განაჩენი

სისხლის სამართლის 10.03.2020
საქმის ნომერი
010100119003340627
ინსტანცია
თარიღი
10.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100119003340627

საქმე N1/ბ-152-2020წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

06 მარტი, 2020წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- ბ------ს ძე ბ-----ის მიმართ, დაბადებული 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 2----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, შ--–----ს ქ. N7

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ------- ბ-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში;

 

2019 წლის 14 ოქტომბერს, დილის საათებში, ქ. ბათუმში, მ------ის ქუჩა N55-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ------- ბ-----ემ ხელების და ფეხების სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დარტყმით და თმის მოქაჩვით თავის ოჯახის წევრს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს-წინასწარი შეცნობით ორსულ მ------ ა--–--ეს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მიაყენა სხეულის დაზიანებები, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის განაჩენით გ------- ბ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 15 ოქტომბრიდან 2019 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ო-–--- მ------–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის განაჩენში და მსჯავრდებულ გ------- ბ-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას და ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას, მსგავსი ლმობიერი სასჯელის პირობებში იქმნება იმის საფუძველი, რომ სასჯელი ვერ მიაღწევს თავის მიზნებს და მსჯავრდებული კვლავ ჩაიდენს ახალ დანაშაულს.

 

მსჯავრდებულს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ------- ბ-----ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ------- ბ-----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ მ------ ა--–--ის გამოკითხვის ოქმებით; მოწმეების - ნ----- ლ--------------ის, ლ--- უ-------ს, რ--------- ჯ-----ს გამოკითხვის ოქმებით; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. ამდენად, მსჯავრდებულ გ------- ბ-----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

 

გ------- ბ-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ გ------- ბ-----ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გაუხდია სადაოდ, დაზარალებული მასთან შერიგებულია, მსჯავრდებული წარსულში არ არის ნასამართლევი და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, გ. ბ-----ეს განუსაზღვრა სასჯელი მუხლის სანციის ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, გამოსაცდელი ვადით.

 

პალატას მიაჩნია, რომ გ------- ბ-----ის მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანია და მსჯავრდებულ გ. ბ-----ის მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანისა და მისთვის საპატიმრო სასჯელის განსაზღვრის საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო-–--- მ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

გ------- ბ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ გ------- ბ-----ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 15 ოქტომბრიდან 2019 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით;

 

მსჯავრდებულ გ------- ბ-----ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმებულია; ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ - ბ------ ბ-----ის (პ/ნ 2-----------, საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების - მდებარე ლანჩხუთის რაიონი, სოფელი ლ--- (საკადასტრო კოდი --------------) - 5000 (ხუთი ათასი) ლარის წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

პირობით მსჯავრდებულ გ------- ბ-----ის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულს კი დაევალოს პრობაციის ბიუროს თანხმობის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე