განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100119002987909
საქმე №1ბ/203-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 მარტი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: ე---------
ადვოკატების: ე---–------------------–-------------–---–--
მსჯავრდებულის: გ----------------
გამართლებულის: ჯ------–-------–---–---
მონაწილეობით,თბილისის დ---------------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ე---------, ასევე მსჯავრდებულ გ---------------- ინტერესების დამცველი ადვოკატის ე---–------------- სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ გ-------–----–------------------ მიმართ, დაბადებული 1----–-–-----------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: გ--–---–------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-------–-----–---–---------------------------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
გამართლებულის ჯა-----–------–-------------–---–--- მიმართ, დაბადებული 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: წ--–-------------------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-------–-------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
წარდგენილი ბრალდების თანახმად, გ---------------- ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 5 აპრილს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. თ---–--–-------–-------–-------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, გ--------------------------–-------–---–--- და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა, თ------------------- შეუზღუდეს გადაადგილების საშუალება, რა დროსაც გ---------------- მას ჯიბიდან ამოაცალა 3300 ლარად ღირებული „აიფონ X“ მოდელის მობილური ტელეფონი. თ------------------- იგრძნო მობილური ტელეფონის ამოცლა და დაედევნა მათ, რა დროსაც გ---------------- კანონსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მობილური ტელეფონი გადასცა გამოძიებით დაუდგენელ პირს. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებით, კანონსაწინააღმდეგო ნივთი პირადი ჩხრეკით ამოღებულ იქნა ჯ------–-------–---–---გან.
გ---------------- ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
წარდგენილი ბრალდების თანახმად, ჯ------–--------–---–--- ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 5 აპრილს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ-------–--–-------–-------–------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯ------–-------–---–---- გ---------------- და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა, თ------------------- შეუზღუდეს გადაადგილების საშუალება, რა დროსაც გ---------------- მას ჯიბიდან ამოაცალა 3300 ლარად ღირებული „აიფონ X“ მოდელის მობილური ტელეფონი. თ------------------- იგრძნო მობილური ტელეფონის ამოცლა და დაედევნა მათ, რა დროსაც გ---------------- კანონსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მობილური ტელეფონი გადასცა გამოძიებით დაუდგენელ პირს. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო ჯ------–-------–---–--- რომელმაც ნამდვილად იცოდა, რომ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული, მაგრამ მომხდარი ფაქტის შესახებ არ განაცხადა სამართალდამცავ ორგანოებში.
ჯ------–-------–---–--- ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენით, გ---------------- ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
გ--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ გ---------------- სასაჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2019 წლის 5 აპრილიდან.
ამავე განაჩენით, ჯ------–-------–---–-- გამართლდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ჯ------–-------–---–--- გამართლებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ გ---------------- ჩადენილი ქმედება განეკუთვნებოდა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რომლის შუტყობინებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისი მიხედვით დასჯად ქმედებას არ წარმოადგენს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, თბილისის დ---------------------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ე--------- და მსჯავრდებულ გ---------------- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე---–--------------
ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, გ---------------- დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ჯ------–-------–---–--- დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ გ---------------- მიმართ სასჯელის სახით პირობითი მსჯავრის დადგენა.
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შმდეგ გარემოებათა გამო:
1.აპელანტის - ბრალდების მხარის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლოს ფაქტობრივი გარემოებების შეფასება უნდა მოეხდინა არა ცალკეული ერთი კონკრეტული გარემოებით, არამედ ერთობლიობაში, კუმულაციურად უნდა განეხილა ბრალდებულების ქმედებები შემთხვევის ადგილზე განვითარემულ მოვლენებთან მიმართებაში. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი თუ გაზიარებული იქნება, რომ ადგილი არ ჰქონია ნივთის აშკარა დაუფლებას, გაურკვეველია, სასამართლომ რატომ არ გაიზიარა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მაშინ როდესაც სათვალთვალო კამერების ჩანაწერში აშკარად ჩანს, როგორ გადასცა გ---------------- გამოძიებით დაუდგენელ პირს მობილური ტელეფონი.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოცემულ არგუმენტაციას, ვინაიდან ის არ გამომდინარეობს პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან და მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. ამასთან, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ფაქტზეც, რომ სააპელაციო საჩივარით არ არის დასაბუთებული მსჯავრდებულ გ---------------- ქმედება რატომ შეიცავს ძარცვის და არა ქურდობის ნიშნებს. აპელანტის მხრიდან მხოლოდ იმაზე მითითება, რომ დაზარალებულმა იგრძნო შეხება და მობილურის ამოღება, ქმედების ძარცვად დაკვალიფიცირებისათვის საკმარისი არ არის.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა თ------------------- უჩვენა, რომ 2019 წლის 5 აპრილს, დ-------–- მდებარე სავალუტო ჯიხურიდან დედასთან - ხ------------------------ ერთად მიემართებოდა მეტროსადგურ „----------- მიმართულებით. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ შეამჩნია საპირისპიროდ მომავალი სამი მამაკაცი, რომელთაგან ერთ-ერთი (გ---------------) დაეჯახა მას. ამ დროს დაზარალებულმა იგრძნო ქურთუკის ჯიბეზე ძლიერი შეხება, ხოლო შეჯახების შემდეგ შეამჩნია, რომ მობილური ტელეფონი ქურთუკის ჯიბეში აღარ ედო. ის დაედევნა მამაკაცებს, დაეწია მათ და გ---------------- მოსთხოვა მობილური ტელეფონის დაბრუნება. რომელიც არწმუნებდა, რომ მობილური ტელეფონი მას არ მოუპარავს. დაზარალებულს განმარტებით, მას პირადად არ დაუნახავს, თუ როგორ ამოუღო გ---------------- ჯიბიდან მობილური ტელეფონი და რა დროს გადასცა იგი მეორე მამაკაცს. მას შემდეგ რაც ტელეფონი ჯიბეში ვერ აღმოაჩინა, სცადა მისი მოძებნა ავტომანქანაში, ვინაიდან იფიქრა, ,,მანქანაში ხომ არ დამრჩაო“. ასევე ტელეფონი მოიძია სავალუტო ჯიხურშიც. გ----------------ა და ჯ------–-------–---–--- შემთხვევის ადგილიდან გაქცევა არ უცდიათ, ხოლო როდესაც გ---------------- დაეწია, მესამე მამაკაცი მათთან ერთად არ იმყოფებოდა. ჯ------–-------–---–--მ კი დედამისს - ხ-------------------- მობილური ტელეფონის ნომერი ჩააწერინა. დაზარალებულის განმარტებით, მას შემდეგ რაც გ---------------- უარი განაცხადა მობილური ტელეფონის დაბრუნებაზე, მომხდარის შესახებ შეატყობინეს საპატრულო პოლიციას. რაც შეეხება მობილურ ტელეფონს, მან ის განვადებით შეიძინა და დაახლოებით 3300 ლარი გადაიხადა. დაზარალებულის განმარტებით, იგი ვარაუდობდა, რომ გ----------------- ამოაცალა მობილური ტელეფონი, რაც დადასტურდა პოლიციაში ვიდეოჩანაწერის ნახვის შემდეგ.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე ხ--------------------- რომელმაც არ დაადასტურა, რომ საკუთარი თვალით ნახა გ---------------- მიერ თ------------------- ქურთუკის ჯიბიდან მობილური ტელეფონის ამოღების ფაქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული იქნა ინდ. მეწარმე „-----------–---–-------------–--------------------------------–----------------------------- გარესამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები,სადაც ნათლად ჩანს, რომ 16:11:21 საათიდან 16:11:22 საათამდე პერიოდში ფიქსირდება სამი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც უახლოვდებიან საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ორ ქალბატონს, რომელთაგან ერთი არის დაახლოებით შუახნის, აქვს მოკლედ შეჭრილი თმა და აცვია გრძელმკლავიანი მოსასხამი. მეორე არის ახალგაზრდა, ქერა თმით და აცვია მომწვანო ფერის ქურთუკი. სამიდან ერთი ახალგაზრდა მამაკაცი ახალგაზრდა ქალბატონს ეხება მხრითა და მარცხენა ხელით და ქურთუკის წინა მარცხენა ჯიბიდან აცლის მობილურ ტელეფონს. ქალბატონი იხედება მამაკაცისკენ, ისინჯავს ჯიბეებს, დაედევნება მას და შეაჩერებს რამდენიმე მეტრის მოშორებით.
პალატა აღნიშნავს, რომ ძარცვის მთავარი დამახასიათებელი ნიშანია ქონების აშკარა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება, აშკარა ხასიათი კი იმაში მდგომარეობს, რომ სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება ხდება თვალნათლივ, კერძოდ, დაუფლების ფაქტი აღქმადია უშუალოდ მესაკუთრის ან მფლობელისათვის ან/და სხვა პირებისათვის, ამასთან, დამნაშავე აცნობიერებს მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედების აშკარა ხასიათს და თავადაც შეცნობილი აქვს, რომ სხვა პირი აღიქვამს ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტს. ეს არის ის სუბიექტური და ობიექტური ნიშნები რაც ძარცვას განასხვავებს ქურდობისაგან.
მოცემულ შემთხვევაში კი დაზარალებულისა და მოწმე ხ-------------------- ჩვენებებით, სათვალთვალო კამერებისა და თავად მსჯავრდებულ გ---------------- ჩვენებით, რომელიც არ უარყოფს მის მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტს, ცალსახად დასტურდება, რომ მსჯავრდებულის ქმედებას არ აქვს აშკარა ხასიათი და ის დაზარალებულის ქონებას ეუფლება ფარულად., მისგან შუმჩნევლად.
- აპელანტის მტკიცებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ გაზიარებული იქნება, რომ მსჯავრდებულმა გ---------------- ჩაიდინა ქურდობა და არა ძარცვა, სასამართლოს მისი ქმედება უნდა დაეკვალიფიცირებია, როგორც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქმედება, რადგანაც სათვალთვალო კამერების ჩანაწერში აშკარად ჩანს, როგორ გადასცა გ---------------- გამოძიებით დაუდგენელ პირს მობილური ტელეფონი.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არის ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ საქმეში N618აპ-15 განმარტა, რომ წინასაწარ შეთანხმებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა. მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ -წერილობითი, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც-ჟესტებსა და მიმიკაში-გამოიხატოს.
ბრალდების მხარმ „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის“ მიერ დანაშაულის ჩადენის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით სასამართლოში წარმოდგინა მხოლოდ გარესათვალთვალო კამერების ჩანაწერები.
პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჩანაწერებით არ დასტურდება დანაშაულის ჩადენემდე მსჯავრდებულ გ------------------ და გამოძიებით დაუდგენელ პირს შორის ისეთი სახის კომუნიკაცია, რომელიც პალატას მისცემდა საშუალებას ემტკიცებინა „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის“ არსებობა. კერძოდ, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მსჯავრდებული გ---------------, ჯ------–-------–---–---თან და გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად მოძრაობს დაზარალებულისა და ხ-------------------- შემხვედრად. მას შემდეგ, რაც დაზარალებული და მსჯავრდებული აღმოჩნდებიან ერთმანეთის გვერდით, ეს უკანასკნელი ხელის მოქმედებით, ფარულად ეუფლება დაზარალებულის ქურთუკის ჯიბიდან მობილურ ტელეფონს. ჩანაწერიდან თვალნათლივ ჩანს, რომ ქურდობის მომენტში ვერც გამოძიებით დაუდგენელი პირი, რომელიც ქმედების ჩადენისას ოდნავ წინ არის და ვერც ჯ------–-------–---–--- გ---------------- ქმედებას ვერ ხედავენ, ამასთან გ--------------- ტელეფონის დაუფლების შემდეგ ესაუბრება და ტელეფონს აჩვენებს გამოძიებით დაუდგენელ პირს და მხოლოდ ამის შემდეგ გადასცემ მას ტელეფონს.
პალატა აღნიშნავს იმისათვის, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უტყუარად ასაბუთოს დანაშაულის ჩადენამდე ქმედების მონაწილეთა შორის წიასწარი შეთანხმების ფაქტი, უნდა დასტურდებოდეს ორი შესაძლო ფაქტობრივი გარემოება: ა) მსჯავრდებულ გ----------------ა და გამოძიებით დაუდგენელ პირს წინასწარ, თუნდაც რამდენიმე წუთით ადრე უნდა სცოდნოდათ, რომ დაზარალებული იმ ტერიტორიაზე გაივლიდა და წინასწარ შეთანხმებული ხერხით დაეუფლებოდნენ მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს და ბ) მათ შორის უნდა ყოფილიყო წინასწარი შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისას მათთვის შესაფერის მომენტში ფარულად დაუფლებოდნენ ნებისმიერ პირის მობილურ ტელეფონს ან თუნდაც სხვა ნივთს. როგორც ერთი ისე მეორე შესაძლო ფაქტობრივი გარემოება მხოლოდ ვარაუდია და ამის მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.
გარდა ამისა, ჩანაწერის მიხედვით გ---------------- ტელეფონის დაუფლების შემდეგ ესაუბრება და ტელეფონს აჩვენებს გამოძიებით დაუდგენელ პირს და მხოლოდ ამის შემდეგ გადასცემ მას ტელეფონს.
პალატის აზრით, წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერების ანალიზით, როგორც სასამართლოს ისე ნებისმიერ დაუინტერესებელ პირს შეუძლია ამტკიცოს ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საპირისპირო. კერძოდ ის, რომ გამოძიებით დაუდგენელი პირისათვის თავიდან ცნობილი არ იყო გ---------------- განზრახვის შესახებ და ის ფაქტის წინაშე დადგა მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულმა მას ტელეფონი აჩვენა და რაღაც უთხრა. ამიტომ, გ---------------- მიერ გამოძიებით დაუდგენელი პირისათვის ქმედების ჩადენის შემდეგ ტელეფონის გადაცემა უტყუარად ვერ ადასტურებს „წინასწარი შეთანხმებით ჯფუფის“ მიერ დანაშაულის ჩადენას, მითუმეტეს გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მობილური ტელეფონი გამოძიების მიერ ამოღებული იქნა ჯ------–-------–---–--დან, რომლის ჩვენების მიხედვით მან ტელეფონი გ---------------- მითითებით იპოვა სანაგვე ყუთში და ამის საწინააღმდეგო ბრალდების მხარეს რაიმე მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია.
პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ გ----------------, ჯ------–--------–---–--- და გამოძიებით დაუდგენელი პირის მიმარ წარდგენილ ბრალდებაში მითითებულია, რომ სამივე მათგანმა თ------------------- შეუზღუდეს გადაადგილების საშუალება, რასაც პალატა ვერ დაეთანხმება, ვინაიდან ჩანაწერიდან კარგად ჩანს, რომ გ---------------- მიერ ქმედების ჩადენის მომენტში ჯ------–-------–---–-- იმყოფება მის გვერდით და დაზარალებულისგან მოშორებით, ასევე, გამოძიებით დაუდგენელი პირი იმავე მომენტში იმყოფება ოდნავ წინ და ხ------------------- თავისუფლად გადაადგილდება დაზარალებულსა და გამოძიებით დაუდგენელ პირს შორის. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ თუკი გამოძიება დადგენილად მიიჩნევდა, რომ სამივე პირმა განზრახ შეუზღუდეს დაზარალებულს გადაადგილების საშულება და ამით გ---------------- მიეცა შესაძლებლობა ფარულად დაუფლებოდა დაზარალებულის ქონებას, სასამართლოსთვის გაურკვეველია გამოძიებამ რატომ არ განიხილა ჯ------–-------–---–-- „ჯგუფის წევრად“ და დაკმაყოფილდა მხოლოდ მისი ქმედების „შეუტყობინებლობით“ დაკვალიფიცირებაზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო „ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ განიხილავს, როგორც მტკიცებულების სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, ნათელი და ურთიერთკავშირში მყოფი დასკვნებიდან, რომლებიც უდავო, საკმარისად მტკიცე და ზუსტ ხასიათს ატარებს და არ შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ თეორიულ ჰიპოტეზას. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარის დასკვნა, რომ ქმედება ჩადენილია „წინასწარი შეთანხმებით ჯფუფის“ მიერ, ვინაიდან მსჯავრდებულმა მობილური ტელეფონი გადასცა გამოძიებით დაუდგენელ პირს არ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სამართლებრი სტანდარტს და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რაც სადაო კვალიფიკაციით ვერ გხდება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი.
- პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ჯ------–-------–---–--- ქმედების შეფასების ნაწილში. კრძოდ, მისთვის ცნობილი იყო, რომ გ--------------- ფარულად დაეუფლა თ------------------- კუთვნილ მობილურ ტელეფონს, მაგრამ ამის შესახემარ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. თუმცა მოცემულ შემთხვევაში ჯ------–-------–---–--- ბრალეულობას განაპირობებს გ---------------- მიერ ჩადენილი დანაშაულის კატეგორია, რომელიც განეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რომელის შეუტყობინებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად დასჯად ქმედებას არ წარმოადგენს და შესაბამისად, ის უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.
ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ---------------- და ჯ------–-------–---–--- ქმედებებს და მათი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
2. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის- მსჯავრდებულ გ---------------- ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლასთან დაკავშირებით.
პალატა აღნიშნავს, მართალია მსჯავრდებულმა აღიარა მის მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტი, მაგრამ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, ხერხი, დამდგარი შედეგი და ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული, უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის დ---------------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ე---------, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ გ---------------- ინტერესების დამცველი ადვოკატის ე---–------------- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
3. . თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
4.ჯ------–--------–---–-- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
5. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, ჯ------–--------–---–--ს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
6. გ----------------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
გ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
7. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ გ---------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
8. მსჯავრდებულ გ---------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 5 აპრილის 16:30 საათიდან.
9. ნივთიერი მტკიცებულებები:
- ჯ------–--------–---–--ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი „აიფონ X“ მოდელის მობილური ტელეფონი; „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, საფულე და მასში არსებული ნივთები, ბრალდებულ გ---------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;
- ინდ. მეწარმე დ---------------- სავალუტო ჯიხურის ვიდეოჩანაწერები 1 ცალ DVD დისკზე, ინდ. მეწარმე მ----------–---–-- სავალუტო ჯიხურის ჩანაწერები 1 ცალ DVD დისკზე, შპს „------------------------ სავალუტო ჯიხურის ჩანაწერები 2 ცალ DVD დისკზე, ბრალდებულ ჯ------–-------–---–--- ფოტონიმუშები 1 ცალ CD დისკზე, ბრალდებულ გ---------------- ფოტონიმუშები 1 ცალ CD დისკზე - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
- დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი 3 (სამი) ცალი ელექტრონული დისკი, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
10.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
11. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი