განაჩენი

სისხლის სამართლის 02.03.2020
საქმის ნომერი
330100119003308700
ინსტანცია
თარიღი
02.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100119003308700

საქმე N1b/256-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თ---–---- სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა

 

ქ.თ---–---- პროკურატურის განყოფილების სტაჟიორ-პროკურორის ა------------ სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ--–-----------–----------------- მიმართ (პ/№------------ - დაბადებული 2----–-–------------------- რეგისტრირებული: ა--–------------------ ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–----------–--------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თ---–---- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 დეკემბრის განაჩენით, ვ--–--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3(სამი) წელი.

მსჯავრდებულ ვ--–---------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 2 ნოემბრიდან 2019 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით.

ვ--–---------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 2 ნოემბერს, 15:59 საათზე, თბილისში ვ---------–----------–-- თეატრის მიმართულებით მოძრავი მეტროს მატარებლით მგზავრობისას, როდესაც მატარებელი ჩერდებოდა მეტროსადგურ „-----–-------- ბაქანზე, მატარებლის ვაგონში, ვ--–--------------- მ----------–---–-- ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან, მართლსაწინააღმდგეო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ-----------–---–-- კუთვნილ 260 ლარად ღირებულ „---------ის ფირმის მობილურ ტელეფონს.

აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მ----------–---–- მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თ---–---- პროკურატურის განყოფილების სტაჟიორ-პროკურორმა ა------------- რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ვ--–---------------- მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მის აღიარებისა უტყუარად დასტურდება დაზარალებულ მ----------–---–--, მოწმეების: ლ-–------------–---–----------–----------–---–----------------------–-–---–------------------------------------ გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ამოღებული ნივთმტკიცებით, ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, ნივთის ამოცნობის ოქმით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ვ--–---------------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ არის და მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული.

პირველი ინსტანციის სასამართლომ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, ვ--–---------------ს განუსაზღვრა ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თ---–---- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 დეკემბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ქ.თ---–---- პროკურატურის განყოფილების სტაჟიორ-პროკურორის ა------------ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.თ---–---- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. ვ--–--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი)წელი.

4. მსჯავრდებულ ვ--–---------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 2 ნოემბრიდან 2019 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით.

5.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ვ--–---------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.

6.პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულ ვ--–---------------- ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარების გაწევა დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ.

7.ნივთმტკიცებები:

- ვ--–---------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული მ----------–---–-- კუთვნილი „---------ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება თ---–---- პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

- ვ--–---------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი სიმ ბარათით, 1 ცალი გასაღები და ბიომეტრიული პასპორტი, რომელიც ინახება თ---–---- პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

- ვ--–---------------- ნერწყვის ნიმუში და ხელის ანაბეჭდები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

8.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანიდან და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თ---–---- სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი