განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-416-2019 წელი
№080100118002615998
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
26 თებერვალი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ნათია ბზიკაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – ნ---- ზ-------–---–ის,ადვოკატის – ი--–---- ხ----–--–---ს,მსჯავრდებულის – ჯ---- ბ------ს მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განი-ხილა ჯ---- ბ------ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ჯ---- ბ------, დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები მ--------–--------------------–------------–-------------------ში, მსჯავრდებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და განაჩენთა ერთობ-ლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ჯ---- ბ------ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ქურდობის მცდელობისათ-ვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობისათვის მართლ-საწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით 04 საათზე, ქ-------–----------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 დე-კემბრის განაჩენით თაღლითობისათვის ნასამართლევი ჯ---- ბ------ ცდილობდა ფა-რულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შეეღწია სს „ო---“-ს კუთვნილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის საცავში და დაუფლებოდა მასში არსებულ თანხას 628,5 (ექვსას ოცდარვა მთელი ხუთი მეათედი) ლარის ოდენობით. ჯ---- ბ------ს ქმედებით სს „ო---“-ს შეიძლებოდა მიდგომოდა 628,5 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრი-ვი ზიანი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჯ---- ბ------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი--–---- ხ----–--–---მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ჯ---- ბ------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ჯ---- ბ------მ პოლიციის თანამშრომლების წინაშე იმთავითვე აღიარა სწრაფი ჩარიცხვის აპა-რატზე მხოლოდ სენსორული შუშის დაზიანების ფაქტი, რომლის დაზიანების მოტივი და მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ ტოტალიზატორში წააგო თანხა და ვინაიდან ტელე-ფონზე ფულის ჩასარიცხად თანხაც კი აღარ დარჩა, გაბრაზებულმა მხოლოდ ერთხელ დაარტყა აპარატს, საიდანაც გადმოვარდა სენსორული შუშა და დაზიანდა, ხოლო მონი-ტორი მუშაობდა, რაც ჯ---- ბ------მ ადგილზევე შეამოწმა პოლიციელების თანდასწრე-ბით, ხოლო შემდგომში, აპარატზე არსებული სხვა დაზიანებები, დაზიანებული სენსო-რული შუშის გარდა ჯ---- ბ------ს მიერ არ ყოფილა მიყენებული. მას არანაირი „ატვი-ორტკა“ არ ჰქონია და არც კი უცდია ამოეღო აპარატიდან რაიმე თანხა. მას ამისთვის არანაირი საშუალება არ გააჩნდა და შესაბამისად მცდელობაც არ ჰქონია. აღნიშნულს ასევე ადასტურებს სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან რემდენიმე მეტრში თვით ჯ---- ბ------ს დაკავება, ისე რომ აპარატიდან არ აქვს წაღებული რაიმე თანხა. რაც შეეხება სენსორული შუშის დაზიანების ფაქტს, ჯ---- ბ------მ ადგილზევე არ უარყო და მზად არის აანაზღაუროს მისი დაზიანებით გამოწვეული ზიანი. სასამართლო დაეყრდნო პო-ლიციელების აშკარად ურთიერთსაწინააღმდეგო და აბსოლუტურად არადამაჯერებელ ჩვენებებს. ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ეკრანი-დან აბსოლუტურად გამორიცხულია იმ ადგილას შეღწევა, სადაც თანხაა მოთავსებუ-ლი, ვინაიდან მონიტორსა და ფულის შესანახ ქეისებს შორის არსებული ადგილი მყარი ლითონითაა გაყოფილი, ხოლო სწრაფი ჩარიცხვის აპარატის სრულყოფილი დათვა-ლიერება შეუძლებელია, ვინაიდან ქეისების შესანახი ადგილი დაკეტილია მოქლონით, ხოლო მისი გასაღები ბრალდების მხარეს არ გაჩნია. საქმეში არსებული სახრახნისით შეუძლებელია აპარატის ისე დაზიანება, რომ მოხდეს იქიდან თანხის ამოღება, მით უფრო როცა სახრახნისი ჯ---- ბ------ს არ ჰქონია. გამოძიებისას ნივთმტკიცებებიდან ამოღებული იქნა ბიოლოგიური კვალი, თუმცა მისი შედარება ჯ---- ბ------საგან აღებულ ბიოლოგიურ მასალაზე არ მომხდარა, რაც გამომძიებელმა იმით ახსნა, რომ აღნიშნული ექსპერტიზა სახელმწიფოს ძვირი უჯდებოდა. ასევე ვერ ჩატარდა დანიშ-ნული ბიოლოგიური ექსპერტიზა დაცვის მხარის მიერ აღნიშნული მატერიალური შესაძლებოლობის არქონის გამო. ასევე უსახსრობის გამო ვერ ჩატარდა ჯ---- ბ------ს მიმართ დაცვის მხარის მიერ დანიშნული ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, მიუხედავად იმისა, რომ ჯ---- ბ------ზე ადრე არსებული ფსიქოლოგიური პრობლემე-ბის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია მიწოდებული იყო ბრალდების მხარისთვის. საქმე-ში არსებულ ფოტოსურათებში არსად ჩანს ჯ---- ბ------, რომელმაც შემდგომში სასა-მართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე უარყო მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება. მან გამომძიებელს სულ სხვა ჩვენება მისცა და იგი არც კი წაუკითხავს, რადგან ენდო გამომძიებელს. ჯ---- ბ------ს მიმართ წაყენებული ბრალი არ მტკიცდება მოწმე-თა ჩვენებებით და საქმეში არ არსებობს სხვა მასალები ჯ---- ბ------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების დასადასტურებლად.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, მსჯავრდებულ ჯ---- ბ------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ი--–---- ხ----–--–---ს, რომლებიც ითხოვენ ჯ---- ბ------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
– სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ ნ---- ზ-------–---–ს, რომელიც გასაჩივრე-ბულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარე-მოებათა გამო:
მოწმე ლ-–- ჯ-------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალა-ქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებ-ლის თანამდებობაზე. 2018 წლის 2 აგვისტოს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ი-----– დ------ესთან ერთად და მოძრაობდა ფეხით ქ-------–----------------------------- კორპუსის მიმდებარედ, რა დროსაც დაინახეს, რომ უცნობი პიროვნება მისული იყო სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან, რომელიც მათგან ზურგით იდგა. თავიდან ჩათვა-ლეს რომ პირი თანხის ჩასარიცხად იყო მისული აპარატთან, თუმცა მან აიღო რაღაც საგანი და ურტყამდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ეკრანს. დაახლოებით ორი - სამი მეტრის მანძილზე, როდესაც მიუახლოვდნენ ამ პიროვნებამ ხელი გადაყო მინის ად-გილზე, რა დროსაც მიუახლოვდნენ და უთხრეს, რომ პოლიციიდან იყვნენ. ამის შემ-დგომ მოიხედა ამ პიროვნებამ და როდესაც პოლიცია დაინახა სწრაფი ნაბიჯით წავიდა, თავად და ი-----– დ------ე დაედევნენ და მოხდა პირის ადგილზე დაკავება, განემარტა უფლებები, ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. უცნობმა პირმა საგანი, და-ახლოებით 15-20 სანტიმეტრი სიგრძის სახრახნისი, რითაც ამტვრევდა ჩასარიცხ აპა-რატს, გაქცევისას ძირს დააგდო. დაკავებისას რაიმე წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქო-ნია, პირიქით, ნანობდა მის საქციელს და ამბობდა, რომ ახლობელი ჰყავდა გარდაცვ-ლილი და სახლში უნდა ყოფილიყო. დაკავებულს აგრეთვე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა შავი ფერის საფულე მასში მოთავსებული რამდენიმე პლასტიკური ბარათით, აგრეთვე ID ბარათი და ერთ დოლარიანი კუპიურა, რაზედაც საუბარში ბრალდებულმა თავად აღნიშნა, რომ თანხა სრულად წააგო, მხოლოდ ეს ერთ დოლარიანი დარჩა და სახლში ვერ მიდიოდა. მოწმის განმარტებით პირმა ნივთი რამ-დენჯერმე ჩაარტყა ჩასარიცხ აპარატს და მინის ადგილზე ჩაყო ხელი და ცდილობდა თანხასთან მიახლოებას.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ი-----– დ------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის საქა-ლაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომ-ძიებლის თანამდებობაზე. შემთხვევის დღეს ის ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეო-ბას ლ-–- ჯ-------ესთან ერთად, მოძრაობდნენ ფეხით გ-------------ს ქუჩაზე. დაახ-ლოებით ღამის 04:00 საათზე, მათ პიროვნება დაინახეს დაახლოებით 14-15 მეტრის მოშორებით, რომელიც იდგა აპარატთან და რაღაც ქმედებას ახორციელებდა, აღნიშნუ-ლი პიროვნება მათთან იდგა ზურგით, ხელში ეჭირა ნივთი, რომელიც როგორც შემ-დგომ გაირკვა იყო სახრახნისი, რომელიც რამდენჯერმე ჩაარტყა ეკრანს და ამოიღო ჩარჩო, აპარატის ეკრანი ქვემოთ ჩააგდო და აპარატში გადაყო ხელი. თავად და ლ-–- ჯ-------ე მას მიუახლოვდნენ და უთხრეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და მოუწოდეს ქმედების შეწყვეტისაკენ, თუმცა ამაზე მას სწრაფი რეაგირება ჰქონდა და გაიქცა, დაედევნენ და დააკავეს ადგილზე. მოწმის განმარტებით აღნიშნული პირი იმ-ყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, თუმცა დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა შავი ფერის საფულე, პლასტიკური ბარათებით, ID ბარათით და შავი ფერის მობილური ტელეფონი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
დაზარალებულის წარმომადგენელმა ი-----–- შ----ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს კოპანია „ო---“-ში მენეჯერის თანამდებობაზე. 2018 წლის 2 აგვისტოს, ქალაქ ქ-------–---–--------ს ქუჩაზე მდებარე მათი კომპანიის კუთვნილი ერთ-ერთი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი იყო დაზიანებული, აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანებე-ბი, სენსორული შუშა ეგდო აპარატის გვერდზე, მონიტორი იყო გადმოკიდებული და აგრეთვე დაზიანებული ჰქონდა დეტალები, კონკრეტულად კი კარი, საიდანაც იღება აპარატი. აპარატის კეისი ადგილზე იყო. დათვალიერება მოხდა მისი თანხმობით, ადგილზე მისულს დახვდა ექსპერტები და გამომძიებელი. თანხა არ იყო წაღებული, აპარატში იყო 628 ლარი და 50 თეთრი, აპარატის დაზიანების შედეგად მიყენებულია ზიანი, აგრეთვე ქურდობის შედეგად კომპანიას შეიძლება მისდგომოდა 628 ლარის და 50 თეთრის ზიანი. ი-----–- შ----ის განმარტებით აპარატიდან დაახლობით ერთ მეტრ-ში, სადაც შუშა და ნაწილები ეყარა, აგრეთვე ეგდო სახრახნისი. დაზარალებულის წარ-მომადგენელის განმარტებით კეისი აპარატში ჩვეულებრივად არის ჩამაგრებული და მისი მოხსნა ხელით შესაძლებელია.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე პ----- ხ----–--მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, დეტექტივის თანაშემწე-გამომ-ძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 2 აგვისტოს ღამის ოთხ საათზე განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, სადაც მისი თანამშრომელი ი-----– დ------ე ითხოვდა დახმარე-ბას დაკავებულ პირთან, კერძოდ ჯ---- ბ------სთან დაკავშირებით, რომელიც დაკავე-ბული ჰყავდათ ქურდობის მცდელობის ფაქტზე. დაიწყო გამოძიება ქურდობის მცდე-ლობის ფაქტზე, რის შემდგომ მან ჩაატარა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: დაკით-ხა ჯ---- ბ------, აიღო ხელის ნიმუშები, ბრალდებულს გააცნო ბრალდების არსი, გაუც-ვალა მტკიცებულებები, საქმეზე დანიშნა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, მის მიერვე განემარტა უფლებები დაზარალებულს. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმემ ს--- ხ----------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ გან-ყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სა-მართლის საქმეზე მის მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დაახლოე-ბით დილის ექვსი საათის შემდეგ. დათვალიერებაში მონაწილეობდა სააქციო საზოგა-დოება „ო---“-ს წარმომადგენელი ი-----–- შ----ე, ასევე ექსპერტები. მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აპარატიდან მონიტორი იყო ამოგლეჯი-ლი, რომელიც აპარატზე მიმაგრებულია კაბელებით, ასევე აპარატის მარჯვენა მხარეს გზის სავალ ნაწილზე, ახლოს აპარატთან იდო სენსორული აპარატის დამცავი მინა თავისივე ჩარჩოთი, სენსორული მონიტორის ამოგლეჯის შედეგად მონიტორის უკან იყო სიცარიელე, შესაბამისად შესაძლებელი იყო პიროვნებას ხელი ჩაეყო, დაეზიანე-ბინა შიგნით მოთავსებული აპარატის კეისი, სადაც ფულადი თანხა იყო მოთავსებული, როგორც რკინის ხურდა ფულების სახით, ასევე ქაღალდის ფულის სახით. ამოღებულ იქნა სენსორული აპარატის დამცავი მინა, მინის გვერდით იქვე აპარატთან ახლოს დაგდებული სახრახნისი, ფულადი თანხა 590 ლარამდე ოდენობით, აგრეთვე ხურდა ფულები და ჩასარიცხი აპარატი. მოწმემ განმარტა, რომ აპარატი მარჯვენა ზედა კუთ-ხეში იყო დაზიანებული, ეტყობოდა ფიზიკური ზემოქმედების კვალი. კარს მარჯვენა მხარეს აქვს პედალი, რომელიც ძალის ზემოქმედების შედეგად შესაძლებელია მოტყ-დეს, აპარატს დაზიანება ჰქონდა, ხოლო სახრახნისი იყო გაღუნულ მდგომარეობაში. ნივთები ამოღებული იქნა ექსპერტების მიერ, რაც დაილუქა, ასევე ექსპერტების მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დასურათება, ჩასარიცხი აპარატი გადატანილ იქნა პოლი-ციის განყოფილებაში, სადაც დაილუქა და მოხდა მისი შენახვა. ოქმი შედგა შემთხვევის ადგილზე და გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
ექსპერტებმა გ------- გ--------–---–მა და დ----- გ-------მ პირველი ინსტანციის სასა-მართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ანალოგიურად აღწერეს ფაქტობრივი გარემოე-ბები, დაადასტურეს მათი მონაწილეობა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით დადგენილია, რომ 2018 წლის 2 აგვისტოს შს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ გან-ყოფილებაში დაიწყო გამოძიება ჯ---- ბ------ს მიერ ქ-------–------------------------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინის წინ განთავსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე.
საქმეში არსებული, №------- შეტყობინებით დადგენილია, რომ ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიიცის პირველი განყოფილების მორიგეს აკაკი თაბაგრს 2018 წლის 02 აგვისტოს 04:05 საათზე უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ი-----– დ------ემ ხელის რადიოსადგურის მეშვეობით აცნობა, რომ დაკავებული ყავს ჯ---- ბ------, რომელიც ცდილობდა ქ.ქ-------–------------------------------------ის საცხოვრებელი ბინის წინამდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას.
საქმეში არსებული, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის 2018 წლის 2 აგვისტოს ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 2 აგვისტოს 04:05 საათზე ქ. ქ-------–----------------------------- ბინის წინამდებარე ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა ჯ---- ვ---------ს ძე ბ------, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა შავი ფერის საფულე, რომელშიც მოთავსებულია შემდეგი ნივთები: ჯ---- ბ------ს აიდი ბარათი, გ-------- ბ------ს ID ბარათი, პ------- ბანკის ვიზა ბარათი, პ------- ბანკის სა-ანგარიშო ბარათი, „ფორტუნას“ პლასტიკური ბარათი, PSP-ს აფთიაქის ბარათი, S card პლასტიკური ბარათი, „ს----------–--------ის“ პლასტიკური ბარათი, „ს----–--------ის“ პლასტიკური ბარათი, სააფთიაქო „მწვანე ფარმადეპოს“ პლასტიკური ბარათი, PSP-ს აფთიაქის გათამაშების ოთხი ცალი ბილეთი, სალომბარდე ხელშეკრულების დოკუმენ-ტი, ვერცხლისფერი ნაქსოვი სამაჯური, ერთი ცალი ერთ დოლარიანი კუპიურა, შავი ფერის „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომლებიც მოთავსდა პოლიეთილენის ფაილში და დაილუქა 33/5/1/1 ლუქის ნომრით - ერთ პაკეტად.
საქმეში არსებული, 2018 წლის 2 აგვისტოს დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ. ქ-------–------------------------------ში, 06:40 საათიდან - 07:50 საათამდე დროის მონაკვეთში დათვალიერებულ იქნა სს „ო---“-ს კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, დათვალიერება ჩატარდა მოწმე ი-----–- შ----ის, ექსპერტების: გ------- გ--------–---–ის და დ----- გ-------ს მონაწილეობით (ოქმის შემდგენი: ს--- ხ----------ე) დგინდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ქ-------–-------------------------------------- საცხოვრებელი ბინის წინამდებარე ტერიტორიაზე, სადაც ქვეითთა მოსიარულეთა ბილიკზე განთავსებულია მეტალის კონსტრუქციის სწრაფი ჩარიცხვის აპარატი. გარეგა-ნი ვიზუალური დათვალიერებით აპარატს აღენიშნებოდა დაზიანებები მექანიკური სახით, კერძოდ: სენსორული ეკრანი, მონიტორი არის ამოგლეჯილ მდგომარეობაში მისი ბუდიდან და მასზე დამაგრებული ელექტრო სადენებით დაკიდებულია აპარატზე, ამავე დროს მითითებული ეკრანის პლასტმასის ჩარჩო ამოღებულია მისი ბუდიდან და აღენიშნება ძალადობის და ზემოქმედების კვლები, აღნიშნული ნივთების დაზიანებისა და მათი ბუდიდან ამოგდების გამო აღნიშნულ ადგილზე დარჩენილია სიცარიელე, რომლის ქვედა ნაწილში განთავსებულია ჩასარიცხი აპარატის აპარატურა და თანხის ჩასარიცხი კეისი და ტომარა, ასევე სწრაფი ჩარიცხვის აპარატის კარების ჩარჩოს მარჯვე-ნა ზედა ნაწილში აღენიშნება დაზიანება, კერძოდ: აპარატის კარები მოცილებულია მის ჩამკეტ ჩარჩოს, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მონიტორის გარე ზედაპირი დამუშავებულ იქნა ექსპერტების რა დროსაც ამოღებულ იქნა ხელის ერთი კვალი, რომელიც მოთავსდა საექსპერტო კრიმინალისტიკურ პაკეტში და დაილუქა N--------- პაკეტად, პაკეტი N1. სწრაფი ჩარიცხვის აპარატის კარების ჩარჩოს მარჯვენა ზედა ნაწილში ზედაპირიდან ამოღებულ იქნა ანაწმენდი საკონტრო-ლო ნიმუშთან ერთად, რომელიც მოთავსდა საექსპერტო კრიმინალისტიკურ პაკეტში და დაილუქა N--------- პაკეტად, პაკეტი N2. ქვეითთა მოსიარულეთა ბილიკზე აპარატის გვერდით დაგდებულია მწვანე ტარიანი სახრახნისი, რომელსაც ზედაპირზე აღენიშნება გადაღუნვის კვლები, რომელიც მოთავსდა საექსპერტო კრიმინალისტიკურ პაკეტში და დაილუქა N--------- პაკეტად, პაკეტი N3. ქვეითთა მოსიარულეთა ბილიკზე აპარატის გვერდით სახრახნისთან ახლოს დევს მონიტორის დამცავი მინა თავისივე ჩარჩოსთან ერთად რომელიც ამოღებულ იქნა აღნიშნული ადგილიდან, იგი მოთავსდა საექსპერტო კრიმინალისტიკურ პაკეტში და დაილუქა N--------- პაკეტად, პაკეტი N4. აღნიშნუ-ლის შემდეგ დათვალიერებაში მონაწილე ი-----–- შ----ეს მიეცა წინადადება გაეღო აპარატის კარი მასში არსებული თანხის დასადგენად, რომელიც დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ. სწრაფი ჩარიცხვის აპარატის კეისიდან ამოღებულ იქნა ქაღალდის კუპიურები 590 ლარის ოდენობით, კერძოდ: ორი ცალი 100 (ასი) ლარიანი, ხუთი ცალი 50 (ორმოცდაათი) ლარიანი, სამი ცალი 20 (ოცი) ლარიანი, ოთხი ცალი 10 (ათი) ლარიანი და რვა ცალი 5 (ხუთი) ლარიანი კუპიურები, რომელიც მოთავსდა საექსპერტო კრიმი-ნალისტიკურ პაკეტში და დაილუქა N--------- პაკეტად, პაკეტი N5. ასევე სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან გამოღებულ იქნა ტომარა, რომლისგანაც ამოღებულ იქნა ხურდა ფული მონეტების სახით, ტომრიდან ამოღებულ იქნა 38 ლარი და 50 თეთრი, კერძოდ: ოთხი ცალი 2 ლარიანი მონეტა, ოცდარვა ცალი 1 ლარიანი მონეტა და ხუთი ცალი 50 თეთრიანი მონეტა, რომელიც მოთავსდა საექსპერტო კრიმინალისტიკურ პაკეტში და დაილუქა N--------- პაკეტად, პაკეტი N6. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი კეისთან და ტომარასთან ერთად პოლიციის პირველ განყოფილებაში გადატანის მიზნით, რომელიც დაილუქა N-------- ლუქის ნომრით, შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ, რითაც შემ-თხვევის ადგილის დათვალიერება დასრულდა.
საქმეში წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული სს „ო---“-ს მომართვით ირკვევა, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ნივთმტკიცების სა-ხით ამოღებულია ფულადი თანხა 628.5 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 დეკემბრის განაჩენით ჯ---- ბ------ ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ცამეტი ეპიზოდი) და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვა-დით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწი-ლის თანახმად, 03 (სამი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმე ლ--–- ქ----–----მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 1 აგვისტოს დაახლოებით ღამის 12-ის ნახევრისათვის იმყოფებოდა სახლში, მასთან მივიდა ჯ---- ბ------ და თხოვა ქუთაისში წაყვანა, რაზეც ლ-–- ქ----–---- დათანხმდა. ჯ---- ბ------ იმყოფებო-და ნასვამ მდგომარეობაში, გზად ისინი გაჩერდნენ მარტვილში, ბენზინგასამართ სად-გურზე, ხოლო შემდგომ ქუთაისის შემოსასვლელში სასურსათო მაღაზიასთან, სადაც შეიძინეს გამაგრილებელი სასმელი. ლ-–- ქ----–----მ ჯ---- ბ------ დაახლოებით ღამის პირველის ნახევარზე დატოვა მაკდონალდსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ტოტალიზატორთან, ხოლო თვითონ დაბრუნდა სახლში. რაც შეეხება იმ ფაქტს ჰქონდა თუ არა თან რაიმე ნივთი ჯ---- ბ------ს, მოწმემ განმარტა, რომ მას თან არაფერი ჰქონდა, ხოლო რა ედო ჯიბეში ან საფულეში მისთვის უცნობია.
ჯ---- ბ------მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 1 აგვისტოს იმყოფებოდა სახლში, საღამოს საათებში მასთან იყვნენ სტუმრები, დალია დაახლოებით 10-15 ჭიქა ღვინო, რის შემდგომაც იქნებოდა დაახლოებით ღამის თერთმეტი საათი და დედას სთხოვა, რომ სჭირდებოდა ასი ლარი სათამაშოდ, დედამ მისცა ასი ლარი, თა-ვადაც ჰქონდა დაახლოებით ორმოცდაათი ლარამდე თანხა. ითამაშა ტოტალიზატორ კრისტალბეთში, სადაც დალია დაახლოებით 5-6 ჭიქა ლუდი. იქნებოდა დაახლოებით 03:30 საათი, ფული რომ გამოელია წავიდა ტოტალიზატორიდან, ქუჩაში მანქანები არ მოძრაობდა, შესაბამისად ვერ წავიდოდა სახლში და ამიტომ დროის გაყვანის მიზნით გადაწყვიტა გაევლო სადმე. ჭავჭავაძის ქუჩიდან გადაუხვია მარჯვენა მხარეს და გააგრ-ძელა მოძრაობა, თან ცდილობდა დაერეკა სახლში და ეთქვა, რომ დილამდე ვერ მივი-დოდა. მშობლებთან დარეკვა ვერ შეძლო, რადგან ანგარიშზე თანხა არ ჰქონდა და ამიტომ მივიდა ჩასარიცხ აპარატთან ფულის ჩასარიცხად. ამოიღო საფულე, რომელშიც ჰქონდა „ხურდები“, თუმცა ერთ ლარიანი, ორ ლარიანი ან 50 თეთრიანი მონეტები არ აღმოაჩნდა, ჩაიდო საფულე ისევ უკანა ჯიბეში და გაბრაზების გამო გაშლილი ხელი დაარტყა აპარატს ერთხელ, რის შედეგადაც ჩამოვარდა გარეთა სენსორი, გაუკვირდა თუ როგორ მოხდა, რომ ერთი დარტყმით სენსორი ძირს ჩამოვარდა, გაიწია რამდენიმე ნაბიჯით უკან, ერთი წუთიც არ იქნებოდა გასული ვიღაცამ მარჯვენა მკლავი დაუჭირა და უთხრა, რომ პოლიციის თანამშრომელი იყო და არ შეშინებოდა, თან ჰკითხა იცოდა თუ არა რაც დააშავა, რაზეც ჯ---- ბ------მ უპასუხა, რომ იცოდა და იმიტომ იდგა იქ და არსად მიდიოდა. პოლიციის თანამშრომლებს განუმარტა, რომ ეკრანს არანაირი დაზია-ნება არ აღენიშნებოდა. შემდეგ მივიდა პოლიციის ავტომობილით სამი თანამშრომელი, რომლებმაც მას ბორკილები დაადეს და ჩასვეს ავტომობილში.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
გააანალიზა რა საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, სააპელაციო პა-ლატა ვერ გაიზიარებს სააპელაცმიო საჩივრის მოთხოვნას ჯ---- ბ------ს უდანაშაუ-ლოდ ცნობის თაობაზე.
- სააპელაციო პალატას არანაირი საფუძველი არ გააჩნია ეჭვი შეიტანოს პოლიციის თანამშრომლების - ლ-–- ჯ-------ისა და ი-----– დ------ის ჩვენებებში, რომლებიც გან-მარტავენ, რომ დაინახეს, თუ როგორ ჩაარტყა ჯ---- ბ------მ რაღაც საგანი ჩასარიცხ აპარატს, როგრ ჩაყო ხელი და ცდილობდა თანხასთან მიახლოებას.
- პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები დას-ტურდება დათვალიერების ოქმით, რომლის მიხედვითაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დაზიანებულია და აპარატის გვერდით დაგდებულია მწვანე ტარიანი სახრახნისი.
- სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს, რომ არც ჯ---- ბ------ უარყოფს, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს გაშლილი ხელი ჩაარტყა, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს გააკეთა სიბრაზის გამო, რადგან შესაბამისი მონეტები არ აღმოაჩნდა, რათა ფულის ჩარიცხვა განეხორციელებინა.
პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული ჯ---- ბ------ს მიერ მოგონილია პსუხისმგებლობი-საგან თავის არიდების მიზნით იმის გათვალისწინებითაც, რომ პირადი ჩხრეკისას ჯ---- ბ------ს არანაირი ფულადი თანხა არ აღმოაჩნდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდე-ბულ ჯ---- ბ------ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფი-კაცია საქართველოს სისხლის სამართლის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ნაწილით, ხოლო სას-ჯელი დანიშული აქვს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მსჯა-ვრდებულის პიროვნების გათვალისწინებით და არ არსებობს გასაჩივრებულ განაჩენში რაიმე ცვლილების შეტანის საფუძველი.
ამდანად, გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გა-ნაჩენი ჯ---- ბ------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ჯ---- ბ------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამარ-თლოს 2019 წლის 25 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ჯ---- ბ------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვოს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ჯ---- ბ------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 09 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა, თბილისის საქალაქო სასა-მართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერ-თობლიობით, ჯ---- ბ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლე-ბის აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ჯ---- ბ------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავე-ბის მომენტიდან – 2018 წლის 2 აგვისტოდან.
ჯ---- ბ------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებუ-ლია.
ნივთმტკიცებები – ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნოკიას ფირმის მო-ბილური ტელეფონი და შავი ფერის საფულე მასში მოთავსებული ნივთებით: ჯ---- ბ------ს ID ბარათი, გ-------- ბ------ს ID ბარათი, პ------- ბანკის ვიზა ბარათი, პ------- ბანკის საანგარიშო ბარათი, ფორტუნას პლასტიკური ბარათი, PSP-ს აფთიაქის ბარათი, S_C card პლასტიკური ბარათი, ს----------–--------ის პლასტიკური ბარათი, ს----–--------ის პლასტიკური ბარათი, PSP-ს აფთიაქის გათამაშების ოთხი ცალი ბილეთი, სა-ლომბარდე ხელშეკრულების დოკუმენტი, ვერცხლისფერი ნაქსოვი სამაჯური, ერთი ცალი ერთ დოლარიანი კუპიურა, რომლებიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართვე-ლოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, დაუბრუნდეს ჯ---- ბ------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცებები – შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ანაწმენ-დი, ხელის ერთი კვალი, სახრახნისი განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტი-ლების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცებები – მონიტორის დამცავი მინა და ჩარჩო, ქაღალდის კუპიურები 590 ლა-რის ოდენობით, ლითონის მონეტები 38,5 ლარის ოდენობით და სწრაფი ჩარიცხვის აპა-რატი, რომლებიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ გან-ყოფილებაში, დაუბრუნდეს დაზარალებულ სს „ო---“-ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვე-ტილების მიღების შემდეგ’.
ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოე-ბის ამსახველი ერთი ცალი CD დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili