განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002898264
საქმე № 1ბ/2029-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მაკა გველესიანი
სხდომის მდივანი მერი ლაბარტყავა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ნ--------------–ი.
დაცვის მხარე: ადვოკატი: ლ----- ა-------.
გამართლებული: ვ------- ბ-–------–ი, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე (საქართველოს მოქალაქის პირადი N-----------), ნასამართლობის არმქონე, არასრული საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, მცხოვრები რეგისტრაციის მიხედვით: დ--–-----------------------–-----, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------–----------------, ბ-------ში.
წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „ბ” ქვეპუნქტები; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
განაჩენის მიხედვით: ვ------- ბ-–------–ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „ბ” ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--------------–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ვ------- ბ-–------–ის მიმართ, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ აღნიშნულ ბრალთან მიმართებით არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც ქმნიდა სასამართლოსთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ვ------- ბ-–------–ის ბრალეულობაში. სასამართლო არ დაეყრდნო კანონისა და სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების მოთხოვნებს და დაუსაბუთებლად გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ვ------- ბ-–------–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, კერძოდ: შეტყობინება, დაზარალებულის მ------ ა-------ს ჩვენება, დაზარალებულთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, გამომძიებლების- თ----- რ------ის და გ------- თ----ის ჩვენებები. აპელანტის შეფასებით, მართალია მ------ ა-------მ არ დაადსტურა გამოძიებაში მიცემული ჩვენება, მაგრამ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ იგი დაინტერესებული პირი იყო საქმის წარმოებით და აქტიურად ერეოდა მ------ ა-------სთან ჩატრებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის კორექტირების მცდელობაში, რის საფუძველზეც გამოიცა შემაკავებელი ორდერი. დაკითხულმა მასწავლებელებმა, მიუხედავად იმისა, რომ შეეცადნენ იმ გარემოების იმდაგვარ წარმორჩინებას, რომ თითქოს მ------ ა------- თავისი ინიციატივით აცხადებდა, რომ პოლიციაში არასწორი ჩვენება მისცა და საზოგადოების დახმარებით ცდილობდა გამოსავლის პოვნას, დაადასტურეს ინფორმაცია, რომ მ------ ა------- ჩვენების შეცვლით დედას- მ------ ა-------ს გაახარებდა. აღნიშნულზე საუბრობდა მ------ ა-------ს სოციალური მუშაკიც. მოცემულ შემთხვევაში მ------ ა-------ს ქმედებები ნამდილად ჰგავს ოჯახური ძალადობის მოწმეთა კლასიკურ საქციელს, რომლებიც ძალადობის შემდგომ მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში განაგძობენ ცხოვრებას, რაც უბიძგებს მას მოძალადისგან მომავალი საფრთხის განეიტრალებისაკენ (თვითგადარჩენისაკენ), და აღნიშნულის გამოსავალს ხედავს მის მიმართ ლმობიერი პოზიციის დაკავებაში. საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოქვეყნებული იქნა მ------ ა-------ს ჩვენება. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, რომ მ------ ა-------მ შეცვალა ჩვენება, რომელიც უნდა შეფასედეს საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. სს საქმეში წარმოდგენილია შემაკავებელი ორდერი, სოციალური მუშაკისა და გამომძიებლის ჩვენება. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ მტკიცებულებათა სტანდარტს და ითხოვს ვ------- ბ-–------–ის დამნაშავედ ცნობას და მისთვის კანონიერი, სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელის განსაზღვრას, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან (იხ.სააპელაციო საჩივარი).
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ, გამართლებულ ვ------- ბ-–------–ის ადვოკატმა ლ----- ა-------მ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება (იხ. შესაგებელი).
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, აპელანტმა ნ--------------–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, გამართლებულმა ვ------- ბ-–------–მა და მისმა ადვოკატმა ლ----- ა-------მ ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ვ------- ბ-–------–ის მიერ მ------ ა-------ს მიმართ ფიზიკური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენის ფაქტი და ვ------- ბ-–------–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „ბ” ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
წარდგენილი ბრალდების არსი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ------- ბ-–------–ს წარედგინა ბრალდება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; მასევე, წარედგინა ბრალი მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ------- ბ-–------–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 7 თებერვალს, დაახლოებით 22:45 საათზე, ქ-------–--–----–-----------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ და აღნიშნულ საცხოვრებელ კორპუსში განთავსებულ ბ-------ში, ვ------- ბ-–------–მა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ფიზიკური ძალადობა განახორციელა თავისი მამის გერის - არასრულწლოვან მ------ ა-------ს მიმართ, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას. კერძოდ, მიაჩნდა რა ქალის ძირითად ფუნქციად სახლის საყოფაცხოვრებო საქმეების შესრულება, არ აღიარებდა ქალისათვის განათლების მიღების საჭიროებას და მ------ ა-------ს, როგორც ქალს, მოუწოდებდა, რომ მისი მოთხოვნები უპირობოდ შეესრულებინა, მათ შორის არ განეხორციელებინა სატელეფონო კომუნიკაცია მეგობრებთან. მ------ ა-------ს მხრიდან წინააღმდეგობრივი დამოკიდებულების გამოხატვისას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას, კერძოდ, ქ-------–--–----–-----------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ გაჩერებულ ავტომანქანაში, ხელი მოუჭირა მას მკლავზე და სილა გაარტყა ლოყაში, რის შემდეგაც ამავე კორპუსის საცხოვრებელ ბ-------ში მისულს, თავის არეში დაარტყა შეკრული ხელის მტევანი, თმა ძლიერად მოქაჩა მას და მუცლის არეში კვლავ ჩაარტყა ხელი, რა დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფის თითოეულ შემთხვევაში მ------ ა-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ფიზიკური ძალადობის ფაქტს ესწრებოდა მ------ ა-------ს დედის არასრულწლოვანი გერი - 15 წლის გ--- ბ-–------–ი, რომელთან ერთადაც მ------ ა------- მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას.
2019 წლის 7 თებერვალს, დაახლოებით 22:45 საათზე, ქ-------–--–----–-----------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ და აღნიშნულ საცხოვრებელ კორპუსში განთავსებულ ბ-------ში, ვ------- ბ-–------–მა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა განახორციელა თავისი მამის გერის - არასრულწლოვანი მ------ ა-------ს მიმართ, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას. კერძოდ, მიაჩნდა რა ქალის ძირითად ფუნქციად სახლის საყოფაცხოვრებო საქმეების შესრულება, არ აღიარებდა ქალისათვის განათლების მიღების საჭიროებას და მ------ ა-------ს, როგორც ქალს, მოუწოდებდა, რომ მისი მოთხოვნები უპირობოდ შეესრულებინა, მათ შორის არ განეხორციელებინა სატელეფონო კომუნიკაცია მეგობრებთან. მ------ ა-------ს მხრიდან წინააღმდეგობრივი დამოკიდებულების გამოხატვისას, ვ------- ბ-–------–ი დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ------ ა-------ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ე.ი. ვ------- ბ-–------–ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „ბ” ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა რა პროკურორ ნ--------------–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამართლებულ ვ------- ბ-–------–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა ვ------- ბ-–------–მა გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება;
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
დაზარალებულ მ------ ა-------ს დედის - მ------ ა-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს მეუღლესთან - დ-------- ბ-–------–თან, შვილებთან - მ------ ა-------სთან და ა--------- ბ-–------–თან და სამ გერთან - გ------- ბ-–------–თან, ვ------- ბ-–------–თან და გ--- ბ-–------–თან ერთად. ვ------- ბ-–------–ს და მ------ ა-------ს ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, თუმცა ბოლო დროს ეს ურთიერთობა დაიძაბა. მისთვის ცნობილი გახდა, რომ მ------ი ტელეფონით ეკონტაქტებოდა მისთვის უცნობ სრულწლოვან მამაკაცს. აღნიშნულთან დაკავშირებით მან სთხოვა ვ-------ს, რათა დალაპარაკებოდა მ------ს და გაერკვია, რა ხდებოდა. 2019 წლის 7 თებერვალს, ვ-------ი და მ------ი სასაუბროდ ჩავიდნენ ეზოში მდგარ ავტომანქანაში. სახლიდან გასვლიდან მალევე მ------ი დაბრუნდა აღელვებული და გაღიზიანებული. უთხრა, რომ ვ-------მა გაარტყა ხელი. ამავე დროს სახლში დაბრუნდა ვ-------იც, რომელსაც მ------თან კამათი აღარ გაუგრძელებია. მ------ი ამბობდა, რომ მის ცხოვრებაში ჩარევის უფლება არავის ჰქონდა. ამ დროს ვ-------ის მხრიდან მ------ის მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ისევე, როგორც ადგილი არ ჰქონია დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარას.
არასრულწლოვანი მოწმე გ--- ბ-–------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ვ------- ბ-–------–ის ძმა. ბოლო პერიოდში მ------ი გახდა აგრესიული და უხეში. ვ-------ი ხშირად არიგებდა მ------ს ჭკუას. 2019 წლის 7 თებერვალს, ვ-------ი და მ------ი სალაპარაკოდ ჩავიდნენ ეზოში მდგარ მანქანაში, საიდანაც მალევე დაბრუნდნენ. მ------ი იყო აღელვებული, ვ-------ი კვლავ არიგებდა და ესაუბრებოდა, ასევე დედაც ესაუბრა მ------ს. ამის შემდეგ მ------ი ჩაიკეტა ოთახში და თქვა: ,,ნახეთ თქვენ რა გიყოთო“ და გამოიძახა პოლიცია.
მოწმე დ-------- ბ-–------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ვ------- ბ-–------–ის მამა. 2019 წლის 7 თებერვალს მომხდარის შესახებ გამომძიებლისაგან შეიტყო, როდესაც ვ------- ბ-–------–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. ამის შემდეგ მეუღლისაგან გაიგო მომხდარის შესახებ. ვ-------ისაგან გაარკვია, რომ არავითარ ძალადობას და მუქარას მისი მხრიდან მ------ის მისამართით ადგილი არ ჰქონია და მ------ს უთქვამს მისთვის: ,,შენ არ გაქვს ჩემს ცხოვრებაში ჩარევის უფლებაო“ და დაურეკავს პოლიციაში. მ------ი ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში უარყოფითად რეაგირებს შენიშვნებზე. მოგვიანებით მ------მა უთხრა მას, რომ ,,გავაზვიადე ყველაფერი, არ ვიცოდი თუ ამას ეს შედეგი მოჰყვებოდაო“.
მოწმე გ------- ბ-–------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ვ------- ბ-–------–ის ძმა. მომხდარს თვითონ არ შესწრებია და ეს ამბავი შეიტყო მ------ ა-------საგან, კერძოდ, ვ-------სა და მ------ს შორის მომხდარა შელაპარაკება, რის შემდეგაც მ------ს დაურეკავს პოლიციაში. ვ-------ს და მ------ს ბოლო პერიოდში დაეძაბათ ურთიერთობა, ვინაიდან ვ-------ი შენიშვნებს აძლევდა ხოლმე მას, რაც მ------ს არ მოსწონდა.
მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულის მეგობარის არასრულწლოვანი მ----------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის დეკემბრის თვეში მასთან სახლში მივიდა მ------ ა-------, რომელიც იყო გაღიზიანებული, თუმცა აღნიშნულის მიზეზი რა იყო, - მ------ისთვის არ უკითხავს და არც მას მოუყოლია ამის შესახებ. მას მერე მ------ი მასთან ცხოვრობს, რადგან მ------ის თქმით, სახლში პრობლემები აქვს. იცის, რომ თებერვლის თვეში კონფლიქტი მოუვიდა ძმასთან და ამის გამო ვ------- ბ-–------–ი დააკავეს. მომხდარი კონფლიქტის დეტალები მისთვის უცნობია. მისი ინფორმაციით, ვ-------ი მ------ს მეგობრებთან ურთიერთობას და ცეკვაზე სიარულს არ უშლიდა.
მოწმე მ-----– ა-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ არის მ------ ა-------ს ძმა. 2019 წლის 8 თებერვალს, შუაღამისას, მას დაურეკა მ------ ა-------მ და უთხრა, რომ პოლიციის მუშაკები და სოციალური მუშაკი მასთან მიიყვანდნენ მ------ ა-------ს. მათ მ------ი დატოვეს მასთან. მ------სგან ცნობილი გახდა ასევე ისიც, რომ ვ-------სა და მ------ს შორის მომხდარა შეკამათება სატელეფონო მიმოწერასთან დაკავშირებით. იგივე დაუდასტურა მ------მაც, რომელიც ბებია-ბაბუის მიმართაც გამოხატავდა აგრესიას და არ მოსწონდა, როდესაც შენიშვნას აძლევდნენ.
მოწმეების ო--------------–---–---------------–------ს ჩვენებებით დადგენილია, რომ ისინი ცხოვრობენ ქ-------–--–----–-----------------ში, მ------ ა-------ს და დ-------- ბ-–------–ის მეზობლად. 2019 წლის 7 თებერვალს მეზობლებისაგან შეიტყეს, რომ ვ------- ბ-–------–სა და მ------ ა-------ს შორის მომხდარა კამათი, რაც გამოწვეული ყოფილა სატელეფონო მიმოწერით. ვ-------ს შენიშვნა მიუცია მ------ისთვის, რასაც მ------ის გაღიზიანება მოჰყოლია და დაურეკავს პოლიციაში.
დაზარალებულ მ------ ა-------ს პედაგოგის და კლასის დამრიგებელის ე---------- ს----–---–-ს მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მას ახლო ურთიერთობა აქვს მ------თან, რადგან ასწავლის მას უკვე 6 წელია. მ------ი იყო წარჩინებული მოსწავლე, მაგრამ ბოლო დროს იგი ხშირად იყო უხასიათოდ და იყო პასიური. როცა იკითხა მიზეზი, მ------მა უთხრა, რომ ძმასთან მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება და ამის გამო გაბრაზებულმა, დარეკა ,,112-ში“ და პოლიციას მიაწოდა გადაჭარბებული ინფორმაცია. მოწმემ აღნიშნა, რომ მ------ს შესთავაზა დახმარება და გაჰყვა პოლიციის განყოფილებაში, რათა მ------ს მოეყოლა სიმართლე და შეეცვალა ჩვენება, თუმცა გამომძიებელმა აღნიშნულ მოთხოვნაზე უარი განაცხადა.
რუსული ენის პედაგოგის ც-----------–-----–---–ის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მ------ი არის მისი მოსწავლე და მომხდარის შესახებ იცის მ------ის კლასის დამრიგებელ ე---------- ს----–---–-საგან, რომელმაც მოუყვა მას მ------ის მონათხრობი.
ქორეოგრაფიის მასწავლებელის - დ--–-------–---–ის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მ------ ა------- მათ სტუდიაში სწავლობს ქართულ ცეკვას. მ------ი ხშირად აცდენდა გაკვეთილებს და როცა დაინტერესდა რა იყო ამის მიზეზი, მ------მა უამბო, რომ ძმასთან - ვ-------თან, მოუვიდა შეკამათება ტელეფონით შეტყობინებების გაგზავნასთან დაკავშირებით, რის გამოც იგი ძალიან გაღიზიანდა და დარეკა ,,112-ში“. მ------ი ძალიან ნერვიულობდა მომხდარის შესახებ და ამბობდა, რომ ,,გაბრაზებულ გულზე“ მივმართე პოლიციასო. მასწავლებელმა განმარტა, რომ მ------ი ,,მძიმე ხასიათის“ ბავშვია, იგი შენიშვნებზე მკვეთრად უარყოფითად რეაგირებდა.
სოციალური მუშაკის ი---- ჩ-----–--ის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ გამომძიებელ თ----- რ------ის დადგენილების საფუძველზე, როგორც საპროცესო წარმომადგენელმა, მონაწილეობა მიიღო სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებში, სადაც დაზარალებულს წარმოადგენდა არასრულწლოვანი მ------ ა-------. მოწმემ განმარტა, რომ დაესწრო დაზარალებულის გამოკითხვას, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობას. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას მ------ს რაიმე პრეტენზია ან შენიშვნა შესაბამის საგამოძიებო მოქმედებების ამსახველ ოქმებთან და მათში ასახულ ინფორმაციასთან დაკავშირებით არ ჰქონია, თუმცა მოგვიანებით მ------მა უთხრა, რომ მის მიერ გამომძიებლისათვის ნათქვამი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა ვ-------ის მიერ დანის მეშვეობით მასზე განხორციელებულ მუქარას, არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. აღნიშნული მ------მა ახსნა იმით, რომ გამოკითხვისას და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას იყო განერვიულებული და დაბნეული, ხოლო სინამდვილეში ვ-------ის მხრიდან დანით სიცოცხლის მოსპობის მუქარას ადგილი არ ჰქონია.
მხარეთა მიერ უდავო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 5 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნა, რომლის თანახმად, 2019 წლის 15 თებერვალს, მოქალაქე მ------ ა-------ს პირადი შემოწმებისას /ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში/ მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღინიშნება.
14 წლის არასრულწლოვანი დაზარალებულის მ------ ა-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ვ------- ბ-–------–ი არის მისი მამინაცვლის შვილი და ცხოვრობდა მასთან ერთად. ბოლო დროს ვ-------თან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა, ვინაიდან ისინი ვერ უგებდნენ ერთმანეთს. ვ-------ს სურდა, მას მხოლოდ დიასახლისის როლი შეესრულებინა და არ ესწავლა. 2019 წლის 7 თებერვალს, ვ-------მა უთხრა, რომ სასაუბროდ ჩასულიყვნენ ეზოში. დაახლოებით 23:00 საათზე, ისინი ჩავიდნენ ეზოში და ჩასხდნენ საცხოვრებელ კორპუსთან მდგარ ავტომანქანაში. ვ-------მა ჰკითხა, რატომ ეჭირა მუდმივად ხელში ტელეფონი და ვის წერდა ე.წ მესიჯებს. ასევე უთხრა, რომ მინდობოდა მას და ეთქვა ყველაფერი. მ------მაც გაუმხილა, რომ ჰყავდა შეყვარებული და მასთან აწარმოებდა სატელეფონო მიმოწერას. ამის გამო ვ-------ი გაღიზიანდა, მიმართა მას უწმაწური სიტყვებით, რის გამოც მან დააპირა მანქანიდან გადასვლა, თუმცა ვ-------მა მოუჭირა ხელი მკლავზე, შეაბრუნა თავისკენ და მარჯვენა მხარეს სახეში გაარტყა ხელი. ამის შემდეგ მ------ი გაიქცა სახლში, გადაკეტა სახლის კარი, რათა არ შესულიყო ვ-------ი მასთან, თუმცა დედამისმა მაინც შემოუშვა ვ-------ი სახლში. შემოსვლისას ვ-------მა განაგრძო ჩხუბი და კვლავ დაარტყა მას ხელი თავისა და მუცლის არეში. ვ-------ის ყოველი დარტყმის შედეგად იგი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. დედამისი და გ--- ცდილობდნენ ვ-------ის შეკავებას, რა დროსაც მან შეძლო საძინებელ ოთახში შესვლა და კარის შიგნიდან გადაკეტვა. ვ-------ი კი ემუქრებოდა მოკვლით და უყვიროდა გაეღო კარი, რის გამოც ძალიან შეეშინდა და დარეკა პოლიციაში. გარედან ესმოდა დედამისის ხმა, რომელიც ვ-------ს ეუბნებოდა - დააგდე დანაო, თუმცა დანა უშუალოდ მას არ დაუნახავს. მას შემდეგ, რაც ვ-------მა გაიგონა, რომ მ------მა დარეკა პოლიციაში, - წავიდა სახლიდან. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას მ------მა მიუთითა დანაზე, რომელიც ივარაუდა, რომ იყო ის დანა, რომელიც ვ-------ს უნდა სჭეროდა ხელში.
2019 წლის 9 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, დადგენილია, რომ ქ-------–--–----–-----------------–--------------–----------–----------–---------------–---------ში, მ------ ა-------მ მიუთითა სამზარეულოში კარადის ზედაპირზე განთავსებულ დანაზე და განმარტა, რომ ვ------- ბ-–------–ს ხსენებული დანა ეკავა ხელში, როდესაც ვ-------ი მისთვის დასარტყმელად იწევდა.
2019 წლის 9 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად კი, სამზარეულო ოთახში არსებული კარადის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი დანა, რომელიც მოთავსებულ იქნა ერთ ცალ პაკეტში, დაილუქა, დაესვა თარიღი და გაკეთდა მონაწილე პირთა ხელმოწერები.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტ-კრიმინალისტი ი-----–-----–----, რომელმაც დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე და განმარტა, რომ მ------ ა-------მ მიუთითა მას იმ დანაზე, რომლითაც დაემუქრა მას თავისი ძმა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა - გ------------------------------–-------------------------–---–----------------------------–-------------- დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და სისწორე.
სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს არგუმენტებს ვ------- ბ-–------–ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ვ------- ბ-–------–ის მიერ მ------ ა-------ს მიმართ ფიზიკური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენის ფაქტს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისათვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისათვის, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ვ------- ბ-–------–ი და მ------ ა------- არიან ოჯახის წევრები - არაბიოლოგიური და-ძმა, რომლებიც მუდმივად ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
სააპელაციო პალატამ, გააანალიზა რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ სახელმწიფო ბრალდებას არ წარმოუდგენია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ ვ------- ბ-–------–მა ჩაიდინა მ------ ა-------ს მიმართ ფიზიკური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და ვ------- ბ-–------–ის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, რომელიც დაადასტურებდა ვ------- ბ-–------–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვ------- ბ-–------–ის საქმეში არსებული მტკიცებულებები მოპოვებულია საპროცესო კანონით დადგენილი წესების სრული დაცვით, რის გამოც ამ მხრივ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიმართ დავის საფუძველი არ არსებობს. თუმცა ეს გარემოება არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ცალკეული მტკიცებულების მიმართ დაისვას საკითხი მისი სანდოობისა და დამაჯერებლობის თაობაზე მომხდარი შემთხვევის გარემოებებთან შეხებისა და მათი ადეკვატურად ასახვის თვალსაზრისით. თითოეული მტკიცებულების ეს მხარე განაპირობებს მის უტყუარობასა თუ არასარწმუნოობას, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს სასამართლომ განაჩენის დადგენისას, როგორც მტკიცებულების ობიექტური შეფასებისა და დასაბუთებული სამართლებრივი დასკვნების საფუძველი. მტკიცების პროცესში აღნიშნული საკითხისადმი სწორი და თანმიმდევრული ან პირიქით – არასწორი და არათანმიმდევრული მიდგომა პირდაპირ გავლენას ახდენს სასამართლო გადაწყვეტილებაზე როგორც პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის შესახებ, ასევე – პირის მიერ ჩადენილი ქმედების სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციის მართებულობაზეც.
მოცემულ შემთხვევაში პალატა აფასებს რა დაზარალებულის ჩვენებას, თუ რამდენად სანდოა იგი და რამდენად აქვს მას მტკიცებულებითი მნიშვნელობა და მიიჩნევს, რომ დაზარალებულის ჩვენება არ არის თანმიმდევრული და არ შეესაბამება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს შემდეგ გარემოებათა გამო: მტკიცებულებითი ძალა აქვს მხოლოდ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას და სწორედ ის უნდა შემოწმდეს და შეფასდეს ობიექტურად საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ინფორმაცია, რაც არასრულწლოვანმა დაზარალებულმა მიაწოდა გამოძიებას და რაც შემდეგ აღწერილ იქნა მის გამოკითხვის ოქმში. კერძოდ, იგი გამოძიების ეტაპზე მიუთითებდა მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე და აღნიშნავდა, რომ ვ------- ბ-–------–ი დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული გამოკითხვის შემდეგ გამომძიებლის მიერ ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც დაზარალებულის მითითებით ამოღებულ იქნა ის დანა, რომლითაც მასზე განხორციელდა მუქარა, თუმცა სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა განაცხადა, რომ დანით დამუქრების ფაქტს ადგილი არ ჰქონია და მან ივარაუდა, რომ ვ------- ბ-–------–ი მას დანით ემუქრებოდა. გამოკითხვის და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ დაზარალებულმა სოციალურ მუშაკთან და პედაგოგებთან განაცხადა, რომ მას არ უთქვამს დანის მეშვეობით მუქარის განხორციელების შესახებ და იგი გამომძიებლებმა თავიანთი ინიციატივით ჩაწერეს შესაბამის ოქმებში, თუმცა სასამართლო სხდომაზე დაიკითხა სოციალური მუშაკი ი---- ჩ-----–--ე, რომელმაც განმარტა, რომ პირადად ესწრებოდა მ------ ა-------ს გამოკითხვას და საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობას, რა დროსაც შესაბამის ოქმებში აისახა უშუალოდ მ------ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და რაიმე შენიშვნა დაზარალებულს ამ ოქმებში ასახული ინფორმაციის ნამდვილობასთან არ ჰქონია. მოგვიანებით მ------მა უთხრა, რომ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის ეს ნაწილი არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, ნათქვამი განპირობებული იყო ნერვიულობით და დაბნეულობით. გარდა აღნიშნულისა, მ------ ა-------მ მსგავსი ინფორმაცია მიაწოდა მის პედაგოგებს - ე---------- ს-----–---–ს და დ--–-------–---–ს, რომელთაც განუმარტა, რომ ,,გაბრაზებულ გულზე“ გადაჭარბებული ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას და ვ------- ბ-–------–ის მხრიდან ძალადობის ან მუქარის ფაქტს სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია. მაშასადამე, მ------ ა-------მ მის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის ნამდვილობა მოგვიანებით უარყო რამდენიმე პირთან საუბრისას, თუმცა ამის შემდეგ, სასამართლოში დაკითხვისას კვლავ დაადასტურა ვ------- ბ-–------–ის მხრიდან მისი მისამართით განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ნამდვილობა, რაც მიუთითებს დაზარალებულის ჩვენების მერყეობასა და არათანმიმდევრულობაზე. რაც შეეხება სოციალური მუშაკის - ი---- ჩ-----–--ის და მ------ ა-------ს პედაგოგების ჩვენებებს, მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი კი პალატას არ აქვს.
დაზარალებულის ჩვენების შეფასებისას პალატა აღნიშნავს, რომ ის როგორც კონფლიქტის დაწყების, ასევე ფიზიკური ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ნაწილში, რადიკალურ წინააღმდეგობაშია ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი კონფლიქტის თვითმხილველი მოწმეების მ------ ა-------ს და არასრულწლოვანი გ--- ბ-–------–ის ჩვენებებთან (მათ არ დაადასტურეს ვ------- ბ-–------–ის მხრიდან მ------ ა-------ს მიმართ ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტები). პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებში არსებული წინააღმდეგობები უკავშირდება უშუალოდ სავარაუდოდ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელებას დაწყებიდან დასრულებამდე დროის მონაკვეთს და განხორციელებული ქმედების აღწერას, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უმნიშვნელოდ. მოწმეები მათ მიერ მითითებულ ფაქტებზე საუბრობენ დარწმუნებით და არ უთითებენ, რომ შეიძლება ესა თუ ის გარემოება კარგად არ ახსოვდეთ სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო, რითაც შეიძლებოდა ახსნილიყო ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობა. დამოუკიდებლად აღებული რომელიმე წინააღმდეგობა, შესაძლოა, არ აკნინებს დაზარალებულის ჩვენების სანდოობას, თუმცა ეს წინააღმდეგობები, ერთობლივად აღებული, დამაჯერებლობასა და სანდოობას უკარგავს მის ჩვენებას და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს.
ასეთ ვითარებაში, ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივარში ვ------- ბ-–------–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებებად მოიშველია შეტყობინება, რომლის თანახმად, 2019 წლის 7 თებერვლს მ------ ა-------მ განახორციელა სატელეფონო ზარი. მან შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს ,,უფროსი ძმის“ მხრიდან 2019 წლის 7 თებერვალს განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე. აღნიშნული შეტყობინება, რომელსაც ბრალდების მხარე მიიჩნევს ვ------- ბ-–------–ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, მხოლოდ შეტობინებაა, რომელიც გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გამხდარიყო და რომელშიც აღწერილი დანაშაულებრივი ფაქტების ნამდვილობა სწორედ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად უნდა გადამოწმებულიყო. მასში აღწერილი ფაქტების ნამდვილობა კი შესაბამისი მტკიცებულებების შეკრებით უნდა დადასტურებულიყო.
გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, ვ------- ბ-–------–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხა გამომძიებელები, რომელთა ჩვენებებიც ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. მათი ჩვენები არის ირიბი ხასიათის, რადგან მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება ეფუძნება დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. მათი ჩვენებები, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს,ბრალდების მხარე, ვ------- ბ-–------–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებებად მოიშველია: საგამოძიებო ექსპერიმეტისა და დანის ამოღების ოქმები, რომლის მიხედვით ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მიმწოდებელი წყარო ერთი და იგივე პირია, მათ საფუძვლად უდევს დაზარალებულ მ------ ა-------ს მიერ მიწოდებული ინფორმაცია. შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფაქტობრივად არის დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შემოწმება, შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ამოღების ოქმი ვერ განიხილება პირდაპირ მტკიცებულებად.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას, რომ მოწმე მ------ ა-------ს გამოძიებაში მიცემული ჩვენება (რომელიც გამოქვეყნებული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოში) პალატის მიერ შეფასებული იქნეს როგორც პირდაპირი მტკიცებულება, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, შესაბამისად, მოწმე მ------ ა-------ს მიერ გამოძიების ეტაპზე გავრცელებულ ინფორმაციას ვერ მიენიჭება წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა და სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია უცილობლად უტყუარია. იგი უნდა გადამოწმდეს სხვა მტკიცებულებებით და მხოლოდ მათი ერთობლივი ანალიზის შედეგად უნდა დადგინდეს მ------ ა-------ს ნათქვამის ნამდვილობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამასთან, პალატა იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05, 45553/05, 35680/05, 36085/05, 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10, 31/).
საპელაციო პალატა ვერ გაიზარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ მოცემულ საქმეზე დაზარალებულის ჩვენების და საქმეში არსებულ სხვა ირიბ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისი იყო ვ------- ბ-–------–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარდით ადასტურებდა ვ------- ბ-–------–ის ბრალეულობას. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება-დაზარალებულის ჩვენების სახით, რომელიც თავის მხრივ არის არათანმიმდევრული და ცვალებადი, როგორც არასაკმარისი საფუძველი, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს პირის მსჯავრდებისათვის. საქმეში არ მოიპოვება არანაირი სხვა პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ვ------- ბ-–------–მა ჩაიდინა ფიზიკური ძალადობა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა არასრულწლოვან მ------ ა-------ს მიმართ. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს იმ ლოგიკურ მტკიცებულებათა ჯაჭვი, რომელიც იძლევა საფუძველს, რომ ვ------- ბ-–------–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დაზარალებულ მ------ ა-------ს წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დანაშაულად დადასტურებულად ჩაითვალოს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.
მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება ვ------- ბ-–------–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულთა ჩადენა, ვინაიდან, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ ვ------- ბ-–------–მა განახორციელა არასრულწლოვანი მ------ ა-------ს მიმართ ფიზიკური ძალადობა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა.
პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ვ------- ბ-–------–ის დამნაშავეობაში.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ--------------–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ--------------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ვ------- ბ-–------–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ვ------- ბ-–------–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 სექტემბრის განჩინებით ბრალდებულ ვ------- ბ-–------–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს 10.000 (ათი ათასი) ლარის ნაცვლად შეტანილ დ-------- ბ-–------–ის (---------------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, კერძოდ: ქა-–--------–--–----–-----------------–- მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდით 0----------------------- 10.000 (ათი ათასი) ლარის შესაბამისი ექვივალენტური თანაფარდობით.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოსურათების ამსახველი 1 (ერთი) ცალი დისკი, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული სამზარეულოს დანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მ------ ა-------ს, კანონით დადგენილი წესით;
ვ------- ბ-–------–ს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გველესიანი