განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010142220700106430
1აგ/13-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 მარტი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით
თავმჯდომარე: მერაბ ჯორბენაძე
მოსამართლეები: გერონტი კახეთელიძე
მაკა გველესიანი
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ რ----- თ-----–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 იანვრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 იანვრის განაჩენით, დამტკიცდა პროკურორ ნათია კიკალიასა და ბრალდებულ რ----- თ-----–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. რ----- თ-----–---–ი (დაბადებული 19---–-–-------------ს, პირადი ნომერი 2----------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ–ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად გაუქმდა წინა, გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა, წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 11 (თერთმეტი) თვის ვადით და საბოლოოდ რ----- თ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 11 (თერთმეტი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ რ----- თ-----–---–ს 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშულების მართვის, საადვოკატო საქმიანობის პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის მოქმედება არ გავრცელდა მსჯავრდებულ რ----- თ-----–---–ის მიმართ.
2020 წლის 10 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში შემოვიდა მსჯავრდებულ რ----- თ-----–---–ის შუამდგომლობა. მსჯავრდებულის განმარტებით, გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა დასრულებულია, ჩამორთმეული უფლებები აღდგენილი და დანიშნული სასჯელიდან მოსახდელად დარჩენილი აქვს მხოლოდ ჯარიმა. შესაბამისად, ითხოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე აღნიშნული განაჩენის გადასინჯვა და სასჯელისგან გათავისუფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ რ----- თ-----–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა წარმოდგენილი მასალები, მიიჩნია, რომ აღნიშნული შუამდგომლობა, შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისთვის.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, რ----- თ-----–---–ს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 იანვრის განაჩენით, მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“, ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ–ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად გაუქმდა წინა, გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი საბოლოოდ რ----- თ-----–---–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 11 (თერთმეტი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები.
ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროდან მიღებული მასალებით ირკვევა, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 იანვრის განაჩენით რ----- თ-----–---–ის მიმართ დანიშნულ პირობით მსჯავრზე, საქმის წარმოება დასრულდა 2019 წლის 25 იანვარს და აღნიშნულ ნაწილში სასჯელი მოხდილია, მოცემული მომენტისთვის რ----- თ-----–---–ს ასევე აღდგენილი აქვს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2020 წლის 21 თებერვლის წერილით ირკვევა, რომ ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია, გორის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული №1/3----- სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმადაც რ----- თ-----–---–ს (პირადი ნომერი 2----------) დაეკისრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული ჯარიმის თანხა გადაუხდელია და მიმდინარეობს იძულებითი აღსრულება.
ამდენად, 2017 წლის 30 ნოემბრის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ რ----- თ-----–---–ი უნდა გათავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (მარიხუანას მოხმარება) დადგენილი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისგან ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულ რ----- თ-----–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, ცვლილება უნდა შევიდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 იანვრის განაჩენში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ----- თ-----–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
რ----- თ-----–---–ი გათავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული სასჯელისგან - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
დანარჩენ ნაწილში გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. ჯორბენაძე
მოსამართლეები: გ.კახეთელიძე
მ. გველესიანი