განაჩენი

სისხლის სამართლის 26.02.2020
საქმის ნომერი
080100119003292136
ინსტანცია
თარიღი
26.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100119003292136

საქმე №1/ბ-87-2020წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 თებერვალი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---- ზ-------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა-----–--------–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 2-----------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), უმაღლესი განათლების მქონის, განქორწინებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ქ.ქუთაისში, მ----–---------–-ს ქ.№25-ში, მცხოვრების ქ.ქუთაისში, ი---------–---–ის №20/35-ში, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111;151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის განაჩენით:

 

ა-----–--------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111;151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ას ოცდაათი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 195 (ას ოთხმოცდათხუთმეტი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა-----–--------–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 195 (ას ოთხმოცდათხუთმეტი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მსჯავრდებულ ა-----–--------–-–---–ს პატიმრობაში ყოფნის ვადის (2019 წლის 25 ოქტომბრიდან 2019 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა დანიშნული სასჯელის ვადაში და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.

 

ა-----–--------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და გირაოს შემტანს _ დ----- გ------–-–---–ს (პ/ნ 6----------) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა, მსჯავრდებულ ა-----–--------–-–---–ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლი დაევალა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

მსჯავრდებულ ა-----–--------–-–---–ს დაევალა პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-----–--------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2014 წლის იანვრის თვიდან 2019 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით, ა-----–--------–-–---–ი ყოფილ მეუღლეს, თ----- ც-------–---–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რის შედეგადაც თ----- ც-------–---–ი განიცდიდა ტანჯვას.

 

2019 წლის 25 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქ.ქუთაისში, ჯ-----–---–ის ქ.№20 საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ თ----- ც-------–---–ს ტელეფონის გამოყენებით დაუკავშირდა ყოფილი მეუღლე ა-----–--------–-–---–ი და საუბრისას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას, რადროსაც თ----- ც-------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ---- ზ-------–---–მა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ა-----–--------–-–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, იმ საფუძვლით, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, რის გამოც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.

 

მსჯავრდებულმა ა-----–--------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასმაართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---- ზ-------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ თ----- ც-------–---–ის და მოწმეების _ რ----- კ------–--ის და თ----- ც-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ა-----–--------–-–---–მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ა-----–--------–-–---–ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის პიროვნება და საქმის გარემოებები, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ა-----–--------–-–---–ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენაში, მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, იგი არ არის ნასამართლევი და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება არ გააჩნია. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით ა-----–--------–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას _ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.

 

ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის განაჩენი ა-----–--------–-–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---- ზ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის განაჩენი ა-----–--------–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ა-----–--------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ას ოცდაათი) საათის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 195 (ას ოთხმოცდათხუთმეტი) საათის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა-----–--------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 195 (ას ოთხმოცდათხუთმეტი) საათის ვადით.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ ა-----–--------–-–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2019 წლის 25 ოქტომბრიდან 2019 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.

 

6.ცნობად იქნას მიღებული, რომ ა-----–--------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გირაოს შემტანს, დ----- გ------–-–---–ს (პ/ნ 6----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის მიერ გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

 

7.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, ა-----–--------–-–---–ისათვის ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა და მის აღსრულებაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/