განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001886422
საქმე №1ბ/884-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 თებერვალი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორების: ლ-–----------–---–-----–-–----------–----
ადვოკატების: კ-----------------------------------
მსჯავრდებულების: შ-------–----------–--------------
თარჯიმნების: ზ-----------------------------------------
მონაწილეობით,მსჯავრდებულების შ-------–--------------–-------------- ინტერესების დამცველი ადვოკატის კახაბერ ჩუბინიძის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე შ--------------------–----- მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------–-----------–------------------------------ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით;
ა--–------–---------------------- მიმართ - დაბადებული 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------–-----------–----------–----------–------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ-ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასმართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის განაჩენით, შ-------–---- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ-------–---- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით;
მსჯავრდებულ შ-------–---- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 17 აპრილიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2017 წლის 30 იანვრიდან - 2017 წლის 1 თებერვლის ჩათვლით თავისუფლების აღკვეთის პერიოდი.
ა--–------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ნოემბრის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 8(რვა)წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა--–------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 8(რვა)წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ა--–------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 17 აპრილიდან; მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2017 წლის 30 იანვრიდან - 2017 წლის 1 თებერვლის და 2017 წლის 7 ნოემბრიდან - 2019 წლის 16 აპრილის ჩათვლით თავისუფლების აღკვეთის პერიოდი.
შ-------–---- და ა--–------------- მსჯავრი დაედოთ მასზედ, რომ მათ ჩაიდინეს ქურდობის მცდელობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 28 იანვარს, შ-------–-------------–-------------- განიზრახეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ ქ-------–--–----------–-----------–------------------–--------------ში მცხოვრები რ----–---------------- საცხოვრებელ სახლში არსებულ ფასეულ ნივთებს. ამ მიზნით, 2017 წლის 28 იანვარს, ღამით, მათ ფანჯრიდან შეაღწიეს აღნიშნულ ბინაში და დაეუფლნენ რ----–---------------- კუთვნილ სხვადასხვა დასახელების საოჯახო ტექნიკას და ჭურჭელს. ამის შემდეგ, მათ აღნიშნული ნივთები მოათავსეს აივანზე, რათა მეორე დღეს გაეტანათ სახლიდან. 29 იანვარს, ღამით, შეთანხმებისამებრ, ა--–------------- და შ-------–----, ასევე გამოძიებით დაუდგენელი ორი პირი მივიდნენ აღნიშნულ მისამართზე წინა დღით გამზადებული ნივთების წასაღებად. მათ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს, რადგან ისინი შეჩერებულ იქნენ რ----–----------------ა და მისი ოჯახის წევრების მიერ, ხოლო გამოძიებით დაუდგენელი პირები მიიმალნენ. მათი დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულს მიადგებოდა 1600 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების შ-------–----- და ა--–-------------- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ------------------- რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის მტკიცებით, განაჩენი უკანონოა და არ გამომდინარეობს საქმის შინაარსიდან. 2017 წლის 29 იანვარს დილით, დაახლოებით 11 საათზე, რ----–----------------------------------------- შენიშნეს, რომ რ----–---------------- სახლის ეზოში ელაგა სახლიდან გამოტანილი ნივთები, მაგრამ მათ არც ქურდი შეუნიშნავთ და არც პოლიციისთვის მიუმართავთ. აღნიშნულის შემდეგ მათ, თვითნებურად მოაწყეს ე.წ. ჩასაფრება და ღამით დაახლოებით 22 საათზე დააკავეს შ-------–---- და ა--–-------------, რის შემდეგაც ისინი დააბეს, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და მოგვიანებით მიმართეს პოლიციას. მითითებულ ფაქტს მხოლოდ რ----–--------------- ადასტურებს, ხოლო ნ----------------- სასამართლოს მიერ ვერ გამოიკითხა. ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებები მოპოვებულია კანონდარღვევით და ტენდენციურად. რ----–---------------- მოწმის სახით დაკითხვისას ვერ გაიხსენა მის დაკითხვაში თარჯიმნის მონაწილეობა და ასევე უარყო შ-------–---------------–---------------- ერთად სხვა პირთა არსებობის ფაქტი იმ ღამით. მოწმე პოლიციელები ადასტურებენ შ-------–--------------–------------- არსებული დაზიანების ფაქტს, მაგრამ უარყოფენ მათი ბოძზე მიბმის ფაქტის დანახვას, რაც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება დაზარალებულ რ----–---------------ს ჩვენებას. პოლიციელებმა ასევე არადამაჯერებელი ჩვენება მისცეს ადგილზე აღმოჩენილი ნივთების ირგვლივ და ისინი ხან დაწყობილ მდგომარეობაში აღწერეს, ხან კი გაფანტულად განლაგებული. არც ერთ პოლიციელს ჩვენებაში კიბე არ უხსენებია, რის არსებობასაც დაზარალებული ადასტურებდა. გაურკვეველია და ეჭვის საბაბს იძლევა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, სადაც შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დაქტილოფირების N- პაკეტში აღმოჩნდა ერთი დაქტილოფირი, სამის მაგივრად და მითითებულია ერთი დაქტილოფირის ზომა, მაშინ როდესაც „საექსპერტო კვლევისას“ მოხსენიებულია სამი დაქტილოფირი. ასევე პასუხგაუცემელია და მეტად საეჭვოა ის გარემოება, რომ მხოლოდ აღნიშნულ პაკეტში აღმოჩენილ დაქტილოფირებზე ამოვიდა შ-------–----- თითის ანაბეჭდი. დარღვეულია ბრალდებულის უფლებები დაკავებისას, ბრალის წარდგენისას და ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედებისას, რადგან თარჯიმანთა მონაწილეობის ფაქტს თვით დაზარალებულიც კი ეჭვქვეშ აყენებს, ხოლო სასამართლოს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე თარჯიმნები არ გამოუკითხავს.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან იგი წინააღმდეგობაში მოდის მოცემულ სისხლის სამართლის საქმის მასალებთან და არ გამომდინარეობს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა რ----–---------------- განაცხადა, რომ 2017 წლის 29 იანვარს, დაახლოებით საღამოს 5-6 საათზე სოფელ ფ-------–-–------------------–--------------ში მდებარე მის კუთვნილ სახლში მისულმა შეამჩნია კარებზე მიყუდებული კიბე და ეზოში გაფანტული წასაღებად გამზადებული საოჯახო ნივთები, მათ შორის სამოვარი, ქვაბი, ტელევიზორი, მაცივარი და სხვა, რომელთა დასახელებაც არ ახსოვს. მან სიმამრს - ნ----------------- და შეატყობინა აღნიშნულის თაობაზე. რ----–--------------- და ნ----------------- დაელოდნენ ბრალდებულების მისვლას და დაახლოებით 10-11 საათზე, როდესაც ისინი ნივთების წასაღებად ჭიშკრიდან გადმოხტნენ, შეაჩერეს. მას ამ მომენტში არ გაუმახვილებია ყურადღება კიბე გამოიყენეს თუ არა დამნაშავეებმა, კიბე მაშინ შენიშნა კართან, როდესაც სახლში დაბრუნდა. ერთი მათგანი მაშინვე დააკავეს, მეორე კი გაქცევის მცდელობისას დაეცა და სახეზე მიიღო დაზიანებები, მათ ხელები გაუკრეს, რომ არ გაქცეულიყვნენ. რ----–---------------- განმარტებით, იგი დაუყოვნებლივ წავიდა პოლიციის განყოფილებაში და შეატყობინა აღნიშნულის თაობაზე, მის დაბრუნებამდე კი ბრალდებულებს მისი სიმამამრი - ნ----------------- აკავებდა. როგორც აღმოჩნდა მათ მიერ შეჩერებული პიროვნებები იყვნენ შ-------–---- და ა--–-------------. მისივე განმარტებით, ის პოლიციელებთან ერთად მალევე დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, სადაც შ-------–---- და ა--–------------- დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ წასაღებად გამზადებული ნივთების ღირებულება 1600 ლარს შეადგენდა; დღეის მდგომარეობით, შ-------–----- და ა--–-------------- მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ს--------–---–---–-- განაცხადა, რომ 2017 წლის 30 იანვარს, ღამის საათებში ქ. თბილისის ი----------------------------–-------- განყოფილებაში მივიდა მოქალაქე რ----–---------------. მისი განმარტებით, სოფელ ფ-------–-–-- მის საცხოვრებელ სახლში მას და მის სიმამრს შეჩერებული ჰყავდათ ორი ა--------------–- ეროვნების პიროვნება, რომლებიც აპირებდნენ მისი სახლის გაქურდვას და პოლიციისგან ითხოვა დახმარება. ის თანამშრომლებთან, ი-----–------–---–-------------------–---–----------------------------------------–--–---–----- თარჯიმანთან და გარეშე პირთან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე. მისამართზე ნამდვილად დახვდათ ორი პიროვნება, რომლებიც შეჩერებული ჰყავდა რ----–---------------- სიმამრს. დაზარალებულმა მიუთითათ, რომ სწორედ ეს პირები აპირებდნენ მისი სახლის გაქურდვას. შეჩერებულ ბრალდებულებთან ერთად ასევე იყვნენ სხვა უცხო პირებიც. შემთხვევის ადგილზე მიმოფანტული იყო წასაღებად გამზადებული სხვადასხვა საოჯახო ნივთები. ბრალდებულებს თარჯიმნის მეშვეობით განემარტათ უფლებები, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება. ორივე მათგანს სხეულზე ეტყობოდათ დაზიანებები, ტანსაცმელზე კი აღენიშნებოდათ მუქი ფერის ლაქები; შ-------–----- და ა--–-------------- განმარტებით, დაზიანებები ქურდობის მცდელობისას მიიღეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა: რ-----------–---–----------–---------–-------–---–--
2017 წლის 30 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში დათვალიერდა ქ-------–------------–-----------–------------------–--------------ში მდებარე კერძო სახლი ეზოთი. აღნიშნული ოქმის თანახმად: სახლი არის ორსართულიანი, რომლის აივანზეც დალაგებულია ტელევიზორი, წყლის გამაცხელებელი, კედლის საათი, ორი ცალი დიდი ზომის ალუმინის ქვაბი, ერთი ცალი ალუმინის ბიდონი, სამოვარი, ერთ ქვაბში ჩალაგებულია ერთი ცალი DVD, ტელევიზორის რესივერი, „კალონკის“ ალუმინის ჰაერგამწოვი, ორი ცალი ჟგუტი. ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილიდან აღებულ იქნა სუნის ნიმუში, სისხლისმაგვარი ლაქები და ხელის კვლები.
2017 წლის 30 იანვრის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, საქართველოს შსს ქ. თბილისის ი----------------------------–-------- განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებელ ს--------–---–---–-- მიერ დაკავებულ იქნა შ--------------------–----- რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ლურჯი ფერის ქურთუკი; ქურთუკის გულის ჯიბეზე შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. დაკავებულს სხეულის სხვადასხვა მიდამოში აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები, დალურჯებები და ნაჭდევები.
2017 წლის 30 იანვრის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, საქართველოს შსს ქ. თბილისის ი----------------------------–-------- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ს----------------- მიერ დაკავებულ იქნა ა--–------–---------------------- რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ნაჭრის ქურთუკი, გაწყობილი ყავისფერ- ლურჯ ფერებში, რომლის გულის ჯიბეზე შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. დაკავებულს აღენიშნებოდა სისხლის კვალი და დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოში.
2017 წლის 1 მაისის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევის შედეგად და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: „..მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები დოლბანდზე 2 ნიმუში...“ მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული, მოწითალო მოყავისფრო ლაქები (ობ. #1-2), წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა--–------------- (ობ. #80; პაკეტი წარწერით „..ნერწყვის ნიმუში... ა--–------–----------------------------------------- პირის ღრუდან...“. პაკეტში წარწერით „... წყლის გამაცხელებელი, ამოღებული სამზარეულოს ოთახის გვერდით მეტლახის ზედაპირიდან...“ ამოღებულ წყლის გამაცხელებელზე (ობ. #3.4.), გენეტიკური კვლევისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. საქმის არსებითი განხილვისას აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა ცნობილ იქნა უდავო მტკიცებულებად.
2017 წლის 26 აპრილის დაქტილოს კოპიური ექსპერტიზის №------ დასკვნის თანახმად, #------------ საქმეზე, გამოკვლევაზე წარდგენილი კვალი #------------------------ პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისია; გამოკვლევაზე წარდგენილი ხელის კვლები, გადატანილი დაქტილოფირზე, ზომით 8------------------------------------- მმ პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისია; პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისი ხელის კვალი, #1 იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი 2--------- წელს დაბადებული ა--–-------–---------------------- მარჯვენა ხელის ცერი თითის ანაბეჭდის; კვალი #3 იდენტურია დაქტილოსკოპიური მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი 2--------- წელს დაბადებული შ--------------------–----- მარჯვენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის; კვალი #4 იდენტურია - 2--------- წელს დაბადებული შ--------------------–----- მარჯვენა ხელის არათითის ანაბეჭდის. კვალი #5-6, იდენტურია 2--------- წელს დაბადებული ა--–-------–---------------------- მარჯვენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის. კვალი #2 არ არის იდენტური დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხული 2--------- წელს დაბადებული შ---------------------–----- და 2--------- წელს დაბადებული ა--–-------–---------------------- ხელის ანაბეჭდების ნიმუშების. პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისი ხელის კვალი #2-ის იდენტური, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები და ანაბეჭდის ნიმუშები დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილებაში არსებულ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ჯ----–-------–----- და დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო ცხრა ცალი დაქტილოფირი, რომელთაგან ოთხი აღმოჩნდა უვარგისი, ხოლო ხუთ დაქტილოფირზე აღბეჭდილი იყო ვარგისი 6 კვალი. დასკვნაში, პაკეტის აღწერის ნაწილში დაშვებული იქნა მექანიკური შეცდომა, თუმცა ფოტოცხრილში სრულად იქნა ასახული ყველაფერი. ერთ ფირზე აღბეჭდილი იყო ორი კვალი. სამი ცალი დაქტილოფირი - ამოღებული შესასვლელი კარის ზედაპირიდან, მე-3 პაკეტში გამორჩენილია. მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 დაქტილოფირების ზომები შეცდომით იქნა დაწერილი; უნდა ეწეროს - „გახსნისას მასში აღმოჩნდა სამი ცალი დაქტილოფირი, 7-----------------------
სასამართლო სხდომაზე, ექსპერტ ჯუანშერ მალანიას მონაწილეობით, გამოკვლეულ იქნა საქმეზე დართული 9 ცალი დაქტილოფირი, მოთავსებული პაკეტში, რომლის მთლიანობა დარღვეული არ არის; პაკეტში მოთავსებულია ერთი ცალი დისკი CDR ფორმატის, ასევე მოთავსებულია თავდაპირველი დალუქვის პაკეტი შესაბამისი ხელმოწერებით. გარდა დისკისა, პაკეტში მოთავსებულია ხუთი ქაღალდის პაკეტი. დათვალიერებისას პაკეტში აღმოჩნდა სამი ცალი დაქტილოფირი: ზომებით - 79X62 არის კვალი ნომერი ხუთი, 70X61 არის კვალი ნომერი ექვსი, 78X61 არის კვალი ნომერი სამი და ოთხი. ექსპერტმა განმარტა, რომ დასკვნის შედგენისას, ტქნიკური ხასიათის შეცდომა იქნა დაშვებული მხოლოდ მესამე პაკეტის შემთხვევაში. დასკვნის მეორე გვერდზე უნდა ეწეროს „ხელის თითის ორი კვალი, რომელიც არის ერთ ფირზე გადატანილი“. ექსპერტის განმარტებით, მის მიერ გაცემული დასკვნა კატეგორიულია, რადგან დაემთხვა ყველა ნიშანი, რაც აუცილებელია დადებითი დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემისთვის.
სააპელაციო პალატა, აღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შემდგომ მიდის იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარემ სრულად გაართვა თავი მტკიცების ტვირთის ვალდებულებას და წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ შ-------–----- და ა--–-------------- მიერ მათთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.
პალატა პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს და შეაფასებს დაზარალებულ რ----–---------------- ჩვენებას, რომელმაც დამაჯერებლად და თანმიმდევრულად გადმოსცეს 2019 წლის 29 იანვარს სახლში დაბრუნებისას მის ეზოში არსებული ვითარება, აღწერა თუ რა ვითარებაში დახვდა ეზო, სახლიდან გამოტანილი საყოფაცხოვრებო ნივთები და რა მოიმოქმედა აღნიშნულის შემდეგ. ასევე, დაზარალებულმა ნათლად ისაუბრა, თუ როგორ განვითარდა მოვლენები როდესაც დამნაშავეები დაბრუნდნენ მის სახლში, წინასწარ შეგროვებული ნივთების წასაღებად. დაცვის მხარე საეჭვოდ მიიჩნევს დაზარალებულის მიერ ჩვენებაში მითითებული კიბის არსებობას, რამდენადაც აღნიშნული კიბე სამართალდამცავებს არ შეუნიშნავთ და არც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში აუსახავთ. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ როგორც დაზარალებულმა განმარტა, მან კარზე მიყუდებული კიბე ნახა მაშინ, როდესაც თავდაპირველად სახლში დაბრუნდა, ხოლო მოგვიანებით, როდესაც შ-------–---- და ა--–------------- დაბრუნდნენ და ჭიშკრის ზემოდან გადახტნენ მის ეზოში, ამ დროს კიბე სად იყო, მას ყურადღება არ გაუმახვილებია. ამდენად, ის გარემოება, რომ საქმის მასალებში არ არის დაფიქსირებული შემთხვევის ადგილზე კიბის არსებობა, უპირობოდ ვერ გახდება დაზარალებულის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
რ----–---------------- დაადასტურა, რომ მან და მისმა სიმამრმა შ-------–---- და ა--–------------- დააკავეს საკუთარ ეზოში, მას შემედეგ რაც ისინი ჭიშკრიდან გადახტნენ და ნივთებს მიუახლოვდნენ. მათ ხელები გაუკავეს, რის შემდეგაც თავად წავიდა პოლიციის განყოფილებაში. დაზარალებულის მიერ სასამრთლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია არ არის ურთიერთგამომრიცხავი, არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა, არ გამოვლენილა. ასევე, საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ რუ--–--------------- მსჯავრდებულების მიმართ ამოძრავებს რაიმე პირადი ინტერესი, რაც მის მიერ სასამართლოსათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას განაპირობებდა.
პალატა ვერ დაეთანხმება ადვოკატის აპელირებას, რომ თითქოს არსებითი წინააღმდეგობები იკვეთება რ----–----------------- მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებსა და მის მიერ სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებას შორის. იმისათვის, რათა წარმოჩინდეს - მართლაც არსებითი და მნიშვნელოვანია თუ არა დაცვის მხარის მიერ მითითებული წინააღმდეგობები და საფუძვლიანია თუ არა მისი ეჭვები და ვარაუდები დაზარალებულის არასანდოობის თაობაზე, პალატამ გააანალიზა და შეაფასა სადავო მომენტები, რის შემდეგაც მიიჩნევს, რომ რ----–---------------- მიერ გამოძიებისა და სასამართლოს წინაშე მიცემული ჩვენებები ძირითად და არსებით გარემოებებთან დაკავშირებით, სრულად ემთხვევა ერთმანეთს. რ----–---------------- როგორც გამოძიებაში, ასევე სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებში ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ სახლში დაბრუნებულს გარეთ გამოტანილი დახვდა საოჯახო ნივთები, ხოლო იმავე საღამოს მსჯავრდბეულები შ-------–---- და ა--–------------- ჭიშკრიდან გადახტნენ მის ეზოში ნივთების წასაღებად. ის ფაქტი, რომ გარკვეული გარემოებები, მათ შორის მის გამოკითხვაში თარჯიმნის მონაწილეობის ფაქტი არ ახსოვდა დაზარალებულს სასამართლოს წინაშე, არ წარმოშობს მოწმის დისკრედიტაციის საფუძველს.
პალატა ასევე აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას. როგორც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა მოახსენეს სასამართლოს, მათ შემთხვევის ადგილზე მისვლისას, დაზარალებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში ნახეს ამ უკანასკნელის სიმამრის მიერ შეჩერებული შ-------–---- და ა--–-------------, რომლებზეც დაზარალებულმა მიუთითა, რომ ისინი ცდილობდნენ მათი სახლის გაქურდვას და ეზოში გამოტანილი სხვადასხვა საოჯახო ნივთების წაღებას. პოლიციის თანამშრომლებმა ასევე დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ოქმების სისწორე და განაცხადეს, რომ დაკავებულებს ადგილზე თარჯიმნის მეშვეობით განემარტათ მათი უფლებები, დაკავების ოქმში კი დეტალურად იქნა აღწერილი დაკავების ადგილი, ვითარება და ასევე ბრალდებულების სხეულზე განვითარებული დაზიანებები.
წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით დადგინდა, რომ საგამოძიებო მოქმედებების განხორიცელებისას ადგილი არ ჰქონია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დარღვევას, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია და მათი ოქმები შედგენილია სრულყოფილად და ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ, ამოღებული ნივთები, დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების, მათ შორის თარჯიმნების ხელმოწერებით. ამასთან, ბრალდებულთა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები ხელმოწერილია თავად დაკავებულთა მიერ და მათ რაიმე სახის შენიშვნა არ დაუფიქსირებიათ, რისი გაკეთების უფლებაც და შესაძლებლობაც ჰქონდათ თუ თვლიდნენ, რომ დარღვეულიო იქნა მათი, როგორც ბრალდებულის უფლებები.
პალატა მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებები არის სარწმუნო და დამაჯერებელი, ისეთი უტყუარი ხასიათის მტკიცებულებები კი რაც გადაწონიდა მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობას, სასამართლოს წინაშე არ არის წარმოდგენილი. ამ პირობებში მხოლოდ ის გარემოება, რომ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე თარჯიმნები სასამართლოს წინაშე არ იქნენ წარმოდგენილები, ვერ გახდება საგამოძიებო მოქმედებების ოქმების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. შესაბამისად, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი, სასამართლოს წინაშე დაეკითხა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე თარჯიმნები, როგორც ბრალდების მხარე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.
პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ ექსპერტიზის დაკსვნებზეც და განარტავს, რომ დაქტილოსკოპიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დაკვენებით უტყუარად იქნა დადასტურებული ბრალდების მხარის ვერსია, რომ შ-------–---- და ა--–------------- ნამდვილად იყვნენ შესულები დაზარალებულის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში და ასევე შეხება ჰქონდათ ბინიდან გამოტანილ საყოფაცხოვრებო ნივთებთან.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის შეფასებას დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის სადავოდ მიჩნევასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ამოღებული ხელის კვლები და სხვა ნიმუშები დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. ექსპერტიზის დასკვნებში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ექსპერტმა ჯ----–-------–----- სასამართლოს წინაშე ნათლად განაცხადა, რომ მან ექსპერტიზის დასკვნის შედგენისას დაუშვა ტექნიკური ხასიათის შეცდომა და მესამე პაკეტში აღმოჩენილი სამი ცალი დაქტილოფირიდან მიუთითა მხოლოდ ერთი, ამასთან მე-3 პაკეტში არსებული მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 დაქტილოფირების ზომებში უნდა ეწეროს - „გახსნისას მასში აღმოჩნდა სამი ცალი დაქტილოფირი, 7----------------------- რაც გამორჩენილია. როგორც ექსპერტმა სასამართლოს მოახსენა და ასევე დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის აღწერილობითი ნაწილის და დასკვნაზე თანდართული ფოტოსურათებიდანაც ჩანს, ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო 5 პაკეტი, მათში მოთავსებული ცხრა ცალი დაქტილოფირით, საიდანაც ერთ-ერთ დაქტილოფირზე დატანილი იყო ორი ხელის კვალი. ამდენად, ის გარემოება, რომ ექსპერტიზის წინაშე წარდგენილ მე-3 პაკეტში, ნამდვილად არსებობდა სამი ცალი დაქტილოფირი 4 ხელის კვლით, საიდანაც კვალი #3-4 იდენტურია - შ-------–----- თითის ანაბეჭდების, ხოლო კვალი #5-6, იდენტურია ა--–--------------- თითის ანაბეჭდის, სააპელაციო პალატას არ მიაჩნია საეჭვო გარემობად. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის ავტორი დაკითხული იქნა სასამართლოს წინაშე მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის სრული დაცვით გამართულ სასამართლო სხდომაზე, მხარეებს სრულყოფილად მიეცათ შესაძლებლობა მისი თანდასწრებით გამოეკვლიათ როგორც ექსპერტიზის დასკვნა, ასევე საკვლევი მასალა და კითხვები დაესვათ მისთვის ჩატარებული კვლების შესახებ, რა დროსაც ექსპერტმა ჯ----–-------–----- ცალსახად დაადასტურა, რომ მის მიერ გაცემული დასკვნა კატეგორიული ხასიათისაა და ნათლად ახსნა თუ რაში მდგომარეობდა დასკვანში დაშვებული ტექნიკური ხასიათის შეცდომები.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას შ-------–----- და ა--–-------------- ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები პირდაპირ ადასტურებენ მათ მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულების შ-------–----- და ა--–-------------- ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასმართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულების შ-------–--------------–-------------- ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასმართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. შ-------–---- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი პირობითი მსჯავრი 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ-------–---- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
4. მსჯავრდებულ შ--------–---- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 17 აპრილიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 30 იანვრიდან - 2017 წლის 1 თებერვლის ჩათვლით თავისუფლების აღკვეთის პერიოდი.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ შ-------–----- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
6. ა--–-------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი შთანთქოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ნოემბრის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 8(რვა)წლით თავისუფლების აღკვეთამ და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა--–------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8(რვა)წლით თავისუფლების აღკვეთა.
7. ა--–-------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის 2019 წლის 17 აპრილიდან; მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 30 იანვრიდან - 2017 წლის 1 თებერვლის და 2017 წლის 7 ნოემბრიდან - 2019 წლის 16 აპრილის ჩათვლით თავისუფლების აღკვეთის პერიოდი.
8. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ა--–-------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
9. ნივთიერი მტკიცებულებები:
- 1 (ერთი) ცალი კომპაქტდისკი, რომელზეც ასახულია შემთხვევის ადგილის ფოტოები - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები საკონტროლო ანაწმენდებთან ერთად; ხელის კვლები 9 (ცხრა) ცალ დაქტილოფირზე - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- ა--–--------------გან და შ-------–-----გან ამოღებული ტანსაცმელი; წყლის გამაცხელებელი - დაუბრუნდეს მესაკუთრეებს ან მათ ნდობით აღჭურვილ პირს.
10. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
11. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ.მაჭავარიანი