განაჩენი

სისხლის სამართლის 26.02.2020
საქმის ნომერი
820100119002858647
ინსტანცია
თარიღი
26.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 820100119002858647

საქმე №1/ბ-785-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

19 თებერვალი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) ლერი თედორაძე

მოსამართლეები: მაკა გორგოძე, თეიმურაზ სვანიძე

 

სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე

 

ბრალდების მხარე: ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ-------------–---–ი;

 

მსჯავრდებული: კ--------–--ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №6----------), ნასამართლობის არმქონე; მცხოვრები: ხ--–----------------------------–-----–--------ი;

ადვოკატები: ნ----------------ე, პ----------–----ე

 

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლი

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით;

 

საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, კ--------–--ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

- განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 03 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ--------–---------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, კ--------–--ემ უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დანის გამოყენებით, ზ------------------ეს მუცლის ღრუში მიაყენა ერთი შემავალი ჭრილობა, ხოლო ორი ჭრილობა მიაყენა ბარძაყის გვერდითა ზედაპირზე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად, ზ------------------ე გადაურჩა სიკვდილს.

 

ზემოაღნიშნულის გამო, კ--------–--ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლით.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 ოქტომბრის განაჩენით: კ--------–--ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე. კ--------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ კ--------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2019 წლის 04 იანვრიდან.

 

კ--------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

 

ნივთიერ მტკიცებულებათა საკითხი გადაწყდა შემდეგნაირად: საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ: კ--------–--ის ტანსაცმელი, მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; ზ------------------ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; ავტომანქანა ტოიოტა პრიუსი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; საკეცი დანა - განადგურდეს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, ავტომანქანიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, ა---------–-------–--ისგან ამოღებული ნერწყვის ნიმუში, ზ------------------ისგან აღებული სისხლის ნიმუში, კ--------–--ისგან ამოღებული ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს; ნ--------------სგან ამოღებული ავადმყოფობის ისტორია - დაერთოს საქმეს სს საქმის შენახვის ვადით. შპს ,,მაგთიკომიდან,“ სს ,,სილქნეტიდან“, შპს ,,ვიონი საქართველოდან“ - დაერთოს საქმეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია:

 

კ--------–--ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 03 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ--------–---------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, კ--------–--ემ დანის გამოყენებით ზ------------------ეს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, კერძოდ, მუცლის ღრუში ერთი შემავალი ჭრილობის და ორი ბარძაყის გვერდითა ზედაპირზე მიყენებული ჭრილობის სახით.

 

სააპელაციო საჩივრების არსი:

 

ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ-------------–---–ი, სააპელაციო საჩივრით ითხოვს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 ოქტომბრის განაჩენში კ--------–--ის მიმართ, ცვლილების შეტანას და კ--------–--ის დამნაშავედ ცნობას 19;108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და შესაბამისად, უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, იმ საფუძვლებზე მითითებით, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობთ დასტურდება კ--------–--ის მიერ ზ------------------ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი.

 

დაცვის მხარე, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, კ--------–--ის მიმართ, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებას და კ--------–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა დ-------------–---–მა, მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ასევე, ითხოვა მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის უარყოფა; მოწინააღმდეგე მხარემ, მსჯავრდებულ კ--------–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა: პ----------–----ემ და ნ----------------ემ, მხარი არ დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი უარყოფა, ხოლო მათ მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).

 

სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა, ორივე მხარის სააპელაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

იმისათვის რომ მოხდეს წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ, რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებენ, პირის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს არ უნდა იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადგენენ გარკვეულ გარემოებებს, აშკარად უნდა ადგენდნენ დანაშაულის ფაქტს და იმდენად დამაჯერებელი უნდა იყოს, რომ გონივრულ კითხვებს არ აჩენდეს პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან, რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტის უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე მოახდინოს მტკიცებულებების ავთენტიკურობის და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულებების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას, როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს, რადგან თუ ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სასამართლოს უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად.

 

იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობის დადგენას, ანუ, კანონით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ნიშნების დამთხვევას, განსახილველი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან, პალატამ ერთობლიობაში გააანალიზა სისხლის სამართლის საქმის განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ 2019 წლის 03 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ--------–---------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, კ--------–--ემ დანის გამოყენებით ზ------------------ეს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, კერძოდ, მუცლის ღრუში ერთი შემავალი ჭრილობის და ორი ბარძაყის გვერდითა ზედაპირზე მიყენებული ჭრილობის სახით. შესაბამისად, მსჯავრდებულის ქმედება ზუსტ შესაბამისობაშია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებთან, შესაბამისად, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ქმედების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდებულმა კ--------–--ემ გამოიყენა დუმილის უფლება.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. ბრალის აღიარება ბრალდებულის უფლებაა და არა მოვალეობა, მისი ჩვენება კი ნაკარნახევია მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების გრძნობით, ამიტომ ბრალდებულის ჩვენება ყოველთვის უნდა შეჯერდეს საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან, რადგან ის პასუხს არ აგებს ცრუ ჩვენების ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული მ-----------–-----ის ჩვენების თანახმად, 2019 წლის 03 იანვარს, მობილურზე დაურეკა ზ------------------ემ და დაპატიჟა ვახშამზე. ნახევარ საათში მივიდა ზ-----ისთან, ქ--------–--------–-----–-------------ის ქუჩების კვეთაში. ის იმყოფებოდა ტოიოტა პრიუსის მარკის ავტომანქანით სახელმწიფო ნომრით X--------. ეზოში დახვდა ზ------------------ე, რომელმაც უთხრა, რომ სანამ მასთან ავიდოდნენ ხელვაჩაურში აეყვანა, რადგანაც მისი ცოლის ყოფილმა ქმარმა კ--------–--ემ დარეკა მობილურზე, იკამათეს ბავშვის გაშვებაზე და რომ კ---- ელოდებოდა შ-------ეების გადასახვევთან. ზ------------------ე ჩაჯდა ავტომანქანაში და ორივე წავიდა ხელვაჩაურის მიმართულებით. ზ------------------ეს ეტყობოდა ნერვიულობა. შ-------ეების გადასახვევთან ა------–-------------------ის მიმდებარედ ზ-----ი მარტო ჩავიდა ავტომანქანიდან და 2 წუთში დაბრუნდა დაჭრილ მდგომარეობაში, რის შემდეგაც ავტომანქანა პრიუსით გადაიყვანა უახლოეს საავადმყოფო "მედინაში". ის აიყვანეს სააოპერაციო განყოფილებაში, ხოლო რამოდენიმე წუთში "მედინაში" მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც აუხსნა და განუმარტა ყოველივე და გამოკითხვის მიზნით გაყვა პოლიციაში. მას არ უნახავს ვინ და როგორ დაჭრა ზ------------------ე, გამოძიებაში ჩვენების მიცემის დროს იყო აღელვებული და რა ჩვენება მისცა არ ახსოვს, ასევე ეჩქარებოდა 2019 წლის 23 იანვარს ჩვენების მიცემისას და წაკითხვის გარეშე მოაწერა ხელი დაკითხვის ოქმს.

 

სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული მოწმის - ა--------------–--ის ჩვენებით, ცხოვრობს დროებით ნაქირავებ ბინაში ქ---------–-------------------------- ში, მეუღლესთან ზ------------------ესთან და შვილებთან - 7 წლის ა---------სთან და 12 წლის დ---სთან ერთად. დ--- ხშირად რჩება მამასთან კ--------–--ესთან, რომელიც ცხოვრობს დაბა ხელვაჩაურში, დედასთან ერთან. 2005 წლის 7 დეკემბერს ოფიციალურად, ცოლად გაყვა კ--------–--ეს, რომელთანაც თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა 2 შვილი დ--- და ა---------. 2014 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით ოფიციალურად, ოჯახურ ნიადაგზე წარმოშობილ კონფლიქტთან დაკავშირებით გაცილდა კ--------–--ეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით ორივე შვილი მიაკუთვნეს მას და კ----ს დააკისრეს ალიმენტის გადახდა, რომელსაც წესიერად არ იხდიდა, შეიძლება წელიწადში ერთხელ ბავშვებისთვის გადაეხადა მცირედი ფულადი თანხა, მაგრამ ის არ შედიოდა კონფლიქტში მასთან. კ----ს არ უშლიდა შვილების ნახვას და ხშირად სახლშიც ატანდა, დ--- უფრო ხშირად მამასთან რჩებოდა. 2018 წლის 09 ოქტომბერს, მშობლებისა და ახლობლების თანხმობით, მეორედ შექმნა ოჯახი ქ.ბ------------------–--–--------ირზე მცხოვრებ ზ------------------ესთან, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს მის შვილებთან და ახლობლებთან. 2019 წლის 03 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათიდან ის, მისი მეუღლე ზ-----ი თ----------ე, შვილი ა--------- და ნათლია ნ--------–--ე, იყვნენ სახლში და ელოდებოდნენ სტუმრებს, რა დროსაც დარეკა კ--------–--ემ და უთხრა, რომ სურდა ა---------ს წაყვანა სახლში, ა---------მ უარი განაცხადა მამასთან წასვლაზე და ტირილით გაიქცა მეორე ოთახში, კ----ს უთხრა, რომ არ სურდა ა---------ს წამოსვლა და შემდეგ გაუშვებდა, რაზედაც კ---- გაბრაზდა და ხმამაღალი სიტყვებით უსაყვედურა, რომ მას არ სურდა ა--------- მასთან რომ წასულიყო. კამათის ტონზე გაუთიშა ტელეფონი. რამოდენიმე წუთის შემდეგ კვლავ დარეკა კ----მ, რა დროსაც უპასუხა ზ-----იმ, როდესაც ისინი საუბრობდნენ ტელეფონი იყო ჩართული ხმამაღალ რეჟიმზე და ესმოდა საუბარი, რა დროსაც კ----მ უთხრა ზ-----ის, რომ უნდოდა მისი ნახვა. კ----მ უთხრა, რომ იყო ხელვაჩაურში და ზ-----ი მისულიყო მასთან. ამის შემდეგ ზ-----ი წავიდა კ----სთან შესახვედრად. წასვლიდან, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, დაახლოებით 21:00 საათიდან 22:00 საათების შუალედში, დაურეკეს მობილურზე და უთხრეს, რომ ზ------------------ე „მედინაში“ წევს და მისულიყო. მედინაში მისულს დახვდა პოლიციის თანამშრომლები, რომლებმა უთხრეს, რომ ზ-----ი დანით დაჭრა მისმა ყოფილმა მეუღლემ კ--------–--ემ და რომ იწვა რეანიმაციაში. არსებულ ფაქტს უკავშირებს კ----ს მიერ ბავშვის, ა---------ს წაყვანას.

 

მოწმის სახით დაკითხული ა---------–----–--ის ჩვენების თანახმად, 2019 წლის 03 იანვარს, 21:00 სთ-ზე მასთან სახლში მივიდა ბიძაშვილი კ--------–--ე და აჩუქა დანა, რომელიც სახლში შეინახა და შემდგომ ნებაყოფლობით წარუდგინა პოლიციელებს.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----–-----–--ემ დაადასტურა 2019 წლის 04 იანვარს, ღამის საათებში პოლიციის თანამშრომლების მიერ დანის ამოღების ფაქტი, რომელიც შვილის, ა---------–----–--ის გადმოცემით მას აჩუქა კ--------–--ემ.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ო----------------ემ დაადასტურა, რომ 2019 წლის 03 იანვარს, შპს ირის ბორჩაშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრ მედინაში მიყვანილი იქნა ზ------------------ე, რომელსაც აღენიშნებოდა სამი ჭრილობა, ორი ბარძაყის მარჯვენა გვერდის ზედაპირზე, ხოლო ერთი ჭრილობა მუცლის ღრუში შემავალი და მას ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2019 წლის 3 იანვარს დათვალიერდა ქ--------–---------–-----------------ის მიმდებარე ადგილები, სადაც აღმოჩენილი იქნა წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქები.

 

2019 წლის 04 იანვრის დაკავების ოქმის თანახმად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში, სარფის საბაჟოს გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა კ--------–--ე.

 

2019 წლის 04 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, კ--------–--ემ ნებაყოფლობით მიუთითა თუ სად მოხდა ზემოაღნიშნული ინციდენტი, როგორ დაჭრა დანით ზ------------------ე, სად გადასცა დანა მის ბიძაშვილს ა---------–----–--ეს და შემდგომ რა მარშუტით გადაადგილდა სარფში.

 

2019 წლის 04 იანვარს ამოღების ოქმის თანახმად, ა---------–----–--ისგან ამოღებულ იქნა საკეცი დანა ფიქსატორით.

 

2019 წლის 04 იანვარს ავტომანქანის დათვალიერებისას გამოძიების მიერ აღმოჩენილ და ამოღებულ იქნა წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქები.

 

2019 წლის 04 იანვარს გამოძიების მიერ კ--------–--ისგან ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

 

2019 წლის 03 იანვარს გამოძიების მიერ მედდა ს------------–--ისგან ამოღებულ იქნა ზ------------------ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომლებსაც აღენიშნებოდა დაზიანებები და სისხლის მაგვარი ლაქები.

 

2019 წლის 14 იანვარს გამოძიების მიერ ზ------------------ისგან ამოღებულ იქნა სისხლის ნიმუში.

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 14 იანვარს გამოძიების მიერ შპს „ირის ბორჩაშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრ მედინადან“ ამოღებული იქნა ზ------------------ის სამედიცინო ისტორიის ასლები.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ზ------------------ეს აღენიშნებოდა ბასრი საგნით მიყენებული შემავალი ჭრილობა მუცლის ღრუში ორგანოების დაზიანების გარეშე და ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები მარჯვენა ბარძაყის მიდამოში. მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, ხოლო მარჯვენა ბარძაყის მიდამოში ჭრილობები მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ღ----------------–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის შედეგი.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, 2019 წლის 06 იანვარს პირადი შემოწმების მონაცემების თანახმად, კ--------–--ეს ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

 

ექსპერტმა ლ-----------------ემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის შედეგი.

 

2019 წლის 14 იანვარს გამოძიების მიერ ზ----- თ----------ისგან აღებული იქნა სისხლის ნიმუში.

 

2019 წლის 19 თებერვალს გამოძიების მიერ კ--------–--ისგან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში.

 

სასამართლო ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ავტომანქანა ტოიოტადან (სახ. №X------), ა---------–----–--ისგან ამოღებული დანის პირზე და დანის ტარზე, კ--------–--ის ტანსაცმელზე, მედდა ს------------–--ისგან ამოღებულ ზ------------------ის ტანსაცმელზე არსებული სისხლისფერი ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ზ------------------ეს;

 

ექსპერტმა ნ-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის შედეგი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ ზ------------------ის ჩვენების თანახმად, 2019 წლის 03 იანვარს, საღამოს საათებში, ა--------------–--ეს მობილური ტელეფონზე 5-------- დაურეკა კ--------–--ემ მობილური ტელეფონის ნომრიდან 5-------- და მოსთხოვა შვილის ა--------- კ--–--ის მასთან წაყვანა, რამაც გამოიწვია მათ შორის კონფლიქტი და კ--------–--ემ დაუთქვა შეხვედრა ხ--–--------–-----–----ის ქუჩის კვეთაში. დათქმულ ადგილზე მიიყვანა მეგობარმა მ-----------–-----ემ ავტომანქანით, რის შემდეგაც ის მარტოდ გადავიდა ავტომანქანიდან და შეხვდა კ--------–--ეს. მათ შორის იყო კამათი ბავშვის ნახვაზე და საუბრის შემდგომ მანქანისაკენ რომ წამოვიდა, წაიქცა. მანქანასთან რომ მივიდა, იგრძნო სისველე. მიხვდა რომ იყო დაჭრილი და მ-----------–-----ემ ავტომანქანით გადაიყვანა საავადმყოფოში, სადაც გაუკეთდა ოპერაცია. რაც შეეხება მის მიერ გამომძიებელზე მიცემულ ჩვენებას, სადაც ის აღწერს, რომ ფრ. ხალვაშისა და ა. შანიძის ქუჩების კვეთაში დახვდა კ--------–--ე, რომელიც იყო მარტოდ და მათ შორის დაწყებული მსუბუქი შეხლა- შემოხლა გადაიზარდა ხმამაღალ საუბარში, რა დროსაც მოულოდნელად კ--------–--ემ სწრაფად რამოდენიმეჯერ მოუქნია მარჯვენა ხელი და მარჯვენა მხრიდან დანა დაარტყა მარჯვენა ფეხისა და მუხლის არეში, უარყო და განმარტა, რომ იმ დროისათვის იყო შეუძლოდ და არ ახსოვს რა ჩვენება მისცა გამომძიებელს.

 

პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან სასამართლოს აქვს შესაძლებლობა მოწმეთა ჩვენებები შეამოწმოს სხვა უფრო სანდო მტკიცებულებებით, რაც საქმის სასამართლო განხილვის დროს იქნა გამოკვლეული, მიიჩნევს, რომ დაზარალებულის ჩვენება დაზიანებების წარმოშობის თაობაზე არ შეესაბამება რეალურ ვითარებას, ვინაიდან თავად დაზარალებულისა და მოწმე მ-----------–-----ის ჩვენების თანახმად, დადგენილია, რომ ხელვაჩაურში ა.შანიძის ქუჩის კვეთაში დაზარალებული ნამდვილად შეხვდა კ--------–--ეს, ხოლო მოწმე მ-----------–-----ის ჩვენების თანახმად, „ზ------------------ემ უთხრა, რომ კ--------–--ემ დაურეკა მობილურზე, იკამათეს ბავშვის გაშვებაზე და კ---- ელოდებოდა შ-------ეების გადასახვევთან, ზ------------------ე ჩაჯდა ავტომანქანაში და ორივე წავიდა ხელვაჩაურის მიმართულებით. ზ------------------ეს ეტყობოდა ნერვიულობა. შ-------ეების გადასახვევთან აკაკი შანიძის ქუჩა №19-ის მიმდებარედ ზ-----ი მარტო ჩავიდა ავტომანქანიდან და 2 წუთში დაბრუნდა დაჭრილ მდგომარეობაში, რის შემდეგაც გადაიყვანა უახლოეს საავადმყოფოში“. 2019 წლის 04 იანვარს ამოღების ოქმის თანახმად, ა---------–----–--ისგან ამოღებულ იქნა საკეცი დანა ფიქსატორით, რომელიც ამ უკანასკნელს გადასცა კ--------–--ემ, ხოლო სასამართლო ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, როგორც ავტომანქანა ტოიოტადან (სახ. №X------), ასევე, ა---------–----–--ისგან ამოღებული დანის პირზე და დანის ტარზე, კ--------–--ის ტანსაცმელზე, მედდა ს------------–--ისგან ამოღებულ ზ------------------ის ტანსაცმელზე არსებული სისხლისფერი ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ზ------------------ეს, რაც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს მსჯავრდებულ კ--------–--ის მხრიდან, დანის გამოყენებით, დაზარალებულ ზ------------------ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტს.

 

კ--------–--ის მიერ ზ------------------ისთვის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი და შემდგომ განვითარებული მოვლენები ასევე დადასტურებულია, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლების (დ--------------–--ის, ზ----------–----ის, თ----------–---–-----ის, კ---- ფ--------ის, ბ-----------–--ს, რ-----------------–--ის) ჩვენებებით, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა (ფოტოცხრილით), და ბრალდებულის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების (ფოტოცხრილით) ავთენტურობა. პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი თავისი შინაარსით აკმაყოფილებს პირდაპირი მტკიცებულების სტანდარტს, რადგანაც, იგი ჩატარებულია შემთხვევის ადგილზე მსჯავრდებულ კ--------–--ის უშუალო მონაწილეობით, რა დროსაც, ამ უკანასკნელის მითითებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის დროს, ამოღების ოქმის შედგენისთანავე, მოწმე ა---------–----–--ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იქნა საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი დანა, რომელზედაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღმოჩნდა სისხლისმაგვარი ლაქა, რომელიც ეკუთვნის დაზარალებულს, მოწმე ა---------–----–--ემ დაადასტურა, რომ მისგან ამოღებული დანა საჩუქრად გადასცა კ--------–--ემ, აღნიშნული ასევე მიუთითებს, რომ ა---------–----–--ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული დანის გამოყენებით მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება კ--------–--ემ დაზარალებულს, მათ შორის წარმოქმნილი კონფლიქტის დროს.

 

ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ დადგენილია კ--------–--ის მიერ ზ------------------ისათვის დაზიანების მიყენების ფაქტი, ასევე, ბრალდებულის განზრახვისა და მის მიერ განხორციელებული ქმედებების შეფასების საფუძველზე, პალატა ეთანხმება კ--------–--ის მიმართ წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლის, სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას და განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ნებისმიერ განზრახ დანაშაულს, გააჩნია თავისი მოტივი და მიზანი. პირის მიერ განხორციელებული ნებისმიერი მოქმედება ხასიათდება თავისთვის დამახასიათებელი ნებელობითი ხასიათით, რის გამოც, პირველ რიგში დადგენილი უნდა იქნეს თუ რა მიზანი ამოძრავებდა ქმედების ჩამდენს, სად და რა ვითარებაში ახორციელებდა თავის ქმედებას და რისი მიღწევა სურდა მას. ამ გარემოებების დადგენა ხელს შეუწყობს სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სწორად შეფასებას.

საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა, ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.

 

ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნორმათა ერთობლიობა, რომელიც მიმართულია ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლში მითითებულია, რომ ,,სიცოცხლე ადამიანის ხელშეუხებელი უფლებაა და მას იცავს კანონი’’, ასევე, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე.

 

ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მატერიალური შემადგენლობისაა და იგი დამთავრებულად ითვლება მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ანუ სიცოცხლის მოსპობის მომენტიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი აქვს მკვლელობის მცდელობას ან მის მომზადებას.

 

განზრახ მკვლელობის მცდელობის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლი) ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია ის, რომ ასეთ შემთხვევაში დანაშაული არ მოდის სისრულეში, ანუ, არ დგება დანაშაულებრივი შედეგი, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს, ექმნება თუ არა უშუალო საფრთხე კანონით დაცულ სიკეთეს და იწყება თუ არა დანაშაულის შემადგენლობის განხორციელება და რამდენად რეალურია იმ კონკრეტული პირობების ერთობლიობა, რომელმაც შესაძლებლობა ალბათობის მაღალი ხარისხით სინამდვილედ უნდა აქციოს, ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია შეფასდეს, როგორც განზრახვის მართლსაწინააღმდეგო შეგნება, ასევე, განხორციელებული ქმედების მიზანი. განზრახვის მიმართულების მართებულად გადაწყვეტისათვის, მნიშვნელოვანია შეფასდეს, როგორც დაზიანების ხარისხი, ასევე, დანაშაულის ბოლომდე მიუყვანლობის მიზეზები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ, იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. ამასთან, დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული მძიმე შედეგის ან კონკრეტული საფრთხის დადგომა, რომელიც მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამნაშავის ქმედებასთან. სუბიექტური მხრივ, ეს დანაშაული განზრახია. მისი ჩადენა შეიძლება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით.

 

სსკ-ის 117-ე მუხლს მკვლელობის მცდელობისაგან განზრახვის მიმართულება განასხვავებს, რომლის დასადგენად მნიშვნელოვანია ზოგადად დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულების სწორი შეფასება, დაზიანების მიყენების მომენტში თითოეულის ქმედება და შემდგომი ქცევა, ასევე, თვით საქმეში მონაწილე პირების ჩვენებები, მიყენებული დაზიანებ(ებ)ის ხასიათი და არაერთგზისობა.

 

როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზით, ასევე, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის განაჩენში ჩამოყალიბებულ მოტივაციას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულის მხრიდან ზ------------------ის მიმართ ადგილი ჰქონდა დაზარალებულის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტს და არა განზრახ მკვლელობის მცდელობას. განაჩენში დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანების არსებობის ფაქტი ახსნილია იმ გარემოებით, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფ კ--------–--ისათვის არ არსებობდა ხელისშემშლელი და დამაბრკოლებელი გარემოება სისრულეში მოეყვანა მისი გაზრახვა და დაზარალებულის სიცოცხლის მოსასპობად შეეძლო ამ უკანასკნელის მიმართულებით მოეხდინა სხვა დაზიანებები, რაც მსჯავრდებულის მხრიდან არ განხორციელდა, ამ მოსაზრებას ამყარებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვით დაზარალებულისათვის დაზიანება მიყენებულია მუცლის გვერდით კედელზე, წელის არესთან, ჭრილობის სიღრმე არ არის დადგენილი, არცერთი ორგანო არ არის დაზიანებული. ექსპერტის განმარტებით, სიმძიმის ხარისხი მხოლოდ იმით განისაზღვრა, რომ დარღვეულია მუცლის ღრუს კანის მთლიანობა. სხვა მხრივ, სიცოცხლისთვის საშიში ორგანოები არ არის დაზიანებული. პირველი ინსტანციის განაჩენმა, ამ გარემოებაზე დაყრდნობით, მთლიანად გამორიცხა შემთხვევის ადგილას მყოფი კ--------–--ის მხრიდან დაზარალებულის მკვლელობის მცდელობის განზრახვის არსებობის ფაქტი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის განზრახვის შინაარსის საკითხის სწორი გადაწყვეტის მიზნით, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოებას, მათ შორის, ითვალისწინებს, რომ კ--------–--ის მიერ ბასრი საგნით დაზარალებულისათვის ჭრილობა მიყენებულია მუცლის ღრუში ორგანოების დაზიანების გარეშე, ექსპერტის განმარტებით, სიმძიმის ხარისხით დარღვეულია მუცლის ღრუს კანის მთლიანობა. ამ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ------------------ის სიკვდილი მსჯავრდებულის დასახული მიზნის მიღწევის აუცილებელი საშუალება არ იყო, მსჯავრდებული ამ მოქმედების შედეგად არ მიიჩნევდა, რომ მის ქმედებას აუცილებლად მოყვებოდა დაზარალებულის სიკვდილი. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ კ--------–--ის მართლსაწინააღდეგო ქმედება არ შეიცავს განზრახი მკვლელობის მცდელობისათვის დამახასიათებელ აუცილებელ ნიშნებს და ეთანხმება, ამავე განაჩენით დადგენილ, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედების სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) დაკვალიფიცირებას, რადგანაც, მსჯავრდებულის ქმედება სრულად შეიცავს ამ კვალიფიკაციის შემადგენლობისათვის დამახასიათებელ ყველა აუცილებელ ნიშანს.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ კ--------–--ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება). შესაბამისად, ამ დასაბუთებით უარყოფს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ კ--------–--ის უდანაშაულოდ ცნობისა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის თაობაზე.

 

რაც შეეხება სასაჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სრულყოფილად შეაფასა და გაითვალისწინა ჩადენილი ქმედების ხასიათი და კ--------–--ეს დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება, როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს; ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 ოქტომბრის განაჩენი, კ--------–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.მსჯავრდებულ კ--------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

3.ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 ოქტომბრის განაჩენი, კ--------–--ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;

 

4.კ--------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;

 

5.მსჯავრდებულ კ--------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 04 იანვრიდან.

 

6.კ--------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

 

7.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ:

-კ--------–--ის ტანსაცმელი, მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

-ზ------------------ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

-ავტომანქანა ტოიოტა პრიუსი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

-საკეცი დანა - განადგურდეს;

-შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, ავტომანქანიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, ა---------–-------–--ისგან ამოღებული ნერწყვის ნიმუში, ზ------------------ისგან აღებული სისხლის ნიმუში, კ--------–--ისგან ამოღებული ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს;

-ნინო ნაჭყებიასგან ამოღებული ავადმყოფობის ისტორია - დაერთოს საქმეს სს საქმის შენახვის ვადით.

-შპს ,,მაგთიკომიდან,“ სს ,,სილქნეტიდან“, შპს ,,ვიონი საქართველოდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია - დაერთოს საქმეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ლ.თედორაძე/

 

მოსამართლეები: /მ. გორგოძე/

 

/თ. სვანიძე/