განაჩენი

სისხლის სამართლის 06.03.2020
საქმის ნომერი
080100119003009232
ინსტანცია
თარიღი
06.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-83-2020 წელი

№080100119003009232

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

24 თებერვალი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ------- ბ---------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

გ------- ბ---------ე, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასამართ-ლობის მქონე, მცხოვრები ა---––----------------------–----------ში, მსჯავრდებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენით დანაშაულისათ-ვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გა-ნაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძ-ველზე ჩათვლილი აქვს პირობით 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

aRwerilobiTi nawili:

გ------- ბ---------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:

– ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

– კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

ა--------------–----------------–---–----------ის საავიაციო ბაზაზე, სამშვიდობო მისიაში მყოფი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სახმელეთო ჯარე-ბის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე გ------- ბ----------ისათვის, ცნობილი გახდა იმავე დანაყოფის სამხედრო მოსამსახურეთა ბ----- შ----–--ის სახელფასო ბარათის და ასევე სამხედრო მოსამსახურე გ------- ტ------ის დემოგრაფიუ-ლი მონაცემები, რის შემდეგაც ბ----- შ----–--ის სახელფასო თანხის დაუფლების მიზნით, თავისივე სახელითა და გვარით და გ------- ტ------ის პირადი ნომრით დარეგისტრირდა ინტერნეტ ტოტალიზატორ „C----------com“-ზე. 2018 წლის თებერვლის დასაწყისში, გიორ-გი ბ---------ემ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევით, ბ----- შ----–--ის სახელფასო ანგარიშიდან 1001 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა 2499 ლარი გადარიცხა დასახელებულ, მის მიერ კონტროლირებად ანგარიშზე და მიისაკუთრა, რითაც ბ----- შ----–--ეს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გ------- დ---–----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს გ------- ბ---------ის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ გ------- ბ---------ემ დანაშაული მხოლოდ მას შემდეგ აღიარა, რაც მის მიმართ შეკრებილი იქნა უტყუარი მტკიცებულებები. მის მიერ არ იქნა გადადგმული არანაირი ქმედითი ზომები დაზარალებულთათვის ზიანის ასანაზღაურებლად. ასევე არ იქნა გათვალისწინებული, რომ დანაშაული ჩადენილი იქნა სამშვიდობო მისიაში მყოფ სამხედრო კონტიგენტის შემადგენლობაში ყოფნისას. გ------- ბ---------ის მიმართ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ გ------- ბ---------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ------- ბ---------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგა-დი საწყისები – დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინა-აღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცე-ვა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზ-ღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; აგრეთვე ის გარემოება, რომ მსჯავრებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა და გ------- ბ---------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით ჩადენილი დანაშაულისათვის დაუნიშნა სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაუთვა-ლა პირობით 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშ-ნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანა-შაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასა-ჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარე-სო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენი გ------- ბ---------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

გ------- ბ---------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

გ------- ბ---------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძ-ველზე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძ-ველზე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველ-ზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ------- ბ----------ეს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფ-ლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქ-ტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილის თანახ-მად, გ------- ბ---------ეს ამ განაჩენით დანიშნულ საბოლოო სასჯელში მთლიანად ჩაე-თვალოს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ გ------- ბ---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

გ------- ბ---------ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე და 66-ე მუხლებისა და „არასაპატიმ-რო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცე-ვაზე კონტროლის გაწევა დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრე-ბელი ადგილის მიხედვით.

მსჯავრდებულ გ------- ბ---------ეს დაევალოს პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili