განაჩენი

სისხლის სამართლის 25.02.2020
საქმის ნომერი
140100119003009679
ინსტანცია
თარიღი
25.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100119003009679

საქმე №1ბ/42-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

17 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

ბესიკ ბუგიანიშვილი

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - რ-----------–----ის,ადვოკატ - ე--------------–-----–---–ის,მსჯავრდებულ - ვ-–------------–--–---–ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ვ-–------------–--–---–ის ადვოკატ ე--------------–-----–---–ის და გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო---------------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ვ-–------------–--–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: N3----------, ნასამართლევი, მ–-----------------------------------–--------–--–ი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პ------–ი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 დეკემბრის განაჩენით:

 

ვ-–------------–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის პ------–ი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პ------–ი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ვ-–------------–--–---–ს მიესაჯა 7 (შვიდი) წლით თვისუფლების აღკვეთა;

 

სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა წინა - გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად შთანთქა ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელი, და ვ-–------------–--–---–ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

ვ-–------------–--–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

ძარცვა - სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; ასევე ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ხანმოკლე მოშლით) გათვალისწინებული შედეგი.

 

პ------–ი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2019 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 17 საათზე, მთვრალი ვ-–------------–--–---–ი მივიდა გ------------------------–--------–--–ი მდებარე თ------------–---–ის სასურსათო მაღაზიაში, სადაც შელაპარაკების გამო თ------------–---–ს ესროლა და თავის არეში მოარტყა პლასტმასის ნივთი, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავდროულად, ვ-–------------–--–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა თ------------–---–ის 3,50 ლარად ღირებულ, ერთ კოლოფ სიგარეტ ,,პ------–ს“.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ვ-–------------–--–---–ის ადვოკატმა ე--------------–-----–---–მა და გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო---------------–---–მა.

 

დაცვის მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ მოიპოვება იმ აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ვ-–------------–--–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი გახდებოდა. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ, სათანადო მტკიცებულებების გარეშე გაიზიარა დაინტერესებული პირის - დაზარალებულ თ------------–---–ის ცრუ ჩვენება და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ვ-–------------–--–---–ის მიმართ დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი, რაც უნდა გაუქმდეს.

 

ბრალდების მხარე ითხოვს გორის რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლებიდან, მისი წარსული ცხოვრებიდან და ჩადენილი დანაშაულების ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი და იგი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებული და მისი ადვოკატი ე--------------–-----–---–ი დაეთანხმნენ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

 

პროკურორმა რ-----------–----ემ მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბარლდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პ------–ი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება ბრალად წარდგენილ დანაშაულებრივ ქმედებებში ვ-–------------–--–---–ის ბრალეულობა, კერძოდ:

 

პ------–ი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა თ------------–---–მა განაცხადა, რომ გ------------------------–--------–--–ი გახსნილი ქონდა სასურსათო მაღაზია, სადაც გამყიდველად მუშაობდა თავად და მაღაზიაში ყოველთვის იყო მარტო. მის მაღაზიაში პერიოდულად შედიოდა ვ-–------------–--–---–ი. 2019 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 17 საათზე, მაღაზიაში შევიდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ვ-–------------–--–---–ი, რომელსაც ეტყობოდა, რომ იყო აგრესიული და მოსთხოვა ტელეფონის ნომერი, ასევე განუმარტა, რომ სურდა მასთან დაახლოება; რომ ,,ეს მისი უბანი იყო და უნდა დამორჩილებოდა“. თ------------–---–ის განმარტებით, ვლადიმერს უარი განუცხადა ნომრის მიცემაზე და მოსთხოვა მაღაზიის დატოვება. ამ დროს ვ-–------------–--–---–მა სავაჭრო მაგიდიდან აიღო ხურდა ფულის დასაყრელი პლასტმასის ნივთი და ესროლა. აღნიშნული ნივთი მოხვდა შუბლში, რაც ძლიერ ეტკინა და წამოუვიდა სისხლი. შემდეგ ვლადიმერმა აიღო სიგარეტ ,,პ------–ის“ კოლოფი, უთხრა - ,,ეს მე მიმაქვს, გაწერ, ეს არის ჩემი უბანი და შენ მე დამემორჩილები, რასაც გეტყვი, გააკეთებო“ და მაღაზიიდან გავიდა. მოთხოვნის მიუხედავად, ვ-–------------–--–---–მა სიგარეტი არ დააბრუნა. კითხვაზე, აქვს თუ არა ბრალდებულის მიმართ პრეტენზია, დაზარალებულმა თავი შეიკავა პოზიციის დაფიქსირებისაგან (იხ. 2019 წლის 12 ნოემბრის სხდომის ოქმი);

 

პ------–ი ინსტანციის სხდომაზე დაცვის მხარის მოწმე თ-----------------–---–მა განაცხადა, რომ დაზარალებულ თ------------–--–ის მაღაზიასთან ახლოს, ავტოფარეხში აქვს საბურავების სახელოსნო, სადაც იმყოფებოდა 2019 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 17 საათამდე. დაახლოებით 13 საათზე სახელოსნოში სადილობდა ვ-–------------–--–---–ის მამასა და კიდევ ერთ ადამიანთან ერთად, სადაც ხის ყუთზე ჰქონდათ სუფრა გაშლილი. ამ დროს მათ შეუერთდა ვ-–------------–--–---–იც, რომელმაც მოსვლისას მაგიდაზე დადო სიგარეტ ,,პ------–ის“ (ლურჯი) გაუხსნელი კოლოფი. მან დალია 2-3 ჭიქა არაყი, სიგარეტის კოლოფი ისევ აიღო და წავიდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ დაზარალებულ თ------------–---–ის მაღაზია მდებარეობს მისი სახელოსნოს პირდაპირ და ვ-–------------–--–---–ი იმ მაღაზიაში შესული ან იქიდან გამოსული არ დაუნახავს, შესაძლებელია შესულიყო, მაგრამ მას არ დაუნახავს; არც კონფლიქტის ხმა არ გაუგია. პროკურორის შეკითხვაზე, თუ რა მოხდა 2019 წლის 15, 18 ან თუნდაც 19 აპრილს, მოწმემ განმარტა, რომ არ შეუძლია აღნიშნული დღეების მოვლენების გახსენება (იხ. 2019 წლის 22 ნოემბრის სხდომის ოქმი);

 

ბრალდებულმა ვ-–------------–--–---–მა გამოიყენა დუმილის უფლება. ამასთან, იგი დაეთანხმა ადვოკატის დასკვნით სიტყვას, რომლის მიხედვით, 2019 წლის 16 აპრილს თ------------–---–ის მაღაზიაში საერთოდ არ ყოფილა (იხ. 2019 წლის 12 ნოემბრისა და 2 დეკემბრის სხდომის ოქმი);

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ბრალდებული დააკავეს 2019 წლის 16 აპრილს, 19:40 საათზე. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა სიგარეტ ,,პ------–ის“ გახსნილი კოლოფი, 18 ღერი სიგარეტით;

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 2019 წლის 17 აპრილს, 11:10 საათზე თ------------–---–ს შუბლის შუა მიდამოში აღენიშნება ნაჭდევი. დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს;

 

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განაჩენით, ვ-–------------–--–---–ს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა - 2 წელი რეალურ ზომად, 3 წელი - პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით;

 

შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს ოფიცრის წერილის თანახმად, ვ-–------------–--–---–ი აღრიცხვაზე იმყოფება შიდა ქართლის პრობაციის ბიუროში, გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განაჩენის საფუძველზე.

 

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე პ------–ი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო ერთმანეთთან შეთანხმებულ, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, ვ-–------------–--–---–ის მიმარ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა უთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის შესაბამისად, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა იზიარებს პ------–ი ინატანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ვ-–------------–--–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში ვერ იქნა წარდგენილი აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ დაინტერესებული პირის - დაზარალებულ თ------------–---–ის არათანმიმდევრულ ჩვენებას, რომელიც არ იყო გამყარებული სხვა მტკიცებულებებით. პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში განვითარებულ აღნიშნულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ დაზარალებულმა თ------------–---–მა სასამართლოს მისცა გულწრფელი და საკმაოდ დამაჯერებელი ჩვენება, რაც რეალურად წარმოაჩენს შემთხვევის დროს განვითარებულ მოვლენათა სრულ სურათს. აღნიშნულ რწმენას ამყარებს ის ფაქტიც, რომ გამოძიების პროცესში ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას სრულად დადასტურდა დაზარალებულის ჩვენებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების დროს, მაღაზიის აღმოსავლეთ კედელთან გაკეთებული ხის თაროების სამხრეთ კუთხეზე ნანახი და ამოღებული იქნა თეთრი ფერის პლასტმასის ნივთი. შესაბამისად დადასტურებული იქნა დაზარალებულის ჩვენება, რომლის მიხედვითაც ვ-–------------–--–---–მა მას ესროლა ხურდა ფულის ჩასაყრელი პლასტმასის ნივთი, რომელიც მოხვდა შუბლის არეში და წამოუვიდა სისხლი.

 

გარდა აღნიშნულისა, დაზარალებულ თ------------–---–ის ჩვენება გამყარებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც დადასტურდა, რომ თ------------–---–ს 2019 წლის 17 აპრილს, 11:10 საათზე შუბლის შუა მიდამოში აღენიშნა ნაჭდევი. დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს;

 

დაზარალებულ თ------------–---–ის ჩვენება იმ ნაწილში, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ვ-–------------–--–---–მა, პლასტმასის ნივთის სროლის შემდეგ მაგიდიდან აიღო სიგარეტი ,,პ------–ი“ და მიუხედავად მოთხოვნისა, რომ დაებრუნებინა, გავიდა მაღაზიიდან, დადასტურებულია საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით, კერძოდ: ვ-–------------–--–---–ს ალკოტესტით შემოწმების შედეგად, 2019 წლის 16 აპრილს დაუდგინდა ალკოჰოლური სიმთვრალე; ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, დაკავებისას ვ-–------------–--–---–ის შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა სიგარეტ ,,პ------–ის“ გახსნილი კოლოფი, 18 ღერი სიგარეტით; ასევე ჯიბეში ნანახი და ამოღებული იქნა პატარა ზომის პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებულის 18 ცალი სიგარეტის ფილტრი.

 

პალატა იზიარებს პ------–ი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას დაზარალებულის გულწრფელობისა და მის მიერ მიცემული ჩვენების სანდოობის კუთხით. მან ჯერ კიდევ გამოკითხვის დროს განმარტა, რომ ვ-–------------–--–---–ი მისი მაღაზიიდან, აშკარად და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დახლზე გასაყიდად დადებულ ერთ კოლოფ სიგარეტ ,,პ------–ს“. დაზარალებულის გამოკითხვა დასრულდა 2019 წლის 16 აპრილს, 19:10 საათზე. ვ-–------------–--–---–ი დაკავებული იქნა იმავე დღეს, 19:40 საათზე, ანუ დაზარალებულის დაკითხვის დასრულებიდან ნახევარ საათში. მას აღმოაჩნდა სიგარეტი ,,პ------–ის“ კოლოფი, რომელშიც იდო 18 ღერი სიგარეტი. სავსებით ლოგიკურია, რომ დროის აღნიშნულ ინტერვალში სიგარეტის კოლოფს აკლდა მხოლოდ ორი ღერი.

 

პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულების სანდოობას და უტყუარობას განსაზღვრავს მოწმის მიერ მიცემული ჩვენებისა და სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი. ამასთან, მტკიცებულების მტკიცე და მყარი ხასიათის დეტალური შეფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირდაპირი წყაროს - თვითმხილველ მოწმესთან დაკავშირებით, მტკიცებულების უტყუარი ხასიათი კი ეჭვქვეშ შესაძლოა თავად ამ მოწმის არაგულწრფელმა ჩვენებამ დააყენოს. მოცემულ შემთხვევაში, პალატას არ გააჩნია არანაირი საფუძველი იმისა, რომ მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ თ------------–---–ის ჩვენება მიიჩნიოს არაგულწრფელ ჩვენებად და ეჭვი შეიტანოს მის ნამდვილობაში, მითუმეტეს, რომ საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა სრულ თანხვედრაშია დაზარალებულის მიერ მიცემულ ჩვენებასთან.

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს სასამართლოს მიერ სათანადოდ არ იქნა შეფასებული დაცვის მხარის მოწმე თ-----------------–---–ის ჩვენება და უგულვებელყო დაცვის მხარის არგუმენტაცია, რომ დაკავებისას ვ-–------------–--–---–ს ქონდა თავისი სიგარეტი. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტების აღნიშნული მსჯელობა აშკარად არასარწმუნოა და მოკლებულია შესაბამის მტკიცებულებით საფუძველს. ის გარემოება, რომ თ-----------------–---–ს არ დაუნახავს მისი სახელოსნოს პირდაპირ მდებარე დაზარალებულის მაღაზიაში შესული ან გამოსული ვ-–------------–--–---–ი, სულაც არ არის დაზარალებულის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი. ზოგადად, მოწმე ვ-–---------------–---–მა სასამართლოს მისცა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებები; ამასთან, ის გარემოება, რომ მას არ ახსოვს წინა და მომდევნო დღეებში მომხდარი რაიმე მოვლენა, არ ახსოვს ვ-–------------–--–---–ის ჩაცმულობა და დაამახსოვრდა მხოლოდ ფაქტი, რომ 16 აპრილს, 13:00 საათზე მის სახელოსნოში შევიდა ვ-–------------–--–---–ი და მაგიდაზე დადო გაუხსნელი სიგარეტი ,,პ------–ის“ კოლოფი, რაც შემდეგ ისევ აიღო და წავიდა, აშკარად მეტყველებს მოწმის არაგულწრფელობაზე, რის გამოც მისი ჩვენება არ უნდა იქნეს გაზიარებული.

 

ამდენად, აპელანტის მოსაზრება, რომ პ------–ი ინსტანციის სასამართოს გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება მხოლოდ ერთი დაინტერესებული მოწმის (დაზარალებულის) ჩვენებას და არასწორი სამართლებრივი შეფასების შედეგად მიღებულ სხვა მტკიცებულებებს, არის დაუსაბუთებელი და გაზიარებული ვერ იქნება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95). მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათი საერთო ანალიზი გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ, რომ მსჯავრდებულმა ვ-–------------–--–---–მა ჩაიდინა ძარცვა - სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; ასევე ჩიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ხანმოკლე მოშლით) გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, მან პასუხი უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულებისათვის.

 

რაც შეეხება სასჯელს, პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პ------–ი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას. ამასთან, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პ------–ი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ვ-–------------–--–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები, მისი პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი და კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

 

შესაბამისად, პალატა მიჩნევს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 დეკემბრის განაჩენი ვ-–------------–--–---–ის მიმართ, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პ------–ი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორ ო---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ ვ-–------------–--–---–ის ადვოკატ ე--------------–-----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 დეკემბრის განაჩენი;

 

ვ-–------------–--–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის პ------–ი ნაწილით და მიესაჯოს:

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პ------–ი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და ვ-–------------–--–---–ს მიესაჯოს თვისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს წინა, გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად შთანთქოს ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელი და ვ-–------------–--–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

ვ-–------------–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 16 აპრილიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

სიგარეტი ,,პ------–ი“, ფილტრები და პლასტმასის ნივთი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო სუნის ნიმუში - განადგურდეს

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

 

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

 

ბესიკ ბუგიანიშვილი