განაჩენი

სისხლის სამართლის 06.03.2020
საქმის ნომერი
330100119003371491
ინსტანცია
თარიღი
06.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100119003371491

საქმე №1ბ/331-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

11 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: მაია თეთრაული

 

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: გ------ ფ---–----–---–ი (პირადი ნომერი: №4----------), დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: სიღნაღი, ს------–----------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, კ---–---------------.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 151 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი.

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 იანვრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე ტყაბლაძემ და მსჯავრდებულმა გ------ ფ---–----–---–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბადრი მაჭარაშვილმა.

ბრალდების მხარემ ითხოვა მსჯავრდებულ გ------ ფ---–----–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, ხოლო დაცვის მხარემ - უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 02:30 საათზე, თბილისი, ა--–---–--------------------------------------ში, გ------ ფ---–----–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის ძმას - ო----- ფ---–----–---–ს. კერძოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ გ------ ფ---–----–---–ი დაეჭიდა მის ძმას ო-----ს, ძირს წააქცია და უკბინა მარჯვენა ცერა თითზე. თითოეული ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად დაზარალებულმა - ო----- ფ---–----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 02:40 საათზე, თბილისი, ა--–---–--------------------------------------ში, გ------ ფ---–----–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის რძალს - ლ---- ა--------–---–ს. კერძოდ, სიცოცხლის მოსპობით დამუქრების შემდეგ მარჯვენა ხელი დაარტყა სახის მარცხენა არეში. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა ლ---- ა--------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 02:40 საათზე, თბილისი, ა--–---–--------------------------------------ში, გ------ ფ---–----–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მის რძალს - ლია ა--------–---–ს. კერძოდ, უთხრა „მაინც არ გაცოცხლებთ და დაგხოცავთო“. ზემოაღნიშნული მუქარა დაზარალებულმა ლ---- ა--------–---–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

გ------ ფ---–----–---–ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა მიის აღიარებითი ჩვენებისა, ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: მოწმეების - ო----- ფ---–----–---–ის, ლია ა--------–---–ის, გ-------–ი ს--------ს გამოკითხვის ოქმებით, გ------ ფ---–----–---–ის დაკავების ოქმით და საქმეში არსებულ სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ------ ფ---–----–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ------ ფ---–----–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი), მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 151 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ------ ფ---–----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულს.

 

გ------ ფ---–----–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ მან დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ------ ფ---–----–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის, თაობაზე იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არ შეესებამება მის მიერ ჩადენილ ქმედებას და ვერც და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის თობაზე.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარემ სასჯელთან დაკავშირებით პოზიცია არ დაუფიქსირებია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.

 

სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა გ------ ფ---–----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავეთა პიროვნება და ისე განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და თანაზომიერი და პროპორციულია მსჯავრდებულების პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ამასთან, არც ბრალდების და არც დაცვის მხარეს სააპელაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია, რაიმე ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის უსამართლობას და მისი გამკაცრების აუცილებლობას ან მისთვის უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის მიზანშეწონილობას.

 

ამასთან, პალატა არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას გ------ ფ---–----–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდებიდან 111 მუხლის ამორიცხვის შესახებ, როგორც ზედმეტად წარდგენილის, ვინაიდან საქრთველოს სსკ-ის მე-111 მუხლის თანახმად, „ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით“. მართალია, 2019 წლის 20 სექტემბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, ხსენებული კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატა „დ“ ქვეპუნქტი, სადაც მაკვალიფიცირებლად მითითებულია ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, თუმცა აღნიშნული (ამ ეტაპზე) არ მოდის წინააღმდეგობაში ზოგად ნორმასთან - საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლთან, სადაც ჩამოთვლილ მუხლებში კვლავ მითითებულია 151-ე მუხლი. აღსანიშნავია, რომ ხსენებული პრაქტიკა იყო გასულ წლებში, კერძოდ, იმ პერიოდში, როცა მე-111 მუხლის ჩამონათვალში მითითებული იყო საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლი. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ნოემბრის №250აპ-14 განჩინება). ზემოაღნიშნული მსჯელობის მიუხედავად, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 22 იანვრის განაჩენში, კვალიფიკაციის ნაწილში შეიტანოს ცვლილება, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში კი განაჩენი ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის თორნიკე ტყაბლაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ გ------ ფ---–----–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ბადრი მაჭარაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 22 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

გ------ ფ---–----–---–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს სსკ-ის 111 მუხლი.

 

გ------ ფ---–----–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად;

 

_ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად;

 

_ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით გ------ ფ---–----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად, 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

გ------ ფ---–----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 16 ნოემბრიდან 2019 წლის 19 ნოემბრის ჩათვლით.

 

გ------ ფ---–----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფლადი თანხა (2000(ორიათასი) ლარის ოდენობით) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

მსჯავრდებულ გ------ ფ---–----–---–ის პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /მ. თეთრაული/