განაჩენი

სისხლის სამართლის 28.02.2020
საქმის ნომერი
120100119002798260
ინსტანცია
თარიღი
28.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100119002798260

საქმე #1/104-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ლევან თევზაძე

 

სხდომის მდივანი: გი------ სვანიძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გე-–----------ე;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ტა-----–----–-----–---–ი;

 

გამართლებული - გი----------------ე, დაბადებული 2--- წლის 8----–---- პირადი #0----------- საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული ა------- რაიონის სოფელი თ----- ფაქტობრივად მცხოვრები: დაბა ა------- ყ-------- ქუჩა N1--

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: გი----------------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული ქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 4 დეკემბერს არასრულწლოვანი გი----------------ე დაბა ა------–-, ს---------- ქუჩა N1---- მიმდებარე ტერიტორიიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ალ-----------–---–-----ის მართვის ქვეშ არსებულ, 2003 წელს გამოშვებული „S-----“-ს მარკის, ,,L--------”-ის მოდელის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით T--------- რითაც დაზარალებულს მიაყენა 5000 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გი----------------ე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნო უდანაშაულოდ და გაამართლა.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

სახელმწიფო ბრალმდებელმა (აპელანტი) მოითხოვა ახალციხის რაიონული 2019 წლის 27 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გი----------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის იმ საფუძვლით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. გი----------------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და სასამართლო გამოძიების დროს გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით. დაზარალებულ ალ-----------–---–-----ის, მოწმეების - კა---------–-–---–ის, აბ----–------------–---–ის, გო--------–---–ის, გო---------ის, ხვ-----------ის, გი-------------ის, გო------------ის, თე-----------ის, გი----------------ის ჩვენებებით, 2018 წლის 9 დეკემბრის და 2018 წლის 10 დეკემბრის ამოღების ოქმებით, 2018 წლის 11 დეკემბრის დოკუმენტების დათვალიერების ოქმით, ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებით, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად იქნა დადასტურებული გი----------------ის მხრიდან ალ-----------–---–-----ის მფლობელობაში არსებული 2003 წელს გამოშვებული „S-----“-ს მარკის, „L--------“-ის მოდელის T------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა, რითაც დაზარალებულს მიაყენა 5000 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი. სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს გი----------------ის ჩვენება, რომ ავტომანქანა მისი საკუთრება იყო და არ მოუპარავს, რაც მოგონილია მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შემსუბუქების მიზნით, რადგან სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ავტომანქანა იმყოფებოდა ალ-----------–---–-----ის მფლობელობაში და მისი განკარგვის უფლება არ ჰქონდა გი----------------ეს. ამასთან ლოგიკას მოკლებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ ადგილი აქვს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების შეუსრულებლობას ან არასათანადო შესრულებას, რაც შესაძლოა გახდეს სამოქალაქო სამართლებრივი დავის საგანი.

გამართლებულ გი----------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვა ახალციხის რაიონული 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ქურდობის შემადგენლობა. საქმის მასალებით, მოწმეთა ჩვენებებით, მათ შორის თავად ალ-----------–---–-----ის ჩვენებით დგინდება, რომ გი----------------ემ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, ალ-----------–---–-----ისგან იყიდა მანქანა, რომელიც მას საკუთრებაში გადასცა და პიროვნებას საკუთარ ნივთს ვერ მოიპარავს. რაც შეეხება ავტომანქანის გადაფორმებას, აღნიშნულზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, რაზეც მითითებულია განაჩენშიც. 2014 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებაში სასამართლომ დაადგინა, რომ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია არ წარმოადგენს სამოქალაქოსამართლებრივ აქტს. ამ ვალდებულების განხორციელება წარმოადგენს მხოლოდ ერთ-ერთ აუცილებელ პირობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის და არა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის. ავტოსატრანსპორტო საშუალება არის მოძრავი ნივთი და მასზე უნდა გავრცელდეს მოძრავ ნივთების შეძენისათვის დადგენილი წესები. ალ-----------–---–-----სა და გი----------------ეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებაზე რაიმე საუბარი, მითუმეტეს ტელეფონით არ ყოფილა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა შემდეგი:

დაზარალებულ ალ-----------–---–-----ის ჩვენებით დადგინდა, რომ სურდა გაეყიდა მის საკუთრებაში არსებული ,,ს----------–-----ს“ ფირმის ავტომანქანა, რომელიც დალომბარდებული იყო შპს ,,მ-----–-" და გაფორმებული მის მეგობარ კა---------–-–---–ზე, თუმცა სალომბარდე ვალდებულებას თავად იხდიდა. გი----------------ე დაუკავშირდა მანქანის ყიდვაზე, რომელსაც მოელაპარაკა და შეთანხმებისამებრ გი----------------ე მეგობართან ერთად ჩავიდა ქ.თბილისში, სადაც შეხვდა ალ-----------–---–-----ს. გი----------------ემ შეამოწმა ავტომანქანა და შეთანხმდნენ, რომ 20 ოქტომბერს ალ-----------–---–-----ს გადაუხდიდა 2000 ლარს, ასევე გადაიფორმებდა სალომბარდე ვალდებულებას, ხოლო ალ-----------–---–-----მა გი----------------ეს გადასცა ავტომანქანა. 20 ოქტომბერს გი----------------ემ ალ-----------–---–-----ს გადაურიცხა 1050 ლარი და უთხრა, რომ დარჩენილ თანხას - 950 ლარს ორ დღეში მისცემდა, თუმცა დადგენილ დროს არ დაუკავშირდა და ტელეფონიც გათიშული ჰქონდა. გ.თ-------ეს შემდეგ ისევ დაუკავშირდა, რომელმაც თანხის გადასახდელად 2-3 დღე ითხოვა, თუმცა ამ ვადაშიც არ გადაუხადა თანხა. მის შეთავაზებაზე, რომ მანქანას წამოიყვანდა, თ-------ემ უპასუხა, რომ მანქანას ძრავი ჰქონდა გაფუჭებული, სოფელში იყო გაჩერებული, თუ უნდოდა წაეყვანა, თუარადა ააწყობდა და თავად ჩაუყვანდა, რაზეც ალ-----------–---–-----მა უთხრა, რომ მანქანისთვის ხელი არ მოეკიდა და როგორც იყო ისე დაეტოვებინა. როდესაც ა------–- ჩავიდა, შეხვდა გი----------------ის სიძეს აბ----–---ს, რომელსაც მანქანა სანდო ადგილას ჰყავდა გადაყვანილი, ხოლო გი----------------ე ვერ ნახა. აბ----–-----ან ერთად მივიდა გ.თ-------ის სახლში და მანქანის გასაღები მის დას გამოართვა. მანქანას ვიზუალურად არაფერი ეტყობოდა, მაგრამ არ დაიქოქა, რადგან ძრავი ჰქონდა გაფუჭებული. ამიტომ ავტომანქანა დაკეტა და ადგილზე დატოვა. ძრავი დაახლოებით 400-დან 500 დოლარამდე ღირდა, ამიტომ აბ----–---ს უთხრა აენაზღაურებინათ აღნიშნული თანხა და რადგან გ.თ-------ეს გადახდილი ჰქონდა 1050 ლარი, აბ----–---მა უთხრა, რომ 250 ლარს ნაწილ-ნაწილ თვითონ აუნაზღაურებდა, რაც გადაუხადა კიდეც. ავტომანქანის წასაყვანად საჭირო იყო ევაკუატორი, რის საშუალებაც იმ მომენტისათვის არ გააჩნდა, ჩაკეტა ავტომანქანა, ჩაიდო გასაღები და წავიდა თბილისში. გარკვეული დროის შემდეგ, დაუკავშირდა აბ----–---ი და შეატყობინა, რომ გ.თ-------ემ მანქანა წაიყვანა ჯართის მიმღებ პუნქტში დასაშლელად, რის გამოც მან დარეკა შსს ა------- რაიონულ სამმართველოში და ითხოვა რეაგირება.

მოწმე კა---------–-–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ მეგობრის - ალექსანდრე წ---–-----ის თხოვნით ავტომანქანა ,,ს----------–-----“ დაალომბადა შპს „მ-----–-“ თავის სახელზე, რადგანაც ჰქონდა კარგი საკრედიტო ისტორია, ფაქტიურად კი ავტომანქანა ა.წ---–-----ს ეკუთვნოდა. გი----------------ეს შეხვდა იმ დროს, როდესაც მან ა.წ---–-----ისაგან იყიდა მანქანა და შეუთანხმდა, რომ თანხის ნაწილს 20 რიცხვისთვის გადაუხდიდა. როგორც შემდეგში გაიგო გი----------------ემ თანხა არ გადაიხადა და მანქანა დაშალა ნაწილებად.

მოწმე აბ----–------------–---–ის ჩვენებით გაირკვა, რომ გი----------------ე მისი მეუღლის ძმაა. ალ-----------–---–-----ი გაიცნო, როდესაც იგი ჩამოსული იყო ა------–- და გი----------------ეს ეძებდა, რადგან გი------მ მისგან მანქანა იყიდა და ფული არ გადაიხადა. აღნიშნულზე აბ----–------------–---–მა უთხრა, რომ თანხას თავად მიცემდა და მანქანა წაეყვანა. სახლში მისულებს გი------ არ დახვდათ, მანქანის გასაღები გამოიტანა გი----------------ის დამ, წავიდნენ და ნახეს მანქანა, რომელიც გი-------------ესთან იყო გაჩერებული. ძრავი ჰქონდა გაფუჭებული და საჭიროებდა ევაკუატორით გადაყვანას, რის გამოც მან გი-------------ეს სთხოვა, რომ სანამ ა.წ---–-----ი მანქანას წაიყვანდა, მანამდე მასთან ყოფილიყო. მან ა.წ---–-----ს გაფუჭებული ძრავის შესაკეთებლად გადაურიცხა 250 ლარი. იგი რამდენჯერმე დაუკავშირდა ა.წ---–-----ს, რათა მას მანქანა წაეყვანა, თუმცა უშედეგოდ. გარკვეული დროის შემდეგ, აღნიშნული ავტომანქანა დაინახა გო---------ესთან, რომელსაც მოხსნილი ჰქონდა დისკები და იდო ჯირკებზე, რაზეც იქ მყოფმა პირებმა განუმარტეს, რომ მანქანა იყო გი----------------ის. როდესაც გი----------------ეს ჰკითხა, თუ რატომ შლიდა მანქანას, უპასუხა, რომ მისი იყო, რაც ალ-----------–---–-----ს შეატყობინა.

მოწმე გი-------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2018 წლის შემოდგომაზე მას დაურეკა აბ----–------------–---–მა, რომელმაც სთხოვა, რომ ,,სუბარუს“ ფირმის ავტომანქანა იყო გაფუჭებული და მის სახლთან გააჩერებდა. მანამდე, დაახლოებით ერთი თვე ამ მანქანით რაიონში გადაადგილდებოდა გი----------------ე. მანქანა ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში იყო გაჩერებული. დროის გასვლის შემდეგ, გო---------ე, რომელიც ჯართს იბარებს და გი----------------ე მივიდნენ და სთხოვეს მისი სატვირთო ავტომანქანით აღნიშნული მანქანის გადაყვანა. მან მანქანა გო---------ესთან გადაიტანა. მანქანას სანამ გადაიყვანდნენ საბურავები არ ჰქონდა და როგორც ოჯახის წევრებისგან გაიგო ისინი გი----------------ემ მოხსნა. გადაყვანის დღიდან 3-4 დღის შემდეგ, მასთან მივიდა აბ----–------------–---–ი და მანქანის ისევ უკან გადმოყვანა სთხოვა. მანქანა ისევ ძველ ადგილას დააბრუნეს, თუმცა დაშლილი იყო.

მოწმე გო--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის დეკემბრის თვეში, გი----------------ისგან იყიდა ,,სუბარუს“ ფირმის ავტომანქანის 4 დისკი, 80 ლარად, ხოლო საბურავები უნდა დაებრუნებინა. მანამდე გი----------------ე ,,სუბარუს" ფირმის ავტომანქანით დადიოდა, ამიტომ ჩათვალა, რომ მისი საკუთრება იყო.

მოწმე გო---------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგინდა, რომ 2018 წლის დეკემბერს, მასთან მივიდა გი----------------ე, რომელმაც უთხრა, რომ მანქანას ვეღარ აკეთებდა, დაშლა და გაყიდვა უნდოდა. როგორც იცოდა ,,სუბარუს“ ფირმის ავტომანქანა გი------ს საკუთრება იყო, რადგან მანამდე 2-3 თვის მანძილზე ამ მანქანით დადიოდა რაიონში. მანქანა გი-------------ის ამწეკრანით გადაიყვანეს მასთან, რომელსაც საბურავები და ,,აკუმულიატორი“ და გასაღები არ ჰქონდა. ძრავიც მწყობრიდან იყო გამოსული. მასთან მანქანა ორი დღე იყო გაჩერებული. შემდეგ, გი----------------ის დის ქმარმა აბ----–------------–---–მა დაინახა ეს მანქანა, გადაუღო სურათები, რის შემდეგაც მივიდა პოლიცია და მანქანა მისგან წაიყვანეს.

შსს ა------- რაიონული სამმართველოს უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლის მოწმე გო------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2018 წლის 7 დეკემბერს, ა------- რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ალ-----------–---–-----ის კუთვნილი ავტომანქანის ქურდობის ფაქტზე. მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ მანქანა მოპარული იქნა დაბა ა------–- მცხოვრები გი----------------ის მიერ, რომელიც, ნაწილობრივ იყო დაშლილ მდგომარეობაში და იმყოფებოდა დაბა ა------–- ს---------- ქუჩა N1--–-. ასევე, მიიღო მეორე ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ავტომანქანა ს---------- ქუჩა N1--–- გადატანილი იქნა დაბა ა------–- მცხოვრები გი------ ე-–-----------------ის მიერ, რის შესახებაც მოახსენა ხელმძღვანელობას და დაკითხული იქნა მოწმის სახით.

მოწმე თე----–-----ის (ქორწინებამდელი გვარი თ-------ე) ჩვენებით დადგენილია, რომ არის ბრალდებულ გი----------------ის და, რომელთან ერთადაც 2018 წლის ოქტომბერში ცხოვრობდა დაბა ა------–-. მისმა ძმამ „სუბარუს“ ფირმის ავტომანქანა იყიდა თბილისში და თანხა 1050 ლარი ოქტომბერში გადაურიცხა ა-–---- წ---–-----ს. მანქანას ფლობდა მისი ძმა, თუმცა მალევე გაფუჭდა და გი------ მის გაკეთებას აპირებდა. ერთ საღამოს, მათთან სახლში მივიდა აბ----–------------–---–ი ა.წ---–-----თან ერთად, რომელმაც მანქანის გასაღები მოითხოვა, უთხრა რომ გი------სთან იყვნენ შეთანხმებულები. მან გასაღები გამოუტანა, მაგრამ როგორც შემდგომში გაიგო შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია.

ბრალდებულ გი----------------ის მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენებით დადგინდა, რომ სურდა შეეძინა ავტომანქანა. ფეისბუქზე ნახა „სუბარუს“ ფირმის ავტომანქანა, რომლითაც დაინტერესდა, ჩავიდა თბილისში, მოეწონა და ა-–---- წ---–-----ისგან იყიდა აღნიშნული მანქანა, რომელიც ლომბარდში იყო ჩადებული სხვის სახელზე, მაგრამ თანხას ა-–---- იხდიდა. სიტყვიერად შეთანხმდნენ და მანქანა იმავე დღეს წამოიყვანა, საჭესთან დაჯდა მისი მეგობარი ხვ-----------ე. შეთანხმებისამებრ, რამდენიმე დღეში ა-–----ს გადაურიცხა 1050 ლარი, სულ 1800 ლარი უნდა გადაერიცხა. ფულის გადარიცხვიდან მალევე ძრავი მწყობრიდან გამოვიდა და იფიქრა, რომ ა-–---- წ---–-----მა გაფუჭებული მანქანა შემოაპარა, რის გამოც დანარჩენი თანხის გადახდას აღარ აპირებდა. ფულის გადარიცხვის ა-–---- წ---–-----თან მანქანასთან დაკავშირებით საუბარი აღარ ჰქონია. მან გადაწყვიტა, რომ მანქანა დაეშალა და გამოსადეგი ნაწილები გაეყიდა და ვინაიდან ძრავი ჰქონდა გაფუჭებული, ამწეკრანით გო---------ესთან გადაიყვანა. ა------–-, მის ოჯახში ა-–---- წ---–-----ი ყოფილა მისული და მისი სახელით დისთვის მანქანის გასაღები გამოურთმევია, თუმცა არ იცოდა, რომ ა.წ---–-----ი მანქანის წაყვანას აპირებდა. ამასთან, მანქანის ნაწილებად გაყიდვას ვერც აუკრძალავდა, რადგან მისი საკუთრება იყო.

2018 წლის 9 დეკემბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ შსს ა------- რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის ლი--------–-–---–ის მიერ დაბა ა------–-, ს---------- ქუჩა N1---- მიმდებარე ტერიტორიაზე ამოღებულ იქნა „სუბარუს“ მარკის შავი ფერის ავტომანქანა, სახ. ნომრით T--------- ნახევრადდაშლილ მდგომარეობაში.

 

2018 წლის 9 დეკემბრის ამოღების ოქმის მიხედვით, შსს ა------- რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის ლი--------–-–---–ის მიერ დაბა ა------–-, ე---------–-- ქუჩა N7-–- მდებარე გო---------ის საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებულ იქნა „სუბარუს“ მარკის ავტომანქანის სხვადასხვა ნაწილები: დინამო, სტრატერი, ღუმელის რადიატორი თავისივე ძრავით, მაგნიტოფონი, კარნიზების, კოვრიკების და ალუმინის სხვადასხვა დეტალები.

2018 წლის 10 დეკემბრის ამოღების ოქმის თანახმად, შსს ა------- რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის ლი--------–-–---–ის მიერ დაბა ა------–-, გ--------–-- ქუჩა N1-–- მდებარე გო--------–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებულ იქნა „სუბარუს“ ავტომანქანის 4 ცალი ალუმინის დისკი და 4 ცალი საბურავი.

2018 წლის 11 დეკემბრის დოკუმენტების დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ შსს ა------- რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის ლი--------–-–---–ის მიერ დათვალიერებული იქნა მოწმის აბ----–------------–---–ის მიერ წარმოდგენილი ,,სუბარუს“ მარკის ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა და შპს მ-----–- გაფორმებული დოკუმენტაცია. ავტომანქანა ,,სუბარუ“, სახ. N T--------- შპს მ-----–- რეგისტრირებულია 2018 წლის 21 ივნისს, გამოშვების წელი 2003 წელი, რეგისტრაციის ნომრის მიხედვით საწვავის სახეობა ბენზინი. შპს ,,მოგოს“ მიერ გაცემული დოკუმენტაცია: მინდობილობა კა---------–-–---–ის სახელზე ერთ ფურცლად 14.08.2018წ. ბეჭედდარტყმული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება ქ.რუსთავი 20.06.2018წ. 5 ფურცლად, რომელშიც აღნიშნულია ლიზინგის მნიშვნელოვანი პირობები და გადახდის გრაფიკი. დათვალიერებული დოკუმენტები დაერთო სს საქმეს.

ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,მოგოს” და კა---------–-–---–ს შორის 20.06.2018წ. გაფორმდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ლიზინგის თანხა განისაზღვრა 4732 ლარით; სატრანსპორტო საშუალების ფასი კი - 4550 ლარით; ავტოსატრანსპორტო საშუალება - S----- L------ VIN კოდი B--------- გამოშვების წელი 2003, ძრავის მოცულობა 1994, შავი ფერის.

რეგისტრაციის მოწმობით NA--------- დადასტურდა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება S----- L------ სარეგისტრაციო ნომრით T--------- VIN კოდი B--------- გამოშვების წელი - 2003, ძრავის მოცულობა - 1994, ფერი - შავი, რეგისტრირებულია შპს ,,მოგოს" სახელზე.

სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ავტომანქანის S----- L------ სარეგისტრაციო ნომრით T--------- საორიენტაციო ღირებულება დაზიანებამდე (მისი ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით) შეესაბამება 5000 (ხუთი ათას) ლარს.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის და შეფასების საფუძველზე პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის თაობაზე იმ მოტივით, რომ გი----------------ის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების ფაქტი დადასტურებულ იქნა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სამართლებრივ სტანდარტს.

განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება (სამართლებრივი შეფასება):

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მსგავსი დათქმაა ამავე კოდექსის 82-ე მუხლშიც - მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამასთან, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით საქმეში TANIS AND OTHERS v.s TYRKEY განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის თანახმად, ქურდობა არის სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. პირის ქმედება რომ ქურდობად დაკვალიფიცირდეს, აუცილებელია, ქურდობისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1. სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება. 2. ქმედების ფარული ფორმით განხორციელება. 3. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა. ხოლო აღნიშნული დანაშაული დამთავრებულია ნივთის დაუფლების მომენტიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგოს სხვისი ქონება, როგორც საკუთარი.

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს ახალციხის რაიონული სასამართლოს მოტივაციას გი----------------ის უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. ეჭვი გაბათილებული ვერ იქნა ვერც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მტკიცებულებათა ფორმალური ერთობლიობა, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო, დამაჯერებელი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო მიუთითებს, იმისათვის რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია ჰქონდა თუ არა ბრალდებულის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას ადგილი, რასაც ბუნებრივია გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სწორი კვალიფიკაციისა და პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ბრალდების მხარის მიერ გი----------------ის ბრალეულობის დამადასტურებლად წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებზე, კერძოდ: დაზარალებულ ალ-----------–---–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ სურდა გაეყიდა მის საკუთრებაში არსებული ,,ს----------–-----ს“ ფირმის ავტომანქანა, რომელიც დალომბარდებული იყო შპს ,,მ-----–-" და გაფორმებული მის მეგობარ კა---------–-–---–ზე, რომელსაც კარგი საკრედიტო ისტორია ჰქონდა, მაგრამ სალომბარდე ვალდებულებას თავად იხდიდა. მანქანის ყიდვის მიზნით, მას დაუკავშირდა გი----------------ე, რომელსაც მოელაპარაკა და შეთანხმდნენ თახნის გადახდის პირობებზე, რომ 2018 წლის 20 ოქტომბერს გი----------------ე გადაუხდიდა 2000 ლარს, ასევე გადაიბარებდა სალობარდე ვალდებულებას, რის შემდეგაც ა.წ---–-----მა მას გადასცა ავტომანქანა, ხოლო 20 ოქტომბერს გი----------------ემ ალ-----------–---–-----ს გადაურიცხა 1050 ლარი და განუმარტა, რომ დარჩენილი თანხის ნაწილს - 950 ლარს ორ დღეში მისცემდა, თუმცა დადგენილ დროს გი----------------ე არ დაუკავშირდა და ტელეფონიც გათიშული ჰქონდა. შემდეგ ისევ დაუკავშირდა გ.თ-------ეს, რომელმაც თანხის გადასახდელად 2-3 დღე ითხოვა და ამ ვადაშიც არ გადაუხადა თანხა, რის გამოც ა.წ---–-----მა უთხრა, რომ რადგან მათი შეთანხმება დაირღვა, ჩავიდოდა და მანქანას წამოიყვანდა. მას შემდეგ, რაც გი----------------ემ უთხრა, რომ მანქანას ძრავი ჰქონდა გაფუჭებული, სოფელში იყო გაჩერებული და თუ უნდოდა წაეყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში ააწყობდა და თავად ჩაუყვანდა, ალექსანდრე წ---–-----მა უპასუხა, მანქანას არ შეხებოდა და როგორც იყო ისევე დაეტოვებინა. ა------–- ჩასვლის შემდეგ შეხვდა გი----------------ის სიძეს აბ----–---ს, მასთან ერთად მივიდა გ.თ-------ის სახლში და მის დას გამოართვა მანქანის გასაღები, მაგრამ ვინაიდან მანქანას ძრავი ჰქონდა გაფუჭებული და არ იქოქებოდა, ავტომანქანა დაკეტა და ადგილზე დატოვა. 2018 წლის 7 დეკემბერს დაუკავშირდა აბ----–------------–---–ი, რომელმაც შეატყობინა, რომ გი----------------ემ მანქანა დასაშლელად ჯართის მიმღებ პუნქტში წაიყვანა. აღნიშნულის შესახებ მან აცნობა ა------- რაიონულ სამმართველოს და ითხოვა რეაგირება. მოწმე კა---------–-–---–მა დაადასტურა, რომ ალექსანდრე წ---–-----ის ავტომანქანა ,,ს----------–-----“ მისივე თხოვნით შპს „მ-----–-“ თავის სახელზე დაალომბადა, რადგანაც კარგი საკრედიტო ისტორია ჰქონდა. გი----------------ე შეუთანხმდა ალ-----------–---–-----ს, რომ გადაიფორმებდა სალომბარდე ვალდებულებას და 20 რიცხვისთვის გადაუხდიდა ნაწილს, რის შემდეგაც გი----------------ეს გადასცეს აღნიშნული ავტომანქანა, რომელიც წაიყვანა დაბა ა------–-. მოწმე აბ----–------------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ გი----------------ემ დაბა ა------–- თბილისიდან ჩაიყვანა „სუბარუ ლეგასის“ მარკის ავტომანქანა. ალ-----------–---–-----ს შეხვდა, როდესაც ჩამოსული იყო ა------–- და ეძებდა გი----------------ეს, რომელმაც მისგან მანქანა იყიდა და ფული არ გადაიხადა. გი----------------ის დას გამოართვეს მანქანის გასაღები და ნახეს მანქანა, რომელიც გაჩერებული იყო გი-------------ესთან, ვინაიდან ძრავი ჰქონდა გაფუჭებული. მან ალ-----------–---–-----ს 250 ლარი გადაურიცხა გაფუჭებული ძრავის შესაკეთებლად. გარკვეული დროის შემდეგ, მან ავტომანქანა დაინახა გო---------ესთან, რომელსაც დისკები ჰქონდა მოხსნილი, რაზეც იქ მყოფმა პირებმა განუმარტეს, რომ მანქანა იყო გი----------------ის. მოწმეების - გი------ ტივაძის, გო--------–---–ის, გო---------ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით, ,,სუბარუს“ ფირმის ავტომანქანით 2-3 თვის მანძილზე, მანქანით რაიონში გადაადგილდებოდა გი----------------ე. მოწმე თე----–-----მა (ქორწინებამდელი გვარი თ-------ე) დაადასტურა, რომ მისმა ძმამ „სუბარუს“ ფირმის ავტომანქანა იყიდა თბილისში, ხოლო თანხა 1050 ლარი ოქტომბერში გადაურიცხა ა-–---- წ---–-----ს. მანქანას ფლობდა გი----------------ე. თუმცა მალევე გაფუჭდა და აპირებდა მის გაკეთებას. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას გი----------------ემ (რომლის ჩვენების სისწორესა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის რაიმე საფუძველი არ არსებობს) დაადასტურა, რომ ალ-----------–---–-----ისგან იყიდა „სუბარუს“ ფირმის ავტომანქანა, რომელიც ლომბარდში იყო ჩადებული სხვის სახელზე, მაგრამ თანხას ა.წ---–-----ი იხდიდა. ისინი სიტყვიერად შეთანხმდნენ და მანქანა იმავე დღეს წამოიყვანა, რომლის საჭესთანაც დაჯდა მისი მეგობარი ხვ-----------ე. რამდენიმე დღეში, შეთანხმებისამებრ ა.წ---–-----ს გადაურიცხა 1050 ლარი. ფულის გადარიცხვიდან მალევე ძრავი მწყობრიდან გამოვიდა და იფიქრა, რომ ა-–---- წ---–-----მა გაფუჭებული მანქანა შემოაპარა, რის გამოც დანარჩენი თანხის გადახდას აღარ აპირებდა. მას შემდეგ, რაც ფული გადაურიცხა, ა.წ---–-----თან მანქანასთან დაკავშირებით საუბარი აღარ ჰქონია. მან მანქანის დაშლა და გამოსადეგი ნაწილების გაყიდვა გადაწყვიტა და ვინაიდან ძრავი გაფუჭებული ჰქონდა ამწეკრანით გადაიყვანა გო---------ესთან. მან არ იცოდა, რომ ა.წ---–-----ი მანქანის წაყვანას აპირებდა, მაგრამ მანქანის ნაწილებად გაყიდვას ვერც აუკრძალავდა, რადგან მისი საკუთრება იყო.

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებები, სრულიად გამორიცხავს მოცემულ შემთხვევაში ქურდობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანს - სხვისი ქონების ფარულად დაუფლებას და ასევე ქურდობის სუბიექტურ მხარეს - განზრახვას, რომ პირი შეგნებულად მოქმედებს ფარულად და ამოძრავებს სხვისი ნივთის (ქონების) მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.

პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილია სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ალ-----------–---–-----სა და გი----------------ეს შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვის თაობაზე, რის საფუძველზეც მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის ფასზე, მისი გადახდის წესზე, რის შემდეგადაც გამყიდველმა - ალ-----------–---–-----მა მყიდველს - გი----------------ეს გადასცა ნასყიდობის საგანი - „S----- L--------“ მარკის ავტომანქანა.

სააპელაციო პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პრეზუმფციაზე, რომლის თანახმად, ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) გულისხმობს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეებისათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ.

სააპელაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, მართალია კანონით დადგენილია სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია, თუმცა აღნიშნული თავისთავად არ წარმოადგენს ნივთზე საკუთრების წარმოშობის საფუძველს. რეგისტრაციის განხორციელება არ არის სამოქალაქოსამართლებრივი აქტი, იგი მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს ქმნის და თავისი არსით ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება. (იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება #ას-143-139-2016, #ას-914-954-2011,).

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გ.თ-------ის დამნაშავეს ცნობისატვის. ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას არ იქნა წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც განამტკიცებდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ვერსიას. საქმეზე არ არის წარმოდგენილი იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც პალატას საშუალებას მისცემდა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა გი----------------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება. საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის გათვალისწინებით, მოცემულ საქმეზე მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს გი----------------ის სასარგებლოდ და იგი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გე-–----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენი გი----------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გე-–----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენი გი----------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

გი----------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

გამართლებულ გი----------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

გამართლებულ გი----------------ეს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

 

სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

„სუბარუ“-ს მარკის შავი ფერის ავტომობილი, სახ. ნომრით T------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს გი----------------ეს;

 

გო---------ის საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებული „სუბარუს“ მარკის ავტომობილის სხვადასხვა ნაწილები: დინამო, სტრატერი, ღუმელის რადიატორი თავისივე ძრავით, მაგნიტოფონი, კარნიზების, კოვრიკების და ალუმინის სხვადასხვა დეტალები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს გი----------------ეს;

 

გო--------–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებული „სუბარუს“ მარკის ავტომობილიდან, სახ. ნომრით T--------- მოხსნილი 4 ცალი დისკი და 4 ცალი საბურავი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს გი----------------ეს.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლევან თევზაძე