განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820210018002437883
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-986-18 23 დეკემბერი, 2019 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ლაურა მიქავა
მოსამართლეები: თეიმურაზ სიხარულიძე
ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე
აპელანტები (მოპასუხეები) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენლები - - - მ--–---- ბ---–----ე, რ----- ბ---–----ე, თ-- ბ---–----ე, თ----- ბ---–----ე, ნ------- ბ---–----ე, ი-----–- ნ---–--ე ს---- შ------ე სს „კ------- ბ----“ ნ----- კ--------ე, ანა ხ----–--–--ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა: სახელშეკრულებო პროცენტის, პირგასამტეხლოს, სიცოცხლის დაზღვევისა და სასამართლო ხარჯის მოპასუხეთათვის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ამ ნაწილში სს „კ------- ბ----ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
- სს ,,კ------- ბ----ს'' სარჩელი დაკმაყოფილდა.
- მოპასუხეებს მ--–---- ბ---–----ეს, რ----- ბ---–----ეს, თ-- ბ---–----ეს, თ----- ბ---–----ეს, ნ------- ბ---–----ეს, ი-----–- ნ---–--ეს, სოლიდარულად დაეკისრათ სს ,,კ------- ბ----ს” სასარგებლოდ დავალიანების გადახდა 22 292.624 აშშ დოლარის ოდენობით, ს----ანაც ძირი თანხა არის 16275.59 აშშ დოლარი, სარგებელი 5226.98 აშშ დოლარი, ჯარიმა - 0.27%, 27.20 აშშ დოლარი, ჯარიმა პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 5%-ის, 28.43 აშშ დოლარის ოდენობით.
- მოპასუხეებს მ--–---- ბ---–----ეს, რ----- ბ---–----ეს, თ-- ბ---–----ეს, თ----- ბ---–----ეს, ნ------- ბ---–----ეს, ი-----–- ნ---–--ეს, სოლიდარულად დაეკისრათ სს ,,კ------- ბ----ს” სასარგებლოდ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საერთო ჯამში 1 689.31 ლარის ოდენობით (1639.31 ლარი სახელმწიფო ბაჟი, 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის).
- დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავ ქონების მიწის ნაკვეთის 1 802.00 კვ.მ. და საცხოვრებელი სახლის საერთო ფართით 255.80 კვ. მეტრი მდებარე ხ--–--------ის რაიონი სოფელი მ---- მიწის(უძრავი ქონების ს/კ 2-----------) იძულებითი რეალიზაცია აუქციონის გზით.
- იმ შემთხვევაში თუკი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხები არასაკმარისი იქნება იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, ვალდებულება არ ჩაითვლება სრულად შესრულებულად და დარჩენილი დავალიანების გადახდევინებისათვის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები განხორციელდება მოპასუხეების მ--–---- ბ---–----ის, რ----- ბ---–----ის, ნ------- ბ---–----ის, თ-- ბ---–----ის, თ----- ბ---–----ის და ი-----–- ნ---–--ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებ(ებ)იდან.
- დაეკისრათ მოპასუხეებს მ--–---- ბ---–----ეს, რ----- ბ---–----ეს, ნ------- ბ---–----ეს, თ-- ბ---–----ეს, თ----- ბ---–----ეს და ი-----–- ნ---–--ეს სოლიდარულად სს „კ------- ბ----ს“ სასარგებლოდ გაწეული ხარჯის 32.00 (ოცდათორმეტი ლარი და 00 თეთრი) ლარის გადახდა. ს----ანაც 11 ლარი არის საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადებისათვის გადახდილი ხარჯი, ხოლო 21 ლარი კი არის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საჯარო რეესრტრში რეგისტრაციის მიზნით გადახდილი საჯარო რეესტრის მოსაკრებელი.
- დაეკისრა მოპასუხე მ--–---- ბ---–----ეს სს „კ------- ბ----ს“ სასარგებლოდ 3 667.99 (სამიათას ექვსასსამოცდაშვიდი ლარი და 99 თეთრი) ლარის გადახდა. საიდანაც ძირი თანხა არის 2 737.80 ლარი; სარგებელი - 495.42 ლარი; სიცოცხლის დაზღვევა - 94.14 ლარი; ჯარიმა პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 5 ლარი; ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 335.63 ლარი;
- დაეკისრა მოპასუხე მ--–---- ბ---–----ეს სს „კ------- ბ----ს“ სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი ბაჟის 110.04 (ასათი ლარი და 04 თეთრი) ლარის გადახდა;
- 2018 წლის 08 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩა ძალაში.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. 2014 წლის 03 იანვარს მხარეებს შპს „მიკრო საფინანსო ორგანიზაცია კ-------სა“ და მსესხებელ მ--–---- ბ---–----ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სესხის ხაზით მომსახურეობაზე, რომლის შესაბამისადაც „გამსესხებელი“ თანახმაა პერიოდულად განიხილოს „მსესხებლისათვის“ სესხის გამოყოფის საკითხი. ამასთან „გამსესხებელი“ უხსნის „მსესხებელს“ ფორმალური სესხის ხაზს, რომლის მაქსიმალური თანხა/ოდენობა შეადგენს 50 000 ლარს. მაქსიმალური თანხა შეიძლება გაიცეს რამოდენიმეჯერ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ამასთან სესხის ხაზის ხელშეკრულების მოქმედების ვადა არის 240 თვე და მოქმედებს 2034 წლის 03 იანვრამდე. აღნიშნული ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაცემული ნებისმიერი სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა მ--–---- ბ---–----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით _ მიწის ნაკვეთით 1 802.00 კვ.მ. და საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით: 255.80 კვ.მ. მდებარე ხ--–--------ის რაიონი, სოფელი მ----; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 2-----------; უზრუნველყოფის დოკუმენტი _ იპოთეკის ხელშეკრულება N 2--------------- შედგენილ იქნა 2014 წლის 03 იანვარს და დამოწმებული იქნა საჯარო რეესტრის მიერ 2014 წლის 03 იანვარს, ხოლო რეგისტრაციის უფლება წარმოიშვა 2014 წლის 03 იანვარსვე. აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულება კანონის მოთხოვნის შესაბამისად რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში და რაზედაც საჯარო რეესტრის მიერ გაიცა შესაბამისი ამონაწერი;
2.2. 2016 წლის 28 სექტემბერს შპს „მიკრო საფინანსო ორგანიზაცია კ-------სა“ და მ--–---- ბ---–----ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მსესხებელმა მ--–---- ბ---–----ემ სესხის სახით მიიღო 20 500.00 ა.შ.შ. დოლარი. სესხის მოქედების ვადა იყო 60 თვე. სესხი იყო სარგებლიანი, სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს ყოველთვიურ 1.33%-ს; სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით. სარგებლის ოდენობა საერთო ჯამში შეადგენდა 9 504.10 ა.შ.შ. დოლარს. სესხის ხელშეკრულებითა და სესხის გადახდის გრაფიკით, ასევე გათვალისწინებულია მსესხებლის დაზღვევისათვის გადასახდელი სადაზღვეო პრემიის ოდენობა, რომელიც შეადგენდა 1 024.80 ა.შ.შ. დოლარს. მსესხებელს სეხის გადახდა უნდა ეწარმოებინა სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რომლის მიხედვითაც მსესხებელმა აიღო ვალდებულება ყოველთვიურად, 517.17 ა.შ.შ. დოლარის გადახდის გზით საერთო ჯამში გადაუხადოს „გამსესხებელს“ 31 028.90 ა.შ.შ. დოლარი;
2.3. 2016 წლის 28 სექტემბერს მსესხებელ მ--–---- ბ---–----ის თავდებ პირებთან ნ------- ბ---–----ესთან, ი-----–- ნ---–--ესთან, თ-- ბ---–----ესთან და თ----- ბ---–----ესთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც მათ აიღეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი გამსესხებლის წინაშე, ძირითადი მსესხებლის მ--–---- ბ---–----ის მიერ ნაკისრ ვალდებულებაზე, კერძოდ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე, სესხის ძირითად თანხაზე 20,500.00 აშშ დოლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტებზე 9 504.10 აშშ დოლარი სესხის ხელშეკურულებით მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო პრემიის გადასახდელებზე 1 024.80 აშშ დოლარზე და საკომისო გადასახადებზე რაც მთლიანობაში შეადგენს 31,028.90 აშშ დოლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოებზე. ასევე თავდებობის ხელშეკრულება დაიდო რ----- ბ---–----ესთანაც 2016 წლის 12 სექტემბერს, რომლის მიხედვითაც თუკი ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 თვის განმავლობაში მ.ბ---–----ე აიღებს სესხს, თავდები იღებს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს და სოლიდარულად აგოს პასუხი გამსესხებლის წინაშე, როგორც ძირი თანხის, ასევე პროცენტების, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის, მომსახურების ყოველწლიური გადასახადებისა და გადაუხდელობის გამო ჯარიმების გადახდაზე;
2.4. 2017 წლის 03 დეკემბერს, მოპასუხე მ--–---- ბ---–----ეს და სს „კ------- ბანკს“ შორის გაფორმდა განვადების ხელშეკრულება N---------------, რომლის მიხედვითაც მ--–---- ბ---–----ეზე გაიცა სესხი 1 698.92 ლარი, საქონლის განვადებით შესაძენად. სესხის ვადად განისაზღვრა 18 თვე და მსესხებლის მიერ, სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო 2019 წლის 11 ივნისის ჩათვლით. სესხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო თანდართული სესხის გრაფიკის მიხედვით. სესხი იყო უპროცენტო, მასში გათვალისწინებულია მსესხებლის დაზღვევისათვის გადასახდელი სადაზღვეო პრემიის ოდენობა 36.00 ლარი და მომსახურების საკომისიო თანხა 224.86 ლარი. სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული თანხების გადახდის გზით საერთო ჯამში უნდა გადაეხადა 1 959.78 ლარი. ხელშეკრულების მე-4 პუნქტში გათვალისწინებულია ჯარიმები დაგვიანებებზე, რომლის მიხედვითაც: სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხების გადაუხდელობის შემთხვევაში „მსესხებელს“ დაერიცხება პირგასსამტეხლო დარჩენილი სრული ძირი თანხის 0.41%-ის ოდენობით ყველ ვადაგადაცილებულ დღეზე მაქსიმუმ 275 დღისა;
2.5. 2017 წლის 19 დეკემებერს, მოპასუხე მ--–---- ბ---–----ესა და სს "კ------- ბანკს" შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N---------------, რომლის მიხედვითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 1000.00 ლარი, 24 თვის ვადით. სესხი სარგებლიანია და და საერთო ჯამში შეადგენდა 560.45 ლარს. სესხის ხელშეკრულებითა და სესხის გადახდის გრაფიკით, ასევე გათვალისწინებულია მსესხებლის დაზღვევისათვის გადასახდელი სადაზღვეო პრემიის ოდენობაც, რომელიც შეადგენდა 60.56 ლარს. მსესხებელმა აიღო ვალდებულება ყოველთვიურად ყოველი თვის 03 რიცხვში 67.58 ლარის გადახდის გზით საერთო ჯამში გადაუხადოს გამსესხებელს 1 621.41 ლარი;
2.6. მოპასუხე მ--–---- ბ---–----ეს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლების მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატა კრედიტის დაფარვის გრაფიკისა და ხელშეკრულების ვადებისა და პირობების დარღვევაში. მსესხებელი და თავდები პირები რამდენჯერმე იქნენ გაფრთხილებულნი ბანკის მიერ, როგორც ვალდებულების შესრულებაზე ასევე იპოთეკით დატვირთული ქონების მოსალოდნელ რეალიზაციაზე, მაგრამ ვალდებულება მაინც არ იქნა შესრულებული. მოპასუხეების მ--–---- ბ---–----ის, ნ------- ბ---–----ის, ი-----–- ნ---–--ის, თ-- ბ---–----ის, თ----- ბ---–----ის და რ----- ბ---–----ის ამჟამინდელი დავალიანება 2016 წლის 28 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს; 22292.64 ა.შ.შ. დოლარს; საიდანაც გადაუხდელი ძირი თანხა არის 16 275.59 ა.შ.შ. დოლარი; დარჩენილი გადაუხდელი სარგებელი – 5 226.98 ა.შ.შ. დოლარი; დარჩენილი გადაუხდელი სადაზღვეო პრემია – 734.44 ა.შ.შ. დოლარი; ჯარიმა - 0.27% – 27.20 ა.შ.შ. დოლარი, ჯარიმა პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 5%-ის ოდენობით შეადგენს 28.43 ა.შ.შ დოლარს; მ--–---- ბ---–----ის დავალიანება სს „კ------- ბ----ს“ მიმართ 2016 წლის 16 დეკემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან N-------------- (განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ), 2017 წლის წლის 03 დეკემბრის N--------------- განვადების ხელშეკრულებიდან და 2017 წლის 19 დეკემბრის N--------------- სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შეადგენს საერთო ჯამში: 3 667.99 ლარს. საიდანაც ძირი თანხა არის 2 737.80 ლარი; სარგებელი - 495.42 ლარი; სიცოცხლის დაზღვევა - 94.14 ლარი; ჯარიმა პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 5 ლარი; ჯარიმა ყოველვადაგადაცილებულ დღეზე - 335.63 ლარი;
2.7. 2016 წლის 09 სექტემბერს განხორციელდა შ.პ.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს რეორგანიზაცია, რის საფუძველზესადაც შეიცვალა მისი სამართლებრივი ფორმა და ის დარეგისტრირდა როგორც სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------", ხოლო 2017 წლის მარტში შეიცვალა სახელი და ის სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა, როგორც სს ,,კ------- ბ----“; შესაბამისად აღნიშნული გარემოება წარმოადგენს სარჩელის სასამართლოში წარმოდგენის მიზეზს სს `კ------- ბ----ს~ სახელით; აღნიშნულის საფუძველზე ცვლილებები განხორციელდა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში და მ--–---- ბ---–----ის ქონებაზე 2018 წლის 03 მაისი იპოთეკარად დარეგისტრირდა სს ,,კ------- ბ----".
სამართლებრივი დასაბუთება:
2.9. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს „კ------- ბ----ს“ სასარჩელო განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს;
2.10. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
2.11. განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება სესხის და თავდებობის ხელშეკრულებებს;
2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი;
2.13. სასამართლოს მითითებით: სესხი არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება დააბრუნოს სესხის საგანი. დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მ--–---- ბ---–----ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიერ მსესხებელზე გაიცა სესხი.დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები;
2.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას;
2.15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მ--–---- ბ---–----ემ სარჩელი ცნო მის მიერ აღებული სესხების ძირითადი თანხის ნაწილში. იმავე კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. აღნიშნულ ნორმათა ასევე მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივი ცნობი გათვალისწინებით, სასამართლომ დააკმაყოფილა სს „კ------- ბ----ს“ მოთხოვნა 2016 წლის 16 დეკემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან, 2017 წლის წლის 03 დეკემბრის განვადების ხელშეკრულებიდან და 2017 წლის 19 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში;
2.16. სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შედეგადაც არ მოხდა გადახდა;
2.17. დადგენილი იქნა, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია თანხის გადახდის გარფიკი, რაც
აძლევს საფუძველს მოსარჩელეს მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა და თანხის დაბრუნება;
2.18. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1 ნაწილით “თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად”, ხოლო ამავე კოდექსის 895-ე მუხლით “თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა”.
2.19. სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, ხოლო 465-ე მუხლი ადგენს, რომ კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ;
2.20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403 მუხლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ამავე კოდექსის 404 მუხლის თანახმად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება;
2.21. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას;
2.22. აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს;
2.23. სასამართლოს მითითებით: მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მ--–---- ბ---–----ემ, რ----- ბ---–----ემ, თ-- ბ---–----ემ, თ----ა ბ---–----ემ, ნ------- ბ---–----ემ და ი-----–- ნ---–--ემ.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტების განმარტებით, სასამართლომ არ გამოიკვლია და გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება იმ ფაქტობრივ გარემოებას რომ მოპასუხემ სესხის ძირი თანხის 16292.624 აშშ დოლარის, და 2737.80 ლარის მოთხოვნის ნაწილში ცნო სარჩელი, შესაბამისად ზედმეტად დააკირა მოპასუხეებს სახელმწიფო ბაჟი - 1303 ლარის ოდენობით;
3.2. სასამართლომ არ გამოიკვლია და არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება იმ ფაქტობრივ გარემოებას რომ გამსესხებლის მიერ სესხის გაცემის დროისათვის სესხი უზრუნველყოფილ იქნა ქონებით, რომლის ღირებულებაც სამჯერ აღემატებოდა სესხის თანხას, შესაბამისად, მხარეთა შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ვალდებულება უნდა აღსრულდეს (დაიფაროს) უზრუნველყოფილი ქონების ხარჯზე და არა თავდების მიმართ სოლიდარულად თანხის დაკისრების ხარჯზე;
3.3. ხელშეკრულების ვადა არ არის ამოწურული, შესაბამისად სარგებელის 5226.98 აშშ დოლარის, ჯარიმის 45.63 აშშ დოლარის, სიცოცხლის დაზღვევის 745.37 აშშ დოლარის ასევე სარგებელის 495.42, ლარის, სიცოცხლის დაზღვევის 94.14 ლარის, ჯარიმის 340.63 ლარის, ანუ მთლიანი სახელშეკრულებო პერიოდისთვის გათვალისწინებული თანხების მოპასუხეთათვის დაკისრება სცილდება სამართლის ნორმებს და ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია;
3.4. საბოლოოდ აპელანტებმა ითხოვეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარგებელის 5226.98 აშშ დოლარის, ჯარიმის 45.63აშშ დოლარის, სიცოცხლის დაზღვევის 745.37აშშ დოლარის ასევე სარგებელის 495.42 ლარის, სიცოცხლის დაზღვევის 94.14 ლარის, ჯარიმის 340.63 ლარის, სახ. ბაჟის 1303 ლარის სოლიდარულად დაკისრების და ასევე სესხის ძირი თანხის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. დადგენილია, რომ 2014 წლის 03 იანვარს, მ--–---- ბ---–----ის სახელზე შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ში“ გაიხსნა საკრედიტო ხაზი, სესხის თანხის მაქსიმალური ოდენოთ - 50 000 ლარი. აღნიშნული ხელშეკრულების 3.4 პუნქტში გაკეთდა დათქმა იმის თაობაზე, რომ სესხის ხაზის ფარგლებში თითეოული სესხის (სასესხო პროდუქტის) გაცემის შემთხვევაში „გამსესხებელსა“ და „მსესხებელს“ შორის ფორმდება ცალკე სესხის (სესხის პროდუქტის) ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოცემული კონკრეტული სესხის მოცულობა, ვადები, საპროცენტო (სარგებელი) განაკვეთი, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო პრემიის ყოველთვიური გადასახდელი ოდენობა, გამოყენების მიზნობრიობა, სესხის დაფარვის გრაფიკი, დაფარვის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო, მომსახურების გადასახადები და ა.შ. . . (ს.ფ.37-38);
4.2. აღნიშნული ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაცემული ნებისმიერი სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა იპოთეკის N2-------------- ხელშეკრულებით, კერძოდ: მ--–---- ბ---–----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით - მიწის ნაკვეთით 1 802.00 კვ.მ. და საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით: 255.80 კვ.მ. მდებარე ხ--–--------ის რაიონი, სოფელი მ----; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 2----------- (ს.ფ.39-41);
4.3. იპოთეკის ხელშეკრულება N 2--------------- რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში (ს.ფ.42-43);
4.4. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ფარგლებში, 2016 წლის 28 სექტემბერს შპს „მიკრო საფინანსო ორგანიზაცია კ-------სა“ და მ--–---- ბ---–----ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მსესხებელმა მ--–---- ბ---–----ემ სესხის სახით მიიღო 20 500.00 აშშ დოლარი. სესხის მოქედების ვადა განისაზღვრა 60 თვით. სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა ყოველთვიურ 1.33%-ს (ს.ფ.46-49);
4.5. სესხის ხელშეკრულების 3.15 პუნქტით გათვალისწინებული იქნა სანქციები, მსესხებლის მიერ, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში, გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევებზე. კერძოდ სახელშეკრულებო დათქმის თანახმად: „მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებილი გადაუხდელი ძირი თანხის 5% მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა. ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე) (ს.ფ.46);
4.6. სესხის ხელშეკრულების მე-5 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევაზე და 5.3. პუნქტით მსესხებელმა აიღო ვალდებულება დროულად და სრულად განახორციელოს სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო შენატანები (ს.ფ. 47);
4.7. ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს: 7.1. გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადასახდელი თანხისა და გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა; 7.2. გამსესხებლის წინასწარი თანხმობის გარეშე, მსესხებლის მიერ რაიმე დამატებით ვალების ან ვალდებულებების აღება. 7.3. მნიშვნელოვანი ცვლილება, მსესხებლის საკუთრებაში/ბიზნესში (გაუარესება) ან მის მმართველობაში (გაერთიანებისა თუ რეორგანიზაციის ჩათვლით), თუ არ არსებობს გამსესხებლის წერილობითი თანხმობა ასეთი ცვლილების თაობაზე; 7.4. მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, გამსესხებელს უფლება აქვს, დაუყოვნებლივ ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტის, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისიოს, გადაუხდელობის გამო ყოველ გადაცილებულ დღეზე დარიცხული ჯარიმების და სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო პრემიის გადასახდელების) ვადამდე დაფარვა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება; 7.5. ხელშეკრულების რომელიმე სხვა პირობის დარღვევა. 7.6. მსესხებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ არ არღვევს საქართველოში მოქმედ და საერთაშორისოდ აღიარებულ ეკოლოგიის, შრომის და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის შესახებ კანონმდებლობას ან გამსესხებლის მიერ დაწესებულ გარემოს, შრომის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ წესებს და ნორმებს, დანერგავს გამსესხებლის მიერ განვითარებულ გარემოსდაცვით და სოციალურ სამოქმედო გეგმას. აღნიშნული პირობების შეუსრულებლობა წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევას (ს.ფ.48);
4.8. მსესხებელს სეხის გადახდა უნდა ეწარმოებინა სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად (ხელშეკრულების 3.4 პუნქტი);
4.9. გადახდის გრაფიკით გაწერილი იქნა, რომ სესხის ძირითადი თანხის, 20500 აშშ დოლარის ყოველთვიურად გადასახდელ თანხას შადგენდა - 517.17 აშშ დოლარს, რომელიც ფარავდა, როგორც სესხის ძირითად თანხას, ისე პროცენტსა და სიცოცხლის დაზღვევის შესატანს (ს.ფ.44-45);
4.10. 2016 წლის 28 სექტემბერს, თ-- ბ---–----ესა და სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს“ შორის შედგა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა აიღო ვალდებულება სოლიდარულად აგოს პასუხი მ--–---- ბ---–----ის მიერ აღებულ სასესხო ვალდებულებაზე, სესხის ძირითად თანხაზე 20500 აშშ დოლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე 9504,10აშშ დოლარზე, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო პრემიის გადასახადზე 1024,80 აშშ დოლარზე, საკომისიო გადასახადებზემომსახურების ყოველწლიურ გადასახადებზე 43,53აშშ დოლარზე, რაც მთლიანობაში შეადგენს 31028.90 აშშ დოლარს, შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოს (ს.ფ.50-52);
4.11. ამავე შინაარსის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა 2018 წლის 28 სექტებერს თ----- ბ---–----ესთან და სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს“ შორის, ნ------- ბ---–----ესთან და სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს“ შორის; ი-----–- ნ---–--ეს; რ----- ბ---–----ესა და სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს“ შორის (ს.ფ.53-63);
4.12. დადგენილია, რომ 2018 წლის 05 მარტის შემდგომ, მსესხებელს თანხის გადახდა აღარ უწარმოებია. დაირღვა ხელშეკრულებითა და გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადახდის ვადები;
4.13. უდავოა, რომ აღნიშნული თარიღისათვის სესხის გადაუხდელ ძირითად თანხას, წარმოადენდა 16 275.59 აშშ დოლარი. ამ ნაწილში სს „კ------- ბ----ს“ სარჩელი, მარტივი შესაგებლის წარდგენით ცნო ერთ ერთმა მოპასუხემ, მ--–---- ბ---–----ემ (ს.ფ. 155-162);
4.14. დადგენილია, რომ სასესხო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, სს „კ------- ბანკმა“, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა 2018 წლის 08 მაისს (ს.ფ.3-33);
4.15. აღნიშნული სარჩელის წარდგენით დასტურდება მხარეთა შორის ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტი - 2018 წლის 08 მაისს. შესაბამისად ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, მოვალე მხარის მიერ, სახელშეკრულებო პროცენტი არ იქნა გადახდილი 2 თვესა და 3 დღეზე. 2018 წლის 5 მარტიდან, ამავე წლის 08 მაისამდე;
4.16. საქმეში, ს.ფ.44-45-ზე განთავსებული გადახდის გრაფიკით დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ, 2018 წლის აპრილის თვეში, პროცენტის სახით გადასახდელი თანხა შეადგენდა 221.17 აშშ დოლარს; 2018 წლის 5 მაისამდე, პროცენტის სახით გადასახდელი თანხა შეადგენდა 210.37 აშშ დოლარს, ხოლო 5 მაისიდან 8 მაისამდე გადასახდელი თანხა სამ დღეზე გაანგარიშებით შეადგენს 21.34 აშშ დოლარს (213.44 / 30 დღეზე * 3 დღეზე =21.34$); ჯამში, მოპასუხეთა მიერ, საპროცენტო სარგებლის სახით გადასახდელი თანხა (ხელშეკრულების მოქმედების ვადაში), სესხის ძირითად თანხასთან 16 275.59 აშშ დოლართან ერთად, შეადგენს 452.88 აშშ დოლარს (221.17$ + 210.37$ + 21.34$ =452.88 $);
4.17. ამავე მტკიცებულებაზე დაყრდნობით სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის აპრილის თვეში, სადაზღვეო შესატანი თანხა შეადგენდა 17,08 აშშ დოლარს; 2018 წლის მაისის თვეში შესატანი - 17.08 აშშ დოლარს, ხოლო 5 მაისიდან 8 მაისამდე, სამ დღეზე გაანგარიშებით შეადგენს 1,7 აშშ დოლარს (17.08 / 30 დღეზე * 3 დღეზე =1.7 $); ჯამში, მოპასუხეთა მიერ, სიცოცხლის დაზღვევისთვის გადასახდელი თანხა შეადგენს 35.86 აშშ დოლარს (17.08$ + 17.08$ + 1.7$ =35.86$);
4.18. მითითებული სახელშეკრულებო დავალიანების ფარგლებში, მოპასუხეთა მიერ, სანქციის სახით გადახდილი უნდა იქნეს პირგასამტეხლო, პირველი ვადაგადაცილებული დღისთვის - 28.43 აშშ დოლარი, ხოლო ყოველი მომდევნო ვადაგადაცილებული დღისთვის 27.20 აშშ დოლარი;
4.19. 2017 წლის 03 დეკემბერს, მოპასუხე მ--–---- ბ---–----ეს და სს „კ------- ბანკს“ შორის გაფორმდა განვადების ხელშეკრულება N---------------, რომლის მიხედვითაც მ--–---- ბ---–----ეზე გაიცა სესხი 1 698.92 ლარი, საქონლის განვადებით შესაძენად. სესხის ვადად განისაზღვრა 18 თვე და მსესხებლის მიერ, სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო 2019 წლის 11 ივნისის ჩათვლით. სესხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო თანდართული სესხის გრაფიკის მიხედვით. სესხი იყო უპროცენტო, მასში გათვალისწინებულია მსესხებლის დაზღვევისათვის გადასახდელი სადაზღვეო პრემიის ოდენობა 36.00 ლარი და მომსახურების საკომისიო თანხა 224.86 ლარი. სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული თანხების გადახდის გზით საერთო ჯამში უნდა გადაეხადა 1 959.78 ლარი. ხელშეკრულების მე-4 პუნქტში გათვალისწინებულია ჯარიმები დაგვიანებებზე, რომლის მიხედვითაც: სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხების გადაუხდელობის შემთხვევაში „მსესხებელს“ დაერიცხება პირგასსამტეხლო დარჩენილი სრული ძირი თანხის 0.41%-ის ოდენობით ყველ ვადაგადაცილებულ დღეზე მაქსიმუმ 275 დღისა;
4.20. დადგენილია, რომ 2018 წლის 12 მარტის შემდგომ, მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში, მსესხებელს თანხის გადახდა აღარ უწარმოებია. მან დაარღვია ხელშეკრულებითა და გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადახდის წესი;
4.21. უდავოა, რომ აღნიშნული თარიღისათვის სესხის გადაუხდელ ძირითად თანხას, წარმოადენდა 1592,74 ლარი (ს.ფ.85; 16). ამ ნაწილში სს „კ------- ბ----ს“ სარჩელი, მარტივი შესაგებლის წარდგენით ცნო მოპასუხემ, მ--–---- ბ---–----ემ (ს.ფ. 155-162);
4.22. დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 03 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა - 2018 წლის 08 მაისს. ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, მოვალე მხარის მიერ, სიცოცხლის დაზღვევის თანხა არ იქნა გადახდილი 2018 წლის 12 მარტიდან, ამავე წლის 08 მაისამდე. რაც შეადგენს 4 ლარს (ს.ფ.16);
4.23. დადგენილია, რომ 2017 წლის 19 დეკემებერს, მოპასუხე მ--–---- ბ---–----ესა და სს ,,კ------- ბანკს" შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N---------------, რომლის მიხედვითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 1000.00 ლარი, 24 თვის ვადით. სესხის ხელშეკრულებითა და სესხის გადახდის გრაფიკით, გათვალისწინებული იქნა მსესხებლის დაზღვევისათვის გადასახდელი სადაზღვეო პრემიის ოდენობა, რომელიც შეადგენდა 60.56 ლარს. მსესხებელმა აიღო ვალდებულება ყოველთვიურად ყოველი თვის 03 რიცხვში 67.58 ლარის გადახდის გზით საერთო ჯამში გადაუხადოს გამსესხებელს 1 621.41 ლარი (ს.ფ.96-102);
4.24. დადგენილია, რომ 2018 წლის 05 მარტის შემდგომ, მსესხებელს თანხის გადახდა აღარ უწარმოებია. დაირღვა ხელშეკრულებითა და გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადახდის წესი და პირობები;
4.25. უდავოა, რომ აღნიშნული თარიღისათვის სესხის გადაუხდელ ძირითად თანხას, წარმოადენდა 963,31 ლარი (ს.ფ.106; 17;) ამ ნაწილში სს „კ------- ბ----ს“ სარჩელი, მარტივი შესაგებლის წარდგენით ცნო მოპასუხემ, მ--–---- ბ---–----ემ (ს.ფ. 155-162);
4.26. დადგენილია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა - 2018 წლის 08 მაისს. შესაბამისად ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, მოვალე მხარის მიერ, სახელშეკრულებო პროცენტი არ იქნა გადახდილი 2 თვესა და 3 დღეზე. 2018 წლის 5 მარტიდან, ამავე წლის 08 მაისამდე;
4.27. საქმეში, ს.ფ.14-ზე განთავსებული გადახდის გრაფიკით დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ, 2018 წლის აპრილის თვეში, პროცენტის სახით გადასახდელი თანხა შეადგენდა 34.44 ლარს; 2018 წლის მაისის თვეში, პროცენტის სახით გადასახდელი თანხა შეადგენდა 34.50 ლარს, 5 მაისიდან 8 მაისამდე გადასახდელი თანხა შეადგენდა 3.55 ლარს (35,59 / 30 დღეზე * 3 დღეზე =3.55ლ); ჯამში, მოპასუხეთა მიერ, საპროცენტო სარგებლის სახით გადასახდელი თანხა (ხელშეკრულების მოქმედების ვადაში), სესხის ძირითად თანხასთან 963.31 ლართან ერთად, შეადგენდა 72.49ლარს (34.44 + 34.50 + 3.55 =72.49);
4.28. ამავე მტკიცებულებაზე დაყრდნობით სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის აპრილის თვეში, სადაზღვეო შესატანი თანხა შეადგენდა 2.54 ლარს; 2018 წლის მაისის თვეში შესატანი - 2.54 ლარს, ხოლო 5 მაისიდან 08 მაისამდე გადასახდელი თანხა სამ დღეზე გაანგარიშებით შეადგენს 0.25ლარს (2.54 / 30 დღეზე * 3 დღეზე =0.25); ჯამში, მოპასუხეთა მიერ, სიცოცხლის დაზღვევისთვის გადასახდელი თანხა შეადგენს 8.33 ლარს (2.54 + 2.54 + 0.25 =8.33);
4.29. დადგენილია, რომ 2016 წლის 16 დეკემბერს სს „კ------- ბანკსა“ და მ--–---- ბ---–----ეს შორის გაფორმებული იქნა სესხის ხელშეკრულება N-------------- (განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ), სესხის სახით გაცემული იქნა თანხა 300 ლარის ოდენობით, 1.5 % სარგებლით, 12 თვის ვადით (ს.ფ.74-80);
4.30. მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 19 მარტის შემდგომ, მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში, მსესხებელს თანხის გადახდა აღარ უწარმოებია. მან დაარღვია ხელშეკრულებითა და გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადახდის წესი;
4.31. უდავოა, რომ აღნიშნული თარიღისათვის სესხის გადაუხდელ ძირითად თანხას, წარმოადენდა 181,75 ლარი. (ს.ფ.15; 104) ამ ნაწილში სს „კ------- ბ----ს“ სარჩელი, მარტივი შესაგებლის წარდგენით ცნო ერთ ერთმა მოპასუხემ, მ--–---- ბ---–----ემ (ს.ფ. 155-162);
4.32. დადგენილია, რომ მითითებული ხელშეკრულება შეწყდა - 2018 წლის 08 მაისს. შესაბამისად ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, მოვალე მხარის მიერ, სახელშეკრულებო პროცენტი არ იქნა გადახდილი 1 თვესა და 19 დღეზე. გადახდის გრაფიკით დადგენილია, რომ ერთ თვეში, პროცენტის სახით გადასახდელი თანხა შეადგენდა 4.05 ლარს (ს.ფ.15). 19 დღის პროცენტი შეადგენს 2.85 ლარს (4.05 *30 დღეზე /19 დღეზე = 2.85 ლარს); ჯამში ერთ თვესა და 19 დღეზე გადასახდელი სახელშეკრულებო პროცენტი შეადგენს 7.35 ლარს (4.05 + 2.85 + 7.35);
4.33. საქმეში, ს.ფ.15-ზე განთავსებული გადახდის გრაფიკით დადგენილია, რომ 2018 წლის აპრილის თვეში, სადაზღვეო შესატანი თანხა შეადგენდა 1.30 ლარს; 2018 წლის მაისის თვეში შესატანი - 0.82 ლარს (1.30 / 30 დღეზე * 19 დღეზე =0.82 ლარს); ჯამში, მოპასუხეთა მიერ, სიცოცხლის დაზღვევისთვის გადასახდელი თანხა შეადგენს 2.12 ლარს (1.30 + 0.82 =2.12.);
4.34. წინამდებარე გადაწყვეტილების 4.19 – 4.34 პუნქტებში მითითებული სამი ხელშეკრულების ფარგლებში, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მ--–---- ბ---–----ის სასეხო დავალიანება სს „კ------- ბ----ს“ წინაშე ჯამში შეადგენს - 3004.90 ლარს. საიდანაც ძირი თანხა არის - 2737.80 ლარი (1592,74 +963,31 + 181,75 = 2737,8 ლარი), სარგებელი 79.84 ლარი (72.49 ლარს +7.35ლარი = 79.84 ლარს); სიცოცხლის დაზღვევის შესატანი 14.45 ლარი (4ლარს + 8.33.ლარი + 2.12 ლარი = 14.45 ლარს); ჯარიმა პირველი ვადაგადაცილებული დღისთვის გათვალისწინებული უნდა იქნეს 5 ლარით, ხოლო პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის უნდა განახევრდეს, რაც ჯამში შეადგენს 167.81 ლარს;
4.35. 2016 წლის 09 სექტემბერს განხორციელდა შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს რეორგანიზაცია, შეიცვალა მოსარჩელის სამართლებრივი ფორმა და ის დარეგისტრირდა როგორც სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------", ხოლო 2017 წლის მარტში შეიცვალა სახელი და ის სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა, როგორც სს ,,კ------- ბ----“;
სამართლებრივი დასაბუთება:
4.36. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
4.37. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია;
4.38. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;
4.39. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება მოპასუხეებისათვის დავალიანების და სახელმწიფო ბაჟის თანხების დაკისრების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3, მე-7, მე-8 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხეებს მ--–---- ბ---–----ეს, რ----- ბ---–----ეს, თ-- ბ---–----ეს, თ----- ბ---–----ეს, ნ------- ბ---–----ეს, ი-----–- ნ---–--ეს, სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სს ,,კ------- ბ----“-ს სასარგებლოდ დავალიანების გადახდა 16791,53 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა არის 16275.59 აშშ დოლარი, სარგებელი - 452.88 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 35.86 აშშ დოლარი, ჯარიმა - 28,43 აშშ დოლარი, ჯარიმა პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 27,20 აშშ დოლარი; ასევე უნდა დაეკისროს მოპასუხე მ--–---- ბ---–----ეს სს „კ------- ბ----“-ს სასარგებლოდ 3004,90 ლარის გადახდა. საიდანაც ძირი თანხა არის 2 737.80 ლარი; სარგებელი - 79,84 ლარი; სიცოცხლის დაზღვევა - 14,45 ლარი; ჯარიმა პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 5 ლარი; ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 167,81 ლარი;
4.40. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სესხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 625.1 (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი), 403-ე, (მოვალე, რომელიც ფულადი ვალდებულების გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები;
4.41. სამოქალაქო კოდექსის 867-868-ე მუხლების თანახმად: საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი;
4.42. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილი, 2007 წლის 29 ივნისის ცვლილების შედეგად ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლებიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნის უფლება არ გააჩნია;
4.43. ამდენად კანონმდებელმა აღნიშნული ცვლილებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის საფუძველზე პროცენტის ანაზღაურება იმავდროულად დაუკავშირა მხარეთა შეთანხმების არსებობას, რის გამოც პროცენტის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არსებობს მხოლოდ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობამდე (სარჩელის შეტანამდე, რომლითაც შეწყდა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა);
4.44. სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი;
4.45. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის 2012 წლის 22 ოქტომბრის Nას -1701 – 1685-2011 საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „სარგებლის, პროცენტის გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში“;
4.46. ამავე გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილი და აღნიშნა, რომ „მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია ვადაგადაცილებული პერიოდისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლებიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია;
4.47. 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავის შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო“;
4.48. ამ განმარტებიდან გამომდინარე ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, პროცენტის დარიცხვის გამორიცხვას ემსახურება იმ პრეზუმფციული ზიანის ანაზღაურება, რომელიც კრედიტორს მიადგა ხელშეკრულების შუსრულებლობით, ან არაჯეროვანი შესრულებით;
4.49. ზიანის არსებობაზე მოსარჩელე მხარე არ მიუთითებდა და სარჩელით ის ზიანის ანაზღაურებას არ მოითხოვს, არამედ ითხოვს სახელშეკრულებო სარგებლის მოპასუხისათვის დაკისრებას. პალატა თვლის, რომ მოპასუხეს სარგებელი უნდა დაეკისროს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში, რაზეც ზემოთ უკვე იყო მსჯელობა;
4.50. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობების თაობაზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა;
4.51. ერთ-ერთ ასეთ გადაწყევტილებაში, საკასაციო სასამართომ განმარტა, რომ „პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, იმისდა მიუხედავად განიცადა თუ არა მან ზიანი. მხოლოდ საჭიროა დადგინდეს ვალდებულების დარღვევის ფაქტი;
4.52. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას რამდენიმე გარემოებას ექცევა ყურადღება, მათ შორის ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებითი ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისთვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხის; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხის. პირგასამტეხლოს ფუნქცია მოიცავს თავის თავში ზიანის ანაზღაურებასაც;
4.53. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირებისა და მისი სამართლიანი განსაზღვრის უფლებამოსილება, დავის შემთხვევაში კანონმა სასამართლოს მიანიჭა (სკ 420მ). ეს ის შემთხვევაა, როცა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული ლეგიტიმული საფუძვლით სასამართლო ერევა მხარეთა თავის დროზე შეთანხმებულ სახელშეკრულებო დათქმაში (პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით) და იღებს სამართლიან და გონივრულ გადაწყვეტილებას;
4.54. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული;
4.55. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას, მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.;
4.56. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. მოცემულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია ძირითადი დავალიანება ერთ შემთხვევაში 16 275,59 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მეორე შეთხვევაში 2737,80 ლარის ოდენობით;
4.57. სააპელაციო სასამართლოს აზრით, დავალიანების ოდენობის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად პირველ შემთხვევაში მიჩნეული უნდა იქნეს პირველი ვადაგადაცილებული დღისთვის 27.20 აშშ დოლარი, ხოლო ყოველი მომდევნო ვადაგადაცილებული დღისთვის 28.43 აშშ დოლარი; ხოლ მეორე შემთხვევისთვის პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად მიჩნეული უნდა იქნეს პირველი ვადაგადაცილებული დღისთვის 5 ლარი, ხოლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის ჯამში 167.81 ლარი;
4.58. პალატა თვლის, რომ აღნიშნული თანხის დაკისრება მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით იქნება გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და სამართლიანი, ამასთან საკითხის ამგვარი გადაწყვეტა წინააღმდეგობაში არ იქნება საჯარო წესრიგთან;
4.59. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის;
4.60. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა;
4.61. დადგენილია, რომ საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2016 წლის 28 სექტემბერს, თ-- ბ---–----ესა და სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს“ შორის შედგა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა აიღო ვალდებულება სოლიდარულად აგოს პასუხი მ--–---- ბ---–----ის მიერ აღებულ სასესხო ვალდებულებაზე, სესხის ძირითად თანხაზე 20500 აშშ დოლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე 9504,10აშშ დოლარზე, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო პრემიის გადასახადზე 1024,80 აშშ დოლარზე, საკომისიო გადასახადებზემომსახურების ყოველწლიურ გადასახადებზე 43,53აშშ დოლარზე, რაც მთლიანობაში შეადგენს 31028.90 აშშ დოლარს, შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოს. ამავე შინაარსის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა 2018 წლის 28 სექტებერს თ----- ბ---–----ესთან და სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს“ შორის, ნ------- ბ---–----ესთან და სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს“ შორის; ი-----–- ნ---–--ეს; რ----- ბ---–----ესა და სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს“ შორის;
4.62. შესაბამისად, ვინაიდან თავდებებმა მ--–---- გ--------ის სესხზე იკისრეს სოლიდარული თავდებობა სრული მოცულობით, სს ,,კ------- ბ----“-ს სასარჩელო მოთხოვნა მათ მიმართ თანხის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;
4.63. პალატას მიაჩნია, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში საკმარისად დასაბუთებული არ არის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ ნაწილში, იგი უნდა გაუქმდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება მოპასუხეებისათვის დავალიანების და სახელმწიფო ბაჟის თანხების დაკისრების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3, მე-7, მე-8 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხეებს მ--–---- ბ---–----ეს, რ----- ბ---–----ეს, თ-- ბ---–----ეს, თ----- ბ---–----ეს, ნ------- ბ---–----ეს, ი-----–- ნ---–--ეს, სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სს ,,კ------- ბ----”-ს სასარგებლოდ დავალიანების გადახდა 16791,53 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა არის 16275.59 აშშ დოლარი, სარგებელი - 452.88 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 35.86 აშშ დოლარი, ჯარიმა - 28,43 აშშ დოლარი, ჯარიმა პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 27,20 აშშ დოლარი; ასევე უნდა დაეკისროს მოპასუხე მ--–---- ბ---–----ეს სს „კ------- ბ----“-ს სასარგებლოდ 3004,90 ლარის გადახდა. საიდანაც ძირი თანხა არის 2 737.80 ლარი; სარგებელი - 79,84 ლარი; სიცოცხლის დაზღვევა - 14,45 ლარი; ჯარიმა პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 5 ლარი; ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 167,81 ლარი;
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა;
6.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება განსაზღვრულია დავის საგნის ღირებულების 4%-მდე ოდენობით;
6.3. დადგენილია, რომ პირველი სასესო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „კ------- ბ----“ ითხოვდა მოპასუხეებისათვის 22 292,624 აშშ დოლარის დაკისრებას, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა სრულად;
6.4. დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, სს „კ------- ბ----“-ს სარჩელი ამ ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეებს მ--–---- ბ---–----ეს, რ----- ბ---–----ეს, თ-- ბ---–----ეს, თ----- ბ---–----ეს, ნ------- ბ---–----ეს, ი-----–- ნ---–--ეს, სოლიდარულად დაეკისრათ სს ,,კ------- ბ----ს” სასარგებლოდ დავალიანების გადახდა 16791,53 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა არის 16275.59 აშშ დოლარი, სარგებელი - 452.88 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 35.86 აშშ დოლარი, ჯარიმა - 28,43 აშშ დოლარი, ჯარიმა პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 27,20 აშშ დოლარი;
6.5. შესაბამისად დადგენილია, რომ სააპელაციო წარმოების ფარგლებში, სს „კ------- ბ----“-ს სასარგებლოდ მოპასუხეთათვის დაკისრებული თანხა შემცირდა 5501.094 აშშ დოლარით, აღნიშნული მოგებული თანხის 4%-ის - ანუ 220.04 აშშ დოლარის ეკვიველენტი ლარის - 627.114 ლარი (220.04$ * 2.85 =627.114 ლარი) გადახდა უნდა დაეკისროს სს „კ------- ბანკს“ აპელანტთა მ--–---- ბ---–----ის, რ----- ბ---–----ის, თ-----, ნ------- ბ---–----ეებისა და ი-----–- ნ---–--ის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელთა მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ;
6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
6.7. დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში, შესაგებლის წარდგენის ეტაპზე მ--–---- ბ---–----ემ, სესხის ძირითადი დავალიანების 16 275.59 აშშ დოლარის ნაწილში ცნო სარჩელი. თუმცა სარჩელის ცნობის თაობაზე პოზიცია არ დაუფიქსირებიათ დანარჩენ მოპასუხეებს. შესაბამისად, სესხის ძირითადი დავალიანების 16 275.59 აშშ დოლარის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ, სს „კ------- ბ----ს სასარგებლოდ“ თანხის გადახდა მ--–---- ბ---–----ეს არ უნდა დაეკისროს, რაც შეეხება დამარჩენ მოპასუხეებს რ----- ბ---–----ეს, თ--, თ-----, ნ------- ბ---–----ეებსა და ი-----–- ნ---–--ეს სს „კ------- ბ----ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელთან დაკავშირებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 16 275,59 აშშ დოლარის 3%-ის 488.26 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, 1391.54 ლარის გადახდა (488.26 *2.85 = 1391.54 ლარს);
6.8. დადგენილია, რომ პირველი სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში, სს „კ------- ბ----ს“ სასარჩელო მოთხოვნა: სესხის სარგებლის, სიცოცხლის დაზღვევის შესატანისა და პირგადამტეხლოს დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა 515.94 აშშ დოლარის ფარგლებში. ამ მოთხოვნის პროპორციულად, მოსარჩელის მიერ, პირგელი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ, მოპასუხეებს, მ--–---- ბ---–----ეს, რ----- ბ---–----ეს, თ-- ბ---–----ეს, თ----- ბ---–----ეს, ნ------- ბ---–----ესა და ი-----–- ნ---–--ეს სს „კ------- ბ----ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 15.4 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის 43.89 ლარის გადახდა (15.4$ * 2.85 =43.89ლ);
6.9. დადგენილია, რომ სასესო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „კ------- ბ----“ ითხოვდა მოპასუხე მ--–---- ბ---–----ისათვის 3667,99 ლარის დაკისრებას, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა სრულად;
6.10. დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, სს „კ------- ბ----ს“ სარჩელი ამ ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მ--–---- ბ---–----ეს, სს „კ------- ბ----“-ს სასარგებლოდ 3004,90 ლარის გადახდა. საიდანაც ძირი თანხა არის 2 737.80 ლარი; სარგებელი - 79,84 ლარი; სიცოცხლის დაზღვევა - 14,45 ლარი; ჯარიმა პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 5 ლარი; ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 167,81 ლარი;
6.11. შესაბამისად დადგენილია, რომ სააპელაციო წარმოების ფარგლებში, სს „კ------- ბ----ს“ სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა შემცირდა 663,09 ლარით, აღნიშნული მოგებული თანხის 4%-ის - ანუ 26,52 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს სს „კ------- ბანკს“ აპელანტის მ--–---- ბ---–----ის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ;
6.12. დადგენილია, რომ მოპასუხე მ--–---- ბ---–----ეს სს „კ------- ბ----“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 3004,90 ლარის გადახდა. საიდანაც ძირი თანხა არის 2 737.80 ლარი; სარგებელი - 79,84 ლარი; სიცოცხლის დაზღვევა - 14,45 ლარი; ჯარიმა პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 5 ლარი; ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 167,81 ლარი;
6.13. დადგენილია, რომ დავალიანების თახის 2737,80 ლარის ნაწილში, მ--–---- ბ---–----ემ ცნო სარჩელი, შესაბამისად მას არ უნდა დაეკისროს ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება. ხოლო სს „კ------- ბანკს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ, სასარჩელო მოთხოვნის აღნიშნული ნაწილის პროპორციულად, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 82,134 ლაის ოდენობით;
6.14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად სააპელაციო პალატა თვლის, რომ მოპასუხე მხარეს მ--–---- ბ---–----ეს, სს „კ------- ბ----ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ.ბაჟის სანაცვლოდ 8.013 ლარი;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მ--–---- ბ---–----ის, რ----- ბ---–----ის თ-- ბ---–----ის, თ----- ბ---–----ის, ნ------- ბ---–----ის და ი-----–- ნ---–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება მოპასუხეებისათვის დავალიანების და სახელმწიფო ბაჟის თანხების დაკისრების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3, მე-7, მე-8 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ--–---- ბ---–----ის, რ----- ბ---–----ის თ-- ბ---–----ის, თ----- ბ---–----ის, ნ------- ბ---–----ის და ი-----–- ნ---–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. მოპასუხეებს მ--–---- ბ---–----ეს (პ/ნ.: 6-----------), რ----- ბ---–----ეს (პ/ნ.: 6----------), თ-- ბ---–----ეს (პ/ნ.: 6----------), თ----- ბ---–----ეს (პ/ნ.: 6----------), ნ------- ბ---–----ეს (პ/ნ.: 6----------), ი-----–- ნ---–--ეს (პ/ნ.: 6----------), სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,კ------- ბ----”-ს სასარგებლოდ დავალიანების გადახდა 16802,02 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა არის 16275.59 აშშ დოლარი, სარგებელი - 433.88 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 37,57 აშშ დოლარი, ჯარიმა - 27.20 აშშ დოლარი, ჯარიმა პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 28.43 აშშ დოლარი;
5. დაეკისროს მოპასუხე მ--–---- ბ---–----ეს სს „კ------- ბ----“-ს სასარგებლოდ 3004,90 ლარის გადახდა. საიდანაც ძირი თანხა არის 2 737.80 ლარი; სარგებელი - 79,84 ლარი; სიცოცხლის დაზღვევა - 14,45 ლარი; ჯარიმა პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 5 ლარი; ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 167,81 ლარი;
6. მოპასუხეებს სს ,,კ------- ბ----”-ს სასარგებლოდ დაეკისროთ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1235,55 ლარი, საიდანაც მ--–---- ბ---–----ეს, რ----- ბ---–----ეს, თ-- ბ---–----ეს, თ----- ბ---–----ეს, ნ------- ბ---–----ეს, ი-----–- ნ---–--ეს, სოლიდარულად დაეკისროთ 38,71 ლარი, ხოლო მოპასუხეებს რ----- ბ---–----ეს, თ-- ბ---–----ეს, თ----- ბ---–----ეს, ნ------- ბ---–----ეს, ი-----–- ნ---–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ 1196,84 ლარი;
7. მოპასუხე მ--–---- ბ---–----ეს სს „კ------- ბ----“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 90,14 ლარის ოდენობით;
8. სს ,,კ------- ბანკს“ მოპასუხეების სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო სასამართოში აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბჟის ნაწილი 593,34 ლარის ოდენობით;
9. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლეები: ლაურა მიქავა (თავმჯდომარე)
თეიმურაზ სიხარულიძე
ინდირა მაშანეიშვილი