განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100119003234597
საქმე №1/02-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 მარტი 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: ზ--------------–---–--
მსჯავრდებულის: ვ----------------
ადვოკატის: ლ-------------–---–--
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ვ---------------- ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ-----------–------------------ მიმართ, დაბადებული 1----–-–---------------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ საშუალო განათლებთ, განქორწინებული, ნასამართლევი, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები--------------–-------------------------ში, დანაშაული გათვალისწიმნებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 დეკემბრის განაჩენით, ვ--------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა ;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ვ----------------- დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3(სამი)წლით, 11(თერთმეტი)თვით და 2(ორი)დღით თავისუფლების აღკვეთა , ასევე საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 168(ას სამოცდარვა)საათის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ---------------- ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 168 (ას სამოცდარვა)საათის ვადით.
მსჯავრდებულ ვ----------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 2 სექტემბრის 17:45 საათიდან.
ვ---------------- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით.
მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 30 აგვისტოდან - პირველ სექტემბრამდე დროის შუალედში, თ---–--–---–----------------------------------------------------------ში მდებარე თ-----------–---- კუთვნილი ბინიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ვ--------------ა, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ოჯახის წევრების კუთვნილ ოქროსა და ვერცხლის ნივთებს, ბიჟუტერიას, „ასერის“ ფირმის ლეპტოპს, „ქენონის“ ფირმის ფოტოაპარატს, 300 ლარის ოდენობით ფულად თანხას და ჩანთას, რითაც დაზარალებულ თ-----------–---- მიადგა 1000 (ათასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი;
ვ---------------- გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს და მჭიდს. აღნიშნული იარაღი ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად არის 09 მმ. ნომინალური კალიბრის „---------------ის მოდელის პისტოლეტი, რომელიც ვარგისია სროლისთვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას;
2019 წლის 2 სექტემბერს, 17:04 საათზე, ზ------------------------------–----------- ცენტრალურ მაგისტრალზე ჩატარებული ვ---------------- პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა 09 მმ. ნომინალური კალიბრის „---------------ის მოდელის პისტოლეტი მჭიდთან ერთად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ----------------- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დანიშნული სასჯელის პირობითად განსაზღვრა.
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ვ---------------- მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად იქნა დადასტურებული საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ თ-----------–----, მოწმეების: ს--------–-------------------------------------------------------------- გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; დაკავების ოქმით; პირადი ჩხრეკის ოქმით; ამოღებული ნივთმტკიცებებით; ამოცნობის ოქმებით; ნივთმტკიცებების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის განაჩენით; ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ვ---------------- ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის პირობითად შეცვლასთან დაკავშირებით. მართალია მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მაგრამ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ვ--------------ა წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევია და მან ახალი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში. ასევე საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ პირმა ჩაიდინა განზრახ მძიმე დანაშაული დაუშვებელია მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება. მოცემულ შემთხვევაში კი მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი სამივე ქმედება მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ვ---------------- განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 დეკემბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ვ---------------- ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ვ--------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა ;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის და მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ვ---------------- დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3(სამი)წლით, 11(თერთმეტი)თვით და 2(ორი)დღით თავისუფლების აღკვეთა , ასევე საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 168(ას სამოცდარვა)საათის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ---------------- ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 168 (ას სამოცდარვა)საათის ვადით.
4. მსჯავრდებულ ვ---------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 2 სექტემბრის 17:45 საათიდან.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ვ---------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა გაუქმებულია.
6. ნივთმტკიცება:
- ყულაბა და ზარდახშა, რომლებიც გადაგზავნილია ლ----------------–----ახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ასევე ნაცრისფერი ჩანთა, მასში მოთავსებული „ქენონის“ ფირმის ფოტოაპარატით და „ასერის“ ფირმის ლეპტოპით, დამტენით; ქისა მასში მოთავსებული სამკაულებით; საათი; ლეპტოპის ჩასადები ორი ჩანთა; წნევის აპარატი; „ალკატელის“ ფირმის მობილური ტელეფონი დამტენით; საფულე მასში მოთავსებული ვ---------------- სახელზე გაცემული პირადობის მოწმობით, პლასტიკური ბარათებითა და სხვა პირადი ნივთებით; მაისური; ვერცხლისფერი ლითონის მომცრო ზომის ყვავილის ფორმის საყურე; ვერცხლისფერი ლითონის ბეჭედი სამი ქვის ადგილით, ქვების გარეშე; „Calvin Klein“-ის ფირმის ოქროსფერი ლითონის მაჯის საათი; ოქროსფერი ლითონის ჯაჭვი; ოქროსფერი ლითონის ბრტყელი ფორმის სამაჯური მომცრო ზომის ბრჭყვიალა თვლებით; მოვერცხლისფრო-მოოქროსფრო ლითონის წვრილი ნაქსოვი ჯაჭვი, შესაკრავზე წარწერით: „Italy 925“; ოქროსფერი ლითონის ჯაჭვი შიგნით ჩაქსოვილი თეთრი ქვებით; მოვერცხლისფრო ლითონის გულის ფორმის გულსაკიდი, ასეთივე მოვერცხლისფრო ლითონის საკიდის ფრაგმენტით; ერთი წყვილი მოვერცხლისფრო ლითონის საყურე თეთრი მრგვალი ფორმის ქვებით და მომცრო ზომის ბრჭყვიალა თვლებით; მოვერცხლისფრო ლითონის საყურე მომცრო ზომის შავი ცრემლის ფორმის ქვით; მოვერცხლისფრო ლითონის ბეჭედი შავი ზოლებით; მოვერცხლისფრო ლითონის ბეჭედი ორი მართკუთხა და ერთი ოვალური ფორმის ქვით, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ-----------------------------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელისა და სუნის კვლის ნიმუშები; ვ----------------გან აღებული სუნის ნიმუში; გასაშლელი დანა და ქაღალდი მასში მოთავსებული მომწვანო მასით, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ-----------------------------------–-------- განყოფილებაში, ასევე ვ----------------გან აღებული ნერწყვის ნიმუში, რაც გადაგზავნილია ლ----------------–----ახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი მჭიდით, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ-----------------------------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, გადატანილი კომპიუტერულ დისკზე და ე------------------------- გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, მოთავსებული კომპიუტერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
7. პალატის განაჩენი დადგენისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ.მაჭავარიანი