განაჩენი

სისხლის სამართლის 28.02.2020
საქმის ნომერი
010100119003256782
ინსტანცია
თარიღი
28.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003256782

საქმე №1/ბ-95-2020წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 თებერვალი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ---- თ------ის ძე შ-----ის მიმართ, დაბადებული: 198- წლის 27 მ-----ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 6----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, ფ--------- მ----ს ქუჩა N162.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პ------–- ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ რ---- შ-----ემ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 18 და 19 სექტემბერს, დღის საათებში, ქალაქ ბათუმში, რ---- შ-----ემ სატელეფონო მოკლეტექსტური შეტყობინების მეშვეობით, თავის ყოფილ მეუღლესთან - მ----- დ-------ესთან დაამყარა სატელეფონო კომუნიკაცია, რითაც რ---- შ-----ემ არ შეასრულა 2019 წლის 18 სექტემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პ------–- განყოფილების მიერ გამოცემული N------ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენით რ---- შ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ რ---- შ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ო-–--- მ------–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ რ---- შ-----ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან. შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ სასჯელის დასაბუთებისას უგულებელყო სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი, შემოიფარგლა მხოლოდ საკანონმდებლო ნორმების მითითებებით და არ უმსჯელია თუ რატომ გამოიყენა სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში ძალზედ ლმობიერი სასჯელია, იგი არაა პროპორციული და შესაბამისი მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის. აღნიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას და ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ რ. შ-----ე დაზარალებულის ოჯახის წევრია და ხშირი კონტაქტი აქვს მათთან. ამდენად, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად დანიშნული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი რ---- შ-----ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ რ---- შ-----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ----- დ-------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმე გ------------–--------------------------ს გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმებით და თანდართული მოკლეტექსტური შეტყობინებების ამსახველი ფოტოცხრილით, სატელეფონო ზარების დეტალური ამონაწერით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებული რ---- შ-----ის ქმედებებს გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 11,1-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულები, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, დანაშაულების ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ რ---- შ-----ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ო-–--- მ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

რ---- შ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ რ---- შ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმებულია.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე