განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100119003040489
საქმე #1ბ/13-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ--–----------ის
ადვოკატის: ნ----------------–---–ის
მსჯავრდებულის: მ--–------------–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--–----------ისა და მსჯავრდებულ მ--–------------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), მ--–------------–---–ის, დაბადებულის 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), ნასამართლევის, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ა--------------------------–------ში, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ მ--–------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე, ა--------------–----–----------------–------ში მდებარე მ--–------------–---–ის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა მ--–------------–---–მა, საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, ძმას - ბ-------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ყელში სწვდა და ხელი ძლიერად მოუჭირა, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ მ--–------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე, ა--------------–----–----------------–------ში მდებარე მ--–------------–---–ის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მ--–------------–---–ი, საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით ძმას - ბ-------------–---–ს, კერძოდ, მან საცხოვრებელი სახლის სამზარეულოდან ხელში აიღო სამზარეულოს დანა და გინებითა და მოკვლის მუქარით წამოვიდა ბ-------------–---–ისკენ, ოთახიდან გამოსულმა კი აიღო საცხოვრებელი სახლის შესასვლელ კართან მიყუ---ბული თოხი და დაემუქრა ძმას ჯანმრთელობის დაზიანებით, რითაც ბ-------------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ მ--–------------–---–მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე, ა--------------–----–----------------–------ში მდებარე მ--–------------–---–ის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა მ--–------------–---–მა, საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, ც------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, განზრახ დაარტყა მარჯვენა მუშტი სახის მიდამოში, რის შედეგადაც ც------------–---–ს გაუსკდა ტუჩი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენით:
მ--–------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 საათის ვადით.
მ--–------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით.
მ--–------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მ--–------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 2015 წლის 19 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1 000 ლარი და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ მ--–------------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 44-ე და 62-ე მუხლების საფუძველზე, დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2019 წლის 28 აპრილიდან 2019 წლის 6 მაისის ჩათვლით) გათვალისწინებით, პროპორციულად შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, მ--–------------–---–ს განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 95 საათის ვადით.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ--–----------ემ, აგრეთვე, მსჯავრდებულმა მ--–------------–---–მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ მ--–------------–---–ს ჩადენილი დანაშაულებისათვის განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
მსჯავრდებულმა მ--–------------–---–მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--–----------ისა და მსჯავრდებულ მ--–------------–---–ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ მ--–------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ მ--–------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).
საქმეზე შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულების - ბ-------------–---–ის, ც------------–---–ის ჩვენებით, მოწმეების - ნ--------------–---–ის, ი-----–-----------ის, თ----------------–---–ის, გ-------–----ის (პოლიციის თანამშრომლები), ფ-----------------ის, დ-------------–---–ის (ექსპერტები) ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (თანდართული ფოტოცხრილით), სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №3--------- დასკვნით, №0----- და №0----- შემაკავებელი ორდერებით - სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მ--–------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მანვე ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მ--–------------–---–ს დანაშაული არ ჩაუ---ნია და მის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება, არამედ, მასთან სახლში მისულმა ბ-------------–---–მა და ამ უკანასკნელის მეუღლე ც------------–---–მა თავად მიაყენეს მ--–------------–---–ს ფიზიკური შეურაცხყოფა, იძალადეს მასზე, ამდენად, მ--–------------–---–ი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ბ-------------–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 27 აპრილს, მეუღლესთან - ც------------–---–თან ერთად მივიდა მშობლების დანატოვარ სახლში, სადაც ცხოვრობს მისი ძმა მ--–------------–---–ი. სახლში მისულებს დახვდათ მ--–----ის მეუღლე ი-----------–---–ი, ხოლო მ--–------------–---–ი იყო ნასვამი და ეძინა. ი---მ გააღვიძა მ--–----ი. ძმებმა მოიკითხეს ერთმანეთი. საუბარში მან (ბ-------------–---–მა) მ--–----ის უთხრა, რომ სახლი არ ჰქონდა და ეს სახლი იყო მისი (დაზარალებულის). აღნიშნულ საკითხზე შელაპარაკდნენ. მ--–----ი ყელში სწვდა მას (ბ-------------–---–ს), მიაყუდა კედელზე და ისე მოუჭირა ხელი, რომ სუნთქვა უჭირდა, აღნიშნული ძალადობის შედეგად, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ც------------–---–ი ცდილობდა მ--–----ის შეკავებას, თუმცა ვერ შეძლო. მ--–------------–---–მა ასევე ხელი დაარტყა ც------------–---–ს, რომელსაც გაუსკდა ტუჩი და წამოუვიდა სისხლი. გარდა ამისა, მ--–------------–---–ი დანით დაემუქრა მას (ბ-------------–---–ს), რის დანახვაზეც ი-----------–---–მა დანა გააგდებინა ხელიდან. გარეთ გამოსულებს კი მ--–------------–---–ი დაედევნა მას (დაზარალებულს) თოხით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა, დაზარალებულმა ც------------–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 27 აპრილს, მეუღლესთან - ბ-------------–---–თან ერთად მივიდა სოფელ უ---ში მდებარე მამაპაპისეულ დანატოვარ საცხოვრებელ სახლში, სადაც ცხოვრობს მ--–------------–---–ი. სახლში დახვდათ ამ უკანასკნელის მეუღლე ი-----------–---–ი, მ--–------------–---–ს კი ეძინა. ი-----------–---–მა გააღვიძა მეუღლე. ძმებმა მოიკითხეს ერთმანეთი და ბ-----მ მის ძმას უთხრა, რომ სახლი დაეცალა, რადგან გადმოსვლას აპირებდა ამ სახლში, ამაზე მ--–----ი აგრესიული გახდა, ბ-----ს ხელი წაუჭირა ყელში, დაუწყო გინება. ასევე, მ--–------------–---–მა ხელი მოუქნია მას (ც------------–---–ს), ერთხელ დაარტყა მუშტი ტუჩებში, რის შედეგადაც გაუსკდა ტუჩი, წამოუვიდა სისხლი და განიცადა ტკივილი. აგრეთვე, მ--–------------–---–ი დანით დაემუქრა ბ-------------–---–ს, რომ მოკლავდა. მ--–----ის დანა დააგდებინა ი-----------–---–მა. ამის შემდეგ მ--–------------–---–მა აიღო თოხი და ცდილობდა დაერტყა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2019 წლის 28 აპრილს საქართველოს შს სამინისტროს ადიგენის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თ---------------–---–ის მიერ ექსპერტების - ფ-----------------ის, ნ-----------–------ის, გამომძიებელ გ-------–----ისა და ი-----------–---–ის მონაწილეობით, 00:20 საათიდან 01.00 საათის შუალედში, დათვალიერებულ იქნა ა--------------------------–------ში მდებარე ი-----------–---–ის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე სათავსოები. საცხოვრებელი სახლის ეზოს შესასვლელში, საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით ხუთ მეტრში, მარჯვენა მხარეს ძირს ეგდო 1,30 მეტრი სიგრძის ხისტარიანი თოხი. საცხოვრებელ სახლში, სამზარეულო მაგიდაზე, სხვადასხვა დასახელების ჭურჭელთან ერთად იდო სამზარეულო ხისტარიანი დანა, რომლის ტარის სიგრძეა 10 სმ. ხოლო დანის პირის - 12 სმ. დათვალიერების შედეგად, ამოღებული იქნა დანა და ხისტარიანი თოხი, რომლებზეც არ შეინიშნებოდა დაზიანების ან სხვა ძალადობის განხორციელების მანიშნებელი კვალი. სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა - ფ-----------------ემ, გ-------–----ემ, თ---------------–---–მა დაადასტურეს აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ფაქტი და შედეგები.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №3--------- დასკვნის თანახმად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამედიცინო ბარათი N2---ისა და პირადი გასინჯვის მონაცემების მიხედვით, ც------------–---–ს აღენიშნებოდა ზემო ტუჩის შიგნითა ზედაპირზე ლორწოვანას მხრიდან ნაჭდევი. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. სამედიცინო ექსპერტიზის №3--------- დასკვნის თანახმად, ბ-------------–---–ს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა დ-------------–---–მა დაადასტურა ზემოხსენებული ექსპერტიზების ჩატარების ფაქტი, შედეგები და გაცემული დასკვნების სისწორე.
2019 წლის 27 აპრილის №0----- და №0----- შემაკავებელი ორდერების თანახმად, ისინი ამოიწერა, შესაბამისად, მ--–------------–---–ის მიერ ბ-------------–---–ზე და ბ-------------–---–ის მიერ მ--–------------–---–ზე 27.04.2019 წელს განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა, შსს ადიგენის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა ნ--------------–---–მა აჩვენა, რომ 2019 წლის 27 აპრილს, შეტყობინების საფუძველზე, შსს ადიგენის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მან (მოწმემ) დააკავა მ--–------------–---–ი, რომელსაც დაკავებისას დაზიანებები აღენიშნებოდა, ასევე მისგან ამოიღო დახეული მაისური.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა, შსს ადიგენის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ი-----–-----------ემ განაცხადა, რომ 2019 წლის 27 აპრილს იყო მორიგე და ახორციელებდა სამსახურებრივ უფლებამოვალეობას უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ მ-------------ესთან ერთად. რა დროსაც მიიღო შეტყობინება, რომ სოფელ უ---ში, მ------–---–ების ოჯახში, ტყუპ ძმებს ჰქონდათ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. ადგილზე მისულებს ბ-------------–---–ი და მისი მეუღლე ეუბნებოდნენ, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ--–------------–---–მა, ხოლო მ--–----ი და მისი მეუღლე აცხადებდნენ, რომ ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი ჰქონდა ბ-------------–---–ის მხრიდან და იგი მხოლოდ თავს იცავდა ჯერ დანით, შემდეგ - თოხით.
სასამართლო განმარტავს, რომ მსჯავრდებულ მ--–------------–---–ის მიერ ჩადენილი, მოცემული დანაშაულებისაგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია პირის, მათ შორის ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება - იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით, მოცემული დანაშაულების ობიექტური მხარე გამოიხატება პირის (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის) მიმართ ძალადობრივ ქმედებაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ გაგებულ უნდა იქნას, როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს (მოცემულ შემთხვევაში სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბ-------------–---–ს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება). იმავდროულად, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობაც შედეგით დაფუძნებული დელიქტია, ანუ ქმედების მუქარად კვალიფიკაციისათვის სავალდებულოა, ქმედებას შედეგად მოჰყვეს მსხვერპლში მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის განცდა. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ ტკივილის შეგრძნება ან მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - სუბიექტური განცდაა და დაზარალებული პირველ რიგში წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განაცხადოს, განხორციელებულმა ძალადობამ (ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ) მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი ან მის მიმართ განხორციელებულმა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარამ გამოიწვია თუ არა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის განცდა.
პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულების - ბ-------------–---–ისა და ც------------–---–ის ჩვენებები, რომლებმაც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ მ--–------------–---–ის მხრიდან მათზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად განიცადეს ტკივილი, ასევე ბ-------------–---–ს მ--–------------–---–ის მხრიდან მოკვლისა და ჯანმრთელობის დაზიანებით მუქარით გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - სრულ თანხვედრაშია როგორც ერთმანეთთან, ისე მოწმეთა ჩვენებებთან და წერილობით მტკიცებულებებთან. სააპელაციო პალატის შეფასებით, დაზარალებულების ზემოაღნიშნული ჩვენებები აკმაყოფილებენ უტყუარობისა და დამაჯერებლობის მაღალ სტანდარტს. სააპელაციო პალატა მ--–------------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს მ--–------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას.
რაც შეეხება მსჯავრდებულ მ--–------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ მას არავისთვის განზრახ ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, პირიქით, მისი ძმა იქით მიეჭრა სახლში, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც იძულებული გახდა - თავი დაეცვა, პალატას ზემოხსენებული მტკიცებულებების, აგრეთვე, მ--–------------–---–ისა და მისი მეუღლის - ი-----------–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებების საფუძველზე, დადგენილად და დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2019 წლის 27 აპრილს, ა--------------–----–----------------–------ში მდებარე მ--–------------–---–ის საცხოვრებელ სახლში, ადგილი ჰქონდა ძმებს - მ--–------------–---–სა და ბ-------------–---–ს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს, რაც გამოწვეული იყო ბ-------------–---–ის პრეტენზიებით მამაპაპისეულ საცხოვრებელ სახლზე, რომელშიც ცხოვრობდა მ--–------------–---–ი მეუღლესთან - ც------------–---–თან ერთად, კერძოდ, აღნიშნულ სახლში მეუღლესთან ერთად მისული ბ-------------–---–ის მოთხოვნამ - ახლა მას უნდა ეცხოვრა აღნიშნულ სახლში და მ--–------------–---–ი უნდა წასულიყო სახლიდან - ბუნებრივია, გამოიწვია ამ უკანასკნელის გაღიზიანება, რის გამოც მათ შორის მოხდა ფიზიკური შეხლა-შემოხლა, რა დროსაც თავად მ--–------------–---–მაც მიიღო სხეულის დაზიანება (დადასტურებულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №3--------- დასკვნით). აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოცემული საქმიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით ცალკე წარმოებად გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე ოჯახში მ--–------------–---–ის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტზე.
პალატა აღნიშნავს, რომ ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ კრიტერიუმის დადგენას, რომლის არსებობაც იწვევს აუცილებელი მოგერიების ფაქტს. ობიექტურად უნდა არსებობდეს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა, რომელიც მოიცავს სამ ნიშანს: უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი. თავის მხრივ უკიდურესი მდგომარეობის არსებობის დასადგენად საჭიროა შემდეგი სამი კრიტერიუმის არსებობა: 1. სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, 2. ხელყოფის იმწუთიერობა, 3. ხელყოფის მართლწინააღმდეგობა, რაც, შესაბამისად, გულისხმობს ხელყოფის რეალურ (ობიექტურ) ხასიათს. სააპელაციო პალატა საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შემდეგ, ძმებს - მ--–------------–---–სა და ბ-------------–---–ს შორის მომხდარი ჩხუბის გარემოებების გათვალისწინებით, მივიდა დასკვნამდე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული კრიტერიუმები სახეზე არ იყო. საქმის გარემობების ობიექტური ანალიზი ცხადყოფს, რომ არამართლზომიერი მოქმედება სწორედ მ--–------------–---–მა დაიწყო, რაც იყო ადეკვატური რეაქცია ბ-------------–---–ის მოთხოვნაზე - წასულიყო მამაპაპისეული საცხოვრებელი სახლიდან, რომელშიც ახლა ბ-------------–---–ს უნდა ეცხოვრა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება თავისთავად გამორიცხავს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნას. ასევე, შემდგომ, ჩხუბის მიმდინარეობის პროცესშიც მ--–------------–---–ი აქტიურ მონაწილეობას იღებდა და თვითონაც მიიღო სხეულის დაზიანება. შესაბამისად, მის მიმართ მართლსაწინააღმდეგო ხელყოფას ადგილი არ ჰქონია და იგი შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. პალატა ყურადღებას მიაპყრობს აუცილებელი მოგერიების მეორე ნიშანს – უკიდურესობით გამოწვეულ მოქმედებას, რომელიც გულისხმობს, რომ იგი უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება და წარმოადგენდეს ადეკვატურ თავდაცვით საშუალებას. მართალია, აუცილებელი მოგერიების დროს არ არსებობს სამართლებრივ სიკეთეთა შესაბამისობის არსებობის მოთხოვნა, მაგრამ თავდაცვა არ არის მართლზომიერი სამართლებრივ სიკეთეთა აშკარა შეუსაბამობის დროს. ერთის მხრივ, დაცვის საშუალება უნდა იყოს მოწოდებული, რომ ხელყოფა მყისიერად და საბოლოოდ აღკვეთოს ან მინიმუმ შეასუსტოს, მეორეს მხრივ, თავდამცველი უფლებამოსიალია, აირჩიოს დაცვის ეფექტური საშუალება, ე.ი. მას შეუძლია მისთვის საიმედო, ყველაზე ნაკლებად საშიში საშუალება გამოიყენოს აუცილებელი მოგერიების დროს. და ბოლოს, აუცილებელი მოგერიების დროს პირი უნდა მოქმედებდეს თავდაცვის სურვილით, იქნება ეს საკუთარი ინდივიდუალური თუ სხვისი, ზეინდივიდუალური სიკეთის დაცვის სურვილი, მთავარია, რომ ქმედების განმახორციელებელს, უშუალოდ თავდაცვითი ქმედების განხორციელების დროს ჰქონდეს თანაბარი სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილი. სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის ქმედება არ წარმოადგენდა უკიდურესობით გამოწვეულ ქმედებას და ის განხორციელებული არ ყოფილა თავდაცვის სურვილით.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის გამკაცრების თაობაზე, სააპელაციო საჩივარში პროკურორი მიიჩნევს, რომ მ--–------------–---–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ლმობიერი. იგი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. მის მიერ ჩადენილია განზრახი, ძალადობრივი ხასიათის დანაშაულები. გასათვალისწინებელია, რომ მ--–------------–---–ი წარსულში ნასამართლევია. აგრეთვე, გასათვალისწინებელია, რომ იგი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, არ არის შერიგებული დაზარალებულთან და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მ--–------------–---–მა მომავალშიც კვლავ ჩაიდინოს ანალოგიური ხასიათის განზრახი დანაშაული (იხ. სააპელაციო საჩივარი).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პროკურორის სააპელაციო საჩივარში მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის გასამკაცრებლად მითითებულ ზემოხსენებულ არგუმენტებს ვერ გაიზიარებს. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტის დადასტურებას და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტი აღნიშნული მოთხოვნის თაობაზე, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია განზრახი ძალადობრივი ხასიათის დანაშაულები – ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო პალატის მიერ. აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს მ--–------------–---–ის მიერ ჩადენილი, საქართველოს სსკ–ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ობიექტური მხარის ნიშნებს, ურომლისოდაც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულები სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებას სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში პროკურორის მოსაზრებას, რომ შესაძლოა, მ--–------------–---–მა მომავალშიც ჩაიდინოს ძალადობრივი დანაშაული, სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ მ--–------------–---–ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი.
სააპელაციო საჩივარში სასჯელის დამამძიმებლად პროკურორი, აგრეთვე, მიუთითებს, რომ მსჯავრდებული არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და არ არის შერიგებული დაზარალებულთან. პალატისათვის პროკურორის პოზიცია გაუგებარია, რას გულისხმობს იგი, როდესაც აცხადებს, რომ მსჯავრდებული არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. მ--–------------–---–ი გამოიკითხა ბრალდებულის სახით, ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო სხვა საპროცესო მოქმედებებში. პალატა დამატებით აცხადებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მიხედვით, ბრალდებულს ნებისმიერ დროს შეუძლია გამოიყენოს დუმილის უფლება, მას აქვს კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავის შეკავების უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, ასევე ბრალდებული უფლებამოსილია არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციებით ნათლად ჩანს, კანონმდებელმა ბრალდებულს მიანიჭა უფლება, არ ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ამ უფლების გამოყენება ბრალდებულის მხრიდან არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. რაც შეეხება დაზარალებულთან შერიგებას, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ დაუშვებელია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს ისეთი გარემოება, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას სისხლის სამართლის კანონი მას არ ავალდებულებს, ხოლო დაზარალებულს, პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, უფლება აქვს, მსჯავრდებულისგან ზიანის ანაზღაურება გონივრულ ფარგლებში მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, შესაბამის სასამართლოში სათანადო მტკიცებულებების წარდგენით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულებები).
სააპელაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოსაზრებას სასჯელის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უკანონობასა და დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით. როგორც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნიდან ირკვევა, მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალდებას რეალურად პრეტენზია გააჩნია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით და ითხოვს მის გამკაცრებას (იხ. სააპელაციო საჩივარი), რაც, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, დაკავშირებულია განაჩენის სამართლიანობასთან და არა განაჩენის კანონიერებასა და დასაბუთებულობასთან. განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა ფასდება იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე მ--–------------–---–ის მიმართ გამოტანილი, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენი არის დასაბუთებული და კანონიერი, ვინაიდან იგი ემყარება მოცემულ საქმეზე შეკრებილ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას და განაჩენი გამოტანილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, სააპელაციო პალატისათვის გაუგებარია პროკურორის პრეტენზია განაჩენის უკანონობასა და დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ მ--–------------–---–ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სასჯელების შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ ჩადენილი დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი არ მოიხადონ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლაციაში, რაც სრულად შეესაბამება, ზოგადად, სასჯელის მიზნების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს მ--–------------–---–ის მიმართ, დანაშაულთა ერთობლიობით, თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სახის სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ. პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მ--–------------–---–ისათვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილ დანაშაულების სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ მ--–------------–---–ის მიმართ, არის დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--–----------ისა და მსჯავრდებულ მ--–------------–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ--–------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--–----------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
მსჯავრდებულ მ--–------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენი მ--–------------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
მ--–------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 საათის ვადით;
მ--–------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით;
მ--–------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მ--–------------–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 საათის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს 2015 წლის 19 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 ლარი და განაჩენთა ერთობლიობით, მ--–------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 საათის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2019 წლის 28 აპრილიდან 2019 წლის 6 მაისის ჩათვლით) გათვალისწინებით, პროპორციულად შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, მ--–------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 95 საათის ვადით;
ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ მ--–------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ მ--–-----------–---–ის (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ა--------------------------–--------------------------–-------–---, ს.კ.------------. (2019 წლის 3 მაისის №1--------წ. განჩინება);
ნივთიერი მტკიცებულება:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
ხისტარიანი თოხი და დანა - განადგურდეს;
განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლების თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართი) მიხედვით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ. №6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე