განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100118002751856
საქმე №1/ბ-305-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 თებერვალი, 2020 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - გივი კაპანაძე
სტაჟიორ-პროკურორის - კ------- ბ------ს
ადვოკატის - გ------- დ---–-–---–ის
მსჯავრდებულის - პ-----------------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე პ----- ე-–-----ას ძე დ---------ის მიმართ, დაბადებული 0---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი N6----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ქუთაისი, მ-----–--ის ქ. 17;
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ პ-----------------ემ ჩაიდინა:
- ყალბი პირადობის ელექტრონული მოწმობის დამზადება (ორი ეპიზოდი);
- ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით;
ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2015 წლის 7 მაისს პ-----------------ემ მიმართა და სსგს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში არასწორი დაბადების თარიღის 19---–-–-----------------ს ნაცვლად 1----–-–----------------ს მითითებით დაამზადა ყალბი საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა N---------, რაც გაიცა 2015 წლის 21 მაისს;
- 2017 წლის 04 მაისს პ-----------------ემ მიმართა და სსგს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში არასწორი დაბადების თარიღის 19---–-–-----------------ს ნაცვლად 1----–-–----------------ს მითითებით დაამზადა ყალბი საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა N---------, რაც გაიცა 2015 წლის 04 მაისს.
- 2018 წლის 19 აგვისტოს დაახლოებით 23:50 საათზე, ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზ. N86-ში მდებარე შპს „დ---–-ს“ მაღაზიაში დანით შეიარაღებული პ-----------------ე სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დაესხა მოლარე- კონსულტანტებს - ნ----- გ----–--ეს და ხ----- გ----–--ეს და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა სალარო აპარატის უჯრას მასში არსებული 683 (ექვსას ოთხმოცდასამი) ლარამდე ფულად თანხასთან ერთად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის განაჩენით პ-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 7 მაისის ეპიზოდი) - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 4 მაისის ეპიზოდი) - ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ პ-----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
მსჯავრდებულ პ-----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 20 აგვისტოდან.
2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - მსჯავრდებულ პ-----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი გ------- დ---–-–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის განაჩენში პ-----------------ის სასარგებლოდ, სასჯელის ნაწილში, კერძოდ, იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედებები, იგი არ ყოფილა წასწრებული დანაშულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე, ხასიათდება დადებითად, არ არის ნასამართლევი, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, სასამართლომ შეუმციროს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, პ. დ---------ეს სასჯელის 1/3 ჩაეთვალოს პირობით.
პროკურორს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - მსჯავრდებულ პ-----------------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს გ------- დ---–-–---–ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მსჯავრდებულის მიმართ სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მინიმუმადე შემიცირება და საბოლოოდ სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება.
ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორს კ------- ბ------ს, რომელიც არ დაეთანხმა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა პ-----------------ის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ პ-----------------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ, სასამართლოში გამოკვლეულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმე ომარ ხოხიაშვილის ჩვენებით; სსგს ქუთაისის სრ სამსახურიდან მიღებული N--------- წერილითა და თანდართული მასალებით; შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის M------------- წერილით; სსიპ მომსახურეობის სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს რეგიონალური მართვის სამმართველოს ქ.ქუთაისის სამსახურის წერილითა და თანდართული მასალებით; იმერეთის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის N----------- წერილით, სსგს ქუთაისის სრ სამსახურიდან მიღებული N--------- წერილითა და თანდართული მასალებით, ქუთაისის სამხედრო სამსახურის N-------- წერილით, სააღრიცხვო ბარათით, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის M------------------- წერილით, საშუალო განათლების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტებით, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის N-------- წერილით და დიპლომის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტებით; ჯ----–- დ---------ის გარდაცვალების სააქტო ჩანაწერით; მოწმეების: ლ---–- დ---------ის, ს--–---- რ---–---–ის ნ----- გ----–--ის, ხ----- გ----–--ის, მ------ დ-----ის, ბ--- კ---–-–---–ის გამოკითხვის ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით; შპს „დ---–-ს“ სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერებით, შპს „დ---–-ს“ სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების გახსნისა და დათვალიერების ოქმებითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ პ-----------------ის ქმედებებს მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება. განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი.
სააპელაციო პალატა პ-----------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სააპელაციო პალატა სასჯელის განსაზღვრისას ითვალისწინებს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, დამნაშავის პიროვნებას და წარსულს, კერძოდ, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედებები, ხასიათდება დადებითად, წარსულში არ არის ნასამართლევი, ითანამშრომლა გამოძიებასთან და კანონით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელება შესაძლებლად მიაჩნია პ-----------------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმის განსაზღვრით, ამასთან, პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს რა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათზე და საზოგადოებრივ საშიშროებაზე (სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი) არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულ იქნას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი შეღავათი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში პ-----------------ის მიმართ შეტანილ იქნას მსჯავრდებულისათვის სასიკეთო ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ პ-----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის, გ------- დ---–-–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის განაჩენში შეტანილ იქნას მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
პ-----------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილითა; საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 7 მაისის ეპიზოდი) - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 4 მაისის ეპიზოდი) - ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, პ-----------------ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ პ-----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 20 აგვისტოდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
პ-----------------ის პირადობის ელექტრონული მოწმობა, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილებაში - განადგურდეს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული: ანაწმენდები, ხელის კვლები, ქსოვილის ნაჭერი, აქტიური ნახშირი, სიგარეტის ნამწვი, პ-----------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ქსოვილის ნაჭერი, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილებაში - განადგურდეს;
პ-----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საცხოვრებელი სახლის გასაღები, საფულე მასში მოთავსებული აიდი ბარათით, შარვალი, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს;
პ-----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული თანხა 170 ლარის ოდენობით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული გარე საკეტი, შიდა საკეტი, პ-----------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ლითონის მონეტები, სალარო აპარატის უჯრა, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილებაში - დაუბრუნდეს დაზარალებულს, ან შესაბამის უფლებამოსილ პირს;
პ-----------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის მაისური, 2 დანა, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს;
პ-----------------ისაგან ამოღებული ნერწვის ნიმუში, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილებაში - განადგურდეს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი; საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი, შპს „დ---–-ს“ მაღაზიის შიდა და გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
შპს „დ---–-ს“ მაღაზიის შიდა და გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები მეხსიერების ბარათზე, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილებაში - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე