განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N140100119003122800, №1ბ/61-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: მაია თეთრაული
ვეფხია ლომიძე
სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ-----– ბ-----–---–ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ვ-----–- რ-----ის ძე ბ------- - დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ------–----------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---–-----------––-----------------;
ადვოკატი - მ------------–-–---–ი.
თარჯიმანი - ი----------------ე.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტი - განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელი:
13 (ცამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ერთი მეოთხედი ნაწილის პირობით ჩათვლა შემდეგ გარემოებათა გამო: ვ-----–- ბ-------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, გამოძიების ეტაპზე ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა ბრალდების მხარის მიერ ჩატარებულ სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებაში, რითაც ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას. ასევე, არ გაუხდია სადავოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. აღნიშნული გარემოებები მხედველობაში არ მიიღო სასამართლომ და დაუნიშნა მკაცრი სასჯელი. ამასთან, სასამართლომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნია დანაშაულის ჩადენა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, რაც არ არის სწორი. საქმის მასალების მიხედვით, ვ-----–- ბ-------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და არც დაზარალებულის უფლებამონაცვლეს აქვს პრეტენზია მის მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების ყველა წინაპირობა (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).
ბრალდების მხარის პოზიცია და სააპელაციო საჩივრის შესაგებლის მოთხოვნა - გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ვინაიდან სასამართლომ გაითვალისწინა ყველა შემამსუბუქებელი გარემოება და ვ-----–- ბ-------ს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივრის შესაგებელი, სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენით, ვ-----–- ბ-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:
2019 წლის 9 მაისს, დაახლოებით 07:00 საათზე, ქ--–-----–----–-------––------------------ში მდებარე ლ-------–- ბ--–---ს საცხოვრებელ ბინაში, ვ-----–- ბ-------მა, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი ფრჩხილის მკვნეტარის გამოყენებით, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ლ-------–- ბ--–---ს კისრის არეში, მარჯვენა მხარეს, მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, რის შედეგადაც ლ-------–- ბ--–--- გარდაიცვალა.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენით ვ-----–- ბ-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.
ვ-----–- ბ-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 10 მაისიდან.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში, ვ-----–- ბ-------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, სასამართლო სხდომაზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
მტკიცებულებათა დასაშვებობისა და შეფასების საკითხთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს პრეცედენტულ სამ------ლზე. სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, იგი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამ------ლწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, პუნ 159.). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04 , პუნ 32). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (პარ. 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (ვრცლად იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი No. 9043/05).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, გორის რაიონული სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვ-----–- ბ-------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ვ-----–- ბ-------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებების (შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ამოღებული ნივთმტკიცებებით, მოწმეთა - თ---------------–---–----------------------–--------–--–----------------------–--–---------------------------------–----------–---–--------------–-------–-------------------–------------------–---–----------------–----------–--ის გამოკითხვის ოქმებით, ვ-----–- ბ-------თან ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ოქმით და მოპოვებული მასალით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ვ-----–- ბ-------ის ტანსაცმლის ამოღების ოქმით, ნიმუშის აღების ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მიკრონაწილაკური ექსპერტიზის დასკვნით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, ბიოლოგიური, გენეტიკური, სეროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით) ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ ვ-----–- ბ-------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
სასჯელის დასაბუთება:
პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ვ-----–- ბ-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დაენიშნა სასჯელი ვ-----–- ბ-------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულია ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“). კონვენციის მიზნებისთვის, „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში; ამავე კონვენციით, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.
როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, ისე ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, ოჯახის წევრს ასევე წარმოადგენს არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირიც.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მსხვერპლი - ლ-------–- ბ--–--- არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ვ-----–- ბ-------თან, შესაბამისად, ქმედების კვალიფიკაცია ოჯახის წევრის მიმართ, არის სწორი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.
დაცვის მხარის არგუმენტი, რომ ვ-----–- ბ-------ს მხოლოდ შემამსუბუქებელი გარემოებები გააჩნია, არ წარმოადგენს გასაზიარებელს. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ დამამძიმებელ გარემოებას არ წარმოადგენს მხოლოდ ნასამართლობა. დამამძიმებელი გარემოებები შესაძლოა გამოხატული იქნეს დანაშაულის ჩადენის მოტივში, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებაში, ქმედების განხორციელების სახეში, ხერხში, ქმედების შემდეგ ყოფაქცევაში და ა.შ..
პალატა მიუთითებს ჩადენილი დანაშაულის ხასიათზე და შედეგზე - მოკლულია ქალი, მრავლობითი ჭრილობებით. უნდა აღინიშნოს თუ რა ქმედებაში გამოვლინდა მართლსაწინააღმდეგო ნება, როგორი იყო ქმედების განხორციელების სახე და ხერხი. ვ-----–- ბ-------მა თანნაქონი ფრჩხილის მკვნეტარის გამოყენებით, ლ-------–- ბ--–---ს კისრის არეში, მარჯვენა მხარეს, მიაყენა მრავლობითი დაზიანებები. ყოფაქცევა ქმედების შემდეგ ასევე მნიშვნელოვანია სასჯელის განსაზღვრისას. ვ-----–- ბ-------მა, მას შემდეგ, რაც ფრჩხილის მკვნეტარის ქლიბის წვერი რამდენჯერმე ჩაარტყა ლ-------–- ბ--–---ს ყელის არეში, დატოვა ის და წავიდა სახლიდან. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ვ-----–- ბ-------ი იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, რაც სწორად აქვს გამოყენებული მოსამართლეს დამამძიმებელ გარემოებად. დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლე არ არის დაინტერესებული ვ-----–- ბ-------ის მკაცრი დასჯით, რაც პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული შემამსუბუქებელ გარემოებად. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ვ-----–- ბ-------ის ქმედების შედეგი - ლ-------–- ბ--–---ს სიკვდილი. ამ პირობებში, დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიცია ვერ გახდება მსჯავრდებულისთვის სასჯელის კიდევ უფრო შემსუბუქების საფუძველი.
მითითება იმ გარემოებაზე, რომ ვ-----–- ბ-------მა აღიარა, მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სადავოდ არ გაუხდია მტკიცებულებები, მხედველობაში იქნა მიღებული სასჯელის დანიშვნისას და გამოხატულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციის ფარგლებში დანიშნული მინიმალური სასჯელით - 13 (ცამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთით. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას, პალატას არ მიაჩნია მიზანშეწონილად და მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი სამართლიანია და შეესაბამება როგორც ვ-----–- ბ-------ის პიროვნებას, ისე ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ-----–- ბ-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენი ვ-----–- ბ-------ის მიმართ.
ვ-----–- ბ-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 13 (ცამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ვ-----–- ბ-------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან 2019 წლის 10 მაისიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებები:
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გარდაცვლილ ლ-------–- ბ--–---ს გვამის აღმოჩენის ოთახის შესასვლელში ძირს დაფენილი ხალიჩის ზედაპირიდან აღებული სუნის ნიმუში 1 ფუთა (ინახება შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში) განადგურდეს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გარდაცვლილ ლ-------–- ბ--–---ს საწოლის ირგვლივ იატაკის ზედაპირიდან საძინებელ ოთახში გვამის საწოლის გვერდით არსებული ხალიჩის ზედაპირიდან აღებული სუნის ნიმუში 1 ფუთა (ინახება შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში) განადგურდეს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მარჯვენა სპორტული ფეხსაცმელიდან აღებული სუნის ნიმუში 1 ფუთა (ინახება შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში) განადგურდეს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გვამის საწოლიდან ამოღებული ჭრელი ფერის ბალიშის გადასაკრავი პირი 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა----------------–---ს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გვამის საწოლიდან ამოღებული ღია ფერებში გაწყობილი ბალიშის გადასაკრავი პირი მოწითალო ფერის ლაქებით 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა----------------–---ს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გვამის საწოლიდან ამოღებული მომწვანო ფერის ბალიშის გადასაკრავი პირი მოწითალო ფერის ლაქებით 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა----------------–---ს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გვამის საწოლიდან ამოღებული პულოვერი 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა----------------–---ს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გვამის საწოლიდან ამოღებული თავშალი მოწითალო ფერის ლაქებით 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა----------------–---ს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გვამის საწოლიდან ამოღებული გადასაფარებელი (პლედი) მოწითალო ფერის ლაქებით 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა----------------–---ს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გვამის საწოლიდან ამოღებული მჩხვლეტავი საგანი (კოსმეტიკური ხელსაწყო) მომწვანო ფერის ტარით 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გვამის ჭრილობის ირგვლივ კანის ზედაპირიდან ბამბით ამოღებული ანაწმენდი 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გვამის საწოლიდან ამოღებული მოთეთრო ფერის მაისური 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა----------------–---ს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გვამის საწოლიდან ამოღებული მოლურჯო ფერის ზეწარი 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა----------------–---ს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გვამის საწოლის მიმდებარედ იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სამკაულები და ბარათები 1 ფუთა (ინახება შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა----------------–---ს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გვამის საწოლის ირგვლივ იატაკის ზედაპირიდან ამოღებული შარვალი, მოკლეტოტიანი შარვალი, პერანგი და მაისური 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა----------------–---ს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს საწოლებს შორის იატაკიდან ამოღებული ერთი წყვილი რეზინის ოთახის ფეხსაცმელი 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა----------------–---ს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გვამის საწოლის მიმდებარედ იატაკის ზედაპირიდან ამოღებული მჩხვლეტავი საგანი მოვარდისფრო ტარით 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ხალიჩის ზედაპირიდან ამოღებული შავი ფერის მარცხენა სპორტული ფეხსაცმელი 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა----------------–---ს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ხალიჩის ზედაპირიდან ამოღებული შავი ფერის მარჯვენა სპორტული ფეხსაცმელი 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა----------------–---ს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გვამის საწოლის გვერდით არსებული მაგიდის გადასაფარებლის ამონაჭრები 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მაგიდაზე განთავსებული მოლურჯო ფერის ყუთიდან ამოღებული შავტარიანი დანა მოკეცილ მდგომარეობაში, მაკრატელი, ორი ცალი მკვნეტარა და ოთხი ცალი მჩხვლეტავი საგანი 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული ფრჩხილების ქლიბი 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული მოვარდისფრო ყუთი, რომლშიც მოთავსებულია მჩხვლეტავი ნივთი მოყვითალო ფერის ტარით და მაკრატელი 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული მინის საფერფლე სიგარეტის ნამწვებით 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მეორე საწოლიდან ამოღებული 3 ცალი ბალიშის პირი, 1 ცალი ზეწარი და 1 ცალი ჩიხოლი 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა----------------–---ს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მეორე საწოლიდან ამოღებული ჯინსის შარვალი 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა----------------–---ს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სიგარეტი „პირველის“ ცარიელი კოლოფი 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს იატაკის ზედაპირიდან ამოღებული კალამი 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა----------------–---ს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ოთახის შუაში სავარძლის გვერდით განთავსებული მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული დანა მწვანე ფერის ტარით 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა----------------–---ს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მაგთიფიქსის ტელეფონი 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა----------------–---ს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს კომოდის ქვეშ იატაკის ზედაპირიდან ამოღებული მოწითალო ფერის ყუთი, რომლშიც მოთავსებულია ხისტარიანი სადგისი, მჩხვლეტავი საგანი შავი ფერის ტარით და მკვნეტარა, მჩხვლეტავი ნივთი მოყვითალო ფერის ტარით და მაკრატელი 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გვამის საწოლსა და მაგიდას შორის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული ბეჭედი 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა----------------–---ს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს კომოდის ქვეშ იატაკის ზედაპირიდან ამოღებული მოწითალო ფერის ყუთი და მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული მოწითალო ფერის ყუთის თავსახური 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა----------------–---ს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს საპირფარეშოში უნიტაზის, მოწითალო ფერის შლანგის და მეტლახის ზედაპირიდან აღებული ანაწმენდები 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს სახლის შემოსასვლელი კარის გარე სახელურიდან და შიდა სახელურის სამაგრიდან, სახლის შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს განთავსებულ პირობითად მეორე საძინებელი ოთახის შიდა და გარე სახელურებიდან, სახლის შემოსასვლელიდან მარჯვენა მხარეს განთავსებულ პირობითად მესამე ოთახის გარეთა სახელურიდან, აღნიშნული ოთახიდან აივანზე გასასვლელი კარის შიდა სახელურიდან, საპირფარეშოს გარეთა სახელურიდან, ლოჯის ოთახიდან აივანზე გასასვლელი კარის შიდა და გარე სახელურებიდან აღებული ანაწმენდის ნიმუშები 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს საცხოვრებელი ბინის ოთახების ჩამრთველებიდან აღებული ანაწმენდები 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მეორე საძინებელი ოთახის კედლიდან ამოღებული შპალერის ამონაჭერი მოწითალო ფერის ლაქებით 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მეორე საძინებელი ოთახში მდგარი ხის ტუმბოდან ამოღებული მაკრატელი 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა----------------–---ს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მეორე საძინებელი ოთახში მდგარი ხის ტუმბოდან ამოღებული შავი ფერის პარფიუმერიის პატარა ზომის ჩანთა და ჩანთაში მოთავსებული ერთი ცალი მაკრატელი, ორი ცალი მჩხვლეტავი საგანი მოვარდისფერო ტარებით, ორი ცალი პინცეტი და ერთი ცალი ქლიბი 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს პირობითად მესამე ოთახიდან ამოღებული იატაკის მოყვითალო ფერის საფენი 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა----------------–---ს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს აივნის ბეტონის ზედაპირიდან ამოღებული მცირე ზომის მჩხვლეტავი საგანი 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს შესასვლელი კარის უკან საკიდიდან ამოღებული მოყავისფრო ფერის ქურთუკი 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა----------------–---ს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს სახლში შესასვლელი კარის საკეტი მოწყობილობა და გარეთა სახელური 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა----------------–---ს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს სამზარეულოს იატაკის ზედაპირიდან ამოღებული ჭიქა 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა----------------–---ს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ლოჯში არსებული მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული 2 ცალი დანა 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა----------------–---ს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გვამის საწოლთან არსებული კედლიდან ამოღებული შპალერის ამონაჭერი მოწითალო ფერის ლაქებით 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს სახლში შესასვლელი კარის შუა ნაწილის გარეთა და შიგნითა ზედაპირებიდან, გვამის აღმოჩენის ოთახში შესასვლელიდან პირდაპირ კედელთან მდგარ მაგიდაზე არსებული ბოთლიდან, გვამის საწოლსა და მეორე საწოლს შორის მდგარ მაგიდის ქვეშ არსებული ბოთლიდან, გვამის აღმოჩენის ოთახში მცირე ზომის მაგიდის ზედაპირზე მოთავსებული მოვარდისფრო პლასტმასის ყუთის გარეთა ზედაპირიდან ამოღებული ხელის თითის კვლები გადატანილი 5 ცალ დაქტილოფირზე, 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული პოლიეთილენის ბოთლი წარწერით „ლიკანი“ მასში მოთავსებული ალკოჰოლის სპეციფიკური სუნის მქონე სითხით 1 ფუთა (ინახება შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში) განადგურდეს;
§ ლ-------–- ბ--–---ს გვამიდან აღებული ანაწმენდების ნიმუშები - 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
§ ლ-------–- ბ--–---ს გვამიდან აღებული ფრჩხილების ნიმუშები - 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
§ ლ-------–- ბ--–---ს გვამიდან აღებული ხელების ანაბეჭდების ნიმუშები - 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
§ ლ-------–- ბ--–---ს გვამიდან აღებული თმის ნიმუშები - 1 ფუთა (ინახება შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში) განადგურდეს;
§ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ პ-----------–--ისგან ამოღებული ლ-------–- ბ--–---ს ტანსაცმელი (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა----------------–---ს;
§ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ პ-----------–--ისგან ამოღებული ლ-------–- ბ--–---ს პირადი ნივთები (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა----------------–---ს;
§ ლ-------–- ბ--–---ს გვამიდან აღებული ნაცხის ნიმუში - 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
§ ლ-------–- ბ--–---ს გვამიდან აღებული სისხლის ნიმუში - 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
§ ვ-----–- ბ-------ისგან აღებული ანაწმენდების ნიმუშები - 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
§ ვ-----–- ბ-------ისგან აღებული ფრჩხილების ნიმუშები - 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
§ ვ-----–- ბ-------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში - 1 ფუთა (ინახება შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში) განადგურდეს;
§ ვ-----–- ბ-------ისგან აღებული თმის ნიმუშები - 1 ფუთა (ინახება შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში) განადგურდეს;
§ ვ-----–- ბ-------ისგან აღებული ხელების ანაბეჭდების ნიმუშები - 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
§ ვ-----–- ბ-------ისგან აღებული სისხლის ნიმუში - 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
§ ვ-----–- ბ-------ისგან ამოღებული მისი კუთვნილი ტანსაცმელი (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ვ-----–- ბ-------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
§ ვ-----–- ბ-------ისგან ამოღებული მისი კუთვნილი ფეხსაცმელი (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ვ-----–- ბ-------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
§ ლე-–-----------სგან ამოღებული ვ-----–- ბ-------ის კუთვნილი სპორტული შარვალი (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ვ-----–- ბ-------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
§ ა----------------–---ისგან ამოღებული მისი კუთვნილი ტანსაცმელი (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს ა----------------–---ს;
§ ა----------------–---ისგან ამოღებული მისი კუთვნილი ფეხსაცმელი (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს ა----------------–---ს;
§ ა----------------–---ისგან ამოღებული გარდაცვლილ ლ-------–- ბ--–---ს კუთვნილი მობილური ტელეფონი (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა----------------–---ს;
§ ა----------------–---ისგან აღებული ანაწმენდების ნიმუშები - 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
§ ა----------------–---ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში - 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
§ ა----------------–---ისგან აღებული თმის ნიმუშები - 1 ფუთა (ინახება შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში) განადგურდეს;
§ ა----------------–---ისგან აღებული ხელების ანაბეჭდების ნიმუშები - 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
§ ლ-------–- ბ--–---ს კუთვნილი მობილური ტელეფონიდან აღებული ანაწმენდების ნიმუშები - 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სამკაულებიდან და პლასტიკური ბარათებიდან აღებული ანაწმენდების ნიმუშები - 1 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
§ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების - „ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერის“ შედეგად მოპოვებული მასალა 1 ცალ ლაზერულ დისკზე - 1 ფუთა (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს) შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
§ შპს „მ------დან“ გამოთხოვილი სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი 01 ცალ ლაზერულ დისკზე - 1 ფუთა (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს) შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
§ შსს ერთობლივი ოპერაციების ცენტრიდან გამოთხოვილი სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი 1 ცალ ლაზერულ დისკზე - 1 ფუთა (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს) შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: მაია თეთრაული
ვეფხია ლომიძე