განაჩენი

სისხლის სამართლის 12.03.2020
საქმის ნომერი
330100119003356381
ინსტანცია
თარიღი
12.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100119003356381

საქმე № 1ბ/346-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

12 მარტი, 2020 წელი თბილისი

 

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი

 

სხდომის მდივანი: ნადეჟდა მარანელი

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი: თ-------- ტ----–--ე

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული:

შ----- ლ---–--ე - საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, დაბადებული 1----–-–----------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული თბილისში, ვ---------–---------------------------------–----------------------------ში, მცხოვრები თ---–--–------–-----------------------------–-

 

პირველი ინტანციის სასამართლოს კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2020 წლის 23 იანვრის, განაჩენით შ----- ლ---–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის თანახმად, აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით (2019 წლის 22 ნოემბრიდან 2020 წლის 13 იანვრის ჩათვლით) საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის თანახმად, აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება 1 (ერთი) წლის ვადით.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ----- ლ---–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

ასევე მან ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

 

2019 წლის 23 ოქტომბერს, საღამოს საათებში, თბილისში, კ--–-------------------------------------------–-, ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა შ----- ლ---–--ემ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის დას - თ-- ლ---–--ეს, კერძოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, ძლიერად ჩაარტყა ფეხი მარცხენა ფეხის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა თ-- ლ---–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 22 ნოემბერს, დაახლოებით 01:30 საათზე, თბილისში, კა-–-----------------------------------------–ი ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფი შ----- ლ---–--ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მის დას - თ-- ლ---–--ეს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა მას. აღნიშნულის შედეგად თ-- ლ---–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2020 წლის 23 იანვრის, განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ-------- ტ----–--ემ და მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.

 

საქმის არსებით განხილვის სხდომაზე პროკურორმა დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა კვალიფიკაციის დაზუსტება, კერძოდ მსჯავრდებულის ქმედების - საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დაკვალიფიცირება ოჯახურ დანაშაულად, ანუ 111. 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. შემდგომ პროკურორმა აღნიშნა, რომ ამ ნაწილში სასჯელიც უნდა დამძიმდეს, რამდენადაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის მოქმედი რედაქციის თანახმად (ეს რედაქცია უკვე მოქმედებდა დანაშაულის ჩადენის დროს) ჯარიმა ძირითად სასჯელად არ შეიძლება დაინიშნოს ამ კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის.

 

გარდა ამისა, პროკურორმა აღნიშნა, რომ ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ სამართლიანი და სასჯელის მიზნების ადეკვატური ღონისძიებების გაუტარებლობა და მსგავსი დანაშაულის მიმართ, სახელმწიფოს შემწყნარებლური დამოკიდებულება ვერ იქნება გამართლებული, რადგან გენერალური პრევენციული მექანიზმის ეფექტურობა მინიმუმამდე იქნება შემცირებული. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ვინაიდან მსჯავრდებულ შ----- ლ---–--ეს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, სასამართლო არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, რაც ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისთვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი, რითაც ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა მიუთითა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ: დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობაა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების ჩადენის შემდეგ, მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი.

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ-------- ტ----–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები ფაქტობრივი გარემოებების დადგენასთან დაკავშირებით, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. ამავე დროს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადავოდ არ ხდიან და სააპელაციო წესით არ ასაჩივრებენ, რის გამოც პალატა არ არის უფლებამოსილი მოახდინოს მათი რევიზია. ამასთან, მხარეებს არც პირველი ინსტანციის სასამართლოში გაუხდიათ მტკიცებულებები სადავოდ და შესაბამისად სადავოდ არ ხდიან დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მსჯავრდებულის აღიარების, ასევე საქმეზე შეკრებილი უდავო უმტკიცებულებების, კერძოდ: მოწმეების - გ-------–----------------------------------- თ-- ლ---–--ის გამოკითხვის ოქმების და საქმეში არსებულ სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ შ----- ლ---–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ შ----- ლ---–--ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ. ამავე დროს პალატა არ ეთანხმება მუქარის ნაწილში ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხზე მითითების გარეშე შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის თანახმად, ,,ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1331, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით“. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნით განისაზღვრება ასევე პირთა წრე, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისთვის ითვლება ოჯახის წევრად. როგორც ნორმის შინაარსი ცალსახად უთითებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განისაზღვრება ოჯახური დანაშაულის ცნება და ის გარემოება, რომ ამავე მუხლში ჩამოთვლილი ოჯახური დანაშაულების ჩადენისას სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლზე მითითება სავალდებულოა. ეს მოთხოვნა არაა ფორმალური, რამეთუ მას უკავშირდება მთელი რიგი სამართლებრივი შედეგები. მართალია, 2019 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, ხსენებული კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილს დაემატა ,,დ“ ქვეპუნქტი, სადაც მაკვალიფიცირებლად მითითებულია ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, თუმცა ეს ცვლილება არ მოდის წინააღმდეგობაში ზოგად ნორმასთან - საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლთან. მით უმეტეს კანონმდებელს არ მიუთითებია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილს ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაა აღარ მოიცავს ამავე კოდექსის მე-111 მუხლი.

 

აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ხსენებული პრაქტიკა იყო გასულ წლებში, კერძოდ, იმ პერიოდში, როცა მე-111 მუხლის ჩამონათვალში მითითებული იყო საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლი. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ნოემბრის №250აპ-14 განჩინება).

 

რაც შეეხება სასჯელს, ამ ნაწილშიც პალატა იზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად ჯარიმა ძირითად სასჯელად არ შეიძლება დაინიშნოს ამ კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის ან ამავე კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის. შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულს საქართველოს სსკ-ის 111. 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუქნტით გათვალისწინებული დანაშაულისვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 6 თვის ვადით შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მათ შორის პალატა ითვალისწინებს შ----- ლ---–--ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ მან, აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად პალატა მიიჩნევს იმას, რომ მსჯავრდებულმა ოჯახის წევრი მიმართ დანაშაული ჩაიდინა ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ. აღნიშნულის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ შ----- ლ---–--ეს საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ამავდროულად, სააპელაციო პალატის აზრით, მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით, ვინაიდან საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. მოცემულ შემთხვევაში შ----- ლ---–--ემ თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა ჩადენილი დანაშაული და უდავოდ გახადა მტკიცებულებები, ამასთან არ არის ნასამართლევი. შესაბამისად სახეზეა სასჯელის პირობით ჩათვლის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის თ-------- ტ----–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2020 წლის 23 იანვრის განაჩენში, შ----- ლ---–--ის მიმართ უნდა შევიდე ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის თ-------- ტ----–--ის სააპელაციო საჩივარი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაზუსტებული პირობით, დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 23 იანვრის განაჩენში შ----- ლ---–--ის მიმართ შევიდეს ცვლილება კვალიფიკაციის და სასჯელის ნაწილში.

 

შ----- ლ---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალის პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, სისხლის სამართლის 111. 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და შ----- ლ---–--ეს საბოლოოდ მოსახდელი ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალის პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად - იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, კერძოდ აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება 1 (ერთი) წლის ვადით.

 

შ----- ლ---–--ეს საპატიმრო სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 22 ნოემბრიდან, 2020 წლის 13 იანვრის ჩათვლით.

 

გამოსაცდელი ვადის პერიოდში კონტროლის განხორციელება მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს.

 

გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი