განაჩენი

სისხლის სამართლის 04.03.2020
საქმის ნომერი
130100119003174037
ინსტანცია
თარიღი
04.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 130100119003174037

საქმე №1ბ/40-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ბ----------------–---–ის

მსჯავრდებულის: ი-----–----------–---–ის

ადვოკატის: ლ----------------–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ი-----–----------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ----------------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ი-----–----------–---–ის, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #5----------), განქორწინებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლევის, რეგისტრირებულის: ქ-------–--–------------–---–----------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ხ-–------------–----–----------------------–--------------------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-----–----------–---–მა ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 1 აგვისტოს, ქ--–-----–----ში, ლ-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი-----–----------–---–ი შეხვდა, ყოფილი მეუღლის ძმას დ-------–-----ეს, რა დროსაც მათ შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება. აღნიშნულზე განაწყენებულმა ი-----–----------–---–მა ჩაიდინა ძალადობა, კერძოდ, დ-------–-----ეს სახის არეში დაარტყა ხელი, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-----–----------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 10 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ-–----ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ი-----–----------–---–ის მიმართ გაცემული იქნა შემაკავებელი ორდერი 30 კალენდარული დღით. ხსენებული ორდერის პირობების თანახმად, მას აეკრძალა მსხვერპლთან, მისი ყოფილი მეუღლის დედასთან, ნ-----–---–-----ესთან მიახლოება. მიუხედავად აღნიშნულისა, 2019 წლის 1 აგვისტოს, ი-----–----------–---–ი მივიდა ნ-----–---–-----ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ--–-----–----ში, ვ-–----–----–-------------------ში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რითაც დაარღვია მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის პირობები.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-----–----------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 1 აგვისტოს ი-----–----------–---–ი მივიდა ყოფილი მეუღლის დედის, ნ-----–---–-----ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ--–-----–----ში, ვ-–----–----–-------------------ში, რა დროსაც ჩაიდინა ძალადობა, კერძოდ, ნ-----–---–-----ეს მოქაჩა თმა. აღნიშნულის შემდეგ ნ-----–---–-----ე გაიქცა ქუჩაში, სადაც მივიდა ი-----–----------–---–ი და კვლავ მოქაჩა თმა. ი-----–----------–---–ის ჩადენილი ძალადობით ნ-----–---–-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ხ-–----ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენით:

 

ი-----–----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

ი-----–----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ი-----–----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

სასჯელთა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, საბოლოოდ, ი-----–----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 2 აგვისტოდან.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი-----–----------–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ----------------–მა. სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ, დასკვნით და საბოლოო სიტყვაში დაცვის მხარემ დაზუსტებით მოითხოვა ი-----–----------–---–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა.

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის დაზუსტებულ მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულ ი-----–----------–---–ის მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის თვალსაზრისით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ი-----–----------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულებისა და მოწმეების - დ-------–-----ის, ნ-----–---–-----ის, ა---------–-------–---–ის, მ----–------–-–---–ის გამოკითხვის ოქმების, ი-----–----------–---–ის მიერ დანაშაულების აღიარების, №0----- შემაკავებელი ორდერის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გაანალიზების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი-----–----------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას - მსჯავრდებულისთვის დანაშაულთა ერთობლიობით, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად: ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი არ მოიხადონ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლაციაში, რაც სრულად შეესაბამება, ზოგადად, სასჯელის მიზნების განხორციელებას. ი-----–----------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სააპელაციო სასამართლოში თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაულები, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. მას დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეები არ ჰყოლია და საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან. აგრეთვე, სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას მიუთითებს მსჯავრდებულ ი-----–----------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ მთელ რიგ გარემოებებზე, კერძოდ, ი-----–----------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. ამას გარდა, პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ, დაზარალებულების - ნ-----–---–-----ისა და დ-------–-----ის ნოტარიულად დამოწმებულ ხელწერილებს, რომელთა თანახმად, დაზარალებულები შერიგებული არიან მსჯავრდებულთან, არ გააჩნიათ მის მიმართ არანაირი პრეტენზია და თანახმა არიან მის მიმართ გამოყენებული იქნას კანონით დადგენილი შეღავათები. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ სხვა გარემოებებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.

 

სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მსჯავრდებულ ი-----–----------–---–ის მიმართ გამოიყენოს საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი (ნახევარი) ჩაუთვალოს პირობით მსჯავრად, რაც იქნება სამართლიანი სასჯელი, ვინაიდან შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს. იმავდროულად, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით - უკანონოა, ვინაიდან აღნიშნული კვალიფიკაციის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის ზედა ზღვარი შეადგენს 1 (ერთი) წელს, რის გამოც განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და მსჯავრდებულ ი-----–----------–---–ს საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, უნდა შეუმცირდეს და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. სასჯელის დანიშვნისას სააპელაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულ ი-----–----------–---–ის ნასამართლობას, აგრეთვე, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულის მიერ დანაშაული ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ (საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მსჯავრდებულ ი-----–----------–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი (ნახევარი) ჩაეთვალოს პირობითად. პალატის მოსაზრებით, დანიშნული სასჯელის ნაწილის (ნახევარი) პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა, ხოლო დარჩენილი ნახევრის პირობით მსჯავრად ჩათვლა სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ი-----–----------–---–ის მიმართ, არის დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენში ი-----–----------–---–ის მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ი-----–----------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ----------------–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

ხ-–----ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენში ი-----–----------–---–ის მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;

 

ი-----–----------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

ი-----–----------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

ი-----–----------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ი-----–----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნახევარი - 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 9 (ცხრა) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მსჯავრდებულ ი-----–----------–---–ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 2 აგვისტოდან;

 

პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ პირობით მსჯავრდებულ ი-----–----------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ი-----–----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე