განაჩენი

სისხლის სამართლის 25.02.2020
საქმის ნომერი
060100119002902873
ინსტანცია
თარიღი
25.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 060100119002902873

საქმე №1/ბ-648-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 თებერვალი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

ვერა დოლიძე (თავმჯდომარე)

მარინა სირაძე, მარინე იმერლიშვილი

 

სხდომის მდივნის – გივი კაპანაძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის – დ------- ვ------------ს

მსჯავრდებულის – რ----- ვ-–----ის

ადვოკატის – დ-------- მ-----–-–---–ის

 

მონაწილეობით,დახურულ სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ რ----- ვ-–----ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-–-- ჯ----–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ----- ვ-–----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–------------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი №3----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების ქ-------------–--------------------–-, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), 111; 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 1261 მუხლის პირველი ნაწილით, 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 2731 მუხლის მეოთხე ნაწილით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ რ----- ვ-–----ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-–-- ჯ----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება სასჯელის ნაწილში.

 

3.რ----- ვ-–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;141-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), 111;137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 1261 მუხლის პირველი ნაწილით, 2731 მუხლის მეოთხე ნაწილითა და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;141-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 29 ივნისის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;141-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 15 სექტემბრიდან 2018 წლის 11 ნოემბრამდე პერიოდის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;141-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 15 სექტემბრიდან 2018 წლის 11 ნოემბრამდე პერიოდის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, რ----- ვ-–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს რ----- ვ-–----ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ----- ვ-–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 19 (ცხრამეტი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

7. მსჯავრდებულ რ----- ვ-–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 21 ნოემბრიდან.

 

8.ცნობად იქნას მიღებული, რომ რ----- ვ-–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.

 

9.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

· მ---- მ--------–---–ისაგან ამოღებული მოლურჯო ფერის კაბა, მოწითალო ფერის მოკლე მკლავიანი კაბა, მოწითალო ფერის შარვალი, საწოლის გადასაფარებელი, მოყვითალო ფერის ბალიშის პირი, მოწითალო ფერის სხვადასხვა ფერებით გაწყობილი ზეწარი და ჩიხოლი, კბილის ჯაგრისი, აბაზანის ხალათი და მაისური, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ს-----------------------–-------------–--ში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

· რ----- ვ-–----ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 9მმ კალიბრის „---------” მოდელის №7---- ცეცხლსასროლი იარაღი თავისივე მჭიდით და 7 ცალი სხვადასხვა დასახელების ვაზნა, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, კანონით დადგენილი წესით განკარგვის მიზნით.

 

· ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ს-----------------------–-------------–--ში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, განადგურების მიზნით.

 

· მ---- მ--------–---–ისაგან ამოღებული შპრიცი, ნემსითა და მასში მოთავსებული სითხით, აგრეთვე რ----- ვ-–----ის ნერწყვის ნიმუში, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ს-----------------------–-------------–--ში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.

 

10.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

11.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/

 

მოსამართლეები: /მ.სირაძე/

 

/მ.იმერლიშვილი/