განაჩენი

სისხლის სამართლის 12.03.2020
საქმის ნომერი
330100118002532709
ინსტანცია
თარიღი
12.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002532709

საქმე №1ბ/1901-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატა შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ბესიკ ბუგიანიშვილი

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

მანუჩარ კაპანაძე

 

სხდომის მდივანი - ნადეჟდა მარანელი

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - მ-----–---------ე;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - გ-----------------------------ი (საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, დაბადებული 1----–-–---------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ხონის რაიონის სოფელ გორდში, მცხოვრები: ქ-----------------------------ში);

 

ადვოკატი - ი-----–-------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;

 

დისპოზიცია: სამსახურებრივი მდგომაროების გამოყენებით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2016 წლის მაისიდან 2018 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, შპს „ჯ---------------------------“-ს (ს/ნ 2--------) საწყობის უფროსმა გ----------------მა, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მასზე განპიროვნებული კომპანიის კუთვნილ საწყობში შესაბამისი ხელშეკრულებების ფარგლებში შესანახად არსებული, შპს „ს-------------------------------ის“ (ს/ნ 2--------) კუთვნილი 297 291.51 ლარის ღირებულების 31 925 კგ კარაქი.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით:

 

გ----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, 1 წლის ვადით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ მსჯავრდებულ გ----------------ის ადვოკატმა ი-----–-------მ და ითხოვა მისი შცვლა.

 

3. მხარეთა პოზიციები:

 

დაცვის მხარის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი უნდა შეიცვალოს სასჯელის შემსუბუქების კუთხით, ვინაიდან გ----------------მა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხელი შუწყო გამოძიებას, ჰყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც არიან მის კმაყოფაზე და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული სასჯელი არის ძალიან მკაცრი, რადგან გ----------------ი, მისი პიროვნებიდან გამომდინარე არ საჭიროებს საზოგადოებისგან ესოდენ დიდი ხნით იზოლირებას.

 

ბრალდების მხარის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, ხოლო გამოყენებული სასჯელი - სამართლიანი, რისი გათვალისწინებით, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

4. სასამართლოს შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ი------------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა. საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების: ალ------------------–---–----------–---------–---–-------------------–---–---------------------------------------–------------------–------------–---–--------------------------–---------------------------------------ის შრომით ხელშეკრულებას, სასაწყობე ფართის ქირავნობის ხელშეკრულებებს, შპს „ს-------------------------------ი“-დან და შპს „ჯ---------------------------“-დან ამოღებულ დოკუმენტაციას, ინვენტარიზაციის აქტებს, საბაჟო დეკლარაციებს, მიღება-ჩაბარების აქტებს, გასავლის ზედდებულებს, საწყობის გასავლის უწყისებს, სასაქონლო ზედნადებებს, 23.05.2018 წლის თემატური რევიზიის აქტს, დათვალიერების ოქმებს თანდართულ ინფორმაციასთან ერთად და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული სასამართლოს მიერ და პრეიუდიციული მნიშვნელობა მიენიჭა, რითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ გ----------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი მდგომაროების გამოყენებით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში) გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებულია სწორედ სასჯელის დამძიმების მოთხოვნით.

 

სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, ისჯება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა შეაფასებს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გ----------------მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე დანაშაული), მსჯავრდებულის პიროვნებას და მის წარსულ ცხოვრებას (სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები მსჯავრდებულის პიროვნების ან/და მისი წარსულის უარყოფითად შფასების შესაძლებლობას არ იძლევა) და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, გ----------------ს უნდა განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა (მინიმალური სასჯელი), როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას.

 

რაც შეხება გ----------------ის მიმართ დამატებით, სხვა კანონისმიერი შეღავათების გამოყენებას, როგორიც იქნებოდა მაგალითად საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესით, სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, სააპელაციო პალატა ერთი მხრივ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომმოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების ერთობლიობა, ხოლო მეორე მხრივ, დამატებითი შღავათების გავრცელება იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას.

 

ამასთან, გ----------------ის მიერ ქმედების განხორციელების სახეისა და ხერხის გათვალისწინებით, მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით; მასვე, 1 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ----------------ის ადვოკატის ი-----–-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

გ----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, 1(ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

 

გ----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2019 წლის 30 ოქტომბრიდან.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის განჩინებით ბრალდებულ გ----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით განსაზღვრული თანხის 15000 ლარის სანაცვლოდ ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას: ვლადიმერ ჩიქოვანის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: გ----------------------------–-----–--------------------, დაზუსტებული ფართი 8107.00 კვ.მ, ბინა #50, ფართი 36.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 8------------------, იმ წილს, რაც ეკვივალენტურია შეფარდებული გირაოს თანხისა;

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

- ერთი ცალი დისკი მოთავსებული კონვერტში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ბესიკ ბუგიანიშვილი

 

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

 

მანუჩარ კაპანაძე