განაჩენი

სისხლის სამართლის 28.02.2020
საქმის ნომერი
110100118002775073
ინსტანცია
თარიღი
28.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100118002775073

საქმე №1/ბ-98-2020წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 თებერვალი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ო---- გ--–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ზ------------------------------–--------------–-, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენით:

 

ო---- გ--–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2018 წლის 14 ოქტომბრის და 2018 წლის 17 ოქტომბრის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2018 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი) _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2018 წლის 17 ოქტომბრის ეპიზოდი) _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ, ო---- გ--–--ეს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

ო---- გ--–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა. შესაბამისად გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №12/28-2018 განჩინებით ი-----–- გ--–--ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე ზ------------------------------–-----------–-, ს/კ 3-----------) დადებული ყადაღა.

 

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალა პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულება _ სსიპ „112“-ის ჩანაწერი CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო---- გ--–--ემ ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 14 ოქტომბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, ზ------------------------------–--------------–-, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ო---- გ--–--ემ თმებში მოჰკიდა ხელი მეუღლეს – ნ--- შ---–--ეს, გადმოაგდო საწოლიდან და ხელი დაარტყა ლოყაზე, რის შედეგადაც ნ--- შ---–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 17 ოქტომბერს, დაახლოებით 09:00 საათზე, ზ------------------------------–--------------–-, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, განაწყენების ნიადაგზე, ო---- გ--–--ემ, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, აქანდაზი დაარტყა ზურგის არეში მეუღლეს – ნ--- შ---–--ეს, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვ------- ნ------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ო---- გ--–--ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით, იმ საფუძვლით, რომ მისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებით გამოწვეულ ზიანს, რის გამოც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

მსჯავრდებულ ო---- გ--–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ---- ვ----–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ნ--- შ---–--ის ჩვენებით, მოწმეების _ ნ-----–- შ---–--ის და შ----- კ----–-–---–ის ჩვენებებით, ასევე თ------- შ---–--ის, ე---------- შ--–--------ის, დ--–- ჯ------–ის, ა------–--ის, ნ------ ჭ---------ის, ს--–---- ხ----–--–ის, ლ------ თ--------ის და რ-------- პ---------ს გამოკითხვის ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ო---- გ--–--ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ო---- გ--–--ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის პიროვნება და საქმის გარემოებები, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: ო---- გ--–--ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენაში, მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება არ გააჩნია. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით ო---- გ--–--ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას _ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.

 

ამდენად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენი ო---- გ--–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენი ო---- გ--–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ო---- გ--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში (2018 წლის 14 ოქტომბრის და 2018 წლის 17 ოქტომბრის ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2018 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი) _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2018 წლის 17 ოქტომბრის ეპიზოდი) _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ, ო---- გ--–--ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

5.ცნობად იქნას მიღებული, რომ ო---- გ--–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ი-----–- გ--–--ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე ზ------------------------------–-----------–-, ს/კ №3-----------) დადებული ყადაღა.

 

6.ო---- გ--–--ისათვის ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

7.ნივთიერი მტკიცებულება _ სსიპ „112“-ის ჩანაწერი CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/