განაჩენი

სისხლის სამართლის 16.03.2020
საქმის ნომერი
330100119002988131
ინსტანცია
თარიღი
16.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100119002988131

საქმე № 1ბ/153-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

9 მარტი, 2020 წელი თბილისი

მოსამართლე: ვ------- მრელაშვილი

სხდომის მდივანი: ნადეჟდა მარანელი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

პროკურორი: მ------ ლ-----ე

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული:

დ----- გ---–--–---–ი - დაბადებული - 1-----–-–-----------------–-, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ნ---–----------------------------–ი.

ადვოკატი: ნ-----–- ჩ--------ა

პირველი ინსტანციის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილი.

სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. მხარეთა პოზიცია

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 16 დეკემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ნ-----–- ჩ--------ამ და თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა მ------ ლ-----ემ.

1.2. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა განაჩენის გაუქმება და დ----- გ---–--–---–ის გამართლება შერაცხულ ბრალდებაში. სააპელაციო საჩივრისა და სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ გაჟღერებული პოზიციის თანახმად, სასამართლო განაჩენში არ არსებობს არცერთი პირდაპირი ან/და ირიბი მტკიცებულება, რომელიც დ----- გ---–--–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას დაადასტურებდა. განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ ორი დაინტერესებული პოლიციელის, პატრულ-ინსპექტორების: გ------- ჟ-------–---–ისა და გ--- ბ-------–---–ის ჩვენებებს. ამ პირების დაინტერესებასა და საეჭვო გარემოებებზე მიუთითებს მათ მიერ განხორციელებული მოქმედებები, კერძოდ პოლიციელებმა უმიზეზოდ გააჩერეს ავტომანქანა და დაინტერესდნენ არა თავად მძღოლით, რომელსაც მართვის მოწმობაც კი არ გააჩნდა, არამედ პირდაპირ მიმართეს უკანა სავარძელზე მჯდომ მსჯავრდებულს, მოსთხოვეს გადმოსვლა და განიზრახეს მისი გაჩხრეკა.

1.3. დაცვის მხარემ მიუთითა ასევე მოწმე თ------ ბ-------ის ჩვენებაზე, რომლის განმარტებითაც მას მსჯავრდებულის ხელში იარაღი არ დაუნახავს, ის არც გაუჩხრეკავთ და არ გაქცეულა პოლიციელებისაგან. თ------ ბ-------ემ იარაღი დაინახა პოლიციის მუშაკის - პატრულის ხელში, მაგრამ ის გ---–--–---–ის ქურთუკიდან არ ამოუღია. დაცვის მხარის მითითებით, მოწმემ განმარტა, რომ გამოძიებაში ჩვენება მიაცემინა გამომძიებელმა, იმ მოტივით, რომ დ----- გ---–--–---–ისათვის და საქმისათვის ასეა იყო საჭირო, ასევე უმტკიცებდნენ, თითქოს თვითონ გ---–--–---–იც აღიარებდა დანაშაულს.

1.4. დაცვის მხარემ ხაზი გაუსვა ექსპერტიზის დასკვნებს და ექსპერტთა ჩვენებებს და აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნებით არ დგინდება, დ----- გ---–--–---–ის რაიმე შემხებლობა იარაღთან. ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნის, №---------, თანახმად ,,ქურთუკის ჯიბეში აღმოჩენილი - „ რკინა არ არის წარმოდგენილი პისტოლეტის (რკინის) თანხვედრი. ამავე ექსპერტიზის დასკვნით, “ექსპერტიზაზე წარმოდგენილი პისტოლეტის ზედაპირიდან ამოღებული ბოჭკოს მიკრონაწილაკებზე არ აღინიშნება დ----- გ---–--–---–ის ქურთუკიდან ამოღებული ქსოვილის ნართის ბოჭკოები“. ასეთ ვითარებაში, დაცვის მხარის პოზიციით, სასამართლომ არ მისცა შეფასება შემდეგ გარემოებას: თუკი პატრულის თანამშრომელმა იარაღი, ქურთუკის შიდა ჯიბიდან ამოიღო, რატომ არ ემთხვევა დ----- გ---–--–---–ის ქურთუკის ქსოვილის ბოჭკო პისტოლეტის ანაწმენდზე არსებულ ქსოვილის ბოჭკოებს და აღნიშნული რატომ არ დასტურდება ბრალდების მხარის მტკიცებულებით - ექსპერტიზით.

1.5. დაცვის მხარემ მიუთითა ასევე ბიოლოგიური (გენეტიკური)“ ექსპერტიზის დასკვნაზე №----------, რომლის თანახმადაც, გამოძიების მიერ პისტოლეტის ჩარჩოდან აღებული ანაწმენდის, ბიომასალის გენეტიკური პროფილი, განსხვავდება დ----- გ---–--–---–ის ნერწყვის ნიმუშის (აღებული დ----- გ---–--–---–ისაგან) გენეტიკური პროფილისაგან“ და ეკუთვნის სხვა პირს“. ადვოკატის მითითებით, ასეთი ექსპერტიზის დასკვნების ფონზე ისმის ლეგიტიმური კითხვა, რა საფუძვლით მიუთითა მოსამართლემ განაჩენში ამ ექსპერტიზის ავტორთა ჩვენებები, როგორც - ბრალდების მხარის მტკიცებულებათა დასტური. შესაბამისად, ადვოკატს უდავოდ დადგენილ ფაქტად და ექსპერტიზის დასკვნებით დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ დ----- გ---–--–---–ს, პატრულის ხელთარსებულ იარაღთან შეხება არ ჰქონია.

1.6. დაცვამ საეჭვოდ და გაურკვევლად მიიჩნია ასევე საქმეში არსებული იარაღის ამოღების ოქმის არსებობა და იარაღის ამოღება პატრულ ჟ-------–---–ისგან, მაშინ როდესაც პირადი ჩხრეკის დროს დ----- გ---–--–---–ისგან არავითარი კანონსაწინააღმდეგო ნივთის ამოღება არ მომხდარა. ადვოკატის მითითებით, საეჭვოა ასევე ის ფაქტი, თუ რატომ არ აღინიშნა მსჯავრდებულის პირადი ჩხრეკის ოქმში დ----- გ---–--–---–ის ქურთუკის შიდა ჯიბიდან იარაღის ამოღების ფაქტი. ადვოკატმა აღნიშნა, რომ საქმეშია ამოღების ოქმი და თავად ჟ-------–---–ის განმარტება იმის თაობაზე, თუ როგორ შეამჩნია თითქოს ქურთუკის შიდა ჯიბეში არსებული იარაღი და როგორ ამოიღო იგი. პოლიციელის ჩვენებით მისი ამოღებისას მსჯავრდებული გაიქცა, რის შემდეგაც გამოიძახა საპატრულო პოლიცია და ცალკე იქნა გაფორმებული ამოღების ოქმი, უკვე ჟ-------–---–ისაგან. დაცვის მხარის მოსაზრებით ოქმები არ გაფორმდა კანონით დადგენილი ფორმით და მხოლოდ ფორმალურად იქნა შედგენილი. ჟ-------–---–ს არ ახსოვს, როგორ და რა ვითარებაში, ვის ჩააბარა ამოღებული იარაღი, დალუქა თუ არა იგი და საერთოდ შეადგინა თუ არა ამოღების ოქმი.

1.7. ამ გარემოებებზე მითითებით ადვოკატი აღნიშნავს, რომ საეჭვოა: 1. პატრულის თანამშრომელთა მიერ ავტომანქანის გაჩერება, 2. ოქმი და თვითონ იარაღის ამოღების ფაქტი, 3. რატომ იდგა მთელი სამი საათი პოლიცია შემთხვევის ადგლზე და არ გადაიტანა საპროცესო მოქმედებები პოლიციის უახლოეს განყოფილებაში. 4. საეჭვოა და სასამართლომაც ვერ დაადგინდა რა იყო მიზეზი თ------ ბ-------ის ავტომანქანის გაჩერებისა და რატომ არ შედგა ავტომანქანის გაჩერებაზე ადმინისტარციული აქტი, რამდენადაც მძღოლს მართვის მოწმობა არ ქონდა. 5. საეჭვო გარემოებაზე მიუთითებს ის, რომ პატრულს ჩართული არ ჰქონდა მის ეკიპირებაში შემავალი ვიდეო თვალი.

1.8. რაც შეეხება ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარე მას არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, მსჯავრდებულს რომ ჩაედინა დანაშაული, მისთვის სასჯელის სახედ 5 წლით თავისუფლების დანიშვნა სრულად საკმარისია სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე. დაცვა ვარაუდობს, რომ ეს საჩივარიც ფორმალურია და ემსახურება არა რეალურად საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზანს, არამედ ბრალდების მხარე მისით ცდილობს რამენაირად დააბალანსოს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის სრულიად სამართლიანი მოთხოვნა.

1.9. ბრალდების მხარე არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას. წარმოდგენილი შესაგებლისა და სასამართლო სხდომაზე გაჟღერებული პოზიციის თანახმად, დაცვის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან დ----- გ---–--–---–ის ბრალდების საქმეზე შეკრებილია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ მსჯავრდებულის მიერ შერაცხული დანაშაულის ჩადენას და რომლებზეც სამართლიანად მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლომ.

1.10. დაცვის მხარის არგუმენტის თაობაზე, რომლის თანახმადაც პისტოლეტის სასხლეტზე და საბრძოლო მასალაზე არ აღმოჩნდა დ----- გ---–--–---–ის „დნმ“ (გენეტიკური პროფილი) და ეს უტყუარად ადასტურებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას, პროკურორმა აღნიშნა, რომ მითითებულ ნივთებზე გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, არცერთი ადამიანის ბირთვული „დნმ-ის“ მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. რაც აპრიორი არ გამორიცხავს დ----- გ---–--–---–ის პისტოლეტთან და საბრძოლო მასალასთან მის შემხებლობას. ბრალდების მხარემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ძიძგილაობისას პისტოლეტი ხელში შერჩა საპატრულო პოლიციის თანამშრომელ გ------- ჟ-------–---–ს, რითიც აიხსნება პისტოლეტის ჩარჩოზე სხვა გენეტიკური პროფილის არსებობა. დ----- გ---–--–---–ის მიერ პისტოლეტისა და საბრძოლო მასალის შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტები, დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა პირდაპირი მტკიცებულებებით (მოწმეების - გ------- ჟ-------–---–ისა და გ--- ბ-------–---–ის ჩვენებებით). ამრიგად, პროკურორის მითითებით ეს ექსპერტიზის დასკვნა, ცალკე აღებული არც ამართლებს დ----- გ---–--–---–ს და არც მის ბრალეულობას ადასტურებს.

1.11. სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციის თანახმად, სასამართლომ სწორი შეფასება მისცა თ---------- ბ-------ის მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებას. მის ჩვენებაში არის მცირე ხასიათის წინააღმდეგობები, თუმცა აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ თ---------- ბ-------ე არის ბრალდებულის ახლობელი და იგი ჩვენების მიცემის დროს იყო აღელვებული. ეს ჩვენება, 2019 წლის 31 მარტს, თბილისში, მ---–---–--------------- მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ ძირითად მოვლენებთან დაკავშირებით, თანხვედრაშია სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების - გ------- ჟ-------–---–ისა და გ--- ბ-------–---–ის ჩვენებებთან. სასამართლომ ასევე სწორედ არ გაიზიარა ბრალდებულ დ----- გ---–--–---–ის განმარტება მის უდანაშაულობასთან და იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები პირადი მოტივით არიან დაინტერესებულები და იარაღი და საბრძოლო მასალა ,,ჩაუდეს”. ეს დასკვნა არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან და წარმოადგენს მხოლოდ ბრალდებულის ვარაუდს.

1.12. თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა მ------ ლ-----ემ, ასევე სააპელაციო საჩივრით, გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 16 დეკემბრის, განაჩენი და მოითხოვა მასში ცვლილების შეტანა სასჯელი გამკაცრების მიზნით. პროკურორის მითითებით, დ----- გ---–--–---–ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი წარმოადგენს მინიმალურ სასჯელს, არის ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის შესაბამისად სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიც არის სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

1.13. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ დ----- გ---–--–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

2. პალატამ დაადგინა.

2.1. დ----- გ---–--–---–მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.

2.2. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: დ----- გ---–--–---–მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი - ესპანური წარმოების ,,AAA’’ მოდელის პისტოლეტი, მჭიდით და საბრძოლო მასალა - 6.35 მმ კალიბრის ,,BROWNING-ის’’ 6 ცალი ვაზნა. დ----- გ---–--–---–ი აღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა 2019 წლის 31 მარტის ჩათვლით. 2019 წლის 31 მარტს, 15:13 საათზე, დ----- გ---–--–---–ი დაკავებულ იქნა, თბილისში, მ---–---–-ს ქ---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც გადაადგილდებოდა ავტომანქანა ,,ჰიუნდაი ტუქსონით’’ სარეგისტრაციო ნომრით L------, რა დროსაც ქურთუკის ჯიბით, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს - ესპანური წარმოების ,,AAA’’ მოდელის პისტოლეტს მჭიდით და საბრძოლო მასალას -,,BROWNING-ის’’ 6 ცალ ვაზნას.

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად „სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე“. ამ საქმის განხილვისას, სააპელაციო სასამართლში დაყენებული არ ყოფილა შუამდგომლობა ახალი მტკიცებულების გამოკვლევის შესახებ და შესაბამისად მას რაიმე ახალი მტკიცებულება არ წარდგენია. გარდა ამისა, მხარეებს არ დაუყენებიათ შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის საჭიროების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით და კანონის შესაბამისად, საჩივრის გადაწყვეტისას, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა (შემდგომში პალატა) განიხილავს და შეაფასებს იმ მტკიცებულებებს, რაც მხარეებმა წარუდგინეს და გამოიკვლიეს პირველი ინსტანციის სასამართლოში. მათ შორის:

3.2. პირველი ინსტანციის სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ--- ბ-------–---–მა აჩვენა, რომ 2019 წლის 31 მარტს, მთაწმინდის რაიონში, მეწყვილესთან - გ------- ჟ-------–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მათ მიერ შეჩერებულ იქნა ,,ჰიუნდაის’’ მარკის ავტომანქანა. ავტომანქანაში მსხდომ პირებს გადმოსვლა და კანონსაწინააღმდეგო ნივთების წარმოდგენა მოსთხოვეს. მისმა მეწყვილემ - გ------- ჟ-------–---–მა დ----- გ---–--–---–ის ზედაპირული შემოწმება დაიწყო და დაიყვირა, რომ ამ პირს ჰქონდა იარაღი. დ----- გ---–--–---–ი ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას და სწორედ ამ ძიძგილაობის დროს, მის მეწყვილეს ხელში შერჩა დ----- გ---–--–---–ის ჯიბეში არსებული იარაღი. დ----- გ---–--–---–ი გაიქცა, იგი დაედევნა მას და დააკავა. მოწმის განმარტებით, მისი მეწყვილე და დ----- გ---–--–---–ი მისი თვალთახედვის არეს არ მოშორებიან. მოწმემ ასევე დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების კანონთან შესაბამისობა.

3.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ------- ჟ-------–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 31 მარტს, მთაწმინდის რაიონში მეწყვილესთან - გ--- ბ-------–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მათ მიერ შეჩერებულ იქნა ,,ჰიუნდაი ტუქსონის’’ მარკის ავტომანქანა. ავტომანქანაში მსხდომ პირებს გადმოსვლა და კანონსაწინააღმდეგო ნივთების წარმოდგენა მოსთხოვეს. მისმა მეწყვილემ მძღოლის შემოწმება დაიწყო, ხოლო თავად - დ----- გ---–--–---–ის. მოწმის განმარტებით, ბრალდებულმა საფულე და მობილური ტელეფონი წარუდგინა, რა დროსაც ქურთუკის შიგნიდან შეამჩნია მყარი საგანი. ზედაპირული შემოწმებისას იგრძნო მყარი საგანი და გ--- ბ-------–---–ს დაუძახა, რომ ამ პირს იარაღი ჰქონდა. მისი მეწყვილე და ავტომანქანის მძღოლი მასთან მივიდნენ. მოწმის განმარტებით, ბრალდებულს ქურთუკი შეხსნილი ჰქონდა, რა დროსაც ხელი მოჰკიდა ქურთუკის მარცხენა ჯიბესთან და მარჯვენა ხელით ამოიღო იარაღი. ბრალდებულმა გაიხადა ქურთუკი და გაიქცა. გ--- ბ-------–---–ი დაედევნა დ----- გ---–--–---–ს და დააკავა. ამოღებული იარაღი დაილუქა კანონით დადგენილი წესით, რაზეც გაკეთდა ხელმოწერები, ხოლო შემდგომ დალუქული სახით გადაეცა შესაბამის სამსახურს. გ------- ჟ-------–---–მა ასევე დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა.

3.4. მოწმის სახით დაკითხულმა თ---------- ბ-------ემ აჩვენა, რომ 2019 წლის 31 მარტს, მას შეხვდა ნაცნობი დ----- გ---–--–---–ი, რომელმაც სოლოლაკში წაყვანა სთხოვა. მას უარი არ უთქვამს და მანქანაში ჩაისვა. მოძრაობისას საპატრულო პოლიციამ ავტომობილის გაჩერება მოსთხოვა. მან გააჩერა ავტომობილი და გადმოვიდნენ. მოწმის განმარტებით, საპატრულო პოლიციის ერთი თანამშრომელი მასთან მივიდა, ხოლო მეორე - დ----- გ---–--–---–თან. დ----- გ---–--–---–ი ძალიან ნერვიულობდა. პატრულის თანამშრომელი და დ----- გ---–--–---–ი ერთმანეთში ძიძგილაობდნენ, რა დროსაც პატრულის თანამშრომელმა დაიძახა, რომ დ-----ს იარაღი ჰქონდა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მას არ დაუნახავს, დ----- გ---–--–---–ის ჯიბიდან იარაღის ამოღების ფაქტი, თუმცა დაინახა, რომ პოლიციის თანამშრომელს ხელის გულზე ედო იარაღი. მოწმემ განმარტა, რომ 2019 წლის 31 მარტის გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია თითქოს დაინახა, როგორ ამოუღეს დ----- გ---–--–---–ს ჯიბიდან იარაღი არ შეესაბამება სიმართლეს, მას არ წაუკითხავს ოქმი და ისე მოაწერა ხელი ამ გამოკითხვის ოქმს. დაცვის მხარის მიერ ჯვარედინი დაკითხვისას თ---------- ბ-------ემ დააზუსტა, რომ თავად ნერვიულობდა, რადგან მართვის მოწმობა არ ჰქონდა, ხოლო დ-----ი ნერვიულობდა თუ არა, არ იცის, რადგან ვერ ხედავდა.

3.5. სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2019 წლის 31 მარტს, 18:18 საათიდან 18:42 საათამდე, თბილისი, მ---–---–-ს ქ----------- მიმდებარე ტერიტორიაზე, თ---------- ბ-------ის თანხმობით ჩატარდა ავტომანქანის - (,,ჰიუნდაი ტუქსონის’’ მოდელის, სახელმწიფო ნომრით - L------) ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების (ავტომანქანის ჩხრეკის) ნამდვილობა დადასტურებულია მ------ ქ------ის, თ---------- ბ-------ისა და ზ---- კ-----–---–ის ხელმოწერებით.

3.6. ამოღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 31 მარტს, 17:50 საათიდან 18:10 საათამდე, თბილისი, მ---–---–-ს ქ----------- მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------- ჟ-------–---–მა ნებაყოფლობით წარადგინა დ----- გ---–--–---–ის კუთვნილი პისტოლეტის მსგავსი საგანი, მჭიდითა და ვაზნებით, რომელიც დაილუქა კანონით დადგენილი წესით და რომელზეც გაკეთდა ხელმოწერები. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების (ამოღების) ნამდვილობა დადასტურებულია მ------ ქ------ისა და გ------- ჟ-------–---–ის ხელმოწერებით.

3.7. 2019 წლის 1 აპრილის, ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ამავე დღეს, 17:50 საათიდან 18:15 საათამდე, თბილისში, დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალდებულის სახით დაკავებული დ----- გ---–--–---–ისგან, ამოღებულ იქნა უსახელო დუტის ქურთუკი წითელ და შავ ფერებში, რომელიც დაილუქა კანონით დადგენილი წესით და რომელზეც გაკეთდა ხელმოწერები. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების (ამოღების) ნამდვილობა დადასტურებულია ს--–---- ჯ-----–---–ის, მ------ ქ------ისა და დ----- გ---–--–---–ის ხელმოწერებით.

3.8. მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა მ------ ქ------ემ აჩვენა, რომ 2019 წლის 31 მარტს, მიიღო შეტყობინება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე, რის შემდგომაც დაიწყო გამოძიება და გავიდა შემთხვევის ადგილზე. შემთხვევის ადგილზე დახვდნენ პატრულის თანამშრომლები, რომლებმაც განუმარტეს მომხდარი ფაქტის შესახებ. მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე და საქმის გამოძიების მიმდინარეობისას მის მიერ/მისი მონაწილეობით ჩატარებულ იქნა არაერთი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება. მოწმემ ჩვენების მიცემისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ნამდვილობა და კანონთან შესაბამისობა.

3.9. მოწმე ლ----- ქ----–---ამ განმარტა, რომ არის გამომძიებელი. 2019 წლის 31 მარტს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო შეტყობინება ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტზე, რის თაობაზეც დაიწყო გამოძიება. მოწმემ ჩვენების მიცემისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ნამდვილობა და კანონთან შესაბამისობა.

3.10. მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ--- გ---------–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 31 მარტს, გამოძიება დაიწყო დ----- გ---–--–---–ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე, რის შემდგომაც ჩაატარა არაერთი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, კერძოდ დანიშნა არაერთი ექსპერტიზა, მათ შორის ბალისტიკური. მოწმის განმარტებით ნივთმტკიცება დალუქული იყო კანონით დადგენილი წესით. ჩვენების მიცემისას მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ნამდვილობა და კანონთან შესაბამისობა.

3.11. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო- კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, 2019 წლის 2 აპრილის, ექპერტის N------ დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის N008310319011 საქმეზე წარმოდგენილი: 1) პისტოლეტის ზედაპირიდან ამოღებული ბოჭკოს მიკრონაწილაკები (იხ. ცხრილი N1) ვარგისი იყო შემდგომი შედარებითი კვლევისათვის; 2) მჭიდის და ერთი ცალი ვაზნის ზედაპირზე რაიმე სახის ბოჭკოს მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა.

3.12. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი----ე მ-----–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მან კვლევა ჩაატარა მის მიმართ დასმული კითხვების გარშემო და მისი კვლევის ფარგლებში.

3.13. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო- კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, 2019 წლის 1 აპრილის, ექპერტის N----- დასკვნის თანახმად, 1) 3. (4.) ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი იარაღი, რომლის ჩარჩოს მარჯვენა მხარეს, სახელურზე ვიზუალურად აღინიშნება ციფრები: ,,678’’, წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, ესპანური წარმოების ,,AAA’’ მოდელის 6,35 მმ კალიბრის პისტოლეტს, იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. გამოსაკვლევი პისტოლეტის ნაწილებს ვიზუალურად კონსტრუქციული შეცვლის და გადაკეთების აშკარა კვლები არ აღენიშნება. 2).(3). ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი 6 ცალი ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1906 წლის ნიმუშის 6,35 მმ კალიბრის ,,BROWNING-ის’’ ვაზნას, განკუთვნილს ამავე კალიბრის პისტოლეტების დიდი ჯგუფისათვის. აღნიშნული 6 ცალი 1906 წლის ნიმუშის 6,35 მმ კალიბრის ,,BROWNING-ის’’ ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

3.14. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ---- ბ---–----ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა.

3.15. პირველი ინსტანციის სასამართლოში, სასამართლო განხილვისას, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა ამოღებული პისტოლეტი, მჭიდითა და 4 ცალი ვაზნით.

3.16. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო- კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, 2019 წლის 3 აპრილის, ექპერტის N------ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი პისტოლეტის ჩარჩოზე აღინიშნება ნომრის შემდეგი ნიშნები: ,,678’’, რომლის ქვეშ ნომრის რაიმე სხვა ნიშნები არ გამოვლინდა. ჩამკეტის გარსაცემზე გამოვლინდა ნომრის შემდეგი ნიშნები: ,,678’’. ლულაზე გამოვლინდა ნომრის შემდეგი ნიშნები: ,,678’’.

3.17. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----–ა ნ-----–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა.

3.18. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, 2019 წლის 31 ოქტომბრის, ექსპერტის N--------- დასკვნის თანახმად: 1. ექსპერტიზაზე წარდგენილ პაკეტში წარწერით: ,,დ----- გ---–--–---–ის ქურთუკი’’ (2---------), მოთავსებულ დუტის ორმაგი ჟილეტის მოწითალო და მოშავო ფერებში კომბინირებულ ზედაპირზე არსებულ მარჯვენა და მარცხენა ჩაჭრილ ჯიბეებში დაფიქსირდა არასაგნობრივი გამოსახულების წერტილოვანი განატული რკინის (რკინა II) კვლები.

– ექსპერტიზაზე წარდგენილ პაკეტში წარწერით: ,,პისტოლეტი მჭიდით’’ (F--------) მოთავსებული პისტოლეტი და მჭიდი ძირითადი ელემენტის სახით შეიცავს რკინას (Fe).

- ექსპერტიზაზე წარდგენილ პაკეტში წარწერით: ,,დ----- გ---–--–---–ის ქურთუკი’’ (2---------), მოთავსებულ დუტის ორმაგ ზედაპირზე დაფიქსირებული რკინის იონების კვლები შეესაბამება ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით: ,,პისტოლეტი მჭიდით’’ (F--------) მოთავსებული პისტოლეტის და მჭიდის შემადგენელ ძირითად ელემენტ რკინას, მაგრამ ვინაიდან რკინა არის ფართოდ გავრცელებული ელემენტი და შედის მრავალი საყოფაცხოვრებო საგნის შემადგენლობაში ტანსაცმლის ზედაპირზე დაფიქსირებული რკინის იონების კვლების მიკუთვნება კონკრეტულ პისტოლეტთან და მჭიდთან შეუძლებელია.

- ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით: ,,პისტოლეტის ზედაპირიდან ამოღებული ბოჭკოს მიკრონაწილაკები’’ (F--------), მოთავსებულ პეც. წებოვან ფირფიტაზე არ აღინიშნება პაკეტში წარწერით: ,,დ----- გ---–--–---–ის ქურთუკი’’ (2---------), მოთავსებული დუტის ორმაგი ჟილეტის ქსოვილის ნართის შემადგენელი ბოჭკოები.

3.19. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ---- მ-----–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა.

3.20. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, 2019 წლის 22 აგვისტოს, ექსპერტის N0-------- დასკვნის თანახმად: გენეტიკური კვლევით დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით ,,.....პისტოლეტიდან და ვაზნებიდან აღებული ანაწმენდები....’’ მოთავსებულ: ანაწმენდზე პისტოლეტის ჩარჩოდან არსებული ბიომასალის (ობ. N3) გენეტიკური პროფილი განსხვავდება დ----- გ---–--–---–ის (ობ. N6; პაკეტი, წარწერით: ,,....ნერწყვის ნიმუში....’’ აღებულ იქნა დ----- ს------------ გ---–--–---–ისგან’’) გენეტიკური პროფილისგან და ეკუთვნის მამრობითი სქესის სხვა პირს; ანაწმენდზე სასხლეტიდან (ობ. N1), პისტოლეტის სახელურიდან (ობ. N2), ვაზნებიდან (მჭიდში არსებული) (ობ. N4) და ერთი ცალი ვაზნიდან (ობ. N5), გენოეტაპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცეტრაცია, არ აღმოჩნდა.

3.21. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ---- კ--–----ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა.

3.22. ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, 2019 წლის 14 მაისის, სასამართლო - ფსიქიატრიული ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, დ----- გ---–--–---–ს აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობით (კოდი-F07.0; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას გაცნობიერებული აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს დ----- გ---–--–---–ი არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში.

3.23. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ვ------- ჟ----–---–---მა და თ------- კ----ემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა.

3.24. ბრალდებულმა დ----- გ---–--–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები მას თავისუფლად ცხოვრების საშუალებას არ აძლევდნენ. კერძოდ: რამდენჯერმეა ნარკოლოგიურ ექსპერტიზაზე, სასამართლოში და პოლიციის განყოფილებაში ნამყოფი. 2019 წლის 31 მარტს, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები დილიდან უთვალთვალებდნენ. შემდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა ავტომობილი, რომელშიც იჯდა. პოლიციის თანამშრომლებმა მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვეს. პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მისი შემოწმება დაიწყო და სწორედ ამ დროს მოულოდნელად დაიყვირა, თითქოს მას იარაღი ჰქონდა. მოწმის განმარტებით, მიხვდა მის გარშემო რაც ხდებოდა და ტელეფონი ამოიღო ადვოკატთან დასარეკად. დაზუსტებით არ იცის როგორ გაჩნდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ხელში იარაღი, თუმცა დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ მას იარაღი თან არ ჰქონია. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს პირადი მოტივი ამოძრავებთ და სწორედ ამიტომ ედავებიან იარაღის უკანონო შეძენა, შენახვასა და ტარებას. შემთხვევის ადგილზე იარაღი, რომლის შეძენა, შენახვასა და ტარებას ბრალდების მხარე მას ედავება, არ უნახავს. ბრალდებულმა ჩვენების მიცემის დროს ასევე ისაუბრა წინა ნასამართლობებთან და მის მიმართ გამოცემულ შემაკავებელ/დამცავ ორდერებთან დაკავშირებით. ბრალდებულის განმარტებით მას არანაირ ოქმზე და ლუქზე ხელი არ მოუწერია.

3.25. შეაფასა რა დასახელებული მტკიცებულებები, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: სასამართლომ ვერ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ბიოლოგიური ექსპერტიზით, პისტოლეტის სასხლეტზე და საბრძოლო მასალაზე არ აღმოჩნდა დ----- გ---–--–---–ის ,,დნმ“ (გენეტიკური პროფილი), აღნიშნული უტყუარად ადასტურებს მის უდანაშაულობას. პირველ რიგში სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნულ ნივთებზე გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, არცერთი ადამიანის ბირთვული ,,დნმ-ის“ მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა, რაც აპრიორი არ გამორიცხავს დ----- გ---–--–---–ის პისტოლეტთან და საბრძოლო მასალასთან მის შემხებლობას. გარდა აღნიშნულისა, ძიძგილაობისას პისტოლეტი ხელში შერჩა საპატრულო პოლიციის თანამშრომელ - გ------- ჟ-------–---–ს, რითაც აიხსნება პისტოლეტის ჩარჩოზე სხვა გენეტიკური პროფილის არსებობა.

3.26. პირველი ინსტანციის სასამართლომ, დ----- გ---–--–---–ის მიერ პისტოლეტისა და საბრძოლო მასალის შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტების დამადასტურებლად მიუთითა ასევე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა პირდაპირ მტკიცებულებებზე (მოწმეების - გ------- ჟ-------–---–ისა და გ--- ბ-------–---–ის ჩვენებებზე). რაც შეეხება ,,დნმ-ის“ კვალის საგანზე დარჩენას სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ზედაპირის სახეობაზე (გლუვია თუ ხაოიანი), შეხების ინტენსივობაზე, დამცავი საშუალების მაგ. ხელთათმანის გამოყენებაზე, შეხების შემდეგ მისი განთავსების ადგილზე, პირობებზე, შემხებლობაზე სხვა ნივთებთან, სხვა პირთან და სხვა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც არ აღმოჩნდა არცერთი ადამიანის ბირთვული ,,დნმ-ის“, მინიმალური კონცენტრაცია, ცალსახაა, რომ ამის მიზეზი არის გარემო ფაქტორები და, შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს ექსპერტიზის დასკვნა არც ამართლებს და არც ადასტურებს დ----- გ---–--–---–ის ბრალეულობას. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით დაცვის მხარის მითითება, რომ იმ შემთხვევაში თუ დ----- გ---–--–---–ი ატარებდა იარაღს, აუცილებლად უნდა დარჩენილიყო მისი ,,დნმ“ ნივთზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მითითებით არ არის არგუმენტირებული და წარმოადგენს მხოლოდ მხარის მოსაზრებას.

3.27. სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა დაცვის მხარის კიდევ ერთ არგუმენტზე, თითქოს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადასტურებენ დ----- გ---–--–---–ის მიერ ბრალად წარდგენილ ქმედებას. საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები განხორციელებულია საპროცესო ნორმათა დარღვევით. პირდაპირი მოწმეები, რომლებიც ხელს ადებენ დ----- გ---–--–---–ს არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და, შესაბამისად, დაინტერესებულები არიან შედეგით. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის არსებითად განხილვისას, მოწმეთა დაკითხვის ეტაპზე, დაცვის მხარეს მიეცა სრული შესაძლებლობა ბრალდების მხარესთან თანასწორ პირობებში დაეკითხა ბრალდების მხარის მოწმეები, რომლებიც დ----- გ---–--–---–ის წინააღმდეგ იძლეოდნენ ჩვენებებს. ამდენად, საქმის არსებითად განხილვის დროს სრულად იქნა დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (3)(დ) მუხლის მოთხოვნები და დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა შეემოწმებინა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების სანდოობა. ბრალდებულის უფლება დაკითხოს ჯვარედინი დაკითხვის წესით ბრალდების მხარის მოწმეები, წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტიას ბრალდებულის უფლებების ქმედითად დაცვის თვალსაზრისით და აღნიშნული უფლების მნიშვნელობა ვერაფრით ვერ იქნება უგულებელყოფილი.

3.28. ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად შეფასების შედეგად, სასამართლომ განმარტა, რომ პოლიციელების ჩვენება არ არის პრეზუმფცია და მხოლოდ მათი სტატუსიდან გამომდინარე არ შეიძლება მათი ჩვენების ერთმნიშვნელოვნად გაზიარება საპირწონე არგუმენტების შეფასების გარეშე. სასამართლომ, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, განსაკუთრებით კრიტიკულად შეისწავლა იმ პოლიციელთა ჩვენებები, რომლებიც ამხელდნენ დ----- გ---–--–---–ს დანაშაულის ჩადენაში. დაცვის მხარის მითითებით, პოლიციელების ჩვენებებში არის არსებითი წინააღმდეგობები, მაგალითად გამოძიების დაწყების, ამოღების ჩატარების, ბრალდებულის დაკავების, შეტყობინების მიღების დროსთან დაკავშირებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ გ------- ჟ-------–---–ისა და გ--- ბ-------–---–ის მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემისას გაკეთებულ განმარტებებში საგამოძიებო მოქმედებების დროსთან დაკავშირებით არსებობს მცირე ხასიათის წინააღმდეგობები, თუმცა აღნიშნული განპირობებულია შემთხვევიდან მათ მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემამდე გასული დროის ხანგრძლივობით. რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს, სასამართლომ განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებების ოქმებში მათი ჩატარების დრო თანმიმდევრულადაა ასახული და რაიმე სახის ცდომილება ან/და თანხვედრა საათებში არ არის. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებები ვერ ჩაითვლება არსებითი ხასიათის წინააღმდეგობად, რომელიც მთლიანად ეჭვქვეშ დააყენებდა პოლიციელების ჩვენებების სანდოობას, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც გ------- ჟ-------–---–იც და გ--- ბ-------–---–იც თანმიმდევრულად და დეტალურად უთითებენ შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებზე. მათ განმარტებებში და ქცევაში არ შეინიშნებოდა რაიმე საეჭვო გარემოებები, რაც მათი მხრიდან, დ----- გ---–--–---–ის მიმართ, პირად ინტერესზე ეჭვებს გააჩენდა. სასამართლოს მითითებით, მოწმეებმა დეტალურად აღწერეს, 2019 წლის 31 მარტს, შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები, კერძოდ: შემოწმების მიზნით გააჩერეს ავტომობილი, გ------- ჟ-------–---–მა დ----- გ---–--–---–ის შემოწმება დაიწყო, ხოლო გ--- ბ-------–---–მა თ---------- ბ-------ის. ამ დროს გ------- ჟ-------–---–მა მეწყვილეს დაუძახა, რომ ამ პირს იარაღი ჰქონდა. გ--- ბ-------–---–მა ასევე დაადასტურა დ----- გ---–--–---–სა და გ------- ჟ-------–---–ს შორის არსებული ძიძგილაობა, რა დროსაც გ------- ჟ-------–---–ს ხელში შერჩა იარაღი, რომელიც დ----- გ---–--–---–ს ედო. ბრალდებულსა და გ------- ჟ-------–---–ს შორის არსებული ,,ძიძგილაობა’’ ასევე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმემ - თ---------- ბ-------ემ. ამდენად, სასამართლომ შეაფასა პოლიციელთა ჩვენებები და მიიჩნია, რომ უმნიშვნელო განსხვავებები, რაც შეინიშნება მათ მონათხრობში, ვერ დაუკარგავს მათ ჩვენებებს სანდოობას. სასამართლოს ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის განმარტება, თითქოს გ--- ბ-------–---–ი შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს ვერ დაინახავდა, რადგან აღნიშნული არ დასტურდება საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით და ამ მიმართებით არ არსებობს რაიმე ეჭვი.

3.29. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ასევე შეეფასებინა თ---------- ბ-------ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ მის ჩვენებაში არის მცირე ხასიათის წინააღმდეგობები, თუმცა აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ თ---------- ბ-------ე არის ბრალდებულის ახლობელი და იგი ჩვენების მიცემის დროს იყო აღელვებული. მისი ჩვენება, 2019 წლის 31 მარტს, თბილისში, მ---–---–-ს ქ---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ ძირითად მოვლენებთან დაკავშირებით თანხვედრაშია სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების - გ------- ჟ-------–---–ისა და გ--- ბ-------–---–ის ჩვენებებთან.

3.30. სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდებულ დ----- გ---–--–---–ის განმარტება მისი უდანაშაულობის და იმ გარემოების შესახებ, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები პირადი მოტივით არიან დაინტერესებულები და იარაღი და საბრძოლო მასალა ,,ჩაუდეს’’. სასამართლოს მითითებით აღნიშნული არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებიდან და წარმოადგენს მხოლოდ ბრალდებულის ვერსიას.

3.31. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ მის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით (მოწმეების - თ---------- ბ-------ის, გ------- ჟ-------–---–ისა და გ--- ბ-------–---–ის ჩვენებებით და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით) შეასრულა მისი მოვალეობა და უტყუარად დაადასტურა დ----- გ---–--–---–ის მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტი.

3.32. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას და უთითებს კანონის იმ ნორმებზე, რომელიც ადგენს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძვლებსა და სტანდარტებს. ამავე კონტექსტში პალატა მოიხსენიებს არსებულ სასამართლო (მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს) პრაქტიკას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელ----ტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

3.33. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეცამეტე ნაწილით დადგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის რაობა. კერძოდ, ეს სტანდარტი წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ცალსახაა, რომ კანონის ამ ნორმის თანახმად დასახელებული სტანდარტის არსებობისათვის საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ანუ რამდენიმე - არანაკლებ ორი მტკიცებულება. ამავდროულად პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

3.34. ის, თუ რომელი მტკიცებების ერთობლიობა ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს სასამართლომ კონკრეტული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენში აღნიშნა, რომ: „საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია“.

3.35. თავის მხრივ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ყველა თეორული - შესაძლო, მაგრამ ძნელად წარმოსადგენი და პრაქტიკულად განუხორციელებადი ვარიანტის გამორიცხვას. გონივრული ეჭვი არის მოვლენათა ისეთი განვითარების დაშვების შესაძლებლობას, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება და აფიქრებინებს, რომ დასახელებული ვერსია დასაშვებია, შესაძლოა პრაქტიკულად მომხდარიყო ასეთი რამ. შესაბამისად სასამართლო, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აფასებს სახეზეა თუ არა ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ისეთი მაღალი ალბათობით, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა გამოირიცხოს მოვლენათა სხვაგვარი განვითარების ალბათობა.

3.36. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა შეაფასებს ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ასევე დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში გაჟღერებულ მოთხოვნებსა და მოსაზრებებს. პირველ რიგში პალატა ყურადღებას შეაჩერებს საქმეზე დაკითხული პოლიციელების ჩვენებათა სანდოობაზე. ამასთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე მოწმის სახით დაიკითხება პირი, რომლისთვისაც ცნობილია საქმის გარემოებები. მათ შორის, სამართალწარმოების პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ ფაქტის თვითმხილველი მოწმეები, რომელთა ჩვენებები მომეტებული ინფორმაციულობით გამოირჩევა და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს წყაროს. განსახილველი კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე ასეთს წარმოადგენს ჩხრეკის ჩამტარებელი პოლიციელთა ჩვენებები. საქმე ისაა, რომ ამ შეთხვევაში პოლიციის თანამშრომლები წარმოადგენენ ფაქტის უშუალოდ შემსწრე პირებს. ამასთან მათ ახასიათებთ ფაქტის (ჩატარებული ჩხრეკის) მიმართ მიზანმიმართული ყურადღება, რაც პროფესიული საქმიანობის შინაარსით არის განპირობებული. პოლიციელის ჩვენება ხშირ შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის ფაქტის გამოვლენით, ხილვით და თანდასწრებით არის წარმოდგენილი და შესაბამისად, მტკიცებულების ეს წყაროც არის შეუცვლელი. სხვა მოწმეებისაგან განსხვავებით, სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ჩვენებას, რომელიც უშუალოდ შეესწრო უკანონო ქმედებას, ყოველთვის აქვს კავშირი საქმესთან, შეიცავს სასამართლოს მიერ შესაფასებელი ფაქტების შესახებ ინფორმაციას, პასუხობს მტკიცებულების დასაშვებობის მოთხოვნას, გააჩნია სანდოობის ნიშანი, რასაც მნიშვნელობა აქვს. ამავდროულად უნდა შემოწმდეს და შეფასდეს რამდენად თანხვედრაშია მათი ჩვენებები ერთმანეთთან და ხომ არ არის მათ შორის ისეთი არსებითი წინააღმდეგობა, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სარწმუნოობასა და სანდოობას. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ მართალია პოლიციელთა ჩვენებების მიმართ არსებობს სანდოობის ნიშანი, თუმცა მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებები ნამდვილად არ არის საკმარისი მტკიცებულებებათა ერთობლიობა, პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

3.37. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში, დანაშაულის თვითმხილველი მოწმეები არიან პოლიციელები და ავტომანქანის მძღოლი თ---------- ბ-------ე, რომელიც თან ახლდა მსჯავრდებულს შემთხვევის დროს. პალატა განსაკუთრებული გულმოდგინებით ამოწმებს რა მათ ჩვენებებს, უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს, 2017 წლის 10 მაისის, № 96აპ-17 გადაწყვეტილებაზე (პარ. 11) სადაც უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: „პალატა (საკასაციო) „განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე და მიუთითებს, რომ არავითარი ეჭვის შეტანის საფუძველი მათი ჩვენებების სანდოობაში არ გააჩნია, ვინაიდან პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. არანაირი წინააღმდეგობა მათ ჩვენებებს შორის არ არსებობს. ამასთან, მათი ჩვენებები გამყარებულია გ. ვ-ს პირადი ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა გ. ვ-ს პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოვლენილა. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“.

3.38. პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, პოლიციელთა ჩვენებებს გააჩნიათ საკმაოდ მყარი მტკიცებითი ძალა, რადაგან ისინი თანხვედრაშია, როგორც ერთმანეთთან, ასევე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს თვითმხილველი მოწმეების (პოლიციის თანამშროლები) ჩვენებები წინააღმდგობაშია ერთმანეთთან, რადგან ორივე მოწმემ - გ--- ბ-------–---–მა და გ------- ჟ-------–---–მა, პრაქტიკულად იდენტურად აღწერეს შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები (იხ. წინამდებარე განაჩენი, პუნქტი 28). პოლიციელთა ეს ჩვენებები ასევე შესაბამისობაშია საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებთან - ამოღების და ჩხრეკის ოქმებთან, ასევე ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებთან. ამასთან, დაცვის მხარის პოზიცია პოლიციელთა დაინტერესების თაობაზე, წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს და არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით.

3.39. როგორც აღინიშნა, დაცვის მხარე აპელირებს ესპერტიზის დასკვნებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან პირდაპირ არ დგინდება დ----- გ---–--–---–ის გენეტიკური პროფილის და ტანსაცმლის ბოჭკოების არსებობა ამოღებულ იარაღსა და საბრძოლო მასალაზე, აღნიშნული უნდა გახდეს მსჯავრდებულის გამართლების საფუძველი. პალატა ამ ნაწილშიც იზიარებს პირველი ინსტაცნიის სასამართლოს მსჯელობას და დამატებით მიუთითებს, რომ ეს მტკიცებულებები, ცალკე აღებული ვერ გახდება გამართლების საფუძველი, ვინაიდან მართალია ისინი პირდაპირ არც უდანაშაულობის ფაქტს ადასტურებს. ამდენად, საჭიროა შემოწმდეს სხვა მტკიცებულებები და ისე გადაწყდეს პირის ბრალეულობის საკითხი.

3.40. სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას იმ გარემოებებზე, რომ საპატრულო პოლიციის მიერ უმიზეზოდ იქნა გაჩერებული ავტომანქანა და იმ პირობებში როდესაც მანქანის მძღოლს მართვის მოწმობაც კი არ ჰქონდა, პირდაპირ მივიდნენ არა მძღოლთან, არამედ უკანა სავარძელზე მჯდომ მსჯავრდებულთან. ასევე თითქოს თავად ავტომანქანაც კი არ გაუჩხრეკიათ. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ მითითება ავტომობილის ჩხრეკის არ ჩატარებაზე უბრალოდ არასწორია და ასეთი ჩხრეკა ჩატარებულია. რაც შეეხება გ---–--–---–ის მიმართ სამართლებრივი პროცედურების დაწყებას: საქმის მასალების თანახმად, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, გ------- ჟ-------–---–მა და გ--- ბ-------–---–მა შეაჩერეს ავტომანქანა, რომელსაც თ---------- ბ-------ე მართავდა. ავტომობილის შეჩერების შედეგად, მათ მიერ ნანახი გარემოებებიდან გამომდინარე, პოლიციელებმა ავტომანქანაში მსხდომ პირებს გადასვლა და კანონსაწინააღმდეგო ნივთების წარდგენა მოსთხოვეს. გ------- ჟ-------–---–მა დაიწყო მსჯავრდებულის შემოწმება, ხოლო გ--- ბ-------–---–მა კი ავტომანქანის მძღოლის - თ---------- ბ-------ის. ეს ფაქტი დასტურდება არა მარტო მოწმე პოლიციელთა ჩვენებით, არამედ მოწმე თ---------- ბ-------ის ჩვენებითაც, რომელიც თან ახლდა მსჯავრდებულს. მისი განმარტების თანახმად, ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგ საპატრულო პოლიციის ერთი თანამშრომელი მასთან მივიდა, მეორე კი დ----- გ---–--–---–თან. დ----- გ---–--–---–ის ჩხრეკა კი ჩარტარდა მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულისგან იარაღი ამოიღეს.

3.41. პალატა განმარტავს, რომ პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლები განსაზღვრულია კანონით „პოლიციის შესახებ“. ამ კანონის მეთვრამეტე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დადგენილია, რომ პოლიცია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილების ან მათი დარღვევის აღკვეთის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს არაერთ პრევენციულ ღონისძიებას, მათ შორის ზედაპირულ შემოწმებას და დათვალიერებას. სწორედ ზედაპირული შემოწმების ფარგლებში, სხეულზე ხელის გარედან დადების გზით გაარკვია პატრულ-ინსპექტორმა გ------- ჟ-------–---–მა, რომ დიდი ალბათობით, ნივთი რომელიც მას ხელში მოხვდა და რომელსაც გ---–--–---–ი ტანსაცმელში ინახავდა, იყო ცეცხლსასროლი იარაღი. კანონის თანახმად, ასეთ შემოწმებას არანაირი წინასწარი სასამართლო ნებართვა არ ჭირდება. მისი ძირითადი მიზანია გაირკვეს, ხომ არ არსებობს საფუძველი ჩხრეკის ჩატარებისათვის. თუ ზედაპირულ შემოწმების და ან დათვალიერების შედეგად დადგინდება, რომ ასეთის საფუძველი არსებობს, შემდეგ ტარდება ჩხრეკა.

3.42. როგორც საქმის მასალებით დადგინდა, შექმნილი იყო სწორედ ასეთი სიტუაცია. პოლიციელებმა ავტომობილი გააჩერეს მოძრაობის წესების სავარაუდო დარღვევის ეჭვით, მაგრამ მასში მსხდომი პირების რეაქციამ გაუჩინათ საფუძველი ჩაეტარებინათ მათი ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება. ამ პროცესში მსჯავრდებულმა სცადა მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდება და ნივთმტკიცება პოლიციელს შეატოვა ხელში. ამ ფონზე სრულიად ლოგიკურია ის, რომ იარაღი ამოღებულია პატრულ ჟ-------–---–ისგან, ხოლო პირადი ჩხრეკისას დ----- გ---–--–---–ის არავითარი კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოაჩნდა. როგორც აღინიშნა, ამ საგამოძიებო მოქმედების ოქმები სრულ შესაბამისობაშია შემთხვევის თვითმხილველი სამივე მოწმის ჩვენებასთან, რაც ერთობლიობაში ბრალდების ვერსიას ადასტურებს. პალატა აღნიშნავს, რომ პირადი ჩხრეკის ოქმში დ----- გ---–--–---–ის ქურთუკის შიდა ჯიბიდან იარაღის ამოღების ფაქტი ვერ დაფიქსირდებოდა, ვინაიდან ამ პროცედურის ჩატარებისას მას იარაღი თან აღარ ჰქონდა. საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ყველა დოკუმენტი შედგენილია იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც განვითარდა შემთხვევის ადგილზე.

3.43. პალატა აფასებს ასევე დაცვის მხარის მიერ დასკვნით სიტყვაში გაჟღებეულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დ----- გ---–--–---–ის მიმართ პირადი დაინტერესება გააჩნია ვინმე მ-------- მ-----–---–ს, რომელიც, დაცვის მხარისვე განმარტებით, არის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი. სწორედ მისი მითითებით „ჩაუდეს“ იარაღი მსჯავრდებულს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა. პალატა უთითებს ამ განაჩენის 3.32-3.35. პუნქტებში მითითებულ სტანდარტსა და გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის ეს ვერსია არსებობს მხოლოდ მოსაზრების დონეზე და არ არ არის წარმოდგენილი მისი დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება. დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას დაცვამ პალატას წარუდგინა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ მსჯავრდებულ დ----- გ---–--–---–ისადმი მიწერილი წერილი. მისი შინაარსიდან გამომდინარე ირკვევა შემდეგი: გ---–--–---–ის განცხადებით, 2017 წლის 5 თებერვალს, პოლიციის შენობაში გახდა მ-------- მ-----–---–ის მხრიდან სიტყიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი. აღნიშნულის შესახებ, მსჯავრდებულმა, 2020 წლის 10 იანვარს, განუცხადა სახალხო დამცველის რწმუნებულს. თავის მხრივ სახალხო დამცველის აპარატმა ეს ინფორმაცია მიაწოდა პროკურატურას და იქიდან მიიღო პასუხი, რომ ამ განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი, ხსენებული წერილის შინაარსით, ასევე საქმეში გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით, არ დასტურდება ამ ინფორმაცის კავშირში განსახილველ საქმესთან. მასზე დაცვის მხარემ მიუთითა მხოლოდ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას. შესაბამისად პალატა სამართლებრივად მოკლებულია შესაძლებლობას რაიმე სახით გადაამოწმოს ხსენებული ინფორმაცია.

3.43. ამრიგად, პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც აღწერილია დ----- გ---–--–---–ის ბრალდების შესახებ დადგენილებაში.

4. სამართლებრივი შეფასება

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით დასჯადია ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა და შენახვა. კანონის ამ ნორმით კანონმდებლის მიერ დანაშაულად მიჩნეულია ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, გარდა - სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალისა, რაც თავისი შინაარსით და სამართლებრივი ბუნებით მომეტებული სოციალური საშიშროების შემცველია.

4.2. დანაშაულის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი, უსაფრთხოება და იარაღის შესახებ კანონით განსაზღვრული წესი. უკანონო შეძენაა იარაღისა და საბრძოლო მასალის ნებისმიერი ფორმით დაუფლება, იქნება ეს ყიდვა, ვალში ჩათვლა, პოვნა თუ სხვა. აღნიშნული დანაშაული დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც პირს მიეცემა მისი განკარგვის შესაძლებლობა. რაც შეეხება უკანონო შენახვას, კანონმდებელი ამ ტერმინში გულისხმობს იარაღის თუ საბრძოლო მასალისათვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც არ აქვს მისი შენახვის კანონიერი უფლება. რაც შეეხება აღნიშნული დანაშაულების სპეციფიკას და ხასიათს, რა თქმა უნდა, ხორციელდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად და არა საჯაროდ.

4.3. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რაც თავისთავად შენახვასაც მოიცავს, გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირი ამას კანონით მინიჭებული უფლების გარეშე ახორციელებს. აღნიშნული ქმედება შესაძლებელია განხორციელდეს ტანსაცმლით, ჩანთით, მანქანით, რომლითაც პირი მოძრაობს და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ნივთი დანაშაულის საგნად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის ვარგისია გამოყენებისათვის და მისი ვარგისიანობა დადასტურებულია ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება საზოგადოებისათვის და ცალკეული პირებისათვის მომეტებული საშიშროების შემცველია, ვინაიდან არსებობს გონივრული ვარაუდი იმისა, რომ მას, ვინც უკანონოდ ატარებს ცეცხლსასროლ იარაღს, აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს გამოიყენოს იგი.

4.4. ,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ტ‘‘ პუნქტის მიხედვით, იარაღის ბრუნვას განეკუთვნება იარაღის რეგისტრაცია, შეძენა, შენახვა და ტარება, ხოლო, ამავე მუხლის ,,ფ‘‘ პუნქტის თანახმად, იარაღის მესაკუთრეა პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, ცეცხლსასროლი იარაღი თან ჰქონდა დ----- გ---–--–---–ს რომელსაც, ,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ ჰქონდა მინიჭებული იარაღის ფლობის, განკარგვისა, იარაღით სარგებლობისა და ტარების უფლება. მითითებული კანონის მე-19 მუხლი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებსაც გააჩნიათ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის უფლება, ამასთან, იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. ასეთი ნებართვა დ----- გ---–--–---–ს არ გააჩნდა, შესაბამისად, მას ცეცხლსასროლი იარაღი შეძენილი ჰქონდა, ინახავდა და ატარებდა მართლსაწინააღმდეგოდ.

4.5. პალატა განმარტავს, რომ ,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონი განსაზღვრავს იარაღის სახეებს, არეგულირებს იარაღის ბრუნვასთან და მასზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, იარაღის ბრუნვის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,ა‘‘ პუნქტის თანახმად, ტერმინში ,,იარაღი‘‘ იგულისხმება მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, ან სიგნალის მისაწოდებლად. ამავე მუხლის ,,ბ‘‘ პუნქტის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღი არის იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დ----- გ---–--–---–ისგან ამოღებული იარაღი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. 6 ცალი ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

4.6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ დ----- გ---–--–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით, რის გამოც ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ და დაენიშნოს სამართლიანი სასჯელი.

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

5.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დ----- გ---–--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნია მისი ოჯახური მდგომარეობა და ქცევა სასამართლო განხილვებისას.

5.2. პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს წარსულში არაერთი ნასამართლობა.

6. სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

6.1. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

6.2. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

6.3. პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

6.4. დასახელებული მოთხოვნების გათვალისწინებით, კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოს სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება.

6.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელ რაიმე ახალ მტკიცებულებაზე არ მიუთითებია, რაც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას - გამოყენებული სასჯელის სიმკაცრის ხარსხთან დაკავშირებით. როგორც აღინიშნა, მოქმედი კანონმდებლობა სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას. ამასთან, დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს არა ზოგად მიდგომას, რაზეც ძირითადად უთითებს საჩივარში აპელანტი, არამედ კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკას.

6.6. როგორც აღინიშნა, დ----- გ---–--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია მისი ოჯახური მდგომარეობა - ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და მისი ქცევა სასამართლო განხილვისას. ასევე გასათვალისწინებელია მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა - არის შეზღუდული შერაცხადი. რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებას, ასეთია მისი მხრიდან დანაშაულის რეციდივი. უნდა აღინიშნოს, რომ სასჯელის დანიშვნისას ამ გარემოებას ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდესის 58-ე მუხლი. კონკრეტულ შემთხვევაშიც, კანონის ამ ნორმის მოთხოვნები გათვალისწინებულია და პალატის აზრით, არსებული შემამსუბუქებელი გარემოებების ფონზე, რეციდივის გამო სასჯელის კიდევ უფრო დამძიმების საჭიროება არ არსებობს.

6.7. ამრიგად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ----- გ---–--–---–ს, რეციდივის გათვალისწინებით განესაზღვრა ადეკვატური, სამართლიანი და კანონიერი სასჯელი. დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 16 დეკემბრის, განაჩენი დ----- გ---–--–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ----- გ---–--–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-----–- ჩ--------ას, ასევე თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის მ------ ლ-----ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 16 დეკემბრის განაჩენი დ----- გ---–--–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

დ----- გ---–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლი მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით დ----- გ---–--–---–ს, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

დ----- გ---–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 31 მარტიდან.

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

ესპანური წარმოების ,,AAA” მოდელის პისტოლეტი მჭიდით და ოთხი ცალი ვაზნა, გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს.

დ----- გ---–--–---–ის ქურთუკი, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

ნერწყვის ნიმუშები, ანაწმენდები და ბოჭკოს ნაწილაკები, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვ------- მრელაშვილი