განაჩენი

სისხლის სამართლის 16.03.2020
საქმის ნომერი
010100119002794204
ინსტანცია
თარიღი
16.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100119002794204

საქმე №1/ბ-653-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

04 მარტი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) ლერი თედორაძე

მოსამართლეები: მაკა გორგოძე, თეიმურაზ სვანიძე

 

სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე

 

ბრალდების მხარე: აჭარის ა/რ პროკურატურის უფროსი პროკურორი რ------–----ე;

 

მსჯავრდებული: ლ----------–---------ი, დაბადებული 1----–-–------------ს, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე (პირადი №2----------), ნასამართლობის მქონე; მცხოვრები: თ--------------------–--------–-----------ი;

ადვოკატი: ლ-–-----------ე;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი და 19;109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი;

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 17(ჩვიდმეტი) წლის ვადით;

 

საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ----------–---------ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

- ორი პირის ი------------------–-–----სა და ხ---–--------------------ს განზრახ მკვლელობის მცდელობა და ი------------------–-–----ს განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ლ----------–---------მა 2017 წლის დეკემბრის თვეში, ქ--–----------ში, გაიცნო ქალბატონი, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ხ---–--------------------, რომელთანაც ჩამოუყალიბდა ახლო ინტიმური ურთიერთობა.

 

2018 წლის ზაფხულში, ლ------------–---------ი და ხ---–---------------------ა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ერთად ცხოვრობდნენ ქ--–----------ში, რის შემდეგაც მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა და ხ---–-------------------- საცხოვრებლად გადავიდა მეგობარ ქალბატონთან, ასევე უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ი------------------–-–----სთან, რამაც ლ----------–---------ის უკმაყოფილება გამოიწვია.

 

ლ----------–---------მა დაიწყო ეჭვიანობა ხ---–---------ის მიმართ და ხშირად უთვალთვალებდა მას, როცა ეს უკანასკნელი ი-------სთან ერთად, გართობის მიზნით, დროს ატარებდა ქ--------–--------–------------ში განთავსებულ სამორინე „პ----–--აში“. ლ------ი შერიგებას სთხოვდა ხ---–---------ს, რომლისგანაც მიღებულმა კატეგორიულმა უარმა მისი უკმაყოფილება და აგრესია გამოიწვია. ის მიიჩნევდა, რომ მისი და ხ---–---------ის ურთიერთობის გაუარესებაში დიდი წვლილი შეჰქონდა ი------------------–-–----ს. აღნიშნული გარემოებით განაწყენებული ლ----------–---------ს გაუჩნდა დამამძიმებელ გარემოებებში, ორი პირის - ი------------------–-–----ს და ხ---–--------------------ს განზრახ მოკვლის სურვილი.

 

თავისი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, 2018 წლის დეკემბრის თვეში, ქ--–----------ში მდებარე ერთ-ერთ სამონადირეო მაღაზიაში ლ------მა შეიძინა დანა თავისივე ქარქაშით, დანას შემოახვია ქაღალდის მწებავი ლენტი, იმ მიზნით, რომ თავი აერიდებინა სამორინე „პ----–--აში“ არსებულ ტექნიკური საშუალებებით მხილებისგან და ხსენებული დანის გამოყენებით ხ---–--------------------სა და ი------------------–-–----სთვის მოესპო სიცოცხლე.

 

2018 წლის 24 ნოემბერს ღამით, დაახლოებით 03:15 საათზე, ქ--------–--------–------------ში განთავსებულ სამორინე „პ----–--აში“ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ლ----------–---------მა, შურისძიების მოტივით, ორი პირის განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი დანის გამოყენებით, ი------------------–-–----ს გულმკერდისა და მარჯვენა ბარძაყის არეში მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ხ---–--------------------ს, ხსენებული დანის გამოყენებით, მარცხენა ქუთუთოს, საფეთქლის, მარცხენა მხრის, მარჯვენა მტევნის და მარცხენა ბარძაყის არეში მიაყენა ხუთი ჭრილობა, მაგრამ დანაშაული ბოლომდე ვერ მიიყვანა, რადგან მას ხელი შეუშალეს სამორინე ,,პ----–--ას“ თანამშრომლებმა და იქ მყოფმა მოქალაქეებმა.

 

ზემოაღნიშნულის გამო, ლ----------–---------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 19;109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 ივნისის განაჩენით: ლ----------–---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19;109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით; ლ----------–---------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 24 ნოემბრიდან; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით, ლ----------–---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა; ნივთიერ მტკიცებულებათა საკითხი გადაწყდა შემდეგნაირად: ლ----------–---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები და დოკუმენტები დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლის ლაქები და სხვა სისხლის ნიმუშები განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; შპს „პ----–--ადან'' გამოთხოვილი შესაბამისი ინფორმაცია 1 (ერთ) ცალ DVD-R დისკზე - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია:

ლ----------–---------მა ჩაიდინა ორი პირის - ი------------------–-–----სა და ხ---–--------------------ს განზრახ მკვლელობის მცდელობა და ი------------------–-–----ს განზრახ მკვლელობა. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ლ----------–---------მა 2017 წლის დეკემბრის თვეში, ქ--–----------ში, გაიცნო ქალბატონი, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ხ---–--------------------, რომელთანაც ჩამოუყალიბდა ახლო ინტიმური ურთიერთობა.

 

2018 წლის ზაფხულში, ლ------------–---------ი და ხ---–---------------------ა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ ქ--–----------ში, რის შემდეგაც მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა და ხ---–-------------------- საცხოვრებლად გადავიდა მეგობარ ქალბატონთან, ასევე უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ი------------------–-–----სთან, რამაც ლ----------–---------ის უკმაყოფილება გამოიწვია.

 

ლ----------–---------მა დაიწყო ეჭვიანობა ხ---–---------ის მიმართ და ხშირად უთვალთვალებდა მას, როცა ეს უკანასკნელი ი-------სთან ერთად, გართობის მიზნით, დროს ატარებდა ქ--------–--------–------------ში განთავსებულ სამორინე „პ----–--აში“. ლ------ი შერიგებას თხოვდა ხ---–---------ს, რომლისგანაც მიღებულმა კატეგორიულმა უარმა მისი უკმაყოფილება და აგრესია გამოიწვია. ის მიიჩნევდა, რომ მისი და ხ---–---------ის ურთიერთობის გაუარესებაში დიდი წვლილი შეჰქონდა ი------- ზ--------–-–----ს. აღნიშნული გარემოებით განაწყენებული ლ----------–---------ს გაუჩნდა დამამძიმებელ გარემოებებში, ორი პირის - ი------------------–-–----ს და ხ---–--------------------ს განზრახ მოკვლის სურვილი.

 

თავისი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, 2018 წლის დეკემბრის თვეში, ქ--–----------ში მდებარე ერთ-ერთ სამონადირეო მაღაზიაში ლ------მა შეიძინა დანა თავისივე ქარქაშით, დანას შემოახვია ქაღალდის მწებავი ლენტი, იმ მიზნით, რომ თავი აერიდებინა სამორინე „პ----–--აში“ არსებულ ტექნიკური საშუალებებით მხილებისგან და ხსენებული დანის გამოყენებით ხ---–--------------------ს და ი------------------–-–----სთვის მოესპო სიცოცხლე.

 

2018 წლის 24 ნოემბერს ღამით, დაახლოებით 03:15 საათზე, ქ--------–--------–------------ში განთავსებულ სამორინე „პ----–--აში“ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ლ----------–---------მა, შურისძიების მოტივით, ორი პირის განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი დანის გამოყენებით, ი------------------–-–----ს გულმკერდისა და მარჯვენა ბარძაყის არეში მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ხ---–--------------------ს, ხსენებული დანის გამოყენებით, მარცხენა ქუთუთოს, საფეთქლის, მარცხენა მხრის, მარჯვენა მტევნის და მარცხენა ბარძაყის არეში მიაყენა ხუთი ჭრილობა, მაგრამ დანაშაული ბოლომდე ვერ მიიყვანა, რადგან მას ხელი შეუშალეს სამორინე ,,პ----–--ას“ თანამშრომლებმა და იქ მყოფმა მოქალაქეებმა.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

დაცვის მხარე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ლ----------–---------ის მიმართ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანას და ლ----------–---------ის გამართლებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;109-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

აპელანტის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი და არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ლ----------–---------ს ორი ადამიანის მოკვლის განზრახვა ჰქონდა. მსჯავრდებულმა, როგორც წინასწარი გამოძიებისას, ასევე სასამართლო გამოძიებაში სრულად აღიარა ჩადენილი ქმედება და განმარტა, რომ ის თითქმის ერთ წელზე მეტი ცხოვრობდა უზბეკეთის მოქალაქე ხ---–--------------------სთან ერთად, რომელთანაც მომხდარ ფაქტამდე, დაახლოებით ერთი კვირით ადრე, ეჭვიანობის ნიადაგზე დაეძაბა ურთიერთობა, კერძოდ, მას ეჭვი ჰქონდა, რომ ხ---–--------------------ს კვლავ დაუკავშირდა ი------------------–-–---- და გადაიბირა პროსტიტუციაში ჩაბმის მიზნით და ამიტომაც განიზრახა ი------------------–-–----ს მოკვლა, ხოლო ხ---–--------------------სათვის დაზიანებების მიყენება.

 

პროკურორს, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე, შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა და მისი ინსტერესების დამცველმა ადვოკატმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

 

სააპელაციო წესით საქმის განხილვაში მონაწილე პროკურორმა ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).

 

სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა, სააპელაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად ბრალდებულ ლ----------–---------ის ჩვენებით, დაზარალებულ ხ---–--------------------ს ჩვენებით, მოწმეების: ბ------------ისა და მა------------–--–---–ის ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 03 იანვრის N--------- დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, დასტურდება, რომ ლ----------–---------მა ნამდვილად ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში მსჯავრდებულ ლ----------–---------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა ამ ნაწილში არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (დაცვის მხარე) ითხოვს ლ----------–---------ის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 19;109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებაში.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ლ----------–---------ის მიერ სსკ-ის 19;109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:

 

ქ--------–--------–------------ში სამორინე „პ----–--აში’’ განთავსებული სათვალთვალო კამერის ვიდეო ჩანაწერებითა და ამ ვიდეო ჩანაწერების დათვალიერების ოქმებით, კერძოდ:

 

ფაილი N1-ის დათვალიერებისას ჩანს, რომ დარბაზში განთავსებულია სათამაშო აპარატები, აპარატებთან სხედან იქ მყოფი პირები და თამაშობენ. პირდაპირ არსებულ სათამაშო აპარატთან ზის ხ---–--------------------, რომელიც ესაუბრება მის გვერდით მჯდომ მამაკაცს. 03:10:50 საათზე დგება სკამიდან და ესაუბრება კვლავ მამაკაცს და ხელით უთითებს გვერდით, შემდეგ კვლავ ჯდება ისევ იმავე აპარატთან და ესაუბრება მის გვერდით მჯდომ მანდილოსანს. 03:12:52 საათზე მასთან კვლავ მიდის იგივე მამაკაცი, ესაუბრება მას, დგება და 03:13:08 საათზე სათამაშო აპარატებს გვერდის ავლით ეფარება კადრს.

 

ფაილი N2-ის დათვალიერებისას მაგიდებთან ჩანან იქ მყოფი პირები, მათ შორის პირველ მაგიდასთან მარტოდ ზის ბრალდებული ლ----------–---------ი, 03:03:20 საათზე ლ----------–---------ი ესაუბრება მომსახურე პერსონალს (მანდილოსანს). 03:05:10 საათზე ხსენებულ მანდილოსანს ლ----------–---------თან მიაქვს ჭიქით სავსე სითხე და ეს უკანასკნელი იწყებს მის დალევას. 03:07:20 საათზე ლ------------–---------თან მიდის იქ მყოფი მომსახურე პერსონალი - მამაკაცი, რომელიც 03:07:57 საათამდე ესაუბრება რაღაცას, რის შემდეგ ლ----------–---------ი აგრძელებს დალევას. 03:09:25 საათზე ლ----------–---------ი დგება და გადის მარჯვენა მხარეს და ეფარება კადრს.

 

ფაილი N4-ის დათვალიერებისას ჩანს, რომ 03:09:32 საათზე კადრში ჩნდება ბრალდებული ლ----------–---------ი, რომელიც ათვალიერებს იქეთ-აქეთ და 03:09:50 საათზე ეფარება კადრს.

 

ფაილი N5-ის დათვალიერებისას ჩანს, რომ 03:09:48 საათზე კადრში ჩნდება ბრალდებული ლ----------–---------ი, თითქოსდა ეძებს ვიღაცას და ეფარება კადრს.

 

ფაილი N6-ის დათვალიერებისას ჩანს, რომ 03:09:55 საათზე კადრში ჩნდება ბრალდებული ლ----------–---------ი, თითქოსდა ეძებს ვიღაცას და 03:10:07 საათზე ეფარება კადრს.

 

ფაილი N7-ის დათვალიერებისას ჩანს, რომ 03:10:10 საათზე კადრში ჩნდება ბრალდებული ლ----------–---------ი, რომელიც მიდის და ჯდება მაგიდასთან, ათვალიერებს იქეთ-აქეთ, 03:13:25 საათზე ლ----------–---------ი დგება სკამიდან და ეფარება კადრს. 03:13:42 საათზე ლ----------–---------ი ბრუნდება უკან და და ჯდება იმავე მაგიდასთან, ათვალიერებს აპარატების მხარეს, თითქოსდა ეძებს ვიღაცას, 03:14:17 საათზე თითქოსდა შენიშნა რაღაც, დგება სკამიდან და ეფარება კადრს.

 

ფაილი N9-ის დათვალიერებისას ჩანს, რომ 03:14:30 საათზე კადრში ჩნდება ბრალდებული ლ----------–---------ი, რომელიც ათვალიერებს და ეძებს ვიღაცას და 03:14:46 საათზე ეფარება კადრს.

 

ფაილი N10-ის დათვალიერებისას ჩანს, რომ 03:14:50 საათზე კადრში ჩნდება ბრალდებული ლ----------–---------ი, რომელიც ათვალიერებს და მიდის გასასვლელი კარების მიმართულებით, მიდის გასასვლელ კარებთან, თუმცა, ბრუნდება უკან, მიდის მარჯვენა მხარეს, იკიდებს მარცხენა მხარეს ქურთუკის შიდა ჯიბისკენ ხელს და 03:15:14 საათზე ეფარება კადრს.

 

ფაილი N11-ის დათვალიერებისას ჩანს, რომ 03:13:55 საათზე კადრში ჩნდება ხ---–--------------------, რომელიც გაივლის და მარჯვენა მხრისკენ 03:14:01 მიეფარება ეკრანს. 03:14:55 საათზე კადრში ჩნდება ბრალდებული ლ----------–---------ი, რომელიც ათვალიერებს, იყურება მარჯვენა მხარეს, თითქოსდა დაინახა ვიღაც, გადის კარებთან, წარბებზე იკიდებს ხელს ფიქრობს წამიერად და მოტრიალდება უკან, მიდის მარჯვენა მხარს, ეფარება კადრს, უცებ ისმის წივილ-კივილის ხმა და ყველა გარბის მარჯვენა მხარეს და ირევა ხალხი. კადრი მთავრდება 03:15:45 საათზე.

 

ფაილი N12-ის დათვალიერების მიხედვით, კადრების ჩართვისას (03:10:23 საათი), საპირფარეშოს კარებიდან პირველ სათამაშო აპარატთან ჩანს ი------------------–-–----, რომელიც თამაშობს და თან სვამს ჭიქით სითხეს. დარბაზში მოძრაობენ იქ მყოფი პირები. 03:14:01 საათზე ი------------------–-–----სთან მიდის ხ---–-------------------- და ჯდება გვერდით სათამაშო აპარატთან, რომელიც ი------------------–-–----ს ესაუბრება და ხელებით უხსნის რაღაცას. 03:15:15 საათზე კადრში ჩნდება ბრალდებული ლ----------–---------ი, რომელიც სირბილით მიირბენს ი------------------–-–----სთან და ხ---–--------------------სთან, რომელიც მისვლისთანავე მისი ტანთმოსილი პიჯაკის მარცხენა ჯიბიდან იღებს დანას და პირველად ურტყამს ი------- ზ--------–-–----ს, შემდეგ ხ---–--------- მ---------ს და ტრიალდება ი------------------–-–----სკენ და გულმკერდის არეში ურტყამს დანას, რომელიც ვარდება სკამიდან და ეცემა გვერდით ოთახში გასასვლელი კარების ძირში და უცებ იატაკზე დგება სისხლის გუბე, ხ---–-------------------- გარბის, რომელსაც ხელში დანით მისდევს ლ----------–---------ი, ხსენებული ფაქტის შემსწრენი კი მისდევენ უკან და იწყება ჩოჩქოლი. კადრი მთვრდება 03:15:40 საათზე.

 

ფაილი N13-ის დათვალიერებისას ჩანს, რომ 03:15:24 საათზე კადრში ჩნდება ხ---–--------------------, რომელიც მორბის და მას დანით ხელში მოყვება ბრალდებული ლ----------–---------ი, რომლებსაც შესაბამისად მოყვებიან იქ მყოფი პირები. კადრი მთავრდება 03:15:27 საათზე.

 

ფაილი N14-ის დათვალიერებისას 03:15:25 საათზე კადრში ჩანს სათვალთვალო კამერის ზურგის მხრიდან მორბის ხ---–--------------------, რომელსაც დანით ხელში მოსდევს ბრალდებული ლ----------–---------ი, რომელიც წააქცევს ხ---–--------- მ---------ს და ურტყამს დანას, თუმცა, მას აკავებენ მის უკან მოყოლილი მამაკაცები და დაცვის თანამშრომლები და ართმევენ დანას, ხოლო ხ---–-------------------- გარბის აპარატების ბოლოსკენ, გადის ხელმარჯვნივ, რომელსაც იქ მყოფი მანდილოსანი აწვდის ნაჭერს ჭრილობაზე დასადებად, ხოლო ხ---–-------------------- მიწოდებულ ნაჭერს იდებს მარცხენა მხარეს წარბის არეში და ჯდება იქვე სკამზე.

 

ი------------------–-–----ს გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 03 იანვრის N--------- დასკვნის თანახმად, ი------------------–-–----ს გვამს აღენიშნებოდა გულმკერდის მარცხენა ნახევრის ნაკვეთ ნაჩხვლეტი, გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა, კანის, კანქვეშა ქსოვილების, IV ნეკნთაშუა სივრცის რბილო ქსოვილებისა და სისხლძარღვების, პარიესული და ვისცერული პლევრის ფურცლების, ფილტვის ქსოვილის, პერიკარდის, გულის მარცხენა პარკუჭის წინა კედლის გამჭოლი დაზიანებით, ჭრილობის არხის მიმართულებით თითქმის ჰორიზონტალურად - ზემოდან ოდნავ ქვემოთ, წინიდან - უკან, მარცხნიდან ოდნავ მარჯვნივ, შინაგანი და გარეგანი სისხლდენა, სისხლჩაქცევებით ჭრილობის არხის გასწვრივ რბილ ქსოვილებში, მარცხენამხრივი ჰემოპნევმოთორაქსი, მწვავე სისხლნაკლებობა, ჰემორაგიული შოკი, ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა ბარძაყის წინა გარეთა ზედაპირზე, ქვედა მესამედში.

 

ი------------------–-–----ს გვამიდან აღებული კანის პრეპარატზე (გულმკერდის მარცხენა ნახევარში არსებული ჭრილობის პრეპარატზე - ჭრილობა N1) აღინიშნება დაზიანება, რომლებიც თავიანთი მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე, განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი. აღნიშნული დაზიანება სიცოცხლისდროინდელია, პირდაპირ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან და ცოცხალ პირებში მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებას, ხოლო ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა ბარძაყის წინა გარეთა ზედაპირზე, ქვედა მესამედში - განვითარებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის/საგნების ზემოქმედებით, სიცოცხლისდროინდელია, არ იმყოფება პირდაპირ კავშირში დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან და ცოცხალ პირებში მიეკუთვნება მსუბუქი ხარისხის დაზიანებას.

 

ი------------------–-–----ს სიკვდილის უშუალო მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა - გამოწვეული გულმკერდის მარცხენა ნახევრის ნაჩხვლეტ ნაკვეთი ჭრილობიდან, დაზიანებული გულის მარცხენა პარკუჭიდან, მარცხენა ფილტვის ქსოვილიდან, ნეკთაშუა სისხლძარღვებიდან განვითარებული შინაგანი და გარეგანი სისხლდენით.

 

ი------------------–-–----ს გვამის გამოკვლევისას ნანახი ნაადრევი გვამური მოვლენების გათვალისწინებით, სიკვდილიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია შუალედი არაუმეტეს 12 საათისა.

 

ი------- ზ--------–-–----ს სიკვდილი დადგებოდა დაზიანებების მიღებიდან გარკვეულ პერიოდში.

 

სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი ლ-----------------ე, რომელმაც დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.

 

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის, ხ---–--------------------ს ჩვენების თანახმად, ლ----------–---------ი გაიცნო 2017 წელს. ზაფხულში 2 თვე ერთად ცხოვრობდნენ. თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ლ------მა კაზინოში დაიწყო თამაში, ფულის წაგების შემდეგ აგრესიული ხდებოდა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. ამის გამო დაშორდა და გადავიდა მეგობართან - ი-------სთან საცხოვრებლად. ლ------ი ცდილობდა მასთან შერიგებას და უკან დასდევდა. ის ვერ იტანდა ი-------ს და ხშირად ჩხუბობდნენ. შემთხვევის ღამეს, 2018 წლის 24 ნოემბერს, საღამოს 11:00 საათის შემდეგ ი-------სთან ერთად გავიდა სახლიდან და მივიდნენ კაზინო „პ----–--აში“, სადაც სხვადასხვა აპარატებთან თამაშობდნენ. ი-------სთან საუბრის პროცესში მოვიდა ლ----------–---------ი. მან დანა ამოიღო გულის ჯიბიდან. პირველად ი-------ს ჩაარტყა გულში და შემდგენ მას სახეში. ლ------ი ისევ ი-------ს მიუბრუნდა. ამ დროს გაიქცა. ლ------ი გამოეკიდა დანით ხელში და წაქცეულს კიდევ ჩაარტყა დანა. ჭრილობები მიაყენა მარცხენა ფეხის ბარძაყზე, მარჯვენა ხელის ცერა თითზე, მარჯვენა მხარზე, მარცხენა მხარეს სახეზე. ლ------ი დააკავეს, თორემ ნამდვილად მოკლავდა. ეს ყველაფერი მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ უარს ეუბნებოდა ერთად ცხოვრებაზე.

 

2018 წლის 07 დეკემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0------- დასკვნის თანახმად, სამედიცინო საბუთის მონაცემებით ხ---–-------------------- მოთავსებული იქნა საავადმყოფოში 24.11.18წ. აღენიშნებოდა მარცხნივ ქუთუთოსა და საფეთქლის არეში ჭრილობები 3.5-0.2. 4.0—0.2სმ. ზომების სწორი კიდეებით, სისხლმდენი ნაკვეთი ჭრილობები. მარცხენა მხრის შუა მესამედში ლატერალურად ნაკვეთი ჭრილობა კანის კანქვეშა ქსოვილებისა და კუნთების დაზიანებით 7.0-1.5-1.0სმ. ზომებით, სისხლმდენი ჭრილობა. მარჯვენა მტევნის ნაკვეთი ჭრილობა სისხლდენით 4.5-0.5 სმ. ზომებით. მარცხენა ბარძაყის შუა მესამედში აღენიშნება ნაკვეთი ზედაპირული ჭრილობა. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჭრელი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. სამედიცინო საბუთში ჭრილობების სიღრმეები და მიმართულებები მითითებული არ არის. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი, მამუკა მეტრეველი, რომელმაც დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.

 

მოწმე ბ------------ის ჩვენების თანახმად, მუშაობს კაზინო „პ----–--აში“ ტექნიკოსად. შემთხვევის ღამეს ახორციელებდა სათამაშო აპარატების შემოწმებას, რა დროსაც შემოესმა ხმაური. დაინახა ორი მადილოსანი, რომელთაგან ერთ-ერთს მამაკაცმა ორჯერ მოუქნია დანა მუცლისა და გულმკერდის არეში. ის გადმოვარდა სკამიდან, ხოლო მეორე გაიქცა. მას დაედევნა ეს მამაკაცი. თვითონაც გაიქცა თავდამსხმელისკენ, რომელიც წაქცეულ ქალს ურტყამდა დანას. აქვე იყო დაცვის თანამშრომელი. მოხდა დაპირისპირება. ძალის გამოყებით მოხდა თავდამსხმელის შეჩერება. მას შეახტა მარჯვენა ხელზე, წაართვა დანა და შეინახა კაბინეტში, რომელიც შემდეგ გამომძიებელმა ამოიღო. განათება იყო კარგი და მხედველობის პრობლემა არ ყოფილა.

 

2018 წლის 24 ნოემბერს ჩატარებული ამოცნობის ოქმის თანახმად, ბ------------ემ ამოიცნო ბრალდებული ლ----------–---------ი.

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 24 ნოემბერს, ქ--------–--------–---------ში განთავსებულ კაზინო „პ----–--ას’’ ტექნიკური სამსახურის ოთახიდან, ამოღებულ იქნა ბ------------ის მიერ წარმოდგენილი დანა.

 

მოწმე მა------------–--–---–ის ჩვენების (გამოქვეყნდა ასევე გამოკითხვის ოქმი) თანახმად, 2 წელია მუშაობს სამორინე „პ----–--ას“ დაცვის თანამშრომლად. სამორინეს შესასვლელში არის დამონტაჟებული სპეციალური აპარატი (დეტექტორი), რომლის გავლით შედის სამორინეში მოსული მოთამაშე სტუმარი. მოწყობილობას გააჩნია ხმოვანი სიგნალი, რომელიც ირთვება მეტალზე, რის შემდეგაც შესულ მოთამაშეს ატრიალებენ უკან და ეკითხებიან თუ რა აქვს. იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ წარმოდგენილი იქნება მეტალის საგანი, ეს იქნება გასაღებები თუ სხვა და კვლავ გაივლის უხმაუროდ დეტექტორს, ამ შემთხვევაში მისი სხვანაირი შემოწმება აღარ ხდება, თუ კვლავ იქნება ხმოვანი სიგნალის შეტყობინება, ამ შემთხვევაში მოთამაშე პირს ამოწმებენ ხელის დეტექტორით, რომლითაც ხდება კონკრეტული ადგილის დაფიქსირება, თუ სად აქვს შემოსულ მოთამაშეს მეტალის საგანი და თუ ეს არ იქნება დადგენილი ნორმის საწინააღმდეგო, უშვებენ სამორინეში. დადგენილი ნორმის თანახმად, მოთამაშეს არ შეუძლია სამორინეში შევიდეს ცივი იარაღით, ეს იქნება დანა თუ სხვა მისმაგვარი საგანი. ასევე ცეცხლსასროლი იარაღით. თუ ასეთ ფაქტს ექნება ადგილი, გასასვლელში არის განთავსებული კარადები საკეტით, სადაც მოთამაშემ უნდა შეინახოს აკრძალული ნივთი და სამორინედან გამოსვლის მერე უნდა აიღოს. დადგენილი ნორმის თანახმად, სამორინეს გასასვლელში განთავსებულ აბრას უნდა გაეცნოს მოთამაშე, სადაც გაწერილია ქცევისა და შესვლის წესები და უნდა დაიცვას ეს წესები. სამორინეს ჰყავს რამდენიმე ვიაიპ მომხმარებელი და სტუმარი, რომლებსაც უფლება აქვთ დეტექტორის ავლითაც შევიდენენ და გამოვიდნენ სამორინეში. 2018 წლის 24 ნოემბერს, მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული თურქი ეროვნების მამაკაცი, სახელად ლ------ი სამორინეს ვიაიპ მომხმარებელი იყო. 2018 წლის 23 ნოემბერს, საღამოს 21:00 საათიდან 24 ნოემბრის დილის 09:00 საათამდე იმყოფებოდა სამორინეში დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად. ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობა მუშაობა. სამორინეში იყო საკმაო ხალხი, რომლებიც სხვადასხვა აპარატებზე თამაშობდნენ. იყვნენ როგორც მოთამაშე მამაკაცები, ისე მანდილოსნებიც. ღამის დაახლოებით 03:15 საათზე იმყოფებოდა სამორინეს შესასვლელში, რა დროსაც შემოესმა კივილისა და ჩოჩქოლის ხმა, რა დროსაც შევარდა სამორინეში და დაინახა, რომ სამორინეს ბარის მიმართულებით გარბოდა მანდილოსანი, რომელსაც უკან დანით ხელში მისდევდა ზემოხსენებული ვიაიპ კლიენტი, ლ------ი, რომელიც ცდილობდა მანდილოსანის დაჭერას და მის მიმართულებით იქნევდა დანას. მათ უკან მისდევდა რამდენიმე პირი. ხსენებულის დანახვისთანავე ბუნებრივია გაიქცა აღნიშნული სიტუაციის აღმოსაფხვრელად. დაინახა, რომ მათი ტექნიკოსი ბ------------ე მორბოდა მათი მიმართულებით. სანამ მათ მიუახლოვდებოდა, ლ------ი წამოეწია უზბეკი ეროვნების მანდილოსანს, რომელიც წაიქცა სამორინეს დარბაზის შუა მარცხენა მხარეს მდებარე სათამაშო აპარატებთან და ცდილობდა წაქცეული მანდილოსნის დაჩეხვას თანნაქონი დანით, თუმცა, მათ წააქციეს ლ------ი და ამის საშუალება აღარ მისცეს. მიუხედავად იმისა, რომ წაქცეული ყავდათ, ის უძალიანდებოდათ და კვლავ ცდილობდა მიწვდომოდა უზბეკ მანდილოსანს და დაერტყა მისთვის დანა, თუმცა ამის საშუალებას აღარ აძლევდნენ. მას წელის არეში შემოხვია ხელი და აღარ აძლევდა განძრევისა და გაქცევის საშუალებას, რა დროსაც ბექა მიწვდა დანიან ხელზე და როგორც იქნა გამოგლიჯა დანა. მივიდა მეორე დაცვის თანამშრომელი და ლ------ი წაიყვანეს დაცვის ოთახში.

 

პალატა განმარტავს, რომ იმისათვის რომ მოხდეს წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ, რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებენ, პირის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს არ უნდა იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადგენენ გარკვეულ გარემოებებს, აშკარად უნდა ადგენდნენ დანაშაულის ფაქტს და იმდენად დამაჯერებელი უნდა იყოს, რომ გონივრულ კითხვებს არ აჩენდეს პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან, რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტის უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე მოახდინოს მტკიცებულებების ავთენტიკურობის და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულებების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას, როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს, რადგან თუ ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სასამართლოს უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად.

 

იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობის დადგენას, ანუ, კანონით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ნიშნების დამთხვევას, განსახილველი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან, პალატამ ერთობლიობაში გააანალიზა სისხლის სამართლის საქმის განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია ლ----------–---------ის მიერ დანაშაულთა ჩადენა შურისძიების მოტივით, კერძოდ: 2018 წლის 24 ნოემბერს ღამით, დაახლოებით 03:15 საათზე, ქ--------–--------–------------ში განთავსებულ სამორინე „პ----–--აში“ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ლ----------–---------მა, ორი პირის განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი დანის გამოყენებით, ი------------------–-–----ს გულმკერდისა და მარჯვენა ბარძაყის არეში მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ხ---–--------------------ს, ხსენებული დანის გამოყენებით, მარცხენა ქუთუთოს, საფეთქლის, მარცხენა მხრის, მარჯვენა მტევნის და მარცხენა ბარძაყის არეში მიაყენა ხუთი ჭრილობა, მაგრამ დანაშაული ბოლომდე ვერ მიიყვანა, რადგან მას ხელი შეუშალეს სამორინეს თანამშრომლებმა და იქ მყოფმა მოქალაქეებმა. შესაბამისად, მსჯავრდებულის ქმედება დაზარალებულ ხ---–--------------------ს მიმართ ზუსტ შესაბამისობაშია საქართველოს სსკ-ის 19;109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებთან, შესაბამისად, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ქმედების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, რომ ლ----------–---------მა ჩაიდინა სსკ-ის 108-ე მუხლითა და სსკ-ის 19;109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, და უარყოფს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას დაზარალებულ ხ---–--------------------ს მკვლელობის მცდელობის ნაწილში მსჯავრდებულ ლ----------–---------ის გამართლების თაობაზე, შემდეგ მოტივებზე მითითებით:

 

საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა, ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.

 

ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნორმათა ერთობლიობა, რომელიც მიმართულია ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლში მითითებულია, რომ ,,სიცოცხლე ადამიანის ხელშეუხებელი უფლებაა და მას იცავს კანონი’’, ასევე, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე.

 

ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მატერიალური შემადგენლობისაა და იგი დამთავრებულად ითვლება მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ანუ სიცოცხლის მოსპობის მომენტიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილი აქვს მკვლელობის მცდელობას ან მის მომზადებას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მაკვალიფიცირებელი გარემოების - ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის დასრულებული სახით არსებობისათვის აუცილებელია არსებობდეს, მინიმუმ, ორი პირის გარდაცვალების ფაქტი. ამდენად, ვინაიდან, ხ---–--------------------სთან დაკავშირებით ლ----------–---------მა დანაშაული ბოლომდე ვერ მიიყვანა, ამ ნაწილში მისი ქმედება განზრახ მკვლელობის მცდელობად ორი ან მეტი პირის მიმართ (საქართველოს სსკ-ის 19;109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი) სწორად არის დაკვალიფიცირებული. რაც შეეხება ი------------------–-–----ს ნაწილს, ვინაიდან იგი გარდაიცვალა, აღნიშნული ფაქტი დამოუკიდებლად უნდა დაკვალიფიცირდეს. პალატას მიაჩნია, რომ ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში ერთ-ერთი პირის გარდაცვალება (ე.ი მისი მკვლელობა) ცალკე სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს, რაც მართებულად შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლომ.

 

განზრახ მკვლელობის მცდელობის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია ის, რომ ასეთ შემთხვევაში დანაშაული არ მოდის სისრულეში, ანუ, არ დგება დანაშაულებრივი შედეგი, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს, ექმნება თუ არა უშუალო საფრთხე კანონით დაცულ სიკეთეს და იწყება თუ არა დანაშაულის შემადგენლობის განხორციელება და რამდენად რეალურია იმ კონკრეტული პირობების ერთობლიობა, რომელმაც შესაძლებლობა ალბათობის მაღალი ხარისხით სინამდვილედ უნდა აქციოს, ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია შეფასდეს, როგორც განზრახვის მართლსაწინააღმდეგო შეგნება, ასევე, განხორციელებული ქმედების მიზანი. განზრახვის მიმართულების მართებულად გადაწყვეტისათვის, მნიშვნელოვანია შეფასდეს, როგორც დაზიანების ხარისხი, ასევე, დანაშაულის ბოლომდე მიუყვანლობის მიზეზები.

 

თავად მსჯავრდებული ლ----------–---------ი სააპელაციო საჩივარში არ უარყოფს მის მიერ როგორც ი------------------–-–----ს მოკვლის, ასევე ხ---–--------------------სათვის დაზიანებების მიყენების ფაქტს, თუმცა მიუთითებს, რომ მას არ გააჩნდა ხ---–--------------------ს მოკვლის განზრახვა.

 

პალატა მსჯავრდებულის პოზიციასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. ბრალის აღიარება ბრალდებულის უფლებაა და არა მოვალეობა, მისი ჩვენება კი ნაკარნახევია მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების გრძნობით, ამიტომ ბრალდებულის ჩვენება ყოველთვის უნდა შეჯერდეს საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან, რადგან ის პასუხს არ აგებს ცრუ ჩვენების ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის.

 

პირდაპირი მოწმის, დაზარალებულ ხ---–--------------------ს ჩვენების თანახმად, შემთხვევის ღამეს, 2018 წლის 24 ნოემბერს, საღამოს 11:00 საათის შემდეგ ი-------სთან ერთად გავიდა სახლიდან და მივიდნენ კაზინო „პ----–--აში“, სადაც სხვადასხვა აპარატებთან თამაშობდნენ. ი-------სთან საუბრის პროცესში მივიდა ლ----------–---------ი. მან დანა ამოიღო გულის ჯიბიდან. პირველად ი-------ს ჩაარტყა გულში და შემდგენ მას სახეში. ლ------ი ისევ ი-------ს მიუბრუნდა. ამ დროს გაიქცა. ლ------ი გამოეკიდა დანით ხელში და წაქცეულს კიდევ ჩაარტყა დანა. ჭრილობები მიაყენა მარცხენა ფეხის ბარძაყზე, მარჯვენა ხელის ცერა თითზე, მარჯვენა მხარზე, მარცხენა მხარეს სახეზე. ლ------ი დააკავეს, თორემ ნამდვილად მოკლავდა. ეს ყველაფერი მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ უარს ეუბნებოდა ერთად ცხოვრებაზე.

 

დაზარალებულის ჩვენებას შეესაბამება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 03 იანვრის N--------- დასკვნა (რომლის თანახმად, ი------------------–-–----ს სიკვდილის უშუალო მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა - გამოწვეული გულმკერდის მარცხენა ნახევრის ნაჩხვლეტ ნაკვეთი ჭრილობიდან, დაზიანებული გულის მარცხენა პარკუჭიდან, მარცხენა ფილტვის ქსოვილიდან, ნეკკთაშუა სისხლძარღვებიდან განვითარებული შინაგანი და გარეგანი სისხლდენით), სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0------- დასკვნა (რომლის თანახმად, ხ---–--------------------ს აღენიშნებოდა მარცხნივ ქუთუთოსა და საფეთქლის არეში ჭრილობები 3.5-0.2. 4.0—0.2სმ. ზომების სწორი კიდეებით, სისხლმდენი ნაკვეთი ჭრილობები. მარცხენა მხრის შუა მესამედში ლატერალურად ნაკვეთი ჭრილობა კანის კანქვეშა ქსოვილებისა და კუნთების დაზიანებით 7.0-1.5-1.0სმ. ზომებით, სისხლმდენი ჭრილობა. მარჯვენა მტევნის ნაკვეთი ჭრილობა სისხლდენით 4.5-0.5 სმ. ზომებით. მარცხენა ბარძაყის შუა მესამედში აღენიშნება ნაკვეთი ზედაპირული ჭრილობა), ქ--------–--------–---------ში სამორინე „პ----–--აში’’ განთავსებული სათვალთვალო კამერის ვიდეო ჩანაწერებთან და ამ ვიდეო ჩანაწერების დათვალიერების ოქმებთან, ასევე, მოწმე ბ------------ისა და მა------------–--–---–ის ჩვენებებთან.

 

შესაბამისად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, რომ ლ----------–---------ის ქცევა ქმედების ჩადენამდე (წინასწარ შეიძინა დანა და დაუბრკოლებლად შეიტანა სამორინეში), ქმედების განხორციელების სახე და ხერხი (ლ----------–---------ი დანით შეიარაღებული მოულოდნელად დაესხა თავს სამორინეში მყოფ დაზარალებულებს), დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებების რაოდენობა (ლ----------–---------მა ხ---–--------------------ს დანის გამოყენებით, მარცხენა ქუთუთოს, საფეთქლის, მარცხენა მხრის, მარჯვენა მტევნის და მარცხენა ბარძაყის არეში მიაყენა ხუთი ჭრილობა) და ლოკალიზაცია (სიცოცხლისათვის სახიფათო მიდამოში - საფეთქელში), ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება (ლ----------–---------ის ნების სიმტკიცეზე მეტყველებს ის გარემოება, რომ მან ხელყო ი------------------–-–----ს სიცოცხლე, დანით დაჭრა ხ---–-------------------- და მიუხედავად ამისა, არ გაჩერდა და დანით ხელში დაედევნა სიცოცხლის გადარჩენის მიზნით გაქცეულ ხ---–--------------------ს, დაეწია და კვლავ მიაყენა დანით ჭრილობები), დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები (შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა ლ----------–---------ს წაართვეს დანა და განაიარაღეს), ერთობლიობაში მიუთითებენ სწორედ ლ----------–---------ის განზრახვაზე - ი------------------–-–----სთან ერთად, მოეკლა ხ---–--------------------, თუმცა, ლ----------–---------ს განზრახვის განხორციელებაში ხელი შეუშალა მისგან დამოუკიდებელმა გარემოებებმა, რის გამოც, დანაშაული შეწყდა ადრეულ ეტაპზე - მცდელობის სტადიაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უარყოფს დაცვის მხარის პოზიციას, რომლის მიხედვით, ლ----------–---------ს ხ---–--------------------ს მოკვლის განზრახვა არ გააჩნდა და მისთვის მხოლოდ დაზიანებების მიყენება სურდა, რადგანაც, მსჯავრდებულის მართლსაწინააღმდეგო ქმედება სრულად შეიცავს მის მიმართ წარდგენილი ბრალდებების შემადგენლობებისათვის დამახასიათებელ ყველა არსებით ნიშანს და იგი მთლიანად დადგენილი და დადასტურებულია მხარეთა მონაწილეობით საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული მტკიცებულების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნევს, რომ ლ----------–---------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 19;109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხ---–--------------------ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სრულყოფილად შეაფასა და გაითვალისწინა ჩადენილი ქმედების ხასიათი და ლ----------–---------ს დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება, როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 ივნისის განაჩენი, ლ----------–---------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ ლ----------–---------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 ივნისის განაჩენი, ლ----------–---------ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;

 

3.ლ----------–---------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19;109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით;

 

4.ლ----------–---------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 24 ნოემბრიდან;

 

5.ლ----------–---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა -გაუქმებულია;

 

6.ნივთიერ მტკიცებულებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

-ლ----------–---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები და დოკუმენტები - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

-შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლის ლაქები და სხვა სისხლის ნიმუშები - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

-შპს „პ----–--ადან'' გამოთხოვილი შესაბამისი ინფორმაცია 1 (ერთ) ცალ DVD-R დისკზე - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ლ.თედორაძე/

 

მოსამართლეები: /მ. გორგოძე/

 

/თ. სვანიძე/