განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 060100119003035563
საქმე N 1/ბ-856-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 მარტი, 2020 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - გივი კაპანაძე
პროკურორის - დ------- ვ-----------ას
მსჯავრდებულის - გ--------- გ--------ის
ადვოკატის - გ------ ნ------------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, გ--------- კ--------ს ძე გ--------ის მიმართ; დაბადებული: 1---------წ. საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, პირადი ნომერი: 1----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ვანის რაიონი, სოფელი ს--------;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
გ--------- გ--------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:
- ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
- ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
- ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 24 აპრილს საღამოს საათებში ვანის რაიონი, სოფელ ს--------ში, გ--------- გ--------ემ არასრულწლოვანი შვილის თ-----ი გ--------ის თანდასწრებით ხის ნაჭერი ესროლა მეუღლეს მ------ ლ-----ეს. დაზარალებულმა ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი;
- 2019 წლის იანვრის თვეში ღამის საათებში ვანის რაიონი, სოფელ ს--------ში, გ--------- გ--------ემ მეუღლეს მ------ ლ-----ეს ხელი დაარტყა სახის არეში. დაზარალებულმა ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი;
- 2019 წლის აპრილის თვეში დაახლოებით 15:00 საათზე ვანის რაიონი, სოფელ ს--------ში გ--------- გ--------ემ არასრულწლოვან შვილს თ-----ი გ--------ეს მოქაჩა თმებში. დაზარალებულმა ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი .
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ--------- გ--------ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 24 აპრილის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის იანვრის თვის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2019 წლის აპრილის თვეში დაახლოებით 15:00 საათზე ვანის რაიონი, სოფელ ს--------ში გ--------- გ--------ემ არასრულწლოვან შვილს თ-----ი გ--------ეს მოქაჩა თმებში. დაზარალებულმა ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის განაჩენით გ--------- გ--------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისი 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. გ--------- გ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისი 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (თ----- გ--------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.
3. სააპელაციო საჩივრების არსი:
3.1 აპელანტი - სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილე დ------- ვ-----------ა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის განაჩენში, გ--------- გ--------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (იანვრის ეპიზოდი); სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (აპრილის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (თ----- გ--------ის ეპიზოდი) და განესაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელი.
ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია გ. გ--------ის სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნობის და გამართლების ნაწილში, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რომელთა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდებოდა აღნიშნულ ეპიზოდებში გ. გ--------ის ბრალეულობა. განხორციელდა თუ არა მ------ ლ-----ის მიმართ ძალადობის ფაქტი უნდა შეფასდეს საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების დეტალური ანალიზით. დაზარალებულმა მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე ერთიდაიგივე ინფორმაცია მიაწოდა სხვადასხვა პირებს (ექსპერტს, გამომძიებელს), იგივე ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს, ასევე ძალადობის ფაქტი დაადასტურა არასრულწლოვანმა თ. გ--------ემ.
მსჯავრდებულ გ. გ--------ეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილეს დ------- ვ-----------ას, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგნილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
მსჯავრდებულ გ--------- გ--------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს გ------ ნ------------ეს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს პროკურორის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. გასაჩივრებული განაჩენში ცვლილების შეტანის დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ მ------ ლ-----ის ჩვენებით ირკვევა, რომ გ--------- გ--------ე არის მისი ყოფილი მეუღლე. 12 წელი ცხოვრობდნენ ერთად და ჰყავთ ორი შვილი. გ. გ--------ე ხშირად სვამდა და ამიტომ ჰქოდათ დაძაბული ურთიერთობა. ბავშვებს ჰქონდათ ემოციური სტრესი. ადრე, მაშინ ჯერ კიდევ ერთი შვილი ჰყავდათ, მისი საქციელის გამო დაბრუნდა მშობლების ოჯახში და სამი თვის შემდეგ შეურიგდა მეუღლეს. თვითონ მუშაობდა მომვლელად და ისვენებდა დასვენების დღეებში და შაბათ კვირას.
დაზარალებულის განმარტებით, 2019 წლის 24 აპრილს იყო სახლში და აკეთებდა საჭმელს შეშის ღუმელზე. გ---------ს სთხოვა შეშა შეეტანა. „დაკუნტული ხომ არ ხარო“ უთხრა გ. გ--------ემ და ესროლა შეშის ნაფოტი, რაც მოხვდა ფეხში, რაც ძალიან ეტკინა და ახლაც ტკივა.
2019 წლის იანვრის თვეში, ღამით მას და ბავშვებს ეძინათ ერთად, ერთ საწოლში. გ. გ--------ე მივიდა მასთან და დაარტყა მარჯვენა ლოყაში, რაც ეტკინა და დაიწყო ტირილი.
2019 წლის აპრილის თვეში, გ. გ--------ეს სთხოვა დახმარებოდა მათ შვილს თ----- გ--------ეს მეცადინეობაში. გ. გ--------ემ ბავშვს თმებში მოქაჩა, ეს როგორ ვერ გაიგეო. თ. გ--------ე ტირილით გავიდა ოთხიდან.
მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულ არასრულწლოვან თ----- გ--------ის ჩვენებით ირკვევა, რომ დედა აკეთებდა საჭმელს. მამას უთხრა, შეშა მოიტანეო. მამამ ესროლა ნაფოტი ფეხში, დედამ დაიწყო ტირილი. მან დააწყნარა დედა. ამ დროს მისი ძმა 6 წლის ლ----ც იქ იყო. დაზარალებულის ჩვენებით ასევე ირკვევა, რომ მეცადინეობდა მათემატიკას, დაწერისას შეეშალა ასო, ამის გამო მამამ მოქაჩა თმაში, მას ეტკინა და დაიწყო ტირილი. მისივე განმარტებით, ღამით ეძინა დედასთან და ძმასთან ერთად. გააღვიძა დედის ტირილმა, რომელმაც უთხრა, რომ მამამ დაარტყა ლოყაში. მისი დაბადების დღეზე დედამ ტორტი მიუტანა. მამა მივიდა მთვრალი და იჩხუბა, სკამით გაეკიდა მათ და გაიქცნენ. დაზარალებულის განმარტებით მამა ხშირად მიდიოდა სახლში ნასვამ მდგომარეობაში.
მოწმის სახით დაკითხულ ო----- ლ-----ის ჩვენებით ირკვევა, რომ გ. გ--------ე არის მისი ქალიშვილის მ------ ლ-----ის ყოფილი ქმარი. მათ ჰქონდათ ცუდი ურთიერთობა. გ. გ--------ე ხშირად სვამდა და ძალადობდა მ------სა და ბავშვებზე. ამის შესახებ მან გაიგო მ. ლ-----ისაგან, მას შემდეგ რაც გ. გ--------ეს დაშორდა. თავად ცემის არცერთ ფაქტს არ შესწრებია.
მოწმის სახით დაკითხულ დ------ ლ-----ის ჩვენებით ირკვევა, რომ გ. გ--------ე არის მისი ქალიშვილის მ------ ლ-----ის ყოფილი ქმარი. იგი ხშირად დადიოდა გ. გ--------ის ოჯახში და ხშირად უნახავს იგი მთვრალი. ცემისა და ძალადობის შესახებ იცის მ. ლ-----ისაგან. გ. გ--------ეს შეშა უსვრია მ------სთვის და მისი კვალი ახლაც ეტყობა.
მოწმის სახით დაკითხულ ი----- ლ-----ის ჩვენებით ირკვევა, რომ გ. გ--------ე არის მისი დის მ------ ლ-----ის ყოფილი ქმარი. მ------ს გადმოცემით იცის, რომ გ--------- ხშირად სვამდა და ნასვამი ძალადობდა მეუღლესა და შვილებზე. აპრილის თვეში. მ. ლ-----ე წამოვიდა ქმრის ოჯახიდან. მას დაურეკა და უთხრა, რომ მაზლი ქვებით გამოეკიდა, შვილებთან ერთად გამოიქცა სახლიდან და ტყე-ტყე მიდიოდა. მან დაურეკა მამას ო----- ლ-----ეს, რომელიც მანქანით შეხვდა მ------ს და წაიყვანა ისინი სახლში. მ------სგან იცის, რომ შეშის ნაფოტი უსვრია გ---------ს მისთვის. ახლაც აჩნია მისი კვალი მარჯვენა ფეხის წვივზე. ასევე იცის, რომ მეცადინეობისას გ. გ--------ემ თმებში მოქაჩა შვილს, თ. გ--------ეს.
მოწმის სახით დაკითხულმა ო-–--- ხ----–--ემ განაცხადა, რომ არის გ. გ--------ის მეზობელი. იგი არასდოს შესწრებია გ. გ--------ესა და მ. ლ-----ეს შორის კონფლიქტს. მ. ლ-----ე მუშაობდა, მეზობელ სოფელში უვლიდა მოხუცს და სახლში ბრუნდებოდა გვიან. რის გამოც მას ხშირად ხვდებოდნენ გზაში ან მეუღლე ან დედამთილი. როდესაც მ------ სახლიდან წავიდა, მას კონფლიქტი მოუვიდა მაზლთან - შ----- გ--------ესთან. მან იცის, რომ თ. გ--------ეს ეძინა მშობლებთან, ლ----ს ბებიას და ბაბუასთან ერთად.
მოწმის სახით დაკითხულმა დ-------- გ--------ემ განაცხადა, რომ გ. გ--------ე არის მისი შვილი. თვითონ არსად არ მუშაობს და ძირითადად არის სახლში და საოჯახო საქმეებითაა დაკავებული. მისი ყოფილი რძალი მ. ლ-----ე მუშაობდა და ამის გამო, ბავშვები სკოლაში მას მიჰყავდა, უმზადებდა მათ საჭმელს და უვლიდა. ბავშვებს ძირითადად ამეცადინებდა გ---------. იყო შემთხვევა, მეცადინეობისას გ. გ--------ემ ცოტათი თმაში მოქაჩა თ----- გ--------ეს და მან ცოტა იტირა. მისი უმცროსი შვილიშვილი (ლ---- გ--------ე) იძინებდა მასთან, თ-----ი კი მშობლებთან. იგი არ შესწრებია და არ იცის გ. გ--------ემ იძალადა თუ არა მ. ლ-----ეზე. მოწმის განმარტებით, მის ყოფილ რძალს, მ. ლ-----ეს კონფლიქტი მოუვიდა მაზლთან, იმ დროს გ. გ--------ე სახლში საერთოდ არ იყო. აღდგომის დღეები იყო და მ. ლ-----ე წავიდა ქუთაისში, უყიდია პროდუქტები და რომ დაბრუნდა, დარეკა, რომ დახვედროდნენ. დახვდა თვითონ ბავშვებთან ერთად. გ. გ--------ე საქონლის მოსადენად იყო წასული. ამ დროს მოხდა კონფლიქტი მასსა და შ----- გ--------ეს შორის და ამის გამო შ. გ--------ე პოლიციაშიც იყო დაბარებული. მ. ლ-----ემ წაიყვანა ბავშვები, რაზეც გ. გ--------ე არ აძლევდა დასტურს და ამის გამო უჩივლა.
მსჯავრდებულმა გ--------- გ--------ემ განმარტა, რომ მ. ლ-----ის მიმართ არასოდეს უძალადია და ბრალდებას ამ ნაწილში არ ეთანხმება. მისთვის არც შეშა უსვრია და არც ხელი დაურტყამს. რაც შეეხება თ. გ--------ის ეპიზოდს, დაადასტურა, რომ მართლაც მოწიწკნა თმებში. 24 აპრილს თვითონ სახლში არ იყო. მარინას მის ძმასთან მოსვლია კამათი და როცა სახლში დაბრუნდა იგი უკვე წასული დახვდა. დაურეკა მამამისს და მოიკითხა სად იყო მარინა, რაზეც მან უპასუხა, რომ მათ შორის ყველაფერი დამთავრდა. როდესაც მარინამ ბავშვები წაიყვანა, უნდოდა დასტური სკოლაში გადასაყვანად. იგი არ იყო წინააღმდეგი და მივიდა სკოლის დირექტორთან, რომელმაც უთხრა, რომ მაისის თვე იყო და სასწავლო წლის დამთავრებამდე ბავშვს ვერ გადაიყვანდა. ამიტომ ვერ მისცა დასტური და ამის გამო უჩივლეს.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება:
ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შეურაცხყოფა, შანტაჟსა და დამცირებაში;
ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.
სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ან/და გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სასამართლო ასევე ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ - 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება №1/1/548), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია, ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა გააანალიზებისა და ურთიერშეჯერების საფუძველზე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის გ.გ--------ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის იანვრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. კერძოდ, აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით გ. გ--------ის მიერ მ------ ლ-----ის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ამ ეპიზოდში გ. გ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. გ--------ის სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისათვის მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების (დაზარალებულის ჩვენების) არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელ განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, შესაბამისად ამ ნაწილში ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გ.გ--------ე სწორად გაამართლა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებულ ბრალდებაში.
რაც შეეხება გ. გ--------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებულ ბრალდებას, პალატა ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ი----- ლ-----ის ჩვენებაზე, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ 2019 წლის 24 აპრილს სახლში ამზადებდა საჭმელს შეშის ღუმელზე, რა დროსაც გ---------ს სთხოვა შეშა შეეტანა, რაზეც ამ უკანასკნელმა უთხრა, „დაკუნტული ხომ არ ხარო“ და ესროლა შეშის ნაფოტი, რაც მოხვდა ფეხში და ძალიან ეტკინა ფეხი. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულის აღნიშნულ ჩვენებასთან სრულ თანხვედრაშია და სრულად შეესაბამება არასრუწლოვან თ----- გ--------ის ჩვენება, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ დედა აკეთებდა საჭმელს, მამას უთხრა, შეშა მოიტანეო, მამამ ესროლა ნაფოტი ფეხში და დედამ დაიწყო ტირილი, მან დააწყნარა დედა. პალატას არასრულწლოვან მოწმე თ. გ--------ის ჩვენების არასარწმუნოდ მიჩნევის საფუძველი არ გააჩნია, შესაბამისად, იზიარებს რა მოწმის მიერ მიცემულ ჩვენებას, საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერების შედეგად, მიაჩნია, რომ 2019 წლის 24 აპრილის ეპიზოდში გ. გ--------ის მიერ ი. ლ-----ის მიმართ განხორციელებული ძალადობა უტყუარად არის დადასტურებული, შესაბამისად, იზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას ამ ეპიზოდში გ. გ--------ის დამნაშავედ ცნობის თაობაზე.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ გ--------- გ--------ე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) და ამ კვალიფიკაციით, საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ გ.გ--------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი, მიზანშეწონილად მიიჩნევს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციის ფარგლებში განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ვადით, ხოლო საბოლოო სასჯელი კი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით.
ამასთან, პალატა არ იზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას გ. გ--------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (თ. გ--------ის ეპიზოდში) დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე, მიაჩნია, რომ ამ მუხლით გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელი შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებას, ასევე მის პიროვნებას და სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში გ--------- გ--------ის მიმართ შეტანილ იქნას ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის, დ------- ვ-----------ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის განაჩენი გ--------- გ--------ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლების ნაწილში და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ--------- გ--------ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის იანვრის თვის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს;
გ--------- გ--------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 24 აპრილის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (თ----- გ--------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (თ----- გ--------ის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ--------- გ--------ეს განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.
გაუქმდეს გ--------- გ--------ის მიმართ ვანის მაგისტრატი სასამართლოს მიერ 2019 წლის 23 მაისს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს თანხა 3000 (სამი ათასი) ლარი, რომელიც შეტანილია საქართველოს ბანკში (ბ---------------------) აღსრულების ეროვნულ ბიუროს N----------------------- ანგარიშზე, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს, გ--------- გ--------ეს (პირადი N1----------).
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე