ერთ პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში(ინახება თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ლე-------------ის სამუშაო ოთახის ჩხრეკის დროს, პატარა სეიფიდან ამოღებული დაზიანებული ლუქები და სხვა ნივთები, ერთ პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში (ინახება თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ლე------------ის სარგებლობაში არსებული ორი სეიფის 5 ცალი გასაღები (მათ შორის, ოთხი გასაღები ამოღებულია ლ. გ-------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას), ერთ პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში (მათ შორის დალუქულია ლე------------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული გასაღებები), (ინახება თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ლე------------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცარიელი პოლიეთილენის ფუთები, ზარდახშები, ლუქები და პატარა ფურცელი ჩანაწერებით, ერთ ფუთად დალუქულ მდგომარეობაში(ინახება თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ლე------------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ერთი ცალი ნოუთბუქი და ორი ცალი ფლეშ-მეხსიერების ბარათი, ერთ ფუთად დალუქულ მდგომარეობაში (ინახება თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ან-------–--ისაგან ამოღებული ლე------------ის კუთვნილი მობილური ტელეფონი და საათი, ერთ ფუთად დალუქულ მდგომარეობაში (ინახება თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ირ---–----------–------ან ამოღებული ლითონის მილი ხუფებითა და ლურჯი ფერის ნაჭრით, ერთ ფუთად დალუქულ მდგომარეობაში (ინახება თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ლე------------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი 01 კომპაქტდისკი, დაულუქავ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ირაკლი კერესელიძის მიერ განცხადებით წარმოდგენილი ფოტოსურათების ამსახველი 01 კომპაქტდისკი, დაულუქავ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
გა-------------ისაგან სამკაულების ამოღების დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი 01 კომპაქტდისკი, დაულუქავ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ლე------------ის სამუშაო ოთახის ჩხრეკის დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი 01 კომპაქტდისკი, დაულუქავ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს) შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
სო---------------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი 01 კომპაქტდისკი, დაულუქავ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ირ---–----------–------ან ნივთების ამოღების დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი 01 კომპაქტდისკი, დაულუქავ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ბე-----------------ან ნივთების ამოღების დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი 01 კომპაქტდისკი, დაულუქავ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გადმოგზავნილი, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე 2016 წლის 12 მარტს ჩატარებული დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი 01 ცალი კომპაქტდისკი, ერთ პაკეტად დაულუქავ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გადმოგზავნილი, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე 2016 წლის 12 მარტს ჩატარებული დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი 01 ცალი კომპაქტდისკი, ერთ პაკეტად დაულუქავ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გადმოგზავნილი, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე 2016 წლის 13 მარტს ჩატარებული დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი 01 ცალი კომპაქტდისკი, ერთ პაკეტად დაულუქავ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გადმოგზავნილი, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე 2016 წლის 13 მარტს ჩატარებული დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი 01 ცალი კომპაქტდისკი, ერთ პაკეტად დაულუქავ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გადმოგზავნილი, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე 2016 წლის 14 მარტს ჩატარებული დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი 01 ცალი კომპაქტდისკი, ერთ პაკეტად დაულუქავ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გადმოგზავნილი, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე 2016 წლის 15 მარტს ჩატარებული დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი 1 ცალი კომპაქტდისკი, ერთ პაკეტად დაულუქავ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გადმოგზავნილი, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე 2016 წლის 16 მარტს ჩატარებული დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი 1 ცალი კომპაქტდისკი, ერთ პაკეტად დაულუქავ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გადმოგზავნილი, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე 2016 წლის 18 მარტს ჩატარებული დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი 01 ცალი კომპაქტდისკი, ერთ პაკეტად დაულუქავ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გადმოგზავნილი, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, 2016 წლის 16 ნოემბერს ჩატარებული დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი 01 ცალი კომპაქტდისკი, ერთ პაკეტად დაულუქავ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გადმოგზავნილი, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, 2016 წლის 17 ნოემბერს ჩატარებული დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი 01 ცალი კომპაქტდისკი, ერთ პაკეტად დაულუქავ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გადმოგზავნილი, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, 2016 წლის 21 ნოემბერს ჩატარებული დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი 01 ცალი კომპაქტდისკი, ერთ პაკეტად დაულუქავ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გადმოგზავნილი, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, 2016 წლის 25 ნოემბერს ჩატარებული დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი 01 ცალი კომპაქტდისკი, ერთ პაკეტად დაულუქავ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროდან 2018 წლის 27 დეკემბერს გამოთხოვილი ინფორმაციის (ვიდეოჩანაწერები და პროგრამა) ამსახველი 13 ცალი კომპაქტდისკი, ერთ პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
და-------------ისაგან ყადაღის დადების ფარგლებში ამოღებული ლე------------ის კუთვნილი მოტოციკლეტის (D-----------------) სარეგისტრაციო მოწმობა და გასაღები, ერთ პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ს.ს. ,,სილქნეტიდან“ 2018 წლის 27 დეკემბერს გამოთხოვილი ამსახველი 01 ცალი კომპაქტდისკი, ერთ პაკეტად დაულუქავ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
შ.პ.ს. ,,ო--------------------დან და შ.პ.ს. ,,მ-----------------------------–-------------------------“ გამოთხოვილი სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, 07 ცალი კომპაქტდისკი, ერთ პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს.ს. ,,თ---------------“ გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი 01 ცალი კომპაქტდისკი, ერთ პაკეტად დაულუქავ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს.ს. ,,პ-----------------------“ გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი 01 ცალი კომპაქტდისკი, ერთ პაკეტად დაულუქავ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
შ.პ.ს. ,,მ--------------“ გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი 01 ცალი კომპაქტდისკი, ერთ პაკეტად დაულუქავ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს.ს. ,,ლ------------------“ გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი 01 ცალი კომპაქტდისკი, ერთ პაკეტად დაულუქავ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
შ.პ.ს. ,,ჩ----------------დან გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი 01 ცალი კომპაქტდისკი, ერთ პაკეტად დაულუქავ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს.ს. ,,ტ--------------“ გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი 01 ცალი კომპაქტდისკი, ერთ პაკეტად დაულუქავ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს.ს. ,,ვ---------------------------------“ გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი 01 ცალი კომპაქტდისკი, ერთ პაკეტად დაულუქავ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან“ გამოთხოვილი სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამსახველი 13 კომპაქტ დისკი ერთ პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს.ს. ,,ს----------–-------------’’ გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი 01 ცალი კომპაქტდისკი, ერთ პაკეტად დაულუქავ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
შ.პ.ს. ,,ლ--------------–---------’’ გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი 01 ცალი კომპაქტდისკი, ერთ პაკეტად დაულუქავ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
შ.პ.ს. ,,ბ----–--------“ გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი 01 ცალი კომპაქტდისკი, ერთ პაკეტად დაულუქავ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს.ს. ,,ბ---------------“ გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი 01 ცალი კომპაქტდისკი, ერთ პაკეტად დაულუქავ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
შ.პ.ს. ,,ა--------------“ (-----------) გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი 01 ცალი კომპაქტდისკი, ერთ პაკეტად დაულუქავ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
შ.პ.ს. ,,ა--------------“ (სამორინე-კაზინო) გამოთხოვილი სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, 01 ცალი კომპაქტდისკი, ერთ პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ფარული საგამოძიებო მოქმედების - სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შედეგად მოპოვებული აუდიო-ინფორმაციის ამსახველი 08 ცალი კომპაქტდისკი, ერთ პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
შ.პ.ს. ,,მ---------“ გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი 01 ცალი კომპაქტდისკი, ერთ პაკეტად დაულუქავ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
შ.პ.ს. ,,მ-----------------------------–------------------------“ და შ.პ.ს. ,,მ------------------------------–-----------------------“ ამოღებული ოქროს სამკაულების ფოტოსურათების ამსახველი 01 ცალი კომპაქტდისკი, ერთ პაკეტად დაულუქავ მდგომარეობაში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
გი-------–-------ის განცხადებით წარმოდგენილი დედანი დოკუმენტები, ერთ პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში (ინახება თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
გა-------------ის განცხადებით წარმოდგენილი შესყიდვის აქტები, ერთ პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში (ინახება თბილისის პროკურატურის ადმინსიტრაციულ შენობაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ს.ს. ,,ლ------------------“ ამოღებული დედანი დოკუმენტები ერთ პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში (ინახება თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ს.ს. ,,ს----------–-------------“ ამოღებული დედანი დოკუმენტები ერთ პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში (ინახება თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
შ.პ.ს. ,,მ-----------------------------–------------------------“ ამოღებული დედანი დოკუმენტები ერთ პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში (ინახება თბილისის პროკურატურის ადმინსიტრაციულ შენობაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
შ.პ.ს. ,,მ-----------------------------–-----------------------“ ამოღებული დედანი დოკუმენტები ერთ პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში (ინახება თბილისის პროკურატურის ადმინსიტრაციულ შენობაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
შ.პ.ს. ,,ჯაბა კრედიტიდან“ ამოღებული დედანი დოკუმენტები ერთ პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში (ინახება თბილისის პროკურატურის ადმინსიტრაციულ შენობაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
სო---------------ისაგან ამოღებული ლე------------ის კუთვნილი ავტომანქანა (MINI COOPER“), დალუქულ მდგომარეობაში განთავსებულია ქ. თბილისის პროკურატურის ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
და-------------ისაგან ყადაღის დადების ფარგლებში ამოღებული, ლე------------ის კუთვნილი მოტოციკლეტი (D-----------------), დალუქულ მდგომარეობაში განთავსებულია თბილისის პროკურატურის ავტოფარეხში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ლევან თევზაძე
მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე
კახაბერ მაჭავარიანი