განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210018002354108
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N2/ბ-637-2019 12 თებერვალი 2020 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: ლაურა მიქავა
ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე
აპელანტი (მოპასუხე): მ--- ჩ--------, მ--- ე-------, ე---------- ე-------
წარმომადგენელი: ა-–---------- თ-----–-–---–-
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): დ-------- ჩ--------, ნ----- ჩ---------
წარმომადგენელი: რ--------- ხ----–--–---
დავის საგანი: სამკვიდრო მოწმობების, ჩუქების ხელშეკრულების და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა; სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებულად აღიარება, სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა: სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, დ-------- ჩ--------სა და ნ----- ჩ---------- სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, ნ------- კ-------ის გარდაცვალების შემდეგ დარჩა ოთხი მემკვიდრე: მეუღლე - ნ----- კ-------ე, შვილი - დ-------- კ-------ე (ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ ჩ--------), შვილი - ნ----- კ-------ე (ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ ჩ---------) და შვილი - აწ. გარდაცვლილი ე----- კ-------ე (ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მ-------–---), რომლის შვი-–-- ამჟამინდელი მოსარჩელე - ა-–--–- მ-------–---.
ნ------- კ-------ის გარდაცვალების დროისათვის ოთხივე მემკვიდრე ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელ სახლში და ფაქტობრივად დაეუფლნენ, როგორც უძრავ ქონებას, ისე მასში განთავსებულ მოძრავ ნივთებს.
მოგვიანებით მათთვის ცნობილი გახდა, რომ ნ----- კ-------ემ, არა მხოლოდ თავის კუთვნილ ¼ ნაწილზე, არამედ მთელ სამკვიდროზე სანოტარო წესით მიიღო მემკვიდრეობა, ხოლო შემდეგ, აღნიშნული ქონება სრულად აჩუქა შვილიშვილს - ნ------- ჩ--------ს.
საჩუქრის მიმღებმა ნ------- ჩ--------მ შეიცვალა სახელი და გვარი და გახდა დ------ ე------- და სამკვიდრო უძრავი ქონება, მდებარე ქუთაისი ნ--–------------------–----------–--------------------–--------------------------------------------) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული იქნა დ------ ე-------- სახელზე.
დ----- ე------- გარდაიცვალა 2017 წლის 27 სექტემბერს. მას დარჩა შვილები: მ--- ჩ-------- და მ--- ე-------, ასევე მეუღლე - ე---------- ე-------, რომლებსაც მიღებული აქვთ ზოგადი სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც ე---------- ე-------მ საკუთრებაში დაირეგისტრირა დ----- ე-------- სახელზე რიცხული, სადავო უძრავი ქონების ¼ ნაწილი.
იმის გამო, რომ მოსარჩელეებს ფაქტობრივად მიღებული აქვთ ნ------- კ-------ის სამკვიდრო, ნ----- კ-------ეს არ ჰქონდა უფლება მთლიან ქონებაზე აღედგინა მემკვიდრეობა და გაეჩუქებინა. ეს გარემოება წარმოადგენს ნ----- კ-------ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის საფუძველს, ხოლო მოსაჩელეები ცნობილი უნდა იქნენ ნ------- კ-------ის სამკვიდროზე მემკვიდრეებად, თითოეული 1/4 წილზე.
ვინაიდან, ამჟამად საჩუქრის მიმღები გარდაცვლი-–-- და ამის გამო არასწორად მოხდა მოსარჩელეთა კუთვნილი ნაწილის მის სამკვიდროში შეტანა, შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ნოტარიუსის მიერ, მოპასუხეთა სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა.
ასევე უნდა გაუქმდეს, ამ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, სადავო უძრავ ქონებაზე ე---------- ე-------- სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ქუთაისი ნ--–------------------–----------–--------------------–--------------------------------------------) მდებარე სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრედ, თითოეული 1/4 წილზე ცნობილი უნდა იქნენ მოსარჩელეები.
მოპასუხის პოზიცია: მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ გარდა დ-------- კ-------ისა, სხვა მემკვიდრეები აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობდნენ და არც ნ------- კ-------ის სამკვიდრო რაიმე სახით არ მიუღიათ.
ნ----- კ-------ემ სწორად მიიღო სამკვიდრო, ხოლო შემდეგ, თავისი კუთვნილი ქონება აჩუქა შვილიშვილს - დ----- ე-------ს, რომელიც მუდმივად ცხოვრობდა აღნიშნულ სახლში მის მეუღლესთან ერთად და სიცოცხლის ბოლომდე უვლიდა გამჩუქებელს.
ჩუქების კანონიერებას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ სანოტარო ორგანოში მის გაფორმებას ერთ-ერთი მოსარჩელის დედა-აწ. გარდაცვლილი ე----- კ-------ეც ესწრებოდა და დღემდე ჩუქება მათ მიერ სადავო არ გამხდარა, რაც ასევე ადასტურებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასაც და გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ე---------- ე-------- წარმომადგენელმა ი-–-- ჯ----–---- განმარტა, რომ სადავოდ არ ხდიან ის ფაქტს, რომ დ-------- ჩ-------- მამის გარდაცვალების შემდეგაც და შვილის გარდაცვალების შემდეგაც, მუდმივად სადავო სახლში ცხოვრობდა და რომ დ-------- ჩ--------მ მიიღო მემკვიდრეობა, ოღონდ სამკვიდროს ნაწილი მიიღო თავისი შვილისაგან- დასაჩუქრებული ნ------- ჩ--------სგან (იგივე დ----- ე-------) და არა მამისგან.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. მოსარჩელეების, დ-------- ჩ--------ს და ნ----- ჩ---------- სარჩელი დაკმაყოფილდეს; 2. ცვლილება შევიდეს სამკვიდრო მოწმობაში (რეგისტრაციის ნომერი: N---------, რეგისტრაციის თარიღი: 19.04.2011, გაცემული ნოტარიუს ა------ ჯ----------- მიერ), რომლითაც მამკვიდრებლის - ნ------- კ-------ის სამკვიდრო მთლიანად მიღებული აქვს ნ----- კ-------ეს და მოსარჩელეები, დ-------- ჩ-------- და ნ----- ჩ--------- ცნობილ იქნენ ნ------- კ-------ის მემკვიდრეებად, თითოეული ¼ წილზე; 3. ბათილად იქნას ცნობილი, ნ----- კ-------ისა და ნ------- ჩ--------ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება (რეგისტრაციის ნომერი: N---------, რეგისტრაციის თარიღი: 02.05.2011, ნოტარიუსი ა------ ჯ----------) ქ. ქუთაისში, შ-----–--------------------------–--------------------–------2) მდებარე საცხოვრებელი სახლის 2/4 ნაწილის გაჩუქების ნაწილში; 4. ბათილად იქნეს ცნობილი სამკვიდრო მოწმობა N--------- (რეგისტრაციის თარიღი: 12.04.2018, ნოტარიუსი: ა------ ჯ----------); 5. ბათილად იქნეს ცნობილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. ქუთაისში, ნ--–--------------------------–--------------------–--------------------------------------------) ე---------- ე-------- სახელზე; 6. უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი, ნ--–--------------------------–--------------------–--------------------------------------------) მესაკუთრეებად ცნობილ იქნეს მოსარჩელე დ-------- ჩ-------- ¼ ნაწილზე და ნ----- ჩ--------- ¼ ნაწილზე; 7. მოსარჩელე ა-–--–- მ-------–---ს სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს; 8. მოპასუხე ე---------- ე-------ს მოსარჩელეების, დ-------- ჩ--------ს და ნ----- ჩ---------- სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი ჯამში 800 ლარის ოდენობით, ასევე დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჯამში 100 ლარის ოდენობით; 9. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები დარჩეს უცვლელი. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებულ ნაწილში დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. ნ------- კ-------ე გარდაიცვალა 1996 წლის 22 აპრილს. გარდაცვალების შემდეგ დარჩა ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე: მეუღლე - ნ----- კ-------ე, შვილები: დ-------- კ-------ე, ნ----- კ-------ე და ე-----ი კ-------ე. ქორწინების შემდეგ დ-------- კ-------ემ მიიღო მეუღლის გვარი - ჩ--------, ნ----- კ-------ემ - ჩ---------, ხოლო ე-----ი კ-------ემ - მ-------–---. 2.2. ე-----ი კ-------ე გარდაიცვალა 2013 წლის ნოემბერში. მოსარჩელე ა-–--–- მ-------–--- არის, აწ. გარდაცვლილი ე-----ი კ-------ის შვილი. 2.3. ნ-------ი კ-------ის გარდაცვალებიდან კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში მის მემკვიდრეებს სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებით ნოტარიუსისათვის არ მიუმართავთ, რადგან ისინი ფაქტობრივად დაეუფლნენ სამკვიდრო ქონებას. კერძოდ, ორმოცამდე ყველა მამკვიდრებლის სახლში ცხოვრობდა, ხოლო დ-------- ჩ-------- და ნ----- კ-------ე მამკვირებლის გარდაცვალებამდე და მის შემდეგაც იქ ცხოვრობდნენ. გარდა ამისა, ნ-------ი კ-------ის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან ნ----- ჩ---------მ წაიღო: თეთრეული, წიგნები, ჭურჭელი. ე-----ი მ-------–---- წაიღო: საწოლი, პატარა ტუმბო, თეთრეული, საბანი, წიგნები, ოჯახის საერთო ალბომი, მამის კედლის სურათი. 2.4. 2011 წლის 19 აპრილს ნ----- კ-------ემ, როგორც ნ-------ი კ-------ის პირველი რიგის მემკვიდრემ (მეუღლემ), წერილობით მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობა აწ. გარდაცვლილი ნ-------ი კ-------ის დანაშთ ქონებაზე. მისი განცხადებით, ის იყო ერთადერთი მემკვიდრე და სხვა მემკვიდრეები არ არსებობდნენ. ნოტარიუსი გამოცხადდა ნ----- კ-------ის საცხოვრებელ მისამართზე. მან მოწმეების დასწრებაზე უარი განაცხადა. ანუ, ნ----- კ-------ემ სამკვიდრო მოწმობის მიღებისას დამალა და არ მიუთითა ნ-------ი კ-------ის პირველი რიგის სხვა მემკვიდრეების - შვილების არსებობა, რითაც დ-------- ჩ--------ს, ნ----- ჩ---------ს და ე-----ი მ-------–--- შეეზღუდათ, როგორც მემკვიდრეობის, ასევე საკუთრების კანონით აღიარებული უფლება. 2.5. ნ----- კ-------ემ, როგორც ნ-------ი კ-------ის პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება მასში შემავალი აქტივებით და პასივებით. სამკვიდრო ქონება, რომელზეც გაიცა სამკვიდრო მოწმობა N---------, არის მთელი საცხოვრებელი სახლი, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. ქ----------–-----–------------–--------------–--------. 2.6. 2011 წლის 2 მაისს, ნ----- კ-------ემ, სიყვარულისა და თანადგომის ნიშნად ნ------- ჩ--------ს (წარმ. ე---------- ე-------) აჩუქა უძრავი ქონება, საცხოვრებელი სახლი მდებარე მისამართზე: ქ. ქუთაისი, ნ--–-----------------------–--–-----------------–--------- ჩუქების ხელშეკრულების (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: N---------) დადებას ესწრებოდნენ მოწმეები: ე-----ი მ-------–--- (წამკითხველი), მ---------------------------------- 2.7. უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების (რეგისტრაციის ნომერი: N---------, რეგისტრაციის თარიღი: 0---------–-) საფუძველზე, ქ.ქუთაისში, ნ--–---------------–----------–--–-----------------–-------- მდებარე ქონება საჯარო რეესტრში 2011 წლის 10 მაისიდან აღირიცხა ნ-------ი ჩ--------ს საკუთრებად. 2.8. 2013 წლის 6 ივნისს, ნ-------ი ჩ--------მ შეიცვალა სახელი და გვარი (აქტის ჩანაწერი: 6----------) და გახდა დ------ ე-------. შესაბამისად, ჩუქების გზით მიღებული საცხოვრებელი სახლი, მდებარე მისამართზე: ქ. ქუთაისი, ნ--–-----------------------–--–--------------–-------), საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა დ------ ე-------- სახელზე. 2.9. დ------ ე------- გარდაიცვალა 2017 წლის 27 სექტემბერს. გარდაცვალების შემდეგ დარჩა ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე: დედა - დ-------- ჩ--------, მეუღლე - ე---------- ე------- და არასრულწლოვანი შვილები - მ--- ჩ-------- და მ--- ე-------. მოსარჩელე დ-------- ჩ-------- მამის - ნ-------ი კ-------ის გარდაცვალების შემდეგაც და შვილის - დ------ ე-------- გარდაცვალების შემდეგაც, მუდმივად ცხოვრობს ქ. ქუთაისი, შ-----–---------------–----------–--–--------------–-------) მდებარე საცხოვრებელ სახლში. დ------ ე-------ს ანდერძი არ დაუტოვებია. 2.10. 2018 წლის 12 აპრილს, ე---------- ე-------მ, მ--- ჩ--------მ და მ--- ე-------მ, როგორც დ------ ე-------- პირველი რიგის მემკვიდრეებმა (მეუღლემ და შვილებმა) საკუთრებაში მიიღეს მთელი სამკვიდრო ქონების ¾ ნაწილი თანაბარ უფლებებში, სამკვიდროში შემავალი აქტივებითა და პასივებით. ხოლო მთელი უძრავ-მოძრავი სამკვიდრო ქონების დარჩენილი ¼ ნაწილი დატოვებულია ღიად, დ------ ე-------- მემკვიდრეზე. 2.11. 2018 წლის 21 მაისის მდგომარეობით ქ. ქუთაისში, ნ--–-----------------–----------–--–-----------------–-------) მდებარე ქონების 3/4 ნაწილი საჯარო რეესტრში აღრიცხულია დ------ ე-------- საკუთრებად, ხოლო ¼ ნაწილი - ე---------- ე-------- საკუთრებად. დასკვნები გასაჩივრებულ ნაწილში სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.12. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა 50-ე, 1306-ე, 1307-ე, 1336-ე, 1319-ე, 1320-ე, 1421-ე, 1424-ე, 1452-ე, 1469-ე მუხლებზე და განმარტა: სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ დაადგინა, რომ 1996 წლის 22 აპრილს გარდაცვლილი ნ------- კ-------ის დანაშთ ქონებას შვილები - დ-------- ჩ--------, ნ----- ჩ--------- და ე-----ი მ-------–--- დედასთან - ნ----- კ-------ესთან ერთად, სამკვიდროს გახსნის დღიდან თანაბარწილად, კერძოდ, თითოეული ¼ ნაწილს დაეუფლა ფაქტობრივად, თუმცა, ნ------- კ-------ის დანაშთ მთელ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა, მხოლოდ მეუღლემ - ნ----- კ-------ემ მიიღო, რომელსაც სხვა პირველი რიგის მემკვიდრეთა არსებობის თაობაზე ნოტარიუსისათვის არ უცნობებია, რითაც ამ უკანასკნელთ შეეზღუდათ, როგორც მემკვიდრეობის, ასევე საკუთრების კანონით აღიარებული უფლება. 2.13. ვინაიდან, ნ----- კ-------ემ, კანონით დადგენილი წესის დარღვევით N--------- სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საკუთრებაში მიიღო მთელი სამკვიდრო ქონება მასში შემავალი აქტივებით და პასივებით, მათ შორის მთელი საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ქ----------–-----–------------–--------------–---------ში, ხოლო შემდეგ, ეს ქონება 2011 წლის 2 მაისს აჩუქა ნ------- ჩ--------ს (იგივე დ----- ე-------), სასამართლომ მიიჩნია, რომ დ-------- ჩ--------ს და ნ----- ჩ---------- მოთხოვნა უძრავი ქონების 2/4 ნაწილში ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე საფუძვლიანს წარმოადგენდა და დააკმაყოფილდა. 2.14. იმ გარემოების გთვალისწინებით, რომ ბათილად ჩაითვალა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, სასამართლომ მიიჩნია, რომ N--------- სამკვიდრო მოწმობით (რეგისტრაციის თარიღი: 12.04.2018, ნოტარიუსი: ა------ ჯ----------), დ------ ე-------- პირველი რიგის მემკვიდრეებმა (მეუღლემ და შვილებმა) საკუთრებაში მიიღეს ნ----- კ-------ის მიერ, კანონით დადგენილი წესის დარღვევით განკარგული (გაჩუქებული) ქონება, რაც N--------- სამკვიდრო მოწმობის და ამ მოწმობის საფუძველზე, ქუთაისში ნ--–------------------–----------–--------------------–------------------------------------------7) ე---------- ე-------- სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველია. შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქუთაისში ნ--–--------------------------–--------------------–------------------------------------------7) ე---------- ე-------- სახელზე და ამ მისამართზე მდებარე უძრავი ქონების, მესაკუთრეებად ცნობილი იქნენ მოსარჩელე დ-------- ჩ-------- და ნ----- ჩ---------, თითოეული 1/4 ნაწილზე. 2.15. გაზიარებული არ იქნა მოწმის სახით დაკითხული მ--- ჩ--------ს განმარტება მასზედ, რომ დედამისი - დ-------- ჩ-------- არ დაუფლება სამკვიდრო ქონებას და არც მის დეიდებს არ წაუღიათ სახლიდან რამე ნივთები. სასამართლომ აღნიშნა, რომ მ--- ჩ--------ს განმარტებით, მას მოსარჩელეებთან არა აქვს კარგი დამოკიდებულება, დაახლოებით ერთი წელია დაპირისპირებულია მათთან, ხოლო პროცესზე გამოცხადდა მისი ძმისშვილების (მ--- ჩ--------ს და მ--- ე--------) ქონებრივი უფლებების დასაცავად. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწმე პირდაპირ დაინტერესებული იყო პროცესის შედეგით, ამასთან, ნ-------ი კ-------ის გარდაცვალების პერიოდში და ორმოცის გასვლამდე ის არ ცხოვრობდა სამკვიდრო სახლში, რის გამოც, შესაძლებელია მისთვის უცნობი ყოფილიყო მოსარჩელეთა მიერ სამკვიდრო ქონების დაუფლების ფაქტი. რაც შეეხება ვ------------–-–---–-- ჩვენებას, სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს ჩვენება ვერ გამოდგებოდა სადავო ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, რადგან 2001 წლამდე, ვიდრე ე---------- ე------- გათხოვდებოდა, მოწმე ამ ოჯახს არ იცნობდა და არც რაიმე ინფორმაციას ფლობდა ნ-------ი კ-------ის სამკვიდროს დაუფლებასთან დაკავშირებით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არ მისცა შეფასება, რომ სარჩელის აღძვრის დროისათვის გასული იყო 22 წელი და მოსარჩელეებს არასოდეს, არც ერთ ვითარებაში, არავისთან და არსად პრეტენზია მამკვიდრებლის დანაშთი ქონების მიღებაზე არ განუცხადებიათ. 3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად იქნა დადგენილი ფაქტი, რომ ნ------- კ-------ის გარდაცვალებიდან (1996 წლის 22 აპრილიდან), ორმოცამდე ყველა მემკვიდრე სადავო სახლში ცხოვრობდა, და რომ კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში ფაქტობრივად დაეუფლნენ სამკვიდრო ქონებას, ხოლო დ-------- ჩ-------- მამის - ნ-------ი კ-------ის გარდაცვალების შემდეგაც და შვილის - დ----- ე-------- გარდაცვალების შემდეგაც მუდმივად ცხოვრობდა ქ. ქუთაისი, შ----–---------------–-- 3.3. სასამართლომ არასწორად შეაფასა მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის მ--- ჩ--------ს ჩვენება დამახინჯებული სახითაა გადმოცემული, ასევე არასწორად აღნიშნა, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე პაექრობის ეტაპზე, დ-------- ჩ--------ს ნაწილში მოპასუხე მხარემ სრულად ცნო სარჩელი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. განსახილველ შემთხვევაში, დავა გამომდინარეობს მემკვიდრეობის სამართლებრივი ურთიერთობიდან. ამ სარჩელის ფარგლებში დასადგენია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. მოსარჩელეებს, დ-------- ჩ--------სა და ნ----- ჩ---------ს, მამის - ნ------- კ-------ის გარდაცვალებიდან კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში მიღებული აქვთ, თუ არა მამის სამკვიდრო; 2. ნ----- კ-------ის მიერ, ჩუქების გზით განიკარგა, თუ არა მოსარჩელეთა კუთვნილი ქონება; 3. დ----- ე-------- სამკვიდროზე გაცემული სამკვიდრო მოწმობით განიკარგა, თუ არა მოსარჩელეთა კუთვნილი ქონება; 4. ე---------- ე-------ს გააჩნია, თუ არა სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი შეიძლება გამომდინარეობდეს სკ-ის 54-ე, 1336-ე, 1421-ე, 1433-ე, 1424-ე მუხლებიდან. 4.4. სადავო საკითხების დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებით, ასევე მატერიალური ნორმით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით. საპროცესო კანონმდებლობა (სსკ-ის მე-4, 102-ე მუხლი) ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი იმგვარად ნაწილდება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომ ნ------- კ-------ის სამკვიდრო კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში მიღებული აქვთ დ-------- ჩ--------სა და ნ----- ჩ---------ს და რომ ნ----- კ-------ის მიერ არასწორად განიკარგა მათი საკუთრება, ხოლო მოპასუხე ე---------- ე-------- საკუთრებაში უძრავი ქონების რეგისტრაციის თაობაზე ჩანაწერი და ამ ჩანაწერის საფუძველი-სამკვიდრო მოწმობა ბათი-–---მოსარჩელეს მტკიცების ვალდებულებაა. 4.5. დავის გადაწყვეტის მიზნით, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლზე, რომელიც მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების წესს ადგენს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა. იგი ისეთი იურიდიული მოქმედებაა, რომელიც გამოხატავს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას - გახდეს სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. სამკვიდროს მიღება შესაძლებელია ორი საშუალებით: მემკვიდრის მიერ სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით და სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებითა და მართვით. პირველ შემთხვევაში, სამკვიდროს მიღება შეიძლება გამოიხატოს მემკვიდრის ერთადერთი მოქმედებით - სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით. ქონების ფაქტობრივი ფლობა და მართვა კი შეიძლება სხვადასხვა გზით განხორცილდეს (მაგალითად: მემკვიდრის ცხოვრებით მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში; მამკვიდრებლის ნივთების თავისთან გადატანით; სამკვიდრო ქონების მოვლა-პატრონობით; მამკვიდრებლის კუთვნილი ფასიანი ქაღალდებისა და საბანკო ბარათების დაუფლებით; სამკვიდროს გახსნის შემდეგ სამკვიდრო ქონებაზე გადასახადების გადახდით; სამკვიდრო ქონების გაქირავებით ან უკვე გაქირავებული ქონებიდან ქირის მიღებით და სხვა). 4.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანხმად მართლმსაჯულება ხორციელდება ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მამკვიდრებლის, ნ------- კ-------ის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მამის კუთვნილი საცხოვრებელი სახლისა და მისი ქონებით სარგებლობის ფაქტის დასადასტურებლად, მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა მოწმეთა ჩვენებები. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხული ც-–----------–---–---------------------------–---–------------–--–------------------–-------------- კ-------ის (ნ-------ი კ-------ის ძმის მეუღლე) ჩვენებებით პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ და ე----- კ-------ესთან და ნ----- კ-------ესთან ერთად, ნ----- ჩ--------- მამის, ნ------- კ-------ის გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში ცხოვრობდა სამკვიდრო საცხოვრებელ სახლში, შემდეგ კი სამკვიდრო ქონებიდან წაიღო საოჯახო ნივთები, ხოლო დ-------- ჩ-------- მამის გარდაცვალებამდე და მის შემდეგაც, მუდმივად ცხოვრობდა ამ საცხოვრებელ სახლში. ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მამის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, სამკვიდრო ქონებიდან თითოეული მოსარჩელის მიერ ¼ ნაწილის დაუფლებასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისად, აპელანტების მსჯელობა, რომ მოსარჩელეებს მამის სამკვიდრო არ მიუღიათ გაზიარებული ვერ იქნება. 4.7. სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათი-–-- გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. იმის გათვალისწინებით, რომ დ-------- ჩ-------- და ნ----- ჩ--------- ფაქტობრივად დაეუფლენ მამის დანაშთ სამკვიდროს, სკ-ის 1421-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ისინი გახდნენ ამ მთლიანი ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრე. ამდენად, 19.04.2011წ. ნ----- კ-------ის სახელზე მთელს სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის (რეესტრში რეგისტრაციის N---------) გაცემით, ხოლო შემდეგ, 2011 წლის 2 მაისს ჩუქების ხელშკრულების დადებით, განიკარგა დ-------- ჩ--------სა და ნ----- ჩ---------- საკუთრება, რაც თანახმად სკ-ის 54-ე მუხლისა, დ-------- ჩ--------სა და ნ----- ჩ---------- კუთვნილ, მთლიანობაში 2/4 ნაწილში მისი ბათილად ცნობის საფუძველია. აღნიშნულის გათვალისწინებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობის (რეესტრში რეგისტრაციის N---------) და ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის და ამ უძრავი ქონების ნაწილზე მესაკუთრედ აღიარების თაობაზე დასაბუთებულია და გამორიცხავს ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლელობას. 4.8. პალატა განმარტავს, რომ მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლომ, სწორად დაადგინა დ-------- ჩ--------სა და ნ----- ჩ---------- მიერ სამკვიდროს დაუფლების ფაქტი და მათი წილის ოდენობა, თუმცა დ----- ე-------- დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის სრულად გაბათილებითა და სადავო უძრავ ქონებაზე ე---------- ე-------- საკუთრების უფლების რეგისტრაციის სრულად გაუქმებით, არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა, კერძოდ: სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ე---------- ე-------, მ--- ჩ-------- და მ--- ე------- არიან დ------ ე-------- პირველი რიგის მემკვიდრეები (მეუღლე და შვილები), რომლებმაც საკუთრებაში მიიღეს მთელი სამკვიდრო ქონების ¾ ნაწილი თანაბარ უფლებებში, სამკვიდროში შემავალი აქტივებითა და პასივებით, რაზედაც 2018 წლის 12 აპრილს, ნოტარიუსის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა და აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ქ. ქუთაისში, ნ--–----------------–----------–--–-----------------–-------) მდებარე სადავო უძრავი ქონების ¼ ნაწილი აღირიცხა ე---------- ე-------- საკუთრებად, ხოლო 2018 წლის 21 მაისის მდგომარეობით, ამ უძრავი ქონების ¾ ნაწილი, კვლავ დ----- ე-------- სახელზეა რეგისტრირებული. ვინაიდან, მოცემული დავის განხილვამდე, ქ. ქუთაისში, ნ--–----------------–----------–--–-----------------–-------) მდებარე სადავო უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, მთლიანად დ----- ე-------- საკუთრებაში იყო რეგისტრირებული, ამ ქონების 2/4 ნაწილზე ჩუქების ხელშეკრულების ბათილობით, დ----- ე-------- საკუთრებად დარჩა ქონების მხოლოდ 2/4 ნაწილი. შესაბამისად, დ----- ე-------- გარდაცვალების შემდეგ მის მთლიან სამკვიდროზე 2018 წლის 12 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რაც იმავდროულად მთლიანად მოიცავდა სადავო უძრავ ქონებასაც ბათი-–-- მხოლოდ, დ-------- ჩ--------სა და ნ----- ჩ---------- კუთვნილ 2/4 ნაწილში. ამდენად, აპელანტის პრეტენზია, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმების თაობაზე, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სამკვიდრო მოწმობა ნაწილობრივ საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და ნაცვლად მთელი სამკვიდრო მოწმობისა, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, 2018 წლის 12 აპრილს, ნოტარიუს ა------ ჯ----------- მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეგისტრაციის ნომერი N---------), 2017 წლის 27 სექტემბერს გარდაცვლილი დ----- ე-------- (პ/ნ 6----------) მთელი სამკვიდრო ქონებიდან, ქ. ქუთაისში, ნ--–------------------–----------–--------------------–--------------------------------- საკადასტრო კოდის უძრავი ქონების 2/4 ნაწილში. 4.9. სააპელაციო სასამართლო ასევე, ნაწილობრივ საფუძვლიანად მიიჩნევს აპელანტის პრეტენზიას გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც მთლიანად გაუქმდა საჯარო რეესტრში ქ. ქუთაისში, ნ--–------------------ში ე---------- ე-------- საკუთრების უფლების რეგისტრაცია. როგორც სამკვიდრო მოწმობით დგინდება, დ----- ე-------- დანაშთი ქონების ¾ ნაწილი თანაბარ უფლებებში, სამკვიდროში შემავალი აქტივებითა და პასივებით, მემკვიდრეობით მიიღეს ე---------- ე-------მ, მ--- ჩ--------მ და მ--- ე-------მ როგორც დ------ ე-------- პირველი რიგის მემკვიდრეებმა (მეუღლემ და შვილებმა). შესაბამისად, ე---------- ე-------- ინდივიდუალური წილი დ. ე-------- სამკვიდროში არის ¼. ვინაიდან, ქ. ქუთაისში, ნ--–-----------------–----------–--–-----------------–-------) მდებარე ქონების მხოლოდ 2/4 ნაწილი წარმოადგენდა დ----- ე-------- საკუთრებას, სამკვიდრო მოწმობაში დაფიქსირებული წილის გათვალისწინებით, ე---------- ე-------- კუთვნილი ნაწილი ამ ქონებაში შეადგენს 2/4-ის ¼-ს, ანუ 1/8 ნაწილს. ამდენად, გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მთლიანად გაუქმდა ქ. ქუთაისში, ნ--–------------------ში ე---------- ე-------- საკუთრების უფლების რეგისტრაცია არასწორია, უნდა გაუქმდეს და N 0----------- საკადასტრო კოდის უძრავი ქონებაზე ე---------- ე-------- საკუთრებად, ნაცვლად ამ ქონების 1/4 ნაწილისა რეგისტრირებული უნდა იქნეს 1/8 ნაწილი. 4.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 385-386-ე მუხლებისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების და გაუქმებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ მ--- ჩ--------ს, მ--- ე--------, ე---------- ე-------- სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი N--------- სამკვიდრო მოწმობა (რეგისტრაციის თარიღი:12.04.2018, ნოტარიუსი ა------ ჯ----------), ასევე ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრში, ქ. ქუთაისში, ნ--–------------------ში (ყოფ. შ--------------------–-------- საკადასტრო კოდი: 0-----------) ე---------- ე-------- სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით დ-------- ჩ--------სა და ნ----- ჩ---------- სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ: ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, 2018 წლის 12 აპრილს, ნოტარიუს ა------ ჯ----------- მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეგისტრაციის ნომერი N---------) 2017 წლის 27 სექტემბერს გარდაცვლილი დ----- ე-------- (პ/ნ 6----------) მთელი სამკვიდრო ქონებიდან, ქ. ქუთაისში, ნ--–------------------–----------–--------------------–--------------------------------- საკადასტრო კოდის უძრავი ქონების 2/4 ნაწილში; ასევე, ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ქ. ქუთაისში, ნ--–------------------–----------–--------------------–--------------------------------- საკადასტრო კოდის უძრავ ქონებაზე ე---------- ე-------- საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ნაცვლად ამ ქონების 1/4 ნაწილისა ე---------- ე-------- საკუთრებად რეგისტრირებული უნდა იქნეს 1/8 ნაწილი; სხვა ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სადავო ქონების მთლიანი ღირებულება შეადგენს 40000 ლარს. დადგენი-–--, რომ სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ე---------- ე-------- საკუთრების უფლება დადგენილი იქნა, მხოლოდ, სადავო უძრავი ქონების 1/8 ნაწილზე. ამდენად, ამ წილის პროპორციულად დავის საგნის ღირებულება შეადგენს 5000 ლარს, ხოლო სააპელაციო საჩივრისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 5000-ის 4%-ს 200 ლარს. ვინაიდან, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, დ-------- ჩ--------სა და ნ----- ჩ---------ს, ე---------- ე-------- სასარგებლოდ, სოლიდარულად უნდა დაეკისროთ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის- 200 ლარის გადახდა.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. ვინაიდან, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოცემულ საქმეზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 აპრილისა და 02 ივლისის განჩინებებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ--- ჩ--------ს, მ--- ე--------, ე---------- ე-------- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სამკვიდრო მოწმობა N--------- (რეგისტრაციის თარიღი:12.04.2018, ნოტარიუსი-ა------ ჯ----------), ასევე ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისში, ნ--–------------------ში (ყოფ. შ--------------------–-------- საკადასტრო კოდი: 0-----------), ე---------- ე-------- სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია;
3. ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, დ-------- ჩ--------სა და ნ----- ჩ---------- სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იქნეს ცნობილი, 2018 წლის 12 აპრილს, ნოტარიუს ა------ ჯ----------- მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეგისტრაციის ნომერი N---------) 2017 წლის 27 სექტემბერს გარდაცვლილი დ----- ე-------- (პ/ნ 6----------) მთელი სამკვიდრო ქონებიდან, ქ. ქუთაისში, ნ--–------------------ში (ყოფ. შ--------------------–-------) მდებარე, N 0----------- საკადასტრო კოდის უძრავი ქონების 2/4 ნაწილში;
5. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი, ქ. ქუთაისში, ნ--–------------------ში (ყოფ. შ--------------------–-------) მდებარე, N 0----------- საკადასტრო კოდის უძრავ ქონებაზე ე---------- ე-------- საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ნაცვლად ამ ქონების 1/4 ნაწილისა, ე---------- ე-------- საკუთრებად რეგისტრირებული იქნეს 1/8 ნაწილი;
6. სხვა ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
7. დ-------- ჩ--------სა და ნ----- ჩ---------ს, ე---------- ე-------- სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის-200 ლარის გადახდა;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობი-–-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: ლაურა მიქავა
ინდირა მაშანეიშვილი