განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003141363
საქმე №1ბ/242-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მსჯავრდებულ ვ--–----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ--–----------------------------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 19---–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, დაოჯახებელის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–-------–--–---–----------------–----------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ--–----------------–---–მა ჩაიდინა:
_ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 4 ივლისს, დაახლოებით 02:30 საათზე, თ---–--–----------–---–------------------------------------ში, ვ--–----------------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს - ე--------------------–---–-------–---–ს. კერძოდ, მარჯვენა მუშტი დაარტყა სახის არეში. ძალადობის შედეგად დაზარალებულმა - ე-------------------–---–--------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 დეკემბრის განაჩენით:
ვ--–----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის ვადით სრულად შთანთქა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით მსჯავრად და ვ--–----------------–---–ს საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ--–----------------–---–მა. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა ვ--–----------------–---–ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით. კერძოდ, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით.
აპელანტი აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად უთითებს, რომ მან (ვ--–----------------–---–მა) აღიარა დანაშაულის ჩადენა, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, ჰყავს ავადმყოფი, შრომისუუნარო მამა და მცირეწლოვანი შვილი, რომელთა მარჩენალიც არის თავად (მსჯავრდებული);
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ვ--–----------------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ვ--–----------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, დაზარალებულ ე-------------------–---–--------–---–ის და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერის ოქმით, ფოტოსურათებით, სასამართლო-სამედიცინო
ექსპერტიზის დასკვნით და საქმის სხვა მასალებით.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, დანიშნული სასჯელის ექვს თვემდე შემცირების და შემდეგ პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ, - ასეთს პალატა არ იზიარებს, მართალია მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, მაგრამ სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე, სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. მართალია, ვ--–----------------–---–ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.
რაც შეეხება აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულს კმაყოფაზე ჰყავს ავადმყოფი მამა და არასრულწლოვანი შვილი, აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება დაცვის მხარეს კანონით დადგენილი წესით არ წარმოუდგენია, შესაბამისად სააპელაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტების საფუძველზე იმსჯელოს ხსენებული საფუძვლით სასჯელის შემსუბუქების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ვ--–----------------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 დეკემბრის განაჩენი ვ--–----------------–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და
გასაჩივრებული განაჩენი ვ--–----------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ--–----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 დეკემბრის განაჩენი ვ--–----------------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელად.
ვ--–----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის ვადით სრულად შთანთქოს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით მსჯავრად და ვ--–----------------–---–ს საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მხედველობაში იქნას მიღბული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ივლისის განჩინებით ვ--–----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ვ--–----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 4 ივლისიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 სექტემბრის განაჩენით სასჯელის მოხდის ვადაში ჩათვლილი - 2019 წლის 20 მარტიდან - 2019 წლის 1 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი