განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100119002985631
საქმე №1/ბ-1770-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 მარტი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: თ------------------–---
ადვოკატის: თ------------–---–--
მსჯავრდებულის: ო---------------–----
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ო---------------–---- ინტერესების დამცველი ადვოკატის თ------------–---–-- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ო---------------–---- მიმართ, - დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, მცხოვრები: ქ------–--------------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენით, ო---------------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7(შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენით ო---------------–---- მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი - 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ო---------------–---ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7(შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ო---------------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 2 აპრილიდან.
ო---------------–---ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 მაისის განაჩენით ო---------------–--- გასამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
2019 წლის 26 თებერვლის განაჩენით ო---------------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ,,ბ" პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4(ოთხი)წლის ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათის ვადით.
სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი ო---------------–---, 2019 წლის 02 აპრილს, დაახლოებით 05:40 საათზე, თბილისში, გ-–-------------------------------–------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ნ------------–--- კუთვნილი, "------- მარკის ავტომანქანის გვერდითა ხედვის სარკეებს, რა დროსაც ადგილზე დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ. ო---------------–---- დანაშაულებრივი ქმედებით ნ------------–--- შესაძლოა მისდგომოდა 60 ლარის ქონებრივი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
აპელანტის მტკიცებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, ვინაიდან სასამართლოს შეფასებები ცალმხრივი და ტენდენციურია. განაჩენი გამოტანილია ერთმანეთთან შეუთანხმებელი, საეჭვო მტკიცებულებების საფუძველზე, რადგანაც მოწმეების პ---------------–-–---–------------------–------–-- ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა და სადაოა ის ფაქტი, რომ სარკეების მოხსნის ფაქტს მართლაც შეესწრნენ თუ არა ისინი.
სააპელაციო პალატამ, განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
- პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მოწმეების, პ---------------–-–---–------------------–------–-- ჩვენებები ერთმანეთს არ შეესაბამება, ვინაიდან ის დაუსაბუთებელია და წინააღმდეგობაში მოდის აღნიშნული მოწმეების სასამართლოში მიცემულ ჩვენებებთან.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე პ---------------–-–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ 2019 წლის 2 აპრილს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და სამოქმედო ტერიტორიაზე, კერძოდ გ-–---------------- ტერიტორიაზე, თავის მეწყვილესთან ა---------–------–---- ერთად ახორციელებდა ქვეითად შემოვლას. დაახლოებით 05:30 საათზე, პ------–------------- მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას, ეზოში გაჩერებულ შავი ფერის „------- მარკის ავტომანქანის მარჯვენა კართან შეამჩნიეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ერთი სარკე ხელში ეჭირა, მეორეს კი ბუდიდან იღებდა. იგი წელში მოხრილი იდგა მანქანის მარჯვენა კართან და ეტყობოდა, რომ იმალებოდა. მან მომენტალურად ბუდიდან ამოგლიჯა სარკე, რა დროსაც დაუძახეს, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ და გაჩერებულიყო. მამაკაცი დაიბნა, გადადგა 5-6 ნაბიჯი, მაგრამ მასთან ახლოს მყოფებმა ამის საშუალება აღარ მისცეს და დააკავეს. დაკავებულმა განაცხადა, რომ იყო ო---------------–---. მას განუმარტეს უფლებები და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ავტომანქანის ორი ცალი გვერდითა ხედვის სარკე, რომლებიც ხელში ეჭირა და შავი ფერის ტყავის ხელთათმანები, რომლებიც ო---------------–---ს ხელზე ეკეთა. ამოღებული ნივთები მის პირად ნივთებთან ერთად ადგილზევე დაილუქა. დაკავებულმა ო---------------–---მ მისი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს ხელი მოაწერა და რაიმე პრეტენზიაც არ გამოუთქვამს. ფაქტის შესახებ შეატყობინეს სამორიგეო ნაწილს, მორიგესთან გადაამოწმეს ავტომანქანის მეპატრონის ვინაობა და გაარკვიეს, რომ იგი ცხოვრობდა იქვე პირველ კორპუსში
დაცვის მხარის შკითხვებზე მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მათი სამოქმედო ტერიტორია იწყება გ-–---------------- - დან ზევით, რა დროსაც შემოვლას აწარმოებენ ავტომანქანითაც და პრევენციის მიზნით ქვეითად. ის მეწყვილესთან მანქანას მიუახლოვდა წინა მხრიდან, ხოლო ავტომანქანა კორპუსთან მიმართებაში იდგა პარალელურად, დაახლოებით 15 მეტრის დაშორებით. დანახვისთანავე მანაც და ა---------–------–--– დაუძახეს, რომ იყვნენ პოლიციელები და გაჩერებულიყო. დაკავებულმა თავად განაცხადა, რომ იყო ო---------------–--- და დაბადებული იყო 1998 წელს. ჩხრეკისას, რომელსაც მხოლო ა---------–------–- ესწრებოდა, რაიმე სახის იარაღი, „სახრახნისი“ ან „ბრტყელტუჩა“ არ ამოუღიათ. ჩხრეკისა და დაკავების ოქმი შეადგინა თავად, შემთხვევის ადგილ;ზე, რის შემდეგაც დაკავებული გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ა---------–------–-- ანალოგიურად აღწერა ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ დილის 06:00 საათი ხდებოდა, როდესაც გ-–---------------- ტერიტორიაზე, პირველი კორპუსთან ქვეითად მოძრაობისას, ეზოში გაჩერებულ „------- მარკის ავტომანქანის მარჯვენა კართან შეამჩნიეს პირი, რომელსაც ხელთათმანები ეკეთა და ერთი სარკე ეჭირა ხელში, მეორეს კი ბუდიდან ხსნიდა. მან და პ---------------–-–---–-- დაუძახეს, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ, რამაც ზემოაღნიშნული პირი დააბნია და გაქცევა დააპირა, მაგრამ მასთან უკვე ახლოს იმყოფებოდნენ და დააკავეს. დაკავებულმა განაცხადა, რომ იყო ო---------------–---. ფაქტის შესახებ შეატყობინეს სამორიგეო ნაწილს, სადაც, ასევე გადაამოწმეს ავტომანქანის მეპატრონის ვინაობა. ო---------------–---- პირადი ჩხრეკისა ამოღებული იქნა ავტომანქანის გვერდითა ხედვის ორი სარკე, რომლებიც დაკავებულს ხელში ეჭირა, ასევე - შავი ტყავის ხელთათმანები. ამოღებული ნივთები პირად ნივთებთან ერთად დაილუქა. დაკავებულმა ო---------------–---მ მისი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს ხელი მოაწერა და რაიმე შენიშვნაც არ გამოუთქვამს. შემთხვევის ადგილი გამომძიებლის მოსვლისთანავე დატოვეს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ შემთხვევამდე ო---------------–---ს იცნობდა, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, შემთხვევამდე, მისი პიროვნების გადამოწმების მიზნით, ორჯერ ჰყავს პირადად შეჩერებული.
დაცვის მხარის შეკითხვებზე მოწმემ დამატებით განმარტა, რომ შემოვლას დაახლოებით დილის 4 საათამდე ატარებდნენ ავტომანქანით, ხოლო შემდეგ გააჩერეს და განაგრძეს ფეხით შემოვლა. ავტომანქანა ხ------–---–-- ქუჩისკენ ცხვირით იდგა და როდესაც მიუახლოვდნენ ავტომანქანის წინა და გვერდითი მხარე კარგად ჩანდა. ო---------------–---ს, რომელ ხელში ეჭირა მოხსნილი სარკე არ ახსოვს, მაგრამ დააკავებისას მეორე სარკეც მოხსნილი ჰქონდა და ხელში ეკავა.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში უთითებს, რომ განაჩენში მოწმე პ---------------–-–---–-- ჩვენება არასწორად არის გადმოცემული, რადგანაც განაჩენის მიხედვით მოწმემ ჯერ დაუძახა, რომ პოლიციელები იყვნენ და ამის შემდეგ მოგლიჯა ო---------------–---მ ბუდიდან სარკე. რეალურად კი პ---------------–-–---–-- განმარტა, რომ როდესაც ო---------------–---მ ბუდიდან მოგლიჯა სარკე, მხოლოდ ამის შემდეგ დაუძახეს მას, რომ პოლიციელები იყვნენ და გაჩერებულიყო. აპელანტის მტკიცებით, აღნიშნულით დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა სარკის ჩამოგლეჯვის მომენტში ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მას პოლიციელები უყურებდნენ, ესე იგი მან არ იცოდა მოგლეჯვის გარეშე როგორ უნდა მოეხსნა სარკე, რაც დაუჯერებელია, რადგანაც ჩამოგლეჯვის შედეგად არც სარკე დაზიანებულა და არც ბუდე. გარდა ამისა, სარკის მოგლეჯვის მომენტი არ დაუნახავს ა---------–------–- მიუხედავად იმისა, რომ ორივე ერთად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და ორივემ ერთად დაუძახეს მსჯავრდებულს.
პალატა აღნიშნავს, რომ ის „წინააღმდეგობები“, რაზედაც მიუთითებს დაცვის მხარე არსებითად ვერ ცვლის საქმის ფაქტობრივ გარემოებას. პ---------------–-–---–- და ა---------–------–- საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავენ სრულყოფილად და ზედმიწევნით; მათ ჩვენებებში არ არის ისეთ ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათი გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა. ა---------–------–-- გარკვევით განმარტა, რომ მსჯავრდებულს ერთ ხელში ეკავა სარკე, ხოლო მეორე ხელით კი ხსნიდა მეორე სარკეს. ის, რომ მან ვერ დაინახა სარკის მოგლეჯვის ფაქტი, რაზედაც აპელანტი მიუთითებს, არ იძლევა მისი ან პ---------------–-–---–-- ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველს. სამართლიანობა მოითხოვს და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დაცვის მხარეს ა---------–------–-სათვის პირდაპირ არც დაუსვამს შეკითხვა, დაინახა თუ არა მან სარკის მოგლეჯვის ფაქტი.
- აპელანტის მტკიცებით, სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ო---------------–---- პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმი, რადგანაც მასში მითითებული ოქმის შედგენის დაყწიების და დასრულების, ასევე დაკავებულის პოლიციის განყოფილებაში მიყვანის დროის გათვალისწინებით, პოლიციის თანამშრომლები ადგილზე ვერ მოასწრებდნენ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 2 აპრილს, 05:45 სთ-ზე, ქ. თბილისში, გ-–----------------აიონის 1-ლი კორპუსის მიმდებარედ, ინსპექტორ-გამომძიებლების - პ---------------–-–---–-- და ა---------–------–-ს მიერ, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ო---------------–---, რომელსაც დაკავებისას ხელში ავტომანქანის გვერდითი ხედვის ორი სარკე ეკავა. ავტომანქანის ზემოაღნიშნული დეტალების გარდა, ო---------------–---- პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა შავი ტყავის ხელთათმანები, რომლებიც მას დაკავებისას ეკეთა. ამოღებული ნივთები ო---------------–---- სხვა პირად ნივთებთან ერთად ადგილზევე დაილუქა.
აღნიშნული ოქმით დგინდება, რომ მისი შედგენა დაწყებულია ო---------------–---- დაკავებისთანავე 05:45 სთ-ზე, ხოლო ჩხრეკა დაიწყო 05:49 სთ-ზე და დამთავრდა 06:05 სთ-ზე. ო---------------–--- პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს 06:12 სთ-ზე. აპელანტი მიუთითებს, რომ სავარაუდოდ ოქმის შედგენა უნდა დაესრულებინათ განყოფილებაში მიყვანამდე, რასაც პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან ოქმის შედგენა დასრულდა 06:17 სთ-ზე, მას შემდეგ, რაც ოქმი დადასტურებული იქნა უფლებამოსილი პირის მიერ.
ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ აღნიშნულ ოქმს, ხელს აწერს ო---------------–---ც, რომელიც უთითებს, რომ პირადად გაეცნო დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს. გადაეცა ოქმის ასლი, ასევე განმემარტა ბრალდებულის უფლებები სრულად. აღნიშნულთან დაკავშირები პრეტენზია არ გააჩნია.
ამდენად პალატა მიიჩნევს, ო---------------–---- პირადი ჩრეკისა და დაკავების ოქმი შედგენილია კანონის სრული დაცვით და სასამართლოში მისი გამოკვლევისას არ გამოვლენილა რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც მის სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
- 2019 წლის 8 ივნისის ქიმიური ექსპერტიზის N-------- დასკვნით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ, ო---------------–---- პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ტყავის ხელთათმანებსა და ავტომანქანის სარკეებზე აღინიშნება ნავთობპროდუქტების მძიმე ფრაქციებისათვის დამახასიათებელი (მსგავსი) კვალი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადსტურა ექსპერტმა ა-–------------------------ რომელმაც განმარტა, რომ ჩატარებული გამოკვლევისას ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ტყავის ხელთათმანებსა და ავტომანქანის სარკეებზე (არა სარკის ზედაპირის, არამედ - უკანა, მექანიზმის მხარეს) შეინიშნებოდა თვალით ხილული, მოყვითალო, მექანიზმებზე საპოხად გამოსაყენებელი ტაოტის დანაშრევი. სარკეებიდან და ხელთათმანებიდან მომზადებული ანაწმენდების გამონაწვილების გამოკვლევისა და დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ხელთათმანებსა და სარკეებზე არსებული კვლები იყო მსგავსი, ნავთობპროდუქტების მძიმე ფრაქციებისთვის დამახასიათებელი.
დაცვის მხარე, ერთი მხრივ აღნიშნულ დასკვნას არ მიიჩნევს უტყუარ მტკიცებულებად, თუმცა სააპელაციო სასამართლოში ვერ ახსნა საიდან შეიძლებოდა დარჩენილიყო ო---------------–---- ხელთათმანებზე, ავტომანქანის სარკეებზე ნავთობპროდუქტების მძიმე ფრაქციებისთვის დამახასიათებელი მსგავსი კვალი.
სააპელაციო სასამართლოში, დაცვის მხარემ მსჯავრდებულ ო---------------–---- უდანაშაულობის დასადასტურებლად მოიყვანა ის ვერსია, რომ აღნიშნულ დღეს ის საერთოდ არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე და იმყოფებოდა სულ სხვა ტერიტორიაზე, მეგობარ გოგონასთან ერთად. ის გააჩერეს პოლიციელებმა და გადაიყვანეს გ-–------ პოლიციის განყოფილებაში, სადაც ავტომანქანის სარკეების მოპარვა დააბრალეს.
პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის ვერსია აშკარად არასარწმუნოა და წარმოადგენს მცდელობას, როგორმე გამორიცხოს მსჯავრდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ფაქტი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში მსჯავრედებულმა ვერ ახსნა თუ რატომ მოაწერა დაკავებისა და ჩხრეკის ოქმს ხელი ისე, რომ არ წაუკითხავს და რა დაინტერესება შეიძლება ჰქონოდა მის მიმართ პოლიციის თანამშრომლებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც მსჯავრდებული მისივე განმარტებით ქურდობის დროს იმყოფებოდა სხვა ადგილზე.
ამდენად პალატა აანალიზებს, რა გამოკვლეულ მტკიცებულებებს მათი რელევანტურობის, და უტყუარობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ და სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ქმნიან უტყუარობის ერთიან ჯაჭვს და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ო---------------–---- მიერ, მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლობის გამოარ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ო---------------–---- ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. ო---------------–--- ცნობილ იქნესა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7(შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენით ო---------------–---- მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი - 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ო---------------–---ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7(შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. მსჯავრდებულ ო----------------–---- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 2 აპრილიდან.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ო----------------–---- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.
6. ნივთმტკიცებები:
- მანქანის გვერდითა ხედვის სარკეები - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- ხელთათმანი და ნერწყვის ნიმუშები - განადგურდეს.
- ლაზერული დისკი - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი