განაჩენი

სისხლის სამართლის 26.02.2020
საქმის ნომერი
330100119002983081
ინსტანცია
თარიღი
26.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002983081

საქმე N1ბ/1469-19საქმე N1ბ/1469-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26.02.2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: ხვიჩა კიკილაშვილი

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

ვახტანგ მრელაშვილი

 

სხდომის მდივანი - მერი ლაბარტყავა

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე: გ-------– ბ----–-–---–ი, ა----------ე

 

დაცვის მხარე: ო----------------------–---------–---–-------------------–---–-

 

მსჯავრდებული: გ------- ა----–--ე, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: სოფელი ტაბახმელა, გ. ტ-----ს ქ. N--.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით.

 

გამართლებული: ნ-----–---- ა----–--ე, დაბადებული 19---–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: სოფელი ტაბახმელა, გ. ტ-----ს ქ. N--.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტები.

 

მსჯავრდებული: ა---- ყ-----–---–ი, დაბადებული 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ტაბახმელა, ვ-----------------–-- ქ. N20.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე- 3 ნაწილი.

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივლისის განაჩენით:

 

ნ-----–---- ა----–--ე საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ნ-----–---- ა----–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გ------- ა----–--ე სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

გ------- ა----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით.

 

გ------- ა----–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 24 დეკემბრიდან.

 

ა---- ყ-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე- 3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

ა---- ყ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 24 დეკემბრიდან.

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორმა გ-------– ბ----–-–---–მა, აპელანტი ითხოვს ნ-----–---- ა----–--ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. გ------- ა----–--ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სააპელაციო საჩივრის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია ნ-----–---- და გ------- ა----–--ეების მიერ ლ----- ფ------–---–ის განზრახ მკვლელობის ჯგუფურად ჩადენის შესახებ. შესაბამისად მიუთითა, რომ აღნიშნული ფაქტი ვერ დასტურდებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობით და ბრალდების ამ ნაწილში გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, რაც არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს (მოწმე ზ----- ფ------–---–ის ჩვენება, მის მიერ ფოტოსურათის ამოცნობა, საგამოძიებო ექსპერიმენტი, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა---- ყ-----–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ------- ს------–---–მა, აპელანტის ითხოვა მსჯავრდებულ ა---- ყ-----–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. აპელანტის პოზიციით მხოლოდ ი----- დ--------–ის ჩვენება არ არის საკმარისი ა---- ყ-----–---–ის მსჯავრდებისათვის. არც ზ----- ფ------–---–ს, არც გ------- ფ------–---–ს და არც ლ---- ფ------–---–ს არ გაუგიათ ყვირილი 112-ში დარეკეთო. ყველა დაკითხული მოწმე ადასტურებს შემთხვევის ადგილზე ჩხუბის ფაქტს და ქაოსს, შესაბამისად თუ ზემოთ ხსენებულმა პირებმა ვერ გაიგეს სასწრაფოს მოთხოვნის ყვირილი მაშინ ჩნდება კითხვა რატომ უნდა გაეგო ა---- ყ-----–---–ს. ნამდვილად იცოდა თუ არა ა---- ყ-----–---–მა დანაშაულის შესახებ, საეჭვოა და ცალსხად არ დასტურდება საქმეში არსებული მასალებთ - „უნდა გაეგო“ „მანქანასთან იდგა“, ეს მოცემულობა მხოლოდ ეჭვებზეა დაფუძნებული. მოწმეები ვერ უთითებენ ა---- ყ-----–---–ის მდებარეობას, მისი გაქცევის დროს და ეტაპს, საეჭვოა პირველი ინსტანციის სასამართლო რის საფუძველზე ასკვნის, რომ მან აუცილებლად დაინახა დაზარალებულები. ამასთან ზოგადად სასწრაფოს გამოძახების მოწოდება ვერ ჩაითვლება იმავდროულად დანაშაულის ჩადენის ცოდნაზე, ა---- არც ჩხუბის და „გარჩევის“ ინიციატორი არ იყო, მხოლოდ მძღოლის ფუნქციას ასრულებდა, არც ის იცოდა გ------- ა----–--ეს თუ ჰქონდა დანა. სასამართლო ა---- ყ-----–---–ის მსჯავრდებას აფუძნებს მხოლოდ ფაქტზე და არა მტკიცებულებაზე. ამასთან მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს ის მსჯელობა, რომ მანქანაში გ------- ა----–--ემ მოუყვა ა---- ყ-----–---–ს დაჭრის თაობაზე. ამასთან რ----–-- ზ--------ა განმარტავს, რომ იყო სიბნელე და ვერ დაინახა ვერც ავტოფარეხში რამდენი ადამიანი იყო და ვერც ბრალდებულების ამოცნობა შეძლო, სწორედ იმიტომ ხედავდა მხოლოდ სილუეტებს. მოწმე ი----- დ--------–იც განმარტავს, რომ შემთხვევის ადგილზე იყო ნაწილობრივ სიბნელე, ჩხუბი და არეულობა, რასაც ადასტურებს ასევე ლ---- ფ------–---–ის და გ------- თ-------ის ჩვენებები. რაც შეეხება ზ----- ფ------–---–ის ჩვენებას ის ადასტურებს კარგი განათების არსებობას, მისი ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან და შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოსურათებთან.

 

აპელანტის შეფასებით მსჯავრდებულ ა---- ყ-----–---–ის მიერ დუმილის უფლების გამოყენება სასამართლომ შეაფასა პასუხისმგებლობის თავიდან არიდებად და მის საუარესოდ გამოიყენა. დაცვის მხარე უთითებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-3 ნაწილის შემადგენლობა არ არის სახე, ვინაიდან ვერ დასტურდება ა---- ყ-----–---–მა ნამდვილად იცოდა, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება დაპირისპირების დროს ბრალდებულების მოქმედებების თაობაზე, ამასთან ე.წ მოწინააღმდეგე მხარის რაოდენობაზე აქვთ არაერთგვაროვანი პასუხები. თუნდაც ის გარემოება, რომ ა---- ყ-----–---–ი შემთხვევის ადგილზე ჩხუბობდა (უთითებს მოწმე ზ----- ფ------–---–ი) ეს თავისთავად არ გულისხმობს ა---- ყ-----–---–ის მიერ ნადვილად დანახვას დაჭრისას. შემთხვევის ადგილის დატოვების შემდგომ, თავად გამართლებული და მსჯავრდებული აღნიშნავენ,რომ მათ ა----სთვის დაჭრის ფაქტი საერთოდ არ უხსენებიათ. დაკავების დროს აღნიშნულია, რომ ა----–--ეებს დაზიანება მიყენებული ჰქოდნათ, მაშასადამე სისხლის კვალი მანქანაში არ წარმოშობს ეჭვებს, რომ ვიღაც გარდაცვლილია ვინაიდან თავად ა----–--ეები იყვნენ სისხლიანები და ა---- ყ-----–---–ი წმენდდა მათ სისხლს. მოწმეები ლ---- ფ------–---–ი და ი----- დ--------–ი ადასტურებენ, იმ ფაქტს რომ 10-15 მეტრის რადიუსში მიმდინარეობდა ჩხუბი რაც საკმაოდ დიდი მანძილია იმისათვის, რომ ადამიანმა სიბნელეში დანის დარტყმის ფაქტის დანახვა შეძლოს.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

გ------- ა----–--ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ორი პირისა და განზრახ მკვლელობის მცდელობას, დამამძიმებელ გარემოებაში, ორიპირის.

 

ა---- ყ-----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე- 3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გულისხმობს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას.

 

რაც შეეხება ნ-----–---- ა----–--ის, იგი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში უნდა იქნეს ცნობილი უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ბრალდების არსი:

 

2006 წლის 18 აგვისტოს, გარდაბნის რაიონული სასამართლოს განაჩენით დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისათვის ნასამართლევი ნ-----–---- ა----–--ე 2018 წლის 22 დეკემბერს, დაბა წავკისში, ,,მერსედესის“ ფირმის ავტომანქანით შეეჯახა ,,ტოიოტას“ ფირმის ავტომანქანას, რომელშიც ისხდნენ ლ----- ფ------–---–ი და მისი მეუღლე. შეჯახების შედეგად დაზიანდა ავტომანქანა ,,ტოიოტას“ უკანა ხედვის სარკე. აღნიშნულის გამო ნ-----–---- ა----–--ე და მისი შვილი ა-–---------- ა----–--ე, ლ----- ფ------–---–ს შეუთანხმდნენ, რომ მეორე დღეს დაბა წავკისში შეხვდებოდნენ და ავტომანქანის დაზიანებული ნაწილის საფასურს აუნაზღაურებდნენ. აღნიშნული საკითხის გასარკვევად, 2018 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 1950 საათზე, დაბა წავკისში მივიდნენ ნ-----–---- ა----–--ე, მისი შვილები - გ------- და ა-–---------- ა----–--ეები და ახლობელი ა---- ყ-----–---–ი, ამ უკანასკნელის ავტომანქანით. თ----–-------–ის ქუჩა N---ე სახლის მიმდებარედ შეხვდნენ ლ----- ფ------–---–ი და მასთან მყოფი პირები - დ----- ფ------–---–ი, რ----–-- ზ---------ა, ს----- დ--------–ი. შეხვედრისთანავე, გ------- ა----–--ესა და ლ----- ფ------–---–ს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რაც ფიზიკურ დაპირისპირებასა და ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ნ-----–---- ა----–--ემ, განზრახ მკვლელობის ჯგუფურად განხორციელების მიზნით, ლ----- ფ------–---–ი შებოჭა და არ მისცა გადაადგილების საშუალება. ამ მდგომარეობით ისარგებლა გ------- ა----–--ემ, ამოიღო დანა და ნ-----–---- ა----–--ესთან ერთად ჯგუფურად, ერთიანი დანაშაულებრივი განზრახვით, შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით, დაარტყა ლ----- ფ------–---–ს გულმკერდის არეში. აღნიშნულის შემდეგ, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მიზნით, გ------- ა----–--ემ მომარჯვებული დანა დაარტყა ლ----- ფ------–---–თან მყოფ პირებს: დ----- ფ------–---–ს, რ----–-- ზ---------ას და ს----- დ--------–ს. მიღებული დაზიანების შედეგად ლ----- ფ------–---–ი და დ----- ფ------–---–ი გარდაიცვალნენ, ხოლო დაჭრილი რ----–-- ზ---------ა და ს----- დ--------–ი გადაიყვანეს საავადმყოფოში. დანაშაულის ფაქტის თვითმხილველმა ა---- ყ-----–---–მა, რომელმაც ნამდვილად იცოდა, რომ გ------- ა----–--ემ და ნ-----–---- ა----–--ემ ჩაიდინეს დამამძიმებელ გარემოებებში ლ----- ფ------–---–ის და დ----- ფ------–---–ის განზრახ მკვლელობა და რ----–-- ზ---------ას და ს----- დ--------–ის მკვლელობის მცდელობა, მომხდარი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოს და გ------- და ნ-----–---- ა----–--ეებთან ერთად მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

გ------- ა----–--ის მიმართ:

 

2006 წლის 18 აგვისტოს, გარდაბნის რაიონული სასამართლოს განაჩენით დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისათვის ნასამართლევი ნ-----–---- ა----–--ე 2018 წლის 22 დეკემბერს, დაბა წავკისში, ,,მერსედესის“ ფირმის ავტომანქანით შეეჯახა ,,ტოიოტას“ ფირმის ავტომანქანას, რომელშიც ისხდნენ ლ----- ფ------–---–ი და მისი მეუღლე. შეჯახების შედეგად დაზიანდა ავტომანქანა ,,ტოიოტას“ უკანა ხედვის სარკე. აღნიშნულის გამო ნ-----–---- ა----–--ე და მისი შვილი ა-–---------- ა----–--ე ლ----- ფ------–---–ს შეუთანხმდნენ, რომ მეორე დღეს დაბა წავკისში შეხვდებოდნენ და ავტომანქანის დაზიანებული ნაწილის საფასურს აუნაზღაურებდნენ. აღნიშნული საკითხის გასარკვევად, 2018 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 1950 საათზე, დაბა წავკისში მივიდნენ ნ-----–---- ა----–--ე, მისი შვილები - გ------- და ა-–---------- ა----–--ეები და ახლობელი ა---- ყ-----–---–ი, ამ უკანასკნელის ავტომანქანით. თ----–-------–ის ქუჩა N---ე სახლის მიმდებარედ შეხვდნენ ლ----- ფ------–---–ი და მასთან მყოფი პირები - დ----- ფ------–---–ი, რ----–-- ზ--------ა, ი----- დ--------–ი. შეხვედრისთანავე, გ------- ა----–--ესა და ლ----- ფ------–---–ს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რაც ფიზიკურ დაპირისპირებასა და ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ------- ა----–--ემ შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით ლ----- ფ------–---–ს გულმკერდის არეში დანით მიაყენა ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა. დაზიანების შედეგად ლ----- ფ------–---–ი უმოკლეს დროში გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მიზნით გ------- ა----–--ემ მომარჯვებული დანა დაარტყა ლ----- ფ------–---–თან მყოფ პირებს: დ----- ფ------–---–ს, რ----–-- ზ---------ას და ს----- დ--------–ს. დ----- ფ------–---–მა მიიღო ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, რამაც მუცლის აორტის დაზიანება და ამ უკანასკნელის სიკვდილი გამოიწვია, რ----–-- ზ---------ამ მიიღოს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხოლო ი----- დ--------–მა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე დაზიანება.

 

ა---- ყ-----–---–ის მიმართ:

 

დანაშაულის ფაქტის თვითმხილველმა ა---- ყ-----–---–მა, რომელმაც ნამდვილად იცოდა, რომ გ------- ა----–--ემ ჩაიდინა დამამძიმებელ გარემოებებში ლ----- ფ------–---–ის და დ----- ფ------–---–ის განზრახ მკვლელობა და რ----–-- ზ---------ას და ი----- დ--------–ის მკვლელობის მცდელობა, მომხდარი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოს და გ------- ა----–--ესთან ერთად მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებული ი----- დ--------–ის ჩვენების თანახმად, ბრალდებულებს არ იცნობს და პირველად ხედავს, გარდაცვლილი დ----- ფ------–---–ი იყო მისი შვილის ნათლია, ლ----- ფ------–---–ი კი იყო მისი მე-2 შვილის ნათლიის ძმა, ხოლო რ----–-- ზ--------ა გაიცნო მათგან და მეგობრობს. 2018 წლის 23 დეკემბერს, მის სახლში შეიკრიბნენ მეგობრები, ეტაპობრივად მივიდნენ - ლ---- ფ------–---–ი, ლ----- ფ------–---–ი, შ---–---- ფ------–---–ი, დ----- ტ--–--–-–---–ი, გ------- თ-------ე, ი---- მ---–--ე. მიიღეს მცირე დოზით ალკოჰოლი, პერიოდულად მოსაწევად სახლიდან გადიოდნენ ავტოფარეხში. საღამოს 1900-2000 საათზე ავტოფარეხში გავიდნენ ი----- დ--------–ი, რ----–-- ზ---------ა, დ----- ფ------–---–ი, ლ----- ფ------–---–ი და ლ---- ფ------–---–ი, სადაც ასევე დახვდნენ ზ-----ი და გ------- ფ------–---–ები, რომლებიც სვამდნენ ლუდს. დანარჩენები: დ----- ტ--–--–-–---–ი, გ------- თ-------ე, ი---- მ---–--ე და შ---–---- ფ------–---–ი დარჩნენ სახლში. ლ----- ფ------–---–ს დაურეკეს, 10 წუთის შემდეგ ავტოფარეხიდან პირველად გავიდნენ ლ----- და დ----- ფ------–---–ები, შემდეგ კი ი-----ი, ლ----ი და რ----–--ი. დაინახა, რომ ლ----- ფ------–---–ი უცნობებს ესაუბრებოდა და ამბობდა სიტყვა - ,,უყურადღებობას“, საუბარი გადაიზარდა გაწევ-გამოწევაში და დაიწყო ჩხუბი, რომელშიც ჩაება ყველა იქ მყოფი პირი. დ----- ფ------–---–ი დაეცა, მიახლოებისას ნახა, რომ ის ჭრილობაზე იდებდა ხელს და მოსდიოდა სისხლი, იმავდროულად ზურგის უკანა მხარეში იგრძნო ტკივილი და სითბო, მასაც სდიოდა სისხლი, თუმცა მოიკრიბა ძალა და მიუახლოვდა იქვე დაგდებულ ლ----- ფ------–---–ს, იმ დროისთვის ერთ-ერთი უცნობთაგანი უკვე იდგა ავტომანქანასთან და ყვიროდა, რომ დაერეკათ სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში. დაძახილის შინაარსით მიხვდა, რომ საქმე მძიმედ იყო. დაჭრილები კერძოდ ის და დ----- ფ------–---–ი, ი---- მ---–--ის ავტომანქანით წაიყვანეს კლინიკა ,,ნიუ ჰოსპიტალში“, დ----- და ლ----- ფ------–---–ების გარდაცვალების შესახებ გაიგო უკვე 2019 წლის 6 იანვარს. მოწმემ განმარტა, რომ ჩხუბი გაგრძელდა დაახლოებით 2 წუთი. მას ზურგის მხარეს დაარტყეს დანა და ჰქონდა 2 ჭრილობა. მოწინააღმდეგე მხარეს რამდენნი იყვნენ არ იცის, დანა ვინ დაარტყა ლ----- ფ------–---–ს ან სხვა დაჭრილებს, მათ შორის მას, არ იცის, რადგან დანა არავის ხელში დაუნახავს. ამ შემთხვევამდე, ლ----- ფ------–---–ი მის სახლში მისვლისას ყვებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რომელიც წინა დღეს შეემთხვა. მომხდარის შემდეგ ტელევიზიით გაიგო დაკავებულების შესახებ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებული რ----–-- ზ---------ას ჩვენების თანახმად, ბრალდებულებს არ იცნობს და პირველად ხედავს, გარდაცვლილები დ----- ფ------–---–ი და ლ----- ფ------–---–ი, ასევე დაზარალებული ი----- დ--------–ი იყვნენ მისი მეგობრები. 2018 წლის 23 დეკემბერს, დ----- ფ------–---–თან ერთად მივიდა ი----- დ--------–ის სახლში, სადაც იყვნენ: ლ----- და ლ---- ფ------–---–ები, ეტაპობრივად კი შეემატნენ - გ------- თ-------ე, ი---- მ---–--ე, შ---–---- ფ------–---–ი და მისთვის უცნობი პირი. ვინაიდან ოთახი პატარა იყო, ხშირად გადიოდნენ მოსაწევად. რაღაც დროის შემდეგ, ლუდის დასალევად ავტოფარეხში გავიდნენ, ჯერ - ზ-----ი და გ------- ფ------–---–ები, შემდეგ კი - რ----–-- ზ---------ა, ლ----- და ლ---- ფ------–---–ები. დ----- ფ------–---–ი და ი----- დ--------–ი, იყვნენ ნასვამები. ცოტა ხნის შემდეგ ლ----- ფ------–---–ს დაურეკეს და ის დ----- ფ------–---–თან ერთად გავიდა გარეთ, მალევე ხმაურზე გაყვნენ - თავად რ----–-- ზ---------ა, ლ---- ფ------–---–ი და ი----- დ--------–ი. ლ----- და უცნობი ჩხუბობდნენ, შესაბამისად გარეთ მყოფი მეგობრებიც ჩაერთვნენ. რამდენიმე წამში დაზიანება მიიღო თავად და მისმა მეგობრებმაც. დაპირისპირებისას დაინახა 2 უცხო პირი. სანამ დანა მოხვდებოდა და დაიჭრებოდა, ჩხუბობდა ერთ-ერთ უცნობთან, რა დროსაც მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ვერ აკონტროლებდა. შემდეგ დაჭრილი წაიქცა და ვერაფერს ხედავდა, მხოლოდ ყვიროდა. ვერ დაინახა როდის და როგორ გაიქცნენ უცნობები. იქვე ახლოს, თხრილში ეგდო ასევე დაჭრილი ლ----- ფ------–---–ი. რაღაც დროის შემდეგ მასთან მივიდა ჯერ ლ---- ფ------–---–ი, შემდეგ კი სხვა მეგობრები. გ------- და ზ----- ფ------–---–ი დარჩნენ ავტოფარეხში და არ იცის როდის გამოვიდნენ. მოწმემ განმარტა, რომ მართალია გამოძიებაში დაკითხვისას ახსენებს 4 პირს, თუმცა ჩხუბისას ხედავდა მხოლოდ 2 პირს და სავარაუდოდ 4 პირთან დაკავშირებით გაიგო ტელევიზიიდან, ამასთან მან გამომძიებელს უთხრა, რომ შემთხვევისას დაინახა მხოლოდ 2 უცნობი. მოგვიანებით გაიგო, რომ ჩხუბი მოხდა წინა დღეს მომხდარი ავარიის გამო, რა დროსაც დაზიანდა ავტომანქანა, რომელშიც იჯდა ლ----- ფ------–---–ი. მისთვის უცნობი იყო ის ფაქტი, რომ ლ----- ფ------–---–ი ელოდებოდა უცხო პირებს, რომლებიც წინა დღეს ავტომანქანით დაეჯახნენ. მოწმემ განმარტა, რომ მას, დ-----ს, ლ-----ს, ლ----ს და ს-----ს დანა არ ჰქონიათ, ასევე არ დაუნახავს დანა მოწინააღმდეგეთა ხელში, შესაბამისად ვერ დაინახა დანის დარტყმის ვერცერთი ფაქტი. თავად დაიჭრა ზურგის არეში და ჰქონდა ერთი ჭრილობა. ქუჩა იყო სუსტად განათებული, უცნობები არეულობაში და ქაოსში ვერ დაინახა კარგად. იმ შემთხვევაში თუ ბრალდებულებს დაუდასტურდებათ ბრალი სურს, რომ სასჯელი გადაწყვიტოს სასამართლომ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მოწმე ლ---- ფ------–---–ის ჩვენების თანახმად, გარდაცვლილი ლ----- ფ------–---–ი იყო მისი ძმა, დ----- ფ------–---–ი ბიძაშვილი, ხოლო დაზარალებულები - რ----–-- ზ--------ა და ი----- დ--------–ი არიან ბავშვობის მეგობრები. ბრალდებულებს არ იცნობს და პირველად ხედავს. 2018 წლის 22 დეკემბერს, ლ----- ფ------–---–ი ცოლშვილთან ერთად წავიდა ოქროყანაში - სიმამრის - მიშა დ------–---–-ს სახლში, ნათესავ რ----–-- დ------–---–-ს ავტომანქანით. საჭესთან იჯდა ლ-----ს ქვისლი გ------- ს-----–---ი. ოქროყანაში ჩასვლისას დაურეკა და უთხრა, რომ წავკისის გზაზე შეჯახება მოხდა და რ----–-- დ------–---–-ს ავტომანქანას დაუზიანდა სარკე, თუმცა სერიოზული დაზიანება არ იყო. ასევე უთხრა, რომ ავტომანქანაში, რომლითაც შეეჯახნენ, იჯდა 2 უცნობი პირი. 2018 წლის 23 დეკემბერს, ლ----- ფ------–---–თან საუბრისას შეიტყო, რომ მეგობრები იკრიბებოდნენ ი----- დ--------–ის სახლში. მოწმემ განმარტა, რომ ი----- დ--------–ის სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდა გ------- ფ------–---–ი, თავად მივიდა 1200 საათზე, დაახლოებით 30 წუთში შეუერთდათ ლ----- ფ------–---–იც. დალიეს 4-4 ჭიქა არაყი და გააგრძელეს ლუდის დალევა, დაახლოებით 1 საათში მივიდნენ დ----- ფ------–---–ი და რ----–-- ზ---------ა. ცოტა ხანში, ეტაპობრივად შეუერთდათ შავლეგ ფ------–---–ი, დ----- ტ--–--–-–---–ი, ზ----- ფ------–---–ი, გ------- თ-------ე და ი---- მ---–--ე. დაახლოებით 1900 საათზე, ოთახში არსებული სივიწროვის გამო, ჯერ გ------- და ზ----- ფ------–---–ები, შემდეგ კი ლ---- ფ------–---–ი, ი----- დ--------–ი, ლ----- ფ------–---–ი, დ----- ფ------–---–ი და რ----–-- ზ---------ა გადავიდნენ ავტოფარეხში და გააგრძელეს ლუდის დალევა, დანარჩენები დარჩნენ სახლში (ჩხუბის მომენტში ისინი არ დაუნახავს). რაღაც დროის შემდეგ, ლ----- ფ------–---–ს დაურეკეს, რომელიც მოსაუბრეს უხსნიდა მისამართს. რის შემდეგაც ლ---- ფ------–---–ისგან შეუმჩნევლად, ლ----- და დ----- ფ------–---–ები გავიდნენ გარეთ. აღნიშნულიდან რამდენიმე წუთში ხმამაღალი საუბრის ხმაზე - ლ---- ფ------–---–ი, ი----- დ--------–ი და რ----–-- ზ---------ა გავიდნენ ავტოფარეხიდან და დაინახეს გაწევ-გამოწევა, რაც მალევე გადაიზარდა ჩხუბში, რომელშიც წამიერად ჩაერთო ყველა იქ მყოფი პირი. გ------- და ზ----- ფ------–---–ები მოგვიანებით გავიდნენ ავტოფარეხიდან და როგორც იცის მათ დაინახეს მიმდინარე მოვლენები. არეულობისა და იმის გამო, რომ იყო ნასვამი, თავად ვერ დაინახა და აღიქვა რამდენი ადამიანი იყო მოწინააღმდეგე მხარეს. ჩხუბი გაგრძელდა 2-3 წუთი, ჩხუბობდა ბიჭებისგან ზურგშექცევით, კერძოდ ეჭირა მოწინააღმდეგე და ურტყამდა, თუმცა დაუსხლტა ხელიდან, სწორედ ამ დროს მოტრიალდა და დაინახა ძირს დაგდებული, უგონო მდგომარეობაში მყოფი ლ----- ფ------–---–ი, ასევე მის გვერდით დაგდებული რ----–-- ზ---------ა, რომელსაც ავტომანქანის გასაღები ჰქონდა აწეული და ყვიროდა, რომ ლ----- წაეყვანათ და გადაერჩინათ, რადგან მას აღარაფერი ეშველებოდა. ასევე დაჭრილი იყო ი----- დ--------–ი, დ----- ფ------–---–ი იმ მომენტში არ დაუნახავს, მოგვიანებით გაიგო, რომ მოშორებით ეგდო, დაინახა მხოლოდ ავტომანქანაში ჩასმისას. ბუნდოვნად ახსოვს, რომ უცნობები გაიქცნენ ზედა მხარეს მდგომ ავტომანქანისკენ და წავიდნენ. ლ----- ფ------–---–ს უკეთებდა ხელოვნურ სუნთქვას, რა დროსაც პირიდან ამოსდიოდა სისხლი, მიხვდა, რომ მძიმედ იყო. დ----- ტ--–--–-–---–ი დაჯდა საჭესთან და მან და გ------- ფ------–---–მა წაიყვანეს ლ----- ფ------–---–ი საავადმყოფოში, თუმცა გზაში შეხვდათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა. ექიმებმა უთხრეს, რომ ლ----- ფ------–---–ი უკვე გარდაცვლილი იყო. ასევე გაიგო დაჭრილი დ----- ფ------–---–ის გარდაცვალების შესახებ. მოწმემ განმარტა, რომ მას ლ----- და დ----- ფ------–---–ებისათვის დანის დარტყმის ფაქტი არ დაუნახავს და ისინი დაინახა უკვე ძირს დავარდნილები, არც დაზარალებულების მიმართ დანის დარტყმის ფაქტი დაუნახავს, თუმცა დაინახა, რომ დაჭრილი ი----- დ--------–ი ფეხზე იდგა. ამ მოვლენებამდე, ლ----- ფ------–---–მა ი----- დ--------–ის სახლში შეკრებისას თქვა, რომ ურეკავდნენ უცხო პირები, რომელთანაც შეჯახება მოუვიდა წინა დღეს და უთხრეს, რომ ნახვა უნდოდათ და სწორედ ამიტომ ჩამოვიდა ოქროყანიდან, თუმცა ვერ ხვდებოდა, რა მიზნით უნდა ენახათ. მოწმემ განმარტა, რომ მან ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრა სასამართლო სხდომაზე, ხოლო გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას ხელმოწერამდე არ გაცნობია და მის შინაარს არ ეთანხმება, მათ შორის იმ ნაწილში, რომ ერთ-ერთმა უცნობმა დაიჭირა ლ----- ფ------–---–ი, არ აძლევდა მოძრაობის საშუალებას და დაუძახა ახალგაზრდა პირს დაერტყა, რადგან ვეღარ იჭერდა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ლ----- ფ------–---–ს დაარტყა დანა გულ-მკერდის არეში, ხსენებულმა მამაკაცებმა გააგრძელეს მისი ძმის ცემა, დავარდნის შემდეგაც. 2018 წლის 24 დეკემბრის ნ-----–---- ა----–--ის ამოცნობის ოქმის შინაარს ასევე არ ეთანხმება, რადგან არ გაცნობია მას, მიუხედავად იმისა, რომ ხელმოწერით დაადასტურა. ამასთან საგამოძიებო მოქმედებამდე მიანიშნეს ნ-----–---- ა----–--ეზე, როგორც ამოსაცნობ პირზე და უთხრეს, რომ აღნიშნულმა პირმა აღიარა ჩადენილი მკვლელობა და მასაც ადებდა ხელს, როგორც მოჩხუბარს. ფოტოსურათით ამოცნობისას მიცვალებულ ძმასთან ყოფნისას, ღამის 0200 საათზე სამართალდამცავმა პირებმა დაანახეს ამოსაცნობი პირის ფოტოსურათი და ოქმზე ისე მოაწერინეს ხელი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მოწმე ზ----- ფ------–---–ის ჩვენების თანახმად, შემთხვევამდე ბრალდებულებს არ იცნობდა, გარდაცვლილები ლ----- და დ----- ფ------–---–ი იყვნენ მისი ბიძაშვილები, ხოლო ს----- დ--------–ი და რ----–-- ზ--------ა არიან მეგობრები. 2018 წლის 22 დეკემბერს, საღამოს, ლ----- ფ------–---–თან მობილურ ტელეფონზე საუბრისას გაიგო, რომ გ------- ს-----–---თან, მეუღლესთან და შვილთან ერთად ოქროყანისკენ მიმავალს მოუვიდა ავარია, რა დროსაც დაზიანდა ავტომანქანის სარკე, კერძოდ მათ დაეჯახა მოწინააღმდეგე მხრიდან მომავალი ავტომანქანა, თუმცა ადგილზე ვერ შეთანხმდნენ დაზიანების შეკეთებაზე, გაცვალეს მობილური ტელეფონის ნომრები და გადაწყვიტეს მეორე დღეს ესაუბრათ. 2018 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 1030 საათზე, იმყოფებოდა ი----- დ--------–ის სახლში მეგობრებთან - ლ----ი და გ------- ფ------–---–თან ერთად, საიდანაც ესაუბრა ლ----- ფ------–---–ს. ეს უკანასკნელი დაახლოებით 1-1,5 საათში მათთან მივიდა და უფრო დეტალურად მოყვა მომხდარი ავარიის შესახებ. კერძოდ: განუმარტა, რომ სოფელ წავკისში შეეჯახა მოპირდაპირე მხრიდან მომავალ ავტომანქანა, რომელშიც ისხდნენ ტაბახმელაში მცხოვრები პირები გვარად ა----–--ეები, სავარაუდოდ მამა- შვილი. მათ არ უნდოდათ დაზიანებული სარკის გაკეთება, რის გამოც გაცვალეს ნომრები და შეთანხმდნენ შეხვედრაზე. ი----- დ--------–თან ყოფნისას ლ----- ფ------–---–მა თავად გადაურეკა ა----–--ეებს, თუმცა მათ უთხრეს, რომ იმ დროისათვის ვერ ახერხებდნენ შეხვედრას. ლ----- ფ------–---–ს უჯდებოდა მობილური ტელეფონი, ამიტომ ცოტა ხანში დაახლოებით 1230-1300 საათზე ა----–--ეებს გადაურეკა ამჯერად ზ----- ფ------–---–ის მობილური ტელეფონით და უთხრა, რომ მითითებულ ტელეფონის ნომერზე გადაერეკათ. დაახლოებით 1400 საათზე, ს----- დ--------–თან მივიდა გ------- თ-------ე, რომლის მობილური ტელეფონით ლ----- ფ------–---–მა კვლავ დაურეკა ა----–--ეებს და თხოვა შეხვედრა. საუბრისას გვერდზე გავიდა, თუმცა რაიმე სახის დაძაბულ საუბარს მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. საუბრის შემდეგ განმარტა, რომ ა----–--ეებს კვლავ არ ეცალათ და სავარაუდოდ საღამოს შეხვდებოდნენ, თუმცა დრო და ადგილი არ დაუზუსტებია, რადგან ზუსტად არც თავად იცოდა იმ დღეს შეხვდებოდნენ თუ არა. სამეგობროს მოგვიანებით შემოუერთდნენ შ---–---- ფ------–---–ი და მისი მეგობარი დ----- ტ--–--–-–---–ი და მიიტანეს 5 ლ. ლუდი. ცოტა ხანში, დაახლოებით 1700-1730 საათზე, ასევე მივიდნენ დ----- ფ------–---–ი და რ----–-- ზ---------ა, მოგვიანებით კი გ------- თ-------ის თხოვნით ი---- მ---–--ე. დაახლოებით 1800 საათზე, იმის გამო, რომ ოთახში ვერ ეტეოდნენ, ზ----- ფ------–---–ი, ი----- დ--------–ი, გ------- ფ------–---–ი, დ----- ფ------–---–ი, ლ----- ფ------–---–ი, ლ---- ფ------–---–ი და რ----–-- ზ---------ა გავიდნენ ავტოფარეხში, ხოლო გ------- თ-------ე, შავლეგ ფ------–---–ი, ი---- მ---–--ე და დ----- ტ--–--–-–---–ი დარჩნენ სახლში. სწორედ ამ დროისთვის ა----–--ეებმა დაურეკეს ლ----- ფ------–---–ს და უთხრეს, რომ მოდიოდნენ წავკისში, თუმცა ზ----- ფ------–---–ისათვის უცნობია როდის აუხსნა ლ-----მ შეხვედრის ადგილი. დალიეს თითო კათხა ლუდი და დაახლოებით 1900 საათზე ლ----- ფ------–---–ი, ლ---- ფ------–---–ი, დ----- ფ------–---–ი, რ----–-- ზ---------ა და ი----- დ--------–ი გავიდნენ გარეთ. დაახლეობით 1-1,5 წუთში შემოესმა ხმამაღალი საუბარი, გ------- ფ------–---–თან ერთად გარეთ გასულმა ავტოფარეხიდან 5-6 მეტრის რადიუსში, ცენტრალურ გზაზე მისი 5 მეგობრის გარდა, დაინახა მისთვის უცნობი 4 პირი. როგორც მოგვიანებით გაიგო - გ------- ა----–--ე, ნ-----–---- ა----–--ე, ა-–---------- ა----–--ე და ა---- ყ-----–---–ი. ლ----- ფ------–---–ი ესაუბრებოდა გ------- ა----–--ეს, რასაც მოჰყვა ჩხუბი. კერძოდ გ------- ა----–--ემ დაარტყა ლ----- ფ------–---–ს, რომელმაც ასევე დარტყმით უპასუხა, რის შემდეგაც ჩხუბში ჩაერთნენ იქ მყოფი პირები. 15-20 წამში ზ----- ფ------–---–მა დაინახა, რომ ნ-----–---- ა----–--ემ უკნიდან გაკოჭა - დაუკავა ხელები ლ----- ფ------–---–ს, ხოლო გ------- ა----–--ემ წინიდან ჩაარტყა დანა. ამ დროისათვის გ------- ა----–--ეს უყურებდა სახით და გარკვევით ხედავდა დარტყმას გულის არეში. სავარაუდოდ აღნიშნული დაინახა მეტრნახევარში მყოფმა დ----- ფ------–---–მაც და წავიდა ლ-----ს მხარეს, რა დროსაც გ------- ა----–--ემ მასაც დაარტყა მოქნეული დანა ზურგში. დ----- ფ------–---–მა დაიყვირა, რომ დაჭრეს და ჩაიკუზა, ზურგის მხრიდან ასხამდა სისხლს. დ----- ფ------–---–ისათვის დარტყმისას ნ-----–---- ა----–--ე იქვე იყო, მას უკვე გაშვებული ჰყავდა ლ----- ფ------–---–ი. ასევე ჩხუბობდა ა---- ყ-----–---–ი და ა-–---------- ა----–--ეც, თუმცა კონკრეტულად რა მოქმედება განახორციელა ა---- ყ-----–---–მა, არ დაუნახავს. ასევე არ იცის უშუალოდ ვისთან ჩხუბობდა ა-–---------- ა----–--ე. გ------- თ-------ე იქ ყოფნის დროს არ შეუნიშნავს. მათ შორის ლ----- ფ------–---–ის დაჭრისას. მას შემდეგ რაც დაინახა, რომ ლ----- და დ----- ფ------–---–ები იყვნენ დაჭრილები, ისე, რომ არ ჩაერია ჩხუბში, გადაწყვიტა სახლიდან პირველადი დახმარებისათვის საჭირო ნივთები მიეტანა, რა დროსაც დაინახა, რომ გ------- ა----–--ემ ზურგში ჩაარტყა დანა ასევე ი----- დ--------–ს. ზ----- ფ------–---–მა ოჯახის წევრებს უთხრა დახმარებოდნენ და სახლიდან წაიღო ნიშადურის სპირტი, იოდი და ბინტი. დაბრუნებულმა დაინახა, რომ ა----–--ეები და ყ-----–---–ი შემთხვევის ადგილიდან 7-8 მეტრში გაჩერებულ ავტომანქანა ,,ტოიოტა პრიუსში“ ჩასხდნენ და წავიდნენ. მოწმემ განმარტა, რომ მას რ----–-- ზ---------ას დაჭრის ფაქტი არ დაუნახავს, რადგან სავარაუდოდ ის მაშინ დაჭრეს, როცა სახლში შევიდა. ჩხუბი დაახლოებით 2 წუთი გაგრძელდა და დანა დაინახა მხოლოდ გ------- ა----–--ის ხელში, კერძოდ მას ჰქონდა ბებუთის მსგავსი დანა. აღნიშნულის შემდეგ დაჭრილები წაიყვანეს საავადმყოფოში, კერძოდ ი----- დ--------–ი და დ----- ფ------–---–ი ი---- მ---–--ის მანქანით, ლ----- ფ------–---–ი შავლეგ ფ------–---–ის მეუღლის ავტომანქანით, თუმცა ეს უკანასკნელი სავარაუდოდ ადგილზევე უკვე გარდაცვლილი იყო, რ----–-- ზ---------ა კი მამამისის ავტომანქანით წაიყვანა გ------- თ-------ემ და ზ----- ფ------–---–მა. გზად - შინდისის ახალ გზაზე შეხვდათ გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, სადაც ასევე გაჩერებული იყო შავლეგ ფ------–---–ის მეუღლის ავტომანქანა, გაიგო, რომ ლ----- ფ------–---–ი გარდაიცვალა, რ----–-- ზ---------ა გადააბარეს ექიმებს, თავად კი წავიდნენ ,,ნიუ ჰოსპიტალში“, სადაც გადაიყვანეს დ----- ფ------–---–ი და ი----- დ--------–ი. ვინ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დამხარება არ იცის. მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილი განათებული იყო. მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებაში და ამოიცნო ბრალდებულები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მოწმე გ------- თ-------ის ჩვენების თანახმად, მეგობრობდა ლ----- და დ----- ფ------–---–ებთან და მეგობრობს ი----- დ--------–თან, ხოლო რ----–-- ზ--------ას შემთხვევის დღემდე არ იცნობდა. 2018 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 1400 საათზე, ბიჭებთან ერთად ი----- დ--------–ის სახლში ყოფნისას ლ----- ფ------–---–მა სთხოვა მობილური ტელეფონი და გავიდა დასარეკად. მალევე დაბრუნდა გაღიზიანებული და თქვა, რომ წინა დღეს ოქროყანის გზაზე ოჯახთან ერთად ყოფნისას მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა და ავტომანქანას, რომელშიც იჯდა, დაუზიანდა სარკე. ავტომანქანიდან რომლითაც დაეჯახნენ, გადმოსული პირები მათთან მივიდნენ ხმამაღალი საუბრით, თუმცა ლ----- ფ------–---–მა თავის მხრივ უთხრა, რომ ავტომანქანაში ჰყავდა ბავშვი და უმჯობესი იქნებოდა მოეკითხათ, ხომ არ შეშინდა. ამასთან, ვინაიდან იყო ცოლ-შვილთან ერთად, გამოართვა ტელეფონის ნომერი და უთხრა, რომ დაურეკავდა და შეხვდებოდა. მისი მობილური ტელეფონით ლ----- ფ------–---–მა სწორედ მათ დაურეკა და ელოდებოდა. მის კითხვაზე უპასუხა,რომ გვერდზე სოფლელები იყვნენ, არაფერს წარმოადგენდნენ და შეიგინა. თავის მხრივ, გ------- თ-------ემ უთხრა, რომ სარკის გამო არ ღირდა საქმის გარჩევა და დალაპარაკება, თუმცა ლ-----მ უპასუხა, რომ თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა, რადგან ცოლშვილის თვალწინ უყვირეს, შესაბამისად დაამცირებდა და გაუშვებდა. საუბრისას ლ----- ფ------–---–ს არ დაუზუსტებია რამდენი პირი იჯდა ავტომანქანაში და ვინ მივიდა მასთან ხმამაღალი საუბარით. მოწმემ განმარტა, რომ რაღაც მომენტში ი----- დ--------–ის სახლიდან გავიდა დ----- ფ------–---–ი, თუმცა მალევე დაბრუნდა რ----–-- ზ---------ასთან და ბიჭებთან ერთად და დაახლოებით 1900 საათზე ბიჭები: ლ-----, დ-----, ლ----, გ-------, ზ----- ფ------–---–ები და რ----–-- ზ---------ა გადავიდნენ ავტოფარეხში ლუდის დასალევად, ხოლო ი----- დ--------–ი, გორგი თ-------ე და რამდენიმე ბიჭი დარჩნენ სახლში. მოგვიანებით თავადაც გადავიდა და ლ----- ფ------–---–ს უთხრა, რომ წავიდოდა სახლში, რადგან სავარაუდოდ ზემოაღნიშნული პირები არ აპირებდნენ მისვლას - მიმსვლელები იმ დრომდე მივიდოდნენ. ლ----- ფ------–---–ი დათანხმდა. გ------- თ-------ე შებრუნდა ი----- დ--------–ის სახლში ქურთუკის ასაღებად, დაახლოებით 5 წუთში უკან გამოსვლისას კი გაიგონა ლ----- ფ------–---–ის ხმა და ავტოფარეხთან დაინახა ჩოჩქოლი. ჩხუბი სწრაფად დაიწყო, გაშველებისას წაიქცა, წამოდგომისას კი დაინახა სახით წაქცეული ლ-----, რომელიც კანკალებდა. მან გადმოაბრუნა, იმავდროულად ი----- დ--------–მა დაიძახა, რომ სავარაუდოდ დაიჭრა, მიხვდა, რომ ლ-----ც დაჭრილი იყო. მართლაც გულ-მკერდზე შემოახია ტანსაცმელი და უნახა ჭრილობა. დაიწყო ყვირილი, რაზეც გამოვიდნენ ქალები. ზ----- ფ------–---–მა მიიტანა ნიშადურის სპირტი, რომელიც ლ-----ს შეასუნთქეს, თუმცა ის გონზე ვერ მოვიდა. ლ---- ფ------–---–მა გაუკეთა ხელოვნური სუნთქვები, შემდეგ კი ბიჭებმა ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს საავადმყოფოში. გ------- თ-------ემ გაიგო დაჭრილი რ----–-- ზ---------ას ხმა, რომელიც დახმარებას ითხოვდა. მანვე მისცა თავისი ავტომანქანის გასაღები და წავიდნენ საავადმყოფოსკენ. გზაში შეხვდათ გაჩერებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა და ,,ტოიოტა პრიუსი“, რომელშიც ლ----- და ლ---- ფ------–---–ები იყვნენ, შესაბამისად დაჭრილი გადააბარა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმებს. მოწმემ განმარტა, რომ დაჭრილი დ----- ფ------–---–ი საერთოდ არ უნახავს. ჩხუბი ავტოფარეხიდან დაახლოებით 5-6 მეტრში მიმდინარეობდა, რ----–-- ზ---------ა ფარეხის წინ იყო დაჭრილი, ი----- დ--------–ი კი გზაზე. მოწმემ განმარტა, რომ მისი მეგობრებიდან ჩხუბში ჩართულები იყვნენ ლ----- და ლ---- ფ------–---–ები და ი----- დ--------–ი, ხოლო მეორე მხარეს 2-3 ადმიანის სილუეტი დაინახა. თავად ეხმარებოდა დაჭრილ ლ----- ფ------–---–ს, ამიტომ ვინ მიაყენა მეგობრებს ჭრილობები, ვერ დაინახა. ამასთან, ი----- დ--------–ის ხმის გაგონებისას ჩხუბი აღარ მიმდინარეობდა. დახმარების სათხოვნელად დაძახებისას დაინახა, რომ ერთი პირი გარბოდა ზედა მხარეს მდგარი ღია ფერის ავტომანქანისაკენ, რომლიც მალევე დაიძრა და წავიდა. დანა იმ დღეს, მომხდარი ინციდენტის, არცერთ ეტაპზე, არავის ხელში არ დაუნახავს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შ---–---- ფ------–---–ის ჩვენების თანახმად, ბრალდებულებს არ იცნობს და პირველად ხედავს, გარდაცვლილები ლ----- და დ----- ფ------–---–ები იყვნენ მისი ბიძაშვილები, ი----- დ--------–ი არის მისი მეგობარი, ხოლო რ----–-- ზ---------ა გაიცნო შემთხვევის დღეს. 2018 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 1900 საათზე, მეუღლის ავტომანქანით დ----- ტ--–--–-–---–თან ერთად მივიდა ი----- დ--------–ის სახლში, მას შემდეგ რაც ესაუბრა ლ----- ფ------–---–ს და გაიგო, რომ მეგობრები იმყოფებოდნენ ერთად. გზად იყიდა ლუდი და სიგარეტი. სახლში იმყოფებოდნენ - ი----- დ--------–ი, გ------- თ-------ე, ი---- მ---–--ე, ზ----- ფ------–---–ი, გ------- ფ------–---–ი, ლ----- ფ------–---–ი, ლ---- ფ------–---–ი, დ----- ფ------–---–ი და რ----–-- ზ---------ა. მისთვის არავის უთქვამს წინა დღეს მომხდარი ავარიის ან მეზობელ სოფელში მცხოვრები პირების სავარაუდო მისვლის შესახებ. ბიჭებმა დალიეს ლუდი, არ შეუმჩნევია ვინ გავიდა გარეთ და ვინ დარჩა, რადგან პერიოდულად გადიოდნენ მოსაწევად. მისვლიდან დაახლოებით 15-20 წუთში, გარედან გაიგო ყვირილის ხმა, კერძოდ ითხოვდნენ დახმარებას. ამ დროისთვის აღმოაჩინა, რომ ოთახში იყო მხოლოდ დ----- ტ--–--–-–---–თან და რ----–-- ზ--------ასთან ერთად, გ------- თ-------ე ოთახში არ დაუნახავს. გარეთ გასულმა დაინახა ლ---- ფ------–---–ი, რომელიც ყვიროდა - ,,მიშველეთ“. აირბინა გზაზე დაახლოებით 30 მეტრი, ლ----- იწვა გზის სავალ ნაწილზე და ეხვეოდა ხალხი, თუმცა კონკრეტულად ვინ - არ ახსოვს, გარდა ლ---- ფ------–---–ისა, რადგან ეს უკანასკნელი შველას ითხოვდა. შავლეგ ფ------–---–ი თავის მხრივ ყვიროდა, რომ ავტომანქანაში ჩაესვათ და საავადმყოფოში წაეყვანათ, ავტომანქანასთან მისვლისას წინა საბურავთან დაინახა ჩაკეცილი დ----- ფ------–---–ი. ი---- მ---–--ის ავტომანქანით საავადმყოფოში წაიყვანეს ი----- დ--------–ი და დ----- ფ------–---–ი, თუმცა ამ უკანასკნელს გონება დაკარგული ჰქონდა. რ----–-- ზ---------ას დაჭრის შესახებ გაიგო საავადმყოფოში ყოფნისას. ჩხუბის დეტალები არ იცოდა, ინფორმაცია გაიგო ტელევიზიიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ----- ტ--–--–-–---–ის ჩვენების თანახმად, ბრალდებულებს არ იცნობს, გარდაცვლილებს ლ----- და დ----- ფ------–---–ებს და ი----- დ--------–ს იცნობდა მეგობარ შავლეგ ფ------–---–ისაგან, ხოლო რ----–-- ზ--------ას არ იცნობს. 2018 წლის 23 დეკემბერს, შავლეგ ფ------–---–თან ერთად მივიდა ი----- დ--------–ის სახლში, სადაც დახვდათ: ლ----- და დ----- ფ------–---–ები და რამდენიმე ნაცნობი და უცნობი პირი, რომლებიც სახლში შედიოდნენ და გადიოდნენ. მაშინ როცა ოთახში იყო შავლეგ ფ------–---–თან და ი---- მ---–--ესთან ერთად, გარეთ გავიდნენ ქალების ყვირილის ხმაზე. აქვს სმენის პრობლემა და გამოკვეთილი ხმა მხოლოდ გარეთ გასვლისას გაიგო. პირველად მიუახლოვდნენ ლ----- ფ------–---–ს, შემდეგ ავტომანქანასთან იპოვეს დაჭრილი დ----- ფ------–---–ი, ჩასვეს ავტომანქანებში და წაიყვანეს საავადმყოფოსკენ. ამ დორისთვის ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი, მათ შორის ქალები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა-----------–---–ის ჩვენების თანახმად, გარდაცვლილი ლ----- ფ------–---–ი იყო მისი მეუღლე, გარდაცვლილი დ----- ფ------–---–ი - ბიძაშვილი, ხოლო დაზარალებულები - რ----–-- ზ--------ა და ს----- დ--------–ი მათი ბავშვობის მეგობრები. 2018 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 1200 საათზე, მეუღლესთან - ლ----- ფ------–---–თან, ბავშვთან და დის ქმართან გ------- ს-----–---თან ერთად მიდიოდა მშობლებთან ოქროყანაში. ეს უკანასკნელი იჯდა საჭესთან. უამინდობის და ნისლის გამო ხილვადობა იყო ძალიან ცუდი, ამიტომ მოძრაობდნენ ძალიან ნელა - 30-35 კმ/სთ სიჩქარით. სპორტულ სკვერთან მათ ავტომანქანას გაუსვა მოპირდაპირ მხრიდან დიდი სიჩქარით მომავალმა ავტომანქანამ, რომელსაც სანისლე მაშუქები არ ჰქონდა ჩართული, მიუხედავად ცუდი ხილვადობის. გააჩერეს ავტომანქანები და ნახეს, რომ მათ ავტომანქანას დაუზიანდა სარკე. მოპირდაპირე ავტომანქანა გაჩერდა დაახლოებით 5 მეტრში. მათთან მივიდნენ უცნობები და განაცხადეს, რომ იყვნენ ტაბახმელაში მცხოვრები ა----–--ეები, ისინი საუბრობდნენ აგრესიულად, ლ----- ფ------–---–მა შესთავაზა ნომრების გაცვლა და საჭიროების შემთხვევაში დაკავშირება. მართლაც, კამათის გარეშე გაცვალეს კოორდინატები. მე-2 დღეს, დაახლეობით 1100-1130 საათზე ლ----- ფ------–---–ი მშვიდად ესაუბრებოდა მობილურ ტელეფონზე ა-–---- ა----–--ეს, რის შემდეგაც წავიდა მასთან შესახვედრად. დღის განმავლობაში მეუღლეს ესაუბრა რამდენჯერმე, მათ შორის 1830 საათზე, თუმცა აღელვება არ შეუმჩნევია. დაახლოებით 2000-2100 საათზე, ა-----------–---–მა რამდენჯერმე დარეკა მეუღლის მობილურ ტელეფონზე, თუმცა მოპასუხე ეუბნებოდა, მისი მეუღლე გასული იყო და ესაუბრებოდა ბიჭებს. მოგვიანებით მამისგან გაიგო, თითქოსდა ლ-----ს თავზე უკეთებდნენ ოპერაციას. მალევე შეიტყო ლ-----ს გარდაცვალების შესახებ. მომხდარის თაობაზე გაიგო, რომ წავკისში მივიდნენ - გ------- ა----–--ე, ა---- ყ-----–---–ი, ა-–---- ა----–--ე და კოლა (ნ-----–----) ა----–--ე. გ------- ა----–--ემ მოკლა ლ----- ფ------–---–ი და დ----- ფ------–---–ი, ხოლო დაჭრა რ----–-- ზ--------ა და ი----- დ--------–ი, კერძოდ მამამ შებოჭა ლ----- ფ------–---–ი, შვილმა კი მიაყენა დაზიანებები. ითხოვს დამნაშავეების მკაცრად დასჯას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ------- ს-----–---ის ჩვენების თანახმად, გარდაცვლილი ლ----- ფ------–---–ი იყო მისი მეუღლის დის - ა-----------–---–ის ქმარი, ხოლო დ----- ფ------–---–ი ამ უკანასკნელის ბიძაშვილი. 2018 წლის 22 დეკემბერს, 1130 საათზე სიმამრთან - მიხეილ დ------–---–თან მიდიოდა ოქროყანაში და თან მიჰყავდა ა-----------–---–ი, ლ----- ფ------–---–ი და მათი ბავშვი. მოძრაობდა უკიდურეს მარჯვენა ზოლში და თან ძალიან ნელი სიჩქარით, რადგან იყო ნისლი და ცუდი ხილვადობა. ერთ-ერთ მოსახვევთან შეეჯახა მოპირდაპირე მხრიდან მომავალი ავტომანქანა, რომელიც დაახლოებით 50-60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა და გაჩერდა დაახლოებით 5-7 მეტრში. გ------- ს-----–---მა ნახა, რომ ავტომანქანას, რომელშიც ისხდნენ, მარცხენა სარკე ჰქონდა დაზიანებული, შესაბამისად საწინააღმდეგო გზიდან მომავალი ავტომანქანის მძღოლს უთხრა, რომ დაზიანებული ავტომანქანა არ იყო მისი, თავის მხრივ კოლა (ნ-----–----) ა----–--ემ აგრესიულად უთხრა, რომ არც მათი იყო ავტომანქანა, რომლითაც შეეჯახნენ და დაშლილიყვნენ. აღნიშნული ნათქვამი არ მოეწონა ლ----- ფ------–---–ს და უთხრა, რომ ავარია ა----–--ეების ბრალი იყო, გაცვალეს სახელი, გვარები და ტელეფონის ნომრები, რა დროსაც ლ----- ფ------–---–მა ა-–---- ა----–--ის ნომერზე გაუშვა ზარი. მოწმემ განმარტა, რომ როდესაც მესაკუთრემ ნახა ავტომანქანა, თქვა რომ უმნიშვნელო ზიანი იყო და არ ენერვიულათ, თავის მხრივ ლ----- ფ------–---–მაც თქვა, რომ 10-15 ლარის გამო არ ღირდა ა----–--ეებთან დარეკვა. მეორე დღეს, ოქროყანაში სამსახურიდან დაბრუნებულმა გაიგო, რომ ლ----- ფ------–---–ი წავკისში იყო ასული. დაახლოებით 1900 საათზე გაიგო ა-----------–---–ის ყვირილი. მან მიხეილ დ------–---–თან საუბრისას გაარკვია, რომ ლ----- ფ------–---–ი იყო გარდაცვლილი, შესაბამისად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი-----------–--ის ჩვენების თანახმად, ლ----- ფ------–---–ი იყო მისი შვილი, დ----- ფ------–---–ი კი იყო მისი მეუღლის ბიძაშვილის შვილი, ხოლო დაზარალებულები - რ----–-- ზ--------ა და ი----- დ--------–ი კი გაიზარდნენ მის შვილთან ერთად. 2018 წლის 22 დეკემბერს, ლ----- ფ------–---–ი მეუღლესთან და შვილთან ერთად წავიდა ოქროყანაში სიმამრთან, ავტომანქანით, რომელსაც მართავდა ნათესავი - გ------- ს-----–---ი. მომხდარი ავარიის შესახებ გაიგო მოგვიანებით. მეორე დღეს, დღის განმავლობაში რამდენჯერმე ესაუბრა შვილებს ლ-----ს და ლ----ს, თუმცა მათ არ უთქვამთ რაიმე კონფლიქტის შესახებ, არც მას შეუმჩნევია რაიმე აღელვება, პირიქით ისინი მშვიდად საუბრობდნენ. დაახლოებით 1900 საათზე ესაუბრა ლ----ს, რომელმაც უთხრა, რომ არ ენერვიულა, რადგან ლ----- იყო მასთან ერთად. საუბრის დასრულებისთანავე ი----- დ--------–ის დედასთან სატელეფონო საუბრისას გაიგო, რომ ბიჭები არ ჩანდნენ და ეზოში იყო საპატრულო პოლიციის ავტომანქანები. აღნიშნულის შემდეგ ესაუბრა ლ----ს, რომელმაც უთხრა, რომ ლ----- თავში იყო დაჭრილი. კლინიკა ,,ნიუ ჰოსპიტალში“ მისვლისას გაიგო, რომ დ----- ფ------–---–ი გარდაცვლილი იყო. ასევე ზ----- და გ------- ფ------–---–ებისაგან გაიგო, რომ ტაბახმელიდან მივიდა - გ------- ა----–--ე, ნ-----–---- ა----–--ე, ა-–---------- ა----–--ე და ა---- ყ-----–---–ი და აგრესიული საუბრის შემდეგ ფიზიკური დაპირისპირებისას ნ-----–---- ა----–--ემ დაიჭირა და გ------- ა----–--ემ დანით ადგილზე მოკლა ლ----- ფ------–---–ი, ა---- ყ-----–---–მა კი ავტომანქანით წაიყვანა მკვლელები. ითხოვს დამნაშავეების მკაცრად დასჯას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ---- ფ------–---–ის ჩვენების თანახმად, არის გარდაცვლილ დ----- ფ------–---–ის დედა, ხოლო გარდაცვლილი ლ----- ფ------–---–ი ასევე იყო ახლო ნათესავი, დაზარალებულები - რ----–-- ზ--------ა და ი----- დ--------–ი კი იყვნენ გარდაცვლილების მეგობრები. 2018 წლის 22 დეკემბერს, დ----- ფ------–---–ი იყო თბილისში, დაახლოებით 1600 საათზე დაბრუნდა წავკისში, მოგვიანებით დააპირა თბილისში სამძიმარზე წასვლა, თუმცა როგორც მოგვიანებით ლ---- ფ------–---–მა გაიგო, გზად შეხვდა რ----–-- ზ--------ა და ნახეს მეგობარი ბიჭები. ლ---- ფ------–---–ს დაურეკა ნათესავმა და უთხრა, რომ ჩხუბი იყო მომხდარი და გაერკვია სად იყო დ----- ფ------–---–ი. გარეთ გასულს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა უთხრა, რომ დ----- ფ------–---–ი მომხდარ ინციდენტში არ ფიგურირებდა, მძიმედ იყო ლ----- ფ------–---–ი და ვიღაც თბილისელი, საუბარი იყო მის შვილზე, თუმცა იმ დროს ვერ მიხვდა. ლ----- ფ------–---–ის სანახავად კლინიკა ,,ნიუ ჰოსპიტალში“ მისვლისას მეუღლისგან გაიგო, რომ შვილი - დათუნა აღარ ჰყავდათ და ლ----- და დ----- ფ------–---–ები მოკლეს ტაბახმელაში მცხოვრებმა ა----–--ეებმა. ითხოვს დამნაშავეების მკაცრად დასჯას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი-----–--------ას ჩვენების თანახმად, არის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი გამომძიებელი. მოცემული საქმის ფარგლებში გამოკითხა მოწმე ლ---- ფ------–---–ი და მისი მონაწილეობით ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება - პირის ამოცნობა. მოწმემ ამოიცნო ამოსაცნობი პირი. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა კანონის დაცვით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ--------–-----ის ჩვენების თანახმად, არის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსი გამომძიებელი. მოცემული საქმის ფარგლებში 2018 წლის 26 დეკემბერს, ჩაატარა ფოტოსურათით ამოცნობა, რადგან გ------- ა----–--ემ უარი განაცხადა საგამოძიებო მოქმედება - პირის ამოცნობაში მონაწილეობის მიღებაზე. მონაწილე პირმა ლ---- ფ------–---–მა ამოიცნო გ------- ა----–--ე და განაცხადა, რომ ამოცნობილმა პირმა, 2018 წლის 23 დეკემბერს, მის ძმას მიაყენა ჭრილობა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გ------- ა----–--ემ განმარტა, რომ ნ-----–---- ა----–--ე არის მისი მამა, ხოლო ა---- ყ-----–---–ი მისი ბავშვობის მეგობარი. გარდაცვლილ ფ------–---–ებსა და დაზარალებულებს ი----- დ--------–ს და რ----–-- ზ--------ას არ იცნობდა მომხდარ ფაქტამდე, თუმცა აღიარებს, რომ როგორც გარდაცვლილებს, ისე დაზარალებულებს მან მიაყენა ჭრილობები დანით, რომლის თან ქონის და გამოყენების შესახებ, არც ნ-----–---- ა----–--ემ და არც ა---- ყ-----–---–მა არაფერი იცოდა. ამასთან, აღნიშნულის შესახებ არც შემდეგ უთქვამს მათთვის. გ------- ა----–--ემ ბრალდების მხარის შეკითხვებს პასუხი არ გასცა - თავი შეიკავა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ნ-----–---- ა----–--ემ განმარტა, რომ გ------- ა----–--ე არის მისი შვილი, ა---- ყ-----–---–ი კი ნათესავი. გარდაცვლილებს და დაზარალებულებს არ იცნობდა. წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს, რადგან მისთვის უცნობი იყო ჩხუბისას ჰქონდა თუ არა და დაარტყა თუ არა ვინმეს გ------- ა----–--ემ დანა. აღნიშნულთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ არც შემთხვევის ადგილის დატოვების შემდგომ ავტომანქანაში. ნ-----–---- ა----–--ემ ბრალდების მხარის შეკითხვებს პასუხი არ გასცა - თავი შეიკავა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ა---- ყ-----–---–მა განმარტა, ნ-----–---- და გ------- ა----–--ეები არიან მისი ნათესავები, გარდაცვლილებს და დაზარალებულებს არ იცნობს. 2018 წლის 22 დეკემბერს, ჩამოვიდა იტალიიდან და მალევე, რამდენიმე კვირაში აპირებდა საბერძნეთში წასვლას, სადაც ცხოვრობს. 2018 წლის 23 დეკემბერს, დაახლეობით 1000 საათზე ნახა გ------- და ნ-----–---- ა----–--ეები, რადგან სჭირდებოდათ მისი ავტომანქანით გადაადგილება. დაახლოებით 1900 საათზე დაბრუნდნენ ტაბახმელაში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლებში, თუმცა დაახლოებით ნახევარ საათში დაურეკეს და სთხოვეს მათთან მისვლა. უთხრეს, რომ წინა დღეს მოუხდათ ავარია, კერძოდ გაუსვეს უცნობის ავტომანქანას და დაუზიანეს სარკე, რის გამოც ფული უნდა მიეტანათ წავკისში. საღამოს საათებში, მაშინ როცა უკვე ბნელოდა, მივიდნენ შემთხვევის ადგილას, ტერიტორია არ იყო კარგად განათებული, გარე განათების ბოძები ერთმანეთისგან მოშორებით იყო განლაგებული. წამოსვლისას კოლა (ნ-----–----) ა----–--ეს ჰქონდა თავი გატეხილი და წარბი გამსკდარი, ავტომანქანაში სისხლი ასხამდა, ის კი მაისურით წმენდდა. არ ეგონა, რომ სარკის დაზიანების გამო მსგავსი შედეგი დადგებოდა. ამასთან, მისთვის არავის უთქვამს, რომ რომელიმე მათგანს ჰქონდა დანა, მხოლოდ განყოფილებაში გაიგო, რომ ვიღაც გარდაიცვალა. დაახლოებით 2100 საათზე მივიდნენ სახლებში, სადაც გამოიცვალა ტანსაცმელი. მალევე, 15-30 წუთში გ------- ა----–--ემ დაურეკა, რომ მასთან მისულიყო, მისულს კი უთხრა, რომ სახლში ჰქონდა პრობლემები, მომხდარის გამო კი უფრო გაურთულდა მდგომარეობა და სთხოვა ბათუმში მეგობრებთან წაყვანა. მან უთხრა, რომ არ ჰქონდა საწვავი, რაც ასევე ნათქვამი ჰქონდა წავკისში წაყვანისას, თუმცა გ------- ა----–--ემ უთხრა მამისთვის ეთხოვა ავტომანქანა. მართლაც, ქუთაისამდე გ------- ა----–--ე და ა---- ყ-----–---–ი წაიყვანა ამ უკანასკნელის მამამ. ბათუმში ჩასვლისას მისგან დაახლოებით 50-100 მეტრში მდგარ გ------- ა----–--ესთან მივიდნენ უცნობები და ჩასვეს ავტომანქანაში, ხოლო მას მიუტანეს ფურცელი და უთხრეს, რომ მეორე დღეს 1100 საათზე უნდა გამოცხადებულიყო განყოფილებაში, შესაბამისად ტაქსით დაბრუნდა თბილისში და მივიდა განყოფილებაში. პასპორტი თან არ ჰქონია. ა---- ყ-----–---–მა ბრალდების მხარის შეკითხვებს პასუხი არ გასცა - თავი შეიკავა.

 

2019 წლის 16 აპრილის N008832618 დასკვნის თანახმა: ლ----- ფ------–---–ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული გულმკერდის მიდამოს ერთი ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობების შედეგად გულის დაზიანების გამო. ჭრილობა მიყენებულია სიცოცხლის პერიოდში, რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და უშუალო მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. ჭრილობის არხის მიმართულებაა - წინიდან უკან, მარჯვნიდან მარცხნივ, თითქმის ჰორიზონტალურად, სიღრმით 10 სმ-მდე.

 

2019 წლის 6 მაისი N008845018 დასკვნის თანახმად: დ----- ფ------–---–ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული წელის მიდამოსერთი ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობის შედეგად მუცლის აორტის დაზიანების გამო. ამასთან, ჭრილობა მიყენებულია სიცოცხლის პერიოდში, რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და უშუალო მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. ჭრილობის მიმართულებაა უკნიდან წინ, მარცხნიდან მარჯვნივ, ქვემოდან ოდნავ ზემოთ, სიღრმით 16 სმ-მდე.

 

2019 წლის 26 მარტის N002033819 დასკვნის თანახმად: შპს ,,ნიუ ჰოსპიტალის“ ბეჭდით დამოწმებული სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N14768-ის ჩანაწერების თანახმად ი----- დ--------–ი მოუთავსებიათ კლინიკაში 23.12.18. წლის 2020 საათზე. დაუდგინდა - ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის არეში მარცხნივ, იღლიის უკანა ხაზზე, მე-8-9 ნეკნთაშუა სივრცეში, შემავალი მარცხენა პლევრისა და მუცლის ღრუში, მარცხენამხრივი ჰემო-პნევმოთორაქსით, მარცხენა ფილტვის, დიაფრაგმის, ელენთის და დიდი ბადექონის დაზიანებით, ასევე ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის უკანა კედელზე მარჯვნივ, ხერხემლის ახლო ხაზზე, მე-8-9 ნეკნთაშუა სივრცეში, შემავალი მარჯვენა პლევრის ღრუში, მარჯვენა ფილტვის, ნეკნთაშუა არტერიის დაზიანებით და მარჯვენამხრივი ჰემო-პნევმოთორაქსით. ნაკვეთი ჭრილობები გულმკერდის მიდამოში ორმხრივ განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს.

 

2019 წლის 11 მარტის N001575419 დასკვნის თანახმად: შპს ,,პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N7742-ის და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით რ----–-- ზ---------ა მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონარულ მკურნალობას იტარებდა 23.12.18 წლიდან 25.12.2018 წლამდე. დიაგნოზით: ზურგის ქვედა ნაწილის (წელის) ღია ჭრილობა. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

2019 წლის 23 აპრილის სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N5002472619 დასკვნის თანახმად: შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანის პირზე და ტარზე არსებული მოწითალო- მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს (ობ. N1,2), ობიექტი N1-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის დ----- ფ------–---–ს, ობიექტი N2-ის და იმავე დანის ტარზე არსებული ბიომასალა (ობ. N 2ა) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ----- ფ------–---–ს.

 

საქმის არსებითად განხილვის დროს მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ მტკიცებულებათა ნაწილი, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებების, მათ შორის გ------- ფ------–---–ის ჩვენება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, პირის ამოცნობის ოქმები, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, ამოღების ოქმები, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა და სხვა.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები გ------- ა----–--ის და ა---- ყ-----–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად.

 

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზეც, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

მტკიცებულებათა შეფასება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს:

 

„ა) გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში“.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანალიზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

 

უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ, ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელ----ტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8).

 

სიცოცხლის უფლება, თავისი მნიშვნელობის გამო, არის ის პირველი მატერიალურ სამართლებრივი უფლება, რომელსაც კონვენცია ითვალისწინებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის პრაქტიკაში ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი კონვენციის ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური დებულებაა (ბუზურტანოვა და ზარხმატოვა რუსეთის წინააღმდეგ (Buzurtanova and Zarkhmatova v. Russia), განაცხადი no. 78633/12 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 101). მასში გათვალისწინებულია ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური ფასეულობა და შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით იხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს (ჰაასი და საბო უნგრეთის წინააღმდეგ (Haász and Szabó v. Hungary), განაცხადი no. 11327/14 და 11613/14 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 49). (იხ. mutatis mutandis, ფედორჩენკო და ლოზენკო უკრაინის წინააღმდეგ (Fedorchenko and Lozenko v. Ukraine), განაცხადი no. 387/03, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 44).

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად, „ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული“. იგი აბსოლიტური ხასიათის უფლებაა და ერთი მხრივ სახელმწიფოს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას უკრძალავს (ნეგატიური ვალდებულება), მეორე მხრივ მის აქტიურად დაცვას ავალდებულებს (პოზიტიური ვალდებულება). სიცოცხლის უფლება ყველა სხვა უფლების ლოგიკური წინაპირობაა და მისი დაცვის ფასეულობა უაღრესად დიდია. საქართველოს კონსტიტუციის 15-ე მუხლის საფუძველზე: „სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისათვის. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა - სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. განზრახვის დადასტურება შესაძლებელია, არამხოლოდ ბრალდებულის განცხადებით, ან/და მოწმეთა ჩვენებებით, არამედ ჩადენილი ქმედების და თავად ქმედების ჩადენამდე არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. ვინაიდან მკვლელობა შედეგიანი დელიქტია, მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია შედეგად ზიანის დადგომა. ამდენად, თუ დამნაშავემ მისგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზების გამო, მაგალითად გააშველეს, ხელი შეუშალეს, დაზარალებულს დროულად აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და სხვა, ვერ შეძლო ქმედების ბოლომდე მიყვანა, ადგილი ექნება არა დამთავრებულ მკვლელობას, არამედ მკვლელობის მცდელობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობისათვის, მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებების და თავად ბრალდებულ გ------- ა----–--ის ჩვენების თანახმად დგინდება, რომ კონფლიქტისას გ------- ა----–--ის უშუალო ქმედების შედეგად გარდაიცვალნენ - ლ----- და დ----- ფ------–---–ები, სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები გულმკერდის არეში მიიღო ი----- დ--------–მა, ხოლო ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, მსუბუქ ხარისხის ზურგის ქვედა ნაწილის (წელის) ღია ჭრილობა მიიღო რ----–-- ზ---------ამ. ამასთან სწორედ სამედიცინო ჩარევის შედეგად შეუნარჩუნდათ დაზარალებულებს სიცოცხლე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარის მიერ მითითებული არგუმენტებიდან სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81.).

 

სააპელაციო პალატა მტკიცებულებათა გაანალიზების საფუძველზე, ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ ვერ იქნება გაზიარებული ბრალდების მხარის პოზიცია ნ-----–---- და გ------- ა----–--ეების მიერ ლ----- ფ------–---–ის განზრახ მკვლელობის ჯგუფურად ჩადენის შესახებ, რადგან ვერ დადასტურდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობით, გარდა - მოწმე ზ----- ფ------–---–ის ჩვენებისა, რომელმაც განმარტა, რომ გ------- ა----–--ეს დარტყმაზე დარტყმით უპასუხა ლ----- ფ------–---–მა, რასაც მოჰყვა ჩხუბი. 15-20 წამში ნ-----–---- ა----–--ემ - უკნიდან გაკოჭა, დაუკავა ხელები ლ----- ფ------–---–ს, ხოლო გ------- ა----–--ემ წინიდან ჩაარტყა დანა. მოწმემ განმარტა, რომ ის გ------- ა----–--ეს უყურებდა სახით და გარკვევით ხედავდა დარტყმას გულის არეში.

 

გ------- ფ------–---–ის ჩვენება განსხვავდება ზ----- ფ------–---–ის ჩვენებისაგან, ერთი კონკრეტული მოქმედების შეფასებისას, კერძოდ როგორც აღინიშნა, ზ----- ფ------–---–მა განმარტა, რომ ნ-----–---- ა----–--ემ უკნიდან დაუკავა ხელები ლ----- ფ------–---–ს, ხოლო გ------- ა----–--ემ წინიდან ჩაარტყა დანა. გ------- ფ------–---–ი გ------- ა----–--ის მიერ ლ----- ფ------–---–ისათვის დანის დარტყმის ფაქტის უშუალო აღწერისას კი არ უთითებს ნ-----–---- ფ------–---–ის მასთან ერთად ყოფნას და რაიმე სახის დახმარებას, მხოლოდ მოგვიანებით ისიც ზოგადად განმარტავს, რომ ნ-----–---- ა----–--ე გ------- ა----–--ის ოდნავ უკან, გვერდითა მხრიდან ედგა და თითქოს უკნიდან იცავდა და ზურგს უმაგრებდა მის წინ მდგომ შვილს. აღნიშნული ქმნის წარმოდგენას, რომ ნ-----–---- ა----–--ე იმყოფებოდა თავდაცვით პოზიციაში, მინიმუმ შვილთან მიმართებაში, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ თითოეულ მხარეს პირთა რაოდენობას და არა თავდასხმით მდგომარეობაში, რაშიც შეიძლება მოვიაზროთ ზ----- ფ------–---–ის განმარტება გაკოჭვასთან მიმართებაში. ზ----- ფ------–---–ის ვერსიის შემთხვევაში ნ-----–---- ა----–--ე იდგა ლ----- ფ------–---–ის უკან - ,,ნ-----–---- ა----–--ემ - უკნიდან გაკოჭა, დაუკავა ხელები ლ----- ფ------–---–ს“, ხოლო გ------- ფ------–---–ის ვერსიით ნ-----–---- ა----–--ე გ------- ა----–--ის ოდნავ უკან, გვერდითა მხრიდან იდგა და ეს მაშინ, როცა გ------- ა----–--ის წინ იდგა ლ----- ფ------–---–ი - ,,მის წინ მდგომ ლ----- ფ------–---–ის გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა“. ამ ვერსიის პირობებში კი შეუძლებელია ნ-----–---- ფ------–---–ს გაეკოჭა ან რაიმე სახის ფიზიკურ შემხებლობაში ყოფილიყო ლ----- ფ------–---–თან, უშუალოდ დანის დარტყმის მომენტისათვის. უფრო მეტიც, მის წინ გ------- ა----–--ის დგომის ფაქტი, ამცირებს შესაძლებლობას ნ-----–---- ა----–--ეს დაენახა გ------- ა----–--ის მიერ მის წინ მდგომისათვის დანის დარტყმა. ნ-----–---- ა----–--ისა და გ------- ა----–--ის მიერ ლ----- ფ------–---–ის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის შესახებ განმარტა მხოლოდ ზ----- ფ------–---–მა. თავის მხრივ ბრალდებულებმა უარყვეს ნ-----–---- ა----–--ის მონაწილეობა უშუალოდ ლ----- ფ------–---–ის მკვლელობაში.

გ------- ა----–--ის ჩვენების თანახმად, მან ისე წაიღო და შემდგომ გამოიყენა ჩხუბში დანა, რომ თანმხლები პირებისათვის, მათ შორის მამისთვის ამის შესახებ არ უთქვამს. ამასთან, მნიშვნელოვანია 2019 წლის 25 მარტის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნა და აუდიოჩანაწერისა და ვიდეოგრამაზე არსებული აუდიონაწილის ტექსტობრივად გაშიფრული მასალა, რომლის თანახმადაც ბრალდებული გ------- ა----–--ე განმარტავს, რომ 2018 წლის 22 დეკემბერს, მომხდარი ავარიის გამო ის, მამამისი, მისი ძმა ა-–---------- ა----–--ე და ა---- ყ-----–---–ი მივიდნენ ფ------–---–ებთან, მოწინააღმდეგე მხარეს ჩხუბობდნენ ათი პირი, შეიძლება მეტიც. ჩხუბისას თავდაცვის მიზნით დაარტყა სახლიდან წაღებული დანა, კერძოდ იქნევდა და ერთ-ორს იქვე დაარტყა. ამასთან საუბრისას გ------- ა----–--ე განმარტავს, რომ ლ----- ფ------–---–თან სატელეფონო საუბრისას, ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ მას მანქანა აღარ აინტერესებდა და სხვა საუბარი ჰქონდა. სწორედ აღნიშნული დიალოგით დაეჭვდა, რომ შესაძლებელი იყო რაიმე მომხდარიყო და ჯიბეში ჩაიდო დანა. ასევე გ------- ა----–--ემ აღიარა, რომ როგორც გარდაცვლილებს ლ----- და დ----- ფ------–---–ებს, ისე დაზარალებულებს რ----–-- ზ---------ას და ი----- დ--------–ს მან მიაყენა ჭრილობები დანით, რომლის თან ქონის და გამოყენების შესახებ, არც ნ-----–---- ა----–--ემ და არც ა---- ყ-----–---–მა იცოდა. აღნიშნული ჩვენება კი სრულ შესაბამისობაშია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილის გ------- გ--------ისა და ბრალდებულ გ------- ა----–--ის საუბრის ფარული აუდიო ვიდეო ჩანაწერთან და მის კრებსით ნაწილთან, სადაც კითხვაზე ,,როგორ დაარტყი? რამდენს დაარტყი? გახსოვს თუ ეიფორიაში იყავი თუ როგორ არი?“, პასუხობს - ,,ვიქნევდი რა, ერთი-ორს იქვე დავარტყი რა. მერე იქით მხარეს მამაჩემს ... დავარტყი, გაიქცა ის ერთი და ...“. ,,დანა იქ დამივარდა“.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას საგამოძიებო მოქმედების ამსახველი - ამოცნობის ან/და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებთან დაკავშირებით, რომლებიც არის კონკრეტული მოწმის ჩვენებების გაგრძელება და მათი განყენებულად, როგორც ცალკე დამოუკიდებელი მტკიცებულებად განხილვა, მტკიცებულებათა ერთობლიობის კუთხით, დაუშვებელია. ამ პირობებში კი შესაძლო დანაშაულის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია ნ-----–---- ა----–--ის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, არა უბრალოდ მტკიცებულებათა ,,ფორმალური ერთობლიობა’’, არამედ საკმარისი, დამაჯერებელი, სარწმუნო, ურთიერთშეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობაა აუცილებელი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.,შესაბამისად ნ-----–---- ა----–--ე საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ი----- დ--------–მა და რ----–-- ზ---------ამ დაადასტურეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ დანა არავის ხელში არ დაუნახავთ, მიიღეს დაზიანებები, კერძოდ დაზარალებულმა ი----- დ--------–მა განმარტა, რომ მას შემდეგ რაც დაინახა და მიუახლოვდა ძირს დაცემულ დაჭრილ დ----- ფ------–---–ს, იმავდროულად ზურგის უკანა მხარეში იგრძნო ტკივილი, სითბო და სისხლი, მოიკრიბა ძალა და მიუახლოვდა იქვე დაგდებულ ლ----- ფ------–---–ს, იმ დროისთვის ერთ-ერთი უცნობთაგანი უკვე იდგა ავტომანქანასთან და ყვიროდა, რომ დაერეკათ სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში. დაძახილის შინაარსით მიხვდა, რომ მძიმე ვითარებაში იყვნენ. თავის მხრივ დაზარალებულმა რ----–-- ზ---------ამ განმარტა, რომ ჩხუბის დაწყებიდან მალევე დაჭრეს, წაიქცა და ვერაფერს ხედავდა, მხოლოდ ყვიროდა. მასთან ახლოს თხრილში ეგდო, ასევე დაჭრილი ლ----- ფ------–---–ი.

 

გამოძიების ეტაპზე გ------- ფ------–---–ი ჩვენებაში, რომელიც დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა ცნობილი, განმარტავს, რომ ის და ზ----- ფ------–---–ი იდგნენ ჩხუბის ეპიცენტრიდან 4-5 მეტრის მოშორებით, ქუჩაში იყო გარე განათება და ნათლად ხედავდა მოჩხუბართა ფიზიკურ აღწერილობას და მოქმედებებს. მათგან, იგულისხმება გ------- და ზ----- ფ------–---–ები, თვალნათლივ ჩანდა ყველაფერი. ლ----- ფ------–---–ი აგრესიულად და ხმამაღალი ტონით ესაუბრებოდა მის წინ მდგომი დაახლოებით 26-27 წლის ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც ლ-----ს დაარტყა ხელი სახეში, დაიწყო ჩხუბი, რომელშიც მონაწილეობდა ტაბახმელიდან მისული ოთხივე პირი. ჩხუბის დროს სწორედ 26-27 წლის პირის ხელში დაინახა დანა (დიდი ზომის ხანჯალი), რომელიც გულმკერდის არეში დაარტყა მის წინ მდგომ ლ----- ფ------–---–ს. დანა მხოლოდ ერთ პირს ჰქონდა ხელში კონფლიქტისას, რომელიც იდგა ლ-----ს წინ და დაარტყა მას. იგივე გარემოებები მიუთითეს მოწმეებმა ზ----- და გ------- ფ------–---–ებმა საგამოძიებო ექსპერიმენტისას და ამოცნობისას.

 

მოწმე ზ----- ფ------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ხმაურზე ავტოფარეხიდან გარეთ გასულმა დაინახა, რომ ლ----- ფ------–---–ი ესაუბრებოდა გ------- ა----–--ეს, რასაც მოჰყვა ჩხუბი, კერძოდ გ------- ა----–--ემ დაარტყა ლ----- ფ------–---–ს, რომელმაც ასევე დარტყმით უპასუხა, რის შემდეგაც ჩხუბში ჩაერთვნენ იქ მყოფი პირები, 15-20 წამში ზ----- ფ------–---–მა დაინახა, რომ გ------- ა----–--ემ წინიდან ლ----- ფ------–---–ს ჩაარტყა დანა. დ----- ფ------–---–ი წავიდა ლ-----ს მხარეს, რა დროსაც გ------- ა----–--ემ მასაც დაარტყა მოქნეული დანა ზურგში. დ----- ფ------–---–ი ზურგის მხრიდან ასხამდა სისხლს და ყვიროდა, რომ დაჭრეს, იმავდროულად ჩაიკუზა. მას შემდეგ რაც ზ----- ფ------–---–მა დაინახა დაჭრილი ლ----- და დ----- ფ------–---–ები, ისე რომ არ ჩაერია ჩხუბში წავიდა სახლისკენ პირველადი დახმარებისათვის საჭირო ნივთების მისატანად, თუმცა დაინახა, რომ გ------- ა----–--ემ ზურგში ჩაარტყა დანა ი----- დ--------–საც. მოწმემ განმარტა, რომ მას რ----–-- ზ---------ას დაჭრის ფაქტი არ დაუნახავს, სავარაუდოდ ის მაშინ დაჭრეს, როცა თავად სახლში შევიდა. ჩხუბი დაახლოებით 2 წუთი გაგრძელდა და დანა (ბებუთის მსგავსი) დაინახა მხოლოდ გ------- ა----–--ის ხელში.

 

მოწმეების - ა-----------–---–ის, ი-----------–--ეს, ლ---- ფ------–---–ის ჩვენებებს, მათთვის შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ ცნობილი გახდა სხვა პირებისგან და თავად ფაქტს - ლ----- ფ------–---–ის მიმართ სიცოცხლის მოსპობას არ შესწრებიან და ცხადია აღნიშნული მოწმეთა ჩვენება წარმოადგენს ირიბ ჩვენებას.

 

ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- ა----–--ესა და ლ----- ფ------–---–ს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებასა და ჩხუბში გადაიზარდა რა დროსაც გ------- ა----–--ეს გაუჩნდა შურისძიების მოტივი და მოკვლის განზრახვით ლ----- ფ------–---–ს გულმკერდის არეში დანით მიაყენა ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა. დაზიანების შედეგად ლ----- ფ------–---–ი უმოკლეს დროში გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ, ორი და მეტი პირის განზრახ მკვლელობის მიზნით გ------- ა----–--ემ მომარჯვებული დანა დაარტყა ლ----- ფ------–---–თან მყოფ პირებს: დ----- ფ------–---–ს, რ----–-- ზ---------ას და ს----- დ--------–ს. დ----- ფ------–---–მა მიიღო ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, რამაც მუცლის აორტის დაზიანება და ამ უკანასკნელის სიკვდილი გამოიწვია, რ----–-- ზ---------ამ მიიღოს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხოლო ი----- დ--------–მა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

შესაბამისად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასტურდება, რომ გ------- ა----–--ემ ჩაიდინა ორი პირის განზრახ მკვლელობა (ლ----- და დ----- ფ------–---–ები) და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში (რ----–-- ზ--------ა და ი----- დ--------–ი), აღნიშნულიდან გამომდინარე გ------- ა----–--ე საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს. გ------- ა----–--ე ცნობილ უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

მსჯავრდებულ ა---- ყ-----–---–ის ინტერესების დამცველი ითხოვს მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. აპელანტის პოზიციით მხოლდ ი----- დ--------–ის ჩვენება არ არის საკმარისი ა---- ყ-----–---–ის მსჯავრდებისათვის. არც ზ----- ფ------–---–ს, არც გ------- ფ------–---–ს და არც ლ---- ფ------–---–ს არ გაუგიათ ყვირილი 112-ში დარეკეთო. ნამდვილად იცოდა თუ არა ა---- ყ-----–---–მა დანაშაულის შესახებ, საეჭვოა და ცალსხად არ დასტურდება საქმეში არსებული მასალებთ - „უნდა გაეგო“ „ მანქანასთან იდგა“, ეს მოცემულობა მხოლოდ ეჭვებზეა დაფუძნებული. მოწმეები ვერ უთითებენ ა---- ყ-----–---–ის მდებარეობას, მისი გაქცევის დროს და ეტაპს. ამასთან ზოგადად სასწრაფოს გამოძახების მოწოდება ვერ ჩაითვლება იმავდროულად დანაშაულის ჩადენის ცოდნად, ა---- არც ჩხუბის და „გარჩევის“ ინიციატორი არ იყო, მხოლოდ მძღოლის როლს ასრულებდა, არც ის იცოდა გ------- ა----–--ეს თუ ჰქონდა დანა. აპელანტის პოზიციით ზ----- ფ------–---–ის ჩვენებით -კარგი განათების არსებობა, წინააღმდეგობაში მოდის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან და შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოსურათებთან. თუნდაც ის გარემოება, რომ ა---- ყ-----–---–ი შემთხვევის ადგილზე ჩხუბობდა (უთითებს მოწმე ზ----- ფ------–---–ი) ეს თავისთავად არ გულისხმობს, რომ ა---- ყ-----–---–მა ნადვილად დაინახა გ------- ა----–--ის მიერ იქ მყოფი პირების დაჭრის მომენტი, შემთხვევის ადგილის დატოვების შემდგომ, თავად გამართლებული და მსჯავრდებული აღნიშნავენ, რომ მათ ა----სთვის დაჭრის ფაქტი საერთოდ არ უხსენებიათ. დაკავების დროს აღნიშნულია, რომ ა----–--ეებს დაზიანება მიყენებული ჰქონდათ, მაშასადამე სისხლის კვალი მანქანაში არ წარმოშობს ეჭვებს, რომ ვიღაც გარდაცვლილია ვინაიდან თავად ა----–--ეები იყვნენ სისხლიანები და ა---- ყ-----–---–ი წმენდდა მათ სისხლს. მოწმეები ლ---- ფ------–---–ი და ი----- დ--------–ი ადასტურებენ, რომ 10-15 მეტრის რადიუსში მიმდინარეობდა ჩხუბი რაც საკმაოდ დიდი მანძილია იმისათვის, რომ ადამიანმა სიბნელეში დანის დარტყმის ფაქტის დანახვა შეძლოს.

 

საააპელაციო პალატს მიაჩნია, რომ დანაშაულის ფაქტის თვითმხილველ ა---- ყ-----–---–მა, რომელმაც ნამდვილად იცოდა, რომ გ------- ა----–--ემ ჩაიდინა დამამძიმებელ გარემოებებში ლ----- ფ------–---–ის და დ----- ფ------–---–ის განზრახ მკვლელობა და რ----–-- ზ---------ას და ი----- დ--------–ის მკვლელობის მცდელობა, მომხდარი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოს და გ------- ა----–--ესთან ერთად მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. ა---- ყ-----–---–ი ნამდვილად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილას და იყო უშუალო თვითმხილველია მომხდარი დანაშაულის. კონკრეტული პირების დაჭრისა და მძიმე მდგომარეობაში ყოფნის შესახებ ინფორმაციის აღქმას და გააზრებას არ უბრკოლებდა არანაირი ობიექტური გარემოება, თუმცა მიუხედავად ამისა, არაფერი მოიმოქმედა. როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს, ისე სააპელაციო პალატას ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ა---- ყ-----–---–მა 2018 წლის 23 დეკემბერს, მაშინ როცა გ------- ა----–--ესთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი, იცოდა ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ.

 

კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია დანაშაულის შეუტყობინებლობა, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი უმოქმედობა. კერძოდ პირს გაცნობიერებული აქვს, რომ ჩადენილია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული და განზრახ არ ატყობინებს სამართალდამცავებს აღნიშნული ფაქტის თაობაზე. კერძოდ მოცემულ შემთხვევაში, მაშინ როდესაც საქმე გვაქვს ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან, არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს მომხდარი ფაქტის შესახებ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. კონკრეტული ბრალდებულის დანაშაული გამოიხატება დამნაშავის პასიურ ქცევაში (უმოქმედობაში), რომელიც არ აწვდის სათანადო ორგანოებს დანაშაულის აღსაკვეთად ან გამოძიების ეფექტურად წარმოებისათვის აუცილებელ ინფორმაციას. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა ნამდვილად იცოდეს: 1) მზადდება ან/და ჩადენილია დანაშაული; 2) დანაშაული, რომლის მომზადების ან/და ჩადენის თაობაზე უტყუარ ინფორმაციას ფლობს დანაშაულის სუბიექტი უნდა მიეკუთვნებოდეს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიას.

 

ა---- ყ-----–---–ის ჩვენების სანდოობასთან დაკავშირებით პალატა აფასებს საქმეში არსებულ მოწმეთა ჩვენებს და სხვა წერილობით მტკიცებულებებს და მიიჩნევს, რომ ა---- ყ-----–---–ის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციის შინაარსი მიზნად ისახავს პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას. კერძოდ ა---- ყ-----–---–მა განმარტა, რომ მომხდარი კონფლიქტის დროს მას არაფერი დაუნახავს და გაუგია, არც ავტომანქანაში უსაუბრია გ------- ა----–--ესთან, ისე მიიყვანა სახლში ბრალდებულები და თავადაც მივიდა სახლში. თუმცა 15-30 წუთში გ------- ა----–--ემ სთხოვა ბათუმში მეგობრებთან წაყვანა, ოჯახში არსებული პრობლემების გამო. საწვავის არ ქონის გამო უარის თქმის შემდეგ კი გ------- ა----–--ის თხოვნითვე სთხოვა მამას და წავიდნენ. სასამართლოსათვის, ისევე როგორც ნებისმიერი ობიექტური პირისათვის გაუგებარია, მსგავსი ტიპის კონფლიქტიდან უახლოეს წუთებში და საათებში, ფაქტიურად დაუყოვნებლივ როგორ ჩათვალა ა---- ყ-----–---–მა, რომ გ------- ა----–--ე მართლაც ოჯახური პირობების გამო აპირებდა სახლიდან წასვლას და რატომ გავიდა ქალაქიდან, თუ არა პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობა. ამასთან ქუთაისიდან რატომ გამოაბრუნა მამა და არ გამოჰყვა თავადაც, თუ როგორც თავად განმარტავს - თბილისიდან გავიდა მხოლოდ გ------- ა----–--ის დასახმარებლად (თხოვნის საფუძველზე) - ბათუმში წასაყვანად.

 

უპირველესად სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს შემთხვევის ადგილზე განხორციელებულ ქმედებათა დინამიკაზე, კერძოდ მოწმეებმა ზ----- და გ------- ფ------–---–ებმა დაადასტურეს, რომ კონფლიქტისას ჩხუბობდა ტაბახმელიდან მისული ოთხივე პირი, კერძოდ მამა და 2 შვილი ა----–--ეები და ა---- ყ-----–---–ი. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ი----- დ--------–ის განმარტებით მისთვის უცნობია რამდენი პირი იყო მისული მათთან, დაინახა ძირს დავარდნილი დ----- ფ------–---–ი, მასთან მისვლისას თავადაც დაიჭრა, მოიკრიბა ძალა და მიუახლოვდა ასევე ძირს დაგდებულ ლ----- ფ------–---–ს, ამ დროისთვის კი ერთ-ერთი უცნობთაგანი უკვე იდგა ავტომანქანასთან და ყვიროდა, რომ დაერეკათ სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში, დაძახილის შინაარსით მიხვდა, რომ დაჭრილები მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. მოწმეთა ჩვენებების თანახმად დაჭრილები - დაჭრის შესახებ ყვიროდნენ, რაც ცხადია იმავე ჩხუბში ჩართულმა ბრალდებულმა ა---- ყ-----–---–მაც გაიგო, ისევე როგორც ეს გაიგეს დაზარალებული მხარის წარმომადგენლებმა, კერძოდ: რ----–-- ზ---------ამ განმარტა, რომ დაჭრილი წაიქცა, ვერაფერს ხედავდა, მხოლოდ ყვიროდა. გ------- თ-------ემ განმარტა, რომ გაშველებისას წაიქცა, წამოდგომისას დაინახა სახით წაქცეული ლ-----, რომელიც კანკალებდა, იმავდროულად ი----- დ--------–მა დაიძახა, რომ სავარაუდოდ დაიჭრა. მოგვიანებით, გ------- თ-------ემ ასევე გაიგო დაჭრილი რ----–-- ზ---------ას ხმა, რომელიც დახმარებას ითხოვდა, მანვე მისცა თავისი ავტომანქანის გასაღები და წავიდნენ საავადმყოფოსკენ.

 

მოწმე ლ---- ფ------–---–მა განმარტა, რომ დაინახა ძირს დაგდებული, უგონო მდგომარეობაში მყოფი ლ----- ფ------–---–ი, ასევე მის გვერდით დაგდებული რ----–-- ზ---------ა, რომელსაც ავტომანქანის გასაღები ჰქონდა აწეული და ყვიროდა, რომ ლ----- წაეყვანათ და გადაერჩინათ, რადგან მას აღარაფერი ეშველებოდა. მოწმე ზ----- ფ------–---–მა განმარტა, რომ გ------- ა----–--ემ წინიდან ჩაარტყა დანა ლ----- ფ------–---–ს, მეტრნახევარში მყოფმა დ----- ფ------–---–მა დაინახა და წავიდა ლ-----ს მხარეს, რა დროსაც გ------- ა----–--ემ მასაც დაარტყა მოქნეული დანა ზურგში, დ----- ფ------–---–მა დაიყვირა, რომ დაჭრეს და ჩაიკუზა, ზურგის მხრიდან ასხამდა სისხლს. მოწმეებმა და თავად დაზარალებულებმა დაადასტურეს, რომ მათ დაინახეს ძირს დაგდებული სისხლიანი ლ----- და დ----- ფ------–---–ები და ეს ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ერთის მხრივ დაზარალებულები მიიღებდნენ დაზიანებებს და თავადაც დაეცემოდნენ და მეორეს მხრივ ბრალდებულები ჩასხდებოდნენ ავტომანქანაში და მიიმალებოდნენ, ხოლო ავტომანქანაში ჩასხდომის დროს, ერთ-ერთმა მათგანმა, მოუწოდა იქ მყოფთ დაერეკათ სსიპ ,,112-ში“. ეს გარემოებები კი უტყუარად ადასტურებს, რომ ა---- ყ-----–---–მა შემთხვევის ადგილის დატოვებამდე იცოდა დაზარალებულების დაჭრისა და მძიმე მდგომარეობის შესახებ, რაც საჭიროებდა გადაუდებელ და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დარეკვის მოწოდების ინიციატორი არ იყო ა---- ყ-----–---–ი. ი----- დ--------–ის განმარტებით ყვიროდა ტაბახმელიდან მისული ერთ-ერთი მათგანი. ა---- ყ-----–---–ი ი----- დ--------–თან შედარებით ბევრად უკეთეს პოზიციაში - უშუალოდ მანქანასთან იმყოფებოდა, მას არ ჰქონდა დაკარგული მოვლენების ანალიზის და შეფასების უნარი. მხედველობაშია ასევე მისაღები ერთის მხრივ ბრალდებულების ავტომანქანის დგომის ადგილი და მეორეს მხრივ ლ----- ფ------–---–ის დაცემის ადგილი, რომელთან მიახლოებისასაც გაიგო ი----- დ--------–მა სწორედ აღნიშნული შეძახილი. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ა---- ყ-----–---–ი, რომელიც კონფლიქტის პირველივე წუთებიდან იყო რა მომხდარი დანაშაულის უშუალო თვითმხილველი, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხრის ვერსიას იმის შესახებ, რომ მას დაჭრის ფაქტი არ დაუნახია და არც გ------- ა----–--ეს უთქვია მისთვის, ასევე მათ ვერსიას, რომ არ შეეძლო გაეცნობიერებინა, თუ რა კატეგორიის დანაშაული იყო ჩადენილი. აღნიშნულ ნაწილში სასამართლო განმარტავს, რომ ა---- ყ-----–---–ს რა თქმა უნდა არ ჰქონდა იმის გონივრული ვალდებულება, რომ მოეხდინა დანაშაულის კატეგორიის შეფასება და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია განესაზღვრა, თუმცა მას ჰქონდა ვალდებულება დანაშაულის ფაქტის თაობაზე, რომლის თვითმხილველი გახდა, შეეტყობინებინა სამართალდამცავი ორგანოებისთვის და მისი ბრალდება განპირობებულია ჩადენილი დანაშუალებრივი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით.

 

შესაბამისად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასტურდება, რომ ა---- ყ-----–---–მა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა, დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ------- ა----–--ის, მსჯავრდებულ ა---- ყ-----–---–ის და გამართლებულ ნ-----–---- ა----–--ის ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი, ხოლო მსჯავრდებულების გ------- ა----–--ისთვის და ა---- ყ-----–---–ისათვის დანიშნული სასჯელი კანონიერი და სამართლიანი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მიუთითებს, რომ გ------- ა----–--ის და ა---- ყ-----–---–ის პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, არ დადგენილა.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, აგრეთვე აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს გ------- ა----–--ეს ისჯება 16-20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის ემ-3 ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ა---- ყ-----–---–ს უალტერნატივოდ ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-7 წლამდე.

 

სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებასა - გარდაცვლილთა და დაზარალებულთა რაოდენობას, ასევე გ------- ა----–--ის ქმედებაში გამოვლენილ მყარ მართლსაწინააღმდეგო ნებას, კერძოდ იმ გარემოებას, რომ ერთი პირისათვის მიყენებული მძიმე დაზიანების მიუხედავად არ შეწყვიტა მოქმედება, რაც ამყარებს სასამართლოს დასკვნას, ბრალდებულის პიროვნების მომეტებული საშიშროების თაობაზე და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მიუხედავად მისი აღიარებისა, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ გ------- ა----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.

 

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ა---- ყ-----–---–ის მიმართ, მისი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების ხასიათის გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ არ არის ნასამართლევი, სასჯელის სახით გამოიყენოს მინიმალური სასჯელი, კერძოდ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იქნება პროპორციული ხასიათის ღონისძიება, რომელიც სრულად შეესაბამება სასჯელის მიზნებს.

 

ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებას.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ გ------- ა----–--ის და ა---- ყ-----–---–ის დანიშნული საბოლოო სასჯელის სახე და ზომა მათ მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულებმა გააცნობიერონ ჩადენილი ქმედება, გამოიტანონ სათანადო დასკვნები და მოახდინონ საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

აქვე პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, მსჯავრდებულ გ------- ა----–--ის მიერ ჩადენილი დანაშაული ეხება ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, რომელიც საქართველოს უზენაესი კანონით - კონსტიტუციით და მრავალი საერთაშორისო აქტით გარანტირებული უფლებაა.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ნივთები: 1 ცალი ღილი, ბამბა, ელვაშესაკრავი მოწითალო ფერის ლაქებით, 1 ცალი დანა მოწითალო ფერის ლაქებით, მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქის ანაწმენდები, სიგარეტის კოლოფი, მასში არსებული სიგარეტის ღერით და რკინის სანთებელით, 1 ცალი სანთებელა, ქურთუკის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული მომწვანო ფერის მცენარეული მასა მინის ქილაში, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დაუსრულებელი შენობა-ნაგებობიდან და მისი წინა მდებარე ტერიტორიიდან ამოღებული 6 ცალი პოლიეთილენის ჭიქა, პოლიეთილენის ბოთლი - ქვედა მხარეს ნახვრეტით, პოლიეთილენის ბოთლი - წარწერით ,,აისი“ და გადაჭრილი პოლიეთილენის ბოთლი - წარწერით ,,კოკა კოლა“, მომწვანო ფერის ფხვიერი მასა და სიგარეტის კოლოფი ღერებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს აღებული სუნის კვლების ნიმუშები, ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს თ----–-------–ის ქუჩა N3-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკამის ზედაპირიდან ამოღებული: ამონაჭერი, მოწითალო ფერის ლაქებით, ასევე ლ----- ფ------–---–ის და დ----- ფ------–---–ის გვამის პირის ღრუდან და უკანა ტანიდან აღებული ნაცხის ნიმუშები, თმის ნიმუშები, სახიდან და ხელის მტევნებიდან აღებული ანაწმენდები, ხელის მტევნებიდან აღებული ფრჩხილების ნიმუშები, შპრიცები სისხლით, რ----–-- ზ---------ას და ი----- დ--------–ის ნერწყვის ნიმუში, დაქტილობარათი, ასევე ავტომანქანა ,,ტოიოტა პრიუსის“ (,,R--------“) 3 კარის ზედაპირიდან ამოღებული 6 ცალი ანაწმენდი სისხლის მაგვარი ლაქებით, 16 ცალი ანაწმენდი ჩხირზე, 12 ცალი მიკრონაწილაკები დ/ფირზე, ავტომანქანა მაზდიდან (,,R------“) ამოღებული ანაწმენდები, 3 ცალი ამონაჭერი სავარძლის ზედაპირებიდან მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქებით, მიკრონაწილაკები 10 ცალ დ/ფირზე, ასევე ა---- ყ-----–---–ის ავტომანქანა ,,ტოიოტა პრიუსის“ (C--------) დათვალიერების დროს ამოღებული: 17 ცალი ანაწმენდი ბიოლოგიურ ჩხირებზე, მოწითალო ფერის ლაქები, 15 ცალი მიკრონაწილაკები დ/ფირზე, 1 ცალი დაქტილოფირი, 5 ცალი სიგარეტის ნამწვი, ასევე გ------- ა----–--ის და ნ-----–---- ა----–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული: საცხოვრებელი სახლის კიბეებთან არსებული მოწითალო ფერის ლაქა და სიგარეტის ნამწვები, ზ----- ფ------–---–ისაგან აღებული ნერწყვის და ხელის კვლების ნიმუშები, ზ----- ფ------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული: მომწვანო ფერის ფხვიერი მასა, 3 ცალი პოლიეთილენის ბოთლი, მასში არსებული სითხეებით, ა---- ყ-----–---–ისაგან აღებული დაქტილობარათი, ნერწყვის და სუნის ნიმუშები, ნ-----–---- ა----–--ისაგან ნერწყვის და სუნის ნიმუშები, გ------- ა----–--ისაგან აღებული ნერწყვის, ხელის კვლების და სუნის ნიმუშები, ლ---- ფ------–---–ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ანაწმენდები და დაქტილობარათი, შავლეგ ფ------–---–ისაგან აღებული ნერწყვის და ფრჩხილის ნიმუშები, ანაწმენდები და დაქტილობარათი, გ------- ფ------–---–ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუშები, ანაწმენდები, ფრჩხილები და თითის კვლები, გ------- თ-------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ანაწმენდი და დაქტილობარათი, ი---- მ---–--ისგან აღებული ნერწყვის და ფრჩხილის ნიმუშები, ანაწმენდები და დაქტილობარათი, დ----- ტ--–--–-–---–ისგან აღებული ნერწყვის და ფრჩხილის ნიმუშები, ანაწმენდები და დაქტილობარათი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

გზის სავალი ნაწილის ზედაპირიდან ამოღებული მუქი ფერის ნაქსოვი ქუდი, მუქი ფერის მაჯის საათი, 1 ცალი ჭრელი კაშნი და ერთი ცალი კეპის ქუდი, 1 ცალი ქურთუკი მოწითალო ფერის ლაქებით, ლ----- ფ------–---–ის ტანსაცმელი, სანთებელა, დ----- ფ------–---–ის გვამიდან ამოღებული ჯვარი ძაფით, ასევე გ------- ა----–--ის და ნ-----–---- ა----–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული 2 ცალი ფეხსაცმელი, 1 ცალი ქამარი, შავი ფერის მოსაცმელი, მოსაცმელი, სპორტული ფეხსაცმელი მოწითალო ფერის ლაქებით, შავი ფერის შარვალი, შარვალი ქამართან ერთად, ღილებიანი მაისური მოწითალო ფერის ლაქებით, 2 ცალი ფეხსაცმელი, მობილური ტელეფონი ,,ნოკია”, ა---- ყ-----–---–ის

 

საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში არსებული ტანსაცმლის საკიდიდან ამოღებული ქურთუკი მოწითალო ფერის ლაქებით, ა---- ყ-----–---–ის ტელეფონი და პასპორტი, ზ----- ფ------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული: შავი ფერის გასაშლელი დანა, შ---–---- ფ------–---–ის, გ------- ფ------–---–ის, ი---- მ---–--ის, ლ---- ფ------–---–ის, დ----- ტ--–--–-–---–ის, რ----–-- ზ---------ას, დ----- ფ------–---–ის, ი----- დ--------–ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, გ------- ა----–--ის ფეხსაცმელი, გ------- თ-------ის ტანსაცმელი, რ----–-- ზ---------ას მობილური ,,სამსუნგის“ ფირმის ტელეფონი და პირადი ნივთები, დ----- ფ------–---–ი 1 ცალი მობილური ტელეფონი და სიგარეტის კოლოფი, ი----- დ--------–ის მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

ავტომანქანა „ტოიოტა პრიუსი“ (C--------), რომელიც გაჩერებულია თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

6 ცალი CD დისკი და 8 ცალი DVD - დისკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორის გ-------– ბ----–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ა---- ყ-----–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ------- ს------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ნ-----–---- ა----–--ე საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ნ-----–---- ა----–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან. მასვე განემარტოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება.

 

გ------- ა----–--ე სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

გ------- ა----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის

,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით.

 

გ------- ა----–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 24 დეკემბრიდან.

 

ა---- ყ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

ა---- ყ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 24 დეკემბრიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ნივთები: 1 ცალი ღილი, ბამბა, ელვაშესაკრავი მოწითალო ფერის ლაქებით, 1 ცალი დანა მოწითალო ფერის ლაქებით, მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქის ანაწმენდები, სიგარეტის კოლოფი, მასში არსებული სიგარეტის ღერით და რკინის სანთებელით, 1 ცალი სანთებელა, ქურთუკის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული მომწვანო ფერის მცენარეული მასა მინის ქილაში, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დაუსრულებელი შენობა-ნაგებობიდან და მისი წინა მდებარე ტერიტორიიდან ამოღებული 6 ცალი პოლიეთილენის ჭიქა, პოლიეთილენის ბოთლი - ქვედა მხარეს ნახვრეტით, პოლიეთილენის ბოთლი - წარწერით ,,აისი“ და გადაჭრილი პოლიეთილენის ბოთლი - წარწერით ,,კოკა კოლა“, მომწვანო ფერის ფხვიერი მასა და სიგარეტის კოლოფი ღერებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს აღებული სუნის კვლების ნიმუშები, ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს თ----–-------–ის ქუჩა N3-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკამის ზედაპირიდან ამოღებული: ამონაჭერი, მოწითალო ფერის ლაქებით, ასევე ლ----- ფ------–---–ის და დ----- ფ------–---–ის გვამის პირის ღრუდან და უკანა ტანიდან აღებული ნაცხის ნიმუშები, თმის ნიმუშები, სახიდან და ხელის მტევნებიდან აღებული ანაწმენდები, ხელის მტევნებიდან აღებული ფრჩხილების ნიმუშები, შპრიცები სისხლით, რ----–-- ზ---------ას და ი----- დ--------–ის ნერწყვის ნიმუში, დაქტილობარათი, ასევე ავტომანქანა ,,ტოიოტა პრიუსის“ (,,R--------“) 3 კარის ზედაპირიდან ამოღებული 6 ცალი ანაწმენდი სისხლის მაგვარი ლაქებით, 16 ცალი ანაწმენდი ჩხირზე, 12 ცალი მიკრონაწილაკები დ/ფირზე, ავტომანქანა მაზდიდან (,,R------“) ამოღებული ანაწმენდები, 3 ცალი ამონაჭერი სავარძლის ზედაპირებიდან მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქებით, მიკრონაწილაკები 10 ცალ დ/ფირზე, ასევე ა---- ყ-----–---–ის ავტომანქანა ,,ტოიოტა პრიუსის“ (C--------) დათვალიერების დროს ამოღებული: 17 ცალი ანაწმენდი ბიოლოგიურ ჩხირებზე, მოწითალო ფერის ლაქები, 15 ცალი მიკრონაწილაკები დ/ფირზე, 1 ცალი დაქტილოფირი, 5 ცალი სიგარეტის ნამწვი, ასევე გ------- ა----–--ის და ნ-----–---- ა----–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული: საცხოვრებელი სახლის კიბეებთან არსებული მოწითალო ფერის ლაქა და სიგარეტის ნამწვები, ზ----- ფ------–---–ისაგან აღებული ნერწყვის და ხელის კვლების ნიმუშები, ზ----- ფ------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული: მომწვანო ფერის ფხვიერი მასა, 3 ცალი პოლიეთილენის ბოთლი, მასში არსებული სითხეებით, ა---- ყ-----–---–ისაგან აღებული დაქტილობარათი, ნერწყვის და სუნის ნიმუშები, ნ-----–---- ა----–--ისაგან ნერწყვის და სუნის ნიმუშები, გ------- ა----–--ისაგან აღებული ნერწყვის, ხელის კვლების და სუნის ნიმუშები, ლ---- ფ------–---–ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ანაწმენდები და დაქტილობარათი, შ---–---- ფ------–---–ისაგან აღებული ნერწყვის და ფრჩხილის ნიმუშები, ანაწმენდები და დაქტილობარათი, გ------- ფ------–---–ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუშები, ანაწმენდები, ფრჩხილები და თითის კვლები, გ------- თ-------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ანაწმენდი და დაქტილობარათი, ი---- მ---–--ისგან აღებული ნერწყვის და ფრჩხილის ნიმუშები, ანაწმენდები და დაქტილობარათი, დ----- ტ--–--–-–---–ისგან აღებული ნერწყვის და ფრჩხილის ნიმუშები, ანაწმენდები და დაქტილობარათი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

გზის სავალი ნაწილის ზედაპირიდან ამოღებული მუქი ფერის ნაქსოვი ქუდი, მუქი ფერის მაჯის საათი, 1 ცალი ჭრელი კაშნი და ერთი ცალი კეპის ქუდი, 1 ცალი ქურთუკი მოწითალო ფერის ლაქებით, ლ----- ფ------–---–ის ტანსაცმელი, სანთებელა, დ----- ფ------–---–ის გვამიდან ამოღებული ჯვარი ძაფით, ასევე გ------- ა----–--ის და ნ-----–---- ა----–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული 2 ცალი ფეხსაცმელი, 1 ცალი ქამარი, შავი ფერის მოსაცმელი, მოსაცმელი, სპორტული ფეხსაცმელი მოწითალო ფერის ლაქებით, შავი ფერის შარვალი, შარვალი ქამართან ერთად, ღილებიანი მაისური მოწითალო ფერის ლაქებით, 2 ცალი ფეხსაცმელი, მობილური ტელეფონი ,,ნოკია”, ა---- ყ-----–---–ის

 

საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში არსებული ტანსაცმლის საკიდიდან ამოღებული ქურთუკი მოწითალო ფერის ლაქებით, ა---- ყ-----–---–ის ტელეფონი და პასპორტი, ზ----- ფ------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული: შავი ფერის გასაშლელი დანა, შ---–---- ფ------–---–ის, გ------- ფ------–---–ის, ი---- მ---–--ის, ლ---- ფ------–---–ის, დ----- ტ--–--–-–---–ის, რ----–-- ზ---------ას, დ----- ფ------–---–ის, ი----- დ--------–ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, გ------- ა----–--ის ფეხსაცმელი, გ------- თ-------ის ტანსაცმელი, რ----–-- ზ---------ას მობილური ,,სამსუნგის“ ფირმის ტელეფონი და პირადი ნივთები, დ----- ფ------–---–ი 1 ცალი მობილური ტელეფონი და სიგარეტის კოლოფი, ი----- დ--------–ის მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

ავტომანქანა „ტოიოტა პრიუსი“ (C--------), რომელიც გაჩერებულია თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

6 ცალი CD დისკი და 8 ცალი DVD - დისკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლეები: ხვიჩა კიკილაშვილი

 

გოჩა ჯეირანაშვილი

 

ვახტანგ მრელაშვილი