განაჩენი

სისხლის სამართლის 04.03.2020
საქმის ნომერი
330100119003229879
ინსტანცია
თარიღი
04.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003229879

საქმე №1ბ/245-20წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

04 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

მსჯავრდებულ დ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

დ------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 26 ივნისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №0----------, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, თ. ჩ-----–-----------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, მ---------- დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 დეკემბრის განაჩენით დ------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

დ------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2019 წლის 10 სექტემბერს, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-6 განყოფილების გამომძიებლის მიერ, ლ-----------–---–ის მოთხოვნის საფუძველზე, შვილიშვილის დ------------–---–ის მიმართ, გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი №0----- ერთი თვის ვადით (30 დღე). აღნიშნული ორდერის საფუძველზე, დ------------–---–ს განესაზღვრა მოძალადის სტატუსი და აეკრძალა მითითებულ ვადაში მსხვერპლთან - ლ-----------–---–თან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა, ასევე ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მასთან ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

დ------------–---–მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და 2019 წლის 11 და 17 სექტემბერს, მივიდა ლ-----------–---–ის საცხოვრებელ სახლთან, მდებარე: თბილისი, ო------------------–---------------------------. ასევე 2019 წლის 18 სექტემბერს დ------------–---–მა ტელეფონის ნომრიდან 577 0----- დაურეკა ლ-----------–---–ს ტელეფონის ნომერზე 555 2------. აღნიშნულით დ------------–---–მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რითაც ლ-----------–---–ს მიადგა მორალური ზიანი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა დანიშნული სასჯელის შემსუბუქება იმ საფუძვლით, რომ მან მხოლოდ და მხოლოდ პირადი ნივთების დასაბრუნებლად განახორციელა ზარი დაზარალებულთან, ამასთან, მას ჰქონდა გაცნობიერებული, რომ არ ჰქონდა მისვლის უფლება, რაზეც სთხოვა მეგობარს მისულიყო მისი ნივთების წამოსაღებად. აპელანტმა განმარტა, რომ არის 24 წლის, ეს მისი პირველი ნასამართლობაა, ასევე გასათვალისწინებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც. მსჯავრდებულის მითითებით, მისი პატიმრობით დაინტერესებული იყო მამიდა, რომელთანაც მამისეულ ქონებაზე ჰქონდა დავა, აქედან გამომდინარე მოხდა მისი მზაკვრული ჩანაფიქრის განხორციელება, რამაც განაპირობა მისი დაკავება და მამიდის დაქვემდებარებაში ყველა საჭირო საბუთის ხელში ჩაგდება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ლ-----------–---–ის, მოწმეების - ნ----------–---–ის, ზ-------------–-–---–ის, ი-------------–---–ის ჩვენებებით, №2------ შეტყობინებით, №0----- შემაკავებელი ორდერითა და შემაკავებელი ორდერის ოქმით, სიმბარათის დეტალური ამონაწერით, ბრალდებულის დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ დ------------–---–მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას დ------------–---–ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სააპელაციო პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას მსჯავრდებულ დ------------–---–ისათვის სასჯელის დანიშვნის ნაწილში და განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დ------------–---–ის განწყობა იმ აკრძალვების მიმართ, რომელიც დაწესებული ჰქონდა შემაკავებელი ორდერით და რაც თავიანთ ჩვენებებში აღნიშნეს დაზარალებულმა და მოწმეებმა, კერძოდ, დაზარალებულის ლ-----------–---–ის და მოწმე ნ----------–---–ის ჩვენებებით, შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ, 18 სექტემბრამდე ლ-----------–---–მა დ------------–---–ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გადასცა ბრალდებულის მეგობარს მასზე გადასაცემად, რაც იცოდა ამ უკანასკნელმა, თუმცა მაინც დაუკავშირდა ლ-----------–---–ს, უთხრა, რომ მისთვის არაფერია შემაკავებელი და აკრძალვის მიუხედავად მაინც ავიდოდა სახლში. ხოლო, მოწმე ზ-------------–-–---–ის ჩვენებით კი, მოძალადე შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში უარს აცხადებდა პოლიციასთან კომუნიკაციაზე ოჯახში არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით. მსჯავრდებულის ამგვარი დამოკიდებულების გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დ------------–---–ს სასჯელი დაუნიშნა იმ სახითა და ზომით, რაც სრულ თანხვედრაშია მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათთან და დამნაშავის პიროვნებასთან. სასჯელის დანიშვნისას ასევე დაცულია დამამძიმებელ გარემოებებში შესაბამისი დანაშაულის ჩადენისას სასჯელის დანიშვნის სავალდებულო დანაწესი.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას იმის თაობაზე, რომ მისთვის პატიმრობის შეფარდება მამიდასთან არსებულ კონფლიქტს უკავშირდება მამისეული ქონების გამო და მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს სამოქალაქო დავის ფარგლებში, ამასთან, საქმის მასალებით არ იკვეთება რაიმე პროვოკაციული მოქმედება ნ----------–---–ის მხრიდან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულ დ------------–---–ისათვის სასჯელის შეფარდებისას სრულად არის გათვალისწინებული როგორც მსჯავრდებულის პირადი მახასიათებლები, ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი, დამამძიმებელ გარემოებებში სასჯელის დანიშვნის წესები. შესაბამისად, არ არსებობს დ------------–---–ისათვის სასჯელის შემსუბუქების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 დეკემბრის განაჩენი დ------------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ დ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

დ------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 ; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

დ------------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 30 სექტემბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე