განაჩენი

სისხლის სამართლის 28.02.2020
საქმის ნომერი
080100118002386252
ინსტანცია
თარიღი
28.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002386252

საქმე №1/ბ-40-2020წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

07 თ--------–ი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------ა ვ-–--------ის ასული თ----------ის მიმართ დაბადებული: 197- წლის 23 თ--------–ს, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქუთაისი, ფ---------------- ქუჩა N73.

 

დ------ ა------ის ძე ჩ---–--ის მიმართ დაბადებული: 199- წლის 23 ს----------ს, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქუთაისი, რ---------–ის ქუჩა N139/44. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

მ------ა თ----------ეს და დ------ ჩ---–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მათ ჩაიდინეს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

მ------ა თ----------ეს ბრალი ედება მასში, რომ 2018 წლის 24 თ--------–ს, საღამოს საათებში, თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე: ქუთაისი, ფ---------------- ქუჩა N73- ში მ------ა თ------------ემ არასრულწლოვანი შვილის ნ--- თ----------ის თანდასწრებით იძალადა სიძეზე დ------ ჩ---–--ეზე (მარჯვენა მხარზე მიაყენა დაზიანება) ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დ------ ჩ---–--ეს სხეულზე აღენიშნება მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

 

დ------ი ჩ---–--ეს ბრალი ედება მასში, რომ 2018 წლის 24 თ--------–ს, საღამოს საათებში, თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე: ქუთაისი, ფ---------------- ქუჩა N73- ში დ------ ჩ---–--ემ არასრულწლოვანი ნ--- თ----------ის თანდასწრებით იძალადა სიდედრზე მ------ა თ----------ეზე (წააქცია და მუცელში ჩაარტყა ფეხი) ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით მ------ა თ----------ეს სხეულზე აღენიშნება მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენით:

 

1. მ------ა თ----------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. დ------ი ჩ---–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

მ------ა თ----------ის და დ------ი ჩ---–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

გამართლებულებს მ------ა თ----------ეს და დ------ი ჩ---–--ეს განემარტათ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ------- გ----------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მ------ა თ----------ის და დ------ი ჩ---–--ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. მიუხედავად იმისა, რომ დ------ ჩ---–--ემ, მ------ა თ----------ემ, მ---- და ნია თ----------ეებმა ისარგებლეს მათვის მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება, საქმეში წარმოდგენილია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, რომლის თანახმადაც მ------ა თ----------ეს და დ------ ჩ---–--ეს სხეულზე აღენიშნებოდათ დაზიანებები, რაც სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა დადასტურა. ამდენად, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმეში არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მასში, რომ მ------ა თ----------ემ და დ------ ჩ---–--ემ ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

 

გამართლებულ დ------ ჩ---–--ის მიერ წარმოდგენილია შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

გამართლებულ მ------ა თ----------ის მიერ წარმოდგენილია შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოწმემ მ---- თ----------ემ და ნია თ----------ემ ისარგებლეს მათთვის მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება, ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

 

მოწმის სახით დაკითხულ ა------ ჩ---–--ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 24 თ--------–ს საღამოს საათებში მის შვილთან დ------ი ჩ---–--ესთან ერთად მივიდა ქუთაისში, ფ---------------- ქუჩა N73-ში, საიდანაც უნდა წამოეყვანათ ბავშვი. დ------ი ჩ---–--ე შევიდა სახლში ბავშვის გამოსაყვანად, თვითონ ელოდებოდა მანქანაში. რაღაც პერიოდის შემდგომ დ------ი აღელვებული სახით, ბავშვით ხელში ჩავიდა კიბეზე. თავად ბავშვი გამოართვა, დ------ი კი სახლის წინ მყოფ ხალხს ესაუბრებოდა, რომლებიც მას ამშვიდებდნენ. ამ დროს მანქანასთან მივიდა მ------ა თ----------ე, რომელსაც ა------ ჩ---–--ემ უთხრა, რომ მანქანას არ მიახლოებოდა. მოწმის განმარტებით აღნიშნულის შემდგომ ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ სახლში. მოწმის ა.ჩ---–--ის განმარტებით მის შვილს დ------ი ჩ---–--ეს კისრის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანება სიწითლის სახით, ასევე გაწყვეტილი ჰქონდა გიშრის მძივი, რომელიც ეკეთა კისერზე.

 

მოწმის სახით დაკითხულ ე-–---- თ---------ის ჩვენების თანახმად, ის ცხოვრობს ქუთაისში, ფ---------------- ქუჩა N73-ში, 2018 წლის 24 თ--------–ს იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში, დაახლოებით საღამოს 21:00 საათზე ეზოდან გაიგონა ხმამაღალი ყვირილის ხმა, რის გამოც გავიდა გარეთ და დაინახა, რომ მისი მეუღლე დ----- თ----------ე და მაზლი რ---- თ----------ე ამშვიდებდნენ დ------ ჩ---–--ეს, რომელიც იყო აღელვებული. მ------ა თ----------ისგან შემდგომ გაიგო, რომ მას და დ------ი ჩ---–--ეს შორის ადგილი ჰქონდა კონფლიქტს.

 

მოწმის სახით დაკითხულ რ---- თ---------ის ჩვენების თანახმად, ის ცხოვრობს ქუთაისში, ფ---------------- ქუჩა N73-ში, 2018 წლის 24 თ--------–ს იმყოფებოდა საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ძმასთან დ----- თ---------ესთან ერთად. დაახლოებით საღამოს 21:00 საათზე დაინახა, რომ მ------ა თ----------ის სახლთან ეყენა ა------ ჩ---–--ის ავტომანქანა, რომელშიც ისხდნენ ა------ და დ------ ჩ---–--ეები. დ------ი ჩ---–--ე იყო აღელვებული. შემდეგ გაიგო, რომ მ------ას და მის სიძეს მოუვიდათ კონფლიქტი.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებებია დადასტურებული მოწმე დ-----ი თ---------ის გამოკითხვის ოქმში.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ფორმა N1 დადგენილია, 2018 წლის 24 თ--------–ს, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება მასზედ, რომ ქუთაისში, რ---------–ის გამზ. N139-ში დ------ი ჩ---–--ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისი მეუღლის მ---- თ----------ის დედას მ------ა თ----------ეს.

 

დანაშაულის შესახებ შეტყობინების N------ თანახმად, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში შევიდა მ---- თ----------ის შეტყობინება, რომელმაც განაცხადა, რომ კონფლიქტია მეუღლეებს შორის.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად - 25.02.2018 წელს 10:49 – 11:00 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. მ------ა თ----------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთისა და ნაჭდევის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში) დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად - 25.02.2018 წელს 10:13 – 10:22 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. დ------ი ჩ---–--ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში) დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

ბრალდებულების მ------ა თ----------ის და დ------ი ჩ---–--ის სისხლის სამართლის საქმეზე გარდა ბრალდებულების მ------ა თ----------ის და დ------ი ჩ---–--ის, მოწმეების: ა------ ჩ---–--ის, მ---- თ----------ის და ნ--- თ----------ის ჩვენებებისა სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე და მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმ----სი არ არის წარდგენილი ბრალდებით მ------ა თ----------ის და დ------ი ჩ---–--ის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულებმა მ------ა თ----------ემ და დ------ ჩ---–--ემ და ამასთანავე ბრალდებულებმა გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება, ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მ------ა თ----------ის და დ------ი ჩ---–--ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და საკმ----სი იქნებოდა მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის. რაც შეეხება, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნით ნაწილში მითითებულ საკითხს, რომ მ------ა თ---------ეს და დ------ ჩ---–--ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდათ დაზიანებები სისხლნაჟღენთების და ნაჭდევის სახით, არ არის საკმ----სი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან არ არსებობს იმის შესახებ სხვა რაიმე მტკიცებულება კონკრეტულად თუ ვინ და რა ვითარებაში მიაყენა აღნიშნული დაზიანებები მ------ა თ----------ეს და დ------ ჩიხლძეს.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, მ------ა თ----------ის და დ------ი ჩ---–--ის დამნაშავედ ცნობისათვის. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად, სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულებას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას. მართალია, კანონით გათვალისწინებული წესით დასაშვებია გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნებაც, თუმცა ასეთი მტკიცებულებები თავისი სარწმუნოობის ხარისხით და სხვა შემავსებელი მტკიცებულებების გარეშე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობდა.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, არ გამორიცხა გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ თვითმხილველი მოწმეები გამოძიების ეტაპზე აძლევდნენ ჩვენებას და შესაბამისად ამ ჩვენებების შემავსებელ მტკიცებულებებად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა არათვითმხილველი მოწმეების ჩვენებებიც, ეს სრულ შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, მაგრამ როცა თვითმხილველი მოწმეები ჩვენებას აღარ აძლევენ სასამართლოში კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოსთვის შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ არაპირდაპირი მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებზე დაყრდნობით.

 

როცა ასეთი გარემოებებია და პრაქტიკაც აჩვენებს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის ოჯახის წევრები ხშირად ამბობენ ჩვენების მიცემაზე უარს, ბრალდების მხარე ვალდებულია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით შეკრიბოს ის მტკიცებულებები, რომლებიც პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას უტყუარად დაადასტურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სახელმწიფო, საგამოძიებო და სასამართლო რესურსების ფუჭი ხარჯვის შემდეგ შესაძლებელია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩეს, ხოლო მისი განმეორებით ჩადენის რისკის გათვალისწინებით კი უგულველყოფილია სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულება!

 

შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland).

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით მ------ა თ----------ის და დ------ი ჩ---–--ის მსჯავრდება, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

1. მ------ა თ----------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. დ------ი ჩ---–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

მ------ა თ----------ის და დ------ი ჩ---–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

გამართლებულებს მ------ა თ----------ეს და დ------ი ჩ---–--ეს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე