განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210018002287819
საქმე №2/ბ-475-2019
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: ირმა პერანიძე
სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე
აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე: შპს ,,E---------------“
წარმომადგენელი- ვ------- ტ----------ე
მოწინააღმდეგე მხარე/აპელანტი: შპს ,,T------“
წარმომადგენელი- ნ----- მ----–--ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება
აპელანტის (შპს ,,E---------------) მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში
აპელანტის (შპს ,,T------“) მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში
აღწერილობით ნაწილი:
1. შპს "E----------------ი“ წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ბ------ის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე მხარედ შპს "T------“ მიუთითა და ითხოვა მოპასუხისათვის, შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 164 715.53 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება.ასევე შპს "T------“-სათვის შპს "E---------------"-ის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს დაკისრება, ვალდებულების დარღვევის მომენტიდან 2015 წლის 16 ოქტომბრამდე, ყოველდღიურად, გადაუხდელი თანხის 0.3 %-ის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს 188 095.36 აშშ დოლარს. პირგასამტეხლოს ანაზღაურების დაკისრება, 2015 წლის 16 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, 164 715.53 აშშ დოლარის 0.3 %-ის ოდენობით.
2. მოსარჩელის განმარტებით: მოპასუხე შპს "E---------------"-სა (დამკვეთი) და შპს "T------"-ს (შემსრულებელი, კონტრაქტორი) შორის, 2014 წლის 01 მაისს გაფორმებული იქნა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შემსრულებელს, 16 თვის განმავლობაში უნდა განეხორციელებია 2 934 500.00 აშშ დოლარის ღირებულების ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები. მოპასუხე "T-------მ", 2014 წლის მაისიდან -2015 წლის აპრილამდე პერიოდში, მოსარჩელე შპს "E---------------"-ს შეუკვეთა სამუშაოთა ნაწილი, რაც მოსარჩელის მიერ შესრულებული იქნა. მოპასუხემ ეს სამუშაო მიიღო ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე. მიწოდებული მომსახურების ღირებულება მოპასუხეს უნდა გადაეხადა მიწოდებების მიხედვით, ყოველი თვის ბოლოდან ათვლით, მომდევნო თვის 15 რიცხვში, თუმცა მომსახურების საფასური გადაიხადა ნაწილობრივ, ამასთან დიდი დაგვიანებით. მას გადასახდელი დარჩა დავალიანება 164 715,53 აშშ დოლარის ოდენობით.
3. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხეს ნარჩენი დავალიანება არ გადაუხდია, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ პრობლემას უქმნის მოსარჩელეს.
4. გარდა ძირითადი დავალიანებისა, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა გადახდების დაგვიანებებისთვის საურავის (საჯარიმო სანქციებს) გადახდის ვალდებულებას, დავალიანების თანხის 0,3 %-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, 16.10.2015 წლის მდგომარეობით საურავმა შეადგინა 188 095.36 აშშ დოლარი.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისად, გადახდები განხორციელებული აქვს, თუმცა, რაღაც ეტაპზე მოპასუხეს შეექმნა ეკონომიკური პრობლემები და ვერ მოახერხა თანხის სრულად გადახდა. მიუხედავად ამისა, სარჩელით მოთხოვნილი თანხები არარეალურია, რომელიც იწვევს გარკვეულ ბუნდოვანებას. ასევე არარეალურია მოთხოვილი პირგასამტეხლოს ოდენობა, რაც სასამართლომ, სსკ 420-ე მუხლის თანახმად უნდა შეამციროს.
სარჩელის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
6. ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით: ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე შპს "E---------------"-ის მოთხოვნა, მოპასუხე შპს "T------“-ს მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე. მოპასუხე შპს "T------“-ს მოსარჩელის - შპს "E---------------"-ის სასარგებლოდ დაეკისრა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება 164 715.00 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხე შპს "T------“-ს მოსარჩელის - შპს "E---------------"-ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს ანაზღაურება 6269.83 აშშ დოლარის ოდენობით 2015 წლის 27 ოქტომბრამდე (სარჩელის აღძვრამდე) პერიოდისათვის. მოპასუხე შპს "T------“-ს მოსარჩელის - შპს "E---------------"-ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს ანაზღაურება ყოველდღიურად 16.47 აშშ დოლარის ოდენობით, 2015 წლის 27 ოქტომბრიდან (სარჩელის აღძვრიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოპასუხე შპს "T------“-ს მოსარჩელის - შპს "E---------------"-ის სასარგებლოდ დაეკისრა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1057.27 ლარის ოდენობით. მოპასუხე შპს "T------“-ს მოსარჩელის - შპს "E---------------"-ის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენელის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 7560,7792 აშშ დოლარის ოდენობით.
7. სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 01 მაისს, შპს „T-------სა და შპს "E---------------"-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში, შპს „T-------ს (დამკვეთის) დავალების საფუძველზე, შპს „E---------------"-ს, ქ. ბ------ში, რ---------–ის ქუჩა N---ში მდებარე ობიექტზე (სასტუმრო/კაზინო „ბაბილონთაუერი), უნდა განეხორციელებინა სამშენებლო სამუშაოები, ხელშეკრულების დანართ 1-ში და დანართ 2-ში მითითებული პირობებით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 2 934 500 აშშ დოლარით. მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღებისა და ანაზღაურების წესსა და ვადებზე. მხარეთა შეთანხმებით, დამკვეთი კისრულობდა ვალდებულებას, მიღებული სამუშაო აენაზღაურებინა შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის დამტკიცებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ დაგვიანებით განხორციელებული გადახდებისათვის დამკვეთი კონტრაქტორს გადაუხდიდა ჯარიმას, გადასახდელი თანხის 0.3 %-ის ოდენობით, ყოველი დაგვიანებული დღისათვის. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 16 თვით. შემსრულებლის (შპს „E---------------"-ის) მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შპს „E---------------" კისრულობდა ვავლდებულებას, ყოველი დაგვიანებული დღისათვის ჯარიმის სახით გადაეხადა ხელშეკრულების სრული ღირებულების 0.05%.
8. დადგენილი იქნა, რომ 2014 წლის მაისიდან 2015 წლის აპრილამდე პერიოდში, მოპასუხემ მოსარჩელეს დაუკვეთა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ნაწილი, რაც მოსარჩელემ შეასრულა ჯეროვნად და ის მოპასუხე კომპანიამ მიიღო ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე. მიუხედავად ამისა, შპს „T------“-მ ფინანსური პრობლემების გამო, შესრულებული სამუშაოს სრული ანაზღაურება შპს „E---------------"- ისთვის ვერ უზრუნველყო.
9. სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „T-------მ“ მიღებული მომსახურების ღირებულება აანაზღაურა ნაწილობრივ, ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევით.
10. შპს "E---------------"-ის მიერ შესრულებული და აუნაზღაურებელი სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 164 715,53 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის დარიცხულმა ჯარიმამ ვალდებულებათა შესრულების მომენტიდან 2015 წლის 16 ოქტომბრამდე (სარჩელის აღძვრამდე პერიოდი) შეადგინა 188 095.36 აშშ დოლარი.
11. პირგასამტეხლოს განაკვეთთან დაკავშირებით, რომელიც შეადგენს - ვადაგადაცილებული თანხის 0.3%-ს, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ოდენობა წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რაც ეწინააღმდეგება გონივრულობის სტანდარტებს, და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე მითითებით პირგასამტეხლოს ოდენობა შეამცირა 30-ჯერ - 6269.83 აშშ დოლარამდე. რაც შეეხება სამომავლოდ დასარიცხი პირგასამტეხლოს, სასამართლომ მიიჩნია, რომ ის უნდა განისაზღვროს დავალიანების - 164 715.00 აშშ დოლარის 0.01 %-ით, რაც შეადგენს 16.47 აშშ დოლარს, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, 2015 წლის 16 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
12. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 629-ე, 648-ე, 361-ე, 427-ე 417-420-ე მუხლებზე მიუთითა.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
13. დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული, როგორც შპს „T-------ს“, ისე შპს "E---------------"-ის მიერ.
27. აპელანტმა შპს ,,E----------------ის წარმომადგენელმა პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა; აპელანტის განმარტებით: სასამართლომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების (პროცენტები/საურავები) "პირგასამტეხლოდ" დაკვალიფიცირებისას იმსჯელა სსკ 420 მუხლით და მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, რომელიც შეამცირა 30-ჯერ, აღნიშნული მიდგომა არასწორია, ამასთან სახიფათოა საფინანსო ბაზრისა და ბიზნეს-საქმიანობისთვის.
28. მართალია არ არსებობს დადგენილი პრაქტიკა, თუ რამდენია პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა, მაგრამ არსებობს მაგ. საგადასახადო კოდექსი (ორგანული კანონი) და არსებობს კანონის ანალოგიის ცნება. საგადასახადო კოდექსის თანახმად, როცა მეწარმე პირი აგვიანებს გადასახადების გადახდას, მას უწესდება საჯარიმო სანქცია/საურავი ყოველდღიური 0,07%-ის ოდენობით, რაც 7-ჯერ მეტია, ვიდრე სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო. შესაბამისად პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად შესაძლოა მიჩნეული იქნეს სულ მცირე 0.07% მაინც.
29. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოთხოვნა შეამცირა და საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობით (რაც შეადგენს 0.07%-ს ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის) მოითხოვა სარჩელის მითითებული ნაწილის დაკმაყოფილება, ამასთან პირგასამტეხლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მოითხოვა.
30. რაც შეეხება აპელანტის შპს ,,T------“-ს წარმომადგენლის მოთხოვნას, მან სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა ითხოვა. აპელანტის განმარტებით: სასამართლომ არსებითი ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ძირითადი თანხა 164 715. 53 აშშ დოლარის ოდენობით, არასწორად არის დაანგარიშებული და არ შეესაბამება, როგორც წარმოდგენილ საანაგრიშგებო დოკუმენტებს, ასევე სახელშეკრულებო პირობებს. კერძოდ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად "ყოველი თვისთვის გამოწერილი ანაგარიშის თანხის 5 % ნაღდი საგარანტიო თანხისთვის გადაიდება“, ამასთან ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად დროებითი ჩაბარების ოქმით განსაზღვრული სამუშაოების კონტარქტორის მიერ უნაკლოდ შესრულების შემდეგ ყოველი გადარიცხვიდან საგარანტიო თანხისთვის გამოყოფილი თანხა კონტარქტორს უკან უბრუნდება. შესაბამისად სარჩელის აღძვრის მომენტში მოსარჩელეს არ ჰქონდა მოთხოვნის დაყენების უფლება, ვინაიდან საგარანტიო თანხის უკან დაბრუნება უნდა მომხდარიყო დროებითი ჩაბარების ოქმის გაფორმების შემდეგ, რაც სახეზე არ არსებობდა. შესაბამისად ძირითადი მოთხოვნის, როგორც შეუსრულებელი ვალდებულების თანხის გაანგარიშებისას სასამართლოს მიერ საქმის გამოკვლევისას არსებითად მნიშვნელოვანი იყო ორი გარემოების დადგენას, 1)არსებობდა თუ არა საქმის მასალებში დროებითი ჩაბარების ოქმი, რომელიც წარმოშობდა საგარანტიო თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას და 2) ერთიანად წარდგენილი დოკუმენტები, რამდენად ასახავდა შეუსრულებელი ვალდებულებების ჯამურ თანხას, რომელიც მოსარჩელეს აქვს სარჩელში მითითებული, მაგარამ სასასმართლომ აღნიშნული გარემოებები არ გამოიკვლია გადაწყვეტილების მიღებისას. ძირითადი თანხის სწორად განსაზღვრა კი აღნიშნული დავისთვის მნიშვნელოვანია, იმდენად რამდენადაც მას უკავშირდება აქცესორული მოთხოვნა მხარისათვის ყოველდღიური პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.
31. ასევე მეტად მნიშვენლოვანია მოსარჩელის მიერ გაზრდილი მოთხოვნის ფარგლებში დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა რაც გაჭიანურებული მართლმსაჯულების ფარგლებში ყოველგავრ გონივრულ ზღვარს ცდება, ვიანიდან თუკი მხარის მიერ სარჩელის აღძვრამდე გაანგარიშებული პირგასამტხელო სასამართლომ მიიჩნია არაგონივრულად და ის შეამცირა 30-ჯერ სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ გადაცილებულ დღეზე 6. 47 აშშ დოლარის დაკისრება კიდევ უფრო არაგონივრულს ხდის სამომავლოდ დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობას.
32. ამასთან ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯები არის შეუსაბამოდ მაღალი და ის უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
33. სააპელაციო სასამართლო საქმის მასალათა გაცნობის, მხარეთა ახსნა განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს ,,T------“-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; შპს ,,E----------------ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება შპს ,,T------“-სათვის მოსარჩელის შპს ,,E---------------“-ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 6269,83 აშშ დოლარის დაკისრების (გადაწყვეტილების 1.2. პუნქტი) ასევე ყოველდრიურად პირგასამტეხლოს სახით 16,47 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში 2015 წლის 27 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (1.3. პუნქტი) და ამ ნაწილებში მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,E---------------“-ის სარჩელი შპს ,,T------“-სათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; დაეკისროს შპს ,,T------“-ს შპს ,,E---------------“-ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 16 059,71 დოლარი (164715 დოლარის 0,05 X 195 დღეზე). ასევე უნდა დაეკისროს შპს ,,T-------ს“ შპს ,,E---------------“-ის სასარგებლოდ ყოველდღიურად 2015 წლის 27 ოქტომბრიდან კანონიერ ძალაში შესვლამდე (შემცირებული მოთხოვნის გათვალისწინებით) გადაუხდელი თანხის (ანუ შეუსრულებელი ვალდებულების) 0,05%.
ფაქტობრივი დასაბუთება:
42. დადგენილია, რომ 2014 წლის 01 მაისს, შპს „T-------სა და შპს "E---------------"-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება,რომლის ფარგლებში, შპს „T-------ს დაკვეთით, შპს „E---------------"-ს, ქ. ბ------ში, რ---------–ის ქუჩა N---ში მდებარე ობიექტზე (სასტუმრო/კაზინო „ბაბილონთაუერი“), უნდა განეხორციელებინა სამშენებლო სამუშაოები,ხელშეკრულების დანართ 1-ში და დანართ 2-ში მითითებული პირობებით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 2 934 500 აშშ დოლარით. მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღებისა და ანაზღაურების წესსა და ვადებზე. მხარეთა შეთანხმებით, დამკვეთი კისრულობდა ვალდებულებას, მიღებული სამუშაო აენაზღაურებინა შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის დამტკიცებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ დაგვიანებით განხორციელებული გადახდებისათვის დამკვეთი კონტრაქტორს გადაუხდიდა ჯარიმას, გადასახდელი თანხის 0.3 %-ის ოდენობით, ყოველი დაგვიანებული დღისათვის. (იხ. ტ.1. ს.ფ.28-36);
43. საგარანტიო თანხის თაობაზე მხარეებმა შემდეგი შინაარსის დათქმა გააკეთეს: ყოველი თვისთვის გამოწერილი ანგარიშის თანხის 5% ნაღდი საგარანტიო თანხისთვის გადაიდება. (ტ.1. ს.ფ.30);
44. ხელშეკრულების მე-4 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ სამუშაოების დროებით და საბოლოო ჩაბარების წესზე. კერძოდ ხელშეკრულების მითითებული მუხლის თანახმად: „ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების შემდეგ დამკვეთი და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებისგან შემდგარი კომიტეტი ზოგადი შემოწმების ჩატარების შემდეგ შეადგენს დროებითი ჩაბარების ოქმს, არსებობის შემთხვევაში, თუ საჭირო იქნება ჩასწორება ხსენებულ ოქმში განისაზღვრება და წინასწარ განსაზღვრულ დროში ჩასწორდება კონტრაქტორის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, ყოველ სამ თვეში ერთხელ დროებითი ჩაბარების ოქმი მომზადდება და სამუშაოების დასრულების ჩაბარება მოხდება. დროებითი ჩაბარების ოქმით განსაზღვრულ სამუშაოების კონტრაქტორის მიერ უნაკლოდ შესრულების შემდეგ, ყოველი გადარიცხვიდან საგარანტიო თანხისთვის გამოყოფილი თანხა კონტრაქტორს უკან უბრუნდება; დროებით ჩაბარების ოქმით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შემდეგ შედგება საბოლოო ჩაბარების ოქმი.
45. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 16 თვით. შემსრულებლის (შპს „E---------------"-ის) მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შპს „E---------------" კისრულობდა ვავლდებულებას, ყოველი დაგვიანებული დღისათვის ჯარიმის სახით გადაეხადა ხელშეკრულების სრული ღირებულების 0.05%.
46. შესრულებული სამუშაოს დასადასტურებლად მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა ელექტრონული ანგარიშფაქტურები, რომლებიც დადასტურებულია მოპასუხე მხარის მიერ. კერძოდ: 2014 წლის 3 აპრილს მოსარჩელის მიერ შევსებული ანგარიშფაქტურა 15344 ლარზე მოპასუხემ დაადასტურა 2014 წლის 13 მაისს (ს.ფ.52); 2014 წლის 3 მაისს შევსებული ანგარიშფაქტურა 239177,83 ლარზე მოპასუხემ დაადასტურა 2014 წლის 12 ივნისს (ს.ფ.51); 2014 წლის 3 ივნისს შევსებული ანგარიშფაქტურა 288471.3 ლარზე მოპასუხემ დაადასტურა 2014 წლის 23 ივლისს (ს.ფ.50);2014 წლის 3 ივლისს შევსებული ანგარიშფაქტურა 287718,33 ლარზე მოპასუხემ დაადასტურა 2014 წლის 30 სექტემბერს (ს.ფ.49); 2014 წლის 3 აგვისტოს შევსებული ანგარიშფაქტურა 278785,43 ლარზე მოპასუხემ დაადასტურა 2014 წლის 20 ოქტომბერს (ს.ფ.48); 2014 წლის 3 სექტემბერს შევსებული ანგარიშფაქტურა 280490,56 ლარზე მოპასუხემ დაადასტურა 2014 წლის 08 დეკემბერს (ს.ფ.47); 2014 წლის 3 ოქტომბერს შევსებული ანგარიშფაქტურა 392903,07 ლარზე მოპასუხემ დაადასტურა 2014 წლის 25 დეკემბერს (ს.ფ.46); 2014 წლის 3 ნოემბერს შევსებული ანგარიშფაქტურა 381855,4 ლარზე მოპასუხემ დაადასტურა 2015 წლის 21 იანვარს (ს.ფ.45); 2014 წლის 3 დეკემბერს შევსებული ანგარიშფაქტურა 320647,59 ლარზე მოპასუხემ დაადასტურა 2015 წლის 05 მარტს (ს.ფ.44); 2015 წლის 3 იანვარს, შევსებული ანგარიშფაქტურა 337522,63 ლარზე მოპასუხემ დაადასტურა 2015 წლის 31 მარტს (ს.ფ.43); 2015 წლის 3 თებერვალს შევსებული ანგარიშფაქტურა 382611,67 ლარზე მოპასუხემ დაადასტურა 2015 წლის 22 მაისს (ს.ფ.42); 2015 წლის 3 მარტს შევსებული ანგარიშფაქტურა 90455,96 ლარზე მოპასუხემ დაადასტურა 2015 წლის 22 მაისს (ს.ფ.41); 2015 წლის 3 აპრილს, შევსებული ანგარიშფაქტურა 111621,54 ლარზე მოპასუხემ დაადასტურა 2015 წლის 22 მაისს (ს.ფ.40); ჯამში საქმეზე წარმოდგენილი ანგარიშფაქტურები ასახავს, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 3 407 605,75 ლარის ღირებულების მიწოდების ფაქტს, რომელიც მოპასუხე მხარი მიერ დადასტურებული იქნა. (ტ.1. ს.ფ.40-52);
47. სააპელაციო სსამართლოს მთავარ სხდომაზე, შპს „T-------ს“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ დადასტურებულ ანგარიშ ფაქტურებს, რომელიც არის ოფიციალური დოკუმენტი - სადავოდ არ მიიჩნევს.
48. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მითითებული შესრულებული სამუშაოდან, რომლის ოდენობაც დადასტურებულია ანგარიშფაქტურებით და არის ბევრად მეტი ვიდრე სარჩელის მითითებული თანხა(რასაც მოპასუხე არ ხდის სადაოდ) - მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა გადახდილი და ანაზღაურებული შესრულებული სამუშაოს ღირებულება 164 715,53 აშშ დოლარის ოდენობით.
49. ელექტრონულად დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურის ინდივიდუალურ მტკიცებულებად შეფასების პირობებში სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საფი“ (საგადასახადო ანგარიშ ფაქტურა) საჯარო სამართლის სფეროს მიკუთვნებული, კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ სპეციალური დანიშნულების მქონე დოკუმენტია და ემსახურება საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლით გათვალისწინებულ მიზანს - გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივი მდგომარეობის, ასევე, საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების განსაზღვრას. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ მტკიცებულების ღირებულებითი ძალა სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ამ მტკიცებულებით საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივი შეფასებით შესაძლებელია, დადასტურებულ იქნეს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტი.
პალატა კიდევ ერთხელ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შპს ,,T------“-ს წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია ამ დოკუმენტების(საგადასახადო ანგარიშფაქტურების) ნამდვილობა, მისი სამართლებრივი ღირებულება ან შინაარსი. მისი განმარტებით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ნამდვილად ასახავს მხარეთა შორის არსებულ ვალდებულებით ურთიერთობას, მაგრამ აპელანტი ედავება საქმეში წარმოდგენილ ე.წ. ცხრილებს; რომელიც არის შიდა დოკუმენტი, მას იურიდიული ძალის მქონე მტკიცებულებად არ მიიჩნევს, ამასთან დაუდასტურებლად მიაჩნია საგარანტიო თანხების 5% მოთხოვნა მოსარჩელისაგან, რადგან მხარეთა შორის არ შემდგარა ე.წ. ,,დროებითი ჩაბარების ოქმი“, ხოლო ხელშეკრულების შესაბამისად კონტრაქტორს მხოლოდ დროებითი ჩაბარების ოქმით განსაზღვრული სამუშაობის უნაკლოდ ჩაბარების შემდგომ შეეძლო საგარანტიო თანხისათვის გამოყოფილი თანხების უკან დაბრუნება.
შპს „E---------------"-ის წარმომადგენლის განმარტებით, წარმოდგენილი აქვს დროებითი ჩაბარების აქტი (საქმეში ს.ფ. 73), სადაც მითითებულია რომ ჩატარებული სამუშაოები შეესაბამება ხელშეკრულებას...
ყველაფრის მიუხედავად, ანუ იმის მიუხედავად მიიჩნევს თუ არა სასამართლო სანდო სამართლებრივი ღირებულების მქონე მტკიცებულებებად ს.ფ. 53-55-ზე განთავსებულ ე.წ. შიგა ცხრილებს და ს.ფ. 73-ზე განთავსებულ დროებით ჩაბარების აქტს, აღნიშნული გარემოება ვერ გახდება სამართლებრივი ხეირის მომტანი მოპასუხისათვის, გამომდინარე იქედან, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით სრულიად არის დადასტურებული შესრულებული სამუშაოების ღირებულება..., რომელიც ბევრად აღემატება მოსარჩელის მიერ სარჩელით მოთხოვნილ თანხას (მოსარჩელის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოსარჩელე, როოგორც კეთილსინდისიერი მხარე აცხადებს, რომ გარდა სარჩელით მოთხოვნილი 164 716,53 ლარისა დანარჩენი თანხები რაც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებითაა დადასტურებული-მოპასუხე მხარეს მისთვის გადახდილი აქვს.
რაც შეეხება ე.წ. შპს ,,T------“-საგან ასაღები თანხების ცხრილს რომელიც საქმეში ს.ფ. 53-55-ზეა განთავსებული პალატა ეთანხმება მოპასუხის წარმომადგენელს რომ იგი ნამდვილად შიდა დოკუმენტია მოსარჩელისა, თუმცა ამ მტკიცებულებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან ერთად აქვს ის ღირებულება, რომ სწორედ ამ დოკუმენტით დგინდება, რომ საგარანტიო თანხები 12 500 ლარის ოდენობით გამოკლებული აქვს მისაღები თანხისათვის მოსარჩელეს და სწორედ ამ თანხის გამოკლებით ითხოვს იგი 164 715,53 ლარს (იხ. ს.ფ. 55).
რაიმე მტკიცებულება, რაც ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგოს დაადასტურებდა ან გააბათილებდა მას, მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
პალატა იმასაც მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ ,,დაწუნებული“ და ეჭვ ქვეშ დამდგარი მტკიცებულება ე.წ. ,,შიგა ცხრილები“ რომ არ წარმოედგინა მოსარჩელეს სასამართლოსათვის მხოლოდ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებიც სრულიად საკმარისი იქნებოდა სასარჩელო მოთხოვნის მართებულობის დადასტურებისათვის.
50. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 629.1 და 648-ე მუხლები წარმოადგენს, [629.1მ. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური; 648-ე მ. შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ - ნაწილ გადახდას], რომელთა ფარგლებშიც, მოსარჩელეს ეკისრება მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის, მის მიერ სამუშაოს შესრულების, მოპასუხის მიერ ამ სამუშაოს მიღებისა და ამ გზით ვალდებულების შეწყვეტის, ასევე, საზღაურის გადაუხდელობის ფაქტის მითითების ტვირთი, ხოლო იმის მიხედვით, თუ რომელ ფაქტებს შეედავება მოპასუხე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის უნდა განაწილდეს სადავო ფაქტების მტკიცების ტვირთი. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი როგორც ფაქტობრივი, ისე, სამართლებრივი თვალსაზრისით გამართულია, რაც შეეხება მოპასუხის შესაგებელს, მან არსებითი ხასიათის შედავება სასამართლოში ვერ წარადგინა, ვერ წარადგინა ვერც ერთი მტკიცებულება, რაც მის პოზიციას დადასტურებდა. პალატა კიდევ ერთხელ მიუბრუნდება და ყურადღებას გაამახვილებს ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, სადაც არაერთხელაა განმარტებული, რომ საფი ანუ საგადასახადო ანგარიშფაქტურა, მართალია, საჯარო კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტია და საჯარო მიზნებს ემსახურება, თუმცა, სამოქალაქო სამართლისათვის მას სამართლებრივი ღირებულება გააჩნია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიზნებისათვის, საფ-ის დადასტურება შესრულების მიღებას უტოლდება [სკ-ის 649-ე მუხლი: თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში] და ამ ფაქტის გაქარწყლება იმ მხარეს ეკისრება, რომლის წინააღმდეგაცაა იგი მიმართული (შესრულების მიღებისა და საფ-ის, როგორც მტკიცებულების შეფასების თაობაზე იხ. სუსგ: №ას-793-760-2016, 20 იანვარი, 2017 წელი; №ას-671-642-2016, 20 იანვარი, 2017 წელი),51. მოპასუხე მხარემ სამუშაოთა შეუსრულებლობაზე, ან შესრულებული და მიღებული სამუშაოს მისი მხრიდან ანაზღაურების თაობაზე არანაირი მტკიცებულება არ წარადგინა სასამართლოში. რის გამოც პალატა დადასტურებულედ მიიჩნევს მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას (სარჩელზე თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით) იმის თაობაზე, რომ შპს ,,T------“-ს მოსარჩელისთვის გადასახდელი აქვს ამ უკანასკნელის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება 164 715,53 აშშ დოლარის ოდენობით.
52. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.
53. ხელშეკრულების შეუსრულებლობა ან მისი არაჯეროვანი შესრულება იწვევს პირგასამტეხლოს მხარისათვის დაკისრებას თუ ეს გათვალისწინებულია მხართა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
54. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
55. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
56. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
57. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
58. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
59. დადგენილია, რომ მენარდემ შეასრულა 164 715.53 აშშ დოლარის სამუშაო. შემკვეთა არ გადაიხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულება. გადაუხდელ პერიოდს შეადგენს 195 დღე (სარჩელის წარდგენამდე). მითითებული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა თვლის, რომ ვალდებულების დარღვევის პერიოდის (195 დღე), მისი ოდენობის (ღირებულება 164 715.53 აშშ დოლარი) თანაზომიერ პირგასამტეხლოს ოდენობად უნდა განისაზღვროს 0.05 % ყოველ ვადაგადაცილებულ დრეზე. რომელიც სარჩელის წარდგენამდე პერიოდისთვის შეადგენს 16 059,71 დოლარს, ხოლო 2015 წლის 27 ოქტომბრიდან, ყოველდღიურად გადაწყვეტილების კანონიერ ძალში შესვლამდე მოპასუხეს უნდა დაეკისროს გადაუხდელი თანხის 164 715.53 აშშ დოლარის 0,05%.
60. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის შპს ,,T------“-ს მოთხოვნას, წარმომადგენლის მომსახურებისთვის, მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის სანაცვლოდ მის სასარგებლოდ 7560,7792 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა, რაც შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4 %-ს.
61. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა არ ცდება მითითებული ნორმით დადგენილ ფარგლებს, რის გამოც გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საპროცესო ხარჯი:
62. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
63. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
64. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 მაისის განჩინებით შპს „E---------------"-ს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის 7000 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე; ამავე განჩინებით შპს ,,T------“-ს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის 7000 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;
65. შესაბამისად, შპს ,,T------“-ს ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5833,10 ლარის და 7000 ლარის (გადავადებული სახ ბაჟები, როგორც თავის სააპელაციო საჩივარზე, ისე შპს „E---------------"-ის სააპელაციო საჩივარზე) გადახდა.
66. შპს ,,E---------------“-ს ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1166,90 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა:
1. შპს ,,T------“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,,E----------------ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება შპს ,,T------“-სათვის მოსარჩელის შპს ,,E---------------“-ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 6269,83 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში (გადაწყვეტილების 1.2. პუნქტი) ასევე ყოველდრიურად პირგასამტეხლოს სახით 16,47 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში 2015 წლის 27 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (1.3. პუნქტი) ასევე სახელმწიფო ბაჟის სახით 1057,27 ლარის დაკისრების ნაწილში (მე-4 პუნქტი) და ამ ნაწილებში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. შპს ,,E---------------“-ის სარჩელი შპს ,,T------“-სათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. დაეკისროს შპს ,,T------“-ს შპს ,,E---------------“-ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 16 059,71 დოლარი (164715 დოლარის-ის 0,05 X 195 დღეზე)
6. ასევე დაეკისროს შპს ,,T------“-ს შპს ,,E---------------“-ის სასარგებლოდ ყოველდღიურად 2015 წლის 27 ოქტომბრიდან აღსრულებამდე გადაუხდელი თანხის (ანუ შეუსრულებელი ვალდებულების) 0,05%.
7. დაეკისროს შპს ,,T------“-ს ბიუჯეტის სასარგებლოდ 5833,10 ლარი და 7000 ლარი (გადავადებული ბაჟი).
8. დაეკისროს შპს ,,E---------------“-ს ბიუჯეტის სასარგებლოდ 1166,90 ლარი.
9.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-10-11 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
10.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
11. საქართველოს სამოქალაქო საროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლეები: თამარ სვანიძე ირმა პერანიძე სიმონ ჩხაიძე ნა