განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002755437
საქმე №1/ბ-630-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 მარტი, 2020 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე - მაკა გორგოძე
მოსამართლეები: თეიმურაზ სვანიძე
მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - ნ----- ბზიკაძე
პროკურორის - ნ---- ზ-------–---–ის,ადვოკატის -ნ------ ბ-------–-ას,მსჯავრდებულის - ზ------ ფ------–--ას მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ------ დ-------ს ძე ფ------–--ას მიმართ, დაბადებული 198- წლის 9 ა--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 4----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ჩხოროწყუს რაიონი, სოფელი ა------, მე-17 ქ. №1;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ზ------ ფ------–--ამ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 25 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქურდობისათვის ნასამართლევი ზ------ ფ------–--ა იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით თავს დაესხა, ქ.ქუთაისში, ზ-----------------ს გამზირ №27-ში მდებარე აფთიაქ შპს ,,სკ-იმპექსის“ თანამშრომლებს: ნ----- ღ------ეს, ფ------ ჭ----–---–ს და ც-–---- ჩ--------ეს და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით აშკარად დაეუფლა შპს ,,სკ-იმპექსის“ კუთვნილ 272 (ორას სამოცდათორმეტ) ლარს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენით ზ------ ფ------–--ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 6 (ექვსი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ზ------ ფ------–--ას მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 მარტის განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ, ზ------ ფ------–--ას განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 6 (ექვსი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ზ------ ფ------–--ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 26 ოქტომბრიდან.
სააპელაციო საჩივრების მოტივები:
აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნ---- ზ-------–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, რომ ცვლილება შევიდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენში და მსჯავრდებულ ზ------ ფ------–--ას განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, ვინაიდან ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლომ ზედმეტად ლმობიერი სასჯელი გამოიყენა მსჯავრდებულის მიმართ. ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები და ზ------ ფ------–--ას დაუნიშა მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან შეუსაბამო სასჯელი. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსჯავრდებული წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, ის რომ მან პირობითი მსჯავრის ქვეშ კვლავ ჩაიდინა განზრახი ახალი დანაშაული. შესაბამისად, ზ------ ფ------–--ას მიმართ დანიშნული მსგავსი მსუბუქი სასჯელის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები.
აპელანტი - მსჯავრდებული ზ------ ფ------–--ა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, რომ ცვლილება შევიდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენში და შეუმსუბუქდეს სასჯელი და დანიშნული სასჯელი მთლიანად ჩაეთვალოს პირობით, შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულს ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, რომელთა მარჩენალიც თავად იყო, ხოლო ახლა ისინი არასათანადო ხელში არიან. ასევე, მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ წარსულში იბრძოდა სამშობლოს დასაცავად, რაც მის დადებით პიროვნულ მახასიათებლებზე მიუთითებს, ამიტომ სასამართლოს სთხოვს, რომ გაითვალისწინოს აღნიშნული გარემოებები და შეუმსუბუქოს მას სასჯელი.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---- ზ-------–---–ს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
აპელანტს - მსჯავრდებულ ზ------ ფ------–--ას და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ნ------ ბ-------–-ას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ზ------ ფ------–--ას მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მსჯავრდებულ ზ------ ფ------–--ას მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ვ-–---------------------------------------------------------------------------–---–-------------------–---–---------------------- ც-–---- ჩ--------ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, პირადი ჩხრეკისა და ამოღების ოქმით, ამოღებული ნივთებით, ამოცნობის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, დაკავების ოქმით, ნასამართლობის ცნობით, 2017 წლის 06 მარტის განაჩენით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ზ------ ფ------–--ას ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრებითაა სადავოდ გამხდარი.
მსჯავრდებულ ზ------ ფ------–--ას მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან); სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ზ------ ფ------–--ას მიმართ დანიშნული სასჯელის როგორც გამკაცრების, ასევე შემსუბუქების საფუძველი. შესაბამისად გასაჩივრებული განაჩენი ზ------ ფ------–--ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ---- ზ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ ზ------ ფ------–--ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ზ------ ფ------–--ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 6 (ექვსი) წელი თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე 2 (ორი) წელი ჩაეთვალოს პირობით, 02(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ზ------ ფ------–--ას მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ, ზ------ ფ------–--ას განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 6 (ექვსი) წელი თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე 2 (ორი) წელი ჩაეთვალოს პირობით, 02(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ზ------ ფ------–--ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 26 ოქტომბრიდან.
ზ------ ფ------–--ას პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების დღიდან, რა დროსაც მის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: აფთიაქის შესასვლელი კარების გარე და შიდა სახელურები, ფეხსაწმენდი, ხურდაფულის დასადები, სალაროს უჯრის სახელური, ხურდა ფული - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
- დახლის ანაწმენდი, სალაროს უჯრის ანაწმენდი, სიგარეტი „სობრანიეს“ ნამწვი, სიგარეტი „პარლამენტის“ ნამწვი, დახლის წინა და უკანა იატაკიდან ამოღებული სუნის კვლები, ზ------ ფ------–--ას პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული პლასტმასის პისტოლეტი, სამედიცინო პირბადე, ერთი ცალი აქსელფორტეს აბი - განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები CD დისკზე, ზ------ ფ------–--ას საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები CD დისკზე, ვიდეოკამერის ჩანაწერი DVD დისკზე - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით. ზ------ ფ------–--ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული პლასტიკური ბარათი, ფულადი თანხა, სპორტული მოსაცმელი და ნაჭრის ქუდი - დაუბრუნდეს ზ------ ფ------–--ას ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
- შპს ,,სკ-იმპექსიდან“ გამოთხოვილი სამეთვალყურეო ჩანაწერები, ჩაწერილი მეხსიერების ბარათზე, რომელიც ინახება პოლიციის პირველ განყოფილებაში - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე მაკა გორგოძე
მოსამართლეები თეიმურაზ სვანიძე
მარინა სირაძე